emmasnow
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 810
წევრი No.: 231846
რეგისტრ.: 10-May 17
|
#52128966 · 6 Feb 2018, 12:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 3 2 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას;
ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
11. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644).
1 2. მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
2. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
3. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
41. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას.
4 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
43. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის 42 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
5 1. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
52. მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
7. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა:
ა) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ბ) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ მუხლის მე -3, მე -4, 41 , მე -6 და მე -8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ .
4 1. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალდამრღვევს მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არაუადრეს 3 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნულ პირს მართვის უფლება აღუდგება ერთ-ერთი შემდეგი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.
6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით.
7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
8. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644).
9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
11. თუ ამ მუხლის 1 2 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს.
--------------------
[b] [/b]
|