წინა გვერდზე რომ დაიდო კონსპირაციული თეორიის ვიდეოები, სრულიად აბსურდულია და თემის მაგ კუთხით განვითარებისთვის თავის ასარიდებლად ავარჩიე არსებული სათაური.
პირველ პოსტში ჩემი აზრი არ გამომითქვამს და ახლა დავწერ. ვფიქრობ რომ უცხო პლანეტელები გვაკვირდებიან და არ გვიმჟღავნებენ საკუთარ არსებობას, იმიტომ რომ ყველა ახალმა ცივილიზაციამ საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს გარკვეული შინაგანი პრობლემების გადალახვა, რის შემდეგაც გალაქტიკურ ცივილიზაციათა გაერთიანებაში მიიწვევენ.
დღეისათვის დაყოფილები ვართ ამერიკელებად და ჩინელებად, იევროპელებად და თურქებად, ა. შ. გარკვეული იდენტობების მიხედვით ვერთიანდებით და ატომური ომით ლამის ყველაფერი გავანადგუროთ. ანუ ჩვენი ბუნება ასეთია რომ ვიყოფით როგორც ჩვენ და ისინი. თუ უცხო პლანეტელები თავიანთ არსებობას გაგვიმჟღავნებენ, მაშინ გავერთიანდებით როგორც ერთიანი ადამიანური რასა, მთლიანად გავხდებით "ჩვენ" და უცხო პლანეტელები გახდებიან "ისინი". ასეთ შემთხვევაში, კი, შიგნით დედამიწაზე კონფლიქტის სიმძაფრე დაიწევს და ატომური ომით აღარ ამოვწყდებით, მაგრამ ის დიალექტიკური პრობლემა, რომელიც დღეს გვიდგას, გადასალახი დაგვრჩება და ჩვენს კონფლიქტს გალაქტიკურ ცივილიზაციებთან, "სხვებთან" მივიტანთ. ზედმეტი თავის ტკივილი რად უნდათ უცხო პლანეტელებს
ასე რომ რამენაირად შიგნით, არსებული დაყოფით უნდა გადავლახოთ პრობლემები. თუ ატომური აპოკალიპსი არ მოვიწყეთ და საბოლოოდ საღ აზრთან შევრიგდით, ანუ როგორც კაცობრიობამ, ეს "ჩვენ" და "ისინი" დაყოფა თუ შეუქცევადად ცივილიზებულ, კონსტრუქციულ ჩარჩოში მოვაქციეთ, შემდეგ უცხო პლანეტელებიც ღიად დაგვიკავშირდებიან როგორც რასას, რომელმაც განვითარების გარკვეული ფაზა გადალახა, მიაღწია სიმწიფეს. ანუ ჩვენთან დაკავშირებით განვითარების ბუნებრივ კურსს აღარ დაგვირღვევენ.
ოღონდ აქ ერთი უზარმაზარი პრობლემაა. მეცნიერები გამუდმებით უსმენენ კოსმოსიდან მომავალ სიგნალებს, სხვა გალაქტიკებიდან მომავალსაც კი. რაიმე ხელოვნური, მოაზროვნე არსების მიერ გადაცემული სიგნალი ალბათ უნდა დაგვეჭირა. რადგან ვერ დავიჭირეთ, მაშინ ან ჩვენს გალაქტიკაში საკმარისად განვითარებული ცივილიზაცია არ არსებობს, ან კი უუუუსაშველოდ აღგვემატებიან ტექნოლოგიური განვითარებით და შეუძლიათ ძველი, თავიანთი განვითარების ადრეულ ეპოქაზე გაშვებული სიგნალებიც დაიჭირონ და ჩვენამდე არ მოუშვან. რაც ფიზიკის თანამედროვე ცოდნის მიხედვით შეუძლებელი უნდა იყოს. რომ წარმოვიდგინოთ, დედამიწიდან კოსმოსში უამრავი სიგნალი ეშვება მას შემდეგ, რაც რადიოტალღების გამოყენება ვისწავლეთ (1-2 საუკუნეა). ზოგი (ბევრი) სიგნალი, რაც კოსმოსშია გაშვებული, სინათლის სიჩქარით მიდის. 5 მილიონ წელიწადში ეს სიგნალი სხვა პლანეტაზე, სხვა ცივილიზაციამდე მივა, დაიჭერენ და ეცოდინებათ რომ ვარსებობთ. თანამედროვე ფიზიკით, თეორიული შანსიც კი არ გვაქვს რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადავინაცვლოთ და ყველა აქამდე გაგზავნილი სიგნალი გავაჩეროთ. :დ (ანუ უცხო პლანეტელებს ჩვენი არსებობა დავუმალოთ)
კიდევ ერთი ვარიანტია რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი უამრავი სიგნალი კოსმოსში იმდენად იფანტება რომ რეალურად სხვა მზის სისტემებამდე ვერც აღწევს და იგივე მიზეზით არ მოგვდის სხვების გამოგზავნილი სიგნალები.
და სხვა ვარიანტი რომ ჩვენთვის ნაცნობი განვითარების პატერნისგან რადიკალურად განსხვავებულად განვითარდა და განსხვავებულია უცხო ცივილიზაცია. არ გაუვლიათ ევოლუციის ჩვენთვის ნაცნობი გზა და არც ბიოლოგიურ სხეულებში არიან მოქცეული. ვინ იცის?
ყველაზე უფრო საშიში ვარიანტი მაინც AI სუპერკომპიუტერის აღზევებაა, ანუ ხელოვნური ღმერთის, რომელსაც თავისი ბიოლოგიური შემქმნელები აღარ ჭირდება და ანადგურებს.
ელონ მასკი სერიოზულად დაიზმენებულია ამ შესაძლებლობაზე.
თუ დავუშვებთ, რომ ადამიანში და სიცოცხლეში არაფერია ღვთაებრივი და ზებუნებრივად ღმერთის მიერ შექმნილი, ანუ მხოლოდ მატერიაა საჭირო და არა სული, მაშინ ხელოვნური ინტელექტის შექმნაც უნდა შევძლოთ და ვინ იცის, იქნებ ამ ინტელექტმა მართლა 1 თვეში გამოიგონოს ყველაფერი ის, რაც ჩვენ, ბიოლოგიურ არსებებს შემდეგი 30 000 წლის განმავლობაში ნელ-ნელა უნდა გამოგვეგონებინა. ეს უკვე სერიოზულად ბნელი ტერიტორიაა და უკვე ფანტაზიით წარმოდგენაც კი მიჭირს, რა მოხდება. ალბათ ეგ იქნება აპოკალიპსი.
Doctordogeმგონია რომ სადაც ეგეთი მარტივი სიცოცხლე იარსებებდა, იქ მოიქოქებოდა კიდეც და ევოლუციის გზით პლანეტის ფლორა-ფაუნას შექმნიდა, ასე რომ ეგრევე დინოზავრივით დიდი არსებების პოვნა უფრო რეალური მგონია მომავალში (როცა ვიპოვით), ვიდრე მიკროსკოპული სიცოცხლის.