30 აპრილს, წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1100-ზე მეტი ჩვილი გახდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს.
წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს 48-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლულებს ნათლულის მოწმობას, ჯვარს და სააღდგომო ეპისტოლეს საჩუქრად გადასცემენ.
ნათლობის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს.
ამჟამად პატრიარქს უკვე 30 981 ნათლული ჰყავს. 47-ე ნათლობა წელს 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა.
აღნიშნულის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...i-gakhdeba.htmlრა მაინტერესებს იცით, რა მაფიაა ამდენი ნათლული? მე ვერ ჩავწვდი ამ საიდუმლოს და ვინმე მადლიანმა ამიხსნას