forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტყუპების პარადოქსი, ფარდობითობა
უჩინარი
მოკეთილბოროტო

******
ჯგუფი: Members
წერილები: 6401
წევრი No.: 24906
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 16 Sep 2018, 22:01  #53438869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერ გავიგე ამ პარადოქსის ახსნა

დედამიწიდან ერთი ტყუპი წავა კოსმოსური ხომალდით სინათლის 99.9 % სიჩქარით
რო დაბრუნდება 1 წლის შემდეგ, დედამიწაზე დარჩენილი 20 წლით დიდია
ანუ დედამიწაზე დარჩენილ ტყუპის ხედვიდან, წასული ტყუპი მოძრაობდა თითქმის სინათლის სიჩქარით.
მაგრამ, ვინც გაფრინდა იმისთვის პირიქით დედამიწაზე დარჩენილი შორდებოდა მას სინათლის სიჩქარით, ანუ რო დაბრუნდება პირიქით დარჩენილი ტყუპი უფრო ახალგაზრდა უნდა იყოს.
ხოდა როგორაა საქმე? ვინც წავიდა იმან უნდა მოუხვიოსო და ამ მოხვევის დროს ანელება აჩქარება და რამე და ეგ წყვეტავსო იმას რომ რო დაბრუნდება უფრო ახალგაზრდააო.
ჯერ ესეც ვერ გავიგე რატომ და მერე ვთქვათ არ მობრუნდა და გააგრძელა მოგზაურობა, იმისდამიუხედავად რომ თითქმის სინათლის სიჩქარით მიდის, იგივე ასაკის იქნება როგორც თავის ტყუპისცალი? ანუ სიჩქარე არარაფერ შუაშია დროის შენელებასთან?
execution
Kwisatz Haderach

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3965
წევრი No.: 108098
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 16 Sep 2018, 22:33  #53439049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უჩინარი
კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ რამდენადაც ვიცი აჩქარებაზეა და არა სიჩქარეზე
smnbttry
Super Member

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 164
წევრი No.: 202437
რეგისტრ.: 15-May 15

გამოგზავნილია: 16 Sep 2018, 23:03  #53439216      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უჩინარი

საინტერესო კითხვაა, მეც დაველოდები ვინმე მეტნაკლებად გარკვეული ადამიანის მოსაზრებას boli.gif
Dirac
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1133
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 17 Sep 2018, 01:50  #53439959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ პარადოქსის ასახსნელად აჩქარების შემოტანა არაა აუცილებელი. ფარდობითობის სპეციალური თეორიის ფარგლებში იხსნება. რომ მოვიცლი დავწერ ცოტა დეტალურად.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 17 Sep 2018, 11:35  #53440802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dirac
QUOTE
ამ პარადოქსის ასახსნელად აჩქარების შემოტანა არაა აუცილებელი. ფარდობითობის სპეციალური თეორიის ფარგლებში იხსნება. რომ მოვიცლი დავწერ ცოტა დეტალურად.

იქით თემაში მეჩხუბა ლამის გრავიტონი ამ საკითხზე რომ ვეკითხებოდი სხვადასხვანაირი მოდელის შემოტანით, გინდა თუ არა დედამიწაა უძრავიო... ერთი სიტყვით მეც მაინტერესებს. smile.gif

--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
vid
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2784
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10

გამოგზავნილია: 17 Sep 2018, 14:48  #53441884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

--------------------
https://www.coursera.org/
https://www.edx.org/
https://www.udacity.com/
^ისარგებლეთ
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 17 Sep 2018, 16:03  #53442268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vid
მოდი შევეშვათ მესამე დამკვირვებელს. არის მარტო ორი, ა და ბ. საწყის მომენტში ისინი ერთმანეთს სცილდებიან თითქმის სინათლის სიჩქარით (t0=0). როცა ბ მიდის ალფა კენტავრისკენ. ა-მ იცის, რომ ბ მივა ალფამდე მისი დროით tა=132 451 200წმ. როცა ბ-მ მიაღცია ალფას, გადაუღო სურათი თავის სურათს და გამოუგზავნა ა-ს. ახლა მაინტერესებს, რა რიცხვი იქნება სურათზე გამოსახული tბ რიცხვი?

დამატებითი პარამეტრების შემოყვანით ხდება დაინტერესებული პირის დაბნევა, იქნებ მარტივ მაგალითზე გავერკვეთ რა.

graviton
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3673
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 17 Sep 2018, 18:04  #53442983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
იქით თემაში მეჩხუბა ლამის გრავიტონი ამ საკითხზე რომ ვეკითხებოდი სხვადასხვანაირი მოდელის შემოტანით, გინდა თუ არა დედამიწაა უძრავიო... ერთი სიტყვით მეც მაინტერესებს. 

არასწორია, დედამიწა უძრავიაო, არსად დამიწერია....
* * *
QUOTE
მოდი შევეშვათ მესამე დამკვირვებელს. არის მარტო ორი, ა და ბ. საწყის მომენტში ისინი ერთმანეთს სცილდებიან თითქმის სინათლის სიჩქარით (t0=0). როცა ბ მიდის ალფა კენტავრისკენ. ა-მ იცის, რომ ბ მივა ალფამდე მისი დროით tა=132 451 200წმ. როცა ბ-მ მიაღცია ალფას, გადაუღო სურათი თავის სურა

ასე დაწერილი არის ზუსტად დამაბნეველი...
წერ, “სცილდებიან” რაც არ განსაზღვრავს ვინ მოძრაობს....
ფარდობითობის თეორია გარკვეულად გეუბნება, ნელდება იმის დრო, ვინც მოძრაობს...
იმის მიმართ ვინც არ მოძრაობს....
* * *
უჩინარი
QUOTE
დედამიწიდან ერთი ტყუპი წავა კოსმოსური ხომალდით სინათლის 99.9 % სიჩქარით
რო დაბრუნდება 1 წლის შემდეგ, დედამიწაზე დარჩენილი 20 წლით დიდია

სწორია...
QUOTE
მაგრამ, ვინც გაფრინდა იმისთვის პირიქით დედამიწაზე დარჩენილი შორდებოდა მას სინათლის სიჩქარით, ანუ რო დაბრუნდება პირიქით დარჩენილი ტყუპი უფრო ახალგაზრდა უნდა იყოს.

ეს არასწორია, შორდებოდა არ ნიშნავს და არ მიუთითებს ვინ მოძრაობს.......
რაკეტაში მყოფმა იცის ის თვითონ მოზრაობს და არა დედამიწაზე მყოფი...
ამიტომ მან იცის , რომ მისი დრო ნელდება.... დედამიწაზე მყოფის მიმართ
აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს....
თუ ორივე დატოვებდა სხვადსხვა რაკეტით და ბოლოს ორივე დაბრუნდებოდა
დედამიწაზე, მათთვის დრო ერთი და იგივე იქნება გასული...
oleg-i
Super Member

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 675
წევრი No.: 175579
რეგისტრ.: 27-October 13

გამოგზავნილია: 17 Sep 2018, 23:52  #53444801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
გადაუღო სურათი თავის სურათს

ნუ დააბნიე ხალხი... გადაუღო სურათი თავის საათს!!!
QUOTE
ახლა მაინტერესებს, რა რიცხვი იქნება სურათზე გამოსახული tბ რიცხვი?

უპასუხეთ!

graviton
QUOTE
შორდებოდა არ ნიშნავს და არ მიუთითებს ვინ მოძრაობს.......

თუ ა მოძრაობს ბ-ს მიმართ რაიმე სიჩქარით, მაშინ სრულფასოვნად ბ მოძრაობს ა-ს მიმართ იგივე მოდულის საპირისპირო სიჩქარით. ასე იყო დღემდე და მარიხუანას კულტივაციის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი... biggrin.gif
ახლა იტყვი კლასიკაში რჩებიო...
კი ბატონო! - ბეთჰოვენის მოსმენა მირჩევნია რაგინდ ზეხელოვნერი ინტელექტით შექმნილ მუსიკას...(ხელოვნური ინტელექტით მონუსხულებსაც ხომ გადავუტყლაშუნე, - ვოტ!..)

ბოლო ორი სტრიქონი რა შუაში იყო, მაგრამ მაინც... smile.gif

This post has been edited by oleg-i on 18 Sep 2018, 00:07
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 18 Sep 2018, 09:54  #53445914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
graviton
QUOTE
ასე დაწერილი არის ზუსტად დამაბნეველი...
წერ, “სცილდებიან” რაც არ განსაზღვრავს ვინ მოძრაობს....
ფარდობითობის თეორია გარკვეულად გეუბნება, ნელდება იმის დრო, ვინც მოძრაობს...
იმის მიმართ ვინც არ მოძრაობს....

დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმები. თუ ერთი მოძრაობს მეორის მიმართ, ნიშნავს, მეორე მოძრაობს პირველის მიმართ. მოძრაობა ფარდობითია ფარდობითობის თეორიაშიც მე მგონი.

oleg-i
QUOTE
ნუ დააბნიე ხალხი... გადაუღო სურათი თავის საათს!!!

რა თქმა უნდა, აბა დედამიწაზე დარჩენილს როგორ გადაუღებდა.

QUOTE
ასე იყო დღემდე და მარიხუანას კულტივაციის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი...

biggrin.gif
Dirac
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1133
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2018, 11:45  #53446467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმ ვიდეოში კაცი რომ ამბობს აჩქარება არაფერშუაშიაო ეგ არის სისულელე. აჩქარება არის თავში. აჩქარდები, ჩერდები და უკან ბრუნდები, ამას აჩქარების გარეშე ვერ მოახერხებ. უბროლოდ ფარდობითობის სპეციალური თეორიის ფარგლებში იხსნება, ანუ ათვლის სისტემების მყისიერად ცვლილებით.
nforumi
QUOTE
ა-მ იცის, რომ ბ მივა ალფამდე მისი დროით tა=132 451 200წმ. როცა ბ-მ მიაღცია ალფას, გადაუღო სურათი თავის სურათს და გამოუგზავნა ა-ს. ახლა მაინტერესებს, რა რიცხვი იქნება სურათზე გამოსახული tბ რიცხვი?

t_b=t_a, ანუ რეალობა არაა დამკვირვებელზე დამოკიდებული.

შევუდგეთ საქმეს. ვთქვათ ნუგზარი და მაყვალა არიან ტყუპები. ნუგზარი დედამიწაზე რჩება, მაყვალა კიდე მიდის 5 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავამდე. ვთქვათ ვარსკვლავის სახელწოდებაა ზესტაფონი. მაყვალა და ნუგზარი შეთანხმდებიან რომ ყოველთვე ერთმანეთს დაურეკავენ. ნუგზარი ყოველთვე სკაიპით ურეკავს მაყვალას, უყვება რა ხდება. პასუხის დალოდებას აზრი არ აქვს და თიშავს სკაიპს. მაყვალა კიდე ვაიბერით ურეკავს ყოველთვე. დაახლოებით ხუთი წელი იქით, ხუთი აქეთ და ნუგზარი ამ 10 წლის განამვლობაში ახერხებს 119-ჯერ დარეკვას. ვთქვათ რაკეტის სიჩქარე ისეთია რომ Gamma = 1/12, ანუ დრო 12-ჯერ მცირდება. გამოდის რომ მაყვალა ვაიბერით მარტო 9-ჯერ ახერხებს. ანუ ნუგზარის თვალსაზრისით არანაირი პარადოქსი არაა. მაყვალაც ხედავს რომ ნუგზარმა 119-ჯერ დარეკა სანამ თვითონ 9-ჯერ დარეკვას მოასწრებდა, ამიტომ მაყვალას თვალსაზრისითაც ნუგზარისთვის გავიდა 10 წელი მაშინ როცა მისთვის გავიდა მარტო 10 თვე.

საინტერესო კითხვაა, რატომ გავიდა მაყვალასთვის 10 თვე. იმიტომ რომ მისთვის ზესტაფონამდე მანძილი არის არა 5 სინათლის წელი, არამედ 5 სინათლის თვე, მისთვის ეს მანძილი შემოკლებულია. ასე რომ მაყვალას თვალსაზრისი მთლიანად ეთანხმება ნუგზარის თვალსაზრისს და მისთვის დრო ნელა გადის.

უფრო საინტერესოა მობრუნების მომენტი. ამ დროს შეგიძლია თქვა რომ მაყვალა გადადის ახალ ათვლის სისტემაში, რომელიც საწყისის საპირისპიროდ მოძრაობს. ახალ და ძველ ათვილს სისტემებისთვის ერთდროულობა სხვადასხვა რამეა, რაც ერთისთვის ახლა ხდება, მეორისთვის უკვე წარსულია. ამ ახალ ათვილს სიტემაში გადასვლისას ხდება დროის აჩქარება/გადახვევა. მაყვალასთვის, სანამ ზესტაფონს მიაღწევდა, მისი ძმა მასზე ახალგაზრდა იყო. როგორც კი მიაღწია, გაჩერდა და უკან წამოვიდა, მისი ძმა სწრაფად დაბერდა.

This post has been edited by Dirac on 18 Sep 2018, 11:46
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 18 Sep 2018, 12:04  #53446568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (Dirac @ 18 Sep 2018, 11:45 )

დამატებითი პარამეტრების შემოტანამდე იქნება გამარკვიო, რატომ უდრის ta და tb ერთმანეთს (ლოგიკურად გასაგებია რომ ტოლი უნდა იყოს სიმეტრიულობის გამო).

რადგან ბ დიდი სიჩქარით მოძრაობს, მანძილი უნდა შემოკლდეს და უფრო სწრაფად უნდა მივიდეს მიზნამდე, ვიდრე 132 451 200 წმ-ია. ანუ tb ნაკლები უნდა იყოს... ანუ გამოდის ta>tb.

აქ მე მგონი ერთდროულობის ფარდობითობის პრობლემაა, თუმცა ერთდროულობა ფარდობითია, თუ სხეულები დაშორებული არიან ერთმანეთისგან. ერთ წერტილში მყოფი ხომალდებს, რა სიჩქარითად არ უნდა მოძრაობდნენ ისინი ერთმანეთის მიმართ, დროის სინქრონიზაცია შეუძლიათ.
graviton
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3673
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 18 Sep 2018, 12:49  #53446872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oleg-i
QUOTE
თუ ა მოძრაობს ბ-ს მიმართ რაიმე სიჩქარით, მაშინ სრულფასოვნად ბ მოძრაობს ა-ს მიმართ იგივე მოდულის საპირისპირო სიჩქარით

კარგი დაგეთანხმები, მაგრამ გამეცი პასუხი შემდეგზე. არ გაუჩინარდე როგორც ჩვეულებრივ იქცევი...
შენ დგეხარ გზაზე, მე მოვდივარ შენსკენ მანქანით...
შენ იცი, რომ მე ვ,ოძრაობ შენსკენ მანქანით და ამიტომ არსად მიდიხარ... რადგან იცი, რომ მანქანა მოძრაობს შენსკენ, და მან უნდა გააჩეროს....
მე მანქანაში ვზივარ და შენსკენმოვდივარ... შენი ლოგიკის თანახმად მე ვფიქრობ, რომ არ ვმოზრაობ, არამედ, შენ მოდიხარ ჩემსკენ,.. ამიტომ მე არაფერს ვაკეთებ, რადდგან ვფიქრობ, რომ შენ გაჩერდები..
შედეგი,: მე დაგეჯახები მანქანით...
ვის უმოძრავია?
ასევეა რაკეტის შემთხვევაში... შენი ლოგიკით თუ იმსჯელებს რაკეტაში მჯდომი და არ შეანელებს რაკეტას დედამიწაზე დასაჯდომად,... დაელოდება რომ დედამიწაზე მყოფი შეანელებს... შეასკდება
რაკეტა დედამიწას...

თუ შენი ნათქვამი სწორია, არ უმდა ჰქონდს მნიშვნელობა ვინ შეაჩერებს... შედეგი ერთი უნდა იყოს...

პრობლემა იმაშია, რომ შენ არ იცი რას ნიშნავს მოძრაობა ფარდობითია...
ამიტომ გეკითხები, რას ნიშნავს მოძრაობა ფარდობითია...?

* * *
Dirac
QUOTE
საინტერესო კითხვაა, რატომ გავიდა მაყვალასთვის 10 თვე. იმიტომ რომ მისთვის ზესტაფონამდე მანძილი არის არა 5 სინათლის წელი, არამედ 5 სინათლის თვე, მისთვის ეს მანძილი შემოკლებულია. ასე რომ მაყვალას თვალსაზრისი მთლიანად ეთანხმება ნუგზარის თვალსაზრისს და მისთვის დრო ნელა გადის.

სწორია, მაგრამ ეს არის სტანდარტული ახსნა ლორენცის ფორმულის გადმოტანა მაყვალსა და ნუგზარზე,...
ამ ხალხს აქვს ასეთი პრობლემა... და გეტყვიან
მოძრაობა ფარდობითია და მოზრაობს არა მაყვალა ზესტაფონი ვარსკვლავისკენ არამედ... მაყვალა უძრავია და მოძრაობს დედამიწა, ნუგზარი და ზესტაფონი,.... მაშინ მათთვის იქნება მანძილი შემოკლებული და მათთვის შენელდება დრო....
შენი პასუხი იქნება ასევე ალბათ,: მაყვალამ მიიღო აჩქარება და ის მოზრაობსო...
ეს დაიყვანება იმაზე, რომ ვინც მოძრაობს იმისი ნელდება.... რასაც ამბობს ფარდობითობის სპეციალური თეორია... ანუ ამ თეორიაში აჩქარება არის ერთ ერთი მეტოდი გავარკვიოთ ვინ მოძრაობს....

This post has been edited by graviton on 18 Sep 2018, 14:00
Davion
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3549
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 18 Sep 2018, 14:07  #53447341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი დავუშვათ და მაყვალა და ნუგზარი სადღაც კოსმოსში არიან, მათ მოახდინეს საათების სინქრონიზაცია, მერე მაყვალამ მიიღო აჩქარება და რაღაც დრო იმოძრავა აჩქარებულად, მერე გამორთო ძრავა და მოძრაობს ინერციით. ამ მომენტიდან ნუგზარას და მაყვალას სისტემა ორივე ინერციულია.
შეკითხვა: მიდის თუ არა შენელებულად ინერციით მოძრავი მაყვალას სისტემაში პროცესები ნუგზართან შედარებით? თუ ხო-მაშინ გამოდის რომ მაყვალას სისტემას ისტორია ახსოვს და ახსოვს რომ თვითონ აჩქარდა და არა ნუგზარი? ეს მეც არ მესმის smile.gif

This post has been edited by Davion on 18 Sep 2018, 14:11
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10485
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 18 Sep 2018, 14:10  #53447358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Davion
QUOTE
კარგი დავუშვათ და მაყვალა და ნუგზარი სადღაც კოსმოსში არიან, მათ მოახდინეს საათების სინქრონიზაცია, მერე მაყვალამ მიიღო აჩქარება და რაღაც დრო იმოძრავა აჩქარებულად, მერე გამორთო ძრავა და მოძრაობს ინერციით. ამ მომენტიდან ნუგზარას და მაყვალას სისტემა ორივე ინერციულია.

შეგვიძლია გამოვრიცხოთ აჩქარება, თუ ვიტყვით რომ მაყვალამ ჩაუქროლა ნუგზარის და ამ მომენტში მოახდინეს საათების სინქრონიზაცია.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0182 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]