forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (238) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სესხის არ დაბრუნება, რა ხდება არ გადახდის შემთხვევაში
sts110
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1444
წევრი No.: 11777
რეგისტრ.: 26-July 05

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 15:12  #11599394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამი ყველა, მაინტერესებს ვინმეს თუ შეგიძლიათ რო დამაკვალიანოთ, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბანკს თანხას ვეღარ ვუბრუნებ, ძირი თანხა არის მცირე ანუ 1000 ლარამდე

რა ღონისძიებების გატარება შეუძლია ბანკს ურჩი კლიენტის წინააღმდეგ?

მადლობ წინასწარ


--------------------
siCk mY duCk!
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 15:36  #11599715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sts110



1. რეკავენ და გახსენებენ, რომ თანხა გაქვს დასაბრუნებელი;
2. კიდევ გახსენებენ;
3. უკვე ითხოვენ დაბრუნებას და იწყებენ მუქარას, რომ შავ სიაში შეგიყვანენ;
4. მოდის სახლში საკრედიტო მენეჯერი;
5. უფრო ითხოვენ და უკვე გემუქრებიან სასამართლოთი;
6. სესხი გადაეცემა პრობლემურებს და კიდევ რეკავენ და უკვე მკაცრი ტონით ითხოვენ;
7. მოდის პრობლემური შენთან სახლში რამდენჯერმე;
8. საქმე გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს;
9. იურიდიული გირეკავს და გახსენებს, რომ საქმე სასამართლომდე შეიძლება მივიდეს;
10. მერე სახლში მოგდის სასამართლო უწყისი;
11. იმართება სასამართლო. სასამართლო დაადგენს, რომ ვალი უნდა გადაიხადო და გამოსცემს აღსრულების ფურცელს. ასევე სასამართლოს ხარჯებსაც შენ იხდი;
12. ეს ფურცელი გადაეცემა სააღსრულებლოს და თუ რამეა შენზე გაფორმებული, ჩამოგაწერენ ყველაფერს სანამ არ დაკმაყოფილდება ბანკის კანონიერი მოთხოვნა;

12.1. თუ არანაირი ქონება არ გაქვს და ხელფასსაც არ იღებ, ეს სააღსრულებლო ფურცელი უბრუნდება ბანკს და ინახება 10 წლის მანძილზე. თუ ამ ხნის მანძილზე რამე ქონება შეიძინე ან ბანკში ჩაგერიცხა თანხა ან ხელფასს იღებ და ეს ცნობილი გახდა ბანკისთვის, ჩამოგაწერენ მაინც ყველაფერს. თუ 10 წელი გავიდა, ბანკს შეეტენება ეს სესხი და მანამდე შავი სიიდანაც ამოხვალ. biggrin.gif


შეიძლება ბანკმა დაიკიდოს და არც გიჩივლოს, შეგიყვანენ შავ სიაში და ეგ იქნება. smile.gif



This post has been edited by Mr-President on 21 Nov 2008, 15:37
bui89
TEAM


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3260
წევრი No.: 23961
რეგისტრ.: 3-October 06

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 15:50  #11599919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ო მომეწონა ფრაზა ბანკს შეეტენება ეს სესხი givi.gif
BlasTeR
Deja Vu


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3549
წევრი No.: 14816
რეგისტრ.: 24-November 05

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 17:51  #11601381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
ო მომეწონა ფრაზა ბანკს შეეტენება ეს სესხი givi.gif

მეც gigi.gif


--------------------
გადაიხადე დაუვიწყარი დაბადების დღე :)

www.dejavuclub.ge

www.youtube.com/djvevents

ნებისმიერი ასაკისთვის :)

Kostava str. N36 - Tel: 2-93-18-12, 558-143-184
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14013
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 17:55  #11601440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვააა. და რატომ არ უნდა დააბრუნო თუ წაიღე? biggrin.gif
Frаnkens†ein
უშიში, ვითარცა უხორცო


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3658
წევრი No.: 72769
რეგისტრ.: 29-October 08

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 17:58  #11601474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Mr-President @ 21 Nov 2008, 15:36 )
sts110



1. რეკავენ და გახსენებენ, რომ თანხა გაქვს დასაბრუნებელი;
2. კიდევ გახსენებენ;
3. უკვე ითხოვენ დაბრუნებას და იწყებენ მუქარას, რომ შავ სიაში შეგიყვანენ;
4. მოდის სახლში საკრედიტო მენეჯერი;
5. უფრო ითხოვენ და უკვე გემუქრებიან სასამართლოთი;
6. სესხი გადაეცემა პრობლემურებს და კიდევ რეკავენ და უკვე მკაცრი ტონით ითხოვენ;
7. მოდის პრობლემური შენთან სახლში რამდენჯერმე;
8. საქმე გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს;
9. იურიდიული გირეკავს და გახსენებს, რომ საქმე სასამართლომდე შეიძლება მივიდეს;
10. მერე სახლში მოგდის სასამართლო უწყისი;
11. იმართება სასამართლო. სასამართლო დაადგენს, რომ ვალი უნდა გადაიხადო და გამოსცემს აღსრულების ფურცელს. ასევე სასამართლოს ხარჯებსაც შენ იხდი;
12. ეს ფურცელი გადაეცემა სააღსრულებლოს და თუ რამეა შენზე გაფორმებული, ჩამოგაწერენ ყველაფერს სანამ არ დაკმაყოფილდება ბანკის კანონიერი მოთხოვნა;

12.1. თუ არანაირი ქონება არ გაქვს და ხელფასსაც არ იღებ, ეს სააღსრულებლო ფურცელი უბრუნდება ბანკს და ინახება 10 წლის მანძილზე. თუ ამ ხნის მანძილზე რამე ქონება შეიძინე ან ბანკში ჩაგერიცხა თანხა ან ხელფასს იღებ და ეს ცნობილი გახდა ბანკისთვის, ჩამოგაწერენ მაინც ყველაფერს. თუ 10 წელი გავიდა, ბანკს შეეტენება ეს სესხი და მანამდე შავი სიიდანაც ამოხვალ. biggrin.gif


შეიძლება ბანკმა დაიკიდოს და არც გიჩივლოს, შეგიყვანენ შავ სიაში და ეგ იქნება. smile.gif


ეგრეა biggrin.gif





თუმცა ზოგჯერ სხვა სიტუაციაცაა ხოლმე...
თუ გოიმს დაიჭერენ ტელევიზორს, მაცივარს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს აყიდინებენ ხოლმე biggrin.gif


სესხი რომ ავიღე მეც ცამიწერეს კონტრაქტში რომ გადახდისუუნარობის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაგებდი პასუხს, რაც სხლში მექნებოდა biggrin.gif
არადა კანონით ვერ გაგაყიდინებენ biggrin.gif

ხო კიდე 3500$ სესხზე გირაოში 6000$-ის ქონება ჩამადებინეს (რომელიც არ გამაჩნია biggrin.gif)






პ.ს. პრეზიდენტ, ზუსტად აღარ მახსოვს და სასამართლოს დადგენილების შემდეგ თუ არ ვცდები ხელფასის მესამედზე მეტი რომ ჩამოგაჭრან არ შეიძლება ხო?
ეგრე მახსოვს biggrin.gif





--------------------
Meine Ehre heißt Treue !!!




ნებისმიერი ხელმოწერა ავტოგრაფობაზე ოცნებობს...
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 18:06  #11601582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Frаnkens†ein
QUOTE
სესხი რომ ავიღე მეც ცამიწერეს კონტრაქტში რომ გადახდისუუნარობის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაგებდი პასუხს, რაც სხლში მექნებოდაარადა კანონით ვერ გაგაყიდინებენ


კონტრაქტში წერია, რომ ბანკს უფლება აქვს დაიკმაყოფილოს თავისი კანონიერი მოთხოვნა მსესხებლის აქტივის რეალიზაციის ხარჯზე, მაგრაააააააააააააამ


საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სასტიკად კრძალავს და შესაბამისად ისჯება ის ადამიანი, რომელიც თვითნებურად დააყადაღებს სხვის ქონებას და მიცემული იქნება სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ამას აკეთებს საქართველოს სააღსრულებო სამსახური, რომელიც შესაბამისად მოქმედებს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მისი არ შესრულება ასეევე ისჯება.


QUOTE
პ.ს. პრეზიდენტ, ზუსტად აღარ მახსოვს და სასამართლოს დადგენილების შემდეგ თუ არ ვცდები ხელფასის მესამედზე მეტი რომ ჩამოგაჭრან არ შეიძლება ხო? ეგრე მახსოვს


მსესხებელმა უნდა დაასაბუთოს, თუ რაში ხარჯავს ის თავის ფულს, რომ მინიმუმ მშიერი არ მოკვდეს, ასევე სასამართლომ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და დააკისროს მოპასუხეს თანხის ეტაპობრივი გადახდა. მოკლედ თუ არ გაგაჩნია რაიმე აქტივი და შემოსავალი არის მხოლოდ ხელფასი, ეს ხელფასი ისე უნდა გაანაწილოს მოსამართლემ, რომ არც შენ მოკვდე მშიერი და სხვას არ უყურო ხელებში და თან ვალიც დაიფაროს.


თუ შენი ხელფასი ზუსტად გყოფნის და არაფერი არ გრჩება, რომ სესხი დაფარო , მაშინ არ ვიცი რა იქნება. hexe მოდი აქ! biggrin.gif









საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ
1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.


მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა
1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.



მუხლი 267. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება
გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.



This post has been edited by Mr-President on 21 Nov 2008, 18:29
hexe
კანფეტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11056
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06

გამოგზავნილია: 21 Nov 2008, 23:17  #11605338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Mr-President
მე შენი პირადი ადვოკატი კი არ ვარა? aba.gif
QUOTE
სესხი რომ ავიღე მეც ცამიწერეს კონტრაქტში რომ გადახდისუუნარობის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაგებდი პასუხს, რაც სხლში მექნებოდა
არადა კანონით ვერ გაგაყიდინებენ

აბა რას იზამენ შენი აზრით მითუმეტეს თუ კონტრაქტში ესე წერია
რა თქმა უნდა სახლში ვერავინ შემოგივარდება და ვერ გაიძულებს რამის გაყიდვას
ყველაფერი მოხდება ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლით. yes.gif
ანუ მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში შემდეგ გაიცემა სააღსრულებლო ფურცელი და ნივთების იძულებითი წესით რეალიზაციას მოახდენს სასამართლო აღმასრულებელი.

დეტალებს ზუსტად არ ვიცნობ
ერთი შეხედვით ესეა,.



--------------------
www.hexe.ge
Lucius Cornelius Sulla
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 92
წევრი No.: 33517
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 22 Nov 2008, 01:04  #11606837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Frаnkens†ein
კიდევ არის ერთი რაღაც, უფლება არ აქვს თუ აქვს საკითხავია.... შენ აძლევ უფლებას რო სასამართოლს გარეშე გაგიყიდოს რაც უნდა ის... ანუ ეს ფაქტიურად შენივე სურვილის ასრულებადაც შეიძლება ჩაითვალოს smile.gif.... თუ არ დაეთანხმები მომჩივანი შენ უნდა გახდე, ეგ კიდე იმ კაცს ვისავ სესხის გადახდა არ შეუძლია ისედაც არ აწყ ოფს (მაინც ხარჯია). ათი წლის მერე ისევ შეუძლია გიჩივლოს მითუმეტეს რო 10-წლის მერე შენი დღევანდელი 1000$ შეიძლება
10 000 -იყოს smile.gif)
სხვა უფრო მზაკვრული მეთოდებიც არსებობს, მაგალითად ბანკის უსაფრთხოების და პრობლებული სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ქალაქის მთავარ სამმართველოსთან, მითუმეტეს რო ყველანი ყოფილი პროკურატურის თანამშრომლები არიან თვითონ და პრობლემების შექმნა "ქართულ" პონტშიც შეუძლიათ wink.gif
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 22 Nov 2008, 13:09  #11610332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lucius Cornelius Sulla
QUOTE
შენ აძლევ უფლებას რო სასამართოლს გარეშე გაგიყიდოს რაც უნდა ის...


ჯერ დამიმტკიცოს რომ ის მაცივარი და ტელევიზორო ჩემია. ვერ დამიმტკიცებს, ამიტომ ხელსაც ვერაფერს ვერ ახლებს.

მანქანა ან ბინა ამ ადამიანზე არ იქნება გაფორმებული. ასე რომ სასამართლოს გარეშე ვერაფერს იზავ და თუ ძალიან გაჯიქდა მსესხებელი, თეთრსაც ვერ ამოიღებენ მისგან. მთელ ქონებას ერთ დღეში გადააფორმებს ვიღაცაზე, სამსახურს დატოვებს ან უარესი, შტატიდან ამოვა (გააჩნია სამსახურს) და მის ხელფასს სხვას ჩაურიცხავენ და ის სხვა მისცემს-ხოლმე. უამრავი გზა არის თავის ასარიდებლად. wink.gif

10 წლის მერე ვეღარ უჩივლებს, იმიტომ რომ აღსრულების ფურცელს ვადა გასდის და სხვადასხვა მიზეზების გამოც. თან მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, 10 წელი ამ სესხს დაერიცხება დიდი % და ადამიანს თუ 10 წლის განმავლობაში ქონება არ ქონდა და შემოსავალი, 10 წლის %-ის გადახდა არა გონივრულია.

ასე რომ ბანკს ისე შეეტენება ეგ სესხი, როგორც შარშანდელი თოვლი. smile.gif
ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 23 Nov 2008, 21:14  #11626181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ასე რომ ბანკს ისე შეეტენება ეგ სესხი, როგორც შარშანდელი თოვლი.
თან კი და თან არა.

დავიწყოთ იქიდან, რომ დიდი თანხები არ გაიცემა მხოლოდ პირადი ნივთების უზრუნველყოფით (ე.წ. ფორმალური გირავნობის ქვეშ). ფორმალური გირავნობით გადის ან ძალიან მცირე თანხები, ან მცირე თანხები სტაბილური შემოსავლის მქონე კლიენტებზე. ამ შემთხვევაში, ბანკი შეგნებულად მიდის ამ რისკზე თუ ავიღებთ საშუალო სტატისტიკურ მსესეხებლს, მას ურჩევნია შავ ბაზაში არ მოხვდეს, ვიდრე კრედიტი არ დაფაროს და ბანკს თანხა "შეატენოს". საშუალოდ ბანკი არ არის წაგებული, რადგან ასეთი ურჩი გადამხდელები წილობრივად იმდენნი არ არისნ, რომ საკრედიტო პორტფელმა საკუთარი თავი ვერ შეინახოს. სამგიეროდ მსესხებელი, რომელიც ერთხელ 1000 ლარს არ დააბრუნებს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ვერ თვითონ და ვერ მისი ოჯახის წევრები კრედიტებს ვეღარ ეღირსებიან, რაც ნიშნავს - რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე, გაგიჩნდა სტაბილური შემოსავალი და რომ არა ცუდი საკრედიტო ისტორია შეძლებდი იპოთეკური კრედიტით ბინა გეყოდა ან მანქანა გამოგეტანა განვბადებით, მაგრამ იმ 1000 ლარის გამო, რომელიც გეგონა რომ "ბანკს შესტენე", ახლა შენ თვითონ შეგექვმა პრობლემები.

რაც შეეხება ოდნავ უფრო სოლიდურ თანხებს (ბანკის გადასახედიდან არც თუ მთლად სოლიდურს), უკვცე გჭირდება ისეთი ნივთის დაგირავება, რომლის საკუთრების უფლებას იურიდიულად ასაბუთებ და მეტიც, გირავნობას აძლევ არაფორმალურ სახეს (ტვირთავ საჯარო რეესტრში ან აყადაღებ შსს-ს ტექნიკური აღრიცხვის სამმართველოში). ამ შემთხვევაში კი წინამდებარე პოსტებში ჩამოყალიბებული მეთოდებით ვეღარ დაიძრენ თავს და ბანკი ახდენს ქონების რეალიზაციას სასამართლო განჩინების საფუძველზე.

უჰ, მგონი ნამეტანი ვწერე...


--------------------
Think positive! Do positive! Be positive!
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 23 Nov 2008, 21:16  #11626200      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Taboo

რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს უგირავნო სესხებზე: განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე და მცირე სამომხმარებლო სესხებზე. wink.gif


QUOTE
რომელიც ერთხელ 1000 ლარს არ დააბრუნებს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ვერ თვითონ და ვერ მისი ოჯახის წევრები კრედიტებს ვეღარ ეღირსებიან,


ოჯახის წევრი არაფერ შუაშია. wink.gif კრედიტ ინფოში მისი პირადი ნომერი ვარდება და არანაირად ოჯახის რომელიმე წევრის. ხოდა 7 წელი ვერ აიღებს მაქსიმუმ სესხს და არა 10 წელი.

This post has been edited by Mr-President on 23 Nov 2008, 21:18
ტაბუ
Taboo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 44445
რეგისტრ.: 20-October 07

გამოგზავნილია: 23 Nov 2008, 21:17  #11626232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Mr-President, მივხვდი smile.gif
ოღონდ მეც ვცდილობ წარმოვაჩინო, რომ სესხის არდაბრუნება ყველაზე მეტად არახელსაყრელი ამინც გადამხდელისთვისაა (ნერვების წეწვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ)
* * *
QUOTE
ოჯახის წევრი არაფერ შუაშია.  კრედიტ ინფოში მისი პირადი ნომერი ვარდება და არანაირად ოჯახის რომელიმე წევრის.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შუაშია - საკრედიტო საინორმაციო ბიუროს ბაზაში ხდება როგორ პოტენციური მსესხებლის, ასევე მისი ოჯახის წევრების საკრედიტო ისტორია.
უარყოფით ბაზაში შეყვანილი კლიენტის მონაცემები რამდენი ხანი ინახება, ნამდვილად არ მახსოვს.

* * *
QUOTE
საკრედიტო საინორმაციო ბიუროს ბაზაში ხდება როგორ პოტენციური მსესხებლის, ასევე მისი ოჯახის წევრების საკრედიტო ისტორია.
უკაცრავად, არასწორად დავწერე. უნდა დამეწერა:
საკრედიტო საინორმაციო ბიუროს ბაზაში ხდება როგორ პოტენციური მსესხებლის, ასევე მისი ოჯახის წევრების საკრედიტო ისტორიის გადამოწმება.
sts110
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1444
წევრი No.: 11777
რეგისტრ.: 26-July 05

გამოგზავნილია: 24 Nov 2008, 15:19  #11634201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr-President

მადლობ ამომწურავი პასუხისთვის, და რა მაინტერესებს 500 ლარის ამოსაღებად იწვალებს ამდენს ბანკი? ყოველი სააღრიცხვო პერიოდის ბოლოს (1 წელი) ბანკის სესხების რაღაც ნაწილს ყოველთვის წერს ხოლმე, არაა მართალი?
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 24 Nov 2008, 15:25  #11634291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sts110
QUOTE
მადლობ ამომწურავი პასუხისთვის, და რა მაინტერესებს 500 ლარის ამოსაღებად იწვალებს ამდენს ბანკი? ყოველი სააღრიცხვო პერიოდის ბოლოს (1 წელი) ბანკის სესხების რაღაც ნაწილს ყოველთვის წერს ხოლმე, არაა მართალი?


ბანკს როგორი პოლიტიკა აქვს, გააჩნია. დაელოდება, %-ები რომ დაერიცხება ბევრი, მერე ამოიღებს.

ჩამოწერაზე არაფერი მსმენია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (238) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0414 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]