გამარჯობათ
მაქვს: Dahua-ს NVR -ები
1) DHI-NVR4216-16p Firmware: 3.201.0000.1.R
2) DHI-NVR4208 Firmware: 3.201.0000.1.R
ასევე მაქვს დახლოებიტ 15 Dahua-ს კამერა და 8 Hikvizion კამერა ამ ნვრ ებზე
დაჰუას კამერას არ აქვს პრობლემა მაგრამ Hikvizion კამერებზე მაქვს ჩაწერის პრობლემა დაახლოებით ყოველ 1 წუთში, დაახლოებიტ 10 წამს ტოვებს
დავა-Troubleshoot-ე და გავარკვიე რომ მიზეზი იყო დროის სარტყელი, ვცადე მისი გასწორება ყველა მეთოდით რა მეთოდსაც Hikvision კამერები მაძლევს, ჩერდება რამდენიმე წუთით მაგრამ შემდეგ ისევ +08:00 ზე ბრუნდება ავტომატურად, ხოლო თუ Dahua-ს NVR იდან ჩავხსნი და ისე შევცვლი არ იცვლება,
ნუ გამოვიდა რომ NVR თან სინქრონიზაციისას თვითონ NVR უცვლის დროის სარტყელს კამერას და ამიტომ პრობლემა ექმნება ჩაწერაზე,
ახლა ვცადე NVR Firmware ის განახლება (ვიფიქრე რომ განახლებაში იქნებ გამოსწორებული იყოს ეს ამბავითქო) მაგრამ ვერ გამომივიდა, დავრეკე პროდუქტის შემომტანებთან და მათმა ტექნიკებმაც ვერ ამიხსნეს თუ რატომ ა-Fail-ებდა Firmware upgrades,
ასევე მეილის მიმოწერა მქონდა Hikvision ის მომწოდებლებთან და მათ საპორტთან მაგრამ რახან Dahuas ბრალია იმათმა ვერ ქნეს ვერაფერი,
იქნებ ვინმე მცოდნე მოიძებნოს აქ ვინც რამე სათანადო იდეას მომაწვდის კიდევ რომ ვცადო?
P.S.
ლინკზე ავტვირთე ფაილი რომელიც Firmware upgrade Fail ის დროს დაგენერირდა, ძალიან დიდი რაოდენობის სიმბოლოებს შეიცავს ამიტომ აქ დაკოპირებას მოვერიდე.