ჩვენ გვაქვს თემა "ფენტეზი" მაგრამ რადგან ჯორჯ მარტინს, ჯო აბერკრომბის და პატრიკ როტფუსს აქვთ საკუთარი გვერდები ამიტომ გადავწყვიტე რომ თუ ვალეტებს აქვთ საკუთარი თემები მაშინ მეფესაც ეკუთვნოდა თავისი საკუთარი.
ბრანდონ სანდერსონი დაიბადა 1975 წლის 19 დეკემბერს ქ. ლინკოლნში, შტატ ნებრასკაში, აშშ. ყავს ცოლი და 3 შვილი. რელიგიის და რწმენის თემებს რომლებსაც ბრანდონი ხშირად აჟღერებს საკუთარ ნაწარმოებებში არ არის შემთხვევაში, ახალგაზრდობაში ის მოხალისე მისიონერად იყო მივლენილი სამხრეთ კორეაში "მორმონთა ეკლესიის" მიერ.
სანდერსონის ფენტეზი ჟანრის ნაწარმოებებზე საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყო კოსმირის (Cosmere) სამყაროს ახსნიდან. სწორედ აქ ვითარდება მწერლის წიგნების სიუჟეტების უმრავლესობა. იქნება ეს ქარიშხალიანი ქვა-კლდიანი როშარის პლანეტა, ნისლში გახვეული და ფერფლში დამხვრჩვალი სკადრიალი თუ პლანეტა ნალთისი და სელი ყველა კოსმირის სამყაროშია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ამ სამყაროში არიან პირები რომლებსაც შეუძლიათ ერთი პლანეტიდან მეორეზე მგზავრობა ე.წ Worldhoppers. ჰოიდი იგივე "მახვილგონიერი"-Wit იგივე მოხეტიალე ყველაზე ცნობილი Worldhopper-ია რომლეიც კოსმირის ყველა წიგნების სერიაშია (მას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით). მის გარდა არიან ვივენა იგივე აზური, ვაშერი იგივე ზაჰელი იგივე კალად უზურპატორი, და ა.შ. ეს გმირები ჩნდებიან სხვადასხვა წიგნების სერიებში. ერთ სერიაში შეიძლება მთავარი გმირები იყვნენ, მეორეში მეორეხარსხივანები მესამეში შეიძლება მხოლოდ გაიელვონ ან მხოლო ახსენონ კიდეც.
ყოველ ამ პლანეტაზე "მხტომელების" გარდა არიან კიდევ "ნატეხები" (Shards) რომლებიც ადგილობრივ ღმერთებად შეიძლება ჩაითვალონ. ეს ღვთაებები მათ პლანეტებზე ქმნიან ჯადოქრობებს რომლებიც გარკვეულ კანონებს ემორჩილებიან და პირდაპირ თუ ირიბად მართავენ და განსაზვრავენ ჩაბარებული პლანეტების და მათი ბინადრების ბედს. თავიდან კოსმირის სამყარო შემქნა ერთმა ღმერთმა, ადონალსიუმმა, მოგვიანებით 17 ადამიანი გაერთიანდა მის წინააღმდეგ და დაამარცხეს ადონალსიუმი და 16 ნატეხად დაშალეს. 17-დან 16 შეთქმულმა მიიღო ეს ნატეხი და თვითონ გახდნენ ღმერთები. თანავასტმა აიღო ადონალსიუმის ღირსების ნატეხი და გახდა ღვთაება "ღირსება", ატიმ აიღო ადონალსიუმის განადგურებისკენ მიდრეკილების ნატეხი და გახდა "ნგრევა", ლერასმა კი პირიქით ადონალსიუმის შექმნის სურვილის ნატეხი აიღო და გახდა "შენარჩუნება", რეიზმა ადონალსიუმის ემოციების ნატეხი აირჩია და გახდა "ოდიუმი", ედგილმა ადონალსიუმის სიკეთე აიღო და გახდა "სიქველე" და ა.შ შემდეგ. მხოლოდ ჰოიდმა თქვა უარი ნატეხზე. ეს პიროვნებები გახდნენ თავიანთი ნატეხების ჭურჭლები და დაბერებისგან სიკვდილი აღარ ემუქრებოდათ თუმცა ჭურჭლის ძალადობრივი მოკვლა შესაძლებელია და ზოგიერთი ჭურჭელი მოგვიანებით მოკვდა კიდევაც. ჭურჭლისგან განსხვავებით ნატეხი უკვდავია და თუ ადამიანი შეძლებს ჭურჭლის მოკვლას მას შეუძლია ამ ნატეხის ხელში ჩაგდება და თვითონ ხდება ღვთაება, ან შეიძლება რომელიმე ჭურჭელმა თვითონ მოკლას სხვა ჭურჭელი და დარჩენილი ნატეხი მიითვისოს. წიგნების ყველა სერიაში ნატეხების კონფლიქტები იწვევენ პრობლემებს რომლებიც ხდებიან ამ სერიების მთავარი თემები რომლის გადაჭრაც ამ პლანეტებზე მაცხოვრებელ ადამიანებს უწევთ. როგორც ზევით დავწერე ნატეხები ქმნიან ჯადოქრობებს. მაგალითად "შენარჩუნებამ" და "ნგრევამ" პლანეტა სკადრიალზე სამი ტიპის ჯადოქრობა შემქნეს რომლებიც მეტალებზეა დაფუძნებული, ფერუქიმია, ალომანტია და ჰემალურგია. "ღირსებამ", "კულტივაციამ" და ოდიუმმა პლანეტა როშარზე შექმნეს ზებუნებრივი ძალები რომლებიც ადამიანს ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კოგნიტური სამყაროდან გადმოსული სული აირჩევს ამ ადამიანს თავის მეწყვილედ პლიუს საჭიროა stormlight-ის ქონა. პლანეტა ნალთისზე "სიქველემ" სუნთქვას დაუკავშირა ჯადოქრობა.
ღირსება, კულტივაცია და ოდიუმი.
საინტერესოა რომ კოსმირის სამყაროში დრო არ არის შუა საუკუნეებზე გაშეშებული და ბევრ ადგილზე ის წინ მიდის მაგალითად "ნისლქმნილის" სერიაში პლანეტა სკადრიალი ისევე როგორც აბერკრომბის "პირველი კანონში" სამყარო ინდუსტრიალიზაციის ხანაში შევიდა. "Stormlight Archive"-ის სამყაროში პლანეტა როშარზე განვითარება ციკლურია, განვითარების რაღაცა დროის შემდეგ პლანეტაზე იწყება იერიში და კაცობრიობა ქვისხანამდე ეცემა. მიმდინარე პერიოდში ისეთ ხელსაწყოებს იყენებენ ადამიანები რომ ძნელია რეალურ ისტორიას შეადარო.
ახლა რაც შეეხება წიგნების სერიებს:
Elantris 2005
Mistborn "ნისლქმნილი" პირველი ხანა 2006-2008
Warbreaker 2009
Mistborn "ნისლმქნილი" მეორე ხანა 2011- (ველოდებით ბოლო წინგს)
Stormlight Archive 2010 - (ათწიგნად არის ჩაფიქრებული). რეკომენდაციას ვუწევ ამ სერიას.
This post has been edited by 4L3X on 27 Feb 2021, 22:36