Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > მშობიარობის მოგონებები


Posted by: taknatuna 24 Oct 2018, 09:19
https://forum.ge/?f=97&showtopic=34761236
ეს წინა თემა გოგოებო.
ახალი თემა ახალი მოგონებებით დავიწყოთ <3 ყველას ლამაზ უმტკივნეულო მოგონებებს გისურვებთ

Posted by: კეკე_717 6 Nov 2018, 12:52
დაწერეთ რა მოგონებები smile.gif))) bis.gif bis.gif

Posted by: John Jolie 5 Dec 2018, 20:03
გამარჯობა, მშOბიარობისას ქალს რა სტკივა, ძვლების გაწევის პროცესი?
მე დიდი ტკივილი არ მქონია, მაქსიუმ ბოდიში და მუცელი რომ გივლის მსუბუქად, აი მასე და გამჭრეს კიდეც... ამიტომ რეალურად რა ხდება არ ვიცი gigi.gif


2110

QUOTE
მე მგონი დავარაშვილთან გადავწყვიტე ამ ახალი მეთოდის გამო. საკმაოდ სერიოზული, თანმიმდევრული ექიმის შთაბეჭდილება დატოვა. ცა და დადამიწაა ჩვეული საკეისრო და ამ მეთოდის რეაბილიტაციის პერიოდიო.. მაღალ წელიანი ტრუსები ჯანდაბას დაქამარის რომ გავიკეთებ ბანდაჟი მაინც საჭიროა?? მადლობა რჩევეისთვის.. პერანგით ფარფატი არ ამცდება როგორც ვატყობ.



გამარჯობა, რა მეთოდზე საუბრობთ? მეც საკეისრო მიწევს და საკეისროებში რამე ახალი უკეთესი მეთოდი მოიგონეს??

Posted by: taknatuna 7 Dec 2018, 00:24
02.12.2018 ჩემი იოანას ამ ქვეყნად მოვლინების თარიღი.
მანამდე კიყველაფერი დაიწყო იმით რომ 1.8 თვე ვიყავით ჩვენი გოგოს მოლოდინში. არაფერი არააა 1.8 წელი არც ღირს ნერვიულობად, მაგრამ რომ გეუბნებიან 24წლისას (ნაშინ ნაგდენის ვიყავი), რომ ანტიმიულერი გაქვს დაბალი, და გირჩევენ ხელოვნურს განიცდი ყველაფერს.
2017 წლის ოქტომბერში გავიკეთე ჰისტეროსკოპია. ექიმთან რომ მივედი ნკურნალობის დასანიშნად ხელოვნური მაჯახა წამოვედი დაშოკილი. მეუღლესაც ცოტა მისახედი ჰქონდა სპერმოგრანის ამბები ამიტომ შემოგვთაცაზა ექიმმა ხელოვნური თუმცა არ ჰქონდა ისეთი ანალიზი რომ ხელოვნური შემოეთავაზებინათ, მოკლედ წამოვედი იმ ექიმიდან და ახალი წლების შემდეგ მეუღლის პრობლემის აღრმოფხვრაზე დავიწყეთ ზრუნვა. მივედით იანვარში შოთასთან და დანიშნა შესაბამისი მკურნალობა. გარდა ამისა 40 დღიანი თავდაცვაც დაგვიწესა. უკვე მკურნალობას რომ რჩებოდს კაკრას ოვულაციაც დაემთხვა და აღარ გავითვალისწინეთ შოთას შეზღუდვები. biggrin.gif
აპრილის დასაწყისში ბზობის დღესასწაული იყო, ბზობის ღამეს ვნაზე სიზმარი რომ ვიყავი ორსულად. უკვე ბოლოში ვიყავი არც თუ ისე დიდი მუცლით. ბზობიდან 1 კვირაში, აღდგომის წინა დღეს ხარებას ტესტმა მიჩვენა ცხოვრებაში პირველად 2 ნანატრი ხაზი. ეს იყო ემოციების ულევი ზღვა. არ მჯეროდა, მეშინოდა მეორე ტესტის გაკეთების ვაიდა არ გამოჩნდეს თქო. ბევრი რომ არ გავაგრძელო დადასტურდა რამდენიმე დღეში ხეგეთი ჩემი ორსულობაც და დაიწყო უბედნიერესი წუთები. მეუღლე წასული იყო და სურათი ჩავუგდე ვაიბერში სიხარულის ცრემლის სმაილებით ვერ მიხვდა თავიდან რა ხდებოდა biggrin.gif რა მატირებდა biggrin.gif.
სქესი

სქესს მნიშვნელობა არ ჰქონია არასდროს მაგრამ ჩემი უზომოდ დიფი ოცნება იყო რომ მყოლოდა გოგო ბავშვი. ეხოზე წავედი 11 კვირაზე. მეუღლეს დაბადებისდღე ჰქონდა მალევე და მეთწი სიურპროზს გავუკეთებ. ეხოზე სქესი რომ მითხრეს გოგო იქიდან ხომ წარმოგიდგენიათ როგორი წამოვიდოდი. თან ჩემს მეუღლესაც სიგიჟემდე უნდოდა გოგო. მთელი დღე ვერ ვითმენდი და ვფიქრობდი როგორ მეხარებინა რომ გოგო გვეყოლებოდა. ვიყიდე შავი ბუშტი ჩავყარე ვარდისფერი ფურცლები და დაწოლისას გამოვაჩინე. მეთქი ფურცლის ფერის მიხედცით გაიგებ ბავშვის სქესს.
სახელი იმ წამსვე გადაწყდა რომ გვეყოლებოდა იოანა რაც ღვთის მადლს, საჩუქარს ნიშნავს.
მოკლედ 9 თვემ მშვიფობით ჩაიარა. დდ მქონდა 18 დეკემბერი. ამ დღეს შევხვდი ჩემს მეუღლეს და მოვდივართ მე 8 წელია ერთად.
1 დეკემბერს საღამოს მქონდა ერთი ორჯერ ციკლის მსგავსი ტკივილი. ის ის იყო დავწეწი დასაძინებლაად რომ დავიწყე წყლების დაღვრა. სასწრაფოდ გავქანდით გაგუაში. გზად ჩვენს გოგოებს ვწერდი მდგომარეობას biggrin.gif
ყელი ჯერ არ იყო გახსნილი მაგრამ რადგან წყლები დაღვრილი მქონდა დამტოვეს სამშობიაროში. არ ვაშონებ მომავალ დედიკოებს მაგრამ გასინჯვა იყო უსაშინლესი. პერიოდულად ბავშვის გულისცემას ვამოწმებინებდი. 10 საათისთვის 1 თითზე ვიყავი გახსნილი. 12 სკენ 2ზე და მოვითხოვე გაუტკივარება. გაუტკივარებამდე მქონდა უსაშინლესი ტკივილები. სანამ 2 ზე არ გაიხსნები ვერ გაგიკრთებთ გაუტკივარებასო ამიტომ ვითმენდი სზვა რა გზა მქონდა.გაუტკივარებისას გამიყუჩდა მარცხენა მხარე მარჯვენა არა. მერე ისევ დავამატებინე და მერე მარჯვენაც გამიყუჩდა. 2 სთ მეძინა ძნ ტკბილად biggrin.gif. ტკივილი მიბრუნდებოდა და ამ ტკივილებმა გამაღვიძა. ექიმმა სრული გახსნაააო და გაუტკივარება აღარ დამიმატეს.
ამიხსნა ჭინთვების დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მეუღლის დასწრება მშობიარობაზე თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი. ბლოკში შეყვანის მომენტიდან ჩემს გვერდით იყო. მინდოდა რომ ის პირველი წამები ერთად გაგვეზიარებინა. სანამ ჩემი ყელი გაიხსნებოდა სზვა ბლოკებიდან ისმოდა ვაი დედა, ვაი ღმერთო მიშველე შეძახილები biggrin.gif მამხნევებდა ჩემი ქმარი შენ ხო ჩემი მამაცი გოგო ხარ არ იკივლო ესეო biggrin.gif გაუტკივარებამდე ვფიქრობდი საკეისრ9ს კოვითხოვ რომ გამიკეთონ თქო. ვეღარ ვუძლებდი ტკივილს. მაგრამ მაინხ ისე გავაჩინე სუსი აარ გაუგია ჩემი არავის biggrin.gif
4ს აკლდა 5 წუთი რომ ჩემი გოგო გამოძვრა მე5 -მე6 ჭინთვის დროს. 37.5 დღეზე 2900 გრამი 50 სმ. ვერ ვიგრძენი გაუტკივარების გამო მისი გამოსვლა და რომ დამაწვინეს გულზე რამდენიმე წამი ვერ მოვედი გონზე რა ხდებოდდა. რომ შევხედე ჩემს გალურჯებულ გოგოს ამივარდა ტირილი. მომილოცეს ჯანმრთელი კარგი გოგოაო. სულ რამდენიმე წამი მეწვა გულზე მაგრამ ეს იყო საოცსრი გრძნობა. ჩაააცვეს მოაწესრიგეს და მომივანეს ისევ. რომ ვხედავდი როგორ ტიროდა მინდოდა ამეყვანა მაგრამ გაუტკივარების გამო ფეხებს ვერ ვგრძნობდი და ვერ ვმოძრაობდი. ჩემი მეუღლე ქვევით ჩავიდა მომლოდინეებს ახარა იოანას დაბადება. ჩვენც 2საათში პალატაში გადაგვიყვანეს. იოანას დანახვისთანავე ვიწყებდი ტირილს და ახლაც ეგრე ვარ. რომ ვუყურებ მეტირება. ვერ წარმომიდგენია რომ ჩემია. ჯერ 5 დღისაა და ვადაგვრია მე და მამიკო მისი სიყვარულით.
ვიმშობიარე გაგუაში. აყვანილი მყავდა პაატა მახარაშვილი. ძალიან კმაყოფილი წამოვედო გაგუას კლინიკიდან. 1 იანი მქონდა აღებული და ვიყავი ძაააან მყუდროდ. არავინ არ დავიტოვე მარტოკას მინდოდა ყოფნა ჩემს გოგგოსთან.
თვითონ პააატაც ძალიან მომეწონა. +1ჩემგან მას.
მოკლედ ცოტა შორიდან დავიწყე მაგრამ ჩემი ამბავი სულ ეს იყოbiggrin.gif ჯერ ისევ ემოციებში ვარ ბევრი რამე გამომრჩა მგონი biggrin.gif

Posted by: მზე 7 Dec 2018, 13:36
taknatuna
რა საყვარელი ხარ <3 ანუ ჯამში რამდენი ხანი მშობიარობდი?
გილოცავ კიდევ ერთხელ <3

Posted by: Kato81 7 Dec 2018, 21:59
taknatuna
როგორ ველოდებოდი როდის დაწერდი ამ ბედნიერ მოგონებას smile.gif გილოცავ კიდევ ერთხელ ❤️ როგორი თბილად წერ, ამეტირა...ვინც ნანატრ პატარებს ველოდებით ეს თემა ჩვენთვის ორმაგად ამაღელვებელია...მიხარია რომ მოგეწონა კლინიკაც, ექიმიც, დამამშვიდე კიდეც, მეც უნდა ვიყოჩაღო მეტი გზა არაა, სულ ცოტა დამრჩა და ჩემი გოგოც მოევლინება სამყაროს smile.gif შენ კი უბედნიერესი დედიკო იყავი, გკოცნი და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ❤️

Posted by: taknatuna 7 Dec 2018, 23:28
მზე
ბლოკში შეყვანიდსნ 6 სთში გავაჩინე ზუსტად.
Kato81
რომ იცოდე რა ძალიან დიდიდი ბედნიერება გელოდება წინ. აი არც კი ვაწვენ და არც კი ვუშვებ ხელიდან. არაუშავს მიეჩვიოს არც ეგაა პრობლემა. სულ ვსუნავ და ვეფერები ვეღარ წარმომიდგენია უიმისობა :<3 რომ ვუყურებ ვტირი სულ.
გაგუადან დარემინებული ვარ წამოხვალ ზე კმაყოფილი. მე 1 იანი ავიღე და ვიაიოში ვიყავი ადგილი არ იყო სხვა.

Posted by: Kato81 8 Dec 2018, 16:16
taknatuna
რა კარგია რომ კმაყოფილი ხარ, მიხარია smile.gif ალბათ სახლში ხართ უკვე smile.gif მეც ვარ სამზადისში, ჩანთას ველოდები გამომიწერა მეუღლემ და ჩავბარგდები უკვე, მეც მგონია რომ ცოტა ადრე მოინდომებს გამობრძანებას ეს ქალბატონი smile.gif 34 კვირის ვხდები 12 ში და გაგუასთან მივდივარ ვიზიტზე ბარემ ეხოსაც იქ გავიკეთებ გენრიეტასთან ჩავეწერე. იქეთ წავიკითხე შენი პოსტი უბილავაზე, მეც ხომ მანდ ვარ აღრიცხვაზე ოღონდ სხვა ექიმთან და ანალიზებს მხოლოდ გეგმიურს ვიკეთებდი, დანარჩენს ინოვაში რადგან გაუკვირდება ხალხს და ინოვაში უფრო იაფი მიჯდებოდა smile.gif) აი ეხოს თუ გაიგებდა რამაზი რომ სხვაგან გავიკეთე " ლექციებს" მიტარებდა რომ სადაც აღრიცხვაზე ვარ იქ უნდა გავიკეთო მხოლოდ smile.gif თუმცა რამაზის ეხოების მართლა კმაყოფილი ვარ. 36 კვირაზე წამოვიღებ გაცვლა გამოცვლის ბარათს და დეკრეტსაც გავხსნი, "გმირულად" ვუძლებ დავდივარ სამსახურში ბოლომდე, რადგან იქ უფრო გადამაქვს ფიქრები და დროც მალე გადის smile.gif

Posted by: taknatuna 8 Dec 2018, 23:05
Kato81
არვიცოდი შენც თუ მედიქეაში იყავი. აუცილეად იცოდე ის რომ დეკრეტს რომ გახსნი მიდი უფასო ვიზიტზე. ნუ 36ზე ხომ გეკუთვნის უფასო და არ გადაიხადო 60 ლარიი. რამდენჯერმე დავრეკე ჯანდსცბის სამინისტროში და მითხტეს რომ არ უნდა გადაიხადო თანხს დეკრეტი კი არა რაც არ უნდა გახსნაო. ნუ დაზღვევა თუ გაწვს სხვაა მაგრამ რომ ვუთხარი არ მეკიტვნისგადახდა დავრეკე და ა.შ დაიწყო ფულზე კი არაააო. მოკლერ მოვდიოდი მაგისგან და მაგრამ მეკიდა ყველაფერი. ჯერ არ მატანდა გაცვლა გამოცვლის ბარათს. 36ზე უნდა გაიკეთო ანიზიო ამ გრაფას ვერ დავტოვებ ცარიელსო. მეთქი აბა როგორ იყვანს ხსლხი 32 კვირაზე მეანს თქო. მოკლედ ჩხუბით წამოვედი რა biggrin.gif.
გაგუას კლინიკაზე ვარ ზე კმაყოფილი. პაატა კი მყავდა აყვანილი მაგრამ გაგუამაც მომიკითხა რამდენსც კმაყოფილი ხარო. მე 1 იანი ავიღე და ვიაიპში შემიშვეს.. ძააან საყვარლები არიან მართლა იქ ყველანი.

Posted by: eleonoraa12345 8 Dec 2018, 23:31
taknatuna
გილოცავ მთელი გულით
ცრემლები წამომივიდა რომ ვკითხულობდი
ბედნიერი და ჯანმრთელი გოგონა გაგეზარდოს
ნამდვილად ღმერთის მადლია :*

Posted by: Kato81 9 Dec 2018, 00:49
taknatuna
მადლობა რჩევებისთვის smile.gif) მე ექიმის გამო ავედი მანდ აღრიცხვაზე ჩვენი ოჯახის ახლობელია და უპრობლემოდ ვურეკავდი და ვუსვავდი ნებისმიერ კითხვას, 36 ზე კი უფასო ვიზიტი მეკუთვნის და წამოვიღებ გაცვლა გამოცვლის ბარათსაც და დეკრეტის ფურცელსაც მომცემს ალბათ ხო? იცი რა მინდა გთხოვო? თუ მოიცლი ამისთვის ოღონდ და არ შეწუხდები მოკლედ დაწერე რა დამჭირდება სამშობიაროში
წასაღებად, ბავშვისთვის, ჩემთვის, რამე არ გამომრჩეს თქო ვღელავ smile.gif წინასწარ მადლობა ❤️

Posted by: taknatuna 9 Dec 2018, 16:45
Kato81
ბავშვისთვის 3 ან 4 ბოდე. 1 რომ დაიბაფრბა უნდა ჩააცვან და ეგრევე ისვრება და 2 ბოდე არ გეყოფა იქ ყოფნის დროს ანუ 4 ცალი წაიღე რა. ჩასაცმელიც ესე 3 ან 4 ცალი ფეხიანი ბოდე ან რამე რაც გაიუსწორდება რა.
მაკრატელი. ნასკი 2 წყვილი და 2 ქუდიც. .პილიონკა ადიელა.
ეს რაოდენიბა დამჭირსა მე.
ეხლა შენთვის 2 პერანგი. მე 1 პერანგი წავიღე და 1 პიჟამო შარვალი. ძააან კარგაფ ვიხმარე შარვალი. .
2 მეძუძურის ლიფი.
ჩუსტები.
პაკეტები არ გინდა იქ დაგხვდება.
ტილო წაიღე თუ ბანაობას აპირებ და შამპუნი .
კბილის პასტა ჩოთქი ვსიოო ეგაა რაა. ძაან მინიმქლური ნივთები დამჭირდა.

Posted by: anuki198889 9 Dec 2018, 17:47
taknatuna
უუუფ რამდენი ვიტირეე. ისედაც არაა ჩემი ჰორმინები ჯერ კიდე მწყობრში და კი გავსკდი ტირილით. გილოცავ თაკნატუნაა მაგარი გოგო ხარ ძალიან. ბედნიერი იოანას ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი.

Posted by: Kato81 9 Dec 2018, 18:09
taknatuna
ძალიან დიდი მადლობა გავითვალისწინებ ყველაფერს და ერთი კიდევ, მეძუძურის ლიფი სად იყიდე? მე ერთი კი მაქვს ერთიც მინდა მივამატო დღეს ვიყავი ავერსის აფთიაქში და არ ჰქონდათ

Posted by: taknatuna 9 Dec 2018, 20:04
Kato81
მე ბაზრობაზე და აი მართლა ძაააან პრაქტიკული და საკაიფო როგორიც მინდოდა ისეთია 15 ლარად biggrin.gifanuki198889
eleonoraa12345
დიდი მადლობა გოგოეეებო

Posted by: Kato81 9 Dec 2018, 20:46
taknatuna
მომიწევს ისევ ბაზრობაზე გასვლა smile.gif რა გოგო ხარ ❤️ რა კარგად მეხმაეები შენი რჩევებით, მადლობა კიდევ ერთხელ, მოკითხვა იოანას ❤️
* * *
anuki198889
ანუკი შენ ხომ ის ხარ ინვიტროს თემაში რომ პოსტავდი, ქეთის პაციენტი, იმდღეს ვფიქრობდი შენზე რომ აღარ ჩანდი, როგორ ხარ, გააჩინე ხო პატარა რამხელაა ეხლა, ხომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ძალიან გამიხარდა რომ გამოჩნდი smile.gif ❤️

Posted by: tatik234 3 Jan 2019, 18:39
გოგოებო ყველგან ვიკითხე ძალიან მჭირდება რჩევა, დავარაშვილთან საკეისრო თუ გაგიკეთებიათ ვინმეს?

Posted by: _sky_ 29 Jan 2019, 15:04
ესეც ჩემი მოგონება
ზოგიერთს მგონი ემახსოვრება ჩემი ამბავი - რამოდენიმე თვიანი სტრესი, დაძაბულობა, გაურკვევლობა, შიში, ხან იმედი, ხან ისევ სასოწარკვეთა.
უამრავი ეხოს (სქელი კისრის ნაოჭი) და გენეტიკოსის ცუდი პასუხის და რამოდენიმე გენეტიკური ანალიზის (ანალიზის პასუხები ყველა კარგი მქონდა) შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ ბავშვის შენარჩუნება. მთელი ორსულობა ალბათ წარმოგიდგენიათ როგორ გავატარე, შინაგანად მუდმივი შიში მქონდა და ვცდილობდი ჩემ თავში მეპოვნა ძალა ისეთი მიმეღო ჩემი შვილი როგორსაც ღმერთი ინებებდა.

38,5 კვირაზე დილით საცვალზე მქონდა სულ ოდნავ წითელი გამონადენი. მეუღლისთვის არაფერი მითქვამს, ისეთი პანიკიორია სამსახურში ვეღარ წავიდოდა ან თუ წავიდოდა საქმეს გულს ვერ დაუდებდა. ამიტომ მშვიდად გავისტუმრე სამსახურისკენ, მე კი ცოტა აფორიაქებული დაველოდე მოვლენების განვითარებას smile.gif საღამოს 6 საათისთვის დამეწყო წელის ყრუ ტკივილები, 5 წუთიანი ინტერვალებით. მტკიოდა ძალიან ოდნავ მაგრამ რადგანაც შუალედები ცოტა იყო მაინც გადავწყვიტე სამშობიაროში წასვლა. დავურეკე ჩემ ქმარს, სანამ მოვიდოდა გადავივლე, თავი მოვიწესრიგე, ჩანთა შევამოწმე და ასე გამზადებულები გავეშურეთ გაგუაში.
8ის ნახევარზე გამსინჯეს ერთ თითზე ვიყავი გახსნილი და დამტოვეს მესამე სართულზე სხვა მომლოდინეებთან ერთად. ნელ-ნელა ტკივლი მომემატა მაგრამ ასატანი იყო, ვნატრობდი სულ ეს ყოფილიყო სამშობიარო ტკივილები smile.gif) ღამის 1ის ნახევრისთვის მორიგე მედდას ვთხოვე რომ ვინმე მოსულიყო და გავესინჯე, უკვე წუთში ერთხელ მტკიოდა და საკმაოდ მაგრადაც. გასინჯვის შემდე (2 თითზე ვიყავი) ამიყვანეს სამშობიარო ბლოკში. დავურეკე ჩემ მეუღლეს, ისიც ამოვიდა და ბოლომდე ჩემს გვერდით იყო. იქ მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ გავგიჟდებოდი biggrin.gif მოვითხოვე გაუტკივარება, გამიკეთეს მაგრამ მარჯვენა მხარე არ გამიყუჩდა, დავამატებინე. ტკივილი გამიჩერდა მაგრამ ბავშვის მოწოლას მაინც ვგრძნობდი სულ და ეს არანაკლებ მტკივნეული იყო. 5ის ნახევარზე კიდევ დავამატებინე და მაშინ ჩამეძინა. 8ის ნახევრისთვის გაგუაც მოვიდა, დამცინა ოხ ამას დაუძინია კიდეცო smile.gif გამსინჯა და მითხრა თუ დამიჯერებ 10 წუთში გაგაჩენინებო. გაგუასთვის მანამდე ნათქვამი მქონდა ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ აღარ მითქვამს რომ მისმა თანამშრომლებმა გენრიეტამ და ჯოლოხავამ დაუსვეს ჩემ ბავშვს ეს დიაგნოზი. ყველა პედიატრი მობილიზებული ყავდა რომ რაიმე გართულების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ.
გაუტკივარების გამო ჭინთვებს ვერ ვგრძნობდი, თვითონ მეუბნებოდა როდის გავჭინთულიყავი, თან სხვა ექიმი მაწვებოდა მუცელზე. რამოდენიმე გაჭინთვაში გამოსრიალდა ჩემი იასამნისფერი ბიჭი, მაშინვე არ უტირია, გულზე რომ დამაწვინეს მაშინ დაიჭყიპინა სულ ცოტაზე.
08:12 წუთზე დაიბადა ჩემი ბიჭი 3200 გრ, ღმერთს მადლობა სრულიად ჯანმრთელი და უკარგესი ბიჭი love.gif
პატარა ჩახევა მქონდა და დამჭირდა ნაკერის დადება. საბოლოო ჯამში ჩემმა მშობიარობამ ჩაიარა ძალიან მარტივად, სხვების კივილ-წივილს რასაც იქ ვუსმინე ჩემი მშობიარობა იმათთან შედარებით იყო ნეტარება. რამოდენიმე წუთში უკვე მზად ვიყავი კიდევ და კიდევ გამეჩინა ბევრი ბავშვები givi.gif ძალიან კმაყოფილი ვარ გაგუას კლინიკით და თვითონ დავითისაც, ყველა იყო ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი.
აი სახლში გამოწერის შემდეგ უფრო გამიჭირდა, მქონდა საშინელი დეპრესია, ვტიროდი უაზროდ და უმიზეზოდ, დაჟე ახალ წელსაც ტირილით შევხვდი lol.gif 2 კვირაში კი გამიარა, ეხლა ნელ-ნელა უფრო აღვიქვამ ჩემს თავს დედად და ჩემს ბიჭს შვილად.

უფლის მადლობელი ვარ რომ ის საშინელი გადაწყვეტილება არ მივიღე, ალბათ ყოველთვის ვინანებდი რომ ჩემ შვილს სიცოცხლის უფლება არ მივეცი. ეხლა ვარ უბედნიერესი დედა და ყველას ჯანმრთელ პატარებს და ბედნიერ დედობას გისურვებთ kiss.gif

Posted by: ლუქსუს 29 Jan 2019, 15:09
_sky_
ბედნიერი დედა ყოფილიყავი!!! მიხარია ასეთი ამბები :*

Posted by: იათო 29 Jan 2019, 16:21
_sky_

მე მჯერა სასწაულების და იმისიც მჯერა, რომ ამხელა განსაცდელის მერე მიღებული ასეთი გადაწყვეტილების გამო ღმერთი კიდევ უფრო დიდ ჯილდოს გიმზადებთ და აუცილებლად გამორჩეულად კარგი ადამიანი გაიზრდება თქვენი შვილი <3 <3

Posted by: მზე 29 Jan 2019, 17:01
_sky_
გილოცავ დედობას. ბედნიერი ყოფილიყავი შენს ბიჭთან ერთად.
მთელი ეს პერიოდი ვადევნებდი თვალს და სხვებთან ერთად ველოდებოდი შენ გამოჩენას.
ძალიან მიხარია რომ ყველაფერი ყველაფერი კარგად დამთავრდა და ბედნიერი ხარ შენს შვილთან ერთად.
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ <3

Posted by: google1 29 Jan 2019, 19:57
_sky_
გილოცავ!
ზუსტად ვიცოდი, რომ ჯანმრთელი გაჩნდებოდა შენი პატარა.
ველოდებოდი შენს გამოჩენას და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა :*

Posted by: Kato81 30 Jan 2019, 00:07
_sky_
გილოცავ, ჯანმრთელი, ბედნიერი ბიჭი გაიზარდოს ❤️ ჩემი განცდები გამახსენდა, მე ცოტა უფრო რთულად ვიმშობიარე, მაგრამ ჩემს პატარა გოგოს, "ვარდისფერ გოჭს" რომ ვუყურებ, ვფიქრობ რომ ღირდა ყველა ტკივილად...
ბედნიერ დედაშვილობას გისურვებთ

Posted by: Lucifurr 30 Jan 2019, 01:24
_sky_
რა კარგი გოგო ხარ ეს რომ მოგვიყევი :* გილოცავ მთელი გულით და გისურვებ უბედნიერესი ბიჭის უბედნიერესი დედა იყო მთელი ცხოვრება. დედის ინსტიქტი არასოდეს ტყუის! იმედია მეც შენსავით მარტივი მშობიარობა მექნება როცა ამის დრო მოვა. გაგუას ქება კიდე ცალკე მახარებს, რატომღაც სხვა საავადმყოფოებს არც კი განვიხილავ. მართლა მთელი გულით მიხარია შენი ამბავი ❤️❤️❤️

Posted by: Tess 30 Jan 2019, 09:41
_sky_
გილოცავ,
ძალიან გულისამაჩუყებელი ამბავია.
ყოცაღ შენც და მეუღლესაც.

Bედნიერ დედოვაბას გისურვებ smile.gif

Posted by: _sky_ 2 Feb 2019, 11:35
ლუქსუს
იათო
მზე
google1
Kato81
Lucifurr
Tess

მადლობა გოგოებო <3

Posted by: tamu_tamuna 6 Feb 2019, 00:24
_sky_
შორიდან და ჩუმად გგულშემატკივრობდიი <3 უუბედნიერესი დედიკო და შვილიკო ყოფილიყავით :*

Posted by: Dark_Sky 7 Feb 2019, 02:36
taknatuna
_sky_
გოგოებო გილოცავთ. ღმერთმა ჯანმრთელი ბაიები გიმყოფოთ
ძალიან ემოციურია თქვენი მოგონებიბი
გამახსენდა ჩემი თავი))

Posted by: taknatuna 7 Feb 2019, 10:19
_sky_
ძალიან გამიხარდა შენო გამოჩენა. ზძალიამ დიდ ბედნიერ დედაშვილობას გისყრვებთ.
ისე უნდა გეთქვა მაინც გაგუასთვის წამოსვლის წინ.
შენს ადგილზე გენრიეტასაც შევყვლიდი.
Dark_Sky
<3დიდი მადლობა
Kato81 შენი მოგონებები ჩააგდწ რა აქ თორე დაიკარგება იქ

Posted by: Tamu123tamu 12 Feb 2019, 11:21
_sky_
გილოცავ, ბედნიერი დედა იყავი მთელი ცხოვრება, ჯანმრთელი და ბედნიერი ცუნცულა გყოლოდეს მუდამ. პ.ს. შენს ისტორიას თვალს ვადევნებდი და ამას წინათ გადავქექე მეთქი იქნებ რამე დაწერა. ძალიან ძალიან გამიხარდა.

Posted by: ratom86 6 Apr 2019, 22:23
ე.ი ჩემი მოგონებები რომ წავიკითხე წინა თემაში. ლამის გადავიფიქრო ფიზიოლოგიური. არადა ასე კარგად არც მახსოვდა რა გადავიტანე smile.gif)

Posted by: *Artless* 25 Apr 2019, 12:43
მომავალ დედიკოებს შევპირდი მოყოლას.
ასე რომ,...

სამშობიარო - ჰერა
ფიზიოლოგიური მშობიარობა ეპიდერული გაუტკივარებით
ბავშვი - 3145 გ და 50 სმ
სისხლის ჯგუფი - მეორე დადებითი

14 აპრილის ღამის 12-ის ნახევარი იყო, როცა უეცრად წყლები დავღვარე. სასწრაფოდ გავვარდით სამშობიაროში. იქ ჯერ საბუთების საქმე მოგვაგვარებინეს. <ბავშვის სახელიც მაგ დროს ჩაგვაწერინეს. დამატებითი ფიქრის საათები წაგვართვეს. mad.gif > . შემდეგ მორიგე ექიმი შემოვიდა. (პაატა ქევხიშვილი - თურმე ერთ-ერთი საუკეთესო მეან-გინეკოლოგი ყოფილა. თუმცა ჩემი მშობიარობისას დამთავრებული ჰქონდა მუშაობა) . თავიდან "ვერ" იჯერებდა, უკვე მშობიარე რომ ვიყავი. biggrin.gif დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად წყლები დაღვარე და შარდის შეუკავებლობა არ ყოფილაო?
ასეთი რა შემამჩნია ჯერ არსამშობიარო, არ ვიცი. შეიძლება ის, რომ წყლები მუდმივად მოშვებული ონკანივით კი არ მდიოდა, არამედ პერიოდულად, შიგადაშიგ წყვეტებით. :?
შემდეგ ვაგინალური ექოთი შემამოწმა და ჩემი ბლოკში გადაყვანის განკარგულება გასცა.
დაიწყო ლოდინის საათები. დამიმაგრეს აპარატი, რომელიც აკონტროლებდა ბავშვის გულისცემას. საშვილოსნოს ყელის გახსნისთვის დროდადრო დამაჩქარებელს მასმევდნენ.
ტკივილი თანდათან ძლიერდებოდა და როცა აუტანელი გახდა, გაუტკივარება გამიკეთეს. ( ანესთეზიოლოგი, ძალიან საყვარელი, თბილი და პროფესიონალი ქალი იყო. <3 ). ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზიდან მომაბრუნეს და პირდაპირი რეისით სამოთხეში მიკრეს თავი. biggrin.gif იმხელა შვება იყო ტკივილების გაქრობა. ( მოგვიანებით ჩემი პალატის ორსულ გოგოს ვუქე გაუტკივარება და მშობიარობის შემდეგ მითხრა, სამოთხე კი არა, დაჟე მასზე მაგარი რამე ყოფილაო).
სამშობიარო ბლოკში დასაშვებია ერთი ადამიანის შეყვანა. ჩემთან მთელი ღამისა და მშობიარობის განმავლობაში ქმარუკა იყო. <3
15 აპრილს, 12:30-სკენ გაჩნდა ჩვენი ციცქნა ბიჭი. მაშინვე გულზე დამაწვინეს, გაუტკივარება დამიმატეს და 1-საათიანი მინი-ოპერაცია ჩამიტარეს (მგონი სოსო გელოვანმა + პრაქტიკანტმა, რომელიც თავიდან ვერ იჯერებდა, ეს საქმე რომ ანდეს. biggrin.gif ). ჩახევები და რაღაც საშინელებები დახვდათ ექიმებს. :დ
როცა დაამთავრეს, გავიდნენ და გარკვეული ხნით მარტო დაგვტოვეს ცოლ-ქმარი და შვილი. შემდეგ დაბრუნდნენ და პალატაში გადამიყვანეს. წელს ქვემოთ პარალიზებული. ფეხებს საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებდი. :დ დაქანცულს მალევე ჩამეძინა.
პირველი ორი დღე ძალიან დასუსტებული ვიყავი. 1-2 ნაბიჯის გადადგმაც კი თავბრუს მახვევდა და ექიმის დახმარების გარეშე წამოდგომას მიშლიდნენ. ერთხელ გულიც წამივიდა და გონზე მოსვლისას აღმოვაჩინე, რომ ლოგინზე ვაგდივარ, ზემოდან კი ვიღაც ქალი დამყურებს და რაღაც დამამშვიდებელ სიტყვებს მეუბნება. სანამ ექიმმა არ შემახსენა, მანამდე რამდენიმე წამით აზრზე ვერ მოვედი, სად ვიყავი, ან ეს ქალი ვინ იყო და საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა. biggrin.gif biggrin.gif
ეს ექიმი მავარჯიშებდა/მეხმარებოდა წამოდგომა/გავლა-გამოვლაში. ცოტა უხეში ქალი იყო, რის გამოც თავიდან არ მომეწონა, მაგრამ როგორც დავასკვენი, ფიქრობდა, რომ ასე მოქცევა უფრო ეფექტური იქნებოდა.
გადასხმებს მიკეთებდნენ და ეს ძალიან დამეხმარა მოძლიერებაში. თანდათან ისევ ავიდგი ფეხი. სითამამის მოკრებაში ექიმებიც დამეხმარნენ. როცა საჭმელი აღარ შემომიტანეს და მოტივით "რაც მეტს ივლი, უფრო გამოკეთდები", სასადილოში გასვლა მაიძულეს. სხვათა შორის, მართლები აღმოჩნდნენ.
ხო, საკვები - კვება 4-ჯერადია. საკვები გემრიელი და იდეაში ჯანსაღი.
ერთი დღით მეტხანს დამტოვეს. ბავშვის გამო. ყველაფერი კი კარგად აქვს, მაგრამ თავი დავიზღვიოთ და სისხლის საერთო ანალიზი ხელახლა ავუღოთ, ზოგჯერ სიმპტომები ცოტა მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავსო.
წამოსვლისას პედიატრთან ერთი უფასო ვიზიტის ვაუჩერი, ლიბეროს პამპერსი და ბავშვის სველი ერთჯერადი საწმენდები მაჩუქეს.

მმმ...

პირადი ექიმი არ ამიყვანია, რადგან ორსულობაც მარტივი მქონდა და რადიოლოგმა და გინეკოლოგმაც მარტივი მშობიარობა მიწინასწარმეტყველეს. რაც ახდა კიდეც. up.gif

მართლაც პროფესიონალი და შეძლებისდაგვარად ყურადღებიანი ექიმები ჰყავს ჰერას.
რამდენიმე ექიმი აკონტროლებდა ჩემი მშობიარობის პროცესს. კარგის მეტი არაფერი მეთქის მათზე. up.gif
მზარეულიც კი გემრიელხელიანი ჰყავთ. :დ
ერთადერთი ბავშვთა ექიმებმა გამიცრუეს იმედი. იმ მხრივ, რომ წესიერად არც მისმენდნენ და "შემეცნებით" პასუხებსაც ვერ ვიღებდი მათგან. მესმის, რთულია, როცა იმდენი ბავშვი გიწევს (პატარა) ოთახში და ა.შ., მაგრამ მაინც.
პალატაში შემოსული პედიატრებისგან განსხვავებით.

კიდევ რა.
პალატაში გხვდება პატარა პულტი, რისი მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებ მორიგე ექიმს.

პალატებში ტელევიზორიც აქვთ. რომელსაც ალბათ იშვიათად იყენებენ.

-
* რისი წაღებაა "აუცილებელი":

1) ბავშვისთვის სამშობიაროდან გასაყვანი სამოსის (იქ მარტო თავიანთ ბოდეებს, ქუდებს, თბილ პლედებს და ზეწრებს აძლევენ);
2) სოსკაა (თავი დაიზღვიეთ აუცილებლად და წაიღეთ);
3) ერთ იუზერს წასაღებთა სიაში თმისსამაგრიც ეწერა. და არც ისე ტყუილად. დიდი შანსია იმისა, რომ დაგჭირდეთ. biggrin.gif
4) თქვენთვის საჭირო ნივთები
(იქ გხვდებათ ჰიგიენური პაკეტი, აბაზანაში კი - თხევადი საპონი და ტვ. ქაღალდი. ხელის გასაწმენდი ქაღალდის ჩასადები ჩემი იქ ყოფნისას არავის შეუვსია. სულ ცარიელი იყო. გაითვალისწინეთ მაინც).

-
პატარა სამშობიაროა. ამიტომ იმის დიდი ალბათობა არსებობს, რომ რიგში "ჯდომა" და დალოდება მოგიხდეს, სანამ რომელიმე სამშობიარო ბლოკი განთავისუფლდება.

მე უკვე მზად ვიყავი ამისთვის. თუმცა გამიმართლა და ლოდინი საერთოდ არ დამჭირვებია. მაშინვე შემაქანეს თავისუფალ ბლოკში.

ესაც მშობიარობის მოგონებები. ^^

ვეცადე, შეძლებისდაგვარად ინფორმატიული ვყოფილიყავი. იქნებ ვინმეს გამოადგეს.

Posted by: Salomea2018 25 Apr 2019, 14:17
*Artless*
აუუ დიდი მადლობა. მეც მანდ ხო ვაპირებ მსობაირობას. ანუ მაკმაყოფილებს ყველაფერი, უახლესი ინფო მომაწოდე. პაატა ჩემი მეანის ქმარია სხვათა შორის და ძიან კეთილი კაცია, აი რაღაცნაირი. სოსო გელოვანიც მომწონს, ჩემი და მაგან გასინჯა პირველზე, მორიგე იყო და ეგეც ძალიან გულისხმიერია. მოკლედ კარგი მორიგეობა შეგხვდა. კიდევ ერთხელ გილოცავ და ბედნიერებას გისურვებთ. :,

Posted by: tinatinny 25 Apr 2019, 22:41
*Artless*
მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის.ბ3დნიერ დედაშვილობას გისურვებთ♡

Posted by: *Artless* 27 Apr 2019, 22:10
Salomea2018
ნამდვილად ძალიან კარგები არიან.
მადლობა. :*

რაღაცის აღნიშვნა დამავიწყდა. მე 4-ადგილიან პალატაში ვიყავი. შეიძლება ნაკლებადგილიან პალატებში ნივთების მხრივ მეტი კომფორტი დაგხვდეს.

მე წარმატებებს და უმარტივეს მშობიარობას გისურვებ.

tinatinny
მადლობა. :*
იმედია, ცოტათი მაინც გამოგადგება.

Posted by: Tess 1 May 2019, 14:16
*Artless*
რატო მოხდა ამდენი ჩახევა გითხრეს?
მინი ოპერაციას თუ დაგჭირდათ, დეტალები მოგაწოდეს?
რა დაზიანება იყო ან რა პრობლემა შეიძლება შეგექმნათ.

კიდევ 1 შეკითხვა, პრაქტიკანტს ანდეს მინი ოპერაცია თუ სწორად გავიგე და როგორც მაქსოვს ნაკერების დადებას ბებია-ქალსაც არ ანდობენ, პირადად მეანი ადებს.
რამდენად სწორი იყო ნეტა?

Posted by: unusual 1 May 2019, 14:27
taknatuna
QUOTE
არ ვაშონებ მომავალ დედიკოებს მაგრამ გასინჯვა იყო უსაშინლესი

არ ვშინდები მაგრამ როგორც გამოცდილ ადამიანს მინდა გკიტხო რომ ვიყო ინფორმირებული. რას ნიშნავს ეს გასინჯვას, მართლა რა პროცედურა მაინტესებს. ეს ისაა რამდენ თითზეა გახსნილი რო არკვევენ? და რა მაინტესებს. ვინც საკეისროს იკეთებს, მაგასაც მოუწევს ეგ გასინჯვა? რო არ მივცე ნარკოზამდე მაგის საშუალება ხო შეიძლება? და მერე რაც უნდათ ის მიქნან. : DD

Posted by: Tess 1 May 2019, 14:38
unusual
წესით საკეისროს დროს გასინჯვა არ მოგიწევთ.
თუ მშობიარობა საკეისროზე ადრე არ დაგეწყოთ რა თქმა უნდა.

ამ დროს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ვტქვათ 1ხელ მოგიწიოთ.


პ.ს. ეგ ტკიილის განცდაც ინდივიდუალურია, დიდი ნაწილი საერთოდ არ აღიქვამს მტკივნეულად მაგ პროცესს

Posted by: unusual 1 May 2019, 14:46
Tess
მადლობა. ხო საკეისრო მაგიტომ მინდა რომ მსგავს უსიამოვნო პროცესებს ავცდე.
და საკეისროს მერეც თუ იცით რამე დისკომფორტი მელოდება ექიმების მხრიდა? ნუ ჭრილობა თავაისთავად დისკომფორთულია, მე უშუალოდ ექიმების მხრიდან ვგულისხმობ, გასინჯვები და ა.შ.

Posted by: Tess 1 May 2019, 14:55
unusual
როგორც მახსოვს ნაკერის გასინჯვაა უსიამოვნო, სითხე არის თუ არა შიგნით მგონი მაგას ამოწმებენ.
რამდენიმესგან მომისმენია 1 და იგივე მაგ მხრივ.
და ალბათ ყველა კლინიკაშია მსგავსი წესი

Posted by: unusual 1 May 2019, 15:06
Tess
ოკ, მადლობა ინფორმაციისთვის.

-------------------

Posted by: ratom86 1 May 2019, 16:14
აუუ ყველაზე ცუდი იცით რააა საშვილოსნოს შეკუმშვისთვის მუცელზე რომ გაწვებიან მშობიარობის შემდეგ. ნეტავ ყველგან ასეა თუ გაგუაში იყო ეს მოძველებული მეთოდი.smile.gif)))

Posted by: მზე 1 May 2019, 17:40
ratom86
პინეოში დამაწვნენ

Posted by: Salomea2018 2 May 2019, 06:39
სანამ მცალია ბარემ დავწერ, დაპირებას ვასრულებ.
მოკლედ, კიდევ არ მჯერა რომ გუშინ, ანუ 2019 წლის 1 მაისს გავხდი დედა. ჟრუანტელი მივლის...
ჩემი ბაია გაბრიელი ჰერაში დაიბადა საკეისრო კვეთით, 3550 გრამი, 51 სმ, 37 კვირაზე. საკეისრო გაკეთდა სამედოცინო მოთხოვნით ვინაიდან მაქვს ხერხემლის პრობლემა. რეალურად, საკეისრო ჩანიშნული იყო 39 კვირაზე, თუმცა, მოულოდნელად დამეწყო მშობიარობა და გაკე[და დაუგეგმავად.
ჰერაში შევედი დილის 7 საათზე დაახლოებით, მორიგე ექიმი იყო ქეთი გელაძე, ჩემი მეანის და. გამსინჯა ხელით რაც დიდი არაფერი ყოფილა და სულ ტყუილად მეშინოდა. გახსნილი ვიყავი 1 თითზე, თავი აწვებაო და დაურეკა ჩემს მეანს, თამარ გელაძეს. დილის 9:30ზეანაც გამსინჯა და ჩამაყენა ოპერაციების რიგში. რადგან დაუგეგმავი ვიყავი, აღმოვჩნდი ბოლო. გამაფორმეს და ავიღე 1 ადგილიან პალატა, ლუქსი მინდოდა, მაგრამ დაკავებულია.
ოპერაციამდე ვგრძნობდი სამშობიარო ტკივილებსაც, თუმცა, არაფერი განსაკუთრებული ტკივილი არ მიგრძნია. წინასამშობიარო ანალიზები ამიღეს დილითვე, დღის გაბმავლობაშო რამოდენიმეჯერ მოუსმინეს გულისცემას კარდიოტომოგრაფიის აპარატით. აკრძალული მქონდა სმა ჭამა დიდად შესარგი.
ოპერაციისათვის მზადება დამიწყეს საღამოს 6 საათზე, გადამიყვანეს ბლოკში, დამიდგეს გადასხმა, გამისინჯეს წნევა, დამახვიეს სახვევები ფეხებზე, გამიკეთეს ანტობიოტიკი. მანამდე შევხვდი ანესტეზიოლოგს, დაწვრილებით გამომკიჹხა ანამნეზი, შემაქო რომ მინდა სპინალური და არა ნარკოზი, დეტალურად ამიხსნა პროცედურა.
ამასობაში დაიბარეს მეუღლე, თუ აპირებს რომ დაიწვინოს ბავშვი და გამიყვანეს საოპერაციოში. გამიკეთეს სპინალური, ნაბიჯ ნაბიჯ მიხსნიდა ეა საოცარი ქალი რას მიკეთებდა და სულ მაქებდა. ბოლოს დამიარა სითბომ და გავითიშე წელსქვემოთ. წინ ფარდა ჩამომიფარეს, გამიკეთეს შარდია კათეტერი, წამისვეს ის სითხე, ანტოსეპტიკი და შემოვიდა ექიმი. გამჭრეს და დიდი ოვაციებით და მოლოცვებით მახარეს შავთმიანი ყმაწვილის დაბადება. იტირა მაშინვე, გაიყვანეს, გაასუფთავეს, შეფუთეს და მომისვეს ლოყაზე, ერთი ვაკოცე და გაუყვანეს მამიკოს. ამ დროს გამკერეს, კიდევ ერთხელ მომილოცეს და გადამიყვანეს ინტენსიურში, სადაც კიდევ 1 გადასხმა დამიდგეს და მიმოწმებდნენ წნევას. მგრძნობელობა აღმიდგა დაახლოებით 3.5 საათში, ჭრილობა ცოოტა მაწუხებდა და გამაყუჩებელი გამიკეთა ექთანმა, ღამე კარგად დაიძინე, სანამ ძალიან აგტკივდებაო. ბავშვი ვერ ვნახე, რადგან პალატაში გადამიყვანეს 12 საა[ზე ღამით, მომაწესრიგეს, მომიტანეს წყალი და დავიძინე.
რაც შეეხება სამშობიაროს და პერსონალს, მე კმაყოფილი და მადლიერი ვარ. მთელი დღე ვგრძნობდი კეთილგანწყობას, ექ[ნები სულ თბილად მელაპარაკებოდნენ და არ ეზარებოდათ არაფერი.საკვებს ნამდვილად არ აქებდნენ გოგოები. გავიცანი ამასობაში 1-2. ანესტეზიოლოგი იყო ირინა, გვარი არ ვიცი, ექიმი თამარ გელაძე. პალატაში სისუფთავეა. ღამის განმავლობაში 2ჯერ შემამოწმეს, საფენი გამისწორეს, კათეტერი დაცალეს... ჭრილობა არ მაეუხება ჯერ ჯერობით და წამალიც არ დამიმატებია.
გამწერენ მე5 დღეს.
ემოციურ მხარეს რაც შეეხება, ეს ყოფილა ყველაზე მაგარი რამ, რაც შეილება ადამიანს დაემართოს. ყველას გისურვებთ მსუბუქ მშობიარობას და ბედნიერ დედა შვილობას. :* :*

Posted by: eleonoraa12345 2 May 2019, 09:08
Salomea2018
სალო გილოცავ ბედნიერი და ჯანმრთელი გყავდეს პატარა გაბრიელი, ღმერთმა დაგლოცოთ,

Posted by: Tess 2 May 2019, 09:55
Salomea2018
მადლობა დეტალებისთვის.
1 ადგილიანში მნახველების თემა როგორაა სალო?

არტლესის მერე ცოტა შევშინდი, პრაქტიკანტმა გამკერაო რო დაწერა.

როგორც ვხვდები ექიმის აყვანა ნამდვილად საჭიროა smile.gif

Posted by: Salomeas 2 May 2019, 10:13
Salomea2018

ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი მოგონება chups.gif
კიდევ ერთხელ გილოცავ tuk.gif love.gif

Posted by: rocobarocco 2 May 2019, 11:09

Salomea2018

მადლობა დიდი ❤ ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდებისთვის, მგონი კათეტერი რომ არა, არც ისე ცუდია საკეისრო, ნუ მე ,,,ჩახევებს და საათიან ჭინთვებს მირჩევნია მშვიდად საკეისროს გაკეთება

ბედნიერი დედობა შენ ❤❤❤

Posted by: *Artless* 5 May 2019, 01:51
QUOTE (Tess @ 1 May 2019, 14:16 )
*Artless*
რატო მოხდა ამდენი ჩახევა გითხრეს?
მინი ოპერაციას თუ დაგჭირდათ, დეტალები მოგაწოდეს?
რა დაზიანება იყო ან რა პრობლემა შეიძლება შეგექმნათ.

კიდევ 1 შეკითხვა, პრაქტიკანტს ანდეს მინი ოპერაცია თუ სწორად გავიგე და როგორც მაქსოვს ნაკერების დადებას ბებია-ქალსაც არ ანდობენ, პირადად მეანი ადებს.
რამდენად სწორი იყო ნეტა?

არა, არ უთქვამთ. ჩემი ვარაუდით, ეს შესაძლოა იმიტომ მოხდა, რომ ჭინთვების დაწყებისას მეორედ გაკეთებულ გაუტკივარებას ჯერ საკმარისად არ ჰქონდა თავისი გამაბჟუებელი ეფექტი გასული და რადგან ამის გამო ჯერ კარგად ვერ ვიჭინთებოდი, შესვენებების აღება და ლოდინი მომიხდა რამდენჯერმე.

აღნიშნეს, რომ ჩახევები იყო. დეტალებზე არ დამლაპარაკებიან. და ასახსნელი არც არაფერი იყო.
ამის გამო ის "პრობლემა" იქმნება, რომ თავიდან გაკერილი მეტნაკლებად გტკივა და პირველი 1 კვირა გვერდულად უნდა დაჯდე.
და უარესი, რეაბილიტაციისთვის და სექსუალური ცხოვრების დაწყებისთვის უფრო მეტი დრო გჭირდება, ვიდრე ჩახევების არარსებობის შემთხვევაში. :სედ:

პირადად ჩემი პრობლემა კიდევ ის იყო, რომ სამკურნალო აღმოვჩნდი. თქვენ რომ ორსულობისას აგვარებთ და სანთლებს იყენებთ, მე ახლა დამინიშნეს. თუმცა ეს მშობიარობის ბრალი არ იქნება.
+ ნამკურნალევი და დასტაბილურებული ჰემოგლობინი მშობიარობის შემდეგ ისე დაბლა დაეცა, რომ პირველი დღეები სიარული მიჭირდა (მცდელობისას სისუსტეს ვგრძნობდი და ცუდად ვხდებოდი. სიარული რომ არ შემეწყვიტა, ან გული წამივიდოდა, ანდაც ისე გულწაუსვლელად დავეცემოდი ხოლმე ძირს). :დ

ძირითადად მთავარმა ექიმმა გამკერა. პრაქტიკანტს ბოლოშიღა მიმართა. ალბათ შედარებით მარტივი იყო ბოლო შტრიხების შეტანა. არ ვიცი. ... მმმ, სავარაუდოდ, გაკერვა დაავალა. სხვა რა უნდა გაეკეთებინა იმ მომენტში, ვერ ვიხსენებ.

Posted by: teklikie 7 Jun 2019, 14:20
40 დღის მერე ძვლივს მოვიცალე მოგონებების დასაწერად....

თვით ორსულობა დაიწყო ჩემი უცნაურად ვგეგმავდი წინასწარ ყველაფერი გამოვიკვლიე არსად პრობლემა არ მქონია და უცებ ნაცვლად ორსულობისა მე2 თვესაც ციკლი დამეწყო..მარა გაგრძელდა 10 დღე...შემეშინდა სახლში მარტო ვიყავი ისე მოხდა ის შაბათი კვირა მეტქი რამე არ გამიპრობლემდეს თქო და იქვე ახლოს ავერსის კლინიკაში გავვარდი..ეკა ლაპაჩიშილი არისო ეხოზეო დღესო და ნუ კაი მეთქი რა ვერ უნდა ნახოს თქო ვიპიქრე ..მაგრამ არც ასე ყოფილა საქმე.. მივედი შევჩივლე რაამბავია თქო მე10 დღე მაქვს ტქო ცოტა მარა მაინც თქო თან ორსულობას ვგეგმავ და 2 თვეა არაფერია თქო... დამადო თუ არა ეხოს აპარატი რა ორსულობაზეა ლაპარაკიო საერთოდ ჩემხელა პოლიპი გაქო, ენდომეტრიუმი ჰიპერპლაზირებულიო, მოკლედ ჰისტერო სასწრაპოდო და მე არ ვიცი მარა კარგად სამკურნალო კი ხარო...გულგახეთქილი გამოვედი თან ჩემ გინეკოლოგს ვლანძღავდი გუნებაში რომ ყველაფერი წესრიგში თუ არ მქონდა რატომ არ მიმკურნალა თქო.. მოვედი სახლში დავგუგლე ეს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და ამოაგდო სიმსივნეეები და ათასი საშინელი რამეეები, ნუ აღარ მოვყვები ის შაბათ-კვირა მარტოდ დარჩენილმა როგორ გავატარე ტირილში და ვაებაში. ყველას შევატყობინე რომ რამდნეიმე დღეში ვადიმთან უნდა მივსულიყავი და ჰისტერო გამეკეთებინა. მაგრამ უცებ დამკრა თავში გადამემოწმებინა და ლიმბახში ერთ ძალიან კარგ ეხოსკოპისტთან ჩავეწერე 2 დღის მერე. მივედი მსინჯავს და რა პოლიპი რის პოლიპი საერთოდ 3 მმ სანაყოფე პარკიო... გაოცებისგან ლამის გადმოვვარდი მაგიდიდან. მოკლედ მოვვარდი აკანკალებული სახლში ტესტს ხელში ვერ ვიჭერდი ისე მაკანკალებდა და რომ დავინახე მე2 წითელი ხაზი მე10 პარტია მაშინ ვიტირე (ეტყობა ჰორმონებმაც ქნეს ტავისი ) smile.gif))

შმედეგ დაიწყო 9 თვიანი პერიოდი, ეს გამონადენი ჰემატომისგან მქონდა და მაკა ჩიქოვანის დახმარებით ადვილად გადავიტანე ყველაფერი. პირველი ბავშვი რახან 4700 გაჩნდა მეორესაც საკეისროს ვპიქრობდი და მალევე აღმოვაჩინე რომ დავარაშვილს დაუნერგავს ახალი ფრანგული ამბულატორიული საკეისრო. ანუ მუცლის პერიტონიუმის ავლით ჭრის საშვილოსნოს უფრო დაბლა მგონი. მოკლედ დიდი ხანიც არ მიფიქრია დავგეგმეთ საკეისრო. პირველი საკეისრო სრული ნარკოზით გავიკეტე ემოციურობის გამო და ახლა ვაპირებდი სპინალურს, დაქალიც დავითანხმე დასწრებაზე რომ უფრო გადამეტანა ყურადღება და 24 აპრილს დილის 10 სთზე გამოვცხადდი დარავაშვილის კლინიკაში.


დაიწყეს სტანდარტული პროცედურები...კითხვარის შევსება..გადასხმა... თან მენერვიულებოდა ძალიან რომ ემოციებს რომ ავყოლოდი და უცებ ცუდად გავხმდარიყავი ოპერაციისას.. მაგრამ თან მეიმედებოდა რომ ჩემი დაქალი გამამხნევებდა. უკვე საოპრაციოში შესვლის დრო რომ მოვიდა აგერ გარეთ დგას დაქალი თქო რა დაქალიო კაცო ))) ყველა ვინც ნერვიულობს შენზე აქ ხო არ შემოუშვებო.. ეს ჩავყლაპე ისევ შევეცადე ტავი ხელში ამეყვანა... გამაგორეს საწოლით საოპერაციოსკენ და რომ შევედი მთელი 9 თვე დაგროვილმა ნერვიულობან თუ შიშმა უცებ ამოხეთქა და დავიწყე ჩემი 5 წლის შვილივით ტირილი smile.gif)) ანესთეზიოლოგი ყავთ ძალიან დადებითი მხიარული ხუმარა კაცი და იცინოდა რა გატირებსო და მეშნია ცუდად არ გავხდე თქო.. აღარ ვახსენე რატო გადამაგდეთ დაქალის შემოყვანაზე თქო )))


მერე იყო ""აბა მოიხარე" არ გაინძრე,, ჯერ ლიდოკაინი შედის.. ახლა კიდე არ გაინძრე,,, ფეხბში ელვასავით მივლიდა რაღაც ხან ერთ ფეხში ხან მეორეში.. თბილ ვანაში ყივნიდან შემოსული რომ ჩაწვები ისე დათბა მერე, აბა აწიე ფეხიო მარა სადღა ავწევდი )) მარა ეს სითბო ძალიან მსიამოვნებდა... იქ იყო ერთი თბილი ბებო ია ბებო მეფერებოდა სახეზე, კი ვკითხე წნევა რამნდენი მაქვს თქო (მაინც მეგონ ა რომ ამივარდებოდა ) 100-60 ზეო და უფ კაია მეთქი და დავმშვიდდი მერე იმიტომ რომ ბოლო დღეები ემოციებისგან 120-80 ზე მქონდა რაც მაღალი იყო ჩემთვის და ახლა 100-60 ზეო რომ გავიგე კარგი გოგო ვარ თქო იქ ამოვისუნთქე.... შემოვიდა დათო და მისი რეზიდენტი.. ისე გამჭრეს მაგ დროს ანესთეზიოლოგთან ვჭორაობდი რა ჟანრის მუსიკას ჩამირთავდა.. მერე საოპერაციოს განათებას ავხედე უკვე ჩანდა გადაჭრილი ცხიმის ფენა და ამოვისუნთქე ესეიგი ისე გამჭრეს არ გამიგია თქო... შიგადაშინ დათო გადმომხედავდა როგორ ხარო და ჩემდა გასაოცრად კარგად ვიყავი... უცებ დავინახე ლურჯი სხეული ამოაძვრინეს და დაიჩხავლა მოკრძალებულად და გაჩერდა.. სამაგიეროდ მე ვერ გავჩერდი და კაი ხანი მდიოდა სიხარულის ცრემლები.. ისედაც ყვეალფერზე მეტირება და ეს ნამეტანი იყო უკვე ))) მომიყვანეს ლოყა მომადებინეს ვაკოცე და მერე უკვე ვუყურებდი მისი მოწესრიგების სცენებს. გაყუსული რომ იწვა და არც არაფერი ადარდებდა დედამიწის ზურგზე.რომ უყურებ რომ გრძNობ რომ ამისთვის ღირს სიცოცხლე ჯერ მარტო, რომ იციც რომ შენია ის პატარა დაუცველი არსება, მოპრუწული ტუჩებით რომ იწვა და ერთი სული რომ გაქვს ჩაკოცნო და გულში ჩაიკრა. ამასობაში გაკერვაც მორჩა და გამიყვანეს ისევ ინტერსიურში სადაც ჩემ მერე რიგში მდგარი გოგო ემზადებოდა გასაყვანად.

ვეცი ტელეფონს და მე ვახარე ყველას პატარა სანდრიკოს დაბადება ტან მეტირებოდა და ვცდილობდი არ შემემჩნია არავისთან / მრცხვენოდა ))) მეორე გოგოსაც რომ გაუკეთდა საკეისრო შემოვიდა დათო ხელი დამაჭირა საშვილოსნოზე (ყველაზე ცუდი მომენტი ეგ მახსოვს) 2 ჯერ და მაგითი დამთავრდა ჩემი დისკომფორტი. მას მერე ამაყენეს იმავე დღეს, არც კათეტერი დამჭირვებია ამ ახალ საკეისროზე და გამაყუჩებელიც იმ დღეს გავიკეთე მარტო. არ ვიცი წინა საკეისრო რომ სრული ნარკოზით გავიკეთე და ახლა სპინალურით მაგის გამო თუ ეს ფრანგული საკეისროა ადვილი ფაქტია საკმაოდ ენერგიულად ვგრძნობდი თავს. მე5 დღეს სახლში რომ გამომ წერეს ხან რას ვეცი დასალაგჰებლად ხან რას, და წინა საკეისროს მერე მოტენთილი ვიყავი ნარკოზისგანმ და სულ მეძინებოდა 40 დღე ბავშვი დედაჩემს ეწვა იმდენად კაიფში ვიყავი )))

დავარშვილის კლინიკას რაც შეეხება სამშობიაროების თემაში დავწერე კიდეც და ფბზე შეფასებაშიც დავუწერე რომ არ უვარგათ ნეონატალოგიია და აუცილებლად გამოსასწორებელია. დანარჩენი ყველაფრით კმაყოფილი ვარ დათოს პროფესიონალიზნ8ით ხო უზომოდ მოხიბლული.

იმ ავერსის ეკა ლაპაჩიშვილს რაც შეეხება ყველას ვურჩევ რომ მაგ იდიოტთან არ მივიდნენ. დავურეკე მაშინვე ორსულობა რომ გავიგე და თავი იმართლა ჩემ სახელს ასე ჩრდილი ადგებაო )) 3მმ-ზე პატარა ნაყოფი არ ჩანსო ეხოზეო. შეიძლება არ ჩანს მარა ყველა მონაცემი როა ორსულობის ხო შეიძლება ის მაინც კითხო პაციენტს ტესტი გაიკეთე?? სამწუხაროა ასეთი "პროფესიონალები" რომ გვყავს.

Posted by: მზე 7 Jun 2019, 15:33
teklikie
ვაი რეები გადაგიტანიააა
იმის ნაცვლად რომ შეწუხებულიყო
QUOTE
თავი იმართლა ჩემ სახელს ასე ჩრდილი ადგებაო

შოკში ვარ
შეცდომა ყველას მოსდის, სერგოს, ბადრის ყველას შეცდომები გამიგია მაგრამ ასეთი მიდგომა არ ვიციsmile.gif

Posted by: Utopian 8 Jun 2019, 23:55
teklikie
ეგ იდიოტი ქალი ჩემს დაქალზეც ვერ მიხვდა რომ ორსულად იყო და ლამის მუცელი მოაშლევინა ისეთი პროცედურა დაუნიშნა. კიდევ კარგი გულმა უგრძნო და ეგრევე გადაამოწმა და არაფერი მოიმოქმედა
თავიდან ამეშალა ნერვები


ყველას გილოცავთ გოგოებო :*

Posted by: Trulala 26 Jun 2019, 13:35
დადგა ჩემი ჯერიც
22 ივნისს გავაჩინე სასწაული ბიჭუნა

ვიმშობიარე გაგუაში, დავით გაგუა მყავდა აყვანილი და მორიგე ექიმი გოგა ნიქაბიძე ერთად იღებდნენ მშობიარობას. ასევე მონაწილეწობა მიიღო წინა ღამეს მორიგემ გელა ყამბარაშვილმა. ირაკლი ვერულაშვილმა შემოიხედა ცოტა ხანი გაგიჟებულმა.

იდეაში 23 ივნისს 41 კვირის ვხდებოდი და ყველა ვარიანტში უნდა დავწოლილიყავი რომ 24-ში დაეწყოთ მშობიარობა,
მაგრამ 21-ში დილას ვიგრძენი მოვლითი ტკივილი და ვითომ ჭინთვა და საცვალი სველი მქონდა. ვიფიქრე რომ იწყება და დროა. ავიბარგე და წავედი სამშობიაროში. მიმღებში გამსინჯეს, ბუშტი მთელი იყო და გახსნა 1 თითზე. დამაწვინეს ბლოკში. ამოვიდა გაგუა, ჯერო ლატენტური ფაზააო და დასაჩქარებლად ოქსიტოცინის გადასხმა გამიკეთეს. 2 საათი არაფერი არ ხდებოდა. მერე ნელნელა დაიწყო ტკივილები, ეგ უკვე 1 საათი იყო. მოვიდა მეგობარი რომელსაც უნდოდა მშობიარობაზე დასწრება. მთელი დღე ბურთზე ვიჯექი, ვსაუბრობდით თან გრძელდებოდა ტკივილები. საღამოს 6-ზე შემამოწმეს, პროგრესი დიდი არაფერი 2 ითამდე ძლივს ავიდა. 7:30-ზე შეწყვიტეს ოქსიტოცინი, ჯობია დაისვენოო და ეგებ რამე ქნაო. 8-ზე შეწყდა ტკივილებიც და ფეხზე ავდექი გავიარ გამოვიარე... მოკლედ არავითარი მეტი სიმპტომები. იმ ღამეს მორიგე გელა ექიმი იყო. ემი დაქალი ჩემს მაგივრად მეზობელ პალატაში დაესწრო მძიმე მშობიარობას. სხვა ყველა იმ დღის მშობიარობა მსუბუქი იყო. 15 წუტი ისმოდა ქალის კვნესა და უცბ ბავშვის ტირილი. იმედი მქონდა რომ მეც მასე ვიზამდი მარა ჯერ არ ვიცოდი რომ 22 ივნისის რეკორდი ჩემი იქნებოდა.

ღამის 2 საათიდან უკვე ჩემიტ დამეწყო ტკივილები და ყელის გახსნა... ინტენსივობა იზრდებოდა. 4 საათზე უკვე ძლიერი და ხშირი გახდა 8 წუთში ერთხელ. 6 საათზე შემოვიდა გელა ექიმი, გამსინჯა და გახეთქა ბუშტი. წამოვიდა ბევრი წყალი თქეშით. სუფთა იყო კიდე კარგი. მალე ტკივილი გაუსაძლისი გახდა და ეპიდურალურ ი მოვითხოვე. მოვიდნენ გამიკეთეს და ჩამეძინა კიდეც.
9 საათზე გელამ გამაღვიძა გახსნა ცოტა მოიმატა. ტკივილი ძლიერი. თან გულში იმესდი გამიჩნდა ეგებ და სუსი სამშობიარო მოქმედების გამო საკეისრო დამჭირდეს. უკვე ვინანე რომ ფიზიოლოგიურად გადავწყვიტე.
10 საათზე დავამატებინე გაყუჩება
11 საათიდან დაიწყო ჯოჯოხეთი.
მოვიდა სხვა ჩემი დაქალი რომელიც სულაც არ აპირებდა მშობიარობაზე დასწრებას, მაგრამ ვინ აცადა smile.gif))
12 საათისთვის ცხოველივით ვყმუოდი უკვე. მეკითხზებიან უკვე გრძნობ სწორ ნაწლავზე დაწოლას თუ არა. ჯერ არა მარტო საშოზე იყო. გახსნა თითქმის სრული იყო უკვე.
მოვიდა გაგუაც.
მე უკვე ადეკვატურობა დავკარგე, ვერავითარ სუნთქვებს ვერ ვაკეთებ, ვყმუივარ ცხოველივით.
გაგუას გარდა გოგაც ესწრება საქმეს ხვდებიან რომ იოლი შემთხვევა არა ვარ.
1 საათზე დაიწყო ჭინთვები მარა ბავშვს ვერ ვაგდებ. დამაყენეს ფეხზე ეგრე უფრო იოლიაო, სავარძელზე ჩამომაყუდეს. ტკივილისგან უკვე ვერაფერს ვერ ვიგებ ყოველი შემდეგი გაჭინთვა წინაზე მძიმეა და ტკივილის ზღუბლს აღემატება. ჩემს დაქალს რარაც მომენტსი ხელზე ვუკბინე. ბოლოს 2-სთვის დამაწვინეს ისევ. ჭინტვის ზალა არ მყოფნის. მეჩხუბებიან ექიმები უკვე. გაგუა ყვირის რომ უვარგისი დედა ვარ ვკლავ ბავსვს. გადაწყვიტა ვაკუუმის გამოყენება. მე ვბრავივარ ვითხოვ რომ ან გამჭრან ან მომკლან.
2 საათის მერე მე მხოლოდ ვბრავივარ მტელ ხმაზე ტკივილი ისეთია არც ინკვიზიციის არც ნკვდ-ს წამება არ მოვა ახლოს. გოგა მაწვება მუცელზე, გაგუა ვაკუუმით ცდილობს.. და ბოლოს 2:30-ს მეე გამოაძვრინეს ჩემი გიორგი. სრულიად ლურჯი და ვაკუუმისგან უზარმაძარი კოპით.
გულზე დამაწვინეს. მე შოკში ვარ. ვუყურებ ვერ ვხვდები ეს ლურჯი არსება ვინაა... გიორგიმ წამოიკნავლა და ამაცალეს. პლაცენტა ამომაცალეს, შეამოწმეს რომ საშვილოსნო დაცარიელდა. გავიხიე გარედან და 1 ნაკერი დამადეს. აწონეს გაზომეს. შეფასება 8/9. ჩააცვეს და უკვე ვარდისფერი უკან დამიბრუნეს.
მე კიდევ შოკში ვარ გადატანილი ტკივილისგან.
თან სუდნო მიდევს ქვეშ რომ ნახონ რამდენ სისხლს ვკარგავ. ისე ვიწექი და ბავშვი ისე მედო ზუძუ ვერ მივეცი. ვიწექი და გაკვირვებული ვუყურებდი ჩემს შვილს. შვილს კი არ უკვირდა, მომეხუტა, დედად მაღიარა.... კისერიც წამოწია.
დაიბადა 4 კგ და 52 სმ.

ვერდიქტი: 37 წლის ქალისთვის 4 კგ-იანი ბავშვის ფიზიოლოგიურად გაჩენა თუ კი პირველი მშობიარობაა - სერიოზული რისკია. თავიდან რომ მქონდეს იუგივე გასავლელი მოტხოვნიტ საკეისროს ავარჩევდი,
დავით გაგუას და გოგა ნიქაბიზის პროფესიონალიზმი რომ არა ეს მშობიარობა გაცილებით უარესად დამთავრდებოდა.
ბავშვი კარგადაა, მე ნაკერი მაწუხებს ჯერ.


Posted by: Salomea2018 26 Jun 2019, 13:52
გილოცავ, მტავარია უკან მოიტოვე ყვეკაფერი. რამდენი გიწვალია, ძალიამ გადმომედო განცდები. ჯანმრტელობას გისურვებთ. smile.gif

Posted by: მზე 26 Jun 2019, 14:00
Trulala
ვაი ეს რეები გადაგიტანია :შ
მაგრამ არაუშავს, მთავარია კარგად დამთავრდა მალე ყველაფერი დაგავიწყდება love.gif

Posted by: whateverr 26 Jun 2019, 18:28
Trulala
ემოციების გარეშე ვერ წავიკითხე შენი პოსტი, ცოტაც და ვიტირებდი :/
მართლა რთული მშობიარობა გადაგიტანია, ღმერთო რა ბედნიერებაა როცა მარტივად აჩენენ ბავშვს.
რა თქმა უნდა მთავარია ყველაფერი კარგადაა და ბავშვის ნახვის მერე და რაც დრო გადის ტკივილი და ის მოგონებებიც გავიწყდება.
გილოცავ გიორგის დაბადებას, ჯანმრთელი ბიჭი გაიზარდოს love.gif
არადა თითქოს 37 წელი არ არის ისეთი ასაკი, ალბათ მაინც ინდივიდუალურიცაა. ჩემმა დედამთილმა გააჩინა 37 და 39 წლის ასაკში შვილები მარტივად, როგორც იხსენებს.


Posted by: narkozeli 26 Jun 2019, 19:23
Trulala

პირველ რიგში გილოცავ ამ სასწაულს და ამხელა ბედნიერებას, ჯანმრთელები და ბედნიერები გამყოფოთ უფალმა.
შენთან ერთად გავიზიარე ყველა ტკივილი და ემოცია.
წარმოდგენაც კი რთულია..

ახლა მეორე, მე საშინლად გავბრაზდი, გაგუას პროფესიონალიზმი რაში გამოიხატა?

QUOTE
მეჩხუბებიან ექიმები უკვე. გაგუა ყვირის რომ უვარგისი დედა ვარ ვკლავ ბავსვს.



აი ამას რომ გეტყვის ექიმი, იქ მორჩა მაგისი პროფესიონალიზმი მე მაპატიე.

რთული შემთხვევა იყავი და სხვანაირად უნდა წარემართათ. ვერსად ვერ დავინახე მე მანდ გაგუას პროფესიონალიზმი

Posted by: Trulala 26 Jun 2019, 22:52
narkozeli
მთავარია ცოცხალი და ჯანმრთელი გავაჩინე ბავსვი ასფიქსიაში არ ჩავარდა.... სხვა აღარაფერს ვჩივივარ. ჩემი ნაკერიც გამივლის იმ კვირაში იმედია

Posted by: Kato81 27 Jun 2019, 01:21
Trulala
პირველ რიგში გილოცავ, ჯანმრთელი ბიჭი გგაგეზარდოთ, არ შემეძლო არ დამეწერა იმდენად გამიახლდა ჩემი განცდები...გაგუას კლინიკის ხსენებაც არ მინდა, ნარკოზელს დავეთანხმები რაში გამოიხატა გაგუას პროფესიონალიზმი ბავშვი რომ ვაკუუმით ძლივს გამოაძვრინეს და ტრავმა მიაყენეს? მეც ეს "სანაქებო" ექიმი მყავდა აყვანილი და მიმატოვა არ დაესწრო მშობიარობას, ვითომ საიმედო ხელში დამტოვა და ძლივს გამოძვრა ჩემი პატარაც მე ვიყოჩაღე თორე ვაკუუმის გამოყენებას აპირებდნენ რაზედაც სულ გადავირიე, საბოლოოდ ბავშვი დაიბადა ლურჯი, კისრის კუნთი დაუზიანეს მშობიარობისას, მე განადგურებული, უშველებელი ნაკერებით, მოკლედ, გახსენებაზეც კი ცუდად ვხდები, არავის არ ვურჩევ მაგ ექიმის აყვანას, არავის. ეხლა კი ვართ კარგად და მადლობა უფალს ამისთვის. გოგოებო არ გაშინებთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით ვის ანდოთ თქვენი და პატარას ჯანმრთელობა, ყველას მშვიდობიან მშობიარობას გისურვებთ!!!

Posted by: keti11111 27 Jun 2019, 08:24
სოფო თამაზაშვილთან ვინმეს გიმშობიარიათ? ან საკეისრო გაგიკეთებიათ? თუ შეიძლება დაწერეთ რა შთაბეჭდილებები

Posted by: Sandra2209 27 Jun 2019, 11:47
keti11111
მე ვიმშობიარე სოფოსთან, წინა მოგონებების თემაში მიწერია ჩემი ისტორია.
სოფო არის ნამდვილი პროფესიონალი, არანაირი ნაკერი, ტანჯვა და წამება მე არ გამივლია, მიუხედავად იმისა, რომ იყო პირველი მშობიარობა. ზოგადად არ მიყვარს ექიმის რჩევა, მაგრამ სოფო ის ადამიანია ვისაც გირჩევ 100%-ით

Posted by: narkozeli 27 Jun 2019, 11:50
Sandra2209

რადგან სოფოზე მეც მაინტერესებს, დავაკოპირებ შენი ნებართვით შენს მოგონებებს წინა თემიდან:

QUOTE
მოკლედ მეც დავწერ ჩემ მოგონებებს, სანამ ნათლად მახსოვს ყველაფერი.
ცოტა შორიდან დავიწყებ. დაქორწინებიდან სადღაც ერთი წელი შვილი არ გვინდოდა ჯერ და ის ერთი წელი ეხლაც ძალიან მაგრად მახსენდება, მაგრამ მერე რაღაცნაირად მოვიდა ის გრძნობა, პატარა ბავშვების სურათებს ვათვალიერებდით და ვფიქრობდით ჩვენი შვილი როგორი იქნებოდა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, ჩემი თვალები ექნებოდა თუ მამის, ზოდიაქოთი რა იქნებოდა, თან რატომღაც ეს ყველაფერი ძალიან შორეულ პერსპექტივაში იყო, მაგრამ როგორც სხვა ყველაფერი ამ სამყაროშიც ადამიანის ორგანიზმიც ასე საოცრად ყოფილა მოწყობილი, ეტყობა ამ მომენტში დაემთხვა ერთმანეთს ჩემი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განწყობა და აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, არადა 10 დღეში მივდიოდი გერმანიაში 3 თვით, ზუსტად გულის ცემა მოვისმჯნე და წავედი, სხვათაშორის მადლობელი ვარ ჩემი ექიმის ზედმეტად რომ არ დამსტრესა მოშლებზე და საფრთხეებზე ლაპარაკით, მე არც ვიცოდი და არც მიფიქრია რომ მუცელი შეიძლება მოგეშალოს და ესეთირ აღაც ხშირად ხდება, ეს ყველაფერი ფორუმიდან უფრო გავიგე და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
პირველი ტრიმესტრი ისედაც რთულია, მე სულ მარტო აღმოვჩნდი სხვა ქვეყანაში და ძალიან გამიჭირდა, მაშინ ვფიქრობდი უბრალოდ მე და სამყაროს ჩრდილოეთ ნაწილი ვერ ვმეგობრობდით, მაგრამ ეხლა ვხვდები პირველი ტრიმესტრის და ჰორმონების ბრალი იყო. ძალიან დამეხმარა ფორუმი, სამსახურშიც თავისუფლი დრო რომ გამომიჩნდებოდა სულ აქ ვიყავი და სახლშიც მთელი საღამო, 2014 წლიდან მოყოლებული ყველა დედების კლუბი, მომავალ მშობელთა კლუბი და მშობიარობის მოგონებები წაკითხული მაქ და რამდენი რამე ვისწავლე გაუცნობიერებლად მეც მიკვირს.
მოკლედ ჩაიარა ჩემმა ორსულობამ უპრობლემოდ, თავიდანვე ვიცოდი უნდა გამეკეთებინა საკეისრო ბადურაზე ბზარების გამო და წინასწარ ვგლოვობდი იმ 6 თვეს ვარჯიშისგან თავი რომ უნდა შემეკავებინა, ერთხელაც უჯვე მერვე თვეში ვიყავი და ნაცნობებისგან ვისმენდი ჰორორებს საკეისროზე და ვისაც ფიზიოლოგიურად ყავდათ გაჩენილი იმათ თავმომწონეობას, რომ თურმე ყველას კი არ შეუძლია ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს რჩეულთა ხვედრია, ესეთ რაღაცებს ჩემი ხასიათი ძაან რთულად იტანს და წავედი თვალის ექიმთან და გავიკეთე ბადურის ლაზერული შემოსაზღვრა, ვიცი ძაან ცუდად ხვდება ყურში ლაზერი და ორსულობა, მაგრამ აბსოლიტურად უსაფრთხოა. მოკლედ გადაწყდა ფიზიოლოგიური, ადრე ყური მქონდა მოკრული სოფო თამაზაშვილის არსებობის შესახებ და რატომღაც მასთან მინდოდა მშობიარობა ( ნუ ქალური ინტუიცია მართლა არსებობს). 37 კვირის მივედი სოფოსთან უცებ გამესაუბრა და გამომიშვა, დამიბარა 40კვირაზე, თუ მანამდე რამე იქნება დამირეკეო.
ძალიან არ მინდოდა 40 კვირამდე მშობიარობა, ბოლო დღეებში სახლიდანაც არ გავდიოდი მეთქი ადრე არ დამეწყოსთქო. საერთოდ არ ვიყავი ორსულობით დაღლილი, პირიქით რასაც ქვია ვისიამოვნე ამ ყველაფრით და არსად არ მეჩქარებოდა, თან სულ ვიძახდი ჩემი შვილი ან 7ში ან 13 ში დაიბადებათქო. შვიდმა რომ გაიარა საერთოდ ვანგა ჩამერთო და დაბადების დროც კი ვიწინასწარმეტყველე  მოკლედ 12 ში ღამე დამეწყო რაღაც ტკივილივით, ვერ ვხვდები რა არის, თან არ ვამბობ ჯერ მეთქი შუალედებს დავითვლი ჯერთქო, ტკივილი იყო ძალიან სუსტი, არადა ვხედავ ყოველ 5 წუთში მივლის 30 წამი, არიქაა მეთქი მეშველა იმ მცირერიცხოვან ქალთა შორის ვარ, ვინც 3 თითზე ისე იხსნება ვერ იგებსთქო, თან ცოტა წყლებივით წამოვიდასავით, მაგრამ ძალიან ცოტა, დღემდე არ ვიცი მართლა წყლები იყო თუ არა, არც საცობი ჩამომსვლია, მოკლედ გავვარდით ჩაჩავაში, თან სოფოს ვურეკავთ არ გვიპასუხა, თურმე მშობიარე ყავდა, თვითონ გადმოგვირეკა ცოტა ხანში ეხლა სახლში მივდივარ თქვენ მიდით ჩაჩავაში მორიგე გაგსინჯავს და თუ რამეა მოვალ მეცო. მორიგე ძაან შეშინებული გვიხსნიდა, რომ ჯერ ის გამსიმჯავდა და სოფოს იქ ყოფნა იმ მომენტში არ იყო აუცილებელი, თან პირვრლი მშობიარობა იყო, ძაან გაუკვირდა სოფოს იქ ყოფნას რო არ ვითხოვდი, გასინჯვა იყო უმტკივნეულო და აღმოჩნდა რომ 1 თითზე ვარ გახსნილი, ჩამეფუშა ყველა ოცნება, არადა ვფიქრობდი ასეთი თუა მოვლითი ტკივილი არ მინდა გაუტკივარებათქო ( ვიცი ბევრი უშვებს ამ შეცდომას და მერე ნანობს ) მიმღებში გარემო იყო ძალიან კარგი, ვიცინეთ რაღაცებზე, საბუთები შევავსეთ და გაგვიშვეს ზევით, დედაჩემი მესწრებოდა. ვატყობდი ძაან ნერვიულობდა და არ იმჩნევდა. ჩემი ქმარი საერთოდ წაშლილი იყო, ხმას ვერ იღებდა, მარტო ის მკითხა ასვლამდე დარწმუნებული ხარ რო დედაშენი გინდა დაგესწროს და არა მეო  მე ვაწყნარებდი ყველას, ნახეთ რა ადვილი მშობიარობა მექნებათქო, ვიყავი ძაან კარგ განწყობაზე და განწყობა ყოფილა ყველაფერი.
ავედით ზევით და ვიღაც მშობიარობდა, ექთნები იძახდნენ თავიდან არ გაიკეთა გაუტკივარება და ეხლა კი ითხოვს, მაგრამ ვეღარ უკეთებენო, ძაამ ცუდ დღეში იყო ხმები მესმოდა და მე ეგრევე მოვითხოვე გამიკეთეთქო, არ გავუსინჯივარ რამდენ თითზე ვიყავი, არადა ვიცი ზოგგან 2 თითამდე არ აკეთებენ, ალბათ სადღაც 1,5 ზე გამიკეთეს, დიდად არც მანამდე მტკიოდა და მერე ხო საერთოდ, ხან მეძინა, ხან ვლაპარაკობდოთ მე და დედაჩემი, ვატყობდი ძაან ნერვიულობდა. მე ვიყავი ძაან წყნარად, ვიცოდი გარეთ ნერვიულობდნენ და დედაჩემს ვეუბნებოდი მამიკო ძაან ინერვიულებს და როგორმე გააგებინე რო არაფერი არ მტკივათქო. მობილურები არ შეგვატანინეს, როგორც გვითხრეს ადრე შეიძლებოდა ბლოკში შემოტანა ხალხს ცოტა ზედმეტი მოუვიდათო. ხანში მოვიდა ბებიაქალი და გაგვეცნო, უსაყვარლესი ქალბატონი ციცო, რომლისაც ძალიან მადლოერი ვარ, სუპერ პროფესიონალია, სადღაც 11 ზე გამეღვიძა და სოფოც მოსული იყო უკვე, ერთი საათია მოვედი, მაგრამ შენც და დედაშენსაც გეძინათ და არ გაგაღვიძეთო  გამსინჯა და 3 თითზე ვიყავი გახსნილი, ამის შემდეგ სოფო აკონტროლებდა მთელ პროცესს, გულის ცემის მოსმენიდან დაწყებული, გაუტკივარების ნაკადის სიჩქარით დამთავრებული, სადღაც 15 წუთში ერთხელ შემოდიოდა ხოლმე, ბებიაქალი უფრო ხშირად, ერთი წამითაც არ ყოფილა ისე რომ უყურადღებოდ დავეტოვებინე. სოფოს მიდგომა არის ასეთი, რომ გაუტკივარება კეთდება მთელი პროცესის განმავლობაში. მოვიდა 6 საათი და რაღაც ჩაწოლა ვიგრძენი და დაიწყოო. სოფომ ანესთეზიოლოგს უთხრა როგორი სიჩქარით უნდა გაეშვა გაუტკივარება და დაიწყო ჭინთვები, მიუხედავად გაუტკივარებისა ჭინთვებს ვგრძნობდო ჩვეულებრივად, თუმცა აპარატზეც აკინტროლებდნენ ამ ყველაფერს. ბებიაქალმა ისეთი მკვრივი კანი გაქ მგონი ჩაჭრა მოგვიწევსო, ამის შესახებ ვიცოდი გინეკოლოგისგან და ბავშვის წონას ძალიან ვაკონტროლებდი, თან ჩემ ოჯახში 4 კილოზე ნაკლები არავინ დაბადებულა და მთელო ორსულობა ვიკვებებოდი გარკვეული შეზღყდვებით.
ჭინთვები მქონდა სულ 20 წუთი, მიუხედავად ამისა ძაან დავიღალე მაინც და ეხლა რომ ვფიქრობ კიდევ 18 საათი ტკივილი მეთმინა ალბათ გავგიჟდებოდი და მართლაა რაფრის თავი არ მექნებოდა. როგორც მერე მითრეს ვიყოჩაღე ძაან  მე მგონია რომ ბებიაქალმა იყოჩაღა, ყოველ შემთხვევაში მაქებდნენ კარგია კარგად აკეთებო, სოფო ეუბნება აბა ეხლა იცოდე არ გამაკერინო ისე უნდა გავაჩენჯნოთო, ძაან ოდნავ დამაწვა მუცელზე და დაიბადა კიდევაც ჩემი ბიჭი, ყველანაირი ჩაჭრების და ჩახევების გარეშე.
რომ ვთქვა თავიდანვე რამე ვიგრძენითქო არა, მაგრამ ეხლა მოდი ნელ-ნელა რაღაც საოცარი გრძნობა. ჩაჩავას დავუწერდი 10დან 10, სოფო და ბებიაქალი ძალიან მაგარი პროფესიონალები არიან, შედეგ შვილს თუ საქართველოში გავაჩენ აუცილებლად მათთან. პალატაში გადაყვანისას ექთანი დამეხმარა ძალიან ძუძუს ჩადებაში და ისე მასწავლა როგორ უნდა გამეკეთებინა, რომ არც თავები დამხეთქია და არც თავები დამჭირვებია, ზოგადად ყველა იყო ძალიან ყურადღებიანი და თბილი, მოწადინებულები რომ რამით დაგხმარებოდნენ, პალატა ლუქსი მქონდა აღებული და კარგი იყო. იმ დღესვე მშვენივრად ვიყავი, რომ გამომწერეს ყველას უკვირდა რა ხოდზე ხარო . მოკლედ ყველას ესეთ მარტივ მშობიარობა-ორსულობას გისურვებთ, ფორუმის ძალიან მადლობელი ვარ და თან მახსოვს როგორ მიხაროდა ვინმე თავის მოგონებას რომ დაწერდა. ძაან ბევრი ვწერე და ალბათ არეულად, მაგრამ იმედია აზრს გამოიტანთ ჩემი ბედნიერი ექსფერიენსიდან

* * *
ძალიან ვისიამოვნე შენი მოგონებებით love.gif

Posted by: Sandra2209 27 Jun 2019, 13:11
narkozeli
მადლობა <3 მე კიდე არ შემიძლია ჩემი მოგონებების წაკითხვა, რაღაცნაირად ვერ ვკითხულობ smile.gif)))
უი ხო კიდე 200 თუ 150 ლარით ნაკლები გადავიხადეთ მახსოვს, ვიდრე ჩაჩავას ბროშურაში ეწერა და ვერ მივხვდი უფრო მეტი რატომ უწერიათ.

Posted by: Trulala 27 Jun 2019, 21:14
Kato81
უიმე...
მე ვერ ვყოჩაღე კი არა მინდოდა მოვეკალი ისე ცუდად ვიყავი... კიდე კარგი პაწაწინა გიორგის არაფერი დაუშავა ვაკუუმმა, არც ასფიქსია არ იყო და მაგიტომ ბედნიერი ვარ ეს ყველაფერი უკაბნ დარჩა.

Posted by: keti11111 27 Jun 2019, 22:00
Sandra2209მადლობა. მეც სოფო მეიმედება. საშვილოსნოს ყელზე დამადო ნაკერი. ძალიან თბილი ადამიანი ჩანდა და მასთან ვფიქრობ. რამდენი უნდა გადაგეხადა სოფოს აყვანაში? და რამდენი გადაიხადე საიდუმლო თუ არაა
narkozeli
გაიხარეეეე რაა ძებნას ვაპირებდი და რამხელა შრომა მომიხსენი )))

Posted by: Sandra2209 28 Jun 2019, 21:38
keti11111
კი ნამდვილად თბილი ადამიანია, 200 თუ 300 გადავიხადე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ უფრო 300

Posted by: keti11111 28 Jun 2019, 22:45
Sandra2209
მადლობაა და ძალიან გამიხარდა ასთი თბილი გამოხმაურება. ჯანმრთელობას გისურვებთ შენ და შენს პატრას

Posted by: tatik234 4 Jul 2019, 11:44
გამარჯობა გოგოებო, მეც მინდა ჩემი მოგონება დავწერო, ჩემი საკეისროდან უკვე 3 თვე გავიდა smile.gif რატომღაც თავიდანვე საკეისროს გაკეთება მქონდა გადაწყევტილი მიუხედავად იმისა რომ ბევრი მიყვებოდა მის უარყოფით მხარეებზე, ბოლოს გადავიფიქრე და როგორც ჩანს მაინც საკეისრო იყო ჩემი ბედი, ჩემი მოუსვენარი გოგო მუცელში შემობრუნდა, გარდი-გარდმო დაწვა და არაფრით აღარ მოისურვა პოზიციის შეცვლა. მიუხედავად იმისა რომ ყველა დარწმუნებული იყო მშობიარობამდე მობრუნდებაო , ასე კომოფრტულად მოკალათდა ბოლომდე. პირველივე დღიდან ჩაჩავაში დავდიოდი, მაკა ჩიქოვანი 9 თვის განმალობაში ყველაფერს აკეთებდა რომ ორსულობა ბოლომდე მშვიდად მისულიყო, 23 კვირის ვიყავი წნევები რომ დამეწყო და დიდი ნერვიულობაც შემხვდა, რისკი იყო ნაადრევი მშბიარობის მაგრამ ღვთის წყალობით გადავაგორეთ. მოკლედ ბოლოს დარახველიძესთან ჩემი უამრავი ექოსკოპიით მივედი, მიხვდა რომ ბავშვი აღარ იყო შემომბრუნებელი და საკეისროს თარიღიც დაინიშნა. წინა ღამით ვერაფრით დავიძინე, ხან ბედნიერ დასასრულს წარმოვიდგენდთი, ხან ცუდი ფიქრები ამეკვიატებოდა და გული ისე მიცემდა მეგონა ყველას ესმოდა. როგორც იქნა გათენდა, ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი ნერვიულობა და მშვიდად წავედით ჩაჩავაში... შემდეგ როგორც ხდება, საოპერაციო მოამზადეს, მეც ნელნელა ვაცნობიერებ რომ რამდენიმე წუთი და ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშნელოვან ადამიანს შევხვდები <3 ნერვიულობა თანდათან იმატებდა, შემიყვანეს საოპერაციოში წნევა ცხოვრებაში პირველად 160 დაფიქსირდა, შემდეგ ანესთეზიოლოგი მოვიდა და მომენტალურად სხეული თითქოს მომწყდა, ყველაფერი მზადაა, ზურა შემოდის და ოპერაცია იწყება. მე ვკანკალებ, გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი რომ ოპერაცია დაიწყო უცებ ტირილის ხმა რომ გავიგე, ჩემი ნამცეცა ისე ტიროდა ზურა მეხუმრა ეს აუცილებლად მომღერალი გამოვაო smile.gif)) გაასუფთავეს და მომიყვანეს, ცხოვრების მთავარი შეხვედრა შედგა, შემომანათა ბრიალა თვალები და იქ კი ჩემი ემოციების კონტროლი უკვე გაუსაძლისი გახდა და ავტირდი smile.gif მერე იყო მილოცვები, ჩემი გოგო ექთანმა გაიყვანა.. ოპერაციაც მალე დასრულდა და შემდეგ ცხოვრება თავიდან დაიწყო, სულ სხვანაირი... <3 აქვე ავღნიშნავ ჩაჩავას კლინიკის პერსონალს, რომლებიც მართლა თან გადამყვენ და გვერდიდან არ მომშორებიან, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრის. საკეისროს რაც შეეხება 3-4 დღე ცოტა რთულია და მერე ყველაფერი თავისთავად მწყობრში მოდის smile.gif ყველას გისურვებთ ბედნიერ დედობას და იმ ენით აუღწერელი ემოციის შეგრძნებას რასაც შვილთან პირველი შეხვედრა ქვია.

Posted by: Trulala 8 Jul 2019, 15:03
ახლა უკვე 2 კვირის თავზე ვიტყვი რომ გაგუას კლინიკაში ყველაზე უკმაყოფილო მელოგინეთა განყოფილების პერსონალით ვარ.
ლაქტაციის ამბავში არანაირად არ დამეხმარენ, არა და ვუთხარი რომ 0 გამოცდილება მაქვს.... რომ ხედავდნენ ვერ ვაწოვებდი, მიყავდათ ბავშვი ჰუმანას აჭმევდნენ. ბოლოს სახლში დაქალი დამეხმარა და უკვე 12 დღეა ექსკლუზიურად ძუძუზე ვართ.
ამიტომ ხსენის ეტაპი ჩემმა ბიჭმა გამოტოვა.

Posted by: makarena 8 Jul 2019, 15:05
Trulala
აუ რაა, რანაირები არიან, რატო ეზარებათ რომ ახალბედა დედას ასწავლონ; იმიტომაცაა უმრავლეს შემთხვევაში სამშობიაროდან რომ გამოდიან გოგოები რძე დამშრალი აქვთ ხოლმე და ყოჩაღ შენ მაინც რომ არ დაგიშრა და დღეს მაინც აწოვებ


Posted by: Trulala 8 Jul 2019, 16:52
makarena
ჩემი კლასელის დამსახურებაა თორე გრამი რძე არ მექნებოდა ახლა. ნუ კიდე შეიძლება ოქსიტოცინის ნემსები დამხმარა, საშვილოსნოს შესაკუნშად დამინიშნეს. თორემ იქ მედდები მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ ჩაადებინე ზუძუ პირშიო, ჩემი შვილი კი არ წოვდა... ყველაფერს წოვდა ძუძუს გარდა, რა მექნბა არ ვიცოდი. მასაჟისტს დავუძახე და ხსენი გამომადინა და კი მოწოვა ბავშვმა მარა მაინც მშიერი დარჩა... მეტჯერ ვერც მოვაწოვე იქ ყოფნისას... აღარ გამოდიოდა არაფერი...
სახლში რომ მოვედი კლასელმა კარგად დამიზილა მკერდი მადინა უკვე რძე, ხსენის ნარჩენეწბი გამოვუშვით და მას მერე დავივიწყეთ ბოთლები და ჰუმანა

Posted by: Lucifurr 27 Jul 2019, 15:47
სანამ გაუღვიძია ვეცდები მოვასწრო ჩემი მოგონების დაწერაც. თან ვამჩნევ რომ მავიწყდება ნელ-ნელა ყველაფერი :დ
მშობიარობის თარიღი 4 აგვისტო უნდა ყოფილიყო მაგრამ ჩემმა გოგომ აღარ დაიცადა. 15 ივლისს 37 კვირის და 2 დღის ვიყავი. ჩემი დაქალი უნდა გამოსულიყო ჩემთან, სახლი დავალაგე, მაღაზიაშიც ვიყავი. საღამოს ჩემი დაქალიც გავაცილეთ მე და ჩემა ქმარმა. ნუ სიარული აშკარად ძალიან მიჭირდა ვხვდებოდი. 15 წუთის გზა ერთ საათში ძლივს გამოვიარე. სახლში მოვედი, დავწექით, უკვე უნდა დავიძინო და ამ გოდორა მუცლით ვარჩევ კარგ პოზას :დდ გადავბრუნდი მარცხენა გვერდზე და ვიგრძენი რომ რაღაც გამივიდა. მეგონა ჩამეფსათქო :დდ წამოვხტი შეშინებული. წყლები გამდის ისევ. ჩავედი ტუალეტში და ჩამომყვა ჩემი ქმარიც. ვერც მე ვიგებ რა ხდება და ვერც ის :დ ამასობაში წყლები გაჩერდა მაგრამ მალევე ისევ წამოვიდა. გავაღვიძეთ ჩემი დედამთილი, დავურეკე გოგა ნიქაბაძეს და ავუხსენი სიტუაცია. რაკი წყლებს ღვრი უნდა წახვიდე სამშობიაროში და მეც მოვალო. მოვკიდე ამ გამზადებულ ჩანთას ხელი და წავედით. მივედით გაგუაში, გამსინჯეს და ნახევარ თითზე ხარ გახსნილიო. გასინჯვა ძაან მეტკინა, კარგადაც ვიწკმუტუნე :დ მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ, ვიცინი, ვღლიცინებ და ვარ მთელ ამბავში :დდ წყლებს ისევ ვღვრი. დამაწვინეს სამშობიარო ბლოკში. ტკივილები ჯერ არ მქონდა. ჩემი ქმარი ესწრებოდა მშობიარობას, ამიტომ ისიც ჩემთან იყო ბლოკში. ნუ იქაც კარგად ვერთობოდი. ფბზე მივწერე დაქალებს რომ ვმშობიარობ და ძაან ბედნიერი ვარ რა :დდ ცოტა ხანში გვერდით ბლოკიდან მესმის ისეთი ხმები რომ ვიგრძენი როგორ გამეყინა სახე :დდდ ნუ გოგო კიოდა მთელ ხმაზე, აღარ მინდა არაფერი, თავი დამანებეთო :დდ ჩემმა ქმარმა რომ შემატყო შემეშინდა, დამამშვიდა, ეგ ეტყობა სუსტია კაცო და აზვიადებს ტკივილებსო (თურმე სად ვბანაობთ) :დდდ ცოტა ხანში დამეწყო მოვლითი ტკივილები. შემოდიოდნენ და უსმენდნენ ბავშვის გულისცემას. ყველაფერი რიგზე იყო. ტკივილებმა იმატა. დროის დანიშვნა დავიწყე და 6 წუთში ერთხელ 1 წუთიანი ტკივილები მქონდა. ნუ ვუძლებდი და მეგონა რომ სულ ეგ იყო და უკვე ვაჩენდი :დდდ ამ დროს შემოდის ექთანი (სავარაუდოდ). ვეუბნები რომ 6 წუთში ერთხელ 1 წუთიანი ტკივილები მაქვს. ის მამაშიდებს, ჯერ ადრეა შვილო, შუალედი რომ შემცირდება და ტკივილის ხანგრძლივობა გაიზრდება მაშინ დაგეწყებაო და აი მანდ შემოვირტყი თავში ხელი :დდ
ამ დროს უკვე სადღაც 6 საათია. ამის შემდეგ უკკვე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს :/ გოგა ექიმი უკვე მოსული იყო და მასწავლიდა რა როგორ მექნა, როგორ მესუნთქა. დამეწყო ტკივილები თან ისეთი რომ მე მე აღარ ვიყავი ხოლმე. ნუ ვურტყი საწოლს, ვანჯღრიე, საკეისროც მოვითხოვე თურმე. გოგამ გაუტკივარება გადაგვაფიქრებინა. მშობიარობის დროს გავწელავთ უბრალოდ და შეიძლება ბავშვის გულისცემაც აირიოსო. გამომიტანა ბურთი, ჩემს ქმარს ასწავლა როგორ დაემასაჟებინა ზურგი და ვხტუნაობ ამ ბურთზე, ჩემი ქმარი მიჭერს რომ არ გადავვარდე იმიტომ რომ ტკივილის მოვლისას ვიგრიხებოდი საოცრად. ტირილით არ მიტირია, ვღრიალებდი :დდდ გაბრაზებული ვმშობიარობდი რასაც ჰქვია :დდდ იმ საწოლს იმდენი ვურტყიი არც კი ვიცი კიდე გამოადგებათ თუ არა :დდდ მერე ისევ დავწექი და უკვე ჭინთვებიც დამეწყო. ანუ 6დან 9 საათამდე ვიტანჯე რასაც ჰქვია. სუნთქვას მასწავლიდა გოგა და ჩემი ქმარი მეხმარებოდა. ეს რომ არ მყოლოდა გვერდით სუნთქვა კიარა ალბათ ფანჯარას გავანგრევდი და გადავხტებოდი sleep.gif რომ შევხედავდი მახსენდებოდა ხოლმე ბავშიც, ქმარიც და მე ვინ ვიყავი ისიც :დ ჭინთვებიც არ იყო მარტივი. კარგად ვიწვალე მაგაზეც. მაღალი შორისის გამო ჩავიხიე, მიუხედავად იმისა რომ ბავშვი 2,650 გრამი დაიბადა. დიდი რომ ყოფილიყო ალბათ შუაზე გადამხევდა. დიდი წვალების მერე როგორც იქნა გამოძვრა. ტირილის ხმა არ მახსოვს. იმდენად მომეშვა რომ გამოძვრა და სრული შვება იყო მომყოლის გამოსვლაც რომ ვიგრძენი. ამდროს უკვე დამაგორეს გულზე ჩემი ავატარი გოგო <3 ჩემი ქმრის რეაქცია იყო სასწაული და ისეთი არცერთმა მამამ რომ არ უნდა გამაზოს ცხოვრებაში. მე ემოციები აღარ მქონდა მგონი. არც მიტირია, უბრალოდ დავყურებდი ჩემს ქალს და მიხაროდა რომ მორჩა ეს ყველაფერი. მერე დაიწყეს გაკერვა და მაგაზე კიდე ცალკე ვიკივლე sad.gif კაი გემრიელი ნაკერები მქონდა. შემდეგ შემიდგეს სუდნო და მალევე გადამიყვანეს პალატაში. ერთადგილიანი გვქონდა აღებული და ვიყავით მე, ჩემი ქმარი და შვილი <3 ბავშვი არ გამიტანებია არავისთვის, სულ ჩვენ გვყავდა. შევედი წყალი გადავივლე და გავაგრძელე ცხოვრება. ნუ ის სამი დღე იყო ომი ჩემსა და ჩემს შვილს შორის. ვაჭმევდი ხსენს, ამას ეზარებოდა მოწოვა. მერე გლუკოზა შეუმოწმეს და აღმოჩნდა რომ დავარდნილი ჰქონდა. ზონდით ჩაასხეს საჭმელი და მერე უკვე დაიწყო ჭამა. ვერ წოვდა კარგად და ორჯერ იძულებული გავხდი დამატება მიმეცა.ძალიან კმაყოფილი ვარ ნიცუს ხალხის. ყველაფერი გაკეთეს რომ ბავშვისთვის ხელოვნური არ მიმეცა. მეხმარებოდნენ, მასწავლიდნენროგორ უნდა ჩამედო ძუძუ, როგორ დამეჭირა და ა.შ. მათი დამსახურებაა ეხლა რძე რომ მაქვს და რომ მოვაპუტკუნე ჩემი გოგო <3 ბავშვის დაბანა და პამპერსის გამოცვლაც მანდ ვისწავლე. უზომოდ კმაყოფილი ვარ კლინიკით, ექიმებით, სანიტრებით რავიცი აი ყველა ძალიან კარგად გვექცეოდა. გოგა ნიქაბაძეზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ეს კაცი არის უკარგესი ადამიანი და ზე პროფესიონალი. ეგ რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა ნამდვილად. 10 ბავშვი რომ გავაჩინო ათივეს გოგასთან გავაჩენ. ყოვედღე შემოდიოდა და გვკითხულობდა. ძალიან უშუალო ადამიანია <3
რაც შეეხება პალატას, ყოველდღე ასუფთავებდნენ. საჭმელი იყო ძალიან გემრიელი. და წვენი ჰქონდათ კიდევ უგემრიელესი და ვერ გავარკვიე რისი წვენი იყო :დ
თემას გადავუხვიე :დ
მოკლედ 2 საათზე შესულმა 10ის 15 წუთზე გავაჩინე ბაო და ეს მთლიანად გოგას და ჩემი ქმრის დამსახურებაა.
ყველას გირჩევთ რომ დაისწროთ ქმრები მშობიარობაზე. ძალიან დიდი სტიმულია და ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარებათ.

Posted by: Salomeas 27 Jul 2019, 15:56
Lucifurr
ხო ვიცოდი, მარა თითქოს ახლიდან ვკითხულობდი ისე ვიყავი <3 უზომოდ ბედნიერები ყოფილიყავით მთელი ცხოვრება !!! <3

Posted by: Lucifurr 27 Jul 2019, 16:02
Salomeas
დიდი დიდი მადლობა <3 შენს მოგონებას ველოდები მე wink.gif

Posted by: Salomea2018 27 Jul 2019, 16:17
Lucifurr
ლუცი გილოცავ. დიდი ბედნიერება თქვენ. :*

Posted by: magi_ 27 Jul 2019, 16:49
ჩენმა ნაკერმა ცოტა ამომასუნთქა და მეც დავწერ biggrin.gif

კვირას 21 ივლისს გავხდი 39 კვირის მაგრამ მშობარობაზე არც ვფიქრობდი)) კვირასვე დამეწყო ცოტა ცოტა წყლების დაღვრა. ორშაბათშს ისევ გაგრაძელდა და ხელით გასინჯვის მერე უფრო მომემატა ასევე მემატებოდა ტკივილები მაგრამ ატანადი იყო ეს ყველაფერი. სამშაბათს ისევ დამიბარა ლიკამ კონსულტაციაზე. მე არც ჩანთა წავიღე, რატომღაც მეგონა ისე ჯერ არფერი იქნებოდა. მაგრამ აი აქ ლიკამ რომ თქვა გასინჯვის შემდეგ ყელი ისეა მომზადებული დღეს დაგეწყებაო, გადაიყვანეთო მივხვდი რომ ვსო biggrin.gif ორსულთა პალატაში შემდგომ გასინჯვამდე დამაწვინეს. 12 საათი იქნებოდა.

მე ჯერ არხეინად ვარ ისე რა მტკივა, 4 საათზე უკვე 2 თითზე ვიყავი გახსნილი. და რა თქმა უნდა უფრო მიძლიერდებოდა შეგრძნებები.
ამ დროს უკვე სამშობიარო ბლოკში მომათვსეს სადაც ჩემი ქმარიც შემოუშვეს და ცა გამეხსნა სიცარულით.
7 საათზე უკვე გახსნა 3 თIთზე. ლიკამ წყლებია ძალია დაბუნძურებულიო და ჩემს ტკივილებს ბავშვზე დარდიც დაემატა. ნუ ჯეკო რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა რაც შეიძლებოდა მსუბუქად ვყოფილიყავი. მაგრამ 8 ის წუთებზე აუტაანელი ტკივილი ვიგრძენი და მივხვდი რომ მორჩა. გაუტკიბარება უნდა გამეკეთებინა.ოდნავი ჩხვლეტა და 8 საათამდე მსუბუქად ვიყავი.
ცხრის 15 წუთზე მომდევნო მტანჯველი გასინჯვა, გაუტკივარების დამატება, ცოტა ხანში სრული გახსნა ლიკამ 30 წუთსო გაგაჩენინებ თუ დამიჯერებო მაგრამ ეს ჭინთვები არადა არ მოდიოდა, მელოდებოდნენ ასე... ქმარი ბლოკიდან გავუშვი. არ მინდოდა ამ ტკივილისთვის ეყურებინა თან ფაქტიურად მომდევნო ერთI საათი ხან გული მინდიოდა და წყალს მასხავდნენ, ერთAდერთI შვება მოვლით ტკივილებს შორის იყო წამიანი გაყუჩება. ლიკა ამ დროს სხვა გოგოს ამშობიარებდა ერთAდერთი მინდოდა მალე მოსულიყო და ჩემთვის ეშველა. ალბათ 9 საათზე შემოვიდა ჩემთან. ან ცოტა ადრე. ამ დროს მე ფაქტიურად აგონიაში ვარ. მშობიაროსბის პროცესი ალბათ 15 20 წუთი გაგრძელდა და მე რაც შემეძლო რომ მეუბნებოდნენ გაიჭინთეო ვიჭინთებოდი თუმცა ეგ ის ჭინთვა არამგონია ყოფილიყო რაც წესით არის. მოკლედ ჩამჭრეს. და ჩემი პაწუკაც სულ მალე გარეთ გამოძვრა სულ ვფიქრობდი ზუსტ დროს უნდა შევხედო როდის დაიბადება მეთქი მაგრამ სამწუხსროდ ვერაფერს ვხედავდი და მესმოდა. ბავშვი თუ ტირისთქო ეგ ვიკითხე და არ გესმისო?? აქეთ შემონიბრუნეს კითხვა)))

რაც მთავარია. ბავშვი სუფთად ამოიყვანეს წყლები არ უყლაპია და 21:15 წუთზე ჯანმრთEლი 3,500 კგ 52 სანტიმეტრი სიგრძის ლუკა გაჩნდა.

ნუ კერვის პროცესიც ასე თუ ისე გავიგე მაგრამ უფრო დაღლილი ვიყავი და განერვიულებული ვიდრე მტკიოდა. ბავშვი დამანახეს და მალევრ გაიყვანეს.

მე ბლოკში 2 საათი ვიყავი ამ დროს უკვე ჩემთან იყო ქმარი და ცოტა სიმშვიდე და სიმსუბიქე დამიბრუნდა.

ნუ 4 დღე გავიდა და ეხლა თითოს არაუშავს იმ ყველაფერს რაც იყო biggrin.gif პირველ ღამეს კოშმარები მესიზმრებოდა.

ნაკერები ნელ ნელა შუშდება. ბავშვის მოვლის ტექნიკასაც ნელ ნელა ვხვეწ და ამაზე დიდი ბედნიერება არაა როცა შენს გვერდით ღუნღულა წიწილა წევს და გღიმის, რომელიც ასე ჰგავს მამასbiggrin.gif

ნუ იმედის კლინიკის სული და გული არის ლიკა დანარჩენი უკომენტაროდ. .

იმ ღამეს ვიფიქრე რომ მე მოვკვდი და ლუკასთან ერთად მეორედ დავიბადე, მაგრამ ამზე მეტი სასწაული მაინც არფერია ცხოვრებაში.

Posted by: Lucifurr 27 Jul 2019, 16:58
Salomea2018
მადლობა სალო <3

Posted by: Salomeas 27 Jul 2019, 19:16
magi_
აუ ვიტირე ლამის, როგორ გიწვალია შენც sad.gif მთავარია ახლა შენი ბედნიერება შენთანაა <3 გილოცავ კიდევ ერთხელ ! :*

Posted by: Lucifurr 27 Jul 2019, 21:37
magi_
აქამდეც ხო წაკითხული მაქვს ეს თემა მილიონჯერ და ეხლა უკვე ჩემს თავზე რომ გამოვცადე ათმაგად განვიცდი თითო სიტყვას :/ გაძლება მოგვცეს ღმერთმა. პ.ს. ნაკერები თითქმის მომირჩა. მიაწექი დამუშავების იმ მეთოდს რაც მოგწერე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: magi_ 28 Jul 2019, 15:42
Salomeas
მადლობა დიდი ❤️ კი ახლა აქ მიწევს და მავიწყებს ყველანაირ ტკივილს ❤️
Lucifurr
აუ ანი გლოცავ რაა შენ რომ არა არვიცი, იქ მარტო იმას მეუბნებიდნენ დაიბანეო მე მაინც შენს ინსტრუქცუას მივყევი. ბოლოს გამოწრრისას დამინიშნეს ლევომიკოლი.
რამდენი ხანი შეგვაწუხებს ეს ნაკერი??

არდა რატომღაც მეგონა უფრო მარტივად გააჩინე... მარა შენი მოგონება რომ წავიკითხე...)))




Posted by: makarena 28 Jul 2019, 19:54
magi_
Lucifurr
გოგოებო მაგრები ხართ, უზომოდ ბედნიერი დედიკოები ყოფილიყავით.

სოფოც მოვა, დაწერს თავის მოგინებებს მალე და ბუკეტიც შეიკვრება

Posted by: VAMPIRE_W 28 Jul 2019, 21:48
აუ თან მსიამოვნებს ამ თემის წაკთხვა და თან ცოტა ვშინდები.
ორი შკითხვა მაქვს და ძალიან გთხოვთ თუ არ დაგეზარებათ რომ მითხრათ

1. როცა სინჯავენ რამდენ თითზეა გახსნილი მშობიარობის დროს, რატოა მტკივნეული? ანუ ექიმზეა დამოკდიებული? ზოგი უხეშია და იმიტომ აკეთებს მტკივნეულად თუ რაზეა?
2. ჩახევების დროს რომ ნაკერს ადებენ, გამაყუჩებელს რატო არ აკეთებენ გაკერვისას? spy.gif

Posted by: John Jolie 28 Jul 2019, 22:41
magi_

ლიკა რომელი ექიმია, რა გვარია? მე სხვასთან ვარ (მაგ კლინიკაში და რომ გადავიდე ხო არ ტეხავს, ან პრობლემა ხომ არ იქნება)

Posted by: magi_ 29 Jul 2019, 05:30
makarena
შენც სულ მალე გელოდებით. სოფოს მსგავსად უნაკერო მშობიარობა და ბურთივით უნდა ისროლო შენ ჩვენზე სწრაფად უმტკივნეულოდbiggrin.gif

John Jolie
ლიკა ლუაშვილი. ვისთAნ ხარ შენ ?? მანდ მჭრდლიძეც ძაან მაგარიაა.

Posted by: Lucifurr 29 Jul 2019, 14:55
magi_
მეც მარტო დაიბანეო მეუბნებოდნენ და კედლებზე გავდიოდი ბოლოს ტკივილისგან. უკვე მომირჩა მე. ძალიან პატარათი მაქვს დარჩენილი და აღარც ვიმუშავებ. დილა-საღამოს ვიბან ბეტადინით და ეგაა. ორი კვირა გავიდა ზუსტად დღეს მშობიარობიდან. :* გიშველის ეგენი და უფრო მალე მოგირჩება შენ :*
გოგო მარტივად იმშობიარრო დამძახიან მარა აშკარად არ იყო ჩემთვის მარტივი რავი biggrin.gif ეგ პროცესი არამგონია ვინმესთვის მარტივი იყოს ზოგადად.
makarena
შენი მოგონება გვაკლია biggrin.gif

* * *
VAMPIRE_W
ექიმი არაფერ შუაშია, რაც უფრო იძაბები უფრო მტკივნეულია. ჩემმა მეგობარმა მითხრა მე მოვეშვი და არ მეტკინა საერთოდო. ინდივიდუალურია ალბათ ეგეც რავიცი.
გაკერვისას ერთი ტონა გამაყუჩებელი დამასხეს მაგრამ მაინც ვგრძნობდი sad.gif

Posted by: Tess 29 Jul 2019, 20:08
VAMPIRE_W
ამ ხელით გასინჯვაზე სულ მითები დადის. ეხლა გაგარკვევ. რათქმაუნდა ტკივილის განცდა ინდივიდუალურია, მაგრამ ამის გარდა არსებობს სხვადასხვა ტიპის გასინჯვა, მეანმა დეტალურად ამიხსნა წინასწარ.
შემთხვევა 1: გახსნილზე როცა გსინჯავენ.
შემთხვევა 2: გახსნილი არ ხარ
შემთხვევა 3: არ ხარ გახანილი მაგრან მეანი იღებს გადაწყვეტილებას გაგიკეთოს ე.წ. აშრევება რათა დააჩქაროს მშობიარობის დაწყების პროცესი.
როგორც ვხვდები მე3 უფრო მტკივნეულია და პირველი ყველაზე ნაკლებად.

Posted by: sesilia28 29 Jul 2019, 20:10
magi_
Lucifurr
ბედნიერი დედიკოები იყავით გოგოებო :*
რომ ვკითხულობ თქვენს ნაწერს ცოტა შიში მიპყრობს როგორ შევძლებ ამ ყველაფერს მაგრამ იმ სასწაულის მოლოდინი გულში რომუნდა ჩავიკრა ყველაფერს მავიწყებს smile.gif

Posted by: magi_ 29 Jul 2019, 22:58
sesilia28
მადლობა საყვარელო❤️ რაც დავწერე ეხლა ეგ განცდა საერთოდ აღარ მაქვს მხილოდ პატარა ბარტყს ვხედავ ჩემს გვერდით, თითქოს სხვას გადახდა ის ტკივილი. ასე რომ ამას ვერცერთი ქალი გავექცევით მაგრამ ისეთI სიტკბოება გელოდება მალე მეორეზე იფოქრებ. biggrin.gif
* * *
Lucifurr
მეც გარედან თითქმის მომირჩA. დღეს უკეთ ვჯდები. ანუ ზუსტად ერთ კვირაში გავაჩინე შენს შემდეგ ხო?? biggrin.gif

Posted by: Lucifurr 30 Jul 2019, 02:33
sesilia28
დიდი მადლობა ❤️ მიუხედავად წვალებისა მაინც ვფიქრობ რომ შეუძლებელი ნაღდად არაა. შეგვიძლია ამ ტკივილის ატანაც ამ პაწაწუნების ხათრით ❤️
magi_
მასე გამოდის biggrin.gif 15 ში გავაჩინე მე ❤️ ხოო, აი შენ უფრო სწრაფად მოგირჩა. ეცადე იშვიათად დაჯდე. :*

Posted by: Salomeas 1 Aug 2019, 16:29
Cruel Intentions
სოფოო love.gif გავსკდი ბღავილით weep.gif მთელი ცხოვრება ბედნიერები ყოფილიყავით love.gif love.gif

Posted by: eleonoraa12345 1 Aug 2019, 16:31
magi_
Cruel Intentions
გილოცავთ გოგოებო უჯანმრთელესი შვილიკოების უბედნიერესი დედიკოები ყოფილიყავით love.gif love.gif love.gif

Posted by: NankA2203 1 Aug 2019, 16:53
Cruel Intentions
ისე აღწერე მშობიარობა მომინდა , ბედნიერი დედები იყავით ყველანი და ჩვენც მალე გადმოგვსხმოდეს თქვენი წყალი

Posted by: Elikuda 30 Aug 2019, 14:06
გოგოებო გამარჯობა , გთხოვთ მითხრათ თავენი გამოცდილება,ან რაც გსმენიათ პაატა მახაეაშვილზე... ძალიან დამავალებთ love.gif

Posted by: Teiko_Teiko8 30 Aug 2019, 16:52
QUOTE
გაგუა ყვირის რომ უვარგისი დედა ვარ ვკლავ ბავსვს

პატისვ ვცემდი ამ კაცს, აი აქედან გადავუსვი ხაზი.
მეც ვგეგმავ ორსულობას და დაგეგმვამდეც ვფიქრობდი გაგუაში, მაგრამ უკაცრავად რაა.
ასე რომ მითხრას ექიმმა და ვინც არ უნდა იყოს, უფრო არაადეკვატური გავხდები.
მადლობა რომ დაწერეთ. ჯანმრთელობა თქვენ და ბედნიერი მომავალი თქვენს პატარას <3

ერთი რამე მაინტერესებს კიდევ - ტკივილის ატანის ზღვარზე ქართველ ექიმებს რამე გაუგიათ საერთოდ????

Posted by: Rebel=)) 1 Sep 2019, 00:34
sesilia28
tekle12

გოგოებო როგორ ხართ? ვიცი არ გცალიათ თქვენი შვილიკოების მოვლით ხართ დაკავებული მაგრამ ძალიან მაინტერესებს თქვენი მოგონებები, იქნებ დაწეროთ სანამ დავიწყებას მიეცემა love.gif love.gif

თან გაგუას კლინიკის და ნიქაბაძის პაციენტები იყავით და მეტად დაინტერესებული ვარ დეტალებით. ❤️

Posted by: Lucifurr 2 Sep 2019, 14:51
Elikuda
ჩემმა მეგობარმა გააჩინა მახარაშვილთან და ძალიან კმაყოფილია. ყურადღებიანი და კარგი ექიმიაო.

Posted by: Salomeas 12 Sep 2019, 05:43
ვინაიდან მთელი ორსულობის მანძილზე ფორუმზე ვიჯექი და მოგონებების მთელი ტომეული მილიონჯერ მაქვს გადაკითხული, ჩემსასაც გაგიზიარებთ .
ცოტა ბევრია და მაპატიეთ :დ

მოკლედ ჩემი ამბები უმეტესობამ იცოდა
ფორუმის გოგოებმა ის, რომ ბავშვს მუცელში უჭირდა, ჩემგან არ ხდებოდა მიწოდება მისთვის საჭირო ნივთიერებების ( ასე აჩვენებდა ეხო), ამიტომ წონაშიც პატარა იყო და გადაწყდა ხელოვნურად მშობიარობის აღძვრა. დამაწვინეს ცხრაში საღამოს, ვიყავი 37.4 კვირის , გამიკეთეს დექსა და გადასხმა , 10 ში დილის 11 საათზე ჩამიდგეს საშვილოსნოს ყელში ფოლის კათეტერი, რომელმაც 2 თითზე გამხსნა უმტკივნეულოდ და 4 საათზე მომცეს დასალევად რაღაც სითხე. სახელი არ მახსოვს ყოველ 2 საათში ვსვამდი. ტკივილები არ მემატებოდა, ფაქტობრივად ატანადზე ატანადი ტკივილი იყო, დავდიოდი, ტელევიზორს ვუყურებდი, გოგოებს ველაპარაკებოდი.. მოკლედ არანაირი არაფერი :დ 11 საათზე თამრიკო მაჩიტაძემ გამსინჯა და ვიყავი 3 თითზე, გამიხეთქეს ბუშტი და ზუსტად 5 წუთში დამეწყო უკვე ძლიერი ტკივილი. მე ზოგადად ძალიან მტკივნეული მენსტრუაცია მაქვს და ჩემთვის უცხო არ იყო ეგ ტკივილი, ვუძლებდი მაგასაც, მარა უკვე შეთანხმებული ვიყავი რომ კრიტიკულ მომენტში გაუტკივარებას ვიკეთებდი. ხოდა ასე მივედი 12ამდე და 12 ზე გავიკეთე გაუტკივარება. მომეხსნა მომენტალურად ყველანაირი ტკივილი. და ვიწექი არხეინად . სადღაც 1 საათზე ვიგრძენი უკანა ტანში მოწოლა მარა ძაან ლაითი. ერთ 10 წუთში განმეორდა და მეთქი მგონი მოდისთქო. მაგდამ შემხედა და კი ეგააო, ოღონდ არ გაიჭინთო და ისუნთქეო. ყოველ 2-3 წუთში ერთხელ მქონდა ეგ შეგრძნება და ვსუნთქავდი ღრმად. ეს გაგრძელდა სადღაც 15 წუთი და 15 წუთში აბა დავიწყეთ და დამიჯერეო. მოვბილიზდი მთლიანად და ზუსტად 6-7 გაჭინთვა დამჭირდა. აქედან ბოლო სამი იყო როცა ვიგრძენი ბავშვის გამოსვლა და ერთი მანდ დავიყვირე :დ არანაირი ჩაჭრა-ჩახევა. ეგრევე იტირა ამ ცუცქნა არსებამ, და გაიყვანეს სითბო სჭირდებოდა. 2500 გრამი დაიბადა. მე მომენტალურად ტირილი ამიტყდა , ჩემი ქმარი საერთოდ ბოლო ხმაზე ბღაოდა. თან ის უყურებდა და მე ნანახიც არ მყავდა. საათნახევარში ამაყენეს, გადავედი საწოლში და მომიყვანეს მომისვეს ძუძუზე. ხსენი ეგრევე წამოვიდა და ესეც ეტაკა ეგრევე, გაგიჟდნენ რომ დაინახეს რა ძალით ეცა. პირველი იყო მისი ტირილი,როცა ვიგრძენი რომ სამყარო შეირყა და მეორე როცა მომიყვანეს და შემომხედა . ამას ვერ აღვწერ მართლა, უბრალოდ ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს. და ყველას ვუსურვებ ამას <3

ახლა რაც შეეხება სამშობიაროსა და პერსონალს. ვიმშობიარე პინეო ლაქშერში , ექიმი ზაზა სინაურიძე, თუმცა რადგან ზაზა შვებულებაში იყო
ჩაბარებული ვიყავი თამრიკო მაჩიტაძეზე. კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ასევე მაგდაზეც , სუპერ ბებია ქალი! ვუჯერებდი რასაც მეუბნებოდა. სამშობიარო თავის გარემოთი და ყველაფრით 10/10.
თუ რამე კითხვები გექნებათ აქ ვარ :დ

Posted by: civilistka 12 Sep 2019, 08:17
Salomeas
რა ბედნიერი მოგონებაა ♡♡♡ გილოცავ კიდევ ერთხელ ♡♡♡

Posted by: anuki198889 12 Sep 2019, 09:56
QUOTE
მე მომენტალურად ტირილი ამიტყდა , ჩემი ქმარი საერთოდ ბოლო ხმაზე ბღაოდა


ვაიმეე საოცარი გრძნობაა ღმერთმა სულ ბედნიერების ცრემლები მოგმადლოთ. გამახსენდა ჩემი სკვინჩას ტირილის ხმა და პირველი წუთის თბილი სახე რა გრძნობა მქონდა ძნელი წარმოსათქმელია. უფალმა ყველა ქალს გამოაცდევინოს ეს სასწაული.

Posted by: Mybaby 12 Sep 2019, 14:33
Salomeas
შენმა დაწერილმა მეც ამატირაsmile.gif უბედნიერესი დედა-შვილობა გქონდეთ და უფალმა დაგლოცოთ.ძალიან ადვილად გიმშობიარიაsmile.gif

Posted by: Salomeas 13 Sep 2019, 12:03
civilistka
anuki198889
Mybaby
დიდი მადლობა გოგოებო <3

Posted by: sesilia28 15 Sep 2019, 16:32
ბევრი არაფერი მახსოვს ისედაც ალბათ ემოციების და ნერვიულობის გამო. 39.5 დღეზე ვიყავი გასასინჯად ნიქაბაძესთან დილის საათებში, კარგ ერთ თითზე ხარ გახსნილი და გამომიშვა სალში დავლოდოთო. 10 წუთში ერთხელ რომ გექნება ტკივილები მირეკავ და მოდიხარო. წამოვედი არხეინადsmile.gif სახლში მოსულს რაღაც დისკომფორტი მონდა, ყურძენი ვჭამე და მაგას ვაბრალებდი. ნელ-ნელა მოიმატა მოვლითმა ტკივილებმა მაგრამ ასატანია, თუმცა უფრო ხშირად 3-4 წუთში ერთხელ ვგრძნობდი. თან კლექსანს ვიკეთებდი და ვერ გადავწყვიტე მშობიარობა იყო თუ ნემსი გამეკეთებინა smile.gif ერთი საათი ვითმინე და დავურეკე გოგას, მოდი გაგსინჯოო. 5-ის ნახევარზე მივედი, 2თითნახევარზე ხარ გახსნილი და წავედით ბლოკშიო. მემატებოდა ტკივილები თუმცა უტანელი არ იყო. არ დაწვე იარე ბლოკშიო და დავდიოდი მეც, ცოტ ხანში ისევ გამსინჯა და უკვე 4 თითზე ხარო. გაუტკივარება მოვითხოვე მაინც მოლოდინი მქონდა რაღც საშინელი ტკივილების. კი გამიკეთეს რაღაც მაგრამ რაიმე შვება და ცვლილება ვერ ვიგრძენი. ცოტა ხანში ბებიაქალმა სუნთქვაში გავივარჯიშოთო. მერე გამაჩერა მოიცა ექიმს დაველოდოთო და ექიმის მოსვლიდან 3-4 გაჭინთვაში კი გავაჩინე 8-ის 25 წუთზე smile.gif თუმცა ჩემთვის ამის მერე დაიწყო პრობლემა. სისლდენა დამეწყო, მკერეს და მკერეს. ათასი წამლები და ნემსები, მუცელზე დაწოლები 15 წუთში ერთხელ და ვარჯიშები საშვიოსნოს შესაკუმშად, სისხლიც გადამისხეს და მოკლედ გადავრჩი. უზომოდ კმაყოფილი ვარ გოგა ნიქაბაძის და მთელი მორიგე ჯგუფის, ყველა თავზე მედგა.
Rebel=))
ნიქაბაძეზე ვარ შეყვარებული smile.gif მეორე შვილსაც აუცილბლად მასთან გავაჩენ. პროფესიონალი და ძალიან პოზიტიური

Posted by: Rebel=)) 18 Sep 2019, 23:39
Salomeas
რა კარგია ჩახევების და ამბების გარეშე რომ ჩაიარა ❤️

sesilia28
მთავარია უკან დარჩა ეგ გართულება და მშვიდობით ჩაიარა საბოლოოდ ❤️

დატკბით ახლა თქვენი პაწაწოებით ❤️

შაბათს მივდივარ ღია კარის დღეზე გაგუაში და ვნახოთ რა იქნება, როგორ მომეწონება სიტუაცია.

Posted by: anastasia4 29 Sep 2019, 23:53
გოგოებო, მთელი ჩემი ორსულობა თქვენს ამბებს ვკითხულობდი და ფსიქოლოგიურად ისე მაგრად მოვემზადე მშობიარობისთვის,რომ ექიმიც არ ამიყვანია.

Posted by: Elikuda 15 Oct 2019, 20:35
ვიცი,როგორც მე ველოდებოდი ხოლმე ბევრი ორსული ელოდება ახალ მოგონებას... და აი ისიც love.gif
ვიწყებ შორიდან... ახალ წელს გავთხოვდი და ძალიანაც იმედი მქონდა ტესტს,რომ ვიკეთებდითქო მოვიტყუები მაგრამ ორდღიანი გადაცდენა ეჭვს მიჩენდა - მოკლედ დილის შვიდი საათია იანვრის ცივი დილა,გავაკეთე ტესტი პასუხს არ დაველოდე ძალიან მაგვიანდებოდა სამსახურში ,დავდე ეს ტესტი და ჰოი საოცრებავ სახლში მოსულს მხვდება ორი ხაზი... ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი! ბევრს არ გავაგრძრლებ,ორსულობა იდეალური... პატარა ყოველთვის ჯანმრთელად და მეც გავლიე ბედნიერი ცხრა თვე უცბად,ხან ის მინდოდა მალე გაჩრნილიყო ხან ის მუცელში ეფარფატა და ბოლო დროს უკვე ძალიან გაზრდილს ეგოეავა და არასდროს დასრულებულიყო საოცარი გრძნობა -ორსულობა....ზომას ცოტათი ვუსწრებდით დაბადების თარიღი სულ 4 ოქტომბერი იყო და ამდენად ამ დროისთვის მოვრჩი უკვე იანვარში დაწყებულ ჩალაგება - გამზადება - ყიდვის ამაღელვებელ პროცედურებს,სექტემბრის ბოლოს მეანი ავიყვანე და დავიწყე ლოდინი.... 4ში არაფერი... ნუ დამიბარა,ხელით გამსინჯა...ნაყოფი ცოტა დიდი იყო ეხოც გადავიღეთ 3.600 იყო ჩემი გოგო,მაგრამ ძალიან დინჯი და გამოსვლას არ აპირებდა... ნუ ის ლეგენდა,რომ ხელით სინჯვა ძალიან მტოივნეულია ან რამეს აჩქარებს არის ტყუილი (ნუ ჩემს შემთხვევაში) 4ში დავბრუნდი სახლში,იმ იმედით,რომ 10მდე უნდა გაჩნდეს...ლოდინი არის მშობიარობის შემდეგ ყველაზე საშინელი ამ ამბავში... ადგილს ვერ პოულობ,თან ენერგიულად ხარ ,თან ძალიან დაღლილი,თავში ათასნაირი ფიქრი მოდის,ყველა მუცლის წამოტკიებაზე სული გეკვროს ეს არის თუ არა იმ ტკივილის დასაწყისი და ესე... აი ამ გაურკვევლობაში ვარ და 7ში ვიღვიძებ მტკივა ყელი და მაცემინებს...მე არა ჩემმა ქმარმა აიჩემა წავიდეთ ექიმთანო დავურეკე ჩემს მეანს იმან თერაპევტთან გადამამისამართა და თან დასძინა ჩემთანაც შემოიარეო ვნახოთ ერთი რას შვრებაო შენი ბავშვიო... გავემზადე და წავედი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად განწყობილი,რომ გოგოშკამ გადაწყვიტა 10ში გაჩნდეს და 10.10.19 იყოს დაბადების თარიღი,თავიდანვე ლამაზად და დღესაც არაფერი იქნება....მაგრამ თურმე სად ხარ. თერაპევტი არ დამხვდა მოსული,მეთქი მოდი შევალ მეანთან და ამასობაში მოვა... შევედი... აქვე დავძენ რომ უკვე 40 კვირის და 3 დღის ნაყოფი მყავს მუცელში...ისევ ხელით გამსინჯა და მუცელი არ გტკივაო? მეთქი არა...დღეს გაჩნდებაო,მე დავიბენი დასძინა პერანგი ,ჩუსტებიო კიდევ ვუფრო დავიბენი მეთქი არ მოვიტანე გადი მეუღლეს დაუბარეო,ოღონდა ჯერ ჩაიცვი ჩვენიო...გავდივარ მიმღებში სამშობიაროდ გამოწყობილი მე შოკში ვარ,ჩემი ქმარიც შოკშია...წავიდა მოსატანად. შუადღის 12ზე ამიყვანეს ბლოკში წყლებნაწილობრივხელოვნურად დაღვრილი,ასატანი ტკივილით... ტკივილის მატებასთან ერთად,გონება თითქოს ითიშება,თავში ერთი აზრია - როდის დასრულდება... ნუ ხუთი საათი გახდა,უკვე ისე მტკივა ვითხხოვე გაუტკივარება 2 თითნახევარზე გახსნილი ვარ ,გამიკეთეს....20 წთ ან ნახევარი საათი გამიყუჩდა,ვითხოვე დამატება დამიმატეს,არაფერს აღარ მიყუჩებს...კიდე ვითხოვ,სრულიად უგონო-კიდე დამიმატეს არც ის მიყუჩებს... (კათეტერი ამომვარდა) ვღრიალებ,არ მიჯერებენ რომ არაფერი შვება არ მაქვს... 2 საათში 7ზე სრული გახსნა იყო,ბევრს არ მოვყვები რა ტკივილია და რა უთავმოყვარეო მდგომარეობაა ქალისთვის მშობიარობა... 7დან 12ის ნახევრამდე მეგონა ყოველწუთს მოვკვდებოდი 12ის ნახევარზე ირწმუნა ჩემმა მეანმა,რომ ჩემი შვილი სადაც 7 საათზე დატოვა ისევ იქ იყო,არ მოდიოდა წინ... უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო,უბრალოდ ვეღარ ვფიქრობდი ,ვეღარ ვაზროვნებდი... 12ის ნახევარზე ღონემიხდილი ბოლოძალებმოკრებილი გამაქანეს საკეისრო კვეთაზე 5 წუთში გაჩნდა ჩემი შვილი-ატირდა იმ წამსვე და ვიგრძენი სპინალურით სამშობიარო ტკივილის გაყუჩებაზე მეტი სიამოვნებაც,რომ არსებობს ქვეყნად.... დამანახეს იასამნისფერი,ოთხკუთხედი რაღაც და მაგაზე კარგი არასდროს არაფერი დამინახავს... არასდროს არავის ნათქვამს არ დაუჯეროთ,ვერავინ ვერასდროს ვერ აგიხსნით რა დიდი ბედნიერება შეიძლება იყოს შვილის ყოლა... ეს უნდა შეიგრძნო,იმ ღამეს ძალიან მინდოდა ნახვა და რადგან თავს არც ისე ცუდად ვგრძნობდი ანესთეზიოლოგმა რომელიც მმეთვალყურეობდა რამდენიმე წამით ჩამახუტა,მერე წაიყვანეს.
მეორედ დილით ექვსზე შევხვდით -არ მომიშოშორებია იმ წამიდან (რატო მანდეს ნარკოზიდან ახალგამოსულს მეც არ ვიცი) ძალიან ტკბილია,ყველა ტკივილის მკურნალი ჩემი შვილი. ექთნები ორმაგად ტკბილს ეძახდნენ,რადგან ორივენაირად იმშობიარაო დედამ

Posted by: Tua 15 Oct 2019, 20:58
Elikuda
რა კარგი გოგო ხარ რომ დაწერე მოგონება❤❤ კი არვიცოდით საკეისრო რომ დაგწირდა ბოლო მომენტში ❤ იქნებ საკეისროს მერე შეგრძნებაც დაწერო ტკივილები, ადგომის მომენტი ნაკერის ამბავი . მე საკეისროს ვგეგმავ და ეგ მომებტიც მაინტერესებს ძალიან

Posted by: Elikuda 16 Oct 2019, 11:48
Tua
დავწერ ყველაფერს,უფტოსწორად დავწერე და გაწყვეტილა და კიდე დავეერ...

Posted by: narkozeli 16 Oct 2019, 11:54
Elikuda

გილოცავ კიდევ ერთხელ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს ღმერთმა love.gif
რამდენი გიწვალია sad.gif რამხელა გაჩნდა შენი გოგო? და საკეისრო იმიტომ გადაწყდა რომ ვერ გააჩინე ფიზიოლოგიურად ხო? ანუ ჭინთვებამდე ვერ მიხვედი? ((


Posted by: Nnia 16 Oct 2019, 12:24
Elikuda
გილოცავ, როგორ ველოდებოდი შენს მოგონებებს. ბედნიერებას გისურვებთ. <3

თუ გახსოვს საცობის მოშლის მერე რამდენ დღეში დაიწყო ყელის გახსნა?

Posted by: nionia 16 Oct 2019, 13:05
Elikuda
შენ ყოჩაღო და მაგარო გოგო 2kiss.gif
გილოცავ , მართლაც რამდენი გადაგიტანია, გულაჩუყებული ვკითხულობდი.
ბედნიერი დედიკო იყავი, ჯანმრთელი გაგეზარდოს შენი გოგონა love.gif

Posted by: Rebel=)) 16 Oct 2019, 18:35
Elikuda

გილოცავ და ბედნიერი დედა–შვილობა თქვენ love.gif love.gif love.gif

ჭინთვები რატომ არ დაიწყო და ვერ იგრძენი გაუტკივარების გამო ხომ არა? ;(
თვითონ კლინიკის და პერსონალის როგორი კმაყოფილი ხარ? მეორადაც მანდ იმშობიარებდი? :3

აუ ეს ტკივილი როგორი ინდივიდუალურია, უნდა გაგიმართლოს რომ ცოტა ლაითად გაიხსნა სხვა არაფერი შველის რა sad.gif

Posted by: whateverr 17 Oct 2019, 15:40
Elikuda

გილოცავ, ძალიან მაგარი გოგო ხარ love.gif ჯანმრთელი გოგო გაიზარდოს შენი პაწაწა.
ბევრი კი გიწვალია მართლა, :/






Posted by: Elikuda 24 Oct 2019, 12:50
ამბის გაგრძელება უკვე რამდენჯერ დავწერე და წაიშსლა იმედია აიტვირთება დხლა მაინც- თქვენთბის საინტერესო ზოგადი შთაბეჭდილებები...
მეანი პაატა მახარაშვილი -ყველაზე კარგი ექიმი ვისაც შევხვედრივარ...კეთილდობილი,ყურადღებისნი,მამობრივი მზრუნველობით. ბოლო 40 წუთი ჩრმთან ერთად მშობიარობდა და საკეისროზდ გადაწყვეტილებაც დროულად მიიღო...დიდი რეკომენდაციები
* * *
ბებიაქალი -ვინმე ლედი არც ბებია და არც ქალი.
50 ლარი რომ უნდა ჩაუკუჭო და წყალს მოგაწვდის ეგ ტიპაჟი,არავის ვუსურვებ ეგ შეხვდეს.
ექთნები - მე ოთხივე სმენასთან მომიწია შეხვედრა და ყველა ძალიან ყურადღებიანი... რასაც ვერ ვიტყოდი სანიტრებზე -სისუფთავე 0! ერთადერთხელ მოუსვა ვიღაცამ ტილო, მეტი დედაჩემის გარდა იქ არავის არაფერი დაულაგებია. კვება -ნოყიერი,სუფთა,გემრიელი

* * *
პალატა ერთკაციანი მქონდა აღებული -არის კომფორტული და + მნახველები მოდიან როცა გინდა და ვინც გინდა...
ბავშვი მე მიუხედავად საკეისროსი მყავდა ჩემთან,თუმცა შესაძლოა დატოვო ბავშვთა ოთახში...
მე რადგან ჯერ სამშობიარო ტკივილი ავიტანე სრულად და შემდეგ საკეისრო,გეტყვით,რომ თუ მაინც უნდა ჩაგჭრან ჯობს მუცელზე გქონდეს ჭრილობა და პირველი 2 დღე გაუძლო...მერე ნელნელა გადის ტკივილი და სადღაც 5 დღეში უკვე ვეღარც გრძნობ,ნუ მე ესე ვიყავი... პირველივე წუთიდან ჩემს ოთხ კილო სიყვარულსაც დავატარებდი და რა ვიცი,თავს უნდა შემოუძახო...განწყობა მნიშვნელოვანია,თუმცა იყვნენ იქ გოგოები,ძალიან სუსტად,ალბათ ინდივიდუალურია.
* * *
ორიოდე სიტყვით შევეხები -პატარას მოვლა პატრონობას და მეძუძურის ცხოვრებასაც
* * *
ჰიგიენის საშუალებებიდა ბიოლაინს დიდი რეკომრნდაციები... პამპერსი ბევრი ვცადეთ პატარ-პატარა შეფუთვებით და ჰაგისი საუკეთესოა...
მკერდის თავებისთვის ბიოლაინი მაქვს,თუმცა ვფიქრობ უკეთესიც შეიძლება იყოს სხვა...
* * *
ჩასაცმელი სამდობიაროში ზედმეტი არაფერია,წაიღეთ იმდენი რამდენიც გინდათ...
სახლში ჩვენ მთლიან ბოდეებზე უკეთ ფეხიან შარვლებს და უფეხო კლავიანი ბოდეებს ვიყენებთ...
ხრუტუნისთვის -ფიზიოლოგიურს
* * *
გისურვებთ მშვიდ მშობიარობას და თუ ჩემსავით ბევრი ოჯახის წევრი გყავთ გამხლეობას... მშობიარობის შემდეგი ემოციების მართვას და დედობით ტკბობას პირველივე წუთიდან love.gif love.gif love.gif

Posted by: narkozeli 26 Oct 2019, 04:31
მოკლედ სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი დეტალურად მახსოვს რადგან სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მოხდა ეს ყველაფერი, მინდა რომ დავწერო დეტალურად. ვერ დაველოდები ლეპტოპთან მოხვედრას biggrin.gif

მოკლედ, გავხდი ხუთშაბათს 38 კვირის და არ ვგრძნობდი რამეს განსაკუთრებულს. პარასკევს ანუ მეორე დღეს სალონში ვიყავი ათასნაირ პროცედურაზე ჩაწერილი ( მანიკურ-პედიკური, თმის შეღებვა, წარბი, აფხრეწა)
მოკლედ ხუთშაბათს საღამოს ასე 6 ისკენ შევედი აბაზანაში, წყალი გადავივლე,გამოვედი, სარეცხი მქონდა გასაფენი და როგორც კი სარეცხის მანქანიდან ტაშტში გადმოვალაგე და ავწიე ხელში უცბად რაღაც სითბო და გამონადენი ვიგრძენი დაბლა, ეს აღმოჩნდა ვარდისფერი ლორწოვანი, ანუ საცობი) თავიდან ცოტა იყო და ერთ 10 წუთში კიდევ წამოვიდა უკვე ცოტა სქელი, ისე რომ პაკეტი დამჭირდა. დავურეკე ქმარს, უკვე საღამო იყო და ბარემ წამოვალ და წავიდეთ ჩაჩავაშიო.
ქალი მაინც ხო ქალია :დ ახლა თავიდან შევვარდი აბაზანაში, გავიპარსე ყველაფერი რასაც მივწვდი ( ეჰ, აფხრეწამ დალია ჩაილური biggrin.gif) მერე სანამ ნიკა საცობში იყო ვაკიდან პლეხანოვამდე, მე აქვე ჩემი სახლის ქვეშ სალონში ჩავირბინე და თმები დავივარცხნე)) სალონის გოგოებმა კინაღამ მცემეს რა დროს ეგააო მარა ნუ ვერ მოვისვენებდი. სახლში ამოვედი, მაკიაჟიც გავიკეთე, პედიკური ვერა და ფრჩხილებზე ხელებზე უცებ ლაქიც გადავისვი ღია ფერის ( მარა მერე ჩაჩავას მიმღებში მომაშორეს ეგ) ამასობაში მოვიდა ნიკა და წავედით ჩაჩავაში. დაგვხდა მორიგე პატარა ახალგაზრდა გოგო, საყვარელი) უნაზესად გამსინჯა და ოდნავ ხარ გახსნილი, ვერ ვიტყვი რომ სრულად ერთი თითიაო)) თუ გინდა დარჩიო მარა რადგან ახლოს ცხოვრობ ალბათ გირჩევნია წახვიდე და სახლში დაელოდო ან ტკივილის მომატებას ან წყლების დაღვრასო. ეს ჩალაგებული ჩანთა დაგვაქვს მანქანით აქეთ იქით)) მოკლედ სახლში ამოვედი და ეს საცობი რასაც ქვია გამდის, წყლები არ იყო ნამდვილად, ლორწოვანი იყო და მოვარდისფრო)) ნუ კაი. დავწექი, არ მეძინება. მივადექი მაცივარს და ვქენი ის,რასაც ვშვებოდი აქტიურად ბოლო კვირების მანძილზე, ანუ გადავჭამე)) დავაყოლე ორი დიდი სნიკერსი და ნახევარი პლიტკა შავი შოკოლადი ( არაორსულობაში ვერც სნიკერს ვიტანდი და ვერც პლიტკას,არც მიჭამია ფაქტიურად) ნუ კაი მწარე შოკოლადი, ყელს ხსნისო და გემრიელად ვჭამე.
გათენდა ამასობაში. ის ჩემი ვერ გაფენილი სარეცხი ჩაჩავადან მოსვლისას გადავფინე და გამშრალა. ჩამოვხსენი და დავაუთოვე, ჩემი ქმარი შემოვიდა ამ დროს, ხო ჯანმრთელად ხარ რას შვებიო)) ნუ თან ვაუთავებ თან ვფიქრობ ეს საცობი ასეთი დაუსრულებელი რატოა)) პარასკევს დილას ხაჭვანთანაც ვიყავი ეხოზე ჩაწერილი 9ზე მარა კაკ რას 9ის ნახევრისთვის მოვითენთე და მიმეძინა. ასევე ნუკრისთანაც მქონდა გეგმიური ვიზიტი პარასკევს (25-ში) და ისე გამოვიდა რომ მაინც წამოსასვლელი ვიყავი ჩაჩავაში. ქმარი აღარ გავუშვი სამსახურში ვსო მეთქი გული მიგრძნობს დღეს რაღაც იქნება)) მოვედი ჩაჩავაში და პირველი რაც გავაკეთე ვერ მოვითმინე და შევვარდი ეხოზე, რადგან მარის ცოტა ხალხი ყავდა მარისთან, თავით დაბლაა, კარგად გაწვებაო, ყელი ვერ ნახა, აღარ ჩანსო, წონა 3050იო))
ამ პასუხებით შევედი ნუკრისთან, თან ვეუბნები გუშინ საცობი რომ ჩამომეშალა, დღესაც იშლებათქო და იცის ხოლმე,ეგ არაფერიო მარა მოდი გაგსინჯავო. დამაწვინა მიმღებში და გამსინჯა, ვერ ვიტყოდი რომ მეტკინა, ნაზად გსინჯავს მაინც თუმცა სასიამოვნო და გასაგიჟებელიც არაა რა თქმა უნდა biggrin.gif
უი ერთ თითზე ხარ გახსნილიო, ხო არ გინდა დარჩეო? მეთქი კი, რატომაც არა))
იქვე მიმღებში გამომართვეს პირადობა,დაზღვევის ბარათი და გავიარეთ ბიუროკრატული პროცედურები. ავარჩიე პალატა 1700 ლარიანი, ნუკრის აყვანა 440 ლარი და სავარაუდოდ ანესთეზიაც რადგან მინდოდა ამისი 280 დაემატებაო))
ამწონეს,57 კგ ვიყავი ჩაცმულ დახურული. ახლა წამო შენს პალატაშიო, ამიყვანეს მესამე სართულზე სადაც პალატები აქვს, მომეწონა ჩემი ოთახი, ლუქსია, პატარა აივნით კოხტა ლამაზი)) ჩავალაგე ტანსაცმელი კარადაში, ჩამაცვეს თავიანთი პერანგი, ჩუსტი და თავიანთი ხალათი და წავედით ბლოკში. შემოვიდა ბებიაქალი გამეცნო, მზია მქვიაო, ახალგაზრდა ქალი იყო, უსაყვარლესი)) ❤️ მეფერა ბევრი, არ შეგეშინდესო. შემოვიდა მორიგე ექიმი, რომელიც აღმოჩნდა ჩემი აყვანილი მეანის-ნუკრის და)) მე გაგსინჯავ ხოლმე ნუკრის მოსვლამდეო, კაითქო.

ბებიაქალს ვეუბნები ანესთეზია როდის მოვითხოვო რა ტკივილზეთქო, ისე რომ მერე არ მომიჟმოტოთქო biggrin.gif და თითნახევარზეც გაგიკებთ შენ არ იდარდოო)) ნუ ველოდები ტკივილებს და არ ჩანს. გამსინჯა ნუკრის დამ ერთ თითზე ხარო)) ვაახ მეთქი დაიწყოს ეხლა ეს ტკივილები)) არადა არ ჩანს. ცოტაც და ყრუდ აი ციკლს რომ ელოდები ისე დამეწყო. ოღონდ აი უსუსტესად. შეტევები დაითვალე და რეგულარული რომ იქნება ეგაა სამშობიარო ტკივილებიო. ნუ ეს შეტევები რეალურად არც არის ჩემთან დიდად მტკივნეული, ოდნავ წამოტკიებას ვიგრძნობსავით რამდენიმე წამი და ჩერდება. როგორც იქნა ცოტა დარეგულირდა,5 წუთი კარგად ხარ და მერე 20 წამიანი შეტევა. ნუ ასატანია მარა ვფიქრობ დაიწყება მალე ტკივილები და მოვითხოვე ანესთეზიოლოგი. მოიცა ჯერ მეანმა ნახოს აბაო, შემოვიდა ისევ ნუკრის და და თითნახევარზე ხარ, პაჟალუსტა გაიკეთე ანესთეზია კი ბატონოო))
აი შეტევასავით რომ მქონდა და ყრუდ რომ მტკიოდა მაშინ ბურთზე ვიხტუნავე და მესიამოვნასავით))
მოკლედ ანესთეზიოლოგი შემოვიდა ცოტა ასაკოვანი საყვარელი კაცი ალეკო ალადაშვილი)) გამეხუმრა რაღაცეები, ჩემს შვილსაც გვანცა ქვიაო, თან მიხსნიდა როდის რას აკეთებდა)) არაა მტკივნეული დიდად, ნუ აი ნემსის ჩხვლეტასავით ერთი და მერე ოდნავ დენმა დაგიარაო თითქოს)) სულ ესაა
აი აქედან იწყება ნეტარების ეპოქა, ის ჩემი ყრუ ტკივილები 10 წუთში სადღაც უკვალოდ გაუჩინარდა))
დამიმაგრეს წელზე ქამარივით და ამით აკონტროლებდნენ შეტევას, ბებიაქალმა ახლა 3 წუთში ერთხელ გივლის და საკმაოდ ძლიერადო მარა მე ვერ ვგრძნობ ვერაფერს ოდნავადაც კი და გოგოებს ვეჭორავები ფბ-ზე ( ბოლომდე არ გამიგდია ტელეფონი, ჭორაობაში გავაჩინე, მართლა :დ)
მოკლედ გადის დრო, ჩემი ქმარიც იქვეა, კინოს უყურებს ტვ-ში,მე ვერთობი)) შემოვიდა ნუკრი გამსინჯა და ვაა 4სმ არის უკვე გახსნაო ანუ 3 თითიო, კაი გოგო ხარო. ყელი გაქვს გადასარევი, რბილი და აი ნახე რა ადვილად გააჩენო. აუ გაუტკივარებულზე ამ ხელით გასინჯვას ვაბშე ვერ გრძნობ და ეგეც კაი კაიფია)) ხოდა კიდე თავიდან ანესთეზიაზე ოდნავ კანკალი დამაწყებინა,შემცივდა და პლედების დაფარება მოვითხოვე.
გადის დრო, არანაირი ტკივილი და არაფერი, ისევ ისე ვარ კარგად)) ფეხებზე ოდნავ დაბუჟებასავით მაქვს ჩათბილული, მარა არ დამიკარგავს მგრძნობელობა. ვწევარ დ აუცებ ბახ დაიძახა რაღაცამ, თურმე ბუშტის გახეთქვას ხმა ქონია, თავისით გასკდა)) და წამოვიდა წყლები.
ცოტა ხანში ბებია ქალს ვეუბნები უკან კუდუსუნთან რაღაც მაწვებათქო და შემომხედა ვაი მგონი სრული გახსნაა და მოდი ჭინთვებს გასწავლიო, მავარჯიშებს ასე ქენი ისე ქენი. ტკივილი ისევ 0 ანუ არ მაქვს საერთოდ.
მოკლედ ამოვიდა ნუკრი და სრული გახსნაა და აბა ახლა კარგად ივარჯიშეთ ჭინთვებშიო ))) გავიდა საკეისრო ყავდა გვერდზე ბლოკში.
ბებია ქალმა მასწავლა გაჭინთვა და ამ სწავლა სწავლაში მართლა ჩამოვიდა ბავშვი თავით დაბლა და მოიცა აჩენ უკვეო)) აი აქ გამაგდებინა პირველად ტელეფონი))) ნუკრის დაურეკა მოდი საბოლოო ჭინთვებზე ვართო)) სანამ ნუკრი მოვიდა ერთი 3-4 გაჭინთვა მოვასწარი. მოვიდა ნუკრი და აბა კიდე გაიჭინთეო, ის საწოლი რაზეც ვიწექი უცებ გადაკეთდა საჭინთვე მოწყობილობად))ხელი მოუჭირე როცა გეტყვით და მთელი ძალით მიაწექიო, ვაკეთებ, თან ვცდილობ სუნთქვა დაბლა გავუშვა და მგონია არ გამომდის კარგად და ავღელდი, სადღაც მე7 ან მე8 გაჭინთვა იყო პირველად მთელი მშობიარობის მანძილზე დისკომფორტი რომ ვიგრძენი, თითქოს რაღაც გამეკვეხა)) აბა ახლა ერთი ორი ძლიერი გაჭინთვა და ეგ არისო, მთელი ძალა მოვიკრიბე და მივაწექი, მგონია ისევ ვერაფერს ვშვები და უცებ ბებია ქალი ვხედავ მოასრიალებს რაღაცას)) ვაიმეე ბავშვი)) შოკში ვარ. ვტირი და ვეკითხები რატო არ ტირის? მოიცა გოგო მოვიდეს ბავშვი აზრზეო და მართლაც მაგ დროს წამოიტირა ოდნავ. გავხედე ჩემს ქმარს რომელიც გვერდიდან არ მომცილებია მთელი ეს დრო და თვალებთან ცრემლი რომ დავუნახე მანდ გადამეკეტა და დავიწყე ბღავილი))) ვუყურებდი ჩემს შვილს და რაღაც საოცრად ლამაზი იყო მართლა ლამაზი გავაჩინე გოგოებო biggrin.gif უფითქინესი, თეთრი,ქერა, კრიალა ))) ❤️
მომყოლიც იმ წამსვე გამოვიდა მარა ამ ბღავილში არაფერი მახსოვს.
უცებ გადავედი სხვა სამყაროში, ღმერთო ვფიქრობ რა გავაკეთე ცხოვრებაში ასეთი რომ ეს ბედნიერება მაჩუქე)) ვტირი ვტირი ღვარღვარით))) ბებიაქალმა მოდი კაცო 10 წუთია არ გიმესიჯიაო და ტელეფონი მომაწოდა. მაშინ მოვიწერე აქაც და ფბ-შიც რომ გაჩნდა.
ჩემი ვაჩე ისეთი ჩუმი იყო, დიდივით გვაკვირდებოდა ყველას, თვალებ გახელილი ( ულამაზესი ლურჯი თვალები აქვს) მე და ნიკა ისევ შოკში ვართ, გაბრუებული და გასული ამ სამყაროდან რაღაც ზღაპარში❤️
ბებიაქალი გაეხუმრა ჩემს ქმარს, როგორიც ჩამაბარე ცოლი ისეთივეს გაბარებ უნაკეროდ, დაუზიანებელსო biggrin.gif არ ჩავხეულვარ და არაფერი მარა მერე ნუკრიმ ღრმად რომ დამათვალიერა უშუალოდ შიგნით პაწაწინა ნახეთქია და ამაზე მინდა ნაკერი დაგადოო. ოღონდ შენ ვერ იგრძნობ ამას, ძაან ღრმადააო. ანესთეზია დაამატებინა, დაელოდა რომ თავიდან გამბუჟებოდა ფეხები და 2 წუთში დამადო ნაკერი. ვერაფერი ვიგრძენი და ვერც ახლა ვგრძნობ ნამდვილად. ჩვეულებრივად ვარ დაბლა.
ორი საათი ვიყავით მე ნიკა და ჩვენი ბედნიერება ბიჭი ბლოკში იმ წამებში არავინ და არაფერი მინდოდა ამ ქვეყანაზე ამ ორი ადამიანის გარდა. ისევ ვტიროდი ბედნიერებისგან. ცრემლები თავისით ჩამომდიოდა)) გავედი იმ წუთებში მე ამ სამყაროდან და სადღაც სხვაგან ვიყავი-უსასრულო ბედნიერებაში.
ჩემმა ბიჭმა ძუძუზე უარი მითხრა და ექიმმაც ჯერ არ უნდა ეტყობა, დაანებე თავიო)) იწვა ბავშვი წყნარად, არ იღებდა ხმას. გავიდა ორი საათი და გადავგორდით სკამით პალატაში.


უი ხო კიდევ ერთი, ნიკა დავახრჩე წყალი მომაწოდეთქო ასჯერ ჩამოვასხმევინე ონკანიდან, ძაან მწყუროდა ბლოკში.

დამავიწყდა მეთქვა,, ბლოკში საჭმელი შემოიტანეს კატლეტი გუფთა, პიურე ( ბლოკში შესვლიდან სადღაც 2-3 საათში) ისე მშიოდა გადავსანსლე უგემრიელესად biggrin.gif მერე ცოტა ხანში მაწონი და სტაფილოს კექსი შემომიტანეს დესერტად,ეს კექსი უგემრიელესი იყო და ცოტა ვჭამე, ვაჩენდი უკვე და ვერ მოვასწარი ბოლომდე ჭამა biggrin.gif გავაჩინე თუ არა და ბებიაქალი და ნუკრი გავიდა თუ არა, ვაჩე ჯერ კიდევ გულზე მეწვა ნიკას დავუძახე ის დარჩენილი კექსი მომაწოდეთქო და ვშთანთქე ეგეც გემრიელად biggrin.gif

ვაჩე ისევ ისეა, წევს ჩემს გვერდით თავის "ბუდეში" ცქნაფასავით. ნიკა დაბლა ჩავუშვი ოჯახის წევრებთან და ბალეშიკებთან. მე ამაყენეს უნდა მოშარდოო)) სწრაფად ავდექი და ოდნავ თავბრუ დამეხვა, ჯერ საწოლზე წამოჯექი და ისე ადექი, გიჟივით არაო გამეღადავნენ, ავდექი შევედი ტუალეტში,მოვწესრიგდი და გამოვედი)) ვწევარ ახლა და ვფიქრობ, ღმერთო მადლობა ამ ყველაფრისთვის!!! მადლობა რომ ეს დღე ასე ზღაპრად და ტკბილ მოგონებად მიქციე❤️ ჩემი ცხოვრება დღეს თავიდან დაიწყო
მე
ვარ
დედა
❤️

Posted by: Anabeli111 26 Oct 2019, 11:55
narkozeli
აუუ, გვანც ♡♡♡♡ ისე აღწერე ყველაფერი სულ გამიქრა მოსალოდნელი მშობიარობის შიში და პირიქით- მომანდომეც კიიი ♡♡♡♡ გკოცნით შენ და შენ პატარა პრინცს ♡♡ ბედნიერი დედიკო იყავი ♡♡♡

Posted by: eleonoraa12345 26 Oct 2019, 12:36
narkozeli
ცრემლებს ვერ ვიკავებ არ ვიცი რა ვთქვა მუდამ ასეთი ბედნიერი და გახარებული იყავით მთელი ოჯახით მთელი ცხოვრება❤️❤️❤️❤️❤️ნამდვილი საოცრება მომენტია ❤️❤️❤️

Posted by: Salomea2018 26 Oct 2019, 12:38
narkozeli
გვანცა გილოცაავ. ბედნიერი დედა შვილობა. მრავალ ბედნიერ მომენტს გისურვებ კიდევ ცხოვრებაში.

პ. ს. ყველაზე მაგარი გრძნიბაა, ღმერთა მადლ9ბას რ9მ სწირავ და თან გიკვირს, რი[ დაიმსახურე ამხელა სიტკბო და ბედნიერება. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Sandra2209 26 Oct 2019, 13:59
narkozeli
გილოცააავ!!! რა მაგარიააა!!
მეც ზუსტად შენნაირი მშობიარობა მქონდა და მაგიტო მიყვარს ჩაჩავა, არც გაუტკივარებას გახვეწნინებენ და არც ექიმის ნორმალურ, ადამიანურ დამოკიდებულებას.
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს შენი ვაჩე<3

Posted by: narkozeli 26 Oct 2019, 14:15
Anabeli111

იცი როგორ მეშინოდა მშობიარობის? აი სიკვდილივით მართლა) თან დედაჩემს იმდენად კოშმარი მშობიარობები ქონდა, მეგონა მასე მექნებოდა მეც. თან ირგვლივ გოგოებიც
რომ ყვებიან და წერენ, სულ კოშმარები მხვდებოდა თვალში და ძალიან მეშინოდა sad.gif ჩემი სტუდენტობის დროსაც ისეთი ფიზიოლოგიურები ვნახე სულ მეგონა საკეისროს გავიკეთებდი. მაგრამ ანა დამიჯერე,ეს გაუტკივარება ისეთი საოცრება რამეა, ტკივილი გაქვს 0, მართლა ოღონდ. ჭინთვებიც კი გაბუჟებული მქონდა. დაილოცოს ამისი მომგონი❤️❤️❤️ აღარ შეგეშინდეს,გაგვიმართლა რომ ამ ეპოქაში ვხდებით დედები))❤️


eleonoraa12345

მადლობა ელე, გული მიფანცქალებს ახლაც და იმის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელო მივლის თუ რამხელა ბედნიერება გაქვთ წინ.. ნეტა ამაზე ემოციური რამე თუ არსებობს❤️


Salomea2018

ხოო biggrin.gif

ჩვენი პატარა ბედნიერებები არიან ესენი❤️

Sandra2209

ძაან კმაყოფილი ვარ ჩაჩავასი, ყველა თან მყვება, ყველა თბილად გექცევა და რაც მთავარია პროფესიონალიზმს გრძნობ ყველაფერში. შემიყვარდა აქაურობა ასმაგად❤️❤️❤️❤️

Posted by: VAMPIRE_W 26 Oct 2019, 14:27
აუ ნეტა რაზეა დამოკიდებული ეგ გაუტკივარება როგორ იმოქმედებს.
სულ ვკითხულობ აქ მოგონებებს და მარტო ორი შემთხვევა მახსენდება რო დაწერეს კარგად გაგვიყუჩდაო, სხვები ყველა ამბობენ თავიდან გაგვიყუჩა, მარა ბოლოსკენ მაინც ძაან ვგრძნობდით ტკივილებსო.
ჩემმა დაქალმა გერმანიაში იმშობიარა, იქ ექიმებიც მაგარია და წამლებიც კარგი ხარისხის ააქვთ, მარა ამბობს დიდად არაფერი გამიყუჩდა, ძალიან ვგრძნობდი ტკივილებს და ბევრი ვიწვალეო.
რა ვიცი დოზას აკეთებენ ცოტას ვითომ? თუ ორგანიზმზეა როგორ მიიღებს წამალს?

Posted by: Sandra2209 26 Oct 2019, 14:39
VAMPIRE_W
ჩაჩავაში კათეტერს გიდგამენ და გამაყუჩებლის რაღაც რაოდენობა სულ შედის ორგანიზმში, ექიმი არეგულირებს დოზებს. სხვაგან როგორც ვიცი შპრიცით შეყავთ რაღაც კონკრეტული დოზა, რომელიც გარკვეული დრო მოქმედებს ( მგონი ორი საათი)

Posted by: mashusha 26 Oct 2019, 19:03
narkozeli
ამ ფორუმზე შენს გამო და წეროების გოგოების გამო შემოვიჭყიტები ხოლმე
არ ველოდი ჯერ და ბოლო შენი პოსტი რომ ვნახე, შემოვქანდი. ძალიან გამიხარდა, გილოცავ კარგო გოგო! ბედნიერი დედობა , ჯანმრთელი შვილი და ტკბილი-დედაშვილობა გქონდეთ მუდამ! კიდევ მრავალი ტკბილი და საყვარელი შვილი გაჩუქოს ღმერთმა <3

Posted by: narkozeli 27 Oct 2019, 10:22
mashusha

ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️ სტიმულია ეს სიტყვები ჩემთვის ❤️ აუცულებლად კიდევ მინდა შვილები, ვაჩე პირველად დავინახე თუ არა როგორც კი გამოძვრა იმ წამსვე ვუთხარი ღმერთს მადლობა და გთხოვ კიდევ მაჩუქე შვილებითქო❤️ არადა ამბობენ მშობიარობისას რომ ვინმემ მეორე ბავშვი გიხსენოს, მოკლავო)) მე კიდევ ვამბობ ამ ბედნიერებას კიდევ ათასჯერ გავაჩენდი❤️❤️❤️❤️

Posted by: november777 28 Oct 2019, 09:35
narkozeli
გვანც, აქაც გილოცავ <3 მართლა უზომოდ ბედნიერი და დაუვიწყარი წუთებია შვილთან პირველი შეხვედრა <3 ბედნიერი დედა ყოფილიყავი ყოველთვის <3

Posted by: pearlgirl 28 Oct 2019, 14:29
narkozeli
QUOTE
ჩემი ცხოვრება დღეს თავიდან დაიწყო
მე
ვარ
დედა
❤️

ჰოდა ბედნიერი დედა იყავი <3
გილოცავ!

Posted by: sesilia28 29 Oct 2019, 16:59
narkozeli
გვანც გილოცავ, ბედნიერი მშობლები იყავით სულ, მრავალი ბედნიერი წუთები გქონოდეთ თქვენს ვაჩესთან ერთად :-* წინ კიდევ იმდენი ლამაზი წუთი გელოდება ყოველდღე რომ მადლობას ეტყვი ღმერთს smile.gif :-*

Posted by: Rebel=)) 29 Oct 2019, 22:46
narkozeli

ძაან ბედნიერი მოგონებაა ყველანაირად ❤️❤️❤️ სულ სულ ასეთი ბედნიერები იყავით შენ, შენი პაწაწო და ქმარუკა ❤️

რძე თუ გაქვს მაინტერესებს, მერე რომ მოიცლი დაგვიწერ მომავლებში ალბათ ❤️

Posted by: anano_991 30 Oct 2019, 21:28
მეც დავწერ, ჩემს 8 წლის ნანატრ, სამშობიარო მოგონებებს.
ანალიზებიდან გამომდინარე, ინ ვიტროს გარეშე ჩემი ორსულობა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. თუმცა, მე-8 წელს მოხდა სასწაული და 23 დეკემბერს ორ ხაზიანი ტესტი მეჭირა ხელში, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. ორსულობაში პატარ-პატარა სანერვიულოებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან მალე მოვიდა მშობიარობის დრო. ციკლით 28 აგვიატოს მეუბნებოდნენ დიუ დეითს, ხოლო
ეხოებით სექტემბერში გადადიოდა.
ზუსტად, ორსულობის გაგებიდან 9 თვეში, 23 აგვისტოს
დილით 5სკენ მაღვიძებს წამოვლითი
ტკივილი, რომელიც რიგითი წამოვლა
მეგონა, რადგან დაახლოებით კვირა ნახევარი მქონდა მოვლითი ტკივილი და ხშირი ვიზიტორი ვიყავი საპირფარეშოსი ( გამიგია ასეთ დროს ორგანიზმი იწმინდება და ემზადება სამსობიაროდო). წავედი საპირფარეშოში არაფერი, გამოვედი დავწექი და ოდნავ სითბო ვიგრძენი, ბევრი წყალი არ იყო საცვალი
დამისველდა ოდნავ და მგონია რამე
“ჩეპე”ხო არ მომივიდათქო, არადა ვფიქრობ ეხლა
იქიდან მოვდივართქო biggrin.gif მოკლედ ისევ, წამომიარა. გავაღვიძე ქმარი და გადავედი დროის დანიშვნაზე. პირველად 6 ის ნახევარზე დავინიშნე დრო. მორიგი შეტევა 15 წუთში გამეორდა. დავიწყე მზადება და ამ
მზადებაში უკვე ძაან მცირდება დრო. წყლის გადასავლებლად შევედი, მარა მიჭირს უკვე. 7 ის 15 წუთზე სველი თმებით (ვეღარ გავიშრე ტკივილების გამო) ჩავჯექით მანქანაში და უკვე ინტერვალი 4 წუთია. გავქანდით ჩაჩავაში. სიჩქარის გადაჭარბების გამო, იმავე დღეს 50
ლარიანი ჯარიმა ჩაახუტეს ჩემს ქმარს biggrin.gif აყვანილი მყავს დარახველიძე და მისი ბებია ქალი ნინო. ჩაჩავაში მივედი და ვხედავ მიმღებში
ორსულების რიგია biggrin.gif (სულ
6 პაციენტი ვიყავით აქედან 4 ზურასი და პლუს ერთი
საკეისრო biggrin.gif ). ავნერვიულდი, რაღა დღეს არის ამდენი მშობიარე, ამდენს ზურა როგორ
მოგვხედავსთქო.
შემატყეს სახეზე კარგად მტკიოდა და გამიშვეს ურიგოდ biggrin.gif გამსინჯეს და უკვე კაი ორი თითია გახსნაო. გასინჯვა არ მტკენია დიდად მარა ტკივილმა
მომიარა გასინჯვისას და
მაშინ მეტკინა. დაიწყეს საბუთების შევსება. დაახლოებით 8 სკენ ავედით ზევით. ზურა და ნინო
უკვე მოსულები იყვნენ (ჩემს
გამო არა, ერთი გოგო 3 თითზე იყო) დაიწყეს ესევე გაუმტკივარების დადგმა. ვენაში ნემსის
ჩხვლეტასავითაა.დავბუჟდი, ცოტა წნევამ
ამიწია, და გული მიჩქარდებოდა მაგრამ ანესთეზიოლოგი თავზე მედგა. ბებიაქალიც
ხშირად მოდიოდა და
მაკონტროლებდა. 9 აკლდა
წუთები ზურა მოვიდა გამსინჯა, მგონი წყლებიც დამაღვრევინა. მაგრამ
გაყუჩებული ვარ და დიდად ვერაფერს ვგრძნობ. სამ თით ნახევარია გახსნაო.
ბებია ქალმა დაახლოებით12 სკენ
გააჩენო. ამ ამბების შეტყობინებაში ვართ ოჯახის წევრებთან, რომ
დამეწყო უკან ტანზე მტკივნეული დაწოლები. ანეთეზიოლოგს მოვთხოვე დამატება გაუმტკივარების, დამიმატა მარა ბილომდე ვერ გაგიყუჩებ ცოტა უნდა აიტანოო. ტკივილის ასატანად გამიყუჩდა, მაგრამ
ვგრძნობდი დაწოლებს. მოვიდა ნინო ბებიაქალი, ვნახოთ როგორ იჭინთებიო, უნდა გავარჯიშოვი და როცა მოგივლის გაიჭინთეო. ამ ჭინთვებში ბავშვის თავი ჩნდება და იმელაებაო, როგორც კი აღარ დაიმალება გადავალთ უკვე იმ
ჭინთვებზე რომელიც გაგაჩენინებსო. გადავედით მორიგე ეტაპზე, ზურაც შემოვიდა მაწვებოდა მუცელზე, სუნთქვას ვერ ვიღებდი სწორად თორე დანარჩენად, მგონი ვუსმენდი და ვუჯერებდი, 3 თუ 4 ასეთი შეტევის მერე გაჩერდიო და უცებ, 09:43 წუთზე, გამოასრიალეს ქალბატონი.გაწმიმდეს
და დამაწვინეს ჩემი ნანატრი ვარდისფერკანიანი
გოგო ❤️ არა ამქვეყნიური შეგრძნებაა <3
3100კგ, 48 სმ <3
ასეთი მარტივი მშობიარობა მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი biggrin.gif ბებია ქალი იძახდა სხვა გოგოა გამო გამომიძახესო და ამან ყველას დაასწროვო biggrin.gif გაჩენიდან 10 წუთში, მირეკავს ჩემი
გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი და მილოცავს <3 როგორ და რანაირად გაიგო ასე მალე არ ვიცი biggrin.gif
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩაჩავასი.
ზურას და ნინოს სტილია უტრამვო
მშობიარობა ❤️

Posted by: QISA 30 Oct 2019, 22:07
anano_991
გილოცავ ნანატრ შვილს.
ბედნიერი ცხოვრება თქვენ.
ბევრი წეროელი ამ თემას
* * *
მე 18 დეკემბერს მიჩვენა ტესტმა, 14 აგვისტოს ამოვაძვრინეთ ლიზა.

Posted by: anano_991 30 Oct 2019, 23:01
QISA
მადლობა :* შენ და ლიზასაც ბედნიერებას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: Rebel=)) 31 Oct 2019, 22:56
anano_991
გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ შენ და შენს ქალბატონს ❤️ ნინო რა გვარია ბებიაქალი?

Posted by: bbb5 1 Nov 2019, 02:40
anano_991
რა კაია მარტივი მშობიარობა თან სწრაფად smile.gif ბედნიერები იყავით შენ და შენი პაწუა <3

Posted by: narkozeli 1 Nov 2019, 07:06
november777
pearlgirl
sesilia28
Rebel=))

აქაც მადლობა გოგოებო❤️
ხსენი მაქვს ისევ, ჯერ ბოლომდე რძეში არ გადასულა, ორი დღეა თითქმის რძეს გავს მარა ჯერ ცხიმიანია მაინც. არ იდებს ძუძუს ჩემი ბიჭი და გამოწველილს ვაძლევ დესერტივით, შერეულ კვებაზე მყავს, ხელოვნურს ვაძლევ ძირითადად, რადგან გამოწველით საკმარისს ვერ ვიწველი. მასაჟისტიც მყავდა სადინრების გასახსნელად. მოკლედ დიდად ვერ გამოვდექი ჯიშიანი მერძევე biggrin.gif და ჩემმა შვილმაც ფაქტიურად უარი განაცხადა ძუძუს წოვაზე,ეზარება შრომა, ძნელი გამოსატანია სადინრებიდან ( წვრილი სადინრები მაქვს გახსნის მიუხედავად) და არ წოვს. აი ხელოვნურს თქვლეფს გიჟივით, ძაან მოსწონს biggrin.gif პლასმონი არის ახალი ფორუმულა, სულ ახლახან შემოვიდა ქართულ ბაზარზე და იმას აჭმევდნენ ჩაჩავაში. მეც სახლში ეგ გავუგრძელე)

Posted by: adeline 1 Nov 2019, 11:27
anano_991
გილოცაავ! მრავალი წლის ნანატრი ბედნიერება და ოცნების ასრულება განსაკუთრებულად მიხარია! ღმერთმა ბედნიერი დედიკო გამყოფოს და იმდენი ბაია გაჩუქოს კიდევ, რამდენიც მოგინდება love.gif

Posted by: anano_991 2 Nov 2019, 18:14
Rebel=))
მადლობა <3 ნინო ეგუტიძე არის ბებიაქალი.

adeline
bbb5
მადლობა დიდი 2kiss.gif

Posted by: makarena 5 Nov 2019, 13:47
აქ დავწერ ჩემს მოგონებებს, მართალია 3 თვე გავიდა მშობიარობიდან, თუმა შესაძლოა ვინმეს გამოადგეს:


ორსულობის გაგების დღიდან ვემზადებოდი ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის, მაგრამ თურმე არასოდეს თქვა არასოდეს givi.gif

ორსულობამ ჩაიარა კანფეტივით, ყველანაირი გართულების გარეშე. ვიყავი აღრიცხვაზე პინეოში, მივედი ზაზა სინაურიძესთან და გადამაბარა გინეკოლოს, თავის ასისტენტს, უკარგეს გოგოს, ვინც მართა ჩემი ორსულობა.

როგორც გითხარით, დავდიოდი მარტო უფასო ვიზიტებზე, სახელმწიფო პროგრამით, ვიკეთებდი კარგ რადიოლოგებთან ეხოებს და ვიყავი მშვიდად. ველოდებოდი ბიჭს 7 აგვისტოს (40 კვირაზე, ანუ გესტაციით).

მოკლედ დადგა 5 აგვისტო, დამიბარა ზაზამ ხელით გასინჯვაზე და გულისცემის მოსმენაზე, მივქანდი გულის ფანცქალით, ველოდები მეტყვის რამეს, რო აი დღეს თუ არა ხვალ ველოდოთ, ან რამე მსგავსი.

ხელით გასინჯვა: აქამდე არასდროს ვყოფილვარ გინეკოლოგურ სკამზე შესკუპებული givi.gif შემასკუპეს, გამამზადეს, შემოვიდა ზაზა და დაიწყო. მეჯაჯგურება. კაცო მიკვირს, ვფიქრობ, ეს რა უბდეურება ყოფილა ხელით გასინჯვათქო. უცებ მეკითხება, ეს მიომა იცოდი? რა მიომა ვეკითხები? აი საშვილოსნოს ყელში, რა თქმა უნდა პირველად გავიგე. მოკლედ მოიტანა სარკე, ჩამიდგა და კარგად დაათვალიერა (სრულ ჯაჯგურში ვარ), აღმომაჩნდა საშვილოსნოს ყელზე მიომა, ისეა განლაგებული რომ ზედ საშვილოსნოს ყელს ფარავს. მითხრა რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე ვიწვალებდი, შესაძლოა ყელი ბოლომდე არ გახსნილიყო, ან ბავშვის თავს გაუჭირდებოდა გამოსვლა. ამიტომ დამიგეგმა საკეისრო მეორე დღეს. რაც შეეხბა, ყელი იყო თუ არა გახსნილი რომ ენახა, მიომა ისე ფარავდა ყელს, რომ ვერ მივედი ყელამეო.

იყო სრული შოკი ჩემთვის რაც გავიგე. იქვე სკამზე ამივარდა ტირილი, ძლივს დამაწყნარა პერსნალმა და ზაზამ. რომ შემხედა ასეთ დღეში ვიყავი, შემომთავაზა თუ გინდა ფიზიოლოგიური დავიწყოთო და მერე გაგიკეთებ საკეისროს, თუ ვერ გააჩენო. ამაზე უარი ვუთხარი და მოკლედ მეორე დღეს ჩაინიშნა საკეისრო კვეთა.

6-ში დილით 11-ზე მივედი პინეო ლაქშერიში, იქ გამოვიცვალე, ხალათი და პერანგი ჩავიცვი და წამიყვანეს მოსამზადებელ ოთახში. გამხადეს, ჩამაცვეს თხელი ხალათი, ფეხებზე შემომახვიეს ბინტები, შემდეგ დამიდგეს გადასხმა ფიზიოლოგიური ხსნარი. 2 რო ჩაიცალა, მერე მოვიდა ანესთეზიოლოგი, გამესაუბრა. იუმორის გრძნობა კარგი ქონდა biggrin.gif ამის მერე შემიყვანეს ბლოკში, ანესთეზიოლოგმა წელზე გამიკეთა ანესთეზია. სითბო ჩამეღვარა უცებ ფეხებში და უცებ უცებ ამაწევინეს და წამომაწვინეს, თორე მერე ჩვენი სათრევი იქნებიო givi.gif მოკლედ ბოლოს შემოვიდა ზაზა და ზაზას ასისტენტი (ჩემი ექიმი), აი 10 წუთში, ზუსტად 13:20 წუთზე უცებ ამოძვრა რაღა ვარდისფერი. ეგრევე იტირა როგორც კი ჭიპლარი გადაუჭრეს. დასტაცეს ხელი და დაუწყეს გასუფთავება, შეახვიეს და მისი თბილი სახე ჩემ სახეს მოადეს love.gif მანდ გავხდი დედა, ოღონდ კიდე ვერ ვიაზრებ. ჩემი და ესწრებოდა საკეისრო კვეთას, გადაუღო სურათები. თვალზე ცრემლი მომადგა გაუცნობიერებლად. მომილოცა პერსონალმა, ანესთეზიოლოგმა, ესეთი კაი ბავშვები რო იცი, კიდე ბევრი უნდა გააჩინოო.

ამის მერე გაუყვანეს მამიკოს და ნახევარი საათი ეწვა გულზე.

ასე გაჩნდა ჩემი ბედნიერება. ალექსანდრე, წონა 3.700 კგ და სიგრძე 50 სანტიმეტრი.

Posted by: Kato81 5 Nov 2019, 19:24
Elikuda
narkozeli
გილოცავთ გოგოებო, ბედნიერ დედობას გისურვებთ ❤❤ და კიდევ ყველას გილოცავთ ვინც ვერ მოგნიშნეთ. მე დედობის ნეტარი შეგრძნება 5 წლის ლოდინის შემდეგ, იანვარში გამოვცადე, თითქმის 10 თვე გავიდა და ეხლა თქვენს მოგონებებს რომ გადავხედე მომინდა მეც დამეწერა smile.gif)

Posted by: Rebel=)) 14 Nov 2019, 14:59
დაჯდა წერად მოგონებისად biggrin.gif

მოკლედ გათენდა 8 ნოემბრის მშვენიერი, მზიანი, თბილი დილა, დაბარებული ვარ ნუკრისთან დილას, მანამდე მე და ჩემს ქმარს პატარა საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი, გავეშურეთ საქმეებისკენ, თან ვუშვებთ იმ აზრს რომ ნუკრიმ შეიძლება დაგვტოვოს და მთელ ბარგს მანქანაში ვუყრით თავს.

ამ საქმეებში გაგვეპარა დრო და ნუკრი თავად მირეკავს ჩემთან უნდა მოხვიდეთ დღეს და ხომ გახსოვთ რამდენ ხანში მოხვალთო, მოკლედ დილის ნაცვლად, შუადღის 12ის ნახევრისთვის მივედი, თან იმის გათვალისწინებით რომ ჭამა ან გზაში რაიმე საჭმლის ყიდვა ვერ მოვასწარი sad.gif

ნუკრიმ მიმღებში გამიშვა იქ დამელოდე გაგსინჯავო, ჯერ ბავშვის გულის ცემა მოისმინა, მერე მე ხელით გამსინჯა, (ხელით გასინჯვა ისეთი არაფერი, არ უნდა დაიძაბო, მარტივად შეყოფს ორ თითს და ნუ ცოტა მტკივნეულია ზევით გაწვება, თუმცა წამებში ასრულებს საქმეს და არ ღირს სანერვიულოდ) 2 თითამდე ხარ გახსნილი, ყელი გადასწორებულია არაფერი გტკივა შვილოო, ძაან გაუკვირდა, მეთქი არა მართლა არ მტკენია რამე, თუარ ჩავთვლით გამთენიისას ძილბურანში მქონდა პმს-ის ძაან ლაითი შეგრძნება, რაც არაფრად ჩავაგდე. მოკლედ მშობიარობაში ხარო ნუკრიმ და ან დარჩი ან წადი და ერთ საათში მოდიო, რადგან ყველაფერი თან მქონდა დავრჩი.

მიმღებში ანკეტების შევსების, თანხის გადახდისა და სხვა ბიუროკრატიული პროცედურების შემდეგ პირდაპირ ბლოკში გამიშვეს, ჩამაცვეს პერანგი, შემიერთეს კათეტერი, მუცელზე დამიმაგრეს ქამარი და ველოდებით ტკივილებს, ხელით გასინჯვის მერე წითელი გამონადენი მქონდა და ციკლის ტკივილიც საგრძნობლად მომემატა.

ბებიაქალი შემხვდა მზია წერეთელი, მიმღებშიც ეგ ვიკითხე პირველი, ვის უწევს მორიგეობათქო, ხშირად შემოდიოდა მსინჯავდა, ყურადღებას მაქცევდა თან გვერდზე პალატებში გოგოებს ამშობიარებდა, მოკლედ ნამდვილი ცეცხლია ეგ ქალი და თავის საქმის პროფესიონალი. ძალიან მომეწონა პიროვნულადაც, უშუალოა და ბოლომდე მივენდე.

რაც შეეხება უშუალოდ მშობიარობას, ბლოკში დაწოლიდან 15 წუთში შეიძლება არც, ნუკრიმ რაღაც ჩხირით წყლები მაშინვე დამაღვრევინა, ნელნელა მემატებოდა ტკივილები, თან მზიას ვეუბნებოდი გაუტკივარების გაკეთება მინდა და როდის უნდა მოვითხოვოთქო, მზიამ მე სანამ ტკივილები დაეწყებათ მანამდე მიყვარს რომ ვაკეთებთ და ნუკრი უკვე ძაან რომ ასტკივდებათ მერე აკეთებსო, მეც ველოდები ძაან ატკივებას, სადღაც სამის ნახევარზე საკმაოდ მტკიოდა უკვე 3 თითამდეც ვიყავი გახსნილი გამსინჯა ნუკრიმ და გავუკეთოთ გაუტკივარებაო, დაუძახეს ანესთეზიოლოგ გიორგის, ახალგაზრდა ბიჭი იყო, მიხსნიდა გზადაგზა ყველაფერს, როდის რას ვიგრძნობდი, ჩამიდგა კათეტერი და დაიწყო გაყუჩების პროცესი, ფეხები გამითბა, ცოტა დამიბრუჟდა მოგვიანებით მკერდის ქავილის შეგრძნება მქონდა, ეს ყველაფერი ბუნებრივიაო, მოკლედ ვწევარ ესეთი გაყუჩებული და ველოდებით ყელის გახსნას და ჭინთვებს, რაღაც მომენტში ცოტა დამიბრუნდა შეგრძნება თურმე კისერთან დამაგრებული სისტემის ნაწილიდან ჟონავდა წამალი, გიორგი შემოვიდა დამხედა გამისწორა და საბოლოოდ მიმაყუჩა, მოკლედ 6 საათში სრულად გავიხსენი, 6ისკენ დავიწყეთ ჭინთვები ნელნელა, ჯერ გვერდზე გადამატრიალა მზიამ მერე 15 წუთში სამშობიარო მაგიდის ფეხები ამოწია იქ შემომალაგებინა და დავიწყეთ აქტიურად ჭინთვები, მე ოდნავ მოწოლას ვგრძნობდი ჭინთვებს საერთოდ ვერ, მარა რაც ძალი და ღონე მქონდა ვაწვებოდი, როგორც ჩანს ნომრალურად ვაკეთებდი 7ის ნახევრისთვის გამოძვრა ჩემი ბაჭია, მე მოვრთე ღრიალი მაგრამ ქალბატონმა ეგრევე არ იტირა ცოტა წაიწკმუტუნა და მანდ დაიწყო ჩემი ნერვიულობა, ფილტვები კარგად არ გაეხსნა პედიატრმა ჟანგბადი დაახმარა და ისე აატირა, მაგრამ მაინც არ მოსწონდა ექიმს ტირილი, კვნესას ურევსო და სადღაც ერთი საათი ჟანგბადს და სხვა რაღაცებს ახმარდა, რომ ტიროდა ბავშვი უკვე აღარ ვნერვიულობდი, მაგრამ საშინელი მომენტი იყო ეს ერთი საათი საუკუნედ გადაიქცა, გავაჩინე ბავშვი და ვერ ვნახე, ჩემი ქმარი ფოტოებს და ვიდეოებს უღებდა და ისე მაჩვენებდა. მერე როგორც იქნა მომიყვანეს ჩამახუტეს და მანდ მივხვდი და ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სასწაულად ყველაფერი ღირდა, მადლობა უფალს ამისთვის.

რაც შეეხება კლინიკას და სტაფს, კმაყოფილი ვარ, კვება ნორმალური, ყურადღებაც ნორმალური, ღამე რამდენჯერმე დახმარება დამჭირდა და კითხვები რაც მქონდა ყველაფერზე მიპასუხეს და ამიხსნეს, გამოწერის დღეს მარტო სიცხე და წნევა გამიზომეს, ნაკერისთვის არავის შეუხედავს, მშობიარობის მერე ნუკრიმ ერთხელ შემიმოწმა ზევიდან საშვილოსნო და კარგადაა ყველაფერიო, ეს იყო და ეს.

სამშობიაროში გვაჭმევდნენ საღამოს პეჩენიას და მაწონს, ამით გათამამებულმა ჩემს ქმარს მოვატანინე პეჩენია და შიგა და შიგ მივირთმევდი, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება თუ გინდათ ბავშვს გაზებმა არ შეაწუხოს არანაირ ტკბილს არ გაეკაროთ, თავიდან მაინც. ძალიან მიყვარს ტკბილეული მაგრამ ჩემი გოგო ისეთი ტკბილია ეგეც მყოფნის და არ მიღირს მის წუწკუნად biggrin.gif

გაუტკივარების გაკეთებას ყველას ვურჩევ, გაყუჩებული რომ ხარ უფრო მეტად ხარ მობილიზებული და აკეთებ იმას რასაც ექიმი გეუბნება. მშობიარობის დროს საერთოდ აღარ ვნერვიულობდი, ჩემი მეუღლე მართალია გმირულად იდგა ჩვენ გვერდით მაგრამ ისე ნერვიულობდა, მასზე უფრო ვდარდობდი.
ბოლოს ყველა ქალს მინდა ვუსურვო ამ ბედნიერების გამოცდა, ჯერ კიდე ვერ ვიჯერებ ამ სასწაულს, საოცრებაა ჩემი გოგო, ყოველ დღე ვსწავლობთ ახალ რაღაცებს და ვვითარდებით, ყოველ დღე უკეთ მესმის მისი და არ მინდა არც ერთი წამი მის გარეშე.

პ.ს სულ მიკვირდა ბავშვის გაჩენის მერე როგორ დაიკარგებიან ხოლმე ფორუმინდან გოგოებითქო, ახლა ისე მაინტერესებს რა ხდება მომავლებში და ვერ შევიჭყიტე, ნელნელა დროის მენეჯმენტსაც დავხვეწთ. biggrin.gif

თუ რამე კითხვა გექნებათ არ მოგერიდოთ. წარმატებები ყველას ❤️❤️❤️

Posted by: bbb5 15 Nov 2019, 11:28
Rebel=))
რა მაგარიააა smile.gif)))
ყველას ისტორიაა როგორი განსაკუთრებულია ^_^
ღმერთს ვთხოვ ბედნიერი დღე მეც გამითენოს

Posted by: Rebel=)) 15 Nov 2019, 14:39
bbb5
აუცილებლად, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ძაან მალე იგრძნობ ამ ბედნიერებას ❤️

Posted by: tako_91 30 Nov 2019, 06:19
გოგოებო მოვედი ჩემი სამშობიარო მოგონებებით. სულ თავიდან დავიწყებ, თავიდან სტანდარტულად გავიგე გადაცდენით რომ ორსულად ვიყავი, მალევე მეუღლესაც ვახარე და წავედით ეხოსკოპიაზე, მივედი ჩაჩავაში და ტატიშვილმა მომასმენინა გულისცემა, აი მანდ მივხვდი რომ დამერხა, ამაზე სასიამოვნო არაფრი არ მქონდა მოსმენილი და ვხვდებოდი რო ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაფერს ვიზამდი ამ გულისცემისთვის, გამოსვლისას მითხრა ცოტა სანაყოფე ბუშტის დეფორმაციაა და ორ კვირაში მაინც მოდიო, შევედი გინეკოლოგთან და მეუბნება ძალიან ჩვეულებრივად, ისე თიტქოს არაფერიაო - უი ალბათ მოგეშლება, არაუშავს ახალგაზრდა გოგო ხარ,კიდე დაორსულდებიო, აი დედასვფიცავარ ეხლაც რო ვწერ ცუდად ვხდები ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა, ორი კვირა გავატარე ტირილში, ყოველწამს ველოდებოდი მოშლას, ორ კვირაში მივედი მათითაშვილთან რომელმაც ეგრევე დამამშვიდა ეგეთი დიაგნოზი არ არსებობს, ეგ სისულელე ვინ გითხრა, მშვენივრად არის ყველაფერიო (სხვათაშორის მერე შარიქაძემაც იგივე ტქვა). მოკლედ აქედან დაიწყო ჩემი ორსულობა, თავისი ტოქსიკოზებით, მცირე პრობლემებით მაგრამ საერთო ჯამში საოცარი პერიოდი. მეცხრე თვემდე საკმაოდ აქტიური ორსული ვიყავი, როგორცკი ტოქსიკოზმა გამიარა დავიწყე ბეევრი სიარული ფეხით და მეცხრე თვემდე ეგრე გავატარე, სანამ არ აცივდა. ბოლოს უკვე დავმძიმდი თან ციოდა და ესე მშვიდად დავიწყე მშობიარობის მოლოდინი (სამსახურში დავდიოდი ბოლო კვირამდე). მოკლედ როგორციქნა მოვიდა 39-ე კვირა, ჰერაში ვარ დაბარებული ღოღობერიძესთან რომ ხელით გამსინჯოს, მოვედი და მეუბნება, უი ყელის გახსნა დაწყებულია ან დღესვე მობრუნდები ან ხვალ ზეგო, თუ არ დაგეწყო ამ სამ დღეში მაშინ მოდი პარასკევს და უკვე დაგაწვენთო. გამოვედი და ეგრევე გული ამიჩქარდაა, რაღაც არ თითქოს არ ველოდი მიუხედავად იმისა რომ უკვე ისე მინდოდა გოგოშკას გაჩენა ხან ანანასებს ვჭამდი, ხან შავ შოკოლოადს, ხან ზაფრანას ნაყენს და ა.შ.smile.gif მოკლედ სამი უგრძელესი დღე ველოდე რომ ქალბატონს მოსდომებოდა გამობრძანება, ამ სამი დღის მანძილზე სულ მეჩვენებოდა რო მეწყებოდა, სულ მქონდა ყრუ ტკივილები, სულ სტარტზე ვიყავი გამოსაქცევად.ხუთშაბათს საღამოს რატომღაც უკვე ნერვებმა მიმტყუნა ერთი კარგად ვიბღავლე და დავწექი დასაძინებლად იმის მოლოდინში რომ მეორე დღეს წყნარად ავდგები და მივალ სამშობიაროდ. მაგრამ თურმე უზნეო ბრძანდება ქალბატონი, ამდენი ხანი იცადა და ღამის ხუთ საათზეგადაწყვიტა რომ უნდა უკვე გამობძანება. გამაღვიძა ტკივილმა, რომელიც მივლიდა და ავდექი,ეგრევე ცოტა წყლები დავღვარე. გავაღვიძე ჩემი მეუღლე და წამოვედით ჰერაში. მოვედით და სოსო უკვე ადგილზე იყო, სხვა მშობიარეც ყავდა, გამსინჯა და ორ თითზე ხარ ჯერო, მიუბრუნდა ექთნებს რაღაც წამალი უტხრა ეს დააკევინეთო. ნუ დავლიე ეს წამალი წავედი ბლოკში, შემოდის კიდე მსინჯავს და უკვე 2.5 თითზე ვარ, ეგრევე მკითხა გაუტკივარებაზე რას შვებიო, მე გადაწყვეტილი მქონდა გაკეთება და ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ალბათ ჩემ ცხოვრებაში. შემოვიდა ანესთეზიოლოგი და სანამ მომამზადა ნემსისთვის უკვე საკმაოდ მომიძლიერდა ტკივილები, გამიკეთა გაუტკივარება და სხვათაშორის ისე რომ აი ჩხვლეტაც კი ვერ ვიგრძენი და ტკივილი საერთოდ გაქრა, ესე ბედნიერად გავატარეთ მე და ჩემმა მეუღლემ სამი საათი, ხან სელფებს ვირებდით, ხან ვჭორაობდით და ა.შ. სამი საათი გავიდა და უკვეე ვგრძნობ რაღაცას, აი თითქოს რაღაც მაწვებასავით (ტვალეტში რომ გინდა ზუსტად ეგეთი შეგრძნებაა), შემოვიდა სოსო და უკვე სრული გახსნაა აღარ დაუმატოთ გაუტკივარებაო, აი აქ დაიწყოო საკმაოდ რთული 40 წუთი. მეუბნებიან აი რო მოგივლის გაიჭინთეო, მეც ვცდილობ გავიჭინთო და ყოველი შემდგომი გაჭინტვა უფრო და უფრო მტკივნეულია,ბოლოს უკვე თავი ჩამოსულია, ვგრძნობ ძვლებში და აი მანდ დამერხა, ტკივილისგან ბოლომდე ვეღარ ვქაჩავ რომ გავიჭინთო, ძალა არ მყოფნის, ბევრი რომ არ გვაგრძელო ბოლოს ჩამჭრეს. აი ჩაჭრის მერე უკვე ერთ ჭინთვაში გამოძვრა გოგოშკა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქმარი რომელის გავაგდე არმინდა მიყუროთქო თურმე კარებიდან იჭყიდება, როგორცკი დაიწყეს გამოძვრენა ქალბატონის ეგრევე შემოქანდა და გოგოშკამაც არ დააყოვნა ეგრევეე მორთო ჯღავილი. აი არვიცი ეს რა წამი იყო, ვერაფერს ვერ ვადარებ, გაოგნებული ვიყავი, ეგრევე ყველა ტკივილი მიმავიწყდა და ხან ატირებულ ჩემ ქმარს ვუყურებ, ხან პატარა გრძელთმიან ზღარბს და ხან ვერაფერს ვერ ვხედავ ცრემლებისგან, გაწმინდეს და გულზე დამაწვინეს, ვსო ამის მერე როგორ გამოვიდა პლაცენტა, როგორ მკერავდნენ კაი ხანი და ა.შ. აი არაფერი აღარ მაინტერესებდა, სხვა სამყაროში მოვხვდი ეგრევე. თან რაღაც სიტყვები მესმის გაკერვისას რომ თითქოს რაღაც უჭირთ მაგრამ აი ისე ვარ მართლა აღარ მაინტერესებს არაფერი, მეტირება გიჟივით თან ჩემ გოგოს ვკოცნი. ბევრი რომ არ გავაგრძელო 4 ნაკერი დაგჭირდაო, რომლებიც ეხლა ამ წამს საკმაოდ მტკივა, მაგრამ აი ამ არსებისთვის რომელიც ეხლა გვერდით მიწევს მშვიდად ყველაფერი ღირდა. რაც შეეხება ჰერას, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მაქვს ჯერ-ჯერობით, სოსომ ძალიან კარგად წაიყვანა პროცესი,ა რ მომშორებია გვერდიდან და წყობიდანაც არ გამოსულა მიუხედავად იმისა რომ რაღაცას აშკარად ვერ ვაკეთებდი სწორად. ბებიაქალიც ძალიან კარგი, სულ მეფერა, გამიმართლა და ლუქსი თავისუფალი დამხვდა და აქ ვწევართ,კვება ნორმალური, ექთნებიც გაქცევენ ყურადღებას, ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევანით. რამე თუ შეიცვლება ამ სამ დღეში მაგასაც დავწერ აუცილებლად

Posted by: VAMPIRE_W 6 Dec 2019, 18:24
გოგოებო საკიესრო ვინც გაიკეთეთ, ყინულის გრელკებს რამდნეი ხანი ადებენ საკეისროს მერე?

Posted by: makarena 9 Dec 2019, 15:06
VAMPIRE_W
არაფერი მსგავსი არ დაუდიათ

Posted by: unusual 9 Dec 2019, 19:10
QUOTE
არაფერი მსგავსი არ დაუდიათ

არც ჩემთვის.

Posted by: anniano30 16 Dec 2019, 15:36
ოთხი წელი გავიდა და რო მახსენდება ისევ მტკივა ყველაფერი

Posted by: Salomea2018 16 Dec 2019, 15:55
VAMPIRE_W
არანაირი ყინული არ დაუდიათ. პირიქით, პლედები მეფარა ისე ვკანკალებდი. საშვილოსნო მაგის გარეშეც იკუმშება. თუ ძლიერი სისხლდენა არაა, არ ადებენ

Posted by: ratom86 22 Dec 2019, 12:20
თვეზე მეტი გავიდა, მოვიცალე და დავწერ ჩემს ამბავს. მშობიარობის სავარაუდო თარიღი იყო 9 ნოემბერი. 2 კვირით ადრე ავიყვანე ექიმი ჰერაში ირაკლი მაჭარაძე. ბოლო კვირა ერთ თითზე ვიყავი და არ მეწყებოდა. ბოლოს რომ მივედი. მითხრა 15 ში მოდი და დაგაწვენთ. დამაჩქარებელს გაგიკეთებთო.14 ში დამეწყო ყრუ ტკივილები დილით და ცოტა ხანი დაველოდე ინტერვალის შემცირებას. 3 ზე უკვე კლინიკაში ვიყავი . ყელი უკვე ორზე გახსნილი იყო. მაგრამ ბლოკში ადგილი არ იყო და მომიწია ექიმის კაბინეტში მოცდა. 5 ე გადამიყვანეს ბლოკში . გაუტკივარებაზე ცოტა დამტანჯეს.10 წუთი ეძებდა წერტილს ხერხემალში როგორ შესულიყო. მაგრამ 1 ლი მშობიარობისგან განსხვავებით ,სრულად გამიყუჩდა.სამ ჭინთვაზე გავაჩინე ჩემი გოგო.თუმცა ჩამჭრა ბებიაქალმა. მერე დამიმატეს ანესთეზია და ექიმმა გამკერა. გულზე“დამაწვინეს ჩემი გოგო.აი ძალიან მარტივად ვიმშობიარე. ირაკლი სულ ჩემთან იყო. გაგუასგან განსხვავებით. რომელიც სულ სადღაც დარბოდა.(1 ლი გაგუასთან გავაჩინე)§რაც შეეხება პალატებს. ორიანში მინდოდა.ადგილი არ იყო ბლოკში დამტოვეს იმ ღამეს. მერე პედიატრების ოთახში ვიწექი სანამ გაწერდნენ წინა პაციენტს. ბლოკში ყოფნის დროს ერთი სანიტარი . სახელი არ ვიცი სამწუხაროდ . აი იმ ქალს ადამიანი თუ ქვია აღარ ვიცი. ჯერ კათეტერი ისე ამომგლიჯა. კივილი დავიწყე. მერე რადგან ადგომა არ შეიძლებოდა. ტკივილგამაყუჩებელუ დავაბარე.ძალიან მტკიოდა ნაკერი.როგორც თქვენ არ მოგიტანიათ. ისე ის ქალი აღარ გამოჩენილა. მოკლედ ექიმის გარდა არაფერი არ მომეწონა. მაგრამ ასე მარტივად მშობიარობისთვის ალბათ იმ პირობების ატანაც ღირდა.

Posted by: Batuka 23 Dec 2019, 16:45
ratom86

ბლოკში ისევ ბევრი გოგო მშობიარობს ერთად?

Posted by: nopiahopi 30 Dec 2019, 00:45
Batuka
QUOTE
ბლოკში ისევ ბევრი გოგო მშობიარობს ერთად?

2013 ში ვიმშობოარე ჰერაში და ერთადგილიანი იყო ბლოკპალატა, შესაბამისად მხოლოდ მე ვიყავი. ახლა არ ვიცი თუ შეცვალეს რამე.

Posted by: narkozeli 30 Dec 2019, 01:02
Batuka
ჩაჩავაში ინდივიდუალური ბლოკებია. ძალიან კარგადაა გაკეთებული, ჩვეულებრივი კარგი პალატის სტილშია, ტახტიც დგას, ტელევიზორიც არის და კომფორტულია ძალიან.

Posted by: nino84 10 Jan 2020, 16:38
განახლებულ ღუდუშაურში როგორი სიტუაციაა? ფბ ზე ვუყურებდი და საკმაოდ კარგი პალატები ჰქონდათ. საკეისრო მიწევს და ვის მირჩევდით ნატას, თუ სოფოს?

Posted by: Sandra2209 10 Jan 2020, 18:55
სოფო თამაზაშვილი ჩაჩავაში აღარ არის საერთოდ?

Posted by: nino84 10 Jan 2020, 20:55
Sandra2209
ჩაჩავაშიცაა და ღუდუშაურშიც

Posted by: narkozeli 11 Jan 2020, 15:11
Sandra2209
nino84

აღარაა გოგოებო ჩაჩავაში სოფო, მე მითხრა ვეღარ მოვალო ჩაჩავაში თუ პაციენტი მეყოლება ღუდუშაურშიო, სადღაც 3 თვეა საბოლოოდ წამოვიდა ჩაჩავადან,

Posted by: Sandra2209 11 Jan 2020, 17:25
narkozeli
აუუ რა ცუდიააა, ანუ შემდეგ ბავშვზე სხვა მეანი უნდა ვიპოვოsad.gif((მე ღუდუშაურში წამსვლელი ნამდვილად არ ვარ

Posted by: nino84 12 Jan 2020, 16:41
Sandra2209
ღუდუშაურს რატომ არ განიხილავ? თან თუ სოფოსთან აპირებ. პალატები გააკეთეს ახალგარემონტებული ბლოკია და ვიდეოზე მომეწონა, პირადად ჯერ არ მივსულვარ.

Posted by: Sandra2209 12 Jan 2020, 18:02
nino84
ღუდუშაურთან მე არ მქონია შეხება, მაგრამ სხვებისგან კარგი არაფერი გამიგია მომსახურების მხრივ, თან მე არ მქონია პრობლემური ორსულობა, ჩაჩავაში გავაჩინე პირველი სოფოსთან, ძალიან კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით და აღარ მინდოდა რამის შეცვლა.

Posted by: nino84 14 Jan 2020, 21:44
Sandra2209
ხო, ნუ ჩვენება რომ არ მქონდეს ალბათ მეც არ განვიხილავდი ღუდუშაურს, მაგრამ ბოლოს ტუამ მახსოვს რომ იმშობიარა და ძალიან კმაყოფილი იყო პალატებითაც და ექიმითაც. მარტში მეც დავწერ ჩემ რევიუს smile.gif

Posted by: Sandra2209 15 Jan 2020, 02:32
nino84
დაველოდები აბა მოგონებებს<3
ფიზიოლოგიურად აპირებ თუ საკეისროს? თავიდან სამშობიაროს შერჩევისას ჩაჩავას იმიტომ მივანიჭე უპირატესობა, რომ გაუტკივარებაზე არ დამჭირვებოდა ხვეწნა, ჩემმა რძალმა იმედის კლინიკაში გააჩინა და ისე აწვალეს ორსულობა-მშობიარობის საშინელი შიში აქვს ეხლა, ამიტომ გააჩნია რა პრიორიტეტებს.
ბავშვის გაყვანაზე წავიკითხე და მე არ შემქმნია პრობლემა, მთელი ღამე გაყვანილი ყავდათ და მე მეძინა, ჩვეულებრივად ვიყავი, მაგრამ მშობიარობა მაინც იმხელა სტრესია, ჯობია მაქსიმალურად დაისვენო ის დღეები რაც იქ იქნები.

Posted by: Tua 15 Jan 2020, 10:18
nino84
განახლებულ ღუდუშაურში ძალიან კარგი სიტუაციაა მართლა. მე რომ გავაჩინე 1 ღამე.მომიწია ახალ 2 კაციანებში დარჩენა და მართლა კარგი იყო ბლოკიც ძალიან აკრგია ახალგარემონტებული. შეიძლება სანამ გააჩენ მამამდე ლუქსებიც გარემონტდეს და მორჩეს . არემონტებდნენ 3 თვის წინ. ფასი გააძვირეწ განახლების გამო 2700 ლარია ლუქსის ფასი თუ არვცდები.

ბავშვი არცერთ სამშობიაროში აღარ გაყავთ თუ შენი დაჟინებული მოთხოვნა არიქნენა და ეგეთი წესია რომ ბავვი დედასთან უნდა იყოს თუ ძიძიზეა ხელოვმურს არაძლევენ. მე გავაყვანინე ერთი ღამე და დავთანხმდი ხელოვნურის მიცემას ბავშვისთვის სხვანაირად არგაიყვანდნენ.

Sandra2209

ძველი ღუდუშაური კოშმარი იყო ეხლა არფრით არჩამოუვარდება ჩაჩავას დაჟე 2კაციანები ჩაჩავაზე უკეთესი პალატებია ბევრად. გაუტკივარებას კიდე ეხლა გაგუას გარდა ყველგან ორმალირად აკეთებენ მხოლოდ ჩაჩავაში აღარ. ჩემმა რაზალმა ჩაჩავაში იმშობიარა ისე ცუდად ამშობიარეს და გაუტკივარება ცუდად გაუკეთეს მეორეს ხსენება არუნდა ამიტომ ინდივიდუალურია ყველაფერი. გაუტკივარებაზე ხვეწნა მხოლოდ გაგუაშია მემგონი smile.gif))) ღუდუშაურში საკეისროს მერე უსიტყვოდ მიკეთებდნენ გამაყუჩებელს თან ძლიერს და პინეოში პარაცეტამოლს და მიგ 400ს ასმევენ საკეისროს მერე.

Posted by: Nita_Nita77 15 Jan 2020, 11:32
Tua
გამარჯობა. მეც საკეისრო მიწევს და ვისთან გაიკეთეთ ღუდუშაურში?
QUOTE
პინეოში პარაცეტამოლს და მიგ 400ს ასმევენ საკეისროს მერე.

რა სისასტიკეა sad.gif

Posted by: Tua 15 Jan 2020, 11:49
Nita_Nita77
გამარჯობა ნატა ფირცხალავასთან გავიკეთე მე ისე რეზოსაც აქებენ .

Posted by: Nita_Nita77 15 Jan 2020, 11:58
Tua
დიდი მადლობა, მივალ მანდაც. love.gif ისედაც დიდი ხანია ვფიქრობ ღუდუშაურზე.

Posted by: Sandra2209 15 Jan 2020, 21:07
Tua
როგოეც უკვე აღვნიშნე, ჩემ შემთხვევაში, სულ გაყვანილი ყავდათ, არც დაჟინებით და არც ნაცნობობით არ მომითხოვია, ერთადერთი მკითხეს, სანამ გაყვანილი გვეყოლება მივცეთ ხელოვნურიო და დავეთანხმე.
აი იმედში მაგალითად, რამდენიმე თვის წინ იმდობიარა ნაცნობმა და გაუტკივარება გაუკეთეს ნემსით, რომელიც მხოლოდ ორი საათი აყუჩებს, მეორემ საპატრიარქოსთან არსებულ სამშობიაროში იმშობიარა და იმას საერთოდ არ გაუკეთეს, ხან რას ატყუებდნენ, ხან რას და ბოლოს ისე გააჩენინეს

Posted by: Tua 16 Jan 2020, 10:39
Sandra2209
ნუ ღუდიშაურში სხვანაირადაა ყველაფერი ეხლა უკვე ისევ ისეა როგორც ჩაჩავაში მოითხოვ დაგიდგავენ გამაყუჩებელს და ნემსსაც დღეში 4ჯერ გაგიკეთებენ თუ გინდა გაგუაში არაყუჩებენ კიდე და აწამებენ ქალებს smile.gif

Posted by: Salomea2018 16 Jan 2020, 11:14
Tua
ისე მიკვირს გამაყუჩებლებზე რაღას ახვეწნინებენ ამ ხალხს. ჩემს პერიოდში 7 ნაკეისრალი ვიყავით ჰერაში, მე არ მომითხოვია გამაყუჩებელი კი იცი, მაგრამ გოგოები ითხოვდნენ და არავის უარი არ უთქვამს. ბავშვზეც იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ ჯობია შენთან იყოს, მაგრამ თუ დაღლული ხარ გავიყვანთ. მე რძე არ მქონდა და ისედაც ხელოვნურზე იყო.

Posted by: Tua 16 Jan 2020, 18:09
Salomea2018
ნუუ ეგეთებიც ხდება ზოგან smile.gif)) მე ნაკერის ტკივილები არმქონია უბრალოდ გამაყუჩებელი იმ.ქაჩვის მომენტს მიმსუბუქებდა როცა ვდგებოდი და ვწვებოდი . ბავშვი დღე და ღამე ჩემთან იყო 1 ღამე გაიყვანეს მხოლოდ. მე უამრავი ხსენი და რძე მქონდა თავიდან ძალიან ცხიმიანი.

Posted by: Tamu123tamu 17 Jan 2020, 09:55
Tua
გაგუაში ახლა არ ვიცი და 5 წლის წინ არც გაუტკივარებაზე უთქვიათ უარი ჩემთვის და არც გამაყუჩებელზე. მითუმეტეს თვითონ გაგუა მყავდა აყვანილი, გაუტკივარებაც 4ჯერ დამიმატეს.

Posted by: elene.chaganava 18 Jan 2020, 00:05
Tamu123tamu
ეხლა აღარ არის ეგრე sad.gif მე გადავიფქრე ბოლო წუთას ლამის და სხვაგან ვიმშობიარე გაუტკივარების გამო. ეგ კი არა ჩემს მერე ჩემმა ახლობელმა გაიკეთა საკეისრო გაგუაში და რა უნდა მიქნანო კი მარაო. საკეისროს მერე მიგ 400 აძლევდნენ გამაყუჩებლად მართლა facepalm.gif
* * *
Sandra2209
ჰერაში გავაჩინე და 13 საათი არაფერი მიგრძვნია. 2 საათი აყუჩებს ნემსი უბრალოდ ყოველ 2 საათში უნდა დაგიმატონ. მე 7ჯერ დამიმატეს. თან ეგრევე 1.5 თითზე გამიკეთეს

Posted by: Tua 18 Jan 2020, 00:10
Tamu123tamu
ქალების წამების კანტორას ეძახი გაგუასsmile.gif)) ისე კერავენ ჩახევებს გაყუჩებას არგიმატებენ ადგილობრივად გიყუჩებენ რაც წამების ტოლფასია smile.gif არც სპინაოურს გიკეთებენ ისე გაჩენინებენ და თან ყცელა ჩახეულია და გაკერილი smile.gif

Posted by: Sandra2209 18 Jan 2020, 01:22
Tua
elene.chaganava
გაგუაზე მხოლოდ წამების ისტორიები გამიგია smile.gif)) მაგრამ ეხლა თამაზაშვილი რომ წავიდა ჩაჩავადან არ ვიცი სად წავიდეsmile.gif))) აი ნუკრის როგორც აღწერენ, მგონია რომ მე ვერ შევეგუები ეგეთ ტიპაჟს, ცოტა მომკაცრო და რაღაცნაირი ჩანს

Posted by: Tua 18 Jan 2020, 10:15
Sandra2209
თამაზაშვილთან ღუდუშაურში. ისე შეგიძლიათ მიხვიდეთ და დაათვალიეროთ

Posted by: Tamu123tamu 20 Jan 2020, 10:12
elene.chaganava
ვაიმე მიგ 400 თავის ტკივილს ვერ მიყუჩებს ხან და შოკია რა უბედურებაა თუ მართლა მასეა.

Posted by: elene.chaganava 21 Jan 2020, 21:24
Tamu123tamu
სამწუხაროდ ასეა. გაუტკივარებაზე ბოლო ერთი წელი აიცრუეს გული რატო კაცმა არ იცის

Posted by: pucci 15 Feb 2020, 12:42
გამარჯობა, ფრანგული ამბულატორიული კვეთით თუ გაგიკეთებიათ საკეისრო?

Posted by: თუსი 26 Apr 2020, 14:19
არ მჯერა რომ ჩემი მშობიარობის მოგონებებს ვწერ უკვე user.gif
რაც კი ორსულობაში ექოები გავიკეთე სულ 24 აპრილი მქონდა მშობიარობის ვადა და სულ ვამბობდი ნეტა 20 ში დაიბადოს კარგი თარიღი გამოუვა თქო და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი :დ
19 ში დილიდან 6კმ ვისეირნე, შუადღეს 1 საათიანი იოგა გავაკეთე და დაველოდე მოვლენების განვითარებას რომელიც ესე ღამის 12 ისკენ მუცლის ყრუ-მოვლითი ტკივილით დამეწყო. აქ გოგოებისგან გამიგია დიარეა ერთ-ერთი სიმპტომიაო და მაგანაც არ დააყოვნა :დ და ზუსტად მაგ დროს ჩამომეშალა ე.წ საცობი
ცოტახანი მივწექი და დავიწყე ინტერვალების დათვლა, თავიდანვე 4 წუთიანი შუალედები მქონდა და არც შეცვლილა მშობიარობის ბოლომდე, უბრალოდ ნელ-ნელა იმატებდა ინტენსივობა. აქ ვიკითხე ეგრევე და გოგოებმაც მირჩიეს მგონი ჯობია წახვიდეო, ჩაჩავაში დავრეკე მეთქი გაემზადეთ მოვდივარ)) და წავედით პატრულის ესკორტით))

რომ მივედი მორიგე ექიმმა გამსინჯა. მოკლედ რომ გითხრათ მშობიარობაში არაფერი მტკენია მაგ ქალის ხელით გასინჯვის გარდა :დ 1.5 ზე ვიყავი გახსნილი და ყელი სადღაც უკან იყო რომელიც მისი თქმით "წინ გამოწია" :დ მერე ამიყვანეს სამშობიარო ბლოკში და დაურეკეს ზურას და ნინოს, ნინო დილის 7-8 ისკენ მოვიდა და შედარებით ნაზად გამსინჯა :დ უკვე 2.5 ზე ვიყავი და გადავწყვიტეთ უკვე გამეკეთებინა გაუტკივარება. სიმართლე გითხრათ დიდად არ მტკიოდა მაგრამ არ დაველოდე გაძლიერებას.
ერთადერთი ანესთეზიოლოგით ვარ უკმაყოფილო, 10 წუთი მიდგამდა კათეტერს და ძლივს ჩამიდგა, ბოლოს ჩემს გრძელ მალებს დააბრალა drug.gif მერე კი იცით, ჩამეღვარა სითბო ფეხებში და გავყუჩდი :დ
ამასობაში საჭმელი შემოიტანეს და გემრიელად ვიქეიფე ზურას მოსვლამდე.

შემდეგ გასინჯვაზე უკვე 4 თითზე ვიყავი გახსნილი და ერთ 10 წუთში დავიწყეთ თეორიულ-პრაქტიკული სწავლება რა როგორ უნდა მექნა :დ ზურაც მოვიდა თავისი ოლიმპიური სიმშვიდით მაგრამ მე უფრო მშვიდად დავხვდი, წარბი არ შემხრია მთელი მშობიარობა რაზეც ბოლოს შემაქო :დ
დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში გამოაძვრინეს 3.300 კგ, 51 სმ ჩემი ბიჭი ❤ წონა რომ გავიგე შოკში ვიყავი იმიტორო 38 კვირის ექოზე 3250 იყო და მეშინოდა მეთქი უეჭველი 4კგ უნდა გავაჩინო, თურმე არაფერიც, 39.3 ზე ვიმშობიარე მაგ წონით.
ჭინთვებს ჩვეულებრივად ვგრძნობდი და აი ოდნავი ტკივილიც კი არ მიგრძვნია გოგოებო. ნუ იტყვით უარს გაუტკივარებაზე, მაგაზე მაგარი ალბათ ცოტა რამ მოუგონიათ.

ერთ 2 საათში ჩამომიყვანეს პალატაში და მომიგორეს ჩემი ლეკვიც გვერდზე ❤

საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ ჩაჩავას მომსახურებით
ზურა დარახველიძე თავისთავად და ბებიაქალი ნინო ეგუტიძე არის საოცრება.
მთლიანი სტაფი ცდილობს რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყონ ბავშვი გამოკვებო ბუნებრივად, გასწავლიან და გეხმარებიან ყველაფერში.

user.gif აი ისეთი გრძნობაა მართლა ვერ გაიგებ თვითონ თუ არ გამოსცდი. არარსებული ენერგია გეუფლება უცებ და ყოვლისშემძლე ხდები დედის სტატუსით ❤

Posted by: იათო 26 Apr 2020, 14:23
თუსი
<3 რა ბედნიერებაა. გილოცავ კიდებ ერთხელ!

Posted by: თუსი 27 Apr 2020, 10:20
იათო
დიდი დიდი მადლობბა ❤️❤️❤️

Posted by: narkozeli 27 Apr 2020, 12:51
თუსი

ისე მიხარია რომ მართლა გადმოგესხა ჩემი უმტკივნეულო მშობიარობის წყალი biggrin.gif love.gif

ძალიან მიხარია love.gif

Posted by: თუსი 27 Apr 2020, 18:29
narkozeli
კი კი ეგრევე შენ გამახსენდი ისე და ერთი წყნარი ბავშვის წყალიც გადმომასხი რაა biggrin.gif ❤️

Posted by: narkozeli 27 Apr 2020, 20:23
თუსი

:წყლისგადმოსხმისსმაილი: კიდევ უკეთესი გეყოლება❤️

Posted by: maria8 25 May 2020, 09:08
გამარჯობა გოგონებო, იქნებ დამეხმაროთ, ჰერაში ვინც იმშობიარეთ, რეკომენდაციას ვის გაუწევთ, ან პირიქით ანტი-რეკომენდაციას? smile.gif ჰერაში მინდა ფიზიოლოგიური და მეანი ვინ ავიყვანო არ ვიცი. დიდი მადლობაა

Posted by: maria8 27 Jun 2020, 10:35
აქ არავინ პოსტავს ხომ?
sad.gif

Posted by: qeti1 31 Jul 2020, 18:21
QUOTE (taknatuna @ 24 Oct 2018, 09:19 )
https://forum.ge/?f=97&showtopic=34761236
ეს წინა თემა გოგოებო.
ახალი თემა ახალი მოგონებებით დავიწყოთ <3 ყველას ლამაზ უმტკივნეულო მოგონებებს გისურვებთ

მე ჰერაში ნოდარ ზალდასტანიშვილს გირჩევდი

Posted by: qeti1 1 Oct 2020, 14:51
QUOTE (Cruel Intentions @ 31 Jul 2019, 18:59 )
მოვედი მეც love.gif
ეხლა ჩემი ივლისი - აგვისტოს გოგოების რიგებში ჩავდგები და მეც დავწერ.

4 აგვისტო იყო ჩემი მშობიარობის სავარაუდო თარიღი. 25 ივლისს მქონდა ვიზიტი ჩემ მეანთან, სოფო ჯაშთან, 38.4 დღე. შემითანხმა, რომ გამსინჯავდა მაგ ვადაზე უკვე და მეც მომზადებული მივედი, მაგრამ რომ ავედი ზევით ბავშვის გულისცემის მოსასმენად, გადავიფიქრე რატომღაც. კარგად მახსოვს, ვუთხარი არ მინდა დაჩქარდეს რამე, როცა ბავშვი მზად იქნება მაშინ გაჩნდეს მეთქი და წამოვედი. განსაკუთრებულად მშიერი ვიყავი მაგ დღეს და ენერგიაც მომატებული მქონდა, მაგრამ სიარული მიჭირდა, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო. საღამოს სტრადაში წავედით, 2 ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ვერ ვხსნი რატომ, არც მტკიოდა რამე და არც ვიღლებოდი, უბრალოდ რაღაც მიჭირდა, ეხლაც ვერ ვხვდები და ვერ ვიაზრებ ზუსტად როგორ ვიყავი. 12 იყო დაწყებული სახლში რომ წამოვედი, ცუდად ვგრძNობდი თავს, მაგრამ შებერილობას დავაბრალე. ირაკლი სავარჯიშოდ გავუშვი, მე წამოვწვები მეთქი და ძაან მშვიდად გავაგრძელე ცხოვრება. სახლში მისვლიდან 15 წუთში ვიგრძენი, რომ ეს შებერილობა არ არის. ეგრევე დავურეკე ირაკლის, რომელიც იმ წამის შესლი იყო დარბაზში და მოვაბრუნე biggrin.gif სანამ მოვიდა მე ტკივილი დამეწყო უკვე. მერე დედაჩემს დავურეკე, 5 წუთია ჩემამდე გზა და სანამ ის მოვიდა, კიდევ გამიუარესდა ტკივილი. აი ესე ძალიან უცებ ავედი 6 წუთიან ინტერვალებზე 1 წუთის ტკივილით. ეგრევე სოფოსთან დავრეკე და მოდიო მითხრა. საბურთალოდან ორთაჭალამდე გზას ღამე 1სკენ რა უნდა დასჭირდეს, აი იმ შუალედში კიდევ გაუარესდა ტკივილი. მაგრამ მე მაინც არხეინად ვარ ჯერ givi.gif

მოკლედ, მივაღწიეთ როგორც იქნა, გამსინჯა (ეს ჩვეულებრივი გასინჯვა იყო, არაფერი განსაკუთრებულად მტკივნეული) და აღმოჩნდა 4 სმ გახსნილი. ვერ ვიჯერებდი. ამ დროისთვის ტკივილი უკვე ისე იყო, რომ ლაპარაკი მიჭირდა. მაგრამ ჯერ კიდევ არხეინად ვარ, არ გეგონოთ რომ ოდნავ მაინც შევშინდი givi.gif ამიყვანეს ზევით, დამაწვინეს და ანესთეზიოლოგს დაუძახეს. მე მოვითხოვე, ეჭვი მქონდა ხერხემლის გამო არ გამიკეთებდა და მინდოდა წინასწარ მცოდნოდა. მერე რომ მომეთხოვა და არ გაეკეთებინა ალბათ გავგიჟდებოდი და მომზადება მინდოდა. ნახა და არაო, ესეთი ხერხემალი არც მინახავს რა უცნაურიაო და უარი თქვა, დიდი ალბათობით არ გიშველისო. აი მანდ ჩემი ბოლო იმედი გამომეცალა ხელიდან და მივხვდი, რომ ისე არხეინად ვეღარ ვარ. მოვიდა მეანი, მეორედ უნდა გაგსინჯოო და აღმოვჩნდი 7 სმ გახსნილი. ოღონდ ეგ გასინჯვა უკვე სხვა განზომილება იყო, აშრევება თუ რაღაც გააკეთა, მანდ გავჭედე და თურმე ვამბობდი არ გინდა დაიკიდე გასინჯვა, გადავიფიქრე მეთქი. ზუსტად მაგ გასინჯვის დროს დავღვარე წყლები, ეხლაც მზარავს გახსენება მაგ მომენტების, დეტალებს არ დავწერ. გადავედი ბურთზე, ჩემი მეანი ოთახშI იჯდა, მამხნევებდა ისტორიებს მიყვებოდა, მე არ მახსოვს 1 სიტყვაც კი. აქამდე რომ მეგონა ძაან მტკიოდა, თურმე სად ვყოფილვარ. უცნაური გრძნობაა ძალიან, არაადამიანური ტკივლია, მაგრამ თან იცი რომ ვერაფერს იზამ, უნდა აიტანო ბავშვისთვის და ხარ ესე მოლოდინში. პირველი მშობიარობა კიდევ მაგით ყოფილა საინტერესო, რომ არ იცი რა ხდება და უცნაურად აფორიაქებული ხარ ამ საშIნელი ტკივილების მიუხედავად. მალევე ისეთი ტკივილი დამეწყო, თვალებში მიბნელდებოდა. ირაკლი რომ არ მყოლოდა ალბათ პატარა ბავშვივით ვიტირებდი. თან მეკითხებოდა ექიმი რას ვგრძნობდი და ტკივილი სად მქონდა. დაეჭვდა ამდენი ხანი რომ არ შეიცვალა ტკივილის ტიპი და გადაწყვიტა მესამედ გასინჯვა. აღმოჩნდა, რომ ბოლომდე იყო გახსნა, მაგრამ სულ პატარა ნაწილი თავის ჩამოსვლას უშლიდა ხელს. ეგეც მოაგვარა, ძალიან მტკივნეული კი იყო, ეგ მომენტი ყველაზე ცუდად მახსოვს, მაგრამ ყელის ჩახევას გადამარჩინა რის გამოც ცხოვრების ბოლომდე ვიქნები მაგ გოგოს მადლიერი. დაიწყო ჭინთვებიც. სოფომ კიდევ ახალი სირთულე მომიფიქრა, 1 მოვლზე შენით იჭინთები, მეორეზე სუნთქავ და აცდი ორგანიზმსო. აი ეგ მეორე ვარიანტი ყოფილა ურთულესი, მაგრამ მოვახერხე. ჭინთვები შვება იყო, მარტო მაგ დროს არ მტკიოდა და ძალიან მონდომებული ვიყავი უკვე. ბოლო ძალებით ვიყოჩაღე, რაც გამაჩნდა ენერგია ყველაფერი მაგ პროცესში ჩავდე და უცებ დავინახე ფითქინა არსება, დაიწყო ტირილი. ერთი კი გავიფიქრე ეს ამხელა კაცი სად ეტეოდა მეთქი და ამ დროს ირაკლის გავხედე ეგეთი ემოციები არასოდეს მინახავს მისგან. აღუწერელი ბედნიერება დავინახე, ვერასოდს დავივიწყებ მაგ მომენტს. და მაშინ ჩემ თავს მადლობა ვუთხარი რომ ეს შევძელი და არ მოვკვდი შუა მშობიარობის დროს biggrin.gif დამაწვინეს წრუპა ლუკიანე, 3100 გრამი, 50 სანტიმეტრი. მე ისევ იმე ემოციებში ვიყავი, ტკივილის დასრულება რომ მიხაროდა, გამიჭირდა იმ წამს ბოლომდე ბავშვზე კონცენტრირება. ეგ მერე, მეორედ რომ შემომიყვანეს მაშინ ვიგრძენი. უდიდესი სიხარული მყავს ეხლა გვერდით და ვეღარ ვხვდები როგორ ვცხოვრობდი აქამდე.

საერთო ჯამში, მშბიარობა გაგრძელდა 5 საათი, ნაკერი არ დამჭირდა. 5 საათი ცოტააო კი ამბობენ, მაგრამ უსასრულობად მეჩვენება დღემდე. + ჩემთვის ყველა ქალი გმირია ვისაც ნაკერი დასჭირდა. 2 დღე ადგომა მიჭირდა უნაკეროს და წარმომიდგენია ის რა არის. სოფო ჯაში ჩემთვის შეუცლელია, ყველა ორსულობაზე მასთან მივალ. პინეო ლაქშერიზე ჩემი აზრი მაქვს და მაგას სამშობიაროებში დავწერ. კითხები თუ გაქვთ, გიპასუხებთ ყველაფერზე biggrin.gif

ძალიან გაგმართლებია ჩემო კარგო, მეც სოფო ჯაშის პაციენტი ვიყავი და 38.2 კვირაზე დამეღუპა ნაყოფი

Posted by: eleonoraa12345 18 Feb 2021, 04:31
რადგან აქამდე არ მძინავს ვიხელთე დრო და გიზიარებთ❤️

კი არც მნერა ამას მე რომ ვწერ და ეს მე რომ გადამხდა და გამოვიარე და ჩემი ცუცქნა ახლა ჩემს ხელებშია და ძინავს ტკბილად ❤️თუ კი ვინმეს გამოადგება ჩემი გამოცდილება
37.2 დღეზე პირველად შევნიშნე ლორწოვანი მოვარდისფრო გამონადენი, თუმცა მხოლოდ ერთხელ და მეტი აღარ ყოფილა, მას მერე თეთრმა გამონადენმა მოიმატა, ნელ ნელა ღრძილებიდან სისხლდენა შეწყდა რაც მთელი ორსულობა შეუწყვეტლივ მქონდა, 38.1 დღეზე მომიწია ბევრი სიარული საქმეებზე, და 38.2 დღეზე ღამის 01.30 ზე დავღვარე წყლები საწოლშივე მწოლიარემ, წამოვდექი და წამოვიდა და წამოვიდა, წყალი გადავივლე ყველაფერი უკვე მზად მქონდა, ამ კომენდანტის გამო გამოვიძახე სასწრაფო გადამიყვანეს პინეოში და იქ მიმღებში მორიგემ ეხო გადამიღო მცირედ იყო შემცირებული წყლები, ბავშვს კარგი მდებარეობა ქონდა და ამიტომრადგან არ ვიყავი საჩქარო მომაცდევინეს, ამიღეს კორონას ტესტი, სისხლის ანალიზი, ექიმმა ხელით ჯერ არ გამსინჯა და გადაწყვიტა პათოლოგიურში დავეწვინე რადგან ყელი სავარაუდოდ არ იხსნებოდა არ მქონდა ტკივილები საერთოდ, პათოლოგიურში უკვე გამსინჯა და 1 თითი იყო მხოლოდ ყელი დარბილებული, მოვკალათდი საწოლზე და მასმევდნენ დამაჩქარებელს, სულ 3 ჯერ მოვასწარი დალევა, ნელ ნელა მოვიდა ტკივილებიც, მარა მათი თქმით ისევ 1 თითზე ვიყავი გახსნილი, კიდევ მაცდევინეს მაგრად უკვე აუტანელი იყო ტკივილი და წამიყვანეს ბლოკში, უკვე 4 თითი იყო და გამიკეთეს გაუტკივარებაც, ჯერ ცოტა და დააკვირდნენ ყელს შემდეგ დამიმატეს და 1.30 სთ კარგად დავისვენე, უკვე სრული გახსნა იყო და ტკივილებიც დაბრუნდა ამასობაში, მე პირადად გამიჭირდა ჭინთვები არ გამომდიოდა და წვალება მომიწია ცოტა, მუცელზე სულ მქონდა დამაგრებული აპარატი რითაც ბავშვის გულისცემას აკვირდებოდნენ, გადასხმაც მედგა ამასობაში და წნევასაც მუდმივად აკონტროლებდნენ, ძალიან კარგი ყურადღება ქონდათ ბლოკში, ალბათ 1 საათი ვეწვალე ჭინთვებს და ბებიაქალის დახმარებით როგორც იქნა გამოძვრა ჩემი ბიჭი, ეგრევე წამოიტირა იქვე ფეხებთან, დამაწვინეს გულზე მომყოლი გამოიტანეს და გადაჭრეს ჭიპლარი, 1 საათი ალბათ გულზე მეწვინა თან ძუძუს ეძებდა, ოდნავ ნახეთქის გამო ნაკერი დამჭირდა, საშვილოსნოც გამისუფთავეს და დამასვენეს შემდეგ, მთლიანობაში პინეოს ყურადღებით კმაყოფილი ვარ, ბავშვი ცოტა ხნით წაიყვანეს მომიწესრიგეს და მეც რომ მოვღინიერდი მომიყვანეს და იყო სულ ჩემთან, აი ასეთია ჩემი გამოცდილება, რჩევა კი ისაა რომ უსმინოთ ბებია ქალს ან ექიმს რომელიც გამშობიარებთ, ისუნთქოთ სწორად და ეცადოთ გაიჭინთოთ სქორად, მე ძალიან დაღლილი ვიყავი და ძალები არ მყოფნიდა.

ყველას წარმატებებს გისურვებთ მომავალ მშობიარობაში, უადვილესი ყოფილიყოს და ბედნიერი დედა შვილობა გქონოდეთ ❤️❤️❤️

Posted by: nopiahopi 18 Feb 2021, 10:54
eleonoraa12345
❤️❤️❤️

მშვენივრად ჩაუვლია ყველაფერს, მითუმეტეს პირველი მშობიარობა იყო smile.gif პატარა ნაკერიც მალე დაგავიწყებს თავს!

ბედნიერი, ჯანმრთელი, გახარებული ბიჭო ყოფილიყოს მუდამ !

პ.ს. ჩვეულებრივ უფასო 112-ის სასწრაფოს სადაც ეტყვი, იმ სამშობიაროში მიყავხარ ხო?

Posted by: eleonoraa12345 18 Feb 2021, 15:58
nopiahopi
კი სადაც შენ გინდა იქ, ჯერ რეკავენ რადგან ექიმი არ მყავდა აყვანილი ადგილი თუ იყო და მიღება შეეძლოთ და ჩვეულებრივად წამიყვანეს

მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️❤️

Posted by: ninunin 18 Feb 2021, 16:26
eleonoraa12345
აუ ეგ რა კარგია სასწრაფოს რომ მიყავხარ კომენდანტის დროს სადაც გინდა, სულ მაგის შიში მქონდა კომენდანტი ივნისშიც რო იყოს რა მეშველება თქო love.gif

Posted by: NatiaGull 18 Feb 2021, 17:32
eleonoraa12345
მთელი ემოციით წავიკითხე ელე :* იხარე მუდამ ❤❤❤

გოგოებო სასწრაფოს გარეშეც, დარეკავ და გააფრთხილებ. არ ქმნიან პრობლემას, ბევრისგან ვიცი.

Posted by: nionia 22 Feb 2021, 22:59
eleonoraa12345
წინა თემაში სანამ მოგილოცე დაიხურა :დ
გილოცავ <3
ბედნიერი დედობა love.gif
ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს 2kiss.gif

Posted by: itona 11 Apr 2021, 09:20
nopiahopi
ველოდებით მოგონებებს,ველოდებით,ველოდებით

Posted by: nopiahopi 12 Apr 2021, 15:20
itona
კი, კი, მოვიწერები დაწვრილებით, როგორც კი დროს გამოვნახავ :*

* * *
მგონი არ იპოსტება ჩემი მოგონება, სიდიდის გამო ვითომ? აბა გავყოფ ნაწილ-ნაწილ..
* * *
აბა სანამ ცოტა დრო მაქვს, დავწერ მოგონებებს.. smile.gif გაფრთხილებთ, დიდად სენტიმეტალური აღწერებით ვერ გამოვირჩევი biggrin.gif
დავიწყოთ იქედან, რომ უბედნიერესი ვარ, უკვე მეორე მოგონება მაკავშირებს ამ თემასთნ smile.gif
40 კვირა მისრულდებოდა 21 აპრილს. მაგრამ ჩემმა სკვინჩა ბაიამ გადაწყვიტა დაიკოსთვის მიებაძა, და ასევე, გაემართლებინა -ის წინასწარმეტყველება და ადრე გამოჩეკილიყო smile.gif
6 აპრილს შევამჩნიე ოოოდნავ გამონადენი, მოვარდისფერო-მოყავისფრო. აქ მითხრეს, რომ საცობი იქნებაო (პირველზე საცობის მსგავსი არაფერი მქონია). რომ თენდებოდა 7, მთელი ღამე ცოტ-ცოტა წყლებს ვღვრიდი, ტკივილი არ მქონია, ხანდახან ოოოოდნავ რაღაცას ვგრძნობდი, ამიტომ მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, წყლები იყო თუ შარდის ბუშტზე მომეშვა ჭანჭიკები smile.gif))
დილით, დაახლოებით 7-8 საათზე გადავწყვიტე სამშბიაროში წასვლა, რომ წყლები თუა, რაიმე საფრთხე არ იყოსთქო. რომ მივედით ჰერაში, ლიფტში ვიგრძენი რომ ნამდვილად და ბლომად წყალი დავღვარე smile.gif)) გამსინჯა მორიგე ექიმმა, კარგად დაგიღვრია წყლებიო, ერთ თითზე ძლივს ხარო და უნდა დარჩეო smile.gif დიდი სიამოვნებითთქო smile.gif) თუმცა დარწმუნებული ვიყავი, უკან გამაბრუნებდნენ ტკივილის არქონის გამო.

* * *
შემიყვანეს ბლოკ პაკლატაში და შემომთავაზეს გაუტკივარება. მეთქი არაფერი მტკივა და რომ ვიგრძნობ რამეს, ეგრევე გავიკეთებთქო. ვიყავი ასე გაყურსული დაახლოებით 12 სთ-მდე. მერე გამსინჯა ისევ ექიმმა, და აპკივით გაქვს გადაკრული, ხელს უშლისო და მგონი ააშრევა. დამეწყო ტკივილი, 5 წუთიანი ინტერვალით და თან რახან მეშინოდა ძლიერი ტკივილების, ეგრევე გავაკეთებინე ეპიდუალური, 2 თითზე ხარ უკვეო. 2 საათი ვიყავი ასე ნეტარებაში უმტკინვეულიოდ და უცებ ვიგრძენი ტკივილი, პირდაპირ ძლიერი. ჰოდა დამიმატეთ ანესთეზიათქო. ახლავეო და შემოვიდა სოსო გელოვანი, ბრიგადის უფროსი. გამსინჯა და რაის გაუტკივარება, ეგ ჭინთვის ტკივილიაო და აბა არიქა, მოამზადეთ სამშობიაროთო. საწოლს ჩამოუწიეს ის რაღაც ფეხები და აბა დაეჭიდე და რომ იგრძნობ ტკივილს, გაიჭინთეო. ვცადე, მაგრამ არ იჭინთებიო ექიმმა. პირველი როგორ გააჩინეო. მეთქი პირველზე ჭინთვის მოვლა არ მტკიოდა, ახლა მტკივა და აღარ მიყუჩებთ და თან დარწმუნებული ხართ რომ ბოლომდეა გახსნათქო? მეეჭვებოდა smile.gif) ბოლომდე გახსნილიც ხარ და ბავშვის თავიც ჩანს და ახლა გაიჭინთე, მე ნუ მაკეთებინებ შენს საქმესო და დამაწვა ცოტა მუცელზე smile.gif ნუ გადავწყვიტე, რომ მართალი იყო ექიმი და მესამე თუ მეოთხე გაჭინთვაზე, სრულიად ვიგრძენი ბავშვის თავი, ტანი, კიდურები როგორ გამოსრიალდა და ყველამ, გარდა სოსოსი, გილოცავთ, მშვენიერი ბიჭი გყავთო და დამაგდეს მუცელზე თავზე უკვე ბერეტდახურული შვილი smile.gif
ამასობაში პლაცენტაც უპრობლემოდ გამოასრიაალეს და აი მაგ დროს უკვე მომილოცა ექიმმაც, ახლა კი მართლა გილოცავო smile.gif 2-3 ნაკერი მქონდა დასადები და 2 წუთის საქმეა და მოითმენ თუ გაგიყუჩოთო. რა თქმა უნდა, გამიყუჩეთთქო smile.gif

* * *
2 სთ მე და ჩემს გულზე აცმაცუნებული არსება ვტკბებოდით ერთმანეთით. მერე ბავშვი გაიყვანეს, მე პალატაში გადამიყვანეს. მერე შემომიგორეს ჩაცმულ-დახურული ვაჟბატონი smile.gif იმ ღამეს გავაყვანინე პედიატრიულში, წყნარად იყო, მაგრამ ძალიან მეძინებოდა და რამე არ გამომეპაროს მძინარესთქო. რომ იტირებს, მომიყვანეთთქო. რომ მომიყვანეს დილით, მას მერე აღარ გამიყვანია და სულ მე მყავდა smile.gif 48 სთ-ის გახდა თუ არა, გაუკეთეს ანალიზი და წამოვედით სახლში smile.gif
ჩემს მდგომარეობას რაც შეეხება, არც პირველი მშობიარობა მქონდა რთული და ეს იყო იმის კიდევ განახევრებული და გაადვილებული. არც კუნთები მტკიოდა, არც ნაკერები მაწუხებდა. მშობიარობის შემდგომი საშვილოსნოს შეკუმშვის დისკომფორტი რომ არა, ვერც ვიფიქრებდი რომ ნამშობიარები ვიყავი. არ მჯერა, ასე მალე და ადვილად რანაირად მოხდა.
ახლა წევს პატარა არსება, რომელიც დღითიდღე მშვენდება smile.gif სამშობიაროდან რომ გამოვედით, ვამბობდი, ჩვენი როა, თორე ამას რატომ წამოვიყვანდი, ისეთი ლამაზები იყვნენ სხვები, ეს კიდე რაღაც სასაცილო და საყვარელი smile.gif)
ჰოდა მიჭირს გააზრება ჯერ კიდევ, მაგრამ ფაქტია, 2 შვილის დედიკო ვარ, რომლებიც გიჟდებიან ერთმაენთზე smile.gif ნუ უფროსი ასეა და იმედია ესეც დაუბრუნებს იმ სიყვარულის ნახევარს, რასაც ის გასცემს მისდამი smile.gif
გისურვებთ ყველას, ძალიან ძალიან ძალიან მალე აგხდენოდეთ შვილის დაბადების სურვილი smile.gif
და ადვილად მშბოარობას :*

* * *
love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Unico 12 Apr 2021, 16:47
nopiahopi
QUOTE
ბერეტდახურული შვილი

მაგას ხო იცი რა ჰქვია? :დდდ

ქუდბედიანი დაიბადაო, ასე ამბობდნენ ძველად.

განსხვავებული და დიდი.მომავლის ბალღო ჩანს. მუცლიდანვე მებრძოლი. ^^

Posted by: Redial 13 Apr 2021, 12:28
nopiahopi
რაღაც -რაღაცები ხომ ვიცოდი მაგრამ მაინც განახლებული ემოცია იყო ამის წაკითხვა ^^

QUOTE
დამაგდეს მუცელზე თავზე უკვე ბერეტდახურული შვილი


ქუდბედზე ვეთანხმები, ჩემი ქმარია მასე დაბადებული და თფუ თფუ თფუ მართლა მაგარი ფეხი აქვს
თილისმას ვეძახი :დ

წარმატებული და ნათელი მომავალი შენს ბიჭს love.gif
გილოცავ კიდევ ერთხელ 2 შვილის დედიკოვ love.gif

Posted by: nopiahopi 13 Apr 2021, 12:50
Unico
Redial
მგონი შეცდომაში შეგიყვანეთ ბერეტიანზე smile.gif არაფერი გამოყოლია, უბრალოდ თვითონვე წამოამხეს ეგრევე ბერეტივით ქუდი და ისე დამაგდეს და რამდენად გადის ქუდბედიანში, კი არ ვიცი biggrin.gif

რა მაგარი ყოფილა ორი შვილის დედიკოობა, იუნიკო და მე უკვე შევეჭიდეთ, შემოდგომით შენც შემოგვიერთდები love.gif

Posted by: Redial 13 Apr 2021, 13:33
nopiahopi
love.gif
QUOTE
არაფერი გამოყოლია, უბრალოდ თვითონვე წამოამხეს ეგრევე ბერეტივით ქუდი

უი, კი ქუდბედის ამბავი მეგონა მეც smile.gif))

ველოდები რა შეგრძნებაა
ყველა ამბობს მეორეს სხვანაირად გააზრებულად აღიქვამო და ისე
მაინტერესებს ჩემი პირველი ემოციაც )))

მაგ დროისთვის უკვე კარგად მოჩიტული ბაიები გეყოლებათ თქვენ smile.gif)

Posted by: nopiahopi 13 Apr 2021, 13:59
Redial
QUOTE
ველოდები რა შეგრძნებაა
ყველა ამბობს მეორეს სხვანაირად გააზრებულად აღიქვამო და ისე
მაინტერესებს ჩემი პირველი ემოციაც )))

გულზე რომ დამაწვინეს უფროსი, ხომ იმას გავკიოდი კაი ხანი, ეს ნამდვილი ბავშვია და ჩემი შვილიათქო?
ახლა მხოლოდ ერთხელ, ისიც მორიდებით ვიკითხე ეგ ამბავი, ნამდვილი ბავშვია? და ჩემიათქო ხო? უფრო გადაზუსტების ამბავი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: pearlgirl 20 Apr 2021, 11:14
nopiahopi
აქაც გილოცავ რა მაგარია <3 რამდენია უფროსსა და პატარას შორის სხვაობა ასაკით?

Posted by: nopiahopi 20 Apr 2021, 12:13
pearlgirl
მადლობა :*
უფროსი 8ის ხდება აგვისტოში biggrin.gif

Posted by: Tamu08 30 May 2021, 20:32
როგორც იქნა მოვიცალე მოგონებებისთვის!
ვისაც საკეისროს ისტორია გაინტერესებთ მოგროვდით და დავიწყო.
39 კვირაზე დანიშნულ ოპერაციამდე ჩემდა გასაკვირად მივაღწიე.
სულ მეგონა რომ ნაადრევად დამეწყებოდა. პმს-ის სიმპტომები გამიმძაფრდა 36 კვირიდან.იყო ბოქვენის არეში ჩქმეტის შეგრძნებებიც მაგრამ როგორც ჩანს ჩემს შემთხვევაში ეს არ იყო მშობიარობის ნიშნები.
21 მაისს ჩავალაგე ბარგი და მივაკითხე არჩეულ ექიმს ჩემი ჩემოდნით.ვისაც გერიდებათ ბევრი ბარგის წაღება მე გამიხსენეთ და გაგივლით. სჯობს რაღაც ზედმეტი წაიღოთ ვიდრე დაგაკლდეთ.
დავიწყოთ სთეფ ბაი სთეფ.
შევედი თუ არა ამიღეს კოვიდის სწრაფი ტესტი. მომათავსეს მოსამზადებელ პალატაში.დამიდგეს გადასხმა და შემომახვიეს ფეხზე რეზინის დოლბანდები (მგონი სწორად ვამბობ სახელს) 2 გადასხმის ჩამოცლის შემდეგ გადამიყვანეს საოპერაციოში.
შევსკუპდი მაგიდაზე და დამიარა შიშმა.უცბად დამეწყო პანიკური აზრების ტრიალი "თამუ სანამ დროა ადექი და წადი","იქნებ ბუნებრივად გრცადა ჰა" არადა პირველი დღიდან გადაწყვეტილი მქონდა საკეისრო.კატეგორიულად გამოვრიცხავდი ბუნებრივად მშობიარობას. თითქოს არც მეშინოდა ოპერაციის.თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა "მაგრად ჩავიკუკე" :დ ოღონდ რათქმაუნდა არ ვიმჩნევდი და მქონდა შინაგანი პანიკა.
ანესთეზიოლოგმა მომისინჯა ჩემი ორსქოლიოზიანი ხერხემალი და დაასკვნა რომ ამ "სოფლისგზებივით მალებშიც" დაარჭობდა სწორად ნევსს:დ სადღაც წაკითხული მქონდა თუ არ მინდოდა მტკენოდა რაც შეიძლება მაგრად უნდა მოვხრილიყავი და ეგრეც ვქენი.მოვიხარე.ზურგს უკან ვგრძნობდი როგორ მისინჯავდა მალებს და მარჭობდა ფრჩხილს მოსანიშნად.რაღაც ჩქმეტაც ვიგრძენი და მეთქი აჰა დასრულდა ყველაფერი.თუმცა როგორც მითხრეს ლიდოკაინი შეუყვანიათ გასაყუჩებლად. მერე იყო რაღაც ოდნავი ჩქმეტია და თითქოს ტკაცუნის შეგრძნება მალაში. და შემდეგ მოვიდა სითბო მთელს ფეხებში.მივხვდი რომ მორჩა.ეს ეტაპი წარმატებით ჩავიარე. ოდნავ მომეშვა. არაფერი გამიგია.მოვიდა შემდეგი შფოთვა "ვაიდა საკმარისად ვერ გაყუჩდა და ვიგრძნო გაჭრა"
დამაწვინეს მაგიდაზე მომამზადეს.წინ ააფარეს რაღაც რომ ვერაფერი დამენახა და ამ დროს მე ვკვდები შიშით.ვეღარ ვხედავ რა ხდება და პანიკამაც იმატა.
ვიგრძენი რომ რაღაც გასრიალდა ჩემს მუცელზე.უსიამოვნო შეგრძნება იყო,არა მტკივნეული მაგრამ უსიამოვნო ნამდვილად.
მანდ მივხვდი რომ უკვე გამფატრეს და მორჩა ვერაფერს ვიზამდი აწი.ყველა გზა მომეჭრა.
ვცდილობდი მოვდუნებულიყავი თუნცა რთული აღმოჩნდა.მერე მივხვდი რომ ჭრილობა რაღაცებით დამიფიქსირეს და გაწი-გამოწიეს.დაქაჩეს და დამიარა ამ ქაჩვამ ყველგან. ცუდად ვიყავი ამ უსიამოვნო შეგრძნებისგან. მაინც მოვიკრიბე ძალა და არ ვთქვი არაფერი.ხალხოოო. ამის შემდეგ მოვიდა აუტანელი კუჭის ტკივილი. ეს არსად წამიკითხავს რომ კუჭი მეტკინებოდა. გულის წასვლამდე ცუდად ვიყავი და მაინც ვუძლებდი.თან გულში ვფიქრობდი სად ვთქვა ახლა რომ საკეისროს მთელი პროცესში ყველაზე მეტად კუჭი მეტკინა :დდ ექიმს ვუთხარი და ჰაერი რომ შევიდა მუცელში მაგის ბრალიაო.
მე კი მგონია რომ ჩემი პანიკის ბრალი იყო.გამიგია როცა ძალიან ნერვჯულობ კუჭის ტკივილი იცისო. მგონი ეგრეც იყო.
უკვე ვხვდებოდი რომ ვეღარ ვუძლებდი ამ კუჭის ტკივილს და ამ დროს გავიგონე მოგუდული ტირილის ხმა. ჩემი გოჭი ამოაძვრინეს. წამით მანახეს მაგრამ ისე.ცუდად ვიყავი ვერ დავაკვირდი წესიერად.აღარ მაინტერესებდა არაფერი ტკივილიგან გონებას ვკარგავდი. მარტო ის ვიცოდი რომ იტირა-ანი კარგად იყო.
წავიდა რაღაც პროცესები ჩემს შიგნეულობაში. რაღაც ამომაცალეს, რაღაც შიგ ჩაჩურთეს, რაღაც მიწი-მოწიეს:დ და დაიწყო გაკერვა. არც აქ მიგრძვნია რამე და კუჭის ტკივილიც ნელ-ნელა იკლებდა.
დასრულდა ნაკერის დადება და მომხსნეს ყველაფერი.შემდეგ მოიტანეს პალატის საწოლი.ხელი მომკიდეს მხრებში,ფეხებში და თხლაპანი გავადინე ამ საწოლზე:დ ფეხებს რომ გავხედე მეთქი ეს ვისია.ვერ ვიაზრებდი რომ ჩემი იყო რადგან ვერ ვგრძნობდი ვერაფერს.უცნაური შეგრძნება იყო.რაღაც ორი რეზინის ფეხივით მოათრიეს ჩემს თანთან ერთად და დადეს.
გადამიყვანეს შემდეგ ოთახში ისევ გადასხმაზე შეერთებული და სადღაც ნახევარ საათში მოიყვანეს ბავშვი. მე ვერაფერს ვგრძნობდი.ვერც ტკივილს. ვერც იმას ვიტყვი რომ გიჟურმა დედის ინსტინქტმა იფეთქა ჩემში. ზოგადად ასეთი ვარ. ემოციებს არ ავყავარ ხელში და არ გამკვირვებია ეს.
მომიყვანეს და ეგრევე დაიწყეს მოხმარება მოჭიდებაში. მართლა ძალიან ეცადნენ და ამ გოჭმაც ეგრევე დაიწყო წოვა. და მოვიდა უცნაური გრძნობა.რაღაც რაც აქამდე არ მქონია.ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ეს არსება ჩემიდან იშვა.წერტილიდან აქამდე მოვიდა. ისეთი გრძნობა მქონდა რომ აი ახლა ვიღაც მოვა და წაიყვანს.დროებით დამიტოვესთქო. თუმცა რათქმაუნდა ვიაზრებდი რომ ეს ასე არ იყო და მორჩა.ამის შემდეგ მისი ბედი ჩემზე იყო და მე უნდა ვყოფილიყავი მაგარი გოგო მისი გულისთვის.
მე,რომელსაც მქონდა 0 გამოცდილება და დიდი შიში პატარა ბავშვების.
ლაქტაციაზე ყოველთვის ვამბობდი რომ არ მოერიდა ჩემი მკერდის ცვლილებად. და რომ ხელოვნურითაც არაჩვეულებრივად იზრდებიან ბავშვები. და გოგოებო ისევ ასე ვფიქრობ! გააკეთეთ ის რაც გეკომფორტულებათ და არ უსმინოთ სხვების აზრს.კი კარგია ძუძუთი კვება მაგრამ თქვენ თუ არ ხართ მზად ამისთვის ეს არ არის აუცილებელი.მთავარია თქვენს შვილებს ყავდეთ ბედნიერი და მენტალურად ჯანმრთელი დედა. ისინი მაინც იზედებიან და დამიჯერეთ თქვენ ჯანსაღი,და თქვენს თავში დარწმუნებული ჭირდებით მათ. დარწმუნება ხდება ლამაზი მკერდითაც და ლაქტაციის შემდეგ ოდნავ შელაუხულითაც. რაც არ უნდა მოხდეს და რა სხეულიც არ უნდა შეგრჩეთ ხელში შეიყვარეთ ♡ ეცადეთ შეცვალოთ თუ ეს შეგეძლებათ. თუ შეუძლებელი იქნება ისევ და ისევ შე ი ყვა რეთ ♡
ჩემს შემთხვევაში გადაფიქრებულ ლაქტაციას აღარ ქონდა აზრი იმიტომ რომ სტრიები 12 კვირიდან გამიჩნდა და ჩემი ლამაზი ფორმა ისედაც გაფუჭდა. ამიტომ "ბარემ" აღარ მოვაკელი ჩემს გოჭს ეს სიამოვნება.
სულ სულ ბოლოს გადამიყვანეს საბოლოო დანისნულების ადგილზე.ჩემს პალატაში და ველოდე და ველოდე როდის მოვიდოდა შეგრძნება ფეხებში. 2 საათშიო მითხრეს მაგრამ ნწუ ნწუ ნწუ.11 საათზე დასრულებული ოპერაციის შემდეგ საღამოს 10 საათისკენ გამიარა მთლიანად გაბუჟებამ. ტკივილი მოვიდა ოპერაციიდან სადღაც 4 საათში და სანამ მოიმატებდა გავაყუჩებინე. იმის შემდეგ აღარ დამჭირვებია დამატება. ოდნავ ისევ იყო დისკომფორტი და ტკივილები მაგრამ არა აუტანელი.ეს ბუნებრივიცაა ამხელა ჭრილობა მქონდა.იმ რამესვე მინდოდა ადგომა მაგრამ არ ამაყენეს დილამდე. ვიცოდი რომ ადგომა იყო ძალიან რთული და მოვემზადე ამისთვის ფსიქოლოგიურად.ავდექი კიდე ნაბიჯებით და ძლივსძლივობით და იმის მერე აღარ დავმჯდარვარ. რთული იყოაგრამ არა კატასტროფულად. უბრალოდ შეაგუეთ იმ აზრს თავი რომ თუ მეორე დღესვე არ ადგებით მერე უფრო გაგიჭირდებათ. მეორე დილიდანვე ბავშვი უკვე მე მყავდა.მე ვუვლიდი ყველანაირად.ღამეც ჩემთან დატოვეს.იმ ღამეს ნუ დაიტოვებთ ბავშვს,კარგად გამოიძინეთ. თუმცა მეორე დღიდანვე აიღეთ სრული პასუხისმგებლობა,ეგ დაგეხმარებათ რომ უფრო იმოძრაოთ და მალე წამოდგეთ ფეხზე.კი კი გაგიჭირდებათ მაგრამ პატარა რომ გყავთ მისახედი მოგცემთ სტიმულს დამიჯერეთ♡
საბოლოოდ გამოტანილი ვერდიქტი.საკეისრო არის ის რისიც არ უნდა გეშინოდეთ! მთავარია მოამზადოთ თქვენი თავი ფსიქოლოგიურად.არ შეგეშინდეთ როცა პანიკა მოგაწვებათ და მაინც შემოუძახოთ თავს. მესამე დღეს ვიყავი შეძლებისდაგვარად "ჩიტივით"და მეხუთე დღეს თითქოს არც არაფერი. ოდნავ გამბწკენდა ხოლნე ნაკერი. დღეს 10 დღე არის და არანაირი არაფერი.მხოლოდ ჭრილობის შეხედვისას მახსენდება რომ ოპერაცია გავიკეთე.იარეთ რაც შეიძლება ბევრი.
ცალკე თემაა მშობიარობის შემდეგ დეპრესია რომელშიც ახლა ვარ და ვცდილობ დავძლიო. ცუდი ფა ვერაგი რამაა. პატარა გულაჩუყებულ გოგოს დამამგვანა და ყველაფერზე ვტირი :მაგალითად თუ ჩემმა ქმარმა არ მითხრა რომ ძალიან ლამაზი ვარ :დ ან თუ მეხუმრა რომ პუტკუჩა ვარ ჯერ კიდევ :დდ ან სულაც უმიზეზოდ უბრალოდ მოდიან და მიდიან ცრემლები:დდ მიზეზი არაფერია.
მოკლედ ამ ფენომენის სწავლაში ვარ ჯერ კიდევ.ვერაფერს გეტყვით. მარტო ის ვიცი რომ ჩემს გარდა ამ აღმართს ვერავინ ვერ აივლის და ისევ უნდა ვიყო "მაგარი გოგო" ახლა უკვე ჩემი თავისთვის♡ ისევ მიყვარდეს ჩემი თავი. ჩემი შეცვლილი სხეული. შევცვალო შესაცვლელი და მივიღო ის რასაც ვე შევცვლი. ქალებო ეს არის საუკეთესო დრო ნარცისიზმისთვის ♡ გადაირიეთ თქვენი თავის სიყვარულით და ეს გადაგარჩენთ!(ეს იმას არ ნიშნავს ოღონდ რომ სხვა აღარფერი და არავინ გვახსოვდეთ:დ უნდა შეუთავსოთ)
მოკლედ ყველას გისურვებთ ჩემსავით მარტივად გამოძრომას.ბედნიერ დედობას,ბევრ ბევრ სიყვარულის დღეებს თქვენს პატარებთან ერთად და ისევ არ დაგავიწყდეთ რომ ამ ამბავში თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი,არანაკლებ თქვენს პატარებზე, ნუ გადადებთ თქვენს თავებს.ყველაფრის შეთავსება შეიძლება♡

Posted by: nopiahopi 31 May 2021, 22:14
Tamu08
გილოცავ! !
რა მაგარი ამბებია jump.gif

ბედნიერი დედაშვილობა გქონოდეთ 2kiss.gif

Posted by: Sandra2209 13 Sep 2021, 15:59
სანამ კიდევ რამე მახსოვს დავწერ ჩემს მეორე მოგონებებსაც, რომელსაც დარწმუნებული ვარ არასდროს წავიკითხავ, ისევე როგორც პირველი არ წამიკითხავს, მაგრამ რაღაცნაირად მიხარია, რომ სადღაც ინახება ეს ყველაფერი.
პირველი ბავშვი რომ გავაჩინე სამშობიაროდან გამოსვლის წუთიდან უკვე ვფიქრობდი მეორეს როდის და როგორ გავაჩენდი, თითქოს კიდევ ერთი საქმე მალევე მქონდა დასასრულებელი, ახლაც არ ვიცი ასე რატომ ვიყავი, მაგრამ ბევრ რამეზე ვფიქრობდი, აი მეორესაც რომ გავაჩენ და ა.შ., თითქოს რაღაც ათვლის წერტილივით მქონდა. ნუ სად გავაჩენდი ეგ თავიდანვე ვიცოდი, ჩაჩავას გზას ნამდვილად არ გადავუხვევდი.
ჩემმა პირველმა ორსულობამ ისე ჩაიარა ფაქტიურად ვერ გავიგე, მაგრამ მეორე ორსულობა იყო საკმაოდ რთული, ჯერ პირველივე წამებიდან ტოქსიკოზით დაიწყო და გამყვა თითქმის ბოლო წუთამდე, მაგრამ ერთი ძალიან კარგი შედეგი ქონდა ამ ყველაფერს, უკვე უფრო ნაკლები წონა ვარ ვიდრე დაორსულებისას ვიყავი, რაც განწყობაზე ძალიან მოქმედებს, ისეთ განწყობაზე და ენერგიაზე ვარ ჩემი თავის მიკვირს. კიდევ ერთი, რასაც ყველა ორსულს ვურჩევ არის ის რომ აუცილებლად იხმარეთ სტრიების საწინააღმდეგო კრემები, თან აუცილებლად იმ რეჟიმით, როგორც შეფუთვაზე აწერია, პირველ ორსულობაში გამიჩნდა 2 ხაზი და რაც მათი ლაზერით გაქრობაზე ვიწვალე, ნეტა თავის დროზე მართლა წამესვა დღეში ორჯერ biggrin.gif, ეხლა ყველაფერს პატიოსნად ვასრულებდი და სტრიებს გადავრჩი.

ეხლა რაც შეეხება თვითონ მშობიარობას, პირველი შვილი დიუ დეითზე გავაჩინე და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორესაც ეგრე გავაჩენდი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უსწრებდა ვადებს, მაინც ვიცოდი აუცილებლად ამ დღეს დაიბადებოდა, ამიტომაც 39 კვირაზე ძალით ჩამალაგებინა ჩემმა ქმარმა ჩანთა.
ყველა გაფრთხილებული მყავდა, რომ 8 ში ვაჩენდი, დილით გავიღვიძე წყალი გადავივლე, აბაზანიდან გამოვედი და უცებ პირდაპირ ძალიან ძლიერმა ტკივილმა დამარტყა biggrin.gif ლამის გული წამივიდა ისეთმა, სასწრაფოდ ჩავლაგდით და გავვარდით ჩაჩავაში, გზაში ისე მტკიოდა ვიძახდი რომ მცოდნოდა ან მხსომებოდა ასეთი ტკივილი იყო მეორეს არაფრით გავაჩენდითქო biggrin.gif ჩაჩავაში დაახლოებით 12 საათზე მივედით, გამსინჯეს და უკვე ორ თითნახევარზე ვიყავი გახსნილი, ერთი ნახევარი საათი გვავსებინეს უამრავი ფორმა და ბოლოს ამიყვანეს ბლოკში, ზურა დარახველიძე მყავდა აყვანილი და ნინო ეგუტიძე, ბავშვს ქონდა ჭიპლარის ერთჯერადი შემოხვევა, ნუ ჯერ ბლოკში რომ ვიყავი ზურაც და ნინოც უზომოდ ყურადღებიანები იყვნენ, თან პიროვნულადაც ორივე ძალიან მომეწონა, არც ზედმეტად უწი-პუწი და არც სკოლის სასწავლო ნაწილივითbiggrin.gif ზუსტად ისეთ დონეზე, როგორიც საჭიროა მაგავს სიტოაციაში, ვგრძნობდი , რომ სანდო ხელში ვიყავი და თან იმასაც რომ ეს ადამიანები დადებითად იყვნენ განწყობილები.
ნინოს და ზურას ტანდემი ცალკე თემაა კიდე, აშკარად უსიტყვოდ ესმოდათ რომელი რას აკეთებდა, ასვლისას ზურამ მითხრა ძაან მალე გააჩენ და თუ გინდა არ გაიკეთო გაუტკივარებაო, მაგრამ აშკარად ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო რომ გავიკეთე, წყლები არ დამიღვრია, გაუტკივარება რომ გამიკეთეს მერე გახეთქეს ბუშტი, მოკლედ სადღაც ერთ საათში ვუყურებ ნინო და ზურა ფუსფუსებენ, ზურა მეუბნება აბა ჭინთვები ხო გახსოვსო, მეთქი დიდად არა, კაი მაშინ ეხლა ჩაისუნთქე გაიჭინთე და როცა გეტყვით ამოუსუნთქეო, მე მგონია ამ დროს რომ უბრალოდ ამოწმებს რამდენად კარგად მახსოვს ჭინთვები და მავარჯიშებენ biggrin.gif მოდი აბა კიდევ ერთიცო, თან არც მტკივა და არაფერი, პირველზე მახსოვს რომ ვგრძნობდი ჭინთვებს, მეთქი კაი კიდე ერთი გავარჯიშებაცთქოbiggrin.gif და გავიჭინთე, აი ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ ვაჩენდი biggrin.gifუცებ ზურა მაწვება მუცელზე ამ გაჭინთვის მომენტში და ვხედავ ნინოს უკვე ბავშვი გამოყავს და მიარბენინებსbiggrin.gif გაოგნებული ვუყურებდი მეთქი არ მჯერა რომ უკვე გავაჩინე biggrin.gif ამაზე მოკვდნენ სიცილით biggrin.gif ნინო და ზურა არის ძალიან, ძალიან მაგარი პროფესიონალები, აღფრთოვანებული ვარ მათი მუშაობით, ჩაჩავასაც უმაღლესი შეფასება ჩემგან, წინა მშობიარობაზე მქონდა აღებული სუპერლუქსი, რადგან აპარტამენტები დაკავებული იყო, ეხლა თავისუფალი დამხვდა და ჩემი აზრით ნამდვილად ღირს აპარტამენტების აღება სუპერლუქსთან შედარებით, დიდი განსხვავება არაა ფასში, როცა კომფორტს ბევრად მეტს იღებ, როგორც მითხრეს ცოტა ხანში აპირებენ ისეთი აპარტამენტები გააკეთონ სადაც შესაძლებლობა იქნება უფროსი ბავშვები მიიყვანო, სათამოშო სივრცე იქნება და შეეძლებათ დარჩნენ და დედასთან იყვნენ, მე მეტს არ ვაპირებთ, მაგრამ ვინც აპირებთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. სამშობიაროდან გამოვედი უბედნიერესი და საუკეთესო განწყობით.
გისურვებთ ანალოგიურ მარტივ და უპრობლემო მშობიარობას, ყველას წარმატებები <3 <3

Posted by: narkozeli 14 Sep 2021, 11:32
Sandra2209
QUOTE
სანამ კიდევ რამე მახსოვს დავწერ ჩემს მეორე მოგონებებსაც, რომელსაც დარწმუნებული ვარ არასდროს წავიკითხავ, ისევე როგორც პირველი არ წამიკითხავს, მაგრამ რაღაცნაირად მიხარია, რომ სადღაც ინახება ეს ყველაფერი.
პირველი ბავშვი რომ გავაჩინე სამშობიაროდან გამოსვლის წუთიდან უკვე ვფიქრობდი მეორეს როდის და როგორ გავაჩენდი, თითქოს კიდევ ერთი საქმე მალევე მქონდა დასასრულებელი, ახლაც არ ვიცი ასე რატომ ვიყავი, მაგრამ ბევრ რამეზე ვფიქრობდი, აი მეორესაც რომ გავაჩენ და ა.შ., თითქოს რაღაც ათვლის წერტილივით მქონდა. ნუ სად გავაჩენდი ეგ თავიდანვე ვიცოდი, ჩაჩავას გზას ნამდვილად არ გადავუხვევდი.


ვინახარ საიდან მოხვედი

ასე რანაირად მგავხარ?

პირველზეც, ახლაც

ასე მგონია მე ვწერ ამ ყველაფერს biggrin.gif

ძალიან მინდა მეორეს გამოცილების წყალიც გადმომასხა პირველივით biggrin.gif
პირველი ადამიანი ხარ რომლის ყველა ნაწერი, ყველა დეტალი და ვაბშე ყველაფერი ჩემი ფიქრები მგონია :დ


* * *
QUOTE
როგორც მითხრეს ცოტა ხანში აპირებენ ისეთი აპარტამენტები გააკეთონ სადაც შესაძლებლობა იქნება უფროსი ბავშვები მიიყვანო, სათამოშო სივრცე იქნება და შეეძლებათ დარჩნენ და დედასთან იყვნენ, მე მეტს არ ვაპირებთ, მაგრამ ვინც აპირებთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. სამშობიაროდან გამოვედი უბედნიერესი და საუკეთესო განწყობით.


აუ როდის აპირებენ დაახლოებით ხო არ უთქვამთ? :დ ნეტა მე თუ მომისწრებს biggrin.gif

მეც სუპერლუქსს ვფიქრობ და აპარტამენტები რითი ჯობდა? ცოტა ზედმეტიათქო ვფიქრობდი. ანუ რო შევედი ეს 3 ოთახიანი ფართი რაში უნდა დამჭირდეს 3 ღამეშითქო ვიფიქრე და რა ბენეფიტები ქონდა სუპერლუქსთან შედარებით?

შენ განახლებულ სუპერლუქსში იყავი პირველზე?

ამაზე გეუბნები:

user posted image

user posted image


* * *
აუ და კიდევ, აპარტამენტში ამ ორ ოთახს იყენებდი?


ჩემს პალატასაც ქონდა პატარა ორანჟერია და გავდიოდი ხოლმე მარა ესე ამხელა თუ მინდა არ ვიცი :შ

user posted image

user posted image

გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიცოდი რომ ჩაჩავაში გავაჩენდი, ალბათ დედაჩემის მშობიარობებიდან გამომდინარე მაინც ეგ მგონია ყველაზე გამოცდილი.
მარა რამდენიმე თვის წინ იმდენმა მითხრა ნეგატიური, შემეშინდა ცოტა.
ეხლა დამიბრუნდა ისევ რწმენა biggrin.gif მადლობა რომ დამარწმუნე მეორეც აქ უნდა გავაჩინო. მე ძაან კმაყოფილი ვიყავი და დღემდე ჩაჩავას შენობასთან რომ ჩავდივარ მეტირება ხოლმე ემოციებით)) love.gif

Posted by: ninunin 14 Sep 2021, 13:23
Sandra2209
გილოცავ კიდევ ერთხელ♥️♥️

Posted by: Sandra2209 14 Sep 2021, 14:22
ninunin
ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
narkozeli
მეც ზუსტად იგივე რეაქცია მაქვს ხოლმე შენ პოსტებზე : ))) უკვე მრცხვენია ხოლმე ყველა პოსტზე გამოხმაურება და იმის დაწერა რომ გეთანხმები : )))
აპარტამენტებში საჭმელი შემოაქვთ და გასვლა არ გიწევს, ბავშვის შესამოწმებლადაც თვითონ შემოდიან, როგორც მივხვდი ყურადღებიანებიც უფრო არიან, ნუ სუპერლუქსში როცა ვიყავი ვერ ვიტყვი უყურადღებობამ შემაწუხათქო, მაგრამ მაინც უფრო მომეჩვენა რომ ყურადღებით იყვნენ, თან სივრცე დიდი გაქვს, გოგოები გარეთ სეირნობდნენ რომ ცოტა ფეხით ევლოთ.
ამ კორონას დროს ძაან კარგი იყო რომ ფაქტიურად სხვა ორსულებთან შეხება არ მქონდა.
რაც შეეხება ოთახებს, მთელი დღე იმ ბაღში ვისხედით და აი ძაან დიდი სიამოვნება იყო იქ გასვლა, საოცრად მამშვიდებდა, არადა თითქოს ისეთი დეტალია უმნიშვნელო, მაგრამ მე ძალიან ვისიამოვნე, ყოველ დილით მე და დედაჩემი( დედაჩემი იყო ჩემთან, რადგან ქმარს წასვლა მოუწია საზღვარგარეთ და ზუსტად მეორე დღეს ჩამოვიდა sad.gif ძალიან გული კი დამწყდა, მაგრამ არაუშავს) ვისხედით მანდ და ყავას ვსვამდით და მერე, მართლა დასასვენებლად ვგრძნობდი თავს უფრო მეტად ვიდრე სამშობიაროში და ეს განწყობა დღემდე ძაან კარგად მომყვება.
პანდემია თუ არ იქნება შენ რომ გააჩენ მაგ მხრივაც ძაან კარგია, შამპანურის ეიქები და რაღაც მსგავსი აქსესუარები იყო ამ ზამთრის ბაღის სამზარეულოში, ანუ შენი უახლოესი ადამიანები პირდაპირ იქ მოვლენ და ერთად აღნიშნავთ, რაც ჩემი აზრით ძაან კარგია, თან ამ ბაღის კარს ხმის იზოლაციაც ქონდა, რომ არ შეწუხდე თუ არ გინდა იქ ყოფნა და კიდევ იყო რაღაც პატარა დეტალები, რაც ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რაც იქ ვიყავი ყველაფერი იმას მახსენებდა რომ ეს ფასის განსხვავება ნამდვილად ღირს, მაგრამ მე თან ლაქტაციაზე იქვე უარი ვთქვი და წამალი დავლიე და იმას ვფიქრობ, ეგ სტრესი რომ არ მქონდა მაგის გამო ხომ არ ვარ ასეთ განწყობაზეთქო biggrin.gif
ჩაჩავა იმდენად მომეწონა ორივეჯერ რომ რავიცი, არადა უპრეტენზიო ადამიანი არ ვარ


ვაიმე რამდენი ვწერე smile.gif))))))))))))))

* * *
ხო კიდე დავამატებ რომ ცოტა გული მწყდება პირველივე მშობიარობაზე ზურა და ნინო არ ავიყვანე, სოფოც კარგია, მაგრამ ზურა ცოტა სხვა ლეველია, როგორც ჩანს კარგი მასწავლებელიც არის, რადგან სოფო მაგის მოსწავლეა, მაგრამ მგონი ჯობდა თავიდანვე ზურასთან მემშობიარა და არა მის მოსწავლესთან smile.gif))

Posted by: narkozeli 14 Sep 2021, 14:34
Sandra2209



QUOTE
გოგოები გარეთ სეირნობდნენ რომ ცოტა ფეხით ევლოთ.


უი ისე ეხლა რომ დავფიქრდი მეც დავბოდიალობდი ხოლმე დერეფანში))

QUOTE
ამ კორონას დროს ძაან კარგი იყო რომ ფაქტიურად სხვა ორსულებთან შეხება არ მქონდა.


უი ეს რამხელა პლიუსია მართლა


QUOTE
ჩაჩავა იმდენად მომეწონა ორივეჯერ რომ რავიცი, არადა უპრეტენზიო ადამიანი არ ვარ


მოკლედ ამის მერე ნამდვილად აღარ განვიხილავ სხვა სამშობიაროს, იმედია ღუდუშაური და ცალკე ახალშობლითა ნეონატალური სერვისი არ დამჭირდება.

ძაან დამეხმარე, აგერ უკვე მეორედ 2kiss.gif

პირველზეც შენი სიტყვა იყო გადამწყვეტი ჩაჩავას არჩევაში : ))

უი ერთი კითხვაც და მეც არ გავაოფებ, დოსტინექსის დალევა იქ შეათანხმე? ხელოვნურზე ხო არ გაგიჭედეს?
ადრე არ ჭედავდნენ და იმედია ახლაც ესეა. მე ჯერ მინდა ვცადო მარა თუ მეორემაც ვაჩესავით არ ჩაიდო, თავს ვერ მოვიკლავ

Posted by: Sandra2209 18 Sep 2021, 11:47
narkozeli
მიხარიაა, დარწმუნებული ვარ ისევ კმაყოფილი დარჩები<3 <3 მეც ძაან გამომადგა შენი რჩევები გინეკოლოგზე და სტოკეს აბაზანა ყოფილა ზე კომფორტული biggrin.gif
რაც შეეხება დოსტინექს, მამოლოგთანაც ვიყავი მშობიარობამდე და მისი დოზებიც ვიცოდი, მაგრამ შეგიძლია ჩაჩავას ექიმს კითხო და ის დაგინიშნავს, მე მასაც ვკითხე და მანაც იგივე დოზები მითხრა, მაგრამ სასწაული რაღაც დამემართა biggrin.gif დოსტინექსის მაღალ დოზას ( აქ არ დავწერ უბრალოდ რა დოზა ინიშნება ლაქტაციის თავიდანვე შესაწყვეტად, არ მინდა ვინმემ თვითნებურად დალიოს ექიმის გარეშე) ახასიათებს ჰალუცინაციები biggrin.gif და მთელი ღამე ძაან გასული ვიყავი biggrin.gif ხან სამი ადამიანი დავდიოდი და ჩემ თავს ვუყურებდი როგორ მეძინა და მეორე ჩემ თავს ველაპარაკებოდი biggrin.gif თან ამ დროს რეალური მე ვფიქრობდი რა მჭირდა და გამახსენდა ანოტაციაში გვერდით მოვლენად ჰალუცინაციები რომ ეწერა : ))) და ეს ყველაფერი ხდებოდა სიზმარში : ))))
ისე ძალიან გაუკვირდათ რომ ვუთხარი ლაქტაციას არ ვაპირებთქო, ეტყობა იშვიათი შემთხვევაა, რამდენჯერმე მითხრეს იქნებ გეცადათქო, მაგრამ მე ძაან კატეგორიული ვიყავი მაგ საკითხში biggrin.gif ძალიან ჩვეულებრივად და ადეკვატურად მიიღეს, მაინც შემომთავაზეს ალტერნატივა, მაგრამ რამე უაზრო კომენტარები არ ყოფილა, როგორ შეიძლება დედამ ძუძუ არ აჭამოს და ასე შემდეგ.

Posted by: Redial 11 Oct 2021, 16:27
მოვედი გოგოებო მოგონებებით )))

მოკლედ, ეს ჩემი მეორე ორსულობა იყო და მეგონა ძალიან რომ 38-39 კვირაზე გავაჩენდი მაგრამ გაივლის დრო და ეს ორსულობაც 41 კვირამდე მივა ))
38 კვირიდან დავიწყე ზაფრანის ნაყენის დალევა, გაგონილი მქონდა რომ ყელს ადვილად ხსნიდა და მშობიარობა უადვილდებოდათ. ბოლოს შავი შოკოლადიც მივაშველე მაგრამ არანაირი არაფერი, 41 კვირამდე.

მივედი გეგმიურ გასინჯვაზე და აღმოჩნდა ყელს გახსნა ჰქონდა დაწყებული და დამტოვეს. ავედი თუ არა მაშინვე გამიკეთეს გაუტკივარება, მიუხედავად იმისა რომ ტკივილები ჯერ არ მქონდა. თუმცა, აქ მოხდა საოცრება და ჩემმა ანესთეზიამ არ იმოქმედა, უფრო სწორად იმოქმედა ნახევრად. გამიბუჟდა მარცხენა ნახევარი, ხოლო მარჯვენა მხარეს რეაქცია არ ჰქონდა. ანესთეზიოლოგი უსაყვარლესი გოგო იყო, დამიმატა გაუტიკვარება სამჯერ, მაგრამ არ ვიცი - არ გაყუჩდა. ამიტომ, ტკივილებიც ჩვეულებრივ ვიგრძენი - ნახევარ მხარეს მაგრამ მაინც )))

4 საათზე მაქვს მიწერილი ქმრისთვის მესიჯი , რომ ავედი და გაუტკივარება გავიკეთე-თქო და 6 ის ნახევარზე უკვე ბავშვი გულზე მეწვა. ყველაფერმა მარტივად და სწრაფად ჩაიარა, სულ სამი ძლიერი გაჭინთვა და ყველაფერი უკან დარჩა. ამოასრიალეს ჩემი პატარა და მომატყეპეს გულზე. საოცრად გააზრებული შევხვდი მეორე შვილთან შეხვედრას. დამაწვინეს თუ არა მაშინვე ფერება დავუწყე, რაღაც საოცრებებს ვეუბნებოდი biggrin.gif გაჩნდა დიდი- 4.100, 54 სმ. ამის მიუხედავად, ერთი პატარა ნაკერით გამოვძვერი. მეორე მშობიარობა მაინც უფრო მარტივი გამოდგა, ვიდრე პირველი . არ ვიცი ზაფრანის ნაყენმა და შოკოლადმა რამე ქნა თუ არა, მაგრამ ზურა დარახველიძემ და მისმა ნინომ ნამდვილად იყოჩაღეს. კმაყოფილი ვარ რომ ისევ ჩაჩავა ავირჩიე, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ის უმოქმედო გაუტკივარება უკვე აღარც მახსოვს, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი. რეაბილიტაციაც მარტივი გამოდგა და უკვე 10 დღის არის ჩემი ბიჭი. მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს, ძუძუს კარგად ჭამს. ძილითაც მეტ-ნაკლებად, ძაან უძილოც არ ვარ ))

ჩემი ორსულობის ამბები ვინც იცით, აქვე გიპასუხებთ- იქაურმა პედიატრებმაც ძაან მშვიდად გამომიშვეს რომ ცალი თირკმელი არ უქმნით ბავშვებს პრობლემას როგორც წესი, ამასთან გადასარევად შარდავს ბავშვი და ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი. ვფიქრობ, 1 თვის რომ იქნება მერე წავიყვან ექოზე. ჯერ ძალიან თოთოა და მეცოდება თითქოს. მოკლედ დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგადაა.
ყველას მოლოცვა და კითხვა წავიკითხე და მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატიკვრობისთვის, მიყვარს ეს ფორუმი თავისი რჩევებით და გვერდში მდგომი იუზერებით ^^

Posted by: nopiahopi 11 Oct 2021, 23:51
Redial
აი ხომ ნახე, ჩემი არ იყოს, მეორე ისე გააჩინე, ვერც იგრძენი :* არადა მაინც რომ ვნერვიულიბდით, დიდი შუალედი როა, გავწვალდებითთქო biggrin.gif

QUOTE
იქაურმა პედიატრებმაც ძაან მშვიდად გამომიშვეს რომ ცალი თირკმელი არ უქმნით ბავშვებს პრობლემას როგორც წესი, ამასთან გადასარევად შარდავს ბავშვი და ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი.

ახლა უფრო მშვიდად იქნები smile.gif
ძალიან ყოჩაღი ბაია გყავს !


გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: Redial 12 Oct 2021, 13:52
nopiahopi
მადლობა <3 მეორეობამ იმოქმედა კი მაინც smile.gif))

კი ყოჩაღი ბიჭოა ძალიან

Posted by: NINA33 27 Oct 2021, 00:23
მოგესალმებით ყველას smile.gif
ჩემს მოგონებასაც დავწერ.შეიძლება ვინმესთვის სტიმულიც იყოს.
სულ სულ თავიდან დავიწყებ.ყოველთვის ვოცნებობდი ტყუპიკოები მყოლოდა.როცა პირველმა ეხომ მახარა : ვაიმეეე ორნი არიან, ტყუპები გეყოლებაო სიხარულით გავგიჟდი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიცოდი რომ ასე იქნებოდა .პირველმა 15 კვირამ მშვენივრად ჩაიარა,შემდეგ ყელის ზომა აღარ მოსწონდა ექიმს. ვაკვირდებოდით და საბოლოოდ 20 კვირისკენ პესარიც დამადო, წოლითიც დამინიშნა( რომელიც ბოლომდე გაგრძელდა ) . რა თქმა უნდა ველოდი რომ ნაადრევად დამეწყებოდა მშობიარობა და 26 კვირიდან ვუყურებდი ვიდეოებს თუ როგორ გადარჩნენ ამ ვადაზე დაბადებული ბავშვები.კვირა კვირას მისდევდა და მეც იუთუბში ორსულობის ვადებს ვცვლიდი და ვაკვირდებოდი როგორები იყვნენ იმ ვადის დაბადებული ბავშვები smile.gif. სამსახურში ყველაზე რთული და დატვირთული პერიოდი მქონდა ( კოშმარი ), დავკარგე 2 საყვარელი ადამიანი,გამოკეტილ იზოლირებულ ადამიანს მეუღლემ მაინც მომიტანა კოვიდი. 35 კვირის ვიყავი უკვე, მქონდა ძალიან მარტივ ფორმაში თუმცა ვადის გამო კლინიკაში დამაწვინეს და კონტროლის ქვეშ ვიყავით სამივე.ყოველდღე იმას ვლოცულობდი რომ იქ არ დამწყებოდა მშობიარობა.გადავარჩი smile.gif გამოვეწერე და ჩემს კლინიკაშიც დავბრუნდი.არც მე და არც ჩემს ექიმს არ გვჯეროდა რომ ასეთ ვადაზე მოვედით . ძალიან ხშირად მიბარებდა შემოწმებაზე ( გულის ცემებს უსმენდნენ და მდებარეობებს ნახულობდა ). ბოლო ეხოთი ორივე იჯდა და მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე ბუნებრივი მშობირაობა მოიაზრებოდა ( პირველი ასე მყავს გაჩენილი და საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა) ბავშვების მდებარეობამ გამოიწვია საკეისროს დაგეგმვა.
ზუსტად 38 კვირაზე დაიგეგმა საკეისრო და დილით ძალიან ადრიანად დამიბარა. მივცუნცულდი, მომამზადეს და შემიყვანეს საოპერაციოში. ორი პაწაწუნას ხმაც მალე გავიგე ( მოულოდნელად მალეც კი ) , სამივე ერთად" ჩაგვაკარტოჩკეს" კიდეც biggrin.gif პირველი ის ვიკითხე ხომ კარგად იყვნენ ბავშვები. მანამდე ეხო წონებს ნორმებს მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან პატარებს მეუბნებოდა, მაგრამ კი გაჩნდნენ 3,300 და 3,500.ესეც გამიკვირდა smile.gif.
საკეისროს დეტალებს არ მოვყვები , უმეტესობამ კი იცით და ბევრსაც წარმოდგენა მაინც აქვს smile.gif ერთი ის იყო პირველი წამოდგომა გამიჭირდა ძალიან, თუმცა შემდეგ თავს ძალას ვატანდი და ბევრი იმოძრავეო რომ მეუბნებოდნენ ვუჯერებდი ექიმებს.თან ორივე ჩემთან მყავდა და უმოძრაოდ ვერც ვიქნებოდი.
სასადილო ოთახში გოგოებს რომ ვხვდებოდი მეცინებოდა ზომბებივით ვართ თქო და მარტო მე რომ არ მეცინა სულ ფარჩაკებს ვეძახდი და იმათთაც ვაცინებდი. ნუ ახალ ნაკეისრალზე სიცილი რა არის კი იცით biggrin.gif
სამშობიარო სახლითაც კმაყოფილი ვარ . პირველიც მანდ გავაჩინე და ნორმალურად იყო ყველაფერი. როგორც ხდება ხოლმე მორიგეობების მიხედვით ზოგი ძალიან კარგი ექიმი და ექთანია, ზოგი კიდე სტრანია.ნუ ჩემი პირადი ექიმი უზომოდ მიყვარს.ერთმა გამაბრაზა ბავშვების განყოფილებიდან.2 დღე არც ხსენი მქონდა და არც არაფერი. ერთ საღამოს შემოვიდა მორიგე ექიმი ვტიროდი. გაგიჟდა ასე რომ ვნერვულობდი და ყველაფერი ცადა ჩემს დასაწყნარებლად,შემდგომ მითხრა ცოდო ხარ რატომ არ გაგყავს ბავშვები .მოდი ამ ღამეს გაიყვანე .შენ დასვენება გჭირდებაო. დავფიქრი და გადავწყვიტე გამეყვანინებინა.დავრეკე ზარი და შემოვიდა მაინცდამაინცის ის გოგო რომელიც არ მომწონდა თავისი ტექსტების და მოქცევის გამო.დიდი მოწიწებით ვუთხარი გთხოვთ ამ ღამეს გაიყვანეთ ბავშვები თქო და მეუბნება : ნუ შენ თუ გინდა რომ ბავშვები ხელოვნურზე გყავდნენ და არ გინდა რომ აჭამო კარგი ხო გავიყვანო. ისე ცუდად გავხდი შუა გზიდან მოვაბრუნე ბავშვები . დავიწყე ახლიდან ბღავილი biggrin.gif აქვე ავხსნი რომ არ მინდოდა მეჭმია იყო ყველაზე ბოროტული თქმა ჩემს მიმართ,რომელიც მცდელობას არ აკლებდა არაფერს. სახლში გამოვეწერეთ. მასაჟისტი დამჭირდა საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა მქონდა. დავიწყე წველით და ეხლა ბავშვებმაც დაიწყეს თვითონ წოვა. ასეთი ადამიანები მსგავს ადგილებში არ უნდა მუშაობდნენ. აშკარად არ იყო იმისი საქმე რა და ძალით თუ აკეთებდა პაციენტების ბრალი არაფერი იყო. აღმოჩნდა რომ ყველა ემდუროდა ამ გოგოს.
ასეთი ამბები მქონდა მოკლედ smile.gif ეხლა ვუვლი სამ ბავშვს . უფროსის ეჭვიანობებს ვუძლებ. თუმცა ყველაფერში ვიხმარ . უყვარს ძალიან დაიკო და ძამიკო მაგრამ თუ გაჭედა აი მანდ მესამე მსოფლიო ომი გვაქვს ოჯახში.biggrin.gif
ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ <3


Posted by: ბაკო 2 Nov 2021, 13:04
NINA33
გილოცავთ! love.gif
QUOTE
პესარიც დამადო,

შეგრძნებები როგორია შემდეგ? გრძნობდით რგოლს?

Posted by: NINA33 2 Nov 2021, 14:58
ბაკო
მადლობა❤️
ჩადგმის მერე საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი.

Posted by: takotatuli1989 15 Nov 2021, 08:59
გოგჩოებო მოვედი, ჩემი ტყუპიჩემის მშობიარობის მოგონებით.
მოკლედ, ჯერ ტყუპებუ ეომ გვაიგე ხო კაი ხანს ვერ ვიჯერებდი, რამდენის ხღო რო მეკითხებოდნენ სამი თვე ვიძახდი 32 წლისთქო biggrin.gif, მერე პანიკა მჭირდა ბაიმე როგორ მივალ ბოლონმდე, ეოგორ გავარტMევ თავს, ვაიმე ინკუბატორი, ვაიმე წოვა რო ა რიცოდნენ და მოკლედ ვიყავი ფეთებაში.. .. პარალელურად მქონდა უსაშინლესი ტოქსიკოზი და ძალიან დიდი კოშმარია როცა უკვე დიდი მუცელი გაქ (ეგრევე 5 თვისას ვგავდი) და თან არწყევ მთელი დღე და პურის სუნზეც კი ცუდად ხარ. 17 კვირაზე მეგონა მეშველათქო და მთელი კვირა ვჭამმმე ადამიანჯრად, ვისეირნე გარეთ და ვიყავი ბწდნიერი და ზუსტად 18 კვირის რო გავხდი აი ესე რო მეგონა სამშვიდობოს ვიყავი დამემართა პლაცენტის აცლა, არ მიმიღო ღყდყშაურმა ცრუ დადებითჯ კოვიდ ტეატის პასუხის გამო, რატიანთან გავიარე სრული ჯოჯოხეთი რო აბორტზე მიშვებდნენ რადგან ვერ მიჩერებდნენ სისხლდენას და რადგან გულისცემა ქონდა ორივე ბავშვს აი ეგ იყო ჩემთვის ის რაც ნამდვილად არ შემეძლო და იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. ამ დროს გავიაზრე რომ თუ ერთი შეწყვეტდა სიცოცხლეს მეორე მაინც უნდა გადამერXინა და ექიმს ვუთხარი ოსიძისგან ესს ვიცირ ადგან ცალ-ცალკე სხედან ესეთი რამ შეიძლება და შენ რატო არ მეუბნები ამასთქო და მოკკედ ამის მერე ხელახლა გადამიღეს ეხო და დარწმუნდნენ რო შესაძლებელი იყო, და ამასობაშჯ სისხლდენაც დარეგულირდა... კოკლედ აღარ გავაგრძელებ, გამოვძვერით უკოვიდოდ, მერე 23 კვირაზე პინეოს იდიოტმა მორიგე ეხომ გადამრია დამაწვინეს სტაციონარში იმ ვადაზე რისიც ყველაზე მეტად მეშინიდა მარა უფლის წყალობით გამოვძვერით. მერე იყო მშვიდობიანი მესამე ტრიმესტრი და მოვიდა საკეისროს დღეც! ნუ მთელ ორსულობაში უთვალავი ეხო, ანალიზი, წამალი, აღარ დავწვრილმანდები, პლიუს ავიცერი ორჯერ, 33 კვირიდან სიმძიმის გამო ყოველ დღე რაღაც ახალი მტკიოდა დ არ მძინებია 3 საათE მეტხანს და აი საკეიეოს წინა ღამეა და საღამოს 8-ზე ამივარდა ტირილი, გავსკდი ტირილით და მომეშვა, ღამის 3-მდე ვიმუშავე რო ყურადღება გადამეტანა, დილას 6-ზე ავდექი ვიბანავე, მერე 10 მდე ვიმუშავე და ნახევარის აათით გვიან მივედი ჰერაში რო აქეთ მელოდონ მე ნერვი არ მქონდა ლოდინის. გააფორმეს საბუთები, მომამზადეს, გამიხარდა რო ისევ ის ანესთეზიოლოგი დამხვდა რომელიც წინა საკეისროE თან გადამყვა, მარა ეხლა დიდად აღარ მომფერებია biggrin.gif სამაგიეროდ იდეალურად გააკეთა თავისი საქმე როგორხ ყოველთვის. დამაწვინეს დს მუცელს მიჭერდნენ ორივე მხეიდან რო არტერიას არ დააწვეს სიმძიმე რო იმოქმედოს ნარკოზმაო biggrin.gif მოვიდს სოსოც, რომელიც იყო უთბილესი ჩემდამი და უხღოდა რო ტყუპE აკეთებდა საკეისროს ( თვითონაც ტყუპები ყავს). ზუსტად 5 წუთშჯ ოპერაციის დაწყებიდან ამოიყვანეს დემეტრე და მაშინვე იტირა, თან სამედიცინო ინსტრუმენტს ტაცა ორივე ხელი biggrin.gif, ამის მერე ზუსტად 2 წუთში ამოიყვანეს ელენე და იმან იკივლა პირდაპირ biggrin.gif და იმანაც ტაცა ხელები რაღაც ინსტრუმენტს. მოკლედ ბედნიერი ვიყავი რომ ერღი წამი ლოდინი არ მომიწია ამათ ტირილამდე დს ვიცოდი რო ჯანმრთელები იყვნენ. სოსომ ესენი ექ ო ები უნდა გMოვიდნენ ისე ტაცეს ხელი ინსტრუმენტებსო biggrin.gif 3-3 კილოები დაიბადნენ 49-50 სმ-ები. რო შსმომიყვანეს მარტო ჩასაბანად და გამოსაცვლელად ვუშვებდი, მესამე დღეს უკვე მე თვითონ ვბანდი და ვუცვლიდი მაგაზეც არ მინდოდა გაეყვანათ. ძუძუს ვაჭმევდი ორივრს, ლაქტაციის ბალიში მქონდა წაღებული და ყველაზე დიიდ სირთუკე რაც იყო დედაჩემი იყო იქ,,მომხმარედ" შემოსული biggrin.gif სრული პანიკა ქონდა, ვაიმე ცივა ბავშვს, რატო მოხადე ქუდი, რა კანი კანთან კონტაქტი ფილტვებია ანთებას დამართებ, ვაიმე ორი პლედი რატო მოხსენი, ვაიმე ბავშვი ტირისყურის ანთება აქვს, დაურეკე პედიატრს შსმოვიდეს წამლები დაალსვინოს, ვაიმე რატო. უნდათ დარეკვა და ისე რატო არ გაყავთ ყოველ 3 საათში.... აი შემაღონა biggrin.gif მე-3 დღეს არ ეცალა და დავისვენე biggrin.gif გამივაცუნცულე მე-4 დღეს ჩემი წერტილები და ერთი კვირაა ვტკბებით ერთმანეთით <3 წინა საკეისროსგან განსვავებით ინტენსიურში ყოფნისას მქონდა კანკალი 2საათი ლამის. სამაგიეროდ ომ დღესვე წამოვჯექი საწოლში რო ბავშვებიათვის ძუძუ კარგად მეჭმია და მეორე დღეს მარტივად ავდექი. მოკლედ, ჰერა არის ჩემი ბებდნიერი წამების ადგილი და ყოველთვის ბედნიერი ვიქნები ამ კლინიკის სახელის გაგონებით.

Posted by: margarita7 16 Nov 2021, 20:26
takotatuli1989
რა კარგიააა <3 ძალიან მიხარია შენი ბედნიერება <3 ყველა ქალს იგივეს ვუსურვებ ვინც ამაზე ოცნებობს smile.gif
* * *
NINA33

<3 <3
რა ბედნიერებაა, სამი შვილის დედა ხარ! ჯანმრთელობას ვუსურვებ პატარებს!

Posted by: fermina 27 Nov 2021, 18:10
მეგობრებო, ჩაჩავაში ვინც დადიოდით, კარგი მეან-გინეკოლოგი ვინ არის, ვინც ორსულობას მართავს, მთელი ორსულობის პერიოდის განმავლობაში რომ იაროს ფეხმძიმემ?

Posted by: civilistka 29 Nov 2021, 06:33
fermina
ჩემი გამოცდილებით, ფიქრია კამლაძე, ოღონდ რიგებით შეღონდებით.

Posted by: fermina 30 Nov 2021, 16:30
civilistka
QUOTE
fermina
ჩემი გამოცდილებით, ფიქრია კამლაძე, ოღონდ რიგებით შეღონდებით.


მადლობა love.gif

ასე თუ ისე ყველა ნორმალური მგონია მანდ.

Posted by: nopiahopi 1 Dec 2021, 03:36
takotatuli1989
love.gif love.gif

Posted by: magdalea 28 Sep 2022, 18:54
UP...............................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)