დავფიქრდი და დავინახე,ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უთხოვია შანსი, მიმიცია დაუფიქრებლად, სიხარულით. ზოგჯერ ორჯერაც, იმ რწმენით, რომ ადამიანი ამჯერად
გაამართლებს. ხოლო ვისაც შანსი არ უთხოვია, თავს ასეთ ტყუილს ვეუბნებოდი "მე პირველივე შეცდომაზე ადამიანებს ვყრი ჩემი ცხოვრებიდან!"
ახლაც, ნებისმიერ დროს, მზად, სიხარულით მივიღებ ნებისმიერს, ვინც შეცდა.
სასიყვარულო ურთიერთობაში არ ვიცი, ალბათ უფრო სიხარულით და დიდი სურვილით "მისცემ შანსს"
მე თუ მომცეს შანსი? არასოდეს მითხოვია, ხოლო როდესაც ვითხოვე - არ მომცეს............. არაუშავს.
ეს სიტყვები "შანსის მიცემა" არ მომწონს, შანსები ვიცი ლოტოს გათამაშებაში ან რამე ეგეთში. თანაც, ადამიანი სწორედ იმიტომაა ადამიანი, რომ შეეშალოს, შეცდეს.
ამაში საპატიებელი რა არის, ეს ხომ ბუნებრივია? მთავარია როგორ მოეკიდება თავის შეცდომას და როგორ უყვარხარ შენ.
და მიხარია, რომ ნებისმიერ დროს და წამს, მზად ვარ გულით მივიღო ყველა, ვინც მოვა გულით, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა წარსულში. მომწონს ჩემი ეს თვისება. <3
Slow down a little.