forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კომპანია ტრიბა, რჩევები, გამოცდილება და ა.შ.
iase
summer time


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32008
წევრი No.: 6949
რეგისტრ.: 22-October 04

გამოგზავნილია: 22 Aug 2014, 13:42  #42006165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · aim
ვისთანაც შეხება გქონიათ ამ კომპანიასთან რას ურჩევთ იმ ხალხს ვინც კონტაქტი უნდა დაიჭირონ
ამ კომპანიასთან?




--------------------
ოკ
De-Phazz
Best Jazz Band


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1666
წევრი No.: 35674
რეგისტრ.: 30-May 07

გამოგზავნილია: 22 Aug 2014, 15:58  #42007378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iase
რაზეც შეთანხმდებით ხელშეკრულება გააფორმებინე wink.gif


--------------------
You are young and life is long and there is time to kill today
And then one day you find ten years have got behind you
No one told you when to run, you missed the starting gun...
iase
summer time


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32008
წევრი No.: 6949
რეგისტრ.: 22-October 04

გამოგზავნილია: 22 Aug 2014, 18:26  #42008597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · aim
De-Phazz
QUOTE
რაზეც შეთანხმდებით ხელშეკრულება გააფორმებინე

კი ეგ აუცილებლად
smile.gif
sham
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2955
წევრი No.: 151416
რეგისტრ.: 23-June 12

გამოგზავნილია: 22 Aug 2014, 18:33  #42008652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iase

შეპირებები არ დაარღვიო, თუ გინდა რომ რაღაც შეღავათები გაგიკეთონ . smile.gif

iase
summer time


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32008
წევრი No.: 6949
რეგისტრ.: 22-October 04

გამოგზავნილია: 22 Aug 2014, 18:44  #42008730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · aim
sham
ანუ? smile.gif
...........................
sham
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2955
წევრი No.: 151416
რეგისტრ.: 23-June 12

გამოგზავნილია: 22 Aug 2014, 18:54  #42008805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iase

ანუ რაზეც მოილაპარაკებთ (თანხებზე, ვადებზე,გადახდის სქემაზე) , არ უნდა დაირღვეს და შეიძლბა ჯარიმების რაღაც ნაწილიც ეპატიოს მსესხებელს.
Salome_L
LUKAS DEDIKO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2398
წევრი No.: 95048
რეგისტრ.: 4-July 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2014, 12:29  #42508222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მსგავს კომპანიებთან ურთიერთობა ცეკვასავითაა, ვინც რა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს მეწყილეც იქით მიყვება biggrin.gif თუ დაინახეს, რომ რაღაცაზე დაგოიმდი ან კარგად გქაჩავენ , მაქსიმალურად მოგაწვებიან. თუ ხედავენ, რომ ვერაფერი, მინიმალურსაც კმაყოფილდებიან, ლიჟბი რამე იყოს. თუ ეგაც არაა, მორჩილად იცდიან.


--------------------
The Only Thing Standing Between Me and Greatness is Me
sham
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2955
წევრი No.: 151416
რეგისტრ.: 23-June 12

გამოგზავნილია: 11 Oct 2014, 12:36  #42508276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Salome_L


საიდან მსგავსი ინფორმაცია ? გქონია შეხება ?



iase
რა ქენი შენ მოაგვარე პრობლემა ?
GASPAR
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 785
წევრი No.: 94938
რეგისტრ.: 2-July 09

გამოგზავნილია: 15 Oct 2014, 12:52  #42548041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რაზეც შეთანხმდებით ხელშეკრულება გააფორმებინე 


მე არ დავდე ხელშეკრულება და ზეპირსიტყვიერად მოვილაპარაკეთsad.gif

3400 დოლარის გადახდაზე შევთანხმდით ნაწილ-ნაწილ. გავყინავთ ამ თანხასო. (მე პირობა არ დამირღვევია, აი მათ კი....

1600 დოლარი მქონდა 3400 დან გადახდილი, 1800 იყო დარჩენილი ვიფიქრე დავფარავ და მოვიშორებთქო.
მაგ დღეს დაიწყო!
მაშინ დაზღვევა არ მიგივიმატებიაო. გადახდილი თანხიდან 600 დოლარი დაზღვევის დასაფარად გლიჯეს.
2400 ხომ დარჩა და მაგას დავფარავთქო. არა 2750 უნდა შემოიტანო, რომ გავანულოთო.

3400 დოლარის ნაცვლად მიწევს 1600+2750=4350 დოლარის გადახდა. თითქმის 1000 დოლარი მტენეს კიდე ზემოდან.

ხელშეკრულება რომ მქონოდაsad.gif კი მივაწვებოდი, მაგრამ 3400 დოლარის გადანაწილება მარტო 12 თვეზე შეგვიძლია მეტზე ვერ გავანაწილებთო. 290 დოლარი გამოდიოდა და ვერ გავქაჩავდი ვერაფრით.
თვეში ერთჯერ შემოიტანე რომ ძირს დააკლდეს და ნაკლებ თანხაზე რომ ჩამოვა ხელშეკრულება მერე დავდოთოsmile.gif


ეგ არის მაგათი შეღავათები და კაცური სიტყვა.



--------------------
ძირს მღვდელი, ძირს დიაკვანი
მამაო ენუქ, ქრისტე გამხდარი იყო, შენ რამ გაგასუქა?!
კატანკა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2953
წევრი No.: 189465
რეგისტრ.: 30-July 14

გამოგზავნილია: 15 Oct 2014, 13:25  #42548316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GASPAR


მე მაქვს ტბს 18 000 ამდე ასული ვალი

არადა უპროცენტო 50 დღიანი რომ იყო, მაგით გამოვიტანე 1700 ლარი.

მერე ჯარიმებით მიდის წინ. არაერთხელ მივმართე მაგ ტრიბასაც და მანამდე ტბს- რომ გდავიხდი ძირს და პროცენტს და ჯარიმები ჩამომაწერეთთქო და არ ქნეს. თავიდან ჯარიმებიანად ვიხდიდი, ოღონ 1 წელზე გადამინაწილეთთქო. შევტანხმდით, მაგრამ პირველ გადახდამდე ეგ ფირმა დაიხურა. არადა ხელშეკრულება მაშინაც არ დაგვიდია, მერე კიდევ რაღც ფირმამ დამირეკა და იმანაც არა, მთლიანად გადაიხადეო, დავუწერე ასე გადავიხდითქო. და ისიც დაიკარდა.

მერე ამ ტრიბამ დამირეკა, შევთანხმდით, მაგრამ ხელშეკრულება არ დადეს. და მე დავიკიდე. აბა ხელშეკრულების გარეშე კი არა ხელშეკრულებიანად არ ვენდობი ამათ.

ჩემტან იმენნა ტბს-ს და ამათაც ბევრი მძღნერი ჭამეს.

1 კაპიკის ქონება არ მაქვს ჩემს სახელზე. ხელფასს ვიღებ მაღალს და თუ სახელფასოს დამიბლოკავენ, მივატოვებ სამსახურს.

მოსტყვნიათ პატრონი

ალალად მინდა ძირის გადახდა

და ალბათ ჩემით დავიწყებ სეტანას და დავფარავ. მერე მე თვითონ ვუჩივლებ რადგანაც ვფიქრობ სპეციალურად მიჩალიჩებენ რომ დიდ თანხაზე იყვანონ.

ცირკი კიდევ ის არის, რომ 1 ლარს მედავებიან 2007 წლიდან, მაგტიფიქსის განვადებაზე, რომელიც მაგთიფიქსზე ჩარიცხული თანხიდან უნდა დაფარულიყო. და ტვინი რომ მომმიტყნეს, გადავწყვიტე არ მინდა განვადება მტლიანად დავფარავთქო. ისევ რაღაც შეცდომები დაუშვეს და ახლაც კი 1 ლარია დავალიანება მთლიანად დაფარულ სესხზე.

ბოსელია ბანკი კი არა
xaron
BABLEBS GAUMARJOS !!!!!!!!!&


****
ჯგუფი: Members
წერილები: 839
წევრი No.: 1072
რეგისტრ.: 5-July 02

გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 14:16  #42649631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · msn
მაგათზე დედა-არღნიანი ხალხი არ არსებობს დამიჯერეთ და ჟობია ყველა საქმე სასამართლომდე მიიყვანოთ და იქ გადაწყვიტოთ !!!!!!!!!!!!!!
iase
summer time


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32008
წევრი No.: 6949
რეგისტრ.: 22-October 04

გამოგზავნილია: 30 Oct 2014, 10:36  #42698545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · aim
ნომერი ხომ არ იცით ამათი?
...........................
teoteoteo123
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 152189
რეგისტრ.: 4-July 12

გამოგზავნილია: 2 Dec 2014, 14:21  #43036855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგარი თაღლითები არიან....მე მქონდა შეხება და ჩემ თავზე გამოვცადე მაგათი მზაკვრობა.
sham
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2955
წევრი No.: 151416
რეგისტრ.: 23-June 12

გამოგზავნილია: 2 Dec 2014, 14:51  #43037167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კატანკა

გადახდით თუ ხარ დაინტერესებული მიდი კომპანიაში და რაღაცაზე შეთანხმდებით .

ნუ ეხლა ყვლაფერი რაზეც შთანხმდებით ოფიციალურად რომ უნდა გააფორმოთ მაგაზე მემგონი არ გვინდა კამათი. გრაფიკი და გადანაწილება მხოლოდ სიტყვაზე ნდობით არ გამიგია მე ...

QUOTE
გამოვიტანე 1700 ლარი.

გაააჩნია რა სესხია, კიდევ ირიცხავ პროცნტს თუ არა, ყოველშემთხვევაში მაგ თანხაზ 18000-ს არავინ მოგთხოვს ...

და კიდევ ხელფასიდან ჩამოგეჭრება იმის შემდეგ რაც გიჩივლბენ და განგათავსებენ მოვალეთა რეესტრში და საქმე გადავა აღმასრულებელთან. მაგის შემდგ უფლება აქვთ ჩამოგაჭრან მაქსიმუმ ხელფასის 50 % .ისიც იმ შემთხვევაში როდესაც ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტია. უბრალოდ ყველა ეს პროცედურა გაგიძვირებს მაგ თანხას იურიდიული და სააღსრულებლო თანხებით. ასე რომ ჯობია სწრაფად მიხვიდე კომპანიაში და რაღაც რეალურზე შეთანხმდეთ სასამართლომდე .


teoteoteo123
QUOTE
მაგარი თაღლითები არიან....მე მქონდა შეხება და ჩემ თავზე გამოვცადე მაგათი მზაკვრობა.

დაწერე აბა კონკრეტულად რა მოხდა.

This post has been edited by sham on 2 Dec 2014, 14:53
teoteoteo123
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 36
წევრი No.: 152189
რეგისტრ.: 4-July 12

გამოგზავნილია: 3 Dec 2014, 21:04  #43051007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მივედი.ერთიან დაფარვაზე შემითანხმდნენ. დავფარე ძირი და პროცენტი სრულად. შემითანხმდნენ ჯარიმის თანხაზეც,ისისც გადავიხადე, ერტი კვირის მერე მითხრეს უნდა დაამატოო. არ დავამატე. ყოველ მისვლაზე უმატებდნენ. ეხლა ფინანსურ პოლიციაში დავწერ და და თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეს ააღვუძრავ.იმიტომ რომ თაღლითურად მძალავენ ფულს. შევა ფინანსური და გაარკვევს ყველაფერს. უამრავი ასეთი მოტყუებული ყავთ.
მე გირჩევთ რომ ძირი და პროცენტის გარდა ჯარიმა არცერთი თეთრი არ გადაიხადოთ. ფეხებსაც ვერ მოგჭამენ.სასამართლოში თუ გიჩივლეს მაქსიმუმ ჯარიმის 5 % -ს დაგარიცხავთ სასამართლო.ასეთია პრაქტიკა.გავარკვიე ადვოკატებთან.
* * *
http://bfm.ge/index.php?newsid=7661#.VH9ES9KUcmE
ბანკები და ფინანსები
როგორ ატყუებენ შპს "ტრიბა" და შპს "საკრედიტო ბიურო" პრობლემურ მსესხებლებს
მთავარი → ფინანსები 19.03.2014
როგორ ატყუებენ შპს "ტრიბა" და შპს "საკრედიტო ბიურო" პრობლემურ მსესხებლებსარ შეხვიდეთ ამ კომპანიებთან ზეპირ გარიგებაში, ისინი აუცილებლად შეცვლიან პირობებს

ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა დღითიდღე მწვავდება. მოვალეთა რეესტრის ნეგატიურ სიაში ჩანაწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან პრობლემა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს. ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში თანხობრივად პრობლემური სესხები 5%-ს არ აღემატება. პრობლემური სესხების 80%-ზე მეტი 1000 ლარზე ნაკლებია, ანუ ბანკებთან პრობლემა აქვს ყველაზე დაბალშემოსავლიან კლიენტებს. ერთი სიტყვით, პრობლემას უფრო სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

ქართულ ბანკებში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრობლემური სესხი სპეციალურ სამსახურებს გადაეცემათ, რომლებიც პრობლემურ მსესხებელს სესხის დაბრუნებას აიძულებენ. სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია ის, რომ ბანკი მასსა და კლიენტს შორის არსებულ ხელშეკრულებას, აღსასრულებლად მესამე პირს გადასცემს. არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,ახალგაზრდა ადვოკატების" პოზიციით, თუ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებაში წინასწარ არ არის მითითებული, რომ ბანკს უფლება აქვს დაარღვიოს კონფიდენციალურობის პრინციპი და ეს ხელშეკრულება აღსასრულებლად მესამე პირს გადასცეს, ბანკის მხრიდან მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა. თუმცა, ამ სტატიის მთავარი საკითხი სხვა თემაა - კერძო საფინანსო საკრედიტო კომპანიებს, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებას უზრუნველყოფენ, ხშირად შეცდომაში შეჰყავთ კლიენტები.

საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიები, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ შპს ,,ტრიბა" და შპს ,,საკრედიტო ბიუროა". მიღებული პრაქტიკის თანახმად, ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან, უკავშირდებიან პრობლემურ კლიენტებს და ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ემუქრებიან სასამართლოთი, ქონების გაყიდვით და ათასგვარი პრობლემის შექმნით, რის შემდეგაც შეშინებული კლიენტი შედის მათთან გარიგებაში და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იწყებს თანხის გადახდას.

კლიენტის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა, ძირითადად, სწორედ ამ დროს ხდება. ხსენებულ ორივე კომპანიაში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ამ კომპანიის წარმომადგენლები კლიენტებს არ უზუსტებენ, თუ რა თანხა აქვთ გადასახდელი ვალდებულების სრულად დასაფარად და არ უფორმებენ არანაირ ხელშეკრულებას, რაც მათ საშუალებას აძლევთ ნებისმიერ დროს შეცვალონ გადასახდელი თანხის მოცულობა და ყველა სხვა პირობა. რაც მთავარია, მსგავსი ქმედების საშუალებას მათ აძლევთ კლიენტის გაუთვითცნობიერება და უფლებების არცოდნა. შედეგად, ხშირად ხდება ისე, რომ მსესხებელი, რომელსაც აქვს ვალდებულება იხდის იმაზე რამდენიმეჯერ მეტს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ აყვება მსგავსი კომპანიების შანტაჟს და დაიცავს საკუთარ უფლებებს.

რა არის პირველი და უმთავრესი, რაც ამ კომპანიებთან ურთიერთობაში კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს: არავითარ შემთხვევაში არ უნდა იურთიერთოს მათთან ადვოკატის ან იურისტის კონსულტაციის გარეშე. თუ ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა კლიენტს არ აქვს, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხის დაზუსტება და წერილობითი ფორმით ვალდებულებების განსაზღვრა უნდა მოხდეს სასამართლოში. კლიენტმა თანხა არ უნდა გადაიხადოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ამ შემთხვევაში მას აუცილებლად შეუცვლიან პირობას და მოუწევს მეტის გადახდა, ვიდრე პირველადი ზეპირი შეთანხმებით.

კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო არ არის სადამსჯელო სისტემა, მას იქ არავინ დასჯის. მიღებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პრობლემურ კლიენტს დააკისრებს ძირი თანხის და პროცენტის სრულად გადახდას და დაკისრებული ჯარიმის 10%-ს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გაფორმდება წერილობითი შეთანხმება და შეთანხმებულ თანხას აღარ დაერიცხება პროცენტი და საურავი. შესაძლებელია კლიენტს დაეკისროს სასამართლოს ბაჟის გადახდა. თუმცა, ეს თანხა იმდენად მიზერულია, იმ თანხასთან შედარებით, რომლის გადახდაც შპს ,,ტრიბას" ან შპს ,,საკრედიტო ბიუროსთან" ზეპირი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოუწევს, რომ გაცილებით ნაკლებ ზარალს განიცდის.

ასე რომ, ნუ დაუშვებთ სხვების მიერ უკვე მრავალგზის დაშვებულ შეცდომას, არ შეხვიდეთ ზეპირ გარიგებაში შპს ,,ტრიბას" ან შპს ,,საკრედიტო ბიუროს" წარმომადგენლებთან, ისინი აუცილებლად მოგატყუებენ და დაგაზარალებენ. დაიცავით საკუთარი უფლებები სასამართლოში.

P.S. სახელმწიფოს, ადამიანები, რომლებსაც უკიდურესი შეჭირვების გამო რამდენიმე ასეული ლარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ და ვალდებულებებს ვერ ემსახურებიან, ყურადღების მიღმა ჰყავს დატოვებული და მსგავს შპს-ებს მოსახლეობის გაყვლეფის უფლებას თავისუფლად აძლევენ.


ლევან მარტაძე
136


* * *
.............................................................................................................................................................................................................................................................................................
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0256 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]