არა. ბაშვის ოთახისთვის 55-60% საჭიროა, მცენარეებისთვის 60% და მეტი.
თბილისში, კორპუსის პირობებში მაღალ სართულებზე ჩვეულებრივ ოთახში, ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე ტენიანობა არის 40% რაც ნორმის ქვედა ზღვარია. პირველ სართულებზე ცოტა მეტია.
ნორმა არის 40%-60% ფარგლებში და არის დამოკიდებული ინდივიდუალურად ადამიანზე. ზოგს ნორმის ზედა ზღვარი უყვარს, ზოგს ქვედა. თუ ადამიანი მცივანაა მაშინ ნორმის ზედა ზღვართან ჯობია იყოს ტენიანობა ანუ 60%.
მაგალითად ოთახში +22 გრადუსია და 60%. საკმაოდ კომფორტულია და მოდუნებულ მდგომარეობაში ზიხართ გრძელკავიან მაისურში ან თხელ ჟაკეთში, თავს იგრძნობთ კომფორთულად.
მაგრამ სხვა ოთახშიც +22 გრადუსია და ტენიანობა 40%-ია. აი ამ ოთახში კი მოდუნებულ მდგომარეობაში ჯდომისას იმავე ტანსაწმელში შეგცივათ და შეიძლება ტხელი ჯემრი დაგჭირდეთ. ანუ უფრო მეტი უნდა ჩაიცვათ.
მაგრამ აქ საუბარი მიდის ოთახის ნორმალურ ტემპერატურის დიაპაზონზე. ანუ +18-იდან +24-მდე. თუ ტემპერატურა ოთახში +18 დაბალია, მაშინ ტენიანობას უნდა მოვუკლოთ 40 %-მდე, იმიტომ რომ მაღალ ტენიანობაზე პირიქით შეგცივათ. და ასევე თუ +25-ზე მაღალია ტემპერატურა მაშინაც უნდა მოვუკლოთ 40%-მდე, იმიტომ რომ პირიქით ძალიან ცხელა.
თუ ოთახში ძალიან დაბალი ტემპერატურა ანუ +14-ზე ნაკლებია, ტენიანობა 30%-40%-ს ფარგლებში იქნება ნორმად.
და კიდევ ერთი მიფი. გათბობის დროს, ანუ ცენტრალური(ავტონომური) გათბობა და რადიატორები ჰაერს დიდად არ აშრობენ. ეს პრობლემა უფრო აქტუალურია რუსეთში, უკრაინაში, კანადაში, სადაც ძლიერი ყინვების გამო გარე ჰაერი არის ძალიან მშრალი და განიავების დროს ოთახში ის ქუჩიდან შემოსული მშრალი ჰაერი ზუსტად ამწირებს ტენიანობას 10-15%-მდე. და აი მაშინ აქვთ კატასტროფა. რადგან უდაბნო საჰარაშიც ტენიანობა 25%-ია უმეტესად.
ჩვენთან საქართველოში მსგავსი პრობლემა არაა. ნებისმიერი გათბობა რადიატორებით ან კარმის ტიპის გამათბობელი ამცირებენ 25-30%-მდე მაქსიმუმ . რაც დიდად კატასტროფული არაა, თუმცა არ არის კომფორთული ნამდვილად. იმიტომ რომ დაბალი ტენიანობის გამო შეგცივათ და ოთახს კიდევ უფრო მაგრად გაათბობთ და მეტ კუბომეტრს დახარჯავთ.
ნუ კარმის ტიპის გამათბობელი, მიუხედავათ იმისა რომ ჰერმეტიულია, ისიც ოდნავ აშრობს.
ასე რომ ჰაერის დამატენიანებელი კარგია.
1)ოთახის მცენარეებისთვის
2)ბავშვისთვის
3)მცივანა ადამიანებისთვის
პ.ს მე კი პირიქით ორთქლზე ვეძევ დამატენიანებელს და ქართულ ინტერნეთ მაღაზიებში ვერ ვიპოვე.
This post has been edited by Tunes on 27 Sep 2019, 05:37
Великие умы обсуждают идеи.
Средние умы обсуждают события.
Мелкие умы обсуждают людей.
©Anna Eleanor Roosevelt
"მელკიე" რომ არ ყოფილიყვნენ ამ სამყაროს უმრავლესობაში ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი იქნებოდა. ;)