forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (49) « პირველი ... 47 48 [49]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამხედრო სიახლეები XXVIII
f1_ferrari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1964
წევრი No.: 61986
რეგისტრ.: 22-May 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 08:56  #52063469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ჭირს არსებალს?((
ყველამ იცის თურქეთმა ოპერაცია რომ დაიწყო სირიაში მაგრამ არც დადებულა სიახლე განხილვებზე და ახალ ინფოებზე ხო ლაპარაკი არაა


--------------------
scuderia ferrari
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27660
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 16:10  #52065800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რას მოსთხოვენ რეზერვისტებს რეფორმის შემდეგ
ინტერვიუ თავდაცვის სამინისტროს მთავარ იურისტთან
ზვიად ოქროპირიძე

თავდაცვის სამინისტრომ ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: სამნაწილიანი აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი და გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი არის წელიწადში არაუმეტეს 45 დღე და ეს პერიოდი პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება, ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები. რეზერვში პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ უპასუხა.



თბილისი
ფოტო: shutterstock.com

ზოგადი კითხვით დავიწყებ - საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის რეზერვი რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია?

უაღრესად მნიშვნელოვანია სამხედრო-სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, აუცილებელია ახალი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო რეზერვში ჩარიცხული პირების გამოძახებას, ასევე მათ პროფესიულ დონეზე მომზადებას. ცხადია, რომ არსებული სისტემა, რომელიც დღეისთვის მოქმედებს, ვერ უზრუნველყოფს რეზერვის სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. შეფერხებები არის ამ კუთხით, როგორც აღრიცხვის, მათი გაწვევის, გამოძახების, მომზადების და საჭირო ღონისძიებებში მათი აქტიურად ჩართვის კუთხით. სწორედ ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მუშაობს სწორედ ამ კანონპროექტზე. კანონპროექტს საფუძვლად დაედო რეზერვის შესახებ კონცეფცია, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ იყო მოწონებული და აღიარებული. ასევე კონცეფცია წინასწარ იყო განხილული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და კომიტეტის თანხმობის შემდეგ დაიწყო უკვე კანონპროექტის შემუშავება.

დღეს პრემიერმაც ბრძანა, რომ იყო ხარვეზები და არსებულ სისტემას ცალსახად სჭირდებოდა შეცვლა. ანუ, თავდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ეს ახალი კონცეფცია სრულად აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც არსებულ სისტემაშია?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი სისტემა ძირეულად შეცვლის არსებულ სამხედრო-სარეზერვო სისტემას. მოგეხსენებათ, რომ რეზერვი, რომელიც კანონპროექტის და კონცეფციის მიხედვით არის შემოთავაზებული, იქნება ორი სახის: იქნება სამობილიზაციო რეზერვი, როგორც უკვე აღინიშნა და მნიშვნელოვანი სიახლე არის აქტიური რეზერვი. აქტიური რეზერვი იქნება სამი სახის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. განსხვავებებიც მოისმინეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აქტიური რეზერვი იქნება ნებაყოფლობითი და არ იქნება სავალდებულო; იქნება ანაზღაურებადი; იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მოხდება სწორედ ამ რეზერვისტების დაკომპლექტება.

იმ პერიოდში, როდესაც ისინი ნებაყოფლობით გაწვეულები იქნებიან, მათ უნარჩუნდებათ თუ არა სამუშაო ადგილი, ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ?

კანონპროექტში პირდაპირ აღნიშნულია, რომ მათ გაწვევის შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ კერძო თუ საჯარო სექტორში დაკავებული თანამდებობა და ანაზღაურება.

აქვე დავაზუსტოთ ასაკობრივი შეზღუდვის შესახებაც და თუ არის საჭირო რაიმე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ადამიანთა გადასამზადებლად?

ასაკს რაც შეეხება, დღეს მოქმედი სამხედრო რეზერვის კანონის მიხედვით არის ძალიან მცირე ვადები დადგენილი იმ პირთა კონტიგენტთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ და ირიცხებოდნენ სამხედრო სარეზერვო სამსახურში. ეს არის ასაკი 27 წლიდან 40-წლამდე. ჩვენ ამ ასაკს ვზრდით. კერძოდ, შეიარაღებული ძალების რეზერვის შემთხვევაში იქნება 50 წელი, ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში იქნება 55 წელი, სპეციალისტების რეზერვის შემთხვევაში 65 წელი. ხოლო სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც ყველაზე უფრო ჰგავს დღეს მოქმედი რეზერვის მოდელს, აქ ასაკი იზრდება 60 წლამდე.

სამობილიზაციო რეზერვის დეტალებიც განვმარტოთ. ეს არის სავალდებულო, ხომ ასეა?

დიახ, ეს არის სავალდებულო და მნიშვნელოვანი სიახლე არის სწორედ ის ასაკი, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. შესაბამისად, უფრო მეტი ძალების მობილიზება იქნება შესაძლებელი, საქარველოს უფრო მეტ მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ქვეყნის და სამშობლოს დაცვის და თავდაცვის საქმეში მონაწილეობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც არის, რასაც გვთავაზობს კანონპროექტი და კონცეფცია მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ შეიქმნება რეზერვის მართვის ელექტრონული მართვის სისტემა, რაც გულისხმობს რეზერვისტების შესაბამისი კატეგორიების მიხედვით დაყოფას - სამხედრო სპეციალობების და პროფესიების მიხედვით, ასევე მათი ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე მათი ასაკის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, იმ პირთა კონტიგენტს, თუ რომელი პირები და რა რაოდენობის ადამიანები, რეზერვისტები უნდა დაექვემდებარონ გაწვევას, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საჭიროებიდან და კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე გენერალური შტაბი მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება გაწვევას, გაწვევაზე გადაწყვეტილებას, მაგალითად საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში რეზერვისტების გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, ხოლო მომზადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

მომზადება ახსენეთ და გამოგრჩათ ერთი საკითხი, რაზეც გკითხეთ - სასწავლო ცენტრების დამატება თუ არის საჭირო?

მომზადების საკითხი ეხება მთლიანად გვარდიას. ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების მომზადებას. მინდა დავაზუსტო, რომ კანონპროექტი სამობილიზაციო რეზერვის ნაწილში ამოქმედდება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან. ეს ვადა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამართულად ამუშავდეს ეს სისტემა, დაინერგოს ელექტრონული მართვის სისტემა, მოხდეს კატეგორიზაცია ამ რეზერვში აღრიცხული პირების და ცალკეულ შემთხვევებში მიზნობრივად მოხდეს ამ რეზერვისტების გამოძახება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას მთლიანად უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია და ამისთვის შესაბამისი პირობები, ინფრასტრუქტურა, გადასამზადებელ პირთა რაოდენობაც ზუსტად იქნება განსაზღვრული იმ პერიოდის განმავლობაში.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიური რეზერვი, შესაძლოა, საპილოტე პროექტის სახით წელსვე ამოქმედდეს და ამისთვის უწყება არის მზად. როგორ შეიძლება დაიწყოს საწყისი ეტაპი და რა რაოდენობის ადამიანებზე შეიძლება იყოს გათვლილი, ეს ხომ ფინანსებთან, ბიუჯეტთან არის მიბმული?

აქტიური რეზერვის სისტემა ნამდვილად წელსვე დაიწყებს მუშაობას საპილოტე პროექტის სახით. წელს იგეგმება 260 აქტიური რეზერვისტის გაწვევა ამ სამივე სახეობის სარეზერვო სისტემაში. თანხაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად და წლიური დაფინანსება მიმდინარე წელს მხოლოდ ამ რეზერვისტებისთვის იქნება დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასი ლარი.
https://imedinews.ge/ge/interview/142/ras-m...epormis-shemdeg


--------------------
В России закручивание гаек предвещает бесконечный ужас, а их раскручивание - ужасный конец

The strenght and courage of our Ancestors make us wealthy. But the wealth makes us weak and coward@Law for Beginning of End
SabaGEO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 131531
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 16:27  #52065913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gugusha-l
QUOTE
კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი


* * *
QUOTE
ეს არის ასაკი 27 წლიდან

zindiosama
27 წლამდე ვინც ვართ ვერ ჩავირიცხებით??
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27660
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 16:50  #52066074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SabaGEO
QUOTE
27 წლამდე ვინც ვართ ვერ ჩავირიცხებით??

მე როგორც გავიგე, ეგ ალბათ უფრო სამობილიზაციო რეზერვში იქნება
27 წლიდან აქტიურ რეზერვში იწყება სამსახური
SabaGEO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 131531
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 17:07  #52066165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zindiosama
ხო ვისაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური მხოლოდ ისინი ექვემდებარებიან გაწვევას
hermes555
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5905
წევრი No.: 120573
რეგისტრ.: 6-September 10

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 20:03  #52067095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2020 წელსო, ეჰ.... ომიდან 12 წლის შემდეგ შესაძლოა იყოს რეზერვი .... sad.gif
S@BsoN@
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 196499
რეგისტრ.: 13-January 15

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 21:23  #52072859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://rustavi2.ge/ka/news/95345

რას ფიქრობთ ამაზე, ხდება ასეთები? თუ ამუქებენ როგორც ჩვევიათ ხოლმე.

This post has been edited by S@BsoN@ on 27 Jan 2018, 21:24
ignorant
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8360
წევრი No.: 88697
რეგისტრ.: 12-April 09

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 22:15  #52073187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (S@BsoN@ @ 27 Jan 2018, 21:23 )
http://rustavi2.ge/ka/news/95345

რას ფიქრობთ ამაზე, ხდება ასეთები? თუ ამუქებენ როგორც ჩვევიათ ხოლმე.

ყველაზე მეტად ყურადსაღები ეს უნდა იყოს:

QUOTE
მოკლული ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა კიდევ ერთი ამბავი იციან, რომელიც მათი ვარაუდით, შესაძლოა, რუსიას, მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ბექა რუსიამ მორიგეობისას დააკავა, ბაზაზე ხელმძღვანელებს მიუყვანა, თუმცა, შემდეგ დაკავებულის შესახებ ვეღარაფერი გაიგო.





--------------------
Good Luck Mr. Gorsky! :D :D :D
S@BsoN@
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 196499
რეგისტრ.: 13-January 15

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 23:26  #52073633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალბათ რაღაცა იჩათ**ხეს და მიაყოლეს ეს ბიჭიც მაგ ამბავს . ამის გამპროტესტებელი კიდე არავინ არაა. არ ცალიათ ბახალა ყავთ გამოსაყვანი ციხიდან. იმედია ვინმე გამოეხმაურება ამ ამბავს და არ მიჩქმალავენ. მასეთ მეთაურებს კიდე უნდა დაუხვრიტო ერთი ადგილი და ვეღარ გაბედავენ მერე ეგეთებს სხვები.
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27660
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2018, 13:03  #52076062      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
S@BsoN@
QUOTE
მასეთ მეთაურებს კიდე უნდა დაუხვრიტო ერთი ადგილი და ვეღარ გაბედავენ მერე ეგეთებს სხვები.

მთელი მეთაურობა დასახვრეტია მაგ ლოგიკით
ეჭვიც არ მეპარება რომ ყველა ეფესბეზე მუშაობს სინამდვილეში
ვახ რა ქვეყანაში დავიბადე ტოოოო... რა დავაშავე ასეთი? facepalm.gif

ეს კვიჟინაძე ალბათ ერთი სამოცს გადაცილებული ტიპი იქნება, ძველი საბჭოთა ოფიცერი

მაგრამ თუ ვერაფერი გაიგო მაშინ რატო მოკლეს?
ალბათ გაგება მოინდომა და...
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27660
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 18:54  #52314721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Парламент Грузии утвердил проект новой системы военного резерва
https://www.newsgeorgia.ge/parlament-gruzii...ennogo-rezerva/

დაუმტკიცებიათ უკვე
eagle.1.
საქართველო


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 4346
წევრი No.: 116347
რეგისტრ.: 30-May 10

გამოგზავნილია: 9 Mar 2018, 16:15  #52319993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორი იქნება მოიერიშე თვითმფრინავი, რომლის წარმოებაც საქართველოში იგეგმება?

"ჩვენს ხელმძღვანელებს აქვთ ასეთი იდეა, რომ საფრენი აპარატის ღრმა მოდერნიზაცია მოხდეს, ყველა დადებითი მხარე, რაც მას აქვს, დავტოვოთ და საექსპლუატაციო ან საბრძოლო გამოცდილების დროს გამოჩენილი სუსტი მხარეები გამოვასწოროთ. მოვახდინოთ
მისი თავსებადობა თანამედროვე უსაფრთხოებისა და თავდაცვითი კონცეფციების სტანდარტებთან.
https://bpn.ge/finansebi/43428-rogori-iqneb...html?lang=ka-GE
ნეტა თუ მართლა რამე გამოვა ამ საქმიდან?

This post has been edited by eagle.1. on 9 Mar 2018, 16:16


--------------------
მამულისათვის! მამულისათვის!
ძმებო სიკვდილი ან გამარჯვება.
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27660
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 9 Mar 2018, 17:05  #52320356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
eagle.1.
QUOTE
ნეტა თუ მართლა რამე გამოვა ამ საქმიდან?

რომც გამოვიდეს, ქართული არმია მაგათ ისევე ვერ იხილავს როგორც საკუთარ ყურებს. ექსპორტზე წავა აზია-აფრიკის ქვეყნებში

ეგრეა ჩაფიქრებული
* * *
user posted image
სავარაუდოდ ალბათ ესეთი იქნება გე-31
ეს ესკიზური ნახაზია და ჯერჯერობით ისევე საბჭოთა ძრავით
როგორი იქნება დასავლური ძრავის დაყენების მერე - გამოჩნდება
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27660
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 13:14  #52463805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Грузия будет сотрудничать с Турцией в военно-технической сфере
https://www.newsgeorgia.ge/gruziya-budet-so...icheskoj-sfere/

საინტერესოა, ეს ყველაფერი რას მოიცავს?
spec
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13063
წევრი No.: 55317
რეგისტრ.: 9-March 08

გამოგზავნილია: 10 Apr 2018, 11:48  #52500387      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


--------------------
ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ
"The only thing necessary for the triumph of evil is for good men to do nothing"
ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (49) « პირველი ... 47 48 [49]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0352 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]