#54193400 · 8 Feb 2019, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. მოკლედ, არის სიტუაცია ახლობლის ოჯახში და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქმარი ცოლს ატყუებს, მაგრამ რომ ვცდებოდე, არ მინდა კონფლიქტი გამოვიწვიო. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შემდეგი რამ: კაცს ჰქონდა დაყადაღებული საბანკო ანგარიში, რადგან ძველმა მევალემ უჩივლა. კაცმა სასამართლო მოიგო და, წესით, ყადაღა უნდა მოეხსნათ, ხო? მაგრამ ის ამბობს, რომ სახსრები გადარიცხულია სააღსრულებოში (ან სადღაც ჯანდაბაში) და მას უკან არ უბრუნებენ, ხან სასამართლოს დადგენილებას ითხოვენ, ხან რას და ხან რას. ერთი-ორჯერ თავის ანგარიშზე ფული ჩარიცხა და მოხსნა, რომ "ბრუნვა დაფიქსირდეს", შემდეგ ჩარიცხა და "ვერ მოხსნა, იმიტომ რომ ის თანხაც დაიბლოკა". მერე ვითომდა უთხრეს, წლის ბოლოს ჩაგერიცხება. დადგა წლის ბოლო და არაფერი. ამბობს, რომ იანვარში იყო მისული საგადასახადოში და ასე უთხრეს, რომ თანხა განაწილდება თვეებზე და ყოველი თვის ბოლოს 500 ლარი დაუჯდება ანგარიშზე. ახლა კიდე ამბობს, თითქოს უთხრეს, თანხის 10% რომ შეიტანოს, 28 თებერვალს მთლიანი თანხა ჩაერიცხება. ეს საქმე ნამდვილად წელიწადზე მეტია გრძელდება და, როგორც გითხარით, არ მჯერა, რომ ასეთი რაღაცა ხდება, მაგრამ ამ სფეროსთან შეხება არასოდეს მქონია, შეიძლება ვცდები და პატიოსან კაცს ტყუილში ვადანაშაულებ.
|