forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის ოპერაში რატომ იდგმება მხოლოდ იტალიური და ქართული, ოპერები?
brevalo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5347
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 20:46  #51791563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა გავეცანი თბილისის საიპერო თეატრის გეგმას და გეგმაში მხოლოდ იტალიური ქართული და 1-2 ფრანგული ოპერებია გაწერილი.

https://www.facebook.com/nata.kiknadze.547/...011325132477925

გერმანული არ არსებობს თუ ისეთი ღირებული არ არის? რატომ არ იდგმება მოცარტი? რატომ არ იდგმება ვებერი? და ყველაზე მთავარი:

რატომ არ იდგმება ვაგნერი??? სავარაუდოდ ამის პასუხი იქნება რომ ვაგნერს ვერ შეასრულებენ და იმიტომო. ეგ არ არის გამართლება. თუ რამის დიდი სურვილია ყველაფერი გაკეთებადი და მიღწევადია.

იქნებ იმიტომ უკუაგდეს გერმანული ოპერები რომ ცოტა რთული მოსასმენია? იტალიური ოპერას ხომ ჩლუნგი ყურიც კარგად და ხმატკბილად აღიქვამს?? მიზეზი კი ვიცი. უბრალოდ ქართველი ხალხის გამოუთლელი გემოვნების გამო იტალიური უფრო იზიდავთ.

დროა ცოტა გემოვნება გამოვთალოთ მეგობრებო smile.gif


Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12240
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 12:35  #51794649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
brevаlo
ვაგნერს ბეეეეეევრი შრომა უნდა და უნდათ ახლა ეგ???
რამდენიმე წლის წინ ორკესტრს კვირაში 2 რეპეტიცია ჰქონდა და როდესაც ეს შეცვალა მაშინ ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბუნტი მოაწყვეს უხმო მომღერლებთან ერთად და ის კაცი გააგდეს თეატრიდან...
არადა, ვაგნერიც შესრულდა იმ პერიოდში - 2 საათიანი კონცერტი, თან საკმაოდ ნორმალურ დონეზე


--------------------
გიზების და ყველა ფანატიკოსის დედაც .......... ბართლომესთან

"სახელმწიფოში, რომელშიც უსამართლოდ აპატიმრებენ, ყველა პატიოსანი ადამიანის ადგილი ციხეშია" - ჰენრი დევიდ ტორო

სამოთხეში კარგი კლიმატია, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში - ბრწყინვალე საზოგადოება!
brevalo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5347
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 17:15  #51796145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Charles IX


კინწურაშვილის დროს თითქმის არაფერი არ კეთდებოდა. ეხლა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნაღდად ფაფხურობს და ნამდვილად ამუშავდა ოპერა, მაგრამ რეპერტუარი აქვთ ისეთი, რომელიც ჩვენი მომღერლების რესურსებში შედის.

ვაგნერის მომღერლებს სპეციფიური მომზადება და ფსიქოლოგია სჭირდება. ორკესტრიც უნდა გაფართოვდეს, რომ ნამდვილი ვაგნერის ჟღერადობა მივიღოთ. მოკლედ ძალიან შრომატევადი საქმეა ჩასატარებელი.

არის მეორე ალტერნატივაც: შეუძლიათ ჩამოიყვანონს ვაგნერის მომღერლები. ხომ ჩამოიყვანეს "სიყვარულის ნექტარზე" უცხოელი მომღერლები, იგივე შეუძლიათ გააკეთონ ვაგნერზეც. მაგრამ აქ პრობლემა არის იმაში, რომ ვაგენრი უბრალოდ არ აინტერესებთ. ვერდი ვერდი პუჩინი პუჩინი დონიცეტი ვერდი პუჩინი ფალიაშვილი და ა.შ. facepalm.gif ცოტა არ იყოს მომბეზრდა.

ქართველი ხალხი ხომ რაღაცით გავს იტალიელებს და ალბათ ეგაა მიზეზი რომ იტალიური, გერმანულთან უფრო ზედაპირული მუსიკა უფრო მოსწონთ.

This post has been edited by brevalo on 7 Dec 2017, 17:16
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12240
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 01:06  #51798846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
brevаlo
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ვაგნერის შესრულებამდე მივიდეთ - თუნდაც ჰოლანდიელის, ტანჰოიზერის და ლოენგრინის. ტრისტანზე და ბეჭედზე აღარაფერს ვამბობ.
იყო ჩაფიქრებული თანდათანობით მისვლა ვაგნერის ოპერების შესრულებამდე, 2013-ში დიდი საიუბილეო კონცერტიც ჩატარდა სავსებით ნორმალურ დონეზე. მაგრამ, მერე ყველა ამ გეგმას ხაზი გადაესვა

JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1667
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 15:46  #51839043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
brevаlo
QUOTE
გერმანული არ არსებობს თუ ისეთი ღირებული არ არის?

ალბათ ღადაობთ, ღირსპატივსაცემო
QUOTE
თბილისის ოპერაში რატომ იდგმება მხოლოდ იტალიური და ქართული, ოპერები?

იმიტომ, რომ იდგმება მხოლოდ ის, რისი პრაქტიკაც არსებობს, რასაც არც შრომა უნდა, შედარებით, და არც საშემსრულებლო სირთულეებთანაა დაკვშირებული და წლების განმავლობაში დაზეპირებულია.

არ ვიცი შენი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ, მაგრამ ეს სავსებით სამართლიანი შეკითხვა რომ გიჩნდება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მუსიკაში ნიჭის ქონა გგონია გადამწყვეტი და არსებითი. სინამდვილეში რეალობა პირიქითაა. ადრე, სანამ სახელმწიფო არსებობდა და სახელმწიფოებრიობის ფორმაში ვცხოვრობდით, არსებობდა რაღაც სუბორდინაციის და წესრიგისმაგვარი, რომელიც, მართალია, ჩვენი არ იყო და იძულებით იყო გარედან თავსმოხვეული (დაინგრა თუ არა საბჭოთა კავშირი და გავიჩითეთ თუ არა ე. წ. "დამოუკიდებლები", პირველი ეგ წესრიგი და სუბორდინაცია ჩავაბარეთ ისტორიის სანაგვეს) და ნება-უნებლიეთ ვექვემდებარებოდით - არ დავექვემდებარებოდით და ჩვენი აჯობებდა. ამიტომ იმ პირობებში ადამიანს, უნდოდა თუ არ უნდოდა, უწევდა სწავლა და აკადემიური მასალის შემეცნება და მას ასე თუ ისე განსწავლული აკადემიური შემადგენლობა ასწავლიდა; განსწავლული - დღევანდელ შემადგენლობასთან შედარებით. შესაბამისად, როგორც თეორეტიკოს მასწავლებლებში, ისე პრაქტიკოს მუსიკოსებში რაღაც აკადემიური დონე იყო დაჭერილი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მუსიკა ყველას ყურის ტკბობის, განტვირთვის და ა. შ. საშუალება ჰგონია, ფუფუნების ან ფართო მოხმარების საგანივით (ადამიანი-მომხმარებელი) და სინამდვილეში ეს სულაც არაა ასე. მუსიკა შემოქმედების აბსტრაქტულზე აბსტრაქტული და ურთულესი დარგია, რომლის წვდომას ფართო ზოგადი განათლება, საშუალოზე მაღალი ინტელექტი და მშრომელის მოთმინება სჭირდება. ხოლო რაც შეეხება ჩვენს თანამედროვე მუსიკოსებს, აქ თაობებს შორის შემდეგი შინაარსის უფსკრულია აღმართული ჩაღმართული:
1. მასწავლებლების თაობა ხედავს, რომ 40 წლის წინანდელი რუსული განათლების ამარაა დარჩენილი, რომელიც ჯერ კიდევ იმ 40 წლის წინ იყო უკვე ვადაგასული. აქ რამდენიმე ჯგუფად არიან გაერთიანებულნი და შეთანხმებულად ხლართავენ სხვადასხვა ბინძურ ინტრიგებს, რათა დასავლეთში განათლებამიღებული 35 წლამდე ხალხი არ მოუშვან მასწავლებლის პოზიციებთან, თორემ ხო დარჩნენ უსამსახუროდ.
2. ახალგაზრდების თაობა, რომლის დიდმა ნაწილმა სასკოლო განათლება ათწლედში მიიღო, ინტელექტის არანორმალურ დეფიციტს განიცდის - ათწლედი ყველამ იცის, რაც იყო: ჩვეულებრივი სკოლა + ზოგადი და სპეციალური მუსიკა, სადაც ჩვეულებრივ სასკოლო განათლებაში - 90-იანებში - მგონი იმასაც არ ასწავლიდნენ, რომ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს მთვარე ჰქვია. ზოგიერთი ათწლედდამთავრებულისთვის კი ორი სიტყვა: "მაინ რიდი" ასოცირდება, არც მეტი, არც ნაკლები, ვესტერნის ჟანრთან, ილია და აკაკი ერთმანეთში ერევა და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე არ იცის, ვინ იყო. უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდების (ათწლედი + არაათწლედი) ნაწილმა კი პროფესიული სპეციალიზაციის მიღება დასავლეთში გააგრძელა, დროდადრო აქ ჩამოდიან - გაჭირვებით - მასტერკლასებს მართავენ, უკრავენ, დირიჟორობენ, ამ დროს კი დამხვდური უფროსი თაობა, არც მეტი, არც ნაკლები, აქაურები აქ ყველაფერს აკეთებს (აქაურივე სულელი ახალგაზრდების გამოყენებით), რომ... მეტი ისინი აქ აღარ ჩამოვიდნენ, რო ემანდ ვინმემ ჩამოსულები არ ამჯობინოს ამათ.

თავის მხრივ, დასავლეთში მყოფმა ხალხმა, ვინც იმდენს მაინც მიხვდა, რომ ენა მხოლოდ ურთიერთობის საშუალება არაა და ღრმა კულტურული შინაარსი და საფუძვლები აქვს, მოახერხა და ენა ისწავლა, ზოგმა თავი არ შეიწუხა ამით. და ვინაიდან პროფესიაში ასე თუ ისე კარგად არიან (იმდენად კარგად, რომ აქაურ მუსიკოსთა ელიტას მათი ისე ეშინია, როგორც ზევით აღვწერეთ), მაგრამ სამაგიეროდ ზოგადი განათლების ამბავში უხერხულობამდე ერხევათ (აქ პირიქით, 40 წლის წინ საბჭოთასკოლაგავლილი ხალხია ძლიერი), ამიტომაცაა, რომ თავდაჯერებულობა აკლიათ და აქ მყოფ უფროს თაობას, რომელიც პარაზიტიზმით, საკუთარი ეროვნული ორგანიზმის ძარცვით (არ ვაჭარბებ, ასე ჰქვია) და სხვა, მათზე უმცროსი, გამოუცდელი და მათი ხელიდან წყალობის მომლოდინე ახალგაზრდების ინტრიგებში გამოყენებითაა დაკავებული, საკადრის პასუხს ვერ სცემენ. - და ეს მხოლოდ თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო, რაც ინტელექტის და განათლების ნაკლებობითაა გამოწვეული.

ბევრს საკამათოდ მიაჩნია, მაგრამ აქ საკამათოს ვერაფერს ვერ ვხედავ - უინტელექტო და მხოლოდ "თავის საქმის მცოდნე" შემსრულებელი მუსიკოსი არის მხოლოდ дырка от бублика. ბევრი სხვადასხვა არგუმენტებს მოიხმობს, რომ ახსნას, რომ მან მთავარია თავის საქმე იცოდეს და ა. შ. და ა. შ. რიჟა ბაზარი, მაგრამ ეს იმდენად დიდი სისულელეა, რომ სისულელეც კი აღარაა. მუსიკის შესრულება არის ინტერპრეტირება - ესაა ცოცხალი შემოქმედება, ამის უნარი იმას აქვს, ვისაც ვინც ინტელექტის გარკვეული კომპეტენციის ზღვარს ზევითაა და აქ კამათი უსარგებლოა. მუსიკის ინტერპრეტაცია არის გადმოცემა იმისა, რაც დაწერა კომპოზიტორმა, სხვა სიტყვებით, ესაა ადამიანთა - მსმენელებს ვგულისხმობ - ესთეტიურ აღზრდასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება ან მინიმუმ - ამაზე პრეტენზიის ქონა. ვერაფერს მე ვერ მასწავლის შემსრულებელი მუსიკოსი, ვინც არ იცის ვარდნი და იანი, სარჩობელაზედ, ტყის კაცი, ხმელი წიფელი და მეჩექმე გაბო - ხვდები ალბათ, ენციკლოპედიურ ცოდნას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმას, რაც ამათ წაკითხვის და შემეცნების შემდეგ რჩება ადამიანში.

შენ ახლა ვაგნერს შეეხე biggrin.gif დონიცეტი ან ჩაიკოვსკი-მაინც გეთქვა biggrin.gif ბახის მერე გერმანელებს ვაგნერის მსგავსი არავინ ჰყოლიათ (ჩემი მდაბალი ბოდიში ლ. ვ. ბ.-ს), ხოლო საოპერო ჟანრში კი ვაგნერთან ოდნავმიახლოებულიც კი არავინაა (სიმფონიურიდან მალერი დგას ძალიან ახლოს). ჯერ იმისთვის, რომ ვაგნერი დაიდგას, დამდგმელ რეჟისორს და დირიჟორს უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო წარმოდგენა, რა მოვლენაა ვაგნერი დედამიწაზე და ამ ცხოვრებაში, თორემ ორკესტრის მსახიობს რაც ვერჩი - ტექნიკურ ნაწილს მეცადინეობით გააკეთებს და ეგაა, მაგრამ ამ ტექნიკური ნაწილის მიღმაა სწორედ ის იდეური ნაწილი, რაც ყველაფერს განსაზღვრავს. სადღაც 1 თვის წინ ჯანოს ცენტრში მალერის I დაუკრეს და ეს იყო არა მარტო მალერის დედის კოლექტიური გაუპატიურება, არამედ - მთელი მუსიკის. ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ - იქ უნდა ყოფილიყავი და გესმინა, რას აკეთებდნენ. ყველაზე გლეჯვა ის იყო, რო ეს დებილი ხალხი ყელს იხოკავდა "ბრავო, ბრავოს" ყვირილით, დედაკაცები - მომეტებულად. ეს ეროვნული დაავადების მეორე მხარეა - არ სჭირდება მუსიკოსობა იმის მიხვედრას, რომ:
1. სინქრონი ვერ უჭირავთ;
2. რიტმში ვერ სხდებიან;
3. ტემპიდან წამდაუწუმ ვარდებიან;
4. შესვლები - რაღაც სასწაულებრივი, ამას, უბრალოდ, ვერც აღვწერ, რას შევადარო, არც ვიცი;
5. ჩასაბერები - ქვევით ვიდეოს დავდებ და არ გეგონოს, რომ რამეს ვაჭარბებდე, ერთი ერთში ეგაა.

ჩვენთან მუსიკა არ სრულდება. არ სრულდება მარტივი და სამწუხარო მიზეზის გამო - არ ვიცით. მასწავლებლები, სწავლულები და შემსრულებლები არ გვყავს - ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა. ის, რომ აქაური ხანდაზმული მასწავლებლები ახალ თაობას გზებს უჭრიან, ეს სახელმწიფოს მიერაა დაშვებული; სახელმწიფოს ეს არ აინტერესებს.

QUOTE
თუ რამის დიდი სურვილია ყველაფერი გაკეთებადი და მიღწევადია

ვის აქვს სურვილი, შენი აზრით?

QUOTE
იქნებ იმიტომ უკუაგდეს გერმანული ოპერები რომ ცოტა რთული მოსასმენია? იტალიური ოპერას ხომ ჩლუნგი ყურიც კარგად და ხმატკბილად აღიქვამს?? მიზეზი კი ვიცი. უბრალოდ ქართველი ხალხის გამოუთლელი გემოვნების გამო იტალიური უფრო იზიდავთ.

არა. კომპეტენცია არ გვაქვს და იმიტომ.

Charles IX
QUOTE
ვაგნერს ბეეეეეევრი შრომა უნდა და უნდათ ახლა ეგ???
რამდენიმე წლის წინ ორკესტრს კვირაში 2 რეპეტიცია ჰქონდა და როდესაც ეს შეცვალა მაშინ ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბუნტი მოაწყვეს უხმო მომღერლებთან ერთად და ის კაცი გააგდეს თეატრიდან...
არადა, ვაგნერიც შესრულდა იმ პერიოდში - 2 საათიანი კონცერტი, თან საკმაოდ ნორმალურ დონეზე

biggrin.gif
სხვათა შორის, საბჭოთა დროს კახიძემ ხო დაუკრა, არ მახსოვს, ელექტრა, არ მახსოვს, ზალომე. არ ვიცი, რა და როგორ დაუკრეს (იმედია - ბეთჰოვენის 9-ეზე უკეთესად), მაგრამ თუ რა მწარედ განგვიცდია ქართველებს რიხტერის ის ყბადაღებული რეპლიკა, იმაში ჩანს, თუ რამდენნაირი ინტერპრეტაცია მოუძებნეს მერე მაგ სიტყვებს...

brevаlo
QUOTE
არის მეორე ალტერნატივაც: შეუძლიათ ჩამოიყვანონს ვაგნერის მომღერლები. ხომ ჩამოიყვანეს "სიყვარულის ნექტარზე" უცხოელი მომღერლები, იგივე შეუძლიათ გააკეთონ ვაგნერზეც. მაგრამ აქ პრობლემა არის იმაში, რომ ვაგენრი უბრალოდ არ აინტერესებთ. ვერდი ვერდი პუჩინი პუჩინი დონიცეტი ვერდი პუჩინი ფალიაშვილი და ა.შ.  ცოტა არ იყოს მომბეზრდა.

ქართველი ხალხი ხომ რაღაცით გავს იტალიელებს და ალბათ ეგაა მიზეზი რომ იტალიური, გერმანულთან უფრო ზედაპირული მუსიკა უფრო მოსწონთ.

მართლა მიხარია, რო სწორად მსჯელობ smile.gif
ერთი რამ კარგად გაიგე: სახელმწიფო ინტერესი და პოლიტიკა არ არის ქართველი ხალხისთვის არც გემოვნების განვითარება, არც კულტურული სრულყოფა და არც განათლება. ეს სახელმწიფოს არ აინტერესებს. არის სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებულია განათლებული, კულტურული და ზნეობრივი მოქალაქეების ყოლით, იქ ეს ყველაფერი ხელშეწყობილია და ამ მიმართულებით მუშაობენ და ა. შ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველმა ხალხმა ისე გაიღატაკა თავი, ედიკას, მიშას და ბიძოს მეტი სხვა პრასვეტი არ დაიტოვა საკუთარი თავის სამართავად, თუმცა სახელებს რა მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ იმ ძალებისთვის, რაც ჩვენი მთავრობის უკან დგას დღის წესრიგში საქართველოს გაპარტახება დგას - არა გაკეთილშობილება, არამედ - პირიქით: ეკონომიკური სიდუხჭირის შექმნა ხელოვნურად და ქართველების მასიურად განსახლება საქართველოდან, რაც გამოსდით-კიდეც.
ყველა პროფესიის ადამიანი, ვინც აქედან წასულია იძულებით სამუშაოდ, აქ რომ დაბრუნდეს, დამერწმუნე, რომ ვაგნერსაც შევასრულებთ და ორფსაც და ერთი ნაცნობი სახე აღარ იქნება სხვადასხვა დაწესებულებებში (შემსრულებლებს მაინცდამაინც არ ვგულისხმობ).

ეს ის ვიდეო:


This post has been edited by JSB14BSJ on 15 Dec 2017, 16:27


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
brevalo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5347
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 18:54  #51839991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
JSB14BSJ

პირველ რიგში აღსანიშნავია თქვენი წერის მანერა და აზრები, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ up.gif


QUOTE
ტექნიკურ ნაწილს მეცადინეობით გააკეთებს და ეგაა, მაგრამ ამ ტექნიკური ნაწილის მიღმაა სწორედ ის იდეური ნაწილი, რაც ყველაფერს განსაზღვრავს.


ძალიან გამიხარდა ეს სიტყვები. ნამდვილად არ მეგონა თუ ვინმესგან ამ ფრაზას მოვისმენდი. ვაგნერი ხომ საოცარი მუსიკის გარდა კონცეფციაცაა, რომელიც მოიცავს აურაცხელი რაოდენობით უძველეს სკანდინავიურ-ტევტონურ მითოლოგიას, სიმბოლიკას, რუნებს, ბუდიზმსაც კი. ბევრს ვაგნერის კარგი შესრულება ჰქონია მხოლოდ დინამიკის, სინქრონის, ტემპის დაცვა და კარგი მომღერლები. მთავარი ძირი არის სწორედ ვაგნერისეული იდეის გააზრება, შესისხლხორცება და ამ ვაგნერისეული სულის მუსიკით გადმოცემა. თორე მხოლოდ მითოოლოგიის შინაარსის გადმოცემა ზღაპრად არ არის ვაგნერი, რასაც ბევრი ცნობილი რეჟისორ-დირიჟორი აკეთებს.


მუსიკალური განათლება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მინახავს განსწავლული მუსიკოსები და მუსიკათმცოდნეები, რომლებმაც ვაგნერიც იციან, ვერდიც, მაგრამ მაინც ვერდი ურჩევნიათ. ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი შინაგანი ბუნებაა. ქართულ ბუნებასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იტალიური მუსიკა უფრო ახლობელია, ვიდრე გერმანული.

ჩემი აზრით, თუ ადამიანს უნდა რომ რაღაცა გააკეთოს, ამ ყველაფრის პირველსაწყისია სურვილი. სურვილი რომელიც შიგნიდან მოდის და არ გასვენებს. თუ ხალხში იქნება დიდი სურვილი და ნება, რომ ვაგნერი ღირსეულად დაიდგას, მაშინ აუცილებლად დაიდგმება. მაგრამ ხალხში ამ სურვილს ვერ ვხედავ.


QUOTE
1 თვის წინ ჯანოს ცენტრში მალერის I დაუკრეს და ეს იყო არა მარტო მალერის დედის კოლექტიური გაუპატიურება, არამედ - მთელი მუსიკის. ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ - იქ უნდა ყოფილიყავი და გესმინა, რას აკეთებდნენ. ყველაზე გლეჯვა ის იყო, რო ეს დებილი ხალხი ყელს იხოკავდა "ბრავო, ბრავოს" ყვირილით, დედაკაცები - მომეტებულად.



მე ადრე მოვისმინე მალერის ადაჯიო, მოცარტის "რექვიემი" და ზუსტად მსგავსი სცენა იყო. კონცერტის დასასრულს მუსიკის ელიტა შოკირებული ტაშს არ წყვეტდა და კულისებში ხოტბის შესხმის უაზრო, ფოე-ფოე ფრაზებს ისროდნენ biggrin.gif
ერთხელ არ მახსოვს რომ ვატოს ორკესტრს ნორმალურად შეესრულებინა რამე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მუსიკა კიდიათ და ძალით აკვრევინებენ.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0221 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]