ვიცი ეს განყოფილება სულს ღაფავს უკვე კაი ხანია მარა სხვაგან სად გამეხსნა თემა არ ვიცოდი,ხოდა იყოს ისევ აქ.
მოკლედ რაშია საქმე. ვარ 17 წლის,მე-12 კლასში გადავედი. ხოდა ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია რაზე ჩავაბარო. ვფიქრობდი იურიდიულზე,საერთაშორისო სამართალზე,საერთაშორისო ურთიერთობებზე,ჟურნალისტიკაზე,პოლიტიკურ მეცნიერებებზე, მაგრამ ყველა მეუბნება რომ ამ ფაკულტეტებზე ჩაბარება არ ღირს რადგან სამსახურები არაა,მოთხოვნა არაა და ა.შ. რა ფაკულტეტებსაც მირჩევენ,საშინლად მძულს ყოველი მათგანი (კომპიუტერული მეცნიერებები,ინჟინერია,პროგრამირება და რაღაც ასეთები).
ვერ ვისწავლი ამ საგნებს,ისედაც უკვე ვაცნობიერებ რომ რაზეც არ უნდა ჩავაბარო,ყველაფერში დიდი შრომა მომიწევს და მირჩევნია ისეთ საქმეში ვიშრომო საითკენაც გული მიმიწევს.
თან ამერიკაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.ოღონდ მხოლოდ სწავლისთვის და ფულის დასაგროვებლად კი არ მივდივარ,იქ უნდა ვიცხოვრო,ოჯახიც იქ უნდა შევქმნა და სიცოცხლის ბოლომდე იქ უნდა დავრჩე
ხოდა ამერიკაში არაა მუშაობა ადვილი. ძაან მშრომელი უნდა იყო რომ კარგი შემოსავალი გქონდეს. ხოდა ეს მე გაცნობიერებული მაქვს და რო წარმოვიდგენ რო კომპიუტერული მეცნიერებების ან რაიმე მსგავს სფეროში ვმუშაობ და დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ,თვალზე ცრემლი მადგება
მიყვარს ლიტერატურა,ისტორია,ენების სწავლა,ვგიჟდები კინოზე და საერთოდ მსახიობობაზე ვოცნებობდი ყოველთვის ან კინოს სფეროში მუშაობაზე მარა ნუ ეგ ეხლა ძაან არარეალურია და შევეშვი მსგავს ფიქრებს
არ შემიძლია რა ვიჯდე ესე კომპიუტერთან 24 საათი,სათვალეებით,ზომბი,უსიცოცხლო ტიპი და პროგრამების დაინსტალირება თუ რაღაც მზეობები ვაკეთო,ვერ ვერკვევი საერთოდ მაგ ამბებში.
ხოდა რას მირჩევთ,რა გავაკეთო?