forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (50) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სალათები, ვინ რა იცით
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21993
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 9 Dec 2006, 22:49  #4324812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალათა ნეფერტიტი
© nefertiti

მე გასწავლით ჩემს მოგონილ უადვილეს და უგემრიელეს სალათას, თან ძალიან სასარგებლოა.
აიღებთ ბულგარულ წიწაკას, (ჯობია წითელი იყოს, უფრო გემრიელიცაა და სასარგებლოც, განსაკუთრებით მწეველებისათვის) ამოაჭრით ყუნწს დანით და გაასუფთავებთ თესლებისაგან, შემდეგ დაჭრით ძალიან თხელ რგოლებად; 3-4 წიწაკაზე ერთი საშუალო თავი ხახვი დაჭერით ესეც ნახევარ რგოლებად, დააჭერით ქინძი და ოხრახუში, მოასხით ძმარი და ზეთი გემოვნებით და მარილით შეაზავეთ.
კეთდება უსწრაფესად და თითებს ჩაიკვნეტთ.
ღმერთმა შეგარგოთ...

* * *
სალათა "დღევანდელი"
© killer

ესეც ჩემი დღევანდელი სალათა:
ზეთიან და მარილიან წყალსი მოხარშული ბრინჯი (1 ჭიქა)
კიტრი (3 ცალი)
მაიონეზი (1 ცალი)
ხახვი (2 ცალი)
4-5 წვეთი ძმარი
ერთი ჩაის კოვზი მზესუმზირის ზეთი (ისიც თუ გინდათ)
უცხო სუნელი და სმელი ქინძი.
გემრიელი იყო smile.gif
ხო ბრინჯი უნდ აგადაწუროთ smile.gif მე ცივი წყალიც გდავავალე და ისე გადავწურე

* * *
ცეზარი (1)
© tata-naka
სალათის ფოთლები დაგჭირდება, დაჭრი მსხვილად, მერე ზედ პომიდორი თხელ ნაჭრებათ დაჭრილი და კურკებგამოცლილი,
პატარა კრუტონები, ანუ სუხრები, გამზადებულებიც იყიდება მაღაზიაში, ქათმის შემწვარი ფილეები და რამე დრესსინდი ანუ სოუსი შEნი გემოვნებით, ასევე უნდა ყველი დაახეხო სქლად, შებოლილი სულგუნიც წავა, მარა ეს რაღაც სწრაფი და ადვილი აღარ არის მემგონიsmile.gif
ხო ხახვი არ გამოგრჩეს ალყა-ალყა დაჭრილი

* * *
ცეზარი (2)
© Vika
ცეზარი საკმაოდ სპეციფიკური სალათია: (romaine) სალათის ფოთლები, თეთრი პურის კრუტონები, ანჩოუსები, ყველი პარმეზანი.
დრესინგიც სპეციფიკურია: უმი კვერცხი, ნიორი, ლიმონი, ვუსტერშირის სოუსი, ზეითუნის ზეთი, პილპილი, მარილი.
შეიძლება თევზის ან შემწვარი ქათმის დამატება, დელო ვკუსა.

* * *
ცეზარი (3)
© Camel
რეცეპტი
ყველი
სუხარი
კიტრი
პომიდორი
ქათმის ხორცი
სალათის ფურცლები

და სპეციალური სოუზი (worcestershire sauce) რომელიც თბილისში არ იყიდება და უშვებიან მაიონეზს

* * *
კომბოსტოს სალათა
© sharla IX


საჭიროა: 200 გრამი კომბოსტო, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ხახვი, მწვანილი გემოვნებით.

კომბოსტოს ფოთლები კარგად გავრეცხოთ, ძალიან წვრილად დავკეპოთ, მოვაყაროთ მარილი, ხელით დავსრისოთ, ცოტა ხანს გავაჩეროთ, გავწუროთ, გადავიტანოთ სასალათეში, დავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი. ფრთხილად ავურიოთ, ზემოდან ლამაზად შევასწოროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ.


* * *
სამარხვო სალათა ბრიჯით:
© vendy

მოხარშულ ბრინჯს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი კიტრი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (მწვანე), მდუღარე დასხმული და გაწურული წვრილად დაჭრილი ხახვი, სამარხვო მაიონეზი, ცოტა მარილი, ცოტა ზეთი, ცოტა შავი პილპილი, ცოტა კამა.

This post has been edited by ShadowCat on 12 Nov 2007, 21:46


--------------------
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable
SnowFlakes
***


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10457
წევრი No.: 4428
რეგისტრ.: 25-February 04

გამოგზავნილია: 9 Dec 2006, 23:21  #4325047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ქათმის სალათა


3/4 პატარა ოთკხუთხედებად დაჭრილი ქათამი (შემწვარ მდგომარეობაში)
2 საშუალოდ დაჭრილი ბულგარული წიწაკა
1 ქილა ზეთის ხილი
1 ხახვი
1/2 ვაშლი ასევე დაჭრილი ოთკხუთხედებად


5 სუფრის კოვზი მაიონეზი
1 სუფრის კოვზი თაფლი ან რომელიმე თქვენთვის სასურველი მურაბა
2 ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი გემოვნებით

1. ყველაფერი მოათავსეთ ღრმა თასში

2. სალათაზე მოსასხლემად ცალკე მოამზადეთ: მაიონეზი,მურაბა ან თაფლი ლიმონის წვენი . გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი.

3 აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და მიირთვით გემრიელად.

უცნაური გემო აქვს,მაგრამ მე ძალიან მიყვარს მოტკბო მომწარო კერძები. : )

This post has been edited by SnowFlakes on 9 Dec 2006, 23:26


--------------------
"Whenever I feel the need to exercise, I lie down until it goes away."

— Mark Twain
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21993
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 10 Dec 2006, 18:30  #4329486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შტუტგარდული სალათა/გარნირი
© Eto_N

ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, სტაფილო, ბულგარული, ხახვი, ბროკოლი (რომელიც აქ ვერ ვნახე), ნიორი, მწვანე წიწაკა, მწვანილები (ოხრახუში, კამა, რეჰანი, ქინძი), ამას ყველაფერ დაჭრით და მაღალ ტაფაში მოთუშავთ ასე 15 წუთი ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად, მერე ამატებთ მაიონეზს (და ნუ ქართულ პონტში სუნელებიც და სვანური მარილიც ასწორებს) და კიდევ თუშავთ ასევე 15 წუთის მანძილზე.

* * *
სალათა არტიშოკით
© likerstin

მწვანე სალათა სურვილისამებრ დაალაგეთ თეფშზე..ზემოდან მიაწყვეთ()კიტრი პამიდორი ბულგარული წიწაკა (არ არის ბევრი საჭირო) ზეთისხილი..ცოტა ყველი.(ნებისმიერი წავა) ართიშოკი (არ ვიცი ქართულად რა ქვია) გახეხილი სტაფილო მოხარშული და თხლად დაჭრილი კვერცხი და სულ ბოლოს თევზი..თუნ Fიშს ეზახიან აქ ქართული დასახელება არც ამისი ვიცი...ან სულაც ძროხის ან ქათმის შემწცარი ხორცი..
სოუსად კი იოგურტის სოუსი გამოიყენეთ ან ძმარი და ზეთი შეზავებული მარილითა და შავი პილპილით..

* * *
სალათა ნიგვზით
(სალათა, რომელმაც გადარია ისრაელელი ტურისტი biggrin.gif )
© masha
ჩვეულებრივად დაჭრილ კიტრს და პომიდორს და ხახვს ვამატებ რა ვიცი რა დავარქვა ; გატარებული ნიგოზი +ყველანარი სუნელი +მარილი+ დაფქვილი წიწაკა (ვისაც უყვარს) გახსნილ ცოტაოდენ ანადუღარ წყალში. ამას ყველაფერს კარგად აურევ უკვე გამზადებულ კიტრ-პომიდვრის სალათს და ეგ არის.

* * *
უმი სალათა
© auau

სახეხზე გახეხე უმი სტაფილო, უმი ჭარხალი,ძალიან წვრილად დაჭრილი თეთრი და მელნისფერი კომბისტო, შეაზავე ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით.შეგიძლია ზეითუნის ნაცვლად კარგი სოფლის ზეთი იხმარო. მაროლო - გემოვნებით.

* * *
მწვანე პომიდვრის სალათა
© Kesi

დაჭერი პამიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი ალყა-ალყა (ბლომად), ნიორი, წიწაკა, სუნელები: ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ყველაფერი ეს აურიე ერთმანეთში, მოასხი ზეთი (ბლომად) და ძმარი (ასევე საგრძნობლად) მარილი.
ამას ვაკეთებდით ადრე შესანახად, თუ შენ შესანახად არ გინდა და უბრალოდ სადილზე მისართმევად, მაშინ როცა გააკეთებ, ერთი დღე მაინც დატოვე დახურულ ემალირებულ ქვაბში, კარგად რომ გაუჯდეს ერთმანეთს ყველაფერ და პამიდორიც ცოტა რომ "მოჯდეს" და მერე მიირთვი...

* * *
ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა კისისგან
© kissie

საჭიროა:
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 საშუალო თავი
ხახვი - 4 ცალი
სტაფილო - 4 ცალი
კვერცხი - 3 ცალი
მაიონეზი - რამდენიც გინდათ

მომზადების წესი:
ესე იგი, ჯერ იმისათვის, რომ ყვავილოვანი კომბოსტო კარგად დავშალოთ, უნდა ჩავაგდოთ ცხელ (ადუღებულ, და არა მდუღარე) წყალში 5 წუთით. ამასობაში ავთქვეფთ 3 კვერცხს და მოვაყრით მარილს.
ყვავილოვან კომბოსტოს დავშლით, ამოვავლებთ ათქვეფილ კვერცხში და დავყრით ზეთიან ტაფაზე, დავახურავთ თავს და მოვხრაკავთ საშუალო ცეცხლზე, მანამ სანამ არ შეყავისფრდება.
რომ გამზადდება, ჩავყრით ყველაფერს ჯამში, ტაფას ისევ შევადგამთ ცეცხლზე და ამჯერად მოვხრაკავთ ხახვს, ოღონდ ძალიანაც არ გააყავისფროთ, ისე რომ დარბილდეს რა. ცოტა ხანში, როცა ხახვი თითქმის მზად იქნება, დავაყრით გახეხილ სტაფილოს, კარგად ავურევთ და სადღაც 5 წუთს კიდევ გავაჩერებთ ცეცხლზე.
ესეც რომ გამზადდება, ჩავყრით კომბოსტოიან ჯამში, დავამატებთ მაიონეზს, მარილს, პილპილს (მე შავიც დავაყარე და წითელიც), კააარგად ავურევთ და მივირთმევთ თითების ჩაკვნეტამდე

This post has been edited by ShadowCat on 12 Nov 2007, 21:03
ჩიტუციო
თავი დამანებე, გიკბენ


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7345
წევრი No.: 4290
რეგისტრ.: 8-February 04

გამოგზავნილია: 10 Dec 2006, 19:21  #4329814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Breaky
QUOTE
ჯგუფი: co-Moderators

2kiss.gif

ხოოოოო დაააა ოფტოპიკი რო არ გამომივიდეს ერთი სალათის რეცეპტს გეტყვით smile.gif დღეს გავაკეთე მე rolleyes.gif

''ბოლოკი არაჟნით'' ... მარა თუ არაჟანს გააკეთებთ ბოლოკით უფრო გემრიელი გამოვა...


მოკლედ, გახეხავთ ბოლოკს, დააჭრით მწვანე ფოჩვენიან ხახვს, მოასხამთ არაჟანს, მოაყრით მარილს, აურ-დაურევთ და სალათი მზადაა...


მგონი სალათებში გადის ეს რაღაც rolleyes.gif

This post has been edited by ჩიტუციო on 10 Dec 2006, 19:21


--------------------
если туп, как дерево родишься баобабом
и будешь баобабом тыщу лет, пока помрешь.
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18061
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 10 Dec 2006, 23:55  #4331861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
1 ქილა შპროტი;
3-4 ც. მოხარშული სტაფილო
4-5 ც. მოხარშული კარტოფილი;
ნახევარი ბედიის მაიონეზი;
1 ც ლიმონი.
მარილი გემოვნებით

აურიეთ smile.gif

სტაფილო და კარტოფილი კუბიკებად დაჭერით smile.gif


--------------------
აღმასრულებელი სჯულისაი, სიყვარული არს.
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 11 Dec 2006, 17:02  #4335768      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
სალათა შპროტისგან "ჩვენ კიდევ ეს გვინდოდაა???"
© DODI

საჭიროა: ორი ქილა შპროტი (ოგონდ ხარისხიანი კარგი მსხვილები რომ იყოს) 3 მოხარშული კვერცხის ცილა, ბოლოკი 2-3 საშუალო თავი (ნახეთ მწარე არ იყოს) , 2 თავი წითელი ხახვი (ესეც არ უნად იყოს მწარე) და 1 ცალი (ქილა/პარკი) მაიონეზი თქვენი გემოვნებით, მარილი და პილპილი ესეც გემოვნებით.

შპროტს დააცალეთ თავები და შუა-შუა დაჭერით აღეთ სასალათე და ჩაალაგეთ პრიველი ფენა შპროტი მეორე ფენა დაჭირილი კვერხი (ცილა მარტო) მესამე ფენა გახეხილი ან ძალიან წვრილად დაჭრილი ბოლოკი, მეოთხე ფენა ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი ფენებს შუა მარილი პილპილი და მაიონეზი და გააგარძელეთ ასე. ბოლოს დახურე თავი და 10-15 წუთი შედეთ მაცივარში პირველი ზაკუსკაა არყისათვის.
პ.ს. კიტრის (ან წვრილად დაჭრილი კომბოსტოს და სტაფილოს) მჟავეს შიგ არ უშვებიან ისე უნდა მიატანოთ ცალკე მაგარია.

This post has been edited by ShadowCat on 11 Dec 2006, 17:02


--------------------
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".

London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!

It's all about music!

არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo:
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21993
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 11 Dec 2006, 19:14  #4336669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გვირილები
© Princess

მოხარშული კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო გავხეხოთ ფენა ფენა ფენებს დავაყაროთ ცოტა მარილი, ქილის სოკო მოვშუშოთ ხახვთან დავამატოთ ქინძი და გავაციოთ. შემდეგ ერთი ფენა დავაყაროთ გახეხილ ბოსტნეულს და ასე გავიმეოროთ რომ 2 სართულიანი გამოვიდეს smile.gif ჯობია გაკეთდეს ღრმა ჯამში ან დიდ თეფშზე. როცა მოვრჩებით ფენებს ზემოდან მოვასხათ კალვეს მაიონეზი და სალათი მოვამრგვალოთ ლამაზად. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და "პეტრუშკა" და დავადოთ მრგვალად დაჭრილი მოხარშული კვერცხი ვითომ გვირილებია
Kesi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 3785
რეგისტრ.: 2-December 03

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 13:36  #4347802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კიტრის სალათა (პოლონელისგან ვისწავლე და ალბათ პოლონურია biggrin.gif )

მოკლედ დავჭრათ კუბიკებად გათლილი კიტრი, მოვასხათ არაჟანი ბლომად, შავი პილპილი (ესეც ბლომად) და ცოტა მარილი...ძალიან ადვილი და ძალიან გემრიელია...
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21993
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 16:44  #4349054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
© eloiza
გაჩეჩილი საქონლის ხორცი მაიონეზით, ბოლოკით და შემწვარი ხახვით ძალიან მაგარია
kuna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2195
წევრი No.: 15920
რეგისტრ.: 4-January 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 21:43  #4351304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
QUOTE
გაჩეჩილი საქონლის ხორცი მაიონეზით, ბოლოკით და შემწვარი ხახვით ძალიან მაგარია

უფ როგორ მიყვარს!
ნიამ, ნიამ..........

ისე ხახვი უმი არ შეიძლება?
შემწვარს ვერ ვიტან.
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18061
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 14 Dec 2006, 00:14  #4352522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
მჟავე კომბოსტო + კახური ზეთი + წვრილად დაჭრილი ხახვი
up.gif

სალათა არაა, მაგრამ კარგია smile.gif
Kissie
დოდკა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14777
წევრი No.: 1259
რეგისტრ.: 18-September 02

გამოგზავნილია: 14 Dec 2006, 00:37  #4352707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ადვილი, გემრიელი და უკიდურესად სასარგებლო:

გახეხილი სტაფილო + მაიონეზი + ცოტა ქინძი + ნიორი. მარილი და წიწაკა - გემოვნებით, მე სულ არ ვუშვები არც ერთს smile.gif
* * *
იგივე სალათის საფუძველზედ:

გახეხილი სტაფილო + მაიონეზი + ცოტა ქინძი + დაჭყლეტილი ნიორი + გურული აჯიკა ცოტა (პლასმასებში რომ იყიდება) + წვრილად დაჭრილი ვიჩინა

გემრიელია yes.gif


--------------------
Find me on Facebook:
fb.com/dodka
SnowFlakes
***


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10457
წევრი No.: 4428
რეგისტრ.: 25-February 04

გამოგზავნილია: 14 Dec 2006, 11:09  #4354086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბრინჯის სალათა

ესეიგი,გუშინ მივირთვი და ძალიან მომეწონა.

მოხარშეთ ბრინჯი,აუცილებლად ისე რომ იყოს ფხვიერი. სანამ ბრინჯი გაგრილდება მანამდე დაჭერით ბულგარული წიწაკა,ოხრახუში,ზეთის ხილი შეგიძლიათ შუაზეც გაჭრათ ან მთლიანი კაკლები ჩააყაროთ. მარილი,პილპილი და ზეთი გემოვნებით.

ძალიან კარგი რამეა. yes.gif
miau
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 11025
წევრი No.: 6944
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 14 Dec 2006, 11:26  #4354158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კომბოსტო დავჭრათ თხლად.

პიტნა, წიწაკა, ნიორი, მარილი და ქინძი 3-4 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად გავთქვიფოთ ბლენდერში და დავასხათ კომბოსტოს, დავუმატოთ ძმარი გემოვნებით და კამა.

ძალიან გემრიელია.

ასეთივე სოუსით შეიძლება შევკმაზოთ სალათის ფოთლები + მოხარშული კვერცხი.

* * *
მკვახე პომიდორი ნიგვზით

2 კგ. პომიდორი დაჭერი, საშუალოზე პატარა ნაჭრებად (არც დიდი უნდა იყოს და არც ძალიან პატარა), მოაყარე, 15 წუთი დადგი წვენის გასაშვებად, ამოწურე, ცოტა ხანი მდუღარეში ჩაყარე რომ გამოუვიდეს სიმწარე.
გაარჩიე 5-6 თავი საშუალო ზომის ხახვი, დაჭერი ნახევარწრეებად და ზეთში მოშუშე, დაუმატე გემოვნებით ხმელი ქინძი, ზაფრანა და უცხო სუნელი და გააგრძელე შუშვა.
ნიგოზი დანაყე დაახლოებით 2/3 ჭიქა 5 კბილ ნიორთან ერთად, დაასხი ცოტა მდუღარე გასაფუებლად, აურიე მოშუშულ მასას და შემდეგ პამიდორს, გაუსწორე მარილი და ძმარი გემოვნებით.

This post has been edited by ShadowCat on 8 Nov 2007, 23:46


--------------------
ყველგან ბრაზილიის გულშემატკივრობისთვის!
Kesi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 3785
რეგისტრ.: 2-December 03

გამოგზავნილია: 15 Dec 2006, 11:20  #4361006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kuna
QUOTE
ისე ხახვი უმი არ შეიძლება?
შემწვარს ვერ ვიტან.

როგორ არ შეიძლება, მე უმით ვაკეთებ და ისეთი გემრიელი გამოდის, თითებს ჩააყოლებ...
ხახვიც ბლომად უნდა, თხლად დაჭრილი და ალყა-ალყა და ბოლოკიც ბლომად უნდა

ხოდა და ერთი ცხელი სალათა:
1 კგ. სტაფილო გავხეხოთ, ტაფაში ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი (2- 3 საშუალო ზომის თავი) ხახვი რომ შერბილდება, დავამატოტ სტაფილო და გავაგრძელოთ შუშვა სტაფილოს დარბილებამდე, შემდეგ გავთქვიფოთ 2 ან 3 კვერცხი, კვრცხში დავამატოტ ხმელი ქინძი (ნახევარი ჩაის კოვზი) უცხო სუნელი (1 ჩაის კოვზი), ცოტა ზაფრანა და მოვასხათ სტაფილოს და სულ ვურიოთ, დავუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი და გავაგრძელოთ შუშვა კვერცხის გამოშრობამდე, გამოვრთოთ და დავამატოთ წვრილად დაჭრილი ცოტა ნედლი ქინძი (რამოდენიმე ღერი) და ერთი კბილი ნიორი (დაჭრილი)
სასურველია მიირთვათ თბილ მდგომარეობაში...


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (50) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0303 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]