forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვიღაც ტიპის აზრები, ავტორებზე
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 594
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 19 May 2019, 10:40  #54679093      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს რაღაც მიზეზების გამო დამჭირდა წლების მანძილზე ხალხის დანატოვარი/ნაჩუქარი წიგნების გადარჩევა და დროის ეკონომიის მიზნით გადავწყვიტე ავტორებზე წარმოდგენა ჩამომეყალიბებინა Goodreads-ზე მათი ყველაზე პოპულარული ციტატების პირველი გვერდის მიხედვით.

დიდად ნაკითხი და ლიტერატურაში გარკვეული ადამიანი არ ვარ მაგრამ ჩემი (რათქმაუნდა სუბიექტური მაგრამ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე) აზრით გამვლელ გიორგიზე/მარიამზე უკეთესად შემიძლია ნააზრევის სიღრმის და ხარისხის შეფასება. თან ამ ფაქტს პოზიტიური ასპექტიც აქვს: ნაკლებად მაქვს შესისხლხორცებული მცოდნეთა წრეში "მიღებული" აზრები და წარმოდგენები.

ამ შეფასებების დროს "მუღამში შესულმა" ის ავტორებიც შევაფასე რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ (ვისიც 10+ წიგნი მაქვს წაკითხული) და აღმოჩნდა რომ ამ შეფასებებმა ზოგზე ჩემი აზრი გაამყარა და ზოგზე შეასუსტა, ანუ ჩემი აქამდე ჩამოყალიბებული აზრი არ მაბრმავებს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გთავაზობთ რომ თქვენთვის საინტერესო ავტორები დაწეროთ ამ თემაში და მე ჩემს (შეძლებისდაგვარად) მიუკერძოებელ აზრს შემოგთავაზებთ მათთან დაკავშირებით ზემოხსენებული მეთოდით.

თქვენ გაერთობით-სავით და მე იქნებ ვინმე ისეთი აღმოვაჩინო ვინც მომეწონება და ვისაც დიდი ალბათობით მე თვითონ ვერ გადავაწყდებოდი.
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1687
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 19 May 2019, 11:09  #54679199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი.
რას ფიქრობ, მაგალითად , კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე?


--------------------
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

ku123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1025
წევრი No.: 243693
რეგისტრ.: 21-June 18

გამოგზავნილია: 19 May 2019, 11:33  #54679279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოჩანა
ძალიან მომწონს მისი ნამუშევარი. მაგრამ მაგაზეც ამბობენ მიისაკუთრაო.ჯერ ეგ გაარკვით და მერე იმსჯელეთ
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 594
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 19 May 2019, 13:26  #54679838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოჩანა

კიდევ ერთხელ ვაზუსტებ რომ თუ აქამდე რამე ვიცი ავტორზე ყველაფერს ვივიწყებ და ვაფასებ მხოლოდ მისი ციტატების მიხედვით goodreads.com-ზე (სადაც არ მეგონა მის ციტატებს თუ გადავაწყდებოდი საერთოდ).

იმასაც დავამატებ რომ სულ 23 ციტატაა მოცემული და ზუსტად არ ვიცი რა კრიტერიუმებით ან ვის მიერ არის არჩეული.

ასეა თუ ისე, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა:

ძირითადად ლიტერატურულ ფორმატში აქვს შეფუთული ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამოტანილი დასკვნები.

ეს დასკვნები სიღრმით არ გამოირჩევა მაგრამ უმეტესწილად "სწორია" და ადამიანების უმეტესობას გამოადგებოდა მათი გააზრება.

მხატვრული ასპექტიც ღირსშესანიშნავად ხარისხიანია მაგრამ ამასთან ერთად მომშრალო და არა-ორიგინალური თავისი სტრუქტურით. ამ ასპექტში მე პირადად ვხედავ გამომუშავებულ უნარს მაგრამ არა გენიის ნაპერწკალს.

ისეთ გემოს ტოვებს მისი ნაწერი თითქოს ვიღაცამ სახალხო სიბრძნე დაალაგა და რაღაც სტრუქტურა მისცა რომ გამონათქვამების კრებულთან შედარებით უფრო საინტერესო წასაკითხი ყოფილიყო.

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება რომ იყოს ლუდი, ის ლუდი იქნებოდა რომელსაც მუშები მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შეუკვეთავდნენ ნაცნობ ლუდხანაში და წინასწარ ეცოდინებოდათ რომ ადეკვატურად ხარისხიან და გემრიელ სამელს მიიღებდნენ ხელმისაწვდომ ფასად.

კონსტანტინე გამსახურდია რომ იყოს მშენებელი, ის მშენებელი იქნებოდა რომელმაც ძველ ყაიდაზე იცის შენება მხოლოდ, მაგრამ რაც იცის კარგად იცის და საქმესაც გულიანად აკეთებს.


--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1687
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 19 May 2019, 14:18  #54680140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Damnoc
გასაგებია. ნუ საინტერესოა შენი აზრი.
მე კიდევ ერთ მწერალზე გკითხავდი, რას ფიქრობ მაგალითად აკა მორჩილაძეზე?

კონსტანტინე გამსახურდიას რაც შეეხება, ჩემი აზრით, მაღალმხატვრული რომანები აქვს, განასკUთრებით მთვარის მოტაცებას ვგულისხმობ.
ხალხურობაზე შეიძლება დაგეთანხმო.
ისე 23 ციტატით ალბათ რთულია განსაზღვრა...
Heart_of_Darkness
Darkness is a ladder


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2906
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 19 May 2019, 16:04  #54680650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო ექსპერიმენტია (ჩემი ღრმა რწმენით წარუმატებლობისთვის განწირული, მაგრამ მოდი, ვცადოთ).
ჰერმან ბროხი- მთვარეულები.


QUOTE (Damnoc @ 19 May 2019, 10:40 )
დიდად ნაკითხი და ლიტერატურაში გარკვეული ადამიანი არ ვარ მაგრამ ჩემი (რათქმაუნდა სუბიექტური მაგრამ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე) აზრით გამვლელ გიორგიზე/მარიამზე უკეთესად შემიძლია ნააზრევის სიღრმის და ხარისხის შეფასება.

თვითშეფასების ჰაილეველი მესმის.
შემიძლია მშვიდი გულით წავიდე ამ ფორუმიდან,
ლიტ.განყში გამოჩნდა ისეთი ვინმე, ვინც ჩემზე რთულად წერს. bis.gif


--------------------
My heart's in the Highlands, my heart is not here.
ჯიმ"მორისონი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3437
წევრი No.: 244415
რეგისტრ.: 27-July 18

გამოგზავნილია: 19 May 2019, 17:00  #54680934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
QUOTE
თვითშეფასების ჰაილეველი მესმის.
შემიძლია მშვიდი გულით წავიდე ამ ფორუმიდან,
ლიტ.განყში გამოჩნდა ისეთი ვინმე, ვინც ჩემზე რთულად წერს

მიუხედავად იმისა რომ ძალიან განათლებულია ჩვენი დოქტორ მანჰეტენას მაინც აქვს ერთი ნაკლი უფრო სწორად არც მას სცოდნია ყველაფერი
კერძოდ ის რომ რათქმაუნდა არ არის სწორი და უნდა დაიწეროს ასე რა თქმა უნდა yes.gif
ანუ იწერება ცალ-ცალკე up.gif
Heart_of_Darkness
Darkness is a ladder


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2906
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 19 May 2019, 17:40  #54681152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 19 May 2019, 17:00 )
დოქტორ მანჰეტენას მაინც აქვს ერთი ნაკლი  უფრო სწორად არც მას სცოდნია ყველაფერი
კერძოდ ის რომ რათქმაუნდა  არ არის სწორი და უნდა დაიწეროს ასე რა თქმა უნდა  yes.gif
ანუ იწერება ცალ-ცალკე  up.gif

lol.gif





ჯორჯ ბესტის რეაქციას ველი მოუთმენლად,ჩვენს დებიუტანტზე popcorn.gif

This post has been edited by Heart_of_Darkness on 19 May 2019, 17:40
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 594
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 19 May 2019, 18:38  #54681375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოჩანა
QUOTE
აკა მორჩილაძე

კარგი, ნიჭიერი მზარეულივით არის. შეუძლია სახელდახელოდ ნაპოვნი ორი კვირის წინ ნაყიდი კომბოსტოსგან და შპროტის კონსერვისგან როგორღაც სუფრაზე ისეთი კერძი გამოიტანოს რომლითაც ყველა თუ არა, სტუმრების უმეტესობა მაინც ისიამოვნებს.

მაგრამ ეს კომპლიმენტიც არის და არა-კომპლიმენტიც (არსებობს ალბათ უკეთესი ტერმინი). იმან რომ სუნელების ხმარება "დაამუღამა", კრეატიულად გააზულუქა თითქოს და ამიტომ შაბათს დილით აღარ გადის ნავთლუღში წინა დღით დაკრეფილი ბოსტნეულის და მწვანილის საყიდლად. ლოგიკურიცაა, თუ სტუმრები ნებისმიერ რამეს შეჭამენ რაც ნიჭიერადაა გაკეთებული და საკმარისი აბსტრაქტული ნოსტალგია აქვს მოყრილი, თან თითებსაც გაილოკავენ, რატომ უნდა შეიწუხოს თავი?

Heart_of_Darkness
QUOTE
ჰერმან ბროხი - მთვარეულები

ისედაც არ არის ბევრი ციტატა და არ ღირს ალბათ ერთი ნაწარმოებით შემოფარგვლა.

რაც შეეხება ავტორს:

ორი ალბათობას ვუშვებ: 1) იმდენად მჭიდროდ ტენის ყველა ფრაზაში მნიშვნელობას რომ ჩემი ტვინი unpacking-ს ვერ აუდის 2) ცდილობს მკითხველს დააჯეროს რომ პირველი ვარიანტია სწორი.

კითხვის დროს ვაკვირდები: იწყებს ეთერიდან იდეის გამოჩორკნას, და ჩორკნის, და ჩორკნის, და ჩორკნის, და ჩორკნის, და ჩორკნის და იმ მომენტებში როცა ტვინი ამ ყველაფრის გაშიფრვის პროცესიდან ერთი წამით ამოისუნთქებს, მოდის აზრი რომ იმაზე ხუთჯერ მეტს ჩორკნის ვიდრე ამ იდეას ჭირდებოდა და ნახევარი საათის წინ ეს იდეა, მაშინ ჯერ კიდევ "დაუმთავრებელი", ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე ახლა.

იმ მოქანდაკესავით არის რომელსაც დიდი სურათის აღქმა არ შეუძლია და ამიტომ საათობით (წარუმატებლად) უკირკიტებს ყველა დეტალს, მაშინ როცა იმას ვისაც ხედვა აქვს სამი ხელის მოსმით შეუძლია იგივე ეფექტის გამოწვევა ადამიანში.

ჯიმ"მორისონი

QUOTE
რათქმაუნდა არ არის სწორი

თუ მხოლოდ ეგ იყო შეცდომით მთელ ჩემს ნაწერში, დღეს თავს საშუალოზე უფრო ირლანდიური ჩაით დავიჯილდოებ biggrin.gif
Heart_of_Darkness
Darkness is a ladder


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2906
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 19 May 2019, 18:50  #54681438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Damnoc
ok. კაფკა- პროცესი.
Parabola
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2324
წევრი No.: 11696
რეგისტრ.: 22-July 05

გამოგზავნილია: 19 May 2019, 19:03  #54681511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Damnoc

Marcel Proust




boli.gif
დოჩანა
რიგითი მოქალაქე


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1687
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 19 May 2019, 21:35  #54682295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Damnoc
მომეწონა შენი შეფასებები.
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 594
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 19 May 2019, 22:03  #54682442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
QUOTE
კაფკა

არ არის ურიგო მწერალი/მოაზროვნე მაგრამ he takes himself too seriously, თითქოს კლასიკურ დანინგ-კრუგერის მახეში იყო გაბმული თავისი პროდუქტიული ცხოვრების დიდი ნაწილი.

ნიჭიერი ადამიანი ჩანს მაგრამ მოუმწიფებელია მისი ხასიათიც და აზროვნებაც, შესაძლებელია რაღაც გარემოებამ "გაჭედა" განვითარების ერთერთ სტადიაში ან ახალგაზრდამ შეწყვიტა წერა/მოკვდა.

კარგად მესმის რატომ შეიძლებოდა ქცეულიყო მისი ნამუშევრები სენსაციად სწორ სოციო-პოლიტიკურ პირობებში და ისეთი ხალხის ხელში ვინც ნაწარმოების აზრს ვერ იგებენ მაგრამ თვლიან რომ "კარგი თვალი" აქვთ.

Parabola
QUOTE
Marcel Proust

არსებითს ვერაფერს ვერჩი. ყველაზე ღრმად არ არის კურდღლის სოროში ჩამძვრალი მაგრამ simple truths აქვს საკმარისი რაოდენობით აღმოჩენილი რომ ბარე ორ კონკურენტს დაუყენოს თვალი.

იდეალურად არ გამოსდის მაგრამ ეტყობა რომ აკეთებს დაშვებას რომ თავდაჯერებული უვიცია, შესაბამისად ცდილობს ნათქვამის განზომილების და ტონის მოზომვას.

იმას წერს რისი წერის საჯდომიც აქვს და ამ ფორმატში რასაც ვხედავ საკმაოდ კარგადაც. მე პირადად რომანტიციზმს ჩავუწევდი ცოტას მაგრამ ეს რათქმაუნდა გემოვნების ამბავია.

დოჩანა
QUOTE
მომეწონა შენი შეფასებები.

ყურმოჭრილ მონად მიგულეთ თემის ფარგლებში biggrin.gif

This post has been edited by Damnoc on 19 May 2019, 22:05
Heart_of_Darkness
Darkness is a ladder


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2906
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 19 May 2019, 22:04  #54682449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Damnoc
ok, მაირინკი- გოლემი.
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 594
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 20 May 2019, 10:43  #54684818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness

ცოტა რთულია ციტატების ნაკლებობის გამო და თან მთარგმნელების კოლექტიურ კომპეტენციაშიც სერიოზული ეჭვი მეპარება იმის გამო რომ რამდენიმე სხვადასხვა ენაზე პრინციპულად სხვა შინაარსით შემხვდა ნათარგმნი ერთიდაიგივე ციტატა.

შეფასება:

უცნაური ტიპია, სავარაუდოდ ბუნებრივად აეწყო ეს ყველაფერი მაგრამ საბოლოო სტრუქტურა ძალიან უცნაური გამოვიდა.

ინტელექტი არ დაეწუნება, მწერლების ზედა მეოთხედში იქნებოდა ალაბათ, მაგრამ ის არის უცნაური რომ ამ ინტელექტუალური უნარის ნაყოფს ხმარობს როგორც ჩონჩხს რომელსაც შემდეგ ასხავს მხატვრულ ხორცს, რაც თითქოს მისთვის მთავარი პრიორიტეტია. არადა ვერ "ქაჩავს" ჩემი აზრით მხატვრულ ასპექტში.

საბოლოოდ გამოდის ის რომ საკუთარი ინტელექტის მსუქან ბატკანს წირავს უღიმღამო მხატვრული მოსავალის მოსაწევად.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0280 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]