Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კარგი ნევროლოგი


Posted by: tataboom 30 Nov 2015, 13:09
მეგობრებო ვინმეს შეხება ხომ არ გქონიათ ნევროპათოლოგ მამუკა მაკარიძესთან და ხართ თუ არაა კმაყოფილები ან რა აზრის ხართ? (სავარაუდო ნევროზის სამკურნალოდ)

Posted by: Pompiero 30 Nov 2015, 15:31
ნევროზის სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. თუ მედიკამენტები დაჭირდებათ, მაშინ ფსიქიატრის კონსულტაცია.

ნევროპათოლოგის კომპეტენციაში არანაირად არ შედის ფსიქოლოგიური პრობლემები

Posted by: Natuka NGN 30 Nov 2015, 16:51
tataboom
ნევროლოგი არა, ფსიქოტერაპეპთი აუცილებლად. არასწორად უშვებენ ხალხს ნევროლოგებთან.

Posted by: picpic 26 Apr 2016, 18:18
ვინმე კარგი ნევროპათოლოგი არ იცით ბინაზე რომ იაროს, მეცლება ადამიანი ხელიდან.

მოხუცი ქალბატონია, საღ აზრზე, მაგრამ თავბრუხვევები, სიცივის შეგრძნება, სისუსტე სულ ძილის მოთხოვნა,
დგება დადის მაგრამ ამ სისუსტეების, თავბრუხვევების, სიცივის შეგრძნების გამო მალევე წვება და ძილად არის.
საღ აზრზე არის. გვეხვეწება იქნება ვინმემ რამე მიშველოსო.

უბნის თერაპევტმა და ნევროპატოლოგმა გამაგიჟა. არავითარი თვალყურის მიდევნება, მოვლენ შემოაგდებენ კარებიდან რაღაცა წამლების რეცებტს, ჩაიდებენ ფულს ჯიბეში და წავლენ. მეორე მოსვლაზე ისევ "რა გაწუხებთ ?..."

ვინმე კარგი ნევროპათოლოგი არ იცით ბინაზე რომ იაროს, მიჩიეთ ვინმემ.

Posted by: Natuka NGN 26 Apr 2016, 18:29
picpic
ბინაზე კი არა, სრული გაოკვლევა აქვს ადამიანს ჩასატარებელი. პირველი საძილეების შემოწმება.

Posted by: picpic 26 Apr 2016, 19:17
საავადმყოფოში ხდება ეგ თუ სად ხდება?

... რავი რაღაცა გზაზე ხომ უნდა დააყენოს პაციენტი უბნის ექიმმა, უბნის ნევროპატოლოგმ,ა სასწრაფოს ექიმმა. ხომ უნდა მითხრას ეს და ეს გამოკვლევები არის საჭიროო. 8- 12 დღეში ერთხელ ხან ერთი ამომყავს, ხან მეორე, ხან სასწრაფოს გამოძახება გვიხდება.
სასწრაფო გაუზომავს წნევას და წავა, და იძახის ნევროპათოლოგმა უნდა მიხედოსო. უბნის თერაპევტი იძახის, მე რა გავუკეთოო. ხან წამლებს უნიშნავს, ხან ნესებს, მოსაღონიერებლად ვუნიშნავო. ახლაც მორჩა ნემესების ერთი პარტიის კეთებას.
ნევროპათოლოგი უფრო ხანგრძლივ, ერთთვიან წამლებს უნიშნავს და იმ წამლების დასრულების შემდეგ, ერთი თვის თავზე ძლივს ვახსენებ რატომ იყო წინაზე ამოსული, რატომ დაუნიშნა წამლები და, რომ იგივე მდგომარეობა აქვს.

.. ყოველ შემთხვევაში "ბინაზე" იმას ნიშნავს რომ ვიღაცა მცოდნე ნევროპათოლოგმა მიხედოს და მოთხოვნითაც იმან მოგვთხოვოს ესა და ეს გამოკვლევა არის საჭიროო.
ეგ გამოკვლევა რომც გავუკეთო ის ექიმიც არ არის რომ გამოკვლევების შედეგები ვაჩვენო და იმის მიხედვით უმკურნალოს.

Posted by: Natuka NGN 26 Apr 2016, 19:53
picpic
დაგიდგენ დღეს საღამოს გვაქვს, არ მაქსოვს იმ ქალის გვარი, დარეჯანი ქვია. რომა შაქარაშვილთან მუშაობს და მოგწერ.

Posted by: picpic 26 Apr 2016, 20:12
QUOTE (Natuka NGN @ 26 Apr 2016, 19:53 )

დაგიდგენ დღეს საღამოს გვაქვს, არ მაქსოვს იმ ქალის გვარი, დარეჯანი ქვია. რომა შაქარაშვილთან მუშაობს და მოგწერ.

გახარეთ!

Posted by: Natuka NGN 26 Apr 2016, 22:52
picpic
პირადში მოგწერთ წერილს. smile.gif

Posted by: nightcolours 2 Nov 2017, 19:26
გამარჯობათ.
გონების დაკარგვის გრძნობა,თავის ტკივილი,თავში ხმაური და აზროვნების წამიერი დაკარგვის გრძნობა მაწუხებს.მაგის ფონზე პანიკა მეწყება.დღეს ღამე დამემართა და იმედი მქონდა რომ გამივლის,მაგრამ არა.სასწრაფომ პულსი,წნევა გლუკოზა ნორმაში გაქვსო .ვფიქრობ კისრის ოსტექონდროზის ბრალია,სისხლის ბრუნვაა არასწორი და ნევროპათოლოგის კონსულტაცია დამჭირდება.
კარგი ნევროპათოლოგი თუ შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: GIORGI XXL 5 Nov 2017, 15:50
ნევროპათოლოგებთან იყავით ფრთხილად!
ტრადიციული ნევროპათოლოგი არის ფარმინდუსტრიის აგენტი და "ტაბლეტოთერაპევტი" (აბუჩად აგდების სმაილიკი), ერთდროულად ნიშნავენ ბევრ მედიკამენტებს და აუარესებენ თქვენს მდგომარეობას, ამას პოლიპრაგმაზია ქვია.
კარგი ნევროპათოლოგის ნიმუშია დევიდ პერლმუტერი, ჰოლისტიკური მედიცინის წარმომადგენელი https://en.wikipedia.org/wiki/David_Perlmutter

Posted by: likaka 10 Dec 2018, 10:51
ალექსანდრე ცისკარიძის მსგავსი ძლიერი ნევროლოგი ხომ არ იცით? მარტამდე ცისკარიძეს შევსებული აქვს ადგილები sad.gif

Posted by: tsira11 27 Dec 2018, 14:22
likaka
[
ირინე ურუშაძეს გირჩევთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში smile.gif

Posted by: Tirion 28 Dec 2018, 02:06
ყვითელი ნაპერწკლები დარბიან ხანდახან თვალებში :დ გუგლი არ ძებნის ამ პრობლემას, ხო ვერ მეტყვით რა ჯანდაბაა და ვის უნდა მივმართო?

Posted by: Donika7 11 Feb 2019, 19:58
მირჩიეთ კარგი პროფესიონალი ნევროლოგი, რომელსაც მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეუძლია.
და საერთოდ შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება პაციენტი 74 წლისაა.

Posted by: 7903251 11 Feb 2019, 23:12
Donika7


შემიძლია გირჩიოთ ნევროლოგი ეთერ ხითარიშვილი.
მეხუთე კლინიკური საავადმყოფო. თემქა.

მეხსიერებისთვის პირადად გამომიცდია ტებოკანი ფორტე ( გინგკო ბილობა ). ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეთ.


Posted by: una_nuna 6 Jul 2019, 12:03
გთოვთ მირჩიოთ ძლიერი ნევროლოგი სასწრაფო ვიზიტისთვის
ცისკარიძესთან შანსი არაა ისეთი ამბავია..
მირჩიეს ხათუნა ჯღარკავა თუ გქონიათ ვინმეს შეხება?
ვინმე მირჩიეთ რაა
მადლობა წინასწარ

Posted by: calypso 16 Jul 2019, 09:58
QUOTE
გთოვთ მირჩიოთ ძლიერი ნევროლოგი სასწრაფო ვიზიტისთვ

იოსებ ბურდულაძე, კმაყოფილი ვარ, ძლიერი თავის ტკივილები მქონდა, რამდენიმე ნევროლოგთან ვიყავი და 0 შედეგი. ამ კაცმა მიშველა

თოდუას კლინიკაში იყო
ცოცხალი რიგი, ჩაწერა არ იყო, დილით ძალიან ადრე მიდით.

Posted by: mnbvcxz 13 Aug 2019, 20:03
გამარჯობა. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. კარგი ნევროლოგი მირჩიეთ, ნეიროონკოლოგის მიმართულებით თუ გაგიგიათ ვინმეზე, გთხოვთ გამომეხმაუროთ. ასევე თუ იცით სად შეიძლება კარგად MRI ს გაკეთება. დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ ექიმს. დიდი მადლობა!

Posted by: qetiqeti76 13 Feb 2020, 13:00
სანდრო ცისკარიძე,მაგარამ ცოტა თავში აქვს ავარდნილი.ისე ძლიერია აქაური ექიმების პირობაზე.
* * *
კიდევ ერთი რჩევა,MRI-თუ გაიკეთებთ,გაიკეთეთ თოდუაში,3 ტესლიან აპარატზე,კონტრასტით,თუ გინდათ ჩემს დღეში არ ჩავარდეთ.ჯობია 200 ლარით მეტი გადაიხადოთ,თავი დაიზღვიოთ,რომ ორმაგი არ დაგიჯდეთ.
* * *
და კიდევ,არ ენდოთ ექიმს,რომელიც ყველა სიმპტომს ნევროზს მიაწერს ხოლმე

Posted by: fermina 15 Feb 2020, 16:35
qetiqeti76
QUOTE
სანდრო ცისკარიძე


ამას წინათ დავრეკე და ივლისში შეგვიძლია ჩაგწეროთო biggrin.gif

Posted by: musha_boquladze 27 Sep 2020, 01:37
გამარჯობა, ხელებზე და ფეხებზე თითები მიბუჟდება პერიოდულად. ნევროლოგის თემაა ჰომ ეგ? ვის მირჩევდით?

Posted by: shavi_kheli 1 Oct 2020, 08:49
musha_boquladze
ჯერ ოჯახის ექიმს დაელაპარაკე და შემდეგ თუ გადაგამისამართა ნევროლოგთან წადი კარგ ნევროლოგთან.

მე თავის ტკივილები მქონდა და მივედი ლადო ბურდულაძესთან
დამინიშნა წამალი და მიშველა
მაგრამ თავი არ მტკიოდა მხოლოდ მაშინ როდესაც წამალს ვსვამდი და ეს გაგრძელდა 1 წელზე მეტი
შემდეგ გავიარე კონსულტაცია ფსიქიატრთან , და ამიხსნა რომ "დაძაბულობის თავის ტკივილი"-ს (ჩემი დიაგნოზი) შემთხვევაში , პირველ რიგში უნდა"ვებრძოლოთ" დაძაბულობას და არა თავის ტკივილს.
დამინიშნა წამალი , ვიმკურნალე და ძალიან კმაყოფილი ვარ, მოიხსნა დაძაბულობა და მომეხსნა ტკივილი.

ამას იმიტომ გიხსნი რომ , ცოტა თავადაც ჩაუღრმავდე შენს პრობლემას, რომ ზედმეტი დრო და ფული არ გადაყაროთ.

ოჯახის ექიმთან ვიზიტი უფასოა
მაგრამ შემდეგ სახელმწიფო პოლიკლინიკის ნევროლოგთან მისვლა დიდი სისულელე (საკუთარი გამოცდილებიდან ვწერ მხოლოდ)

Posted by: Levan ch 5 Oct 2020, 14:33
ხალხო ტვინის მკვებავი რაიმე წამალი მიგიღიათ? რომელიმე ნაკლებად მძიმეს ხომ არ გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: shavi_kheli 7 Oct 2020, 00:01
Levan ch
ერთ ჭიქა წყალში გახსენით ერთი კოვზი თაფლი და დალიეთ ყოველ დილით.

ნოოტროპული საშუალებებს ნუ მიიღებ ექიმის დანიშნულების გარეშე.

Posted by: Levan ch 7 Oct 2020, 15:51
shavi_kheli
მადლობა რჩევისთვის.
ტვინის შერყევის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და ბოლომდე არ გაუვლია. ვიყავი ექიმთანაც და კვინტონ ფორტე და დიაკარბი დამინიშნა 5 დღე.

Posted by: shavi_kheli 7 Oct 2020, 20:57
Levan ch
არ ინერვიულო, გაგივლის

დალიე ექიმის დანიშნულებით ეგ წამლები.

ჩემს მეგობარსაც ქონდა შერყევა და ცოტა მეტი დრო დაჭირდა და გაუარა.

ასე რომ არ განიცადო, მიყევი ექიმის დანიშნულებას და ყველაფერი მართლა კარგად იქნება .

Posted by: Levan ch 9 Oct 2020, 22:50
shavi_kheli
გაიხარე, მადლობა up.gif


Posted by: Alisaka 24 Mar 2024, 16:31
calypso
ძაან გვიან ვწერ პოსტს იგივე ჩივილები მაქ 5 აპრილა ჩავეწერე და ცოცხალი რიგი დიდია??shavi_kheli
ფსიქიატრი ვინ იყო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)