♥♥♥<♥♥♥<♥♥♥< დინამო თბილისის LVII თემა >♥♥♥>♥♥♥>♥♥♥ „დინამო“ თბილისი – საქართველოს საუკეთესო კლუბი 1925 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან იშვიათი გამონაკლისების გარდა ითვლებოდა
ერთ–ერთ მთავარ ფავორიტად ყველა იმ ტურნირში, რომელშიც იღებდა მონაწილეობას... საბჭოთა პერიოდში დინამო იყო ერთ–ერთი
ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ტიტულოვანი გუნდი , საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი დინამო ერთპიროვნულად N1 გუნდია .სახელი - ს.კ დინამო თბილისი
დაარსების წელი - 1925
სტადიონი - დინამო არენა
პრეზიდენტი - რომან ფიფია
მწვრთნელი - დუშან უჰრინი უმცროსი
კაპიტანი - გიორგი ლორია
ფერები - ლურჯი და თეთრი
ფანები - გლადიატორებიკლუბის ისტორია : 1925-19361925 წელს სპორტსაზოგადოება ”დინამოს” თბილისის საბჭოსთან შეიქმნა გუნდი, რომელიც თავიდან ქალაქის პირველობის მეორე ჯგუფში გამოდიოდნენ , თუმცა მალევე მიაღწიეს წარმატებას და პირველ ჯგუფში გადავიდნენ... მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება....
გუნდის პირველი კაპიტანია ანდრო ჟორდანია გახლდათ...
1927 წელს დაიწყო საკუთარი სტადიონის და სპორტული ბაზის მშენებლობა, შეიქმნა ”დინამოს” ჭაბუკთა გუნდი .. შეიქმნა ”დინამოს” გუნდები ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. დინამოს ორგანიზაციებმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფეხბურთის განვითარებაში... სტადიონის მშენებლობა 1936 წელს დასრულდა და ის 30 000 მაყურებელს იტევდა.
ამ პერიოდში დინამოს ფეხბურთელები ძირითადად ქალაქის პირველობებზე და სხვა და სხვა ტურნეებში იღებდა მონაწილეობას.
კლუბის ისტორია : 1936-1945
1936 წელს სსრკ–ს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭოამ კავშირის ჩემპიონატის ჩატარების ახალი სისტემა შემოიღო, რომელშიც დინამო თავდაპირველად „ბ“ , რანგით მეორე ჯგუფში მოხვდა. დინამომ 6 თამაშიდან 5 მოიგო და პირველივე ცდაზე მოახერხა საუკეთესოთა რიგებში მოხვედრა... ამ დღიდან მოყოლებული დინამოს არასდროს დაუტოვებია უმაღლესი ლიგა.
მეორე მსოფლიო ომის გამო ამ პერიოდში , მხოლოდ 5 სეზონი ჩატარდა სრულად...
დინამოელებმა პირველი ოფიციალური მატჩი 1926 წლის 7 სექტემბერს კიევის დინამოსთან ჩაატარეს, მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა.
1936 – 1940 წლებში ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე, ერთხელ მესამეზე. ორჯერ გავიდა გუნდი თასის ფინალში და ორჯერაც ნახევარფინალში დამარცხდა.
გუნდი ლიდერობდა 1941 წლის გათამაშებაშიც, რომელიც 24 ივნისს ომის გამო შეწყდა...
გუნდის მწვრთნელი იყო ალექსანდრე სოკოლოვი...
კაპიტანი შალვა შავგულიძე, გუნდის ლიდერი და ბომბარდირი ბორის პაიჭაძე..ასევე გაიოზ ჯეჯელავა.
მნიშვნელოვანი მოვლენები იყო ბასკოინის ნაკრების სტუმრობა, გამარჯვება ექვსთა თასზე და ამიერკავკასიის თასზე გამარჯვება..ტურნე ირანში, რომელიც პირველი გასვლა იყო კავშირის ფარგლებიდან.
აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ დინამო უფრო კარგად თამაშობდა ლიდერ გუნდებთან, ვიდრე საშუალო დონის გუნდებთან. ასევე დინამო ჩამოყალიბდა სახლის გუნდად...ქულათა დიდ უმრავლესობას სწორედ საკუთარ სტადიონზე ვაგროვებდით.
კლუბის ისტორია 1945-1954
1945 წელს, 9 მაისიდან ოთხ დღეში განახლდა სსრკ–ს ჩემპიონატი, რომელშიც დინამო საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. დინამოელებმა ტურნე მოაწყვეს რუმინეთში, სადაც იქაურმა ჟურნალისტებმა პაიჭაძეს ფეხბურთის კარუზო შეარქვეს.
ამ ათწლეულის განმავლობაში დინამო ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე, სამჯერ მესამზე და ერთხელ ითამაშა თასის ფინალში, ერთხელ ნახევარფინალში.
ყველაზე ახლოს გუნდი 1953 წელს იყო ოქროს მედლებთან, თუმცა როგორც ამბობენ „ზემოთ“ არ უნდოდა ჩვენი ჩემპიონობა და საბოლოოდ მეორე ადგილს დავჯერდით.
ამ პერიოდში დინამოს ლიდერად ჩამოყალიბდა ავთანდილ ღოღობერიძე, რომელიც ყველა დროის ბომბარდირია როგორც ჩატარებული მატჩებით, ისე გატანილი გოლებით დინამოს ისტორიაში.
კლუბის ისტორია 1954-1963
ამ პერიოდის პირველი ნახევარი ყველაზე ცუდი იყო დინამოს ისტორიაში, რაც ძირითადად თაობათა ცვლით იყო გამოწვეული, 1959 წელს კი გუნდის მთავარ მწვღთნელად ანდრო ჟორდანია დაინიშნა, რომელმაც გუნდი კვლავ დააბრუნა ლიდერებს შორის. ორი ვერცხლის მედალი და ორი წაგებული ფინალი თასის გათამაშებაში...
გუნდის კაპიტანი შოთა იამანიძე გახდა, მთავარი ბომბარდირი კი ზაურ კალოები
დინამოელებმა შესანიშნავად ითამაშეს საერთაშორისო შეხვედრებში ევროპაში, აზიასა და ამერიკაში...
ფრანგმა ჟურნალისტებმა ფრანგული რეიმსის განადგურების შემდეგ დინამოელებს „საბჭოთა ფეხბურთის ბრაზილიელები“ შეარქვეს...
კლუბის ისტორია 1964 – 1976
1964 წელს დინამომ როგორც იქნა შეძლო და მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი...
ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვეს : ს.კოტრიკაძე, ბ.სიჭინავა, გ.პეტრიაშვილი, ჯ.ზეინკლიშვილი, გ.ცხოვრებოვი, გ.სიჭინავა, შ.იამანიძე, ს.მეტრეველი, ვ.ბარქაია, ა.აფშევი, მ.მესხი, ი.დათუნაიშვილი და ვ.რეხვიაშვილი ; 12 ფეხბურთელი დაჯილდოვდა მცირე ოქროს მედლებით...
დინამომ და მოსკოვის ტორპედომ თანაბარი ქულები დააგროვეს სეზონის ბოლოს, რის შედეგადაც დაინიშნა გადამაშება ტაშკენტში, სადაც დინამომ 4–1 დაამარცხა მეტოქე..
შემდეგი სეზონები დინამომ არასახარბიელოდ ჩაატარა, ამ პერიოდში გუნდი მხოლოდ 4–ჯერ გავიდა მესამე ადგილზე .. გუნდის ბომბარდირად ჩამოყალიბდა გივი ნოდია, ხოლო კაპიტანი სლავა მეტრეველი გახდა...
1970 წელს დინამოდან 5 კაცი იყო სსრკ–ს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე, 1971 წელს დებიუტი ჰქონდა დინამოში დავით ყიფიანს...1972 წელს გუნდმა პირველად იასპარეზა ევროთასებზე, თუმცა პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა..ჰოლანდიურ ტვენტესთან ორი მატჩის ჯამში 3-4 დავმარცხდით.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კოლუმბის თასზე გამარჯვება, რომელშიც ინგლისის, ესპანეთისა და პორტუგალიის ჩემპიონები იღებდნენ მონაწილეობას.
კლუბის ისტორია 1976 – 1982
ეს პერიოდი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანია ჩვენი გუნდის ისტორიაში
გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ნოდარ ახალკაცი, გუნდი კვლავ დაუბრუნდა თავის სტადიონს, რომელსაც 8 წლის განმავლობაში რეკონსტრუქცია უტარდებოდა..
ამ პერიოდში დინამომ ერთხელ გახდა კავშირის ჩემპიონი, ერთხელ გავიდა მეორე ადგილზე, სამჯერ მესამეზე...1979 წელს მეორედ მოიგო თასის გათამაშება.
გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე გახლდათ, ბომბარდირი რამაზ შენგელია...
დინამომ ევროთასებზე დაამარცხა მილანის ინტერი, ნაპოლი, ლივერპული...
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც 1981 წლის ევროთასებზე გამოსვლა იყო.
1981 წლის მოგონებები, რაც ამ სეზონთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ერთი მოვლენით არის განპირობებული, რომელიც არა მარტო კლუბის, არამედ მთელი ერის საფეხბურთო ისტორიაში - თვალსაჩინოა. დინამომ მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი!!!
გუნდი 1982 წელსაც გავიდა თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, თუმცა იქ ლიეჟის სტანდართან დამარცხდა
მადრიდის საერთაშორისო ტურნირზე კი დინამოელებმა მიუნხენის ბაიერნი დაამარცხეს 2-1, მადრიდის რეალთან კი 2–1 ვიგებდით, თუმცა 4–2 დავმარცხდით საბოოლოდ, რაც დავით ყიფიანის ტრავმით იყო გამოწვეული. ამ შეხვედრაში მიღებულმა ტრავმამ საბოლოოდ ათქმევინა უარი დიდ ათიანს კარიერის გაგრძელებაზე...
კლუბის ისტორია : 1983-1989
დინამომ ვეღარ შეძლო შეენარჩუნებინა ის ადგილი ,რაც გასაგები მიზეზებით იყო გამოწვეული. დინამო ვეღარ ხვდებოდა საპრიზო სამეულში, ვერც თასზე და ევროთასებზე აღწევდა წარმატებას...
კლუბის ისტორია : 1990 – 2000
1990 წლის 30 მარტს, ეროვნულ სტადიონზე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწყო! ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სწორედ ფეხბურთმა შეუწყო ხელი;
...ადრე თუ გვიან, საბჭოთა კავშირი მაინც უნდა დაშლილიყო და ყველა რესპუბლიკა დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდა; თუმცა, საქართველოს შემთხვევაში სწორედ... ფეხბურთით დაიწყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. და აი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე გადაწყდა, რომ ამიერიდან ყველა ქართული გუნდი საკუთარ, ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებდა.
არასასურველი შედეგით დასრულებული პირველი ტურის მიუხედავად თბილისის ”იბერია” დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონი გახდა...
დინამოელებმა 78 ქულა მოიპოვეს და 91 გოლი გაიტანეს...
ჩემპიონატის ბომბარდირი 23 გატანილი გოლით გ.გურული გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად ასევე დინამოელი თემურ ქეცბაია დაასახელეს, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა გიორგი ნემსაძე გახდა, წლის საუკეთესო მცველი კი კახა ცხადაძე..
დინამო ზედიზედ 10–ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და 5–ჯერ თასის მფლობელი.
თუმცა ევროთასებზე მიუხედავად რამდენიმე კარგად ჩატარებული შეხვედრისა ვერავითარ წარმატებას ვერ ვაღწევდით. 1998-1999 სეზონში დინამოელები ყველაზე ახლოს იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან, თუმცა მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით ეს უფლება ბილბაოს ”ატლეტიკმა” მოიპოვა.
ჩემპიონატში კი პირველად შეირყა მისი პოზიციები...ქუთაისის ”ტორპედომ” და თბილისის ”ლოკომოტივმა” სერიოზული კონკურენცია გაუწიეს დინამოელებს...
ქუთაისელებმა სეზონის თითქმის ბოლომდე იბრძოლეს ჩემპიონობისთვის, ლოკომოტივმა კი დინამო თასის 1/8 ფინალში გამოთიშა ასპარეზობა.
აღსაღნიშნია ფაქტი, რომ დინამოში პირველად მოიწვიეს უცხოელი სპეციალისტი (იოჰან ბოსკამპი)
ფეხბურთელებმა მასობრივად დაიწყეს გუნდიდან გადინება...რამაც შედეგი შემდეგ სეზონშივე ჰპოვა ასახვა, დინამომ ჩემპიონობა ქუთაის ტორპედოს 3 წლით დაუთმო , ვერც თასის გათამაშებაში აღწევდნენ წარმატებას და ვერც ევროთასებზე...
ერთადერთი ტიტული 2000 წელს საქართველოს სუპერთასი მოპოვება იყო, როდესაც ქუთაისის ტორპედო დაამარცხა 1-0.
ამ პერიოდში დინამოს ლიდერები იყვნენ თემურ ქეცბაია, კახი კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ძმები არველაძეები , კახი ცხდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ნემსაძე , კახა კაჭარავა, გოჩა ჯამარაული და სხვები...
დინამოს ისტორია : 2000-2011
დინამო ყოველთვის იყო გათამაშების ფავორიტი, თუმცა მხოლოდ 3–ჯერ მოვიპოვეთ ოქროს მედლები და 4–ჯერ საქართველოს თასი...ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იყო 2004–2005 სეზონში. ასევე მნიშვნელოვანი იყო 2004 წელს დსთ–ს თასის მოგება, რომელსაც იმ პერიოდში ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული პრესტიჟი.
დინამოში თითქმის ყოველ სეზონში იცვლებოდა მწვრთნელები და ფეხბურთელები, გუნდში იყო ფინანსური პრობლემებიც, შესაბამისად ყველაზე წარმატებული გუნდი ხშირად უმედლოდ რჩებოდა, თუმცა არცერთ სხვა ქართულ კლუბს მასზე კარგი შედეგისთვის მაინც არ მიუღწევია.
საუკეთესო პერიოდი მაინც 2002–2004 წლები იყო, როდესაც გუნდს ივო შუშაკი თავკაცობდა, მისი ხელმძღვანელობით გიორგნი ანჩაბაძე, ვიტალი დარასელია, ლადო ბურდული, დავით კვირკველია, ალექსანდრე გოგობერიშვილი, რატი ალექსიძე, სანდრო იაშვილი, ლადო ახალაია, გიორგი შაშიაშვილი, კარლოს და როჩა, ოთარ ხიზანეიშვილი , ალექსანდრე ამისულაშვილი, ილია კანდელაკი, გიორგი ზოიძე, დავით გვარამაძე და ა.შ მართლა გამორჩეულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ...
ოდნავ მოგვიანებით გუდნში დაბრუნდნენ გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული... წამოვიდა ძალიან კარგი თაობა დინამოს აკადემიიდან : გიორგი მერებაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია... დინამოში ითამაშა ძალიან გამოცდილმა ავსტრაილემა ლეგიონერმა ნედ ზელიჩმა..
[/b]კლუბის ისტორია : 2011-
2011 წელს კლუბი ქართველმა ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა და ძირეული ცვლილებებიც დაიწყო. მართალია სასიკეთოდ ეს ყველაფერი ჯერ–ჯერობით გუნდის შედეგებს არ დატყობია, თუმცა დინამოელთა გამოსვლა მიმდინარე სეზონში ბოლო წლებთან შედარებით აშკარად გამორჩეულია. 2008 წლის შემდეგ დინამო პირველად ხდება ზამთრის ჩემპიონი , რაც გუნდში ბევრი ლოგიკური და წარმატებული გადაწყვეტილების შედეგია...
2012 წლის პირველ ეტაპზე დინამომ მხოლოდ 7 შეხვედრა მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და სამჯერ დამარცხდა . მაშინაც იყო 14 მატჩიანი წაუგებელი სერია და ყველას იმედი გვქონდა შევძლებდით სასურველი მიზნის მიღწევას და ევროსაგზურის მოპოვებას , თუმცა გადამწყვეტ თამაშში დავმარცხდით და საბოლოოდ ჩემპიონატის ისტორიაში პირველად საპრიზო სამეულის მიღმა დავრჩით...
ამას მოყვა გუნდში ძირეული ცვლილებები...შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და 2012–2013 წლის პირველი წრეც დინამომ პირველ ადგილზე დაასრულა..
3 ქულით ვუსწრებთ მეორე ადგილოსანს , ხოლო 7–ით მესამეს...
გასულები ვართ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალში, სადაც მისი მეტოქე ფოთის კოლხეთი იქნება.
– დინამომ 22 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა (საშუალოდ თამაშში 2,87)
- დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ 11 შეხვედრაში
- მოვიგეთ ყველა საშინაო შეხვედრა (11 შეხვედრა, ამას დავუმატოთ თასის შეხვედრაში გამარჯვება და წინა სეზონის უკანასკნელ ტურში გამარჯვება და გამოდის, რომ ზედიზედ 13 შეხვედრა მოვიგეთ საკუთარ კედლებში)
- დინამოს ეკუთვნის ამ სეზონში 16 მატჩიანი წაუგებელი სერია ( 15 სექტემბრიდან 23 დეკემბრამდე)
- ბომბარდირთა დავაში პირველია ჩისკო 17 გატანილი გოლით, ხოლო მეორე ჯაბა დვალი 16 გატანილი გოლით. მეოთხე ადგილზე მიკელ ალვარო 11 გატანილი გოლით , ხოლო გიორგი მერებაშვილი და ლევან ხმალაძე 6-6 გატანილი გოლით მოწინავე პოზიციებს იკავებენ (აღსაღნიშნავია, რომ დინამოს ცენტრალურ ნახევარმცველს იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ვიდრე ზედა ექვსეულის რამდენიმე გუნდის საუკეთესო ბომბარდირს...)
- ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გიორგი მერებაშვილმა შეასრულა - 11 , 7 საგოლე გადაცემით მესამეზე ჩისკო.
- გოლს + პასი პრინციპით პირველი არის ჩისკო 24 ქულით, მეორე ჯაბა დვალი 18 ქულით, მესამე მერებაშვილი 17 ქულით და მეოთხე მიკელ ალვარო 15 ქულით...მხოლოდ ამის შემდეგ მოდიან სხვა გუნდის ფეხბურთელები. (ათეულშია ლევან ხმალაძეც, რომელსაც 6 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს)
- 22 მატჩიდან 11–ჯერ დინამომ კარი მშრალად შეინახა . 8–ჯერ გიორგი ლორიამ, 3–ჯერ თორნიკე ზარქუამ
- ქულათა მაქსიმუმი ავიღეთ რუსთავის მეტალურგთან, მარტვილის მერანთან, ბოლნისის სიონთან, ბათუმის დინამოსთან და ფოთის კოლხეთთან. 4–4 ქულა ავიღეთ ტორპედოსთან, საჩხერის ჩიხურასთან, ზუგდიდთან და ვიტ–ჯორჯიასთან...ხოლო მხოლოდ 3 ქულა გორის დილასთან და ზესტაფონთან.
- დინამომ ორივე წრეში 26–26 ქულა აიღო 33–ის შესაძლებლობიდან (8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება)
- აღსანიშნავია ფაქტი, რომ დინამომ არცერთ შეხვედრაში არ წააგო პირველი ტაიმი.
- ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული გვერდის www.worldsport.ge–ს ვერსიით პირველი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი დინამოელთა ესპანელი ლეგიონერი ჩისკოა, ხოლო პირველი წრის საუკეთსო ასევე ესპანელი დინამოელი მიკელ ალვარო გახდა... (ამავე სიმბოლურში მოხვდა დავით ოდიკაძე, რომელიც დინამოს საკუთრებაა, თუმცა საჩხერის „ჩიხურას“ რიგებში გამოდის)
– სიმბოლურ ნაკრებში 5 დინამოელია : კვარაცხელია, ალვარო, მერებაშვილი, ჩისკო და დვალი, ხოლო მეორე სიმბოლურში გიორგი ლორია და გიორგი სეთურიძე
– ჩისკო ასევე ყველაზე მეტჯერ მოხვდა კიდევ ერთი სპორტული გამოცემა „ლელოს“ სიმბოლურ ნაკრებში
- სფფ–ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობას უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები იღებდნენ საუკეთესო ფეხბურთელად ჩისკო დასახელდა, მეორე ადგილზე ჯაბა დვალი გავიდა, ხოლო მესამეზე გიორგი ლორია
- 22 შეხვედრაში 27–მა დინამოელმა მიიღო მონაწილეობა. 22–22 შეხვედრა ჩაატარეს გივი კვარაცხელია(1980 წუთი, ანუ შეუცვლელად ყველა შეხვედრა. კვარა არა მხოლოდ დინამოში, არამედ მთლიანად ჩემპიონატში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა ყველა შეხვედრა), გიორგი მერებაშვილმა (1792 წუთი) და მიკელ ალვარომ (1817 წუთი) . ძირითადი გუნდი აშკარად გამოკვეთილი იყო სხვებისგან : ლორია (15 თამაში), სეთურიძე (21), კვარაცხელია (22), ხიზანეიშვილი (19), რეხვიაშვილი (17), ძარია (18), ხმალაძე (21), მერებაშვილი (22), ალვარო (22), ჩისკო (20), დვალი (18)
მეკარეები: თორნიკე ზარქუა (6), კოკა სეფიაშვილი (1)
მცველები: დარკო გლიშიჩი (16), ლევან კაკუბავა (1), დავით ხოჭოლავა (3), არჩილ ტვილდიანი (6), გიორგი გველესიანი (4)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (8), გიორგი პაპავა (1), ჯაბა ჯიღაური (2), ირაკლი ლექვთაძე (2), კარლეს კოტო (10), ლაშა პარუნაშვილი (1),
თავდამსხმელები: რობერტინიო (14), ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი (13), ალბერტ იაგუე * (1)
– ძირითადის გუნდიდან ტრავმის გამო გამოტოვა ბევრი შეხვედრა გიორგი ლორია, კარლეს კოტომ, ასევე ტრავმები ქონდა დავით ხოჭოლავას, ირაკლი ლექვთაძეს და რობერტინიოს.
- მხოლოდ ორმა დინამოელმა მიიღო წითელი ბარათი – თორნიკე ზარქუამ და ოთარ ხიზანეიშვილმა (ორჯერ). (ორი ყვითელი ბარათის გამო დატოვა მოედანი გიორგი რეხვიაშვლმა და აღსაღნიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი ერთ შეხვედრაში გააძევა მსაჯმა ტორპედოსთან 3–2 მოგებულ შეხვედრაში)
- ყვითელი ბარათი კი 31–ჯერ მიიღეს დინამოელმა (6–6ჯერ ირაკლი ძარიამ და ლევან ხმალაძემ)
- დინამოს დუბლშემადგენლობა ასევე ლიდერობს დუბლების ჩემპიონატს, ხოლო დინამო 2 მეოთხე ადგილზე პირველი ლიგის გათამაშებაშიგუნდი ახალი წლის შემდეგ შეიკრიბება და მოსამზადებელ ეტაპზე გაკეთდება კომენტარები, ისე როგორც ფეხბურთელთა ტრანსფერებზე... პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 თებერვალს ფოთში ადგილობრივ კოლხეთთან გამართავს საქართველოს თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში..
წინა თემები
1:
სკ "დინამო" - თბილისი 1925 2:
სკ "დინამო" - თბილისი 1925 3:
თბილისის დინამო 4:
დიდი გუნდი!!! 5:
დიდი გუნდი!!! 6:
გზა ევროპისკენ!!! 7:
Made in Tbilisi 8:
კვლავ ჩემპიონობისკენ.. 9:
Just #1 10:
ევროპის დროა.. 11:
Mes Que Un Club 12:
XII ნაწილი 13:
მაგრად დაჰკარით 14:
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 30-30 15:
Pride of Georgia 16:
The Rise Of The Fenix 17:
დინამო მერებას გარეშე 18:
საქართველოს საუკეთესო გუნდი 19:
Semper Fidelis 20:
ლურჯ-თეთრი სამყარო 21:
საამაყო ლურჯ-თეთრი სამყარო 22:
Best in East 23:
Tradition, Honour, Power 24:
is comming 25:
მზადება ჩემპიონატისთვის 26:
The best club of the best city 27:
რაც დარჩა უნდა მოვიგოთ... 28:
Tradition, Honour, Power 29:
www.gladiators.ge 30:
www.gladiators.ge 31:
gladiators.ge 32:
www.gladiators.ge 33:
www.gladiators.ge 34:
დაუბრუნდი დინამოს 35:
ჩვენ შეგვიძლია... ჩვენ შევძლებთ... 36:
the best club, of the best city.. 37:
Tradition, Honour, Power 38:
Vamos!Nuestro Apoyo A Alex!!! 39:
Vamos!Nuestro Apoyo A Alex!!! 40:
Vamos!Nuestro Apoyo A Alex!!! 41:
Merry Christmas and Happy New Year 42:
მზადება ჩემპიონობისთვის 43:
ჩემპიონები უნდა გავხდეთ!!! 44:
დინამო თბილისი VOL44 45:
დინამო თბილისი 46:
დინამო თბილისი . VOL 46 47:
დინამო თბილისი . VOL 47 48:
დინამო თბილისი . VOL 48 49:
FC DINAMO TBILISI 50:
მზადება ახალი სეზონისთვის (საიუბილეო თემა) 51:
4=1 დაპორტირდი დინამოზე52 :
1>4 , ფორვარდი გვინდა53:
more than football54:
More Than Football55:
DINAMO LIVES HERE56:
ჩვენ დიდი გუნდი ვართგახდი გლადიატორი დინამოს გულშემატკივრები იყვნენ ყოველთვის, მსოფლიოს შექმნის პირველივე წამიდან (და მსოფლიო მისი პირველი გაგებიდან, ვისაც დაავიწყდა, შეიქმნა 1925 წელს სპორტსაზოგადოება დინამოს ხელმძღვანელთა ინიციატივით). ასე რომ, დინამოს გულშემატკივრები მოდიან დინამოსთან ერთად დროის დასაწყისიდანვე. ისინი იყვნენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,საბჭოთა კავშირში და ასევე მის საზღვრებს გარეთაც. გავიდა წლები…. დინამოს გულშემატკივრები არიან ახლაც. ისინი არიან ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ქვეყნებში, ახალგაზრდები და ასაკიანები, მდიდრები და არც ისე შეძლებულები. დინამო ყველგანაა, დინამო უსაზღვროა... ასეთია ჩვენი ცხოვრება – თეთრ-ცისფერი დინამო თბილისიდან. და ამიტომ არასდროს – არც ადრე, არც ახლა – ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ძალიან ბევრნი. დინამოს გულშემატკივარი – არ არის ადამიანი "ხროვიდან", დინამოს არ ქომაგობენ გამორჩენისათვის. დინამო – მუდმივი ღირებულებაა, დინამო არ იყო და არასდროს არ იქნება იაფფასიანი და მოდიდან გასული. ჩვენი ქომაგები არიან მშვიდობისათვის, როგორც ვარსკვლავები ღამის ცაზე. ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მთელს ვარსკვლავეთში. იმ წლებში, როცა საფეხბურთო მოედნებზე ჩვენი კლუბის დიდება ცოტა ჩაიკარგა, დინამოელები გახდნენ ხალხი, რომლებიც ატარებდნენ ტრადიციას დაეფიცათ თეთრ-ცისფერ ფერებზე თაობიდან თაობამდე, ხალხი რომელიც არ იყო ბრბო წუთიერი მოდის ამყოლი. ასე იქმნებოდა ტრადიციები დინამოს ფანების დინასტიისა. საბჭოთა კავშირირს დაშლის შემდეგ ცოტა იყო ხარისხიანი მატჩი, შემცირდა გულშემატკივარი ტრიბუნებზე. რამდენიმე წელიწადი ქვეყანას არ ეფეხბურთებოდა. ღრმა კრიზისს განიცდიდა დინამოური მოძრაობაც. და აი 1998-წელს ჩამოყალიბდა დინამოს გულშემატკივართა პირველი სერიოზული ორგანიზებული გაერთიანება. მას უკავშირდება მთელი ეპოქა დინამოს ფანობის. პირველი ორგანიზებული გასვლები ავტობუსით, პირველი ევროგასვლები, პირველი პროგრამები, რომლებიც იბეჭდებოდა კომპიუტერებით და მრავლდებოდა ქსეროქსით, პირველი ფანური გამოცდილება პუბლიცისტიკაში, პირველი საიტი ინტერნეტში, რომელიც ეძღვნებოდა დინამოს ფანობას და ა.შ... პრაქტიკულად ყველაფერი რასაც აკეთებდა ეს ფან-კლუბი, იყო გაკეთებული პირველად ისტორიაში. ყველა ჩვენგანისათვის, ვინც ამზადებდა ახალ გაერთიანებას, ამ სახელწოდებაში ,,გლადიატორები’’ ჩართულია ყველა დინამოური მოძრაობა. ჩვენ არ ვართ არანაირი სახალხო გამოძახილი. ,,გლადიატორები’’ – არის დინამოური არისტოკრატიზმი. დინამოელებო – გავერთიანდეთ! ჩვენ ვართ დინამო! ჩვენ ვართ გლადიატორები!
მიმაგრებული სურათი
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN