სხვაგან წახვედით...
თემას რო დავუბრუნდეთ. ნებისმიერ თემაზე მსჯელობისას მაქსიმალურად უნდა შემოვფარგლოთ განსახილველი ობიექტი და დავრწმუნდეთ, რომ ტერმინებში დისკუსიის მონაწილეებს არ აქვთ აცდენა.
სხვა სიტყვებით, ჯერ უნდა შევთანხმდეთ იმაზე:
1. თუ ვინ/რა არის ღმერთი;
2. უკვე სხვა დანარჩენი...
მაშ ასე, ვინ/რა არის ღმერთი? - ჩემი პასუხია: ხზ. იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურ სამყაროში ვცხოვრობთ და ერთნაირად მოქმედებს ჩვენზე გრავიტაციაც და კოლტის ვაზნაც, ის ცხოვრება, რასაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს თავებში ხდება... ჩვენი სუბიექტური ძალიან გვირთულებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ამ და სხვა სუბიექტურ საკითხებზე.
"ღმერთის" მოთხოვნილება ადამიანს ბუნებრივად აქვს, იმიტომ რომ "ღმერთი" ალბათ ყველასთვის ასოცირდება წესრიგთან. ამ ქაოტურ სამყაროში კი წესრიგი ყველას გვინდა დავამყაროთ, მაგრამ წესრიგის ცნებაზეც ვერ ვთანხმდებით... ჩაკეტილი წრეა მოკლედ.
პირადად მე ქალღმერთების უფრო მჯერა, კერძოდ ქალღმერთ დისციპლინის
PS. ამინდებს რა ეშველება, თორე ღმერთს რა უჭირს