Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Sony > Sony Xperia E4,E4G,E4 Dual და E4G Dual


Posted by: nodarie 27 Feb 2015, 16:13
user posted image

Xperia E4/E4 Dual
ეკრანი: 5 ინჩიანი 540 x 960P
ზომები: 137 x 74.6 x 10.5 მილიმეტრი
ჩიპსეტი: Mediatek MT6582
პროცესორის ბირთვები: 4 ბირთვიანი 1.3 GHz Cortex-A7
გრაფიკული პროცესორი:Mali-400MP2
კამერა: 5 მეგაპიქსელიანი, LED განათება
წინა კამერა: 2 მეგაპიქსელი
ვიდეო გადაღება: 2160p@30fps, 1080p@30fps
ბატარეა: 2300 მილიამპერიანი
მეხსიერება: 8 GB შესანახი, 1 GB ოპერატიული, შესაძლებელია მეხსიერების გაზრდაც
ორ სიმიანი ვერსია

Xperia E4G/E4G Dual
ეკრანი: 4.7 ინჩიანი 540 x 960P
ზომები: 133 x 71 x 10.8 მილიმეტრი
ჩიპსეტი: Mediatek MT6732
პროცესორის ბირთვები: 4 ბირთვიანი 1.5 GHz Cortex-A53 (64 ბიტიანი)
გრაფიკული პროცესორი:Mali-T760MP2 (საკმაოდ მძლავრი გრაფიკული პროცესორი)
კამერა: 5 მეგაპიქსელიანი, LED განათება
წინა კამერა: 2 მეგაპიქსელი
ვიდეო გადაღება: 1080p@30fps
ბატარეა: 2300 მილიამპერიანი
მეხსიერება: 8 GB შესანახი, 1 GB ოპერატიული, შესაძლებელია მეხსიერების გაზრდაც
ორ სიმიანი ვერსია
4G LTE
NFC

მე პირადათ გირჩევთ Xperia E4/E4 Dual-ს, რადგან ბევრა უკეთესი პროცესორი აქვს, 64 ბიტიანი! ფასი მხოლოდ 145 ამერიკული დოლარია.




Posted by: Citizen* 27 Feb 2015, 16:54
ძაან მაგარი სმარტფონები ჩანს...

QUOTE
ჩიპსეტი: Mediatek MT6732

მაგრამ ეს უტეხავს

Posted by: asterodroider 27 Feb 2015, 17:26
Citizen*
პირიქით, საკმაოდ მძლავრი პროცესორია საშუალო დონის სმარტებში.

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 19:34
asterodroider
QUOTE
პირიქით, საკმაოდ მძლავრი პროცესორია საშუალო დონის სმარტებში.

კარგი რაა, სონი მედიათეკზე biggrin.gif და უცებ გაპრავება რომ თურმე მედიათეკი საკმაოდ კარგია lol.gif
ამ დაბლოკვის ღილაკს ვერ შეელიენ კიდე შუა მინდორში ამოსული სოკოსავით რომ გამოაბამენ ხოლმე ზედ... lol.gif
10 დოლარით მეტი ღირდეს და ნორმალური ელემენტი ჩაედოთ თუნდაც აჯობებდა!
ან ამ ეკრანში ჩატენილ ღილაკებს რით ვერ ანებებენ თავს, ნუთუ დიზაინერი მაინც ვერ ხვდება რომ ამახინჯებს ეგ რაღაც სხვა ნაკლზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

ოპერაციულ სისტემებზე რატომ არაფერია ნათქვამი?

Posted by: asterodroider 27 Feb 2015, 19:41
sis tema
QUOTE
კარგი რაა, სონი მედიათეკზე და უცებ გაპრავება რომ თურმე მედიათეკი საკმაოდ კარგია

არაფერ შუაშია სონი და მედიათეკის გაპრავება. ხალხს უნდა იაფი ტელეფონი კარგი მონაცემებით. 130-150 დოლარში მეტი უკეთესი რაღა უნდა იყოს ??
+ სადღაც ტესტები ვნახე და ახალმა MEDIATEKის ჩიპსეთმა 810ს აჯობა wink.gif
QUOTE
ამ დაბლოკვის ღილაკს ვერ შეელიენ კიდე შუა მინდორში ამოსული სოკოსავით რომ გამოაბამენ ხოლმე ზედ...

ეგ სონის საფირმო ნიშანი გახდა და არ მოიაცილებს, რისი იმედის მაქვს, რადგან ძალიან მომწონს მე პირადად. wink.gif
QUOTE
10 დოლარით მეტი ღირდეს და ნორმალური ელემენტი ჩაედოთ თუნდაც აჯობებდა!

ელემენტი ორი დღე ძლებს და ამიტომ მის სიცუდეზე ლაპარაკი ზედმეტია facepalm.gif რადგან ამავე დონის სხვა ბრენდის სმარტების უმეტესობა ერთ დღესაც ვერ ქაჩავს wink.gif
QUOTE
ოპერაციულ სისტემებზე რატომ არაფერია ნათქვამი?

LOLLIPOPით დარელიზდება, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ცდილობს SONY ოფიციალურად გამოსვლის დღემდე დამალოს Lის დიზაინი, ჯერჯერობით KITKATი აქვს wink.gif

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 19:59
asterodroider
QUOTE
არაფერ შუაშია სონი და მედიათეკის გაპრავება

როგორ არაფერ შუაშია, ამ ფორუმზე ათეულობით ჰუავეისა თუ სხვა წარმოების სმარტები იყო ხოლმე აბუჩად აგდებული სწორედ მედიატეკის გამო, მაგრამ ახლა სონიშიც რომ ჩაყარეს საკმაოდ ძლიერია თურმე და სნაპსაც აჯობა! lol.gif

QUOTE
ეგ სონის საფირმო ნიშანი გახდა და არ მოიაცილებს, რისი იმედის მაქვს, რადგან ძალიან მომწონს მე პირადად.

შენ კი არ მოგწონს იხტიბარს არ იტეხავ სონის გამო თორემ როგორ შეიძლება ეგ გამობზეკილი რაღაც მოგწონდეს, ლიფტის გამოსაძახებელს რომ გავს? biggrin.gif

QUOTE
ელემენტი ორი დღე ძლებს და ამიტომ მის სიცუდეზე ლაპარაკი ზედმეტია  რადგან ამავე დონის სხვა ბრენდის სმარტების უმეტესობა ერთ დღესაც ვერ ქაჩავს

აი მაგ მონაცემებზე ორი დღე 2300-იანი ელემენტი ვერანაირად ვერ გაძლებს, თან სონის ნაგავი ოპტიმიზაციის პირობებში და შენ სად გატესტე?

QUOTE
ვინაიდან და რადგანაც ცდილობს SONY ოფიციალურად გამოსვლის დღემდე დამალოს Lის დიზაინი, ჯერჯერობით KITKATი აქვს

ანუ კიდევ კაი ხანს არ ეღირსება სონის კიტკეტიიი? biggrin.gif

Posted by: nodarie 27 Feb 2015, 20:09
sis tema
მე რა მაუნტერესებს იცი, ასე დაბოღმილივით რატომ საუბრობ biggrin.gif სონის იპტიმიზაციაზე ძაან არაობიექტურად საუბრობ! და ერთი მიზეზი დამისახელე რატომაა მედიატეკი ცუდი?

ლოლიპოპი 2 მარტს გამოდის და ამ სმარტფონებზეც განახლდება.

Posted by: boni91 27 Feb 2015, 20:09
QUOTE
შუა მინდორში ამოსული სოკოსავით

QUOTE
ლიფტის გამოსაძახებელს რომ გავს


კიდე დავამატებდი - მეჭეჭივით გამონაზარდს biggrin.gif

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 20:21
nodarie
QUOTE
sis tema
მე რა მაუნტერესებს იცი, ასე დაბოღმილივით რატომ საუბრობ

რა შუაშია დაბოღმილი? რაც არის იმას ვლაპარაკობ...
QUOTE
სონის იპტიმიზაციაზე ძაან არაობიექტურად საუბრობ!

სადაც გინდა იქ მოიტანე შენი სონი და აგიხსნი ობიექტურად... biggrin.gif არ ვლაპარაკობ არაობიექტურად, პირადი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ! კარგად იცი Z რომ მქონდა ადრე და 5 დღეში დავუბრუნე პატრონს, თან 50 ლარი ვაჩუქე ოღონდ დაიბრუნე-თქო! იმის შემდეგ კიდევ გადავცდი, -ეგ Z არის ცუდი თორემ Z1 ძაან მაგარიაო, ვიყიდე და კიდევ კარგი ბიძაჩემს უნდოდა ტელეფონის ყიდვა და იმას შევაჩეჩე თორემ ალბათ დავამტვრევდი...

QUOTE
ერთი მიზეზი დამისახელე რატომაა მედიატეკი ცუდი?

მე არ ვამბობ რომ ცუდია, მთელი ფორუმი ამბობდა ასე სანამ სონი არ გამოიყენებდა, ახლა კი ისევ მთელი ფორუმი საუბრობს რომ ცუდია, ოღონდ სონის ფანების გამოკლებით lol.gif

QUOTE
ლოლიპოპი 2 მარტს გამოდის და ამ სმარტფონებზეც განახლდება.

კაი ინფოა... biggrin.gif

Posted by: nodarie 27 Feb 2015, 20:30
sis tema
ადრე მართლაც ჰქონდა ცუდი პროცესორები სნაპდრაგონთან შედარებით, ეხლა გაუთანაბრეს სნაპდრაგონს, კიარა გადაუსწრეს წარმადობით..... მე პირადათ პრობლემა არ მქონდა მედიატეკზე არასდროს, ყველამ კარგად იცის ჩინურ სმარტებზე თემებს რომ ვხსნიდი.

და 144 დილარიანი სმარტფონისგან მეტს რას მოითხოვ?

მე შენ ხომ გითხარი სამსუნგის მოყვარული სონის ვერ შეეგუები მეთქი და მაინც არ დამიჯერე?

Posted by: HTConemax 27 Feb 2015, 20:40
ეს საოცრებები(ღა) აკლდა სონის თავლაფდასხმას და ესეც გააკეთეს ახლა ნახე შენ ჭედვა და სიკვდილი :/ რა მედიათეკი კაით რა და რა 2 დღე ელემენტი biggrin.gif ჩინური პლანშეტი მაჩუქეს და რო ვნახე 300$ ღირს და ბოლო მედიატეკის პროციკაზეა და ელემენს ისე ჭამს 7000MA ბატარია ყოფნის 1დღე და 5-6 საათი და 2300 გაძლებს 2 დღე ? biggrin.gif ახლა ხმის კარტას და ფოტოაპარას მოჟმოტავენ და ხმა ექნება ტაშტივით და სურათს გადაიღებს დენიკინის დროს გამოსული პირველი კამერიანი პანასონიკები რო იყო ისე :/

იმედა ვიტოვებ ზ4 იქნება რაღაც სასწაული და ამოიყვანს ამ კომპანიას ღრმა ჭაობიდან თორე ისე კაი ჩავარდნა იყო წინა მოდელები sad.gif მართლა გულით მინდა რო კაი განოვიდეს რო კონკურენტად დაბრუნდეს ბაზარზე და მეტი არჩევანი იყოს და ეს გაპარპაშებული ვაშლოიდი და SAME-SUNG დასვას ცოტა გამობზეკილ უკანალზე wink.gif ბავშვობიდან მიყვარდა ეს ფირმა და სულ სონის (მწვანე ეკრანი რო ქონდა) და სონიერიქსონის სმარტები მქონდა ხოლმე მარა სონიში ვეღარ ვხედავ წინსვლას და რამე ისეთ ინოვაციურს რომ ყიდვა მომინდეს sad.gif

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 20:43
nodarie
QUOTE
144 დილარიანი სმარტფონისგან მეტს რას მოითხოვ?

არაფერს კაცო, მე რას უნდა მოვითხოვდე, უბრალოდ რაც არ მომეწონა დავწერე! თუ არ მაქვს უფლება და კაი აღარ გავიღებ ხმას... biggrin.gif

QUOTE
მე შენ ხომ გითხარი სამსუნგის მოყვარული სონის ვერ შეეგუები მეთქი და მაინც არ დამიჯერე?

არ დაგიჯერე, Z1 ბევრად უკეთესი მეგონა და თან ეტყობა ფსიქოლოგიურადაც შემისრულა აქ დაწერილმა ზოგიერთი ფანატის პოსტმა biggrin.gif
მეგონა განსხვავებული სისტემა ეყენებოდა და განსხვავებული სტილის სმარტფონი იქნებოდა, აღმოვაჩინე რომ ყველა სმარტფონი სონისა ისევე გავს ერთმანეთს სტილით ერთიდაიგივე სერიაში, როგორც სამსუნგებისა, დაჟე კიდევ უფრო!
მოკლედ მგონი საერთოდ ამ ანდროიდებმა დამღალეს რაა, იქნებ მოვახერხო და როგორმე გადავიდე ისევ iOS-ზე, თქვენც დაისვენებთ და მეც!

QUOTE
მე შენ ხომ გითხარი სამსუნგის მოყვარული სონის ვერ შეეგუები მეთქი და მაინც არ დამიჯერე?

ღმერთმა დამიფაროს, სამსუნგის დედაც ვჯეკ... biggrin.gif სად გინახია სამსუნგის მოყვარული Apple-სტი? biggrin.gif
ერთერთი ანდრო სმარტფონების მწარმოებელი მართლა რაც მევასება ესაა LG (გარდა ნექსუსებისა ოღონდ, ნექსუსებს ვერ ვიტან დასანახადაც კი)

ისე საინტერესოა ამ ელემენტების ამბავი, მაგდენზე ურტყავს ფასს რომ დაბალბიუჯეტური კლასიდან აგდებს სმარტფონს თუ რატომ არ დებენ ნორმალურ ელემენტს? ჩემთან რომ იყავი, zenfone 5-ზე რომ ვლაპარაკობდით, აუ იმენა დამშოკა მაგ სმარტმაც ელემენტის ამბავში, მაგარი ნაგავი ყოფილა...

Posted by: nodarie 27 Feb 2015, 20:48
sis tema
ხო, ზენფონ 5-ის ელემენტი არავის არ მოსწონს, მაგრამ სონის ელემენტს არაფერი აქვს დასაწუნი biggrin.gif შენ ეხლა სპეციალურად წერ ეგეთ რაღაცეებს, რაღაც მიზეზის გამო, იმედია გავიგებ მერე biggrin.gif არ მოგწონს ერთია, მაგრამ ყველას შენნაირი გემოვნება ვერ ექნება biggrin.gif ფბ-ზე შემო მერე მოგწერ რაღაცას biggrin.gif

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 20:58
nodarie
QUOTE
შენ ეხლა სპეციალურად წერ ეგეთ რაღაცეებს, რაღაც მიზეზის გამო, იმედია გავიგებ მერე

lol.gif wink.gif
QUOTE
სონის ელემენტს არაფერი აქვს დასაწუნი

სონიზე არ გეუბნები, ამ კონკრეტული 5ინჩიანი სმარტის 2300-იან ელემენტზე მაქვს საუბარი!
QUOTE
არ მოგწონს ერთია, მაგრამ ყველას შენნაირი გემოვნება ვერ ექნება

ღმერთმა დაგიფაროთ... biggrin.gif
QUOTE
ფბ-ზე შემო მერე მოგწერ რაღაცას

ახლა სტუმარს ველოდები მოგვიანებით შემოვივლი biggrin.gif

Posted by: 918 Spyder 27 Feb 2015, 20:58
sis tema
QUOTE
ამ ფორუმზე ათეულობით ჰუავეისა თუ სხვა წარმოების სმარტები იყო ხოლმე აბუჩად აგდებული სწორედ მედიატეკის გამო.

მაშინ სხვა პროცესორები იყო , ეხლა სხვაა...

ეგ იგივეა ძველთაძველი AMD რომ ინტელს შეადარო და მაგის ფონზე ამტკიცო, რომ ინტელი ჯობია.
გამოსწორდა მედიატეკი და ძალიან კარგ პროცესორებს უშვებს.

2015 წელს მედიატეკის პროცესორი ექნება ძალიან ბევრ მწარმოებელს... არამარტო ჩინურებს...

თან როგორც ითქვა 144 დოლარი ღირს...

მაგ ფასიან ტელეფონში უკეთეს პროცესორს ვერ ჩადებ.
ან ეს უნდა აეღოთ ან SD410.

SD410 Quad-Core Cortex A53 Clock up to 1.4 Ghz (ჩვეულებრივ 1.2 მდე დებენ).
MT6732 Quad-Core Cortex A53 Clock up to 1.5 Ghz

GPU
Adreno 306 21.6GFlops
Mali T760MP2 @500Mhz 34GFlops.

RAM
LPDDR2/3 SD410 (აქედან დასკვნა იაფიანებში LPDDR2)
LPDDR3 MT6732

Posted by: nodarie 27 Feb 2015, 21:03
sis tema
მე 4.7 ინჩიანს ვურჩევ ხალხს თუ დააკვირდები, ძაან მაგარი პროცესორით და მონაცემებითაა, კაი რომ შემოხვალ მომწერე, საიტზე რომ არ ვჩანდე მაინც biggrin.gif

918 Spyder
აა კაცი, რაც მე დამეზარა ახსნა ამან ახსნა დაწვრილებით ! ხშირად შემოიარე ხოლმე biggrin.gif

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 21:06
918 Spyder
QUOTE
მაგ ფასიან ტელეფონში უკეთეს პროცესორს ვერ ჩადებ.

აქ მთავრდება ყველაფერი!
უხორცობის გამო ძაღლის ხორცი არ უნდა ჭამო...
მაშინ საერთოდ უნდა დაანებო მაგ სეგმენტს თავი და რასაც გაწვდები ხარისხის ფარგლებში ის უნდა გააკეთო, როცა ხარისხზე გაქვს პრეტენზია!
რა ვიცი მე ასე მესმის და თქვენი თქვენ იცოდეთ biggrin.gif ვინმეს გგონიათ რომ ეს მოგებას მოუტანს სონის?

Posted by: 918 Spyder 27 Feb 2015, 21:19
sis tema
QUOTE
მაშინ საერთოდ უნდა დაანებო მაგ სეგმენტს თავი და რასაც გაწვდები ხარისხის ფარგლებში ის უნდა გააკეთო, როცა ხარისხზე გაქვს პრეტენზია!


ჩინეთსა და ინდოეთში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ვერ გაწვდება $500+ ტელეფონს.

მაგრამ თავისუფლად იყიდის ამ მობილურს.

უარი თქვა ბაზრის ამ სეგმენტზე , ეს იგივეა უარი თქვა ხონჩით მორთმეულ ოქროზე.
ანუ სრული იდიოტი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო.

Posted by: nodarie 27 Feb 2015, 21:33
918 Spyder

+++++++++++++++++++++++++++++++++

მ4 აქუა გამოდის ეხლა ორშაბათ ზ3-ის დიზაინით, სადღაც 250-300 დოლარი ეღირება
5.2 ინჩიანი ეკრანი
13მპ მთავარი და 5მპ წინა კამერა
Snapdragon 615-ის 8 ბირთვიანი პროცესორი
2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება
ანდროიდ 5.0.2 ოპერაციული სისტემა
3000–3200 მილიამპერიანი ბატარეა
წყალ და მტვერ გამძლე

ზ4 ტაბლეტიც გამოდის
10.1-inch 2K IPS
Qualcomm 810
4GB RAM
32GB ROM
Android L
IP68
Capless Micro-USB waterproof
Colors: black, white and gold.

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 22:41
918 Spyder
QUOTE
უარი თქვა ბაზრის ამ სეგმენტზე , ეს იგივეა უარი თქვა ხონჩით მორთმეულ ოქროზე.

სად წაიკითხე ბაზრის სეგმენტი? biggrin.gif
მე ვთქვი ამ ხარისხის სმარტფონების სეგმენტი და არა ბაზარი!

Posted by: 918 Spyder 27 Feb 2015, 22:45
nodarie
QUOTE
მ4 აქუა გამოდის ეხლა ორშაბათ ზ3-ის დიზაინით, სადღაც 250-300 დოლარი ეღირება
5.2 ინჩიანი ეკრანი
13მპ მთავარი და 5მპ წინა კამერა
Snapdragon 615-ის 8 ბირთვიანი პროცესორი
2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება
ანდროიდ 5.0.2 ოპერაციული სისტემა
3000–3200 მილიამპერიანი ბატარეა
წყალ და მტვერ გამძლე

up.gif up.gif
QUOTE
ზ4 ტაბლეტიც გამოდის
10.1-inch 2K IPS
Qualcomm 810
4GB RAM
32GB ROM
Android L
IP68
Capless Micro-USB waterproof
Colors: black, white and gold.

up.gif up.gif

სონიმ წელს თუ ფხა გამოიჩინა , ძალიან დიდი ჯახი გველის...
ჩათვალეთ, რომ 2014 წელს რაც მოხდა , იყო კინო...

Posted by: sis tema 27 Feb 2015, 22:47
ვისაც სმარტფონის ყიდვა უნდა, 100 დოლარს არ დაამატებს და თუნდაც ამას არ იყიდის ის ვერაა დალაგებული biggrin.gif

QUOTE
მ4 აქუა გამოდის ეხლა ორშაბათ ზ3-ის დიზაინით, სადღაც 250-300 დოლარი ეღირება
5.2 ინჩიანი ეკრანი
13მპ მთავარი და 5მპ წინა კამერა
Snapdragon 615-ის 8 ბირთვიანი პროცესორი
2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება
ანდროიდ 5.0.2 ოპერაციული სისტემა
3000–3200 მილიამპერიანი ბატარეა
წყალ და მტვერ გამძლე


Posted by: asterodroider 27 Feb 2015, 23:03
QUOTE (sis tema @ 27 Feb 2015, 22:47 )
ვისაც სმარტფონის ყიდვა უნდა, 100 დოლარს არ დაამატებს და თუნდაც ამას არ იყიდის ის ვერაა დალაგებული biggrin.gif

ხოო ცოტას კიდე წაუმატებს და ბარემ A5 ს იყიდის ხოო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: 918 Spyder 27 Feb 2015, 23:03
sis tema
QUOTE
მე ვთქვი ამ ხარისხის სმარტფონების სეგმენტი და არა ბაზარი!

მაგ ფასში არამგონია ვინმე უკეთესი ხარისხის ტელე შემოგვთავაზოს... უკეთესი ხარისხი მაღალი ფასით მიიღწევა ... ხოლო ინდოეთის ბაზარი (და ჩინეთისაც) ფასზე მკვეთრად მგრძნობიარეა...

QUOTE
ვისაც სმარტფონის ყიდვა უნდა, 100 დოლარს არ დაამატებს და თუნდაც ამას არ იყიდის ის ვერაა დალაგებული

უკვე დაგიწერე რა ბაზრისთვისააა ეგ გათვალისწინებული...

იქ 100 დოლარის დამატება არ არის ეგრე ადვილი მყიდველისათვის...

Posted by: nodarie 27 Feb 2015, 23:09
QUOTE (asterodroider @ 27 Feb 2015, 23:03 )
QUOTE (sis tema @ 27 Feb 2015, 22:47 )
ვისაც სმარტფონის ყიდვა უნდა, 100 დოლარს არ დაამატებს და თუნდაც ამას არ იყიდის ის ვერაა დალაგებული biggrin.gif

ხოო ცოტას კიდე წაუმატებს და ბარემ A5 ს იყიდის ხოო biggrin.gif biggrin.gif

ა5 არის მაგარი იდიოტური სმარტფინი, თითქმის ნოუთი 4-ის ფასი აქვს და სონი ე4G ჯობია პროცესორით

Posted by: 918 Spyder 27 Feb 2015, 23:25
nodarie
QUOTE
ა5 არის მაგარი იდიოტური სმარტფინი, თითქმის ნოუთი 4-ის ფასი აქვს და სონი ე4G ჯობია პროცესორით


up.gif up.gif
926 ლარი ღირს ტელეფონი და იგივე პროცესორი აქვს რაც 419-ლარიან HTC Desire 510-ს.

Posted by: asterodroider 27 Feb 2015, 23:28
QUOTE (nodarie @ 27 Feb 2015, 23:09 )
ა5 არის მაგარი იდიოტური სმარტფინი, თითქმის ნოუთი 4-ის ფასი აქვს და სონი ე4G ჯობია პროცესორით

ვიცი და გავიკაიფე რა ვითომ biggrin.gif იმედია შენ მაინც არ მიიღე სერიოზულად biggrin.gif

Posted by: nodarie 27 Feb 2015, 23:52
918 Spyder
++++++++++++++++


asterodroider
მასე მიცნობ შენ? smile.gif

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 00:53
918 Spyder
QUOTE
926 ლარი ღირს ტელეფონი და იგივე პროცესორი აქვს რაც 419-ლარიან HTC Desire 510-ს.

რაებს წერთ ტოო? ფასს მარტო პროცესორი განსაზღვრავს მერე? lol.gif

QUOTE
ა5 არის მაგარი იდიოტური სმარტფინი, თითქმის ნოუთი 4-ის ფასი აქვს

ერთადერთი რაც მაგ სმარტფონში არ მომეწონა არის ელემენტი, დანარჩენი ყველაფერი მშვენიერი აქვს Corning Gorilla Glass 4-ის ჩათვლით!
ბოლობოლო წინა კამერა აქვს 5MP და კაი-კაი სელფებს გააძრობენ მასტები biggrin.gif

Posted by: 918 Spyder 28 Feb 2015, 01:06
sis tema
QUOTE
რაებს წერთ ტოო? ფასს მარტო პროცესორი განსაზღვრავს მერე?

მერე მე ეგ დავწერე?

თავის ფასით A5 არის საშუალო კლასის (Mid-Range) ტელეფონი. მონაცემებითაც უმეტესად.

როცა მე ვყიდულობ ამგვარ ტელეფონს, მოველი რომ ყველაფერი კლასის შესაბამისი ექნება.

ხოდა როცა ვხედავ,რომ ტელეფონს აქვს SD410, რომელიც იდება დაბალი კლასის ტელეფონებში.

თუ HTC დებს 400 ლარიან ტელეში ამ პროცესორს, რა გაუჭირდა სამსუნგს ისეთი,რომ ტელეფონში რომელიც მთელი 500 ლარით მეტი ღირს, სხვა გაუმჯობესებებთან ერთად უკეთესი პროცესორი ჩადოს?

პასუხი: არც არაფერი (!).

QUOTE
ბოლობოლო წინა კამერა აქვს 5MP და კაი-კაი სელფებს გააძრობენ მასტები


5MP წინა კამერა Lumia 535-საც აქვს და შემდეგ წელს საერთოდ 100-ლარიან ტელეფონებს ექნებათ, ვის აკვირვებ ეხლა 5MP-ით, როცა HTC-მ Desire Eye გამოუშვა?

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 13:57
918 Spyder
QUOTE
თუ HTC დებს 400 ლარიან ტელეში ამ პროცესორს, რა გაუჭირდა სამსუნგს ისეთი,რომ ტელეფონში რომელიც მთელი 500 ლარით მეტი ღირს, სხვა გაუმჯობესებებთან ერთად უკეთესი პროცესორი ჩადოს?

და რა მნიშვნელობა აქვს კიდე ვინ რაში დებს მსგავს პროცესორს, მთავარია რომ ამ სამსუნგში დევს და კარგად მუშაობს, დანარჩენ პარამეტრებს რაც შეეხება ასჯერ ჯობია ყველაფრით მაგ HTC-ს და ფასიც იმიტომ აქვს შესაბამისად მეტი!
QUOTE
ვის აკვირვებ ეხლა 5MP-ით, როცა HTC-მ Desire Eye გამოუშვა?

არავის არ ვაკვირვებ, უბრალოდ Desire 510-ს როცა ადარებ, მის VGA-ს შევადარე და ჩემდა გასაოცრად 5MP-მა აჯობა! facepalm.gif
ახლა eye-ს მიადექი კიდე, ვერ გავიგე ეს A5 ყველა სმარტფონს ყველაფრით უნდა ჯობდეს თუ რა შუაში იყო ახლა ეგ? შენც ხომ იცი რომ Secondary Camera დღესდღეისობით არაა 5MP ცოტა... მაგ 510-ს წინა კამერა კი არა უკანა აქვს 5MP და ისიც განათების გარეშე, ფასთა სხვაობაზე რაღას ლაპარაკობ ვერ გავიგე, ჩათვალე კამერა საერთოდ არ აქვს lol.gif


Posted by: giorgi gocadzee 28 Feb 2015, 14:14
რას გავს ეს სონი საერთოდ, მეზარება თორე უამრავ ამაზე კაის დაგიდებ ამ ფასში. გუშინწინ ფლაის ვტესტავდი რა ქვია დამავიწყდა თხელი როა biggrin.gif 500 ლარი ღირს, ვატრიალე და დავასკვენი, რო თავის ფასში მაგარია. კი ამაზე ცოტა ძვირია მაგრამ ეს ისეთი მახინჯია რო გაჩუქონ არ უნდა აიღო. ამით თუ აპირებენ ბიუჯეტურებში ბაზრის დაპყრობას, ვაი მაგათ პატრონს sad.gif

Posted by: nodarie 28 Feb 2015, 14:26
giorgi gocadzee
მეგობარო, სონი არის ტოპ ბრენდი, უკვე ტოპ ხუთეულშიც შედის, სად ფლაი და სად სონი, თორე 150 დოლარად ნევრად უკეთესი მომაცემების მეიზუს ან ქსიაომოს ვიყიდი, ან თუნდაც ლენოვოს, მაგრამ ყველამ კარგად იცის სონის ხარისხი და ოპტიმიზაცია, რომელსახ კონკურენცია უნდა გაუწიოს ელჯმა და სამსუნგა. ამ ორ უკანასკნელს კი ამ ფასებში რაღაც ისეთები აქვთ ამასთანაც ვერ მოვლენ ახლოს, მე პირადათ E4G მაგრად დამევასა ფასითაც და მონაცემებითაც, დიდი სიამოვნებით ვიყიდდი. თუ ვინმეს აქვს სურვილი იყიდოს და ჩემს Xperia SLში გავუცვლი, 50 ლარსაც დავუმატებ smile.gif ოღონდ 2 სიმიანში smile.gif

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 14:28
giorgi gocadzee
QUOTE
რას გავს ეს სონი საერთოდ, მეზარება თორე უამრავ ამაზე კაის დაგიდებ ამ ფასში.

რას ამბობ ტო, ოდნავ არაცნობადი ბრენდებიდან ამაზე ბევრად მაგარ სმარტებს ნახავ ამ ფასად!
სონის ერთადერთი + ლამაზი მატერიალიც კი ფეხქვეშაა გათელილი ამ სმარტფონში

Posted by: giorgi gocadzee 28 Feb 2015, 14:30
QUOTE
150 დოლარად ნევრად უკეთესი მომაცემების მეიზუს ან ქსიაომოს ვიყიდი, ან თუნდაც ლენოვოს, მაგრამ ყველამ კარგად იცის სონის ხარისხი და ოპტიმიზაცია, რომელსახ კონკურენცია უნდა გაუწიოს ელჯმა და სამსუნგა

cry.gif cry.gif

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 14:33
nodarie
QUOTE
ყველამ კარგად იცის სონის ხარისხი და ოპტიმიზაცია

ერთხელ ვაგზალზე უნდა გაგიყოლო სერვისცენტრში, ჩვენს ბიჭებთან და მეორედ ამ წინადადების თქმის სურვილი უნდა დაგაკარგვინო, 90% გაფუჭებული ტელეფონების სონი, HTC და ჰუავეი შემოდის! lol.gif როცა მაგათზე ათჯერ მეტი სამსუნგია ალბათ საქართველოში
სონის ხარისხზე აღარაფერი თქვა თუ ძმა ხარ, შენი თვალით განახებ მაგის ხარისხს biggrin.gif
ხარისხი არა მაგრამ ლამაზია მატერიალიო ასე შეიძლება თქვა, მაგრამ არც ეგ რომ არააა? ეს გამობზეკილი ღილაკი და ეკრანში ჩატენილი ნავიგაციის ღილაკები კოშმარია რააა.... ერთადერთი წყალგამძლეაო, მაგრამ პრინციპში არც მაგაზე იძლევიან გარანტიას თურმე.... კაროჩე რააა.... biggrin.gif
რა არის სონი იმენა ვეღარ ვხვდები რაააა... ანდროიდი კიდე ყველაზე არასტაბილური, ბაგებიანი და უფუნქციო სონიზე აყენია, გავმაზავ ვისთანაც გინდა up.gif

Posted by: giorgi gocadzee 28 Feb 2015, 14:40
http://mobiltelefon.ru/i/other/november14/10/iq4516_1.jpg ჰა ძმაო ამაზე თუ ვინმე იტყვით ეხლა რო მაგ სონს არ ჯობია დიზაინით რავიცი მაშინ. მონაცემები დაგუგლეთ მაგითაც სახეს ახევს. კამერამ გამაოცა, და არ ველოდი ისეთი აქ მაგისგან, ეკრანიც უმაგრესია.
QUOTE
sis tema

ცნობილი ფაქტია და მეც ვიცი მაგ ბიჭებიდან, რო სამსუნგი ყველაზე ცოტა შედის პრობლემით. ისე მაგ სიას კიდე უნდა მიამატო ბევრი, შენი საყვარელი ეიფლიც wink.gif

Posted by: nodarie 28 Feb 2015, 14:44
sis tema
მაგ 90 პტოცენტში სონი ალბათ 1 პროცენტიდა, დანარჩენი 10 პროცენტს სამუნგი და ელჯი ინაწილებს smile.gif იმიტონ რომ ჩემს ირგბლივ ძალიაბ ბევრს აქვს სონი და არაფერი მოსვლიათ მაგათ სონებს! პლუს, ეიჩთისებზე გამიგია ძალიან ბევრი შედის გაფუჭებულიო, ბიქულიც ამბობდა ფორუმ შეხვედრაზე.

Posted by: HTConemax 28 Feb 2015, 14:51
ხარისხი და ოპტიმიზაცია, ხარისხი და ოპტიმიზაცია, ხარისხი და ოპტიმიზაცია , ამ სიტყვებზე ეგრევე მახსენდება ჰტც M7 და M8 და სტივის 4ს-ი და არა სონი biggrin.gif biggrin.gif
giorgi gocadzee
ეე რა ვიდუხა ფლაია smile.gif რა მოდელია ?

Posted by: giorgi gocadzee 28 Feb 2015, 14:53
QUOTE
ხარისხი და ოპტიმიზაცია

მე მარტო სტივის 4ს და აიოს 6 მახსენდება biggrin.gif
ეგ არი http://tornado.fly-phone.ru/slim/
რეალში რო ვნახე, ძალიან დახვეწილია, ძალიან, დიზაინი და ხარისხი მასალის სუპერ თან სუბუქია.

Posted by: boni91 28 Feb 2015, 14:59
QUOTE
ეგ არი http://tornado.fly-phone.ru/slim/
რეალში რო ვნახე, ძალიან დახვეწილია, ძალიან, დიზაინი და ხარისხი მასალის სუპერ თან სუბუქია.

რა რეკლამა მიუციათ biggrin.gif

Posted by: nodarie 28 Feb 2015, 15:01
giorgi gocadzee
მეც ვნახე ეგ რეალში, ლამაზია ფა ლამაზი ინტერფეისიც აქვს, მაგრამ რომ გაფუჭდეს მერე მაგას ვინ გამიკეთებს, ტოპ ბრენდების ნაწილები კი ადვილად უშოვება, სხვათაშორის ეგ მოდელი სხვადასხვა მარკეტზე სხვადასხვა სახელითაა შესული, Blu, Gionee და allview უშვებე მაგ სმარტს, ევროპის ბაზრისთვის Fly.smile.gif

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 15:04
nodarie
QUOTE
sis tema
მაგ 90 პტოცენტში სონი ალბათ 1 პროცენტიდა,

კაი კაცო, 1 პროცენტი რომ ყოფილიყო 90 პროცენტში კი არა იმ 10 პროცენტში მოხვდებოდა ძამიკო?
მათემატიკის გაკვეთილებს რომ აცდენდი და პაპიროზს ეწეოდი პადვალში იმიტო გამოთვალე ახლა ეს, თუ მაინც სონის სიყვარულმა აგიხვია თვალები? lol.gif
მართლა გავიდეთ ერთ დღეს ვაგზალზე არ გინდააა? თან კაი ხალხს გაგაცნობ ვინ იცის და გამოგადგეს მერე, სონი გაქვს მაინც რაც არ უნდა იყოს tongue.gif
HTConemax
giorgi gocadzee
QUOTE
მე მარტო სტივის 4ს და აიოს 6 მახსენდება

ეეჰ, სად აუსრიალდა ფეხი ბანანის ქერქზე სტივენს თორემ iOS კიდევ უფრო სხვა სიმაღლეზე იდგომებოდა დღეს! აი, რაღაცნაირად აღარ მიმიწევს იმდენად გული ვაშლისკენ სტივენა რომ აღარ არის, ასე მგონია რაღაც მაგნიტი დაკარგა ვაშლმა! თავისებური პეწი და მიმზიდველობა

Posted by: nodarie 28 Feb 2015, 15:59
sis tema
1. არასდროს გამიცდენია გაგკვეთილები
2. ძალიან მიყვარდა მათემატიკა
3. საატესტატო გამოცდებში მათემატიკაში ჩემს სკოლაში ყველაზე მაღალი ქულა ავიღე
4. არასდროს მომიწევია სიგარეტი
5. სიყვარულს არასდროს დავუბრმავებივარ და ვერც ვერასდროს დამანრმავებს, მითუმეტეს როცა ეს ტექნიკას ეხება.
6. რაზეც ვდაობთ აქ, არის სრული უაზრობა
7. სონი არის ის ბრენდი, რომელსაც ენდობიან და პატივს სცემენ
8. არასდროს არ ვყოფილვარ ფანატიზმში გადასული, თუნდაც რელიგიურ საკითხებში და ტექნიკა რა ჩემი ფეხებია?
9. ვაგზლის მოხელეები ცუდათ მყავს დაცდილი, მოგიყევი მგონი ვიზზეც გეუბნები smile.gif
10. რასაც ვწერ ხოლმე, ყოველთვის იმას ვწერ რაშიც დარწმუნებული ვარ და გეუბნები მსგავსი კლასის სმარტფონებში Xperia E4G არის საუკეთესო, ფასითაც და მონაცემებითაც. მოდი შევადაროთ 2015 წლის Moto E-ს

Posted by: HTConemax 28 Feb 2015, 16:01
sis tema
ცვეტში მგონია რო მართლა სხვა სინაღლეზე იქნებოდა ახლა ვაშლოფონი სტივი რო არ იყოს 2მეტრით ქვემოთ smile.gif

ისე სონი რო შეეშვას ამ დაბალბიუჯეტურ სმარტფონებს და კონპანიის ამოქაჩვის მიზნით 1და წესიერი ფლაგმანი დადოს არ აჯობებს ? Iქაჩება 20ფლანგზე და რჩება ხვიშტზე biggrin.gif იაფიანებს მაინც არ იყიდიან სონის იმიტო რო შტამპავენ ხუივეი და ხრენოვო ამ იაფიანებს და ეყიდებათ + სამსუნგიც არ ჩამორჩება ამ იაფიანებში და სონი მაინც თამაშგარე რჩება და ჯობია ფლაგმანს მიხედონ სრული ფეილია კომპანიისთვის ის რასაც ახლა აკეთებენ

Posted by: giorgi gocadzee 28 Feb 2015, 16:06
ჩემი ზ რო გაფუჭდა, ან 912 ან ს4 ვერცერთი ვერ გააკეთეს ამადგან ჩვენმა ყოჩაღმა ხელოსნებმა და რაღა მაგ ფლაიზე გაგიკვირდა ვერ გააკეთებენო smile.gif ვერ გააკეთებენ და შეგიცვლიან biggrin.gif

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 16:12
nodarie
QUOTE
sis tema
1. არასდროს გამიცდენია გაგკვეთილები
2. ძალიან მიყვარდა მათემატიკა
3. საატესტატო გამოცდებში მათემატიკაში ჩემს სკოლაში ყველაზე მაღალი ქულა ავიღე
4. არასდროს მომიწევია სიგარეტი
5. სიყვარულს არასდროს დავუბრმავებივარ

იი, არ გიცნობდე მაინც, რა სერიოზულად მიიღე შე კაცო? lol.gif
QUOTE
7. სონი არის ის ბრენდი, რომელსაც ენდობიან და პატივს სცემენ

ეგ კიი, სამი ვიცი დაჟე მაგნაირი ადამიანი, შენ გიორგი8820 და ასტეროდროიდერი tongue.gif
QUOTE
რასაც ვწერ ხოლმე, ყოველთვის იმას ვწერ რაშიც დარწმუნებული ვარ

ყველა იმას წერს ჩემო ნოდარ, რაშიც დარწმუნებულია, მთავარია სადაა სიმართლე! up.gif
QUOTE
მსგავსი კლასის სმარტფონებში Xperia E4G არის საუკეთესო, ფასითაც და მონაცემებითაც. მოდი შევადაროთ 2015 წლის Moto E-ს

მე რა უნდა შევადარო ძმაო? რომ ვიცოდე გავხსნი და ოქროს პლატა ექნება შიგ, მაინც აღარასოდეს მივეკარები სონის... მოტოროლა კი არა ერთი ბოთლი ცივი ლუდი მირჩევნია მაგ სმარტფონს, დალშე თქვენ ადარეთ რასაც გინდათ და როგორც გინდათ... biggrin.gif

Posted by: nodarie 28 Feb 2015, 16:19
sis tema
კაი, შენ ეგ ტელე იყიდე და რამე ცივ ლუდში გაგიცვლი smile.gif smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: giorgi gocadzee 28 Feb 2015, 16:30
Lუდს და სიცხეს გააჩნია ნოდარ biggrin.gif შეიძლება არც გაუცვალო biggrin.gif

Posted by: asterodroider 28 Feb 2015, 16:30
sis-tema
ჩემს სამსუნგს პროცესორი გადაეწვა biggrin.gif და კიდე ბევრი პრობლემები ქონდა biggrin.gif მაგრამ უბრალოდ ძალიან მაგარი საგარანტიო აქვთ და სხვაგან იმიტო არ მიაქვთ biggrin.gif

Posted by: nodarie 28 Feb 2015, 16:36
giorgi gocadzee
არა, ყველა ვარიანტში გავუცვლი, რა მაგარი ლუდიც უნდა იყოს smile.gif smile.gif


მე პირადათ ჰუავეიც მომწონს ამ ბოლო დროს, მაგრამ 145 დოლარში ამასაც არააქვს უკეთესი.

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 16:40
asterodroider
QUOTE
sis-tema
ჩემს სამსუნგს პროცესორი გადაეწვა  და კიდე ბევრი პრობლემები ქონდა

დაგიჯერე! biggrin.gif ჩემი სონი, ღამე დგებოდა და მეზობლებს აგინებდა ხოლმე ფანჯრიდან, მეორე სონი კიდე თავს იმტვრევდა ხოლმე ჩაქუჩით, რაღა მაინცდამაინც სონი გამოვედიო და მესამე სონი ვაფშე ადუღდა გაცხელდა, ჯიბე გამომიწვა და უნიტაზში ჩავარდა როცა ბუნებრივ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებდი! up.gif
აბა ვინ რას მოვიგონებთ ახლა კიდე? lol.gif
QUOTE
უბრალოდ ძალიან მაგარი საგარანტიო აქვთ და სხვაგან იმიტო არ მიაქვთ

გეშლება, მე მეგონა HTC-ს (ასეცაა სინამდვილეში) და Sony-ს უკეთესი საგარანტიო ქონდათ, აუ, მაგაშიც არ უქნიათ ღმერთს? lol.gif

Posted by: 918 Spyder 28 Feb 2015, 17:22
sis tema
QUOTE
ამ სამსუნგში დევს და კარგად მუშაობს

ნამეტანი "კარგად"....

იმდენად "კარგად" ,რომ თითქმის იგივე პერფორმანსი აქვს, რაც 400 ლარიან Desire 510-ს.

ფანი არა ვარო ,იტყვი მერე !

QUOTE
უბრალოდ Desire 510-ს როცა ადარებ, მის VGA-ს შევადარე და ჩემდა გასაოცრად 5MP-მა აჯობა!

Desire 510 419 ლარი ღირს, გაითვალისწინე !

და 510-სთვის არც შემიდარებია, ნუ ამახინჯებ ფაქტებს.


QUOTE
სტივენა რომ აღარ არის, ასე მგონია რაღაც მაგნიტი დაკარგა ვაშლმა! თავისებური პეწი და მიმზიდველობა


რაც ჯობსი აღარ არის, აიფონში სიახლე არ ყოფილა...
მხოლოდ და მხოლოდ ბაზარს მიყვება ეფლი და ისე აკეთებს ტელეფონებს.

ფულის საჭრელ მანქანად აქცია კომპანია კუკმა.

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 18:45
918 Spyder
QUOTE
ნამეტანი "კარგად"....
იმდენად "კარგად" ,რომ თითქმის იგივე პერფორმანსი აქვს, რაც 400 ლარიან Desire 510-ს.

QUOTE
და 510-სთვის არც შემიდარებია, ნუ ამახინჯებ ფაქტებს.

მოდი ჯიგრულად აღარ გიპასუხებ რაა, იმდენად არაადექვატურად წერ უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ პასუხის გაცემისას...
ხან იძახი არ ვადარებ 510-სო და ხან კიდევ იგივე პერფორმანსი აქვს რაც Desire 510-სო, შედარება სხვა რა არის აბა? მე ვამახინჯებ თურმე ფაქტებს კიდე... biggrin.gif
QUOTE
ფანი არა ვარო ,იტყვი მერე !

ხოო, სამსუნგის ფანი ვარ მე, Apple-ს ფანი ვარ, LG-ის ფანი ვარ, მოტოროლას ფანი ვარ კიდევ და თუ რამეზე ვთქვი კარგია-თქო ყველაფრის ფანი ვარ... up.gif
ყოჩაღ, ყოჩაღ კიდე დაწერე ხოლმე ასეთები, ასწორებს... up.gif

QUOTE
რაც ჯობსი აღარ არის, აიფონში სიახლე არ ყოფილა...

ვინ გითხრა ეს? biggrin.gif
სტივის შემდეგ ორჯერ შეიცვალა ეკრანის ზომა, როცა ჯობსი ერთმნიშვნელოვნად იყო ჩაციკლული 3.5 ინჩზე...
სტივის შემდეგ ჩაიდო აიფონში fingerprint sensor-ი, ასევე ინტეგრირდა აიქლაუდში Find My iPhone, რისი გამორთვაც ასე წარმოუდგენელია და ერთობ მნიშვნელოვან დაცვას წარმოადგენს! სტივის შემდეგ დაესვა წერტილი iOS-ის სკევომორფულ სტილს (რაც ვერ ვიტყვი რომ კარგი იყო) მაგრამ გაჩნდა ახალი დიზაინი რაც ბევრს მოსწონს! ჯობსის მერე ძალიან მაგრად გაიხვეწა ფუნქციურად iOS, მართალია ამან იმოქმედა ოდნავ მაინც მის ოპტიმიზაციასა და გამართულობაზე მაგრამ ცხადია რომ ბევრად უკეთესია ფუნქციურად ახალი ვერსიები>>>
სიახლეებს არასოდეს უჩივის ვაშლი, მაგრამ მე სულ სხვა რამეზე მაქვს საუბარი, თუნდაც ამ დახვეწილ და ფუნქციურად გამართულ iOS 8-ს რაღაცნაირად მაინც ის ძველი iOS6 მერჩივნა... ახლაც არ ვიცი რატომ... biggrin.gif

Posted by: 918 Spyder 28 Feb 2015, 19:34
sis tema

1)სხვადასხვა კლასის ტელეფონებია და მათი შედარება რომ არ შეიძლება, ეგ შენც იცი და მეც.
მე მთლიანობაში არ შემიდარებია , ერთ კონკრეტულ დეტალზე გავამახვილე ყურადღება.

QUOTE
ხოო, სამსუნგის ფანი ვარ მე, Apple-ს ფანი ვარ, LG-ის ფანი ვარ, მოტოროლას ფანი ვარ კიდევ და თუ რამეზე ვთქვი კარგია-თქო ყველაფრის ფანი ვარ...

No Comment






QUOTE
სტივის შემდეგ ორჯერ შეიცვალა ეკრანის ზომა, როცა ჯობსი ერთმნიშვნელოვნად იყო ჩაციკლული 3.5 ინჩზე...

QUOTE
ვინ გითხრა ეს?

მაშინ არ იყო მეინსტრიმში 5+ ინჩიანი ტელეფონები.

3.5 -4 ინჩი დიაგონალზე დიდ ეკრანად ითვლებოდა.
გადახედე 10-11 წლების ფლაგმანებს და დამეთანხმები.

მთავარი ,რაც ჯობსისდროინდელ ეფლს ჰქონდა, ეს იყო ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სმარტფონი... შეიძლება ვიკამათოთ თუ რამდენად სწორი იყო ეს ხედვა მაგრამ ფაქტია, ჰქონდა და აიფონი ევოლუციას განიცდიდა მის შესაბამისად.
ტიმ კუკს მასეთი ხედვა არ აქვს, ის ბაზარს მიჰყვება. აიფონ 6 და 6+ ამის დადასტურებაა.

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 20:35
918 Spyder
QUOTE
მაშინ არ იყო მეინსტრიმში 5+ ინჩიანი ტელეფონები.

რა შუაშია მაშინ და ახლა, მე გითხარი რაც გააკეთა კომპანიამ ჯობსის შემდეგ და არა ის რომ რატომ ქონდა პატარა ეკრანი ადრე აიფონებსთქო? biggrin.gif
QUOTE
მთავარი ,რაც ჯობსისდროინდელ ეფლს ჰქონდა, ეს იყო ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სმარტფონი...

ჯობსიზე ნუ ვილაპარაკებთ ახლა აქ... ეგ კაცი იყო გენიოსი და მან ეს ჯერ კიდევ მაშინ დაამტკიცა როცა თავის შექმნილი კომპანიიდან გააგდეს თავისივე დაქირავებული დირექტორის ხუშტურების გამო, რომელიც მან პეპსიკოლადან გადაიბირა და Apple ჩააბარა! კომპანია იძირებოდა სანამ ისევ ჯობსი არ დააბრუნეს 1997 წელს და Apple ისევ იქცა მისი წყალობით ტექნოლოგიურ ლიდერად!

Posted by: asterodroider 28 Feb 2015, 20:52
sis tema
არ მიჯერებ biggrin.gif გამისკდა გული ნერვიულობით. biggrin.gif

ჩემს S3ს პროცესორი დაეწვა, მაგრამ სამწუხაროდ საგარანტიოში გამიკეთეს და არ გამოცვალეს, არადა უფრო იაფი დაუჯდებოდათ facepalm.gif

http://www.phonearena.com/news/Apple-iPhone-5c-causes-major-burns-after-exploding-in-a-mans-pocket_id66551

Posted by: sis tema 28 Feb 2015, 21:09
asterodroider
QUOTE
აი შენი საყვარელი ვაიფონი

დაიჯერე დაიჯერე! ნეტარ არიან მორწმუნენი lol.gif
ან ბავშვი ხარ, ან მაგარი ბოღმიანი ტიპი იქნები, შენს პოსტებს რომ ვუყურებ tongue.gif ვინ იცის რამდენი ეძებე ფაქტები აიფონზე და მაინც ამ უაზრო სტატიას დაეტაკე, რაო მაინც, კუკის ბრძანებით და დავალებით ბომბი ქონდა აიფონს ჩამონტაჟებული და აფეთქდაო??? biggrin.gif
აბა დაფიქრდი რა დეტალი აფეთქდებოდა შენი აზრით? იგივე დეტალი ნებისმიერ ტელეფონს შეიძლება ქონდეს და ნებისმიერი შეიძლება აფეთქდეს მაშინ ხოოო? რა გაგეხარდა მაინც მაგ სტატიაში არ მესმის? lol.gif

Posted by: 918 Spyder 22 Apr 2015, 00:54
http://www.gsmarena.com/sony_xperia_e4g-review-1242p5.php

კაი შედეგები აჩვენა...

ეგ არის ბატარეა იყო საშინელება.... 47 H

რა სჭირთ 2015-ში , კაი შედეგი ჯერ არც ერთ 64-ბიტიან ტელეფონს არ ჰქონია...

Posted by: nodarie 22 Apr 2015, 01:11
QUOTE (918 Spyder @ 22 Apr 2015, 00:54 )
http://www.gsmarena.com/sony_xperia_e4g-review-1242p5.php

კაი შედეგები აჩვენა...

ეგ არის ბატარეა იყო საშინელება.... 47 H

რა სჭირთ 2015-ში , კაი შედეგი ჯერ არც ერთ 64-ბიტიან ტელეფონს არ ჰქონია...

ეს არაა ცუდი შედეგი

user posted image

Posted by: 918 Spyder 22 Apr 2015, 01:48
nodarie

64 ბიტზე მაქვს საუბარი...

თორემ ძველი ARM V7-ით და შესაბამისი ჩიპსეტებით კიდევ ბევრი ტელე გამოვა წელს...

Posted by: nodarie 22 Apr 2015, 01:54
918 Spyder
მე მაინც ყველაზე მეტად ზ4 კომპაქტი მაინტერესებს, ეგ ახდენს ბატარეაში რეკორდებს

სონიმ ზ4-ში ბატარეა კიდევ უფრო გავაუმჯობესეთო

Posted by: 918 Spyder 22 Apr 2015, 01:57
nodarie
ვნახოთ, ვნახოთ... rolleyes.gif


წელს რეკორდებს ნაკლებად ველი მე პირადად .....

Posted by: davita32 19 Jun 2015, 20:30
ძალიან დილეტანტური რაღაცები იწერება და ყველაზე ცუდი ისაა რომ ვიღაცა რომ შემოვიდეს შეიძლება დაიჯეროს.



Posted by: inner 19 Jun 2015, 22:09
davita32
QUOTE
ძალიან დილეტანტური რაღაცები იწერება და ყველაზე ცუდი ისაა რომ ვიღაცა რომ შემოვიდეს შეიძლება დაიჯეროს.

ყველგან არსებობენ დილეტანტები და პროფები, არაფერია ამაში გასაკვირი, მიტუმეტეს ფორუმზე.

Posted by: 918 Spyder 19 Jun 2015, 22:16
ისე სხვადასხვა ტელეფონებია ფაქტობრივად E4 და E4G და ცალკ-ცალკე რომ ჰქონდეთ თემები, უკეთესი არ იქნება ? spy.gif

Posted by: ხუციშვილი 28 Aug 2015, 21:39
Wifi-ს ვერ ვრთავ E4-ზე ვინმემ მიშველეთ რა, პაროლს რო ვწერ უკავშირდება და ბოლოს მიწერს saved,secured with WPA/WPA2 და არცერთ საიტზე არ შედის, ეკრანზეც არ აგდებს ვაიფაის ნიშანს, გუშინ ვიყიდე და მივუტანო გასაკეთებლად, თუ ჩემით შემიძლია რამის ჩალიჩი?

Posted by: nick_el_son 4 Nov 2017, 15:04
მე მაქვს ეხლა E4g და საკმაოდ ბევრი მინუსები ვუპოვე:

> ჩართვის და ხმის ღილაკების განლაგება საშინელებაა facepalm.gif

> ჩართვის ღილაკები ვაბშე ისეა გამოშვერილი ავოტმატურად ეჭირება ჯიბეში

> კამერა არის სასწაულად ცუდი ხარისხის..

> ბატარეა რომ არ ეცვლება მიუხედავად იმისა რომ უკანა ქავერი იხსნება, ძაან იდიოტური გადაწყვეტილებაა

> ოფიციალური აფდეითები არ არის და არც არაოფიციალურები (მადლობა მედიატეკს down1.gif )

> დისპლეის რეზოლუცია ძაან დაბალია, 720P მაინც უნდა იყოს 4.7 ინჩზე..

> ზომები შესაძლებელია უფრო კომპაქტური ყოფილიყო, განსაკუთრებით სიგანე..


თუმცა გარკვეული პლუსებიც აქვს:

> საკმაოდ სწრაფია და არ ლაგავს

> 4G-ს მშვენიერი დაჭერა აქვს

> მუსიკის ფლეიერი საკაიფოა



თუ იაფად იქნება კი და ისე არ ღირს ყიდვა : )



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)