ეს პრობლემა მხოლოდ მშენებლობას არ ეხება. თუნდაც ოფისში ჯდომით თითქოს და უწყინარ სამუშაო გარემოში უამრავი რისკები და საფრთხეებია. ყველაზე გავრცელებული რისკებია სიმძიმის აწევა, სიმაღლეებზე მუშაობა, სამუშაო მაგიდისა და კომპიუტერის მოწყობილობები, სტრესი.
სიმძიმის აწევა-20 კგ ზე მეტი სიმძიმის შემთხვევაში აუცილებელია დამხმარე მოწყობილობებისა და იარაღების მოხმარება და აგრეთვე არსებობს სპეციალური ტრენინგები როგორ უნდა აწიო სიმძიმეები.
სიმაღლეებზე მუშაობა-1 მეტრზე ზევით ასული ადამიანი უკვე დიდი რისკის ქვეშ არის თუ არ აქვს შესაბამისი დამჭერები. რისკის ჯგუფს საწყობების თანამშრომლები და დამლაგებლები გამეკუთვნებიან ძირითადად.
სამუშაო მაგიდა და კომპიუტერი - მხედველობის დაზიანებას, ხერხემლის პრობლემებს და მტევნების გამრუდებას იწვევს. გრძელვადიანია თუმცა გამოსწორება ან შეუძლებელი ან ძალიან ძვირი ჯდება.
სტრესი - ყველაზე მაგარი თემაა
ვერ წარმომიდგენია ქართულ ორგანიზაციაში ვინმემ ამას მიაქციოს ყირადღება თუმცა ეს ჯანმრთელობის შერყევის ერთ-ერთი ყველაზე გამოუსწორებელი რისკია რაც დამატებით შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს.
მემგონი ჩინურად ვსაუბრობ
მაგრამ განვითარებული სამყარო ამ ფაქტოტებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ორი მიზეზის გამო: დასაქმებულს შეუძლია უჩივლოს და გამდიდრდეს და მეორე ქმედით უუნარო თანამშრომელი კომპანიას ძვირი უჯდება.