74 წლის ასაკში ქართველი როკ მუსიკოსი ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა, რომელიც მომღერალს რამდენიმე დღის წინ დაემართა.
კოჩაროვის სახელს უკავშირდება თბილისში The Beatles-ის პოპულარიზაცია. ის როკ ბენდ The Blitz-ის ხელმძღვანელი და ლიდერი იყო. ბლიცმა საქართველოსა და საბჭოთა კავშირში The Beatles-ის სიმღერების შესრულებით გაითქვა სახელი. 1989 წელს კი, ლივერპულში, The Beatles-ის ორეულობის კონკურსში ბლიცმა გაიმარჯვა. აქამდე, ამ ფესტივალის გრან-პრი ყოველთვის ინგლისურენოვანი ქვეყნების ჯგუფებს ერგებოდათ.
ვალერი კოჩაროვის შვილია როკ მუსიკოსი, ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის ფრონტმენი ნიკა კოჩაროვი.
https://tabula.ge/en/news/685436-74-clis-as...mgherali-valeri