forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (3) 1 2 [3]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ცხინვალის რეგიონი კონფლიქტი
kukaracha777
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 515
წევრი No.: 229371
რეგისტრ.: 20-February 17

გამოგზავნილია: 11 Oct 2019, 11:18  #55354751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯერ კიდევ როკის გვირაბის მშენებლობისას ოსების ოცნება იყო გაერთიანება, ისე ცნობისთვის როკის გვირაბი ექსპლუატაციაში ჩაიბარეს არა ინჟინრებმა არამედ თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამართველომ, იქვე იასნი იყო რა მიზანს ემსახურებოდა. ახლა რეალურად ოსების ამოცანაა რუსეთთან მიერთება და ანუ ჩრდილოეთთან გაერთიანება და მერე ოდესმე საუკუნის მერე თუ რუსეთი დაიშლება დამოუკიდებელი სახელმწიფო ექნებათ თავის ჭკუით გაერთიანებული! ანუ რუსეთთან მიერთება მაგათთვის ამ ისტორიულ ეტაპზე საბოლოო ამოცენისკენ გადადგმული ნაბიჯია
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4615
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 15 Oct 2019, 16:34  #55369248      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kukaracha777
ეგრეა. ეგ მაგათი პრიმიტიული ნაციონალისტური ფიქრებია, რომლის მასაზრდოებელიც რუსული იმპერიული პოლიტიკაა. თორე რაციონალურად მოაზროვნე ოსს თავში როგორ უნდა მოუვიდეს, რომ უზარმაზარი ქედის აქეთ ქართველების ტერიტორიების მითვისებაზე სერიოზულად იფიქროს. ოს ადამიანს საერთოდ აზრად რატომ უნდა მოუვიდეს ქართველებთან მტრობა.



--------------------
არა არს დაფარულ...
kardinali100
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21728
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11

გამოგზავნილია: 19 Oct 2019, 21:36  #55385368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ოსს თავში როგორ უნდა მოუვიდეს, რომ უზარმაზარი ქედის აქეთ ქართველების ტერიტორიების მითვისებაზე სერიოზულად იფიქროს. ოს ადამიანს საერთოდ აზრად რატომ უნდა მოუვიდეს ქართველებთან მტრობა.

აბა კაცო ეგ რა სისულელეა როგორ შეიძლება ოსმარადიორმა ეგეთი რამ გაიფიქროს ქართველებზე

popcorn.gif
keandra
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2073
წევრი No.: 125552
რეგისტრ.: 4-January 11

გამოგზავნილია: 30 Oct 2019, 20:05  #55425349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
https://www.ambebi.ge/article/238661-cariel...aziebi-tavadac/

ახალგორის ქართული მოსახლეობა მძიმე დღეშია. ცხინვალის რეჟიმი ავიწროვებს ყველანაირად
Hiksos
Pain Express


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3464
წევრი No.: 208393
რეგისტრ.: 3-October 15

გამოგზავნილია: 31 Oct 2019, 09:40  #55427083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
keandra
QUOTE
ახალგორის ქართული მოსახლეობა მძიმე დღეშია. ცხინვალის რეჟიმი ავიწროვებს ყველანაირად


ჩვენ არ გვცალია, გეებს დავსდევთ და კიდევ თურქებსა და ერაყელებს.

QUOTE
ე.წ. რაზ­და­ხა­ნის გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ჩა­კეტვის გამო


ეგ არის სოფელი მოსაბრუნი და არანაირი "რაზდახანი".
სულ გაგიჟდნენ ესენი?! ოსების მიერ დარქმეულ სახელებს რატომ იყენებენ ახალ ამბებში,
მიდით, ბარემ ცხინვალიც "ჭრებად" მოიხსენიეთ და ჯავაც "ძაუდ".
facepalm.gif facepalm.gif


This post has been edited by Hiksos on 31 Oct 2019, 09:57


--------------------
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
griankali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2761
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06

გამოგზავნილია: 12 Nov 2019, 13:01  #55472135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაღაცა უცნაური ხდება ცხინვალისკენ.
ბოლოს დროს აქამდეც გაიძახოდნენ რუსოსები, ქართველები გადმოსვლას ცდილობენ ხოლმეო, მაგრამ აქ უკვე მთელ ისტორიას ჰყვებიან.
ან რაღაც ხდება და არ ვიცით, ან რაღაც მასშტაბურს ჩხლართავენ მტაცებლები.


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი 9 და 10 ნოემბერს საქართველოს მხრიდან სროლის თაობაზე იუწყება. kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს, ქართულ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკების შედეგად სასაზღვრო სოფელში ორი ქართველი დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.

ამასთან, sputnik-ossetia.ru ქართული მხრიდან უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების უპრეცენდენტო ზრდაზე საუბრობს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 8, 9 ნოემბერს წნელისის მიდამოებში 10-ზე მეტი საფრენის აპარატი დაფიქსირდა. გარდა ამისა, ე.წ.უშიშროების კომიტეტი საუბრობს საქართველოს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მცდელობებზე, შეაღწიონ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

”სამხრეთ ოსურმა მხარემ ცხელი ხაზის გამოყენებით აცნობა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფს (IPRM) მომხდარი პროვოკაციების შესახებ,” - განაცხადა ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა.

„ყველა ნეგატიურ შედეგზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს ინციდენტებს, რომელიც შთაგონებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, პასუხისმგებელია საქართვველოს ძალოვანი სტრუქტურები და მთლიანობაში თბილისის რეჟიმი“, - წერია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...zrdaze-saubrobs
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართული მხრიდან პროვოკაციული ქმედებების ზრდაზე საუბრობს

This post has been edited by griankali on 12 Nov 2019, 13:03
HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2938
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 27 Nov 2019, 10:34  #55528555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
ეს ახალი გვირაბი გაიყვანეს თუ ძველი გაამაგრეს?






https://www.facebook.com/watch/?v=2184869231814717
https://www.stalformint.ru/en/projects/rokskiy-tonnel/
griankali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2761
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06

გამოგზავნილია: 30 Nov 2019, 14:54  #55540665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიღებულ წერილს აქვეყნებს. როგორც ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, წერილი სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებოა.

მისივე თქმით, წერილის ავტორმა მისივე უსაფრთხოების გამო, კონფიდენციალობის დაცვა სთხოვა.

„ინტერპრესნიუსი“ ეკა ბესელიას მიერ გასაჯაროებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

,,მივმართავთ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, თქვენ მაინც მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მთავრობას!

რაც სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს „საზღვარი“ და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. 1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფატობრივად მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არ აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე, არც პენსია აქვთ და არც სხვა რამე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება. არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან ე.წ. საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიჩა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან. პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტობრივად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.

გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადაუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის.

მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას,

ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება.

გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით... დავიღალეთ წამებული ცხოვრებით“
, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ეკა ბესელია აქვეყნებს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...erils-akveqnebs
ეკა ბესელია ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიღებულ წერილს აქვეყნებს
griankali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2761
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06

გამოგზავნილია: 2 Dec 2019, 19:45  #55549076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
“საქართველოს ხელისუფლება თავის თანამოქალაქეებს უნდა დაეხმაროს. არსებობს პირდაპირი კონტაქტები, ასევე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სიის შედგენა რა სახის მედიკამენტები და პირველადი სახის დახმარება ესაჭიროებათ. ამის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ წითელი ჯვრის ან სხვა კონტაქტების დახმარებით, ადგილობრივებს უნდა გაუგზავნოს. ახალგორელები აღშფოთებულები არიან იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, მათი საკითხი არ დაისვა და ამ პრობლემის მოგვარებაზე თავს არავინ იწუხებს. ადგილობრივები იმაზე ბრაზობენ, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ახალგორის ჩაკეტვა ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც თუ გინდ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრებას მოჰყვა. რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილის დაკავებას რომ აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა, ამაზე ადგილობრივები არც დავობენ, მაგრამ უკვე მესამე თვეა არანაკლებ მძიმე პრობლემის ირგვლივ, რასაც ამდენი ადამიანის ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნა ქვია, არავინ არაფერს აკეთებს. მეც მიკვირს, რატომ არ მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან ერთად ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“სიტუაცია ასევე ლავროვის და ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ გაუარესდა. მაინტერესებს საერთოდ რა იყო მათი ნიუ იორკში შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა, თუ არა ახალგორის პრობლემა... ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ თუნდაც ოსეთის მხრიდან და მათთან საუბარი და კონტაქტი დღემდე მაქვს. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის საუბარი და აქვთ კონტაქტები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. თუმცა ესენი მე მეუბნებიან, რომ მათ არავინ ეხმაურებათ და არანაირი საუბარი არ მიდის. არანაირი რეზულტატი არ გვაქვს, პირიქით, სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. თუ კონტაქტები არის, სიტუაცია უფრო რატომ ფუჭდება? მე როდესაც მინისტრი ვიყავი, ექიმის გადასვლაზე ვურეკავდი, ვუთანხმებდი და მანქანით გადადიოდა, რომ ადგილობრივებისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. სერგეენკო ყოველთვის მეხმარებოდა, რომ ახალგორელებისთვის მედიკამენტები მიმეტანა. ასეთი რამ ომის დროს არ მომხდარა. ეს არის კატასტროფა. არ იციან საქმე როგორ გააკეთონ და ხალხი ასე უყურადღებოდ უკვე მესამე თვეა დატოვებული ჰყავთ. არსებობს რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ჩამოვიდნენ და მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები ვლადიკავკაზიდან ახალგორელებს შეუტანონ. ამას ყველაფერს გაგება და მუშაობა უნდა", - დასძენს ზაქარეიშვილი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...oxilva-02122019


ღორები და გაღორებული სეპარატისტები დაიწყებენ ახლა საკუთარი თავის ქებას, ჩვენ ვზრუნავთ ახალგორელ ქართველებზეც და თბილისმა ისინი ბედის ანაბარა დააგდოო:

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახალგორის მცხოვრებლებს, რომელთაც სასწრაფო და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით შეუძლიათ გადავიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა.
ამასთან, ოსური მხარის ცნობით, ახალგორიდან პენსიონერებისთვის, რომელთაც არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის და/ან რუსეთის მოქალაქეობა და პენსიას მხოლოდ საქართველოდან იღებენ“, სპეციალური პირობები შეიქმნება.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...ebartvas-azlevs
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს


ახალგორში დაშავებული 67 წლის თამარ გიგაური კვლავ ოკუპირებული დაბის საავადმყოფოში რჩება. დაშავებული პედაგოგის ახლობლების არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გიგაურს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის საშუალება არ მისცეს.
თამარ გიგაური, რომელმაც ტრავმა 3 ნოემბერს, რამდენიმე მეტრი სიღრმის ორმოში ჩავარდნისას მიიღო, ჯერ ახალგორის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს, თუმცა, ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კლინიკიდან გაწერილი პაციენტი კვალავ ახალგორის საავადმყოფოს სტაციონარში მოათავსეს.
თამარ გიგაური ,,ინტერპრესნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას გამოთქვამს ეჭვს, რომ შეუზღუდავად გადაადგილების და შესაბამისი სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა.
,,ე.წ. პროპუსკები ორი თვის წინ ჩამოგვართვეს, ამის მიზეზად ,,პროპუსკების“ ვადის გასვლა დაასახელეს, ამ დოკუმენტის გარეშე კი, გამშვებ პუნქტზე არავინ გაგვატარებს. ფაქტია, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ახლაც საავადმყოფოში ვწევარ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ უნდა გახსნან ახალგორის გამოსასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, მაგრამ არ ვიცი, ამ ,,პროპუსკის“ გარეშე როგორ შევძლებ სამკურნალოდ გამოსვლას“, - განაცხადა თამარ გიგაურმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...shemdeg-miecema
ახალგორის საავადმყოფოში მყოფი თამარ გიგაური გამოთქვამს ეჭვს, რომ თბილისში მკურნალობის საშუალება არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა



This post has been edited by griankali on 2 Dec 2019, 19:49
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 2 [3]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0186 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]