#56870995 · 22 Sep 2020, 17:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gamushki ბოყო-ს სურათმა ჩვენი ქედანა გამახსენა. 70 -იანი წლების ბოლოს ბიძაჩემს ჰყავდა ზუსტად ეგეთი. არდადეგებზე რომ ჩავიდოდი ხოლმე, მანქანიდან ჩამოსულს ეგრევე ქედანა მხვდებოდა - ჩაცუცქდებოდა, მარჯვენა თათს გამომიწვდიდა კაცივით. ბავშვები სადაც მივდიოდით, ყველგან დაგვყვებოდა, გვიცავდა. ერთ ზაფხულს რომ ჩავედი, აღარ დამხვდა, ბიძაჩემმა მითხრა ავადმყოფობდა მთელი ზამთარიო და მერე სადღაც წასულა.
|