forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (197) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტუტე-მჟავური ბალანსი, acid-alkaline balance
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 14:48  #33519689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რახან ვეგანური თემა ჩემი თხოვნის მიუხედავად არ გახსნეს, თავად გავხსნი ამ საკითხზე ახალ თემას smile.gif

ამ თემაში ვისაუბროთ და გამოცდილებები გავუზიაროთ ვეგანური კვების იმ მეთოდზე, რასაც 'ტუტე-მჟავური ბალანსი - acid-alkaline balance'-ს უწოდებენ.
მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ინტერესის შემთხვევაში ცხადია გიპასუხებთ კითხვებზე, ასევე დავწერ რეცეპტებს.

ამ მეთოდით შესაძლებელია აგრეთვე ყველანაირი დაავადების დათრგუნვა ან სულაც მკურნალობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენივე ექიმი, მხოლოდ ჩვენვე შევძლებთ საკუთარი თავის მკურნალობას - ფიზიკურად თუ მენტალურად.



This post has been edited by miau on 30 Jan 2013, 14:30


--------------------
Am I pretty then cut me in the face,
Am I stronger - break my neck in disgrace,
Am I smarter - kill me and eat my brain,
Am I braver - kill me and eat my heart...
Kill me and eat me all up and lick the table clean!
Dek-Deko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 186
წევრი No.: 154273
რეგისტრ.: 21-September 12

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 19:54  #33523577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ვეგანი, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემააა smile.gif სიამოვნებით მოგისმენთ და გავითვალისწინებ რაღაცეებს. კითხვებიც მექნება და დარწმუნებული ვარ კომპეტენტურ პასუხებს მივიღებ! წარმატებებს გისურვებთ ყველას!


--------------------
.......
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 19:57  #33523609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dek-Deko
იცოცხლე smile.gif

დაათვალიერე ის ალბომი და რაც გაინტერესებს დავწერ tuk.gif
კერძები გამოდგება სამარხვოდაც , მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გაცხელებული ზეთები ტაბუა.
ზეთები მხოლოდ ცივ მდგომარეობაში. ასევე ინდუსტრიული შაქარი ამოღებულია პროდუქტთა
სიიდან.
Dek-Deko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 186
წევრი No.: 154273
რეგისტრ.: 21-September 12

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 20:05  #33523725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
როგორ მინდოდა სტევია, მაგრამ აქ ვერ ვიშოვნე. ეხლაც დიეტის ხასიათზე ვარ და ყავა მაინც შაქრით დავლიე, არ შემიძლია უშაქროდ. კარგი იქნება თუ საქართველოშიც მოამრავლებენ ამ არაჩვეულებრივ მცენარეს.
ხო კიდევ, ზეთებზე იქნებ უფრო დეტალურად ისაუბრო? მე მითხრეს რომ ის ზეითუნის ზეთები რაც ჩვენთან იყიდება, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კი არა, ძალიან მავნეაო. მიზეზი: ცივი წესით გამოხდილი ზეთი ძალიან ძვირი ჯდება და საქართველოში 8-10 ლარად არავინ მოგართმევს ნატურალურსო. არადა ბავშვი სანამ პატარა მყავდა სულ ზეითუნის ზეთზე გავზარდე. აი ზუსტად ისე, როგორც შენ ამბობ, არანაირი გაცხელება, მზა საწმელს ვუმატებდი, მაგრამ გემოს ძლივს ვსინჯავდი sad.gif ჩემს შვილს კი მოწონდა smile.gif
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 20:15  #33523870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dek-Deko
QUOTE
როგორ მინდოდა სტევია, მაგრამ აქ ვერ ვიშოვნე

ერთხელ თავაძემ დადო ლინკი, სადაც სტევიასაც აშენებენ - საქართველოშია.
ვკითხავ ჩემს მეგობარ აგრონომსაც და გაგაგებინებ პასუხს.

ზეთებს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნიათ, ცივ მდგომარეობაში , ცხადია.

კი, ცივად უნდა იყოს გამოხდილი, სხვა მხრივ აზრი არ აქვს. ნუ შეგვებრალება ფული მის
შესაძენად: ჯერერთი, თუ არ გამოვიყენებთ ცხლად, ნაკლები იხარჯება და დიდხანს გვყოფნის,
მეორეც, განა ჯანმრთელობაზე უკეთესი რა უნდა 'ვიყიდოთ' ? smile.gif

ზეითუნის ზეთს ბანაობის შემდეგ ვისვამ სხეულზე, სახეზე და დეკოლტეზეც კი. აშუშებს და ჭიმავს
კანის ირიტაციებს, შეზელისას კანის უჯრედებში აქტივირდება ფოტონები, ამიტომაც კარგია ე.წ.
პრობლემატურ ზონებზე შეზელა და მასაჟი. ეუბეარი წამალია ე.წ. გამოწვის, ანუ რაიმე ტანსაცმლის გამო
თუ კანი 'იწვის', 1 ღამეზე აქვს შედეგი smile.gif ასევე გაუხეშებული ინდაყვებისთვის ან ქუსლებისთვის.

მე სხვა ზეთებსაც ვხმარობ, ყველაზე ფავორიტია სელის ზეთი, გემოთი კი შეუდარებელია გოგრის კაკლების
ზეთი. სელის ზეთს კი დილით 1 ჩაის კოვზს ვსვამ.

ჭერმის (აპრიკოსი) კურკის ზეთი კი კიბოს საწინააღმდეგოა, ძალიან ძვირფასია ზეთებს შორის. ისედაც რომ დავაგემოვნოთ, ეგეც კარგია, B17 ვიტამინს შეიცავს.

დანარჩენი რაც მოგწონთ, ოღონს მზესუმზირას ზეთს მაინცდამაინც ნუ მისცემთ უპირატესობას.

სახლში რომ მივალ მინარელებზეც დავწერ და ორგანიზმისთვის მათ აუცილობლებაზე. ახლა სამსახურში ვარ და გავდივარ
მალე smile.gif

Dek-Deko
QUOTE
როგორც შენ ამბობ, არანაირი გაცხელება, მზა საწმელს ვუმატებდი, მაგრამ გემოს ძლივს ვსინჯავდი sad.gif ჩემს შვილს კი მოწონდა smile.gif

რესპექტი smile.gif ბავშვები ადრიდანვე უნდა მივაჩვიოთ სწორ და სასარგებლო კვებას.

This post has been edited by CZ88 on 17 Oct 2012, 20:19
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10014
წევრი No.: 113435
რეგისტრ.: 22-February 10

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 21:00  #33524563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
Mediterrane Gemüsepfanne als Soße für Nudeln oder Füllung für Lasagne.

აქ უბრალოდ ბოსტენულია ჩადებული პომიდვრის სოუსში? რეცეპტი მინდა ,მიყვარს ყველაფერი პომიდვრის სოუსით user.gif


--------------------
I will treat you as my leather, and ride you as much as my Harley
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 21:13  #33524812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ValenTine_Kelly
QUOTE
აქ უბრალოდ ბოსტენულია ჩადებული პომიდვრის სოუსში?

დიახ smile.gif აი, ამ სურათზე ჩანს მაგის გულსართი:

https://www.facebook.com/photo.php?fbid=509...&type=3&theater

QUOTE
რეცეპტი მინდა ,მიყვარს ყველაფერი პომიდვრის სოუსით


ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას სულერთია რომელი ფერის და ყაბაყს ვჭრი , ვათავსებ
თუჯის ქვაბში ან შესაბამის ტაფაში, რომელშიც დაახლოებით ერთი თითის დადება წყალია აღუღებული. ამ
ყველაფერს ვშუშავ, ოღონდ ძალიან არა, ცოტა კნატუნა უნდა დარჩეს.

პარალელურად ვამზადებ პომიდვრის სოუზს: წვრილად დაჭრილ პომიდორს ვჭყლიტავ ან
კლასიკურად ვატარებ მანქანაში. ამასაც ვასხვამ ქვაბში და წამოვადუღებ. ბოლოს ვამატებ
ზეთის ხილს დაჭრილს ან მთლიანს, სურვილისამებრ. ასევე სასურველ მწვანილეულობას (მე
მაგალითად ქინძს, ოხრახუშს, რეჰანს, ცოტა ხმელ ორეგანოს), მწარე წიწაკას გემოვნებით,
არაინდუსტრიულ მარილს ანუ მინერალებიან მარილს (მაქაური ქვამარილიც გამოდგება),
მწვანე ხახვს და ნიორს. სერვირების წინ სურვილისამებრ სასურველი ზეთი მოასხით ცივად.


დანარჩენი კი მზადდება კლასიკური მეთოდით. ოღონდ ლაზანიას ფენები ან ინტეგრალური ფქვილისგან
არის ან იფქლის ფქვილისგან.

ასე რომ, ძალიან მარტივია smile.gif

This post has been edited by CZ88 on 17 Oct 2012, 21:15
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10014
წევრი No.: 113435
რეგისტრ.: 22-February 10

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 21:45  #33525325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
დიდი მადლობა 2kiss.gif
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 00:23  #33528031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ValenTine_Kelly
QUOTE
დიდი მადლობა

არაფრის love.gif

პ.ს. მინერალებზე მერე დავწერ, დღეს ვერ მოვასწარი.
kartveli gogo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4012
წევრი No.: 43456
რეგისტრ.: 7-October 07

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 00:32  #33528155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამიხარდა ეს თემა.

<3


CZ88


2kiss.gif


--------------------
"Вторая половинка есть только у таблетки, мозга и жопы. Я изначально целая." Ф.Раневская.
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 00:36  #33528209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kartveli gogo
QUOTE
გამიხარდა ეს თემა.

smile.gif kiss.gif

მივყვეთ ნელ-ნელა smile.gif რომ მოსინჯავენ და ეფექტს 3 დღეში ნახავენ, სხვა თუ არაფერი
კაი საქმეში ჩაგვეთვლება tuk.gif
Dek-Deko
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 186
წევრი No.: 154273
რეგისტრ.: 21-September 12

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 10:35  #33530326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
QUOTE
ამ მეთოდით შესაძლებელია აგრეთვე ყველანაირი დაავადების დათრგუნვა ან სულაც მკურნალობა.

ნან, ცნობილი ფაქტია, რომ ე.წ. პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი არასწორი კვებიდან მოდის + თირკმელის ფუნქციის მოშლაა. შენ თუ გსმენია ამ დაავადების შესახებ და ტუტე-მჟავური ბალანსით თუ შეიძლება ამ დაავადების მკურნალობა?
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 11:30  #33530834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dek-Deko
QUOTE
პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი არასწორი კვებიდან მოდის + თირკმელის ფუნქციის მოშლაა

ძალიან ხშირად ვეცნობი მაგ თემებს და ასევე დოკუმენტურებს ვუყურებ . სამწუხაროდ გერმანულ ენაზეა,
თორემ აქაც დავდებდი ლინკს.

თითქმის ყველა შეძენილი დაავადება არასწორი კვების ბრალია. ყველას ორგანიზმი ერთნაირი მხნე არ არის და ამიტომაც
ზოგისთვის ეს ავადმყოფობით გამოისახება. გაწმინდავ საკუთარ უჯრედებს, მოსპობ თავისუფალი რადიკალების
პარპაშს - ცხადია იქნები კაჟივით. ყველაფერ ამას კი აკეთებს ვიტამინები და მინერალები (ეს უკანასკნელი იონიზირებული
სახით).

მწვანე ბოსტნეულის და მწვანილეულის წვენი ყოველ დილით 1 ჭიქა არის ელექსირი. მაგრამ ჩვეულებრივი
სახითაც უნდა მივიღოთ ენციმებისა და ბოჭკოვანი ნივთიერების აუცილებლობის გამო. საერთოდ, რაციონის
მინიმუმ 60% უნდა იყოს უმი სახით (ბოსტნეულზეა აქ as default საუბარი შეგახსენებთ ), ც- ვიტამინი კი სწორედ
სასწაულმოქმედია smile.gif

სახლიდან დავწერ დაპირებულ მინერალებსა და ვიტამინებზე, რომელი პროდუქტი რამდენს შეიცავს და როგორ
მოვამზადოთ - კომბინაცია smile.gif

რა ვიცი , იქნებ მაინც ნახოთ, ვინც იცის გერმანული და ვინც არა, ბექგრაუნდი ინგლისურად არის და ისმის.
თემას ქვია : 'Du bist was du isst - ის ხარ რასაც ჭამ', ეს ადრე სტატუსად მეწერა ფბ-ზე და ბევრს არ მოეწონა, ალბათ
იფიქრეს რის ხორცსაც ჭამ ის ხარო smile.gif არა და საუბარია აქ იმ ნივთიერებებზე , რომელსაც სხეულს აწოდებ და ამას ვაკეთებთ
საკვებით : ჯანმრთელ, სასარგებლო ნივთიერებებს მივაწოდებთ - უკეთ ვიქნებით, დავძაბავთ და გადავამჟავებთ - მივიღებთ
საწინააღმდეგოს.

მოკლედ, ვიდეო აგერ და მოგვიანებით გავაგრძელოთ smile.gif


CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 10 Nov 2012, 06:13  #33845016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცოტა სეზონურ კერძებზე დავწეროთ smile.gif

user posted image


გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რასაც ბუნება სეზონურად გვთავაზობს :

გოგრა = ბეტა-კაროტინის უდიდესი რაოდენობა (A ვიტამინი), B-ვიტამინების პალეტა, ც-ვიტამინი. კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი. გოგრის თესლი კი მდიდარია ომეგა3 და ომეგა6-ის ემცველი ზეთებით. არის ანტიოქსიდანტი, აწესრიგებს ნითიერებათა ცვლას.

სტაფილო=B-ვიტამინები, ც-ვიტამინი, E-ვიტამინი, A-ვიტამინი, კალიუმი, მაგნეზიუმი.

ჭარხალი= B-ვიტამინები, რკინა, კალიუმი.

ოხრახუში = ც ვიტამინის დიდი მარაგი, კალიუმი, კალციუმი, ბოჭკოვანი ნივთიერებები.

კარტოფილი= მაგნეზიუმი, რკინა (*კანიანად უნდა დავამზადოთ, გავრეცხავთ და არ ვთლით)

სოკო= დიდი რაოდენობით მინერალები.

ბადრიჯანი= კალციუმი და რკინა, ც-ვიტამინი.

ბულგარული წიწაკა , წიწაკა = კალიუმი, ფოსფორი, ც ვიტამინი, ბოჭკოვანი ნივთიერებები .

ლობიო= მცენარეული ცილების უპრეტენზიო მომწოდებელი.

სოიოს კაკლები= ასევე ცილებით მდიდარია, შეიცავს ჰორმონ ოსტროგენს, ამიტომაც კარგია 40+ ასაკის ქალებისათვის
ძალიან მიზანშეწონილია.

ბალახების ჩაი= პიტნა, გვირილა, ცერენცო და საერთოდ რაც მოგვწონს : )

ხილი, რასაც გვიანი შემოდგომა გვთავაზობს, განსაკუთრებით ლიმონი, ც ვიტამინის ბატალიონი, ყველაზე ტუტე
პროდუქტი.


--------------------------------------------------რეცეპტები----------------------------------------------------
შემოდგომის სალათი

კომბოსტო წვრილად დაჭრილი, ასევე თავი ხახვი, გრძლად დახეხილი ვაშლი, ჭარხალი, სტაფილო. სურვილის მიხედვით პატარა ნაჭერი გათლილი და დახელილი უმი გოგრა, სელის ან ზეითუნის ცივად გამოხდილი ზეთით, მინერალებიანი მარილით, წიწაკა და ცოტა წვრილად აკეპილი ნიორი. მწვანილები გემოვნებით.

user posted image

-------------------------------------------------------------------------------
გოგრის კრემსუპი


user posted image



პატარა გოგრა - 1 ცალი,
საშუალო ზომისსტაფილო 3-4 ცალი,
ბულგარული წიწაკა ყვითელი ან წითელი - 1-2 ცალი, დახეხილი
მინერალებიანი მარილი,
წიწაკა,
ნიორი,
ქინძი, ოხრახუში, ხმელი ქინძი, ნიორი,
2-3 დაჭყლეტილი პომიდორი.

გოგრა (დაახლოებით იმხელა, რაც სურათზეა) დავწმინდოთ თესლებისაგან და გავთალოთ,
დავჭრად საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ ემალისქვაბში , დავამატოთ წყალი იმდენი, რომ
გოგრის ნაჭრები დაფაროს და დაახლოებით 3-4 თითის დადება გადააჭარბოს. როცა თითქმის მოიხარშება,
დავამატოთ გათლილი და რგოლებად დაჭრილი სტაფილო და ვხარშოთ დარბილებამდე. შემდეგ დავჭყლიტოთ
კარგად, დავამატოთ პომიდვრის სოუზი, მარილი, 2-3 წუთი ვადუღოთ. ბოლოს შევკმაზოთ მწვანილეულითა და ნივრით.
დავამატოთ უმი დახეხილი ბულგარული წიწაკაც და ამოვურიოთ.

დაგემოვნების წინ სურვილის მიხედვით დავამატოთ რომელიმე ცივად გამოხდილი ხარისხიანი ზეთი და გოგრის ან მზესუმზირას გარჩეული კაკლები.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

This post has been edited by CZ88 on 10 Nov 2012, 06:20
ninoma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 871
წევრი No.: 90496
რეგისტრ.: 4-May 09

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 00:09  #33856195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
გავაკეთე გურულიქალის რეცეპტით
აქვე დავაკოპირებ
"დავაზუსტე რეცეპტი და დავწერ, კომშის შენახვა შაქრით:
კომში დავჭრათ თხელ ლებნებად, ამოვუღოთ გული, კანი დავტოვოთ, გავრეცხოთ, გამზადებულ 5 კგ კომშს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს, ვათავსებთ ქვაბში, დავაფაროთ მჭიდროდ თავსახური და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 1 სთ.
ამ დროის შემდეგ გამოვიღოთ, დავსრისოთ, მასამ შეიძლება მოითხოვოს ნახევარი ჭიქა წყლის დამატება, გადავხადოთ თავზე და ისევ მოვათავსოთ ღუმელში, როცა კომში კარგად დარბილდება დავამატოთ შაქარი. 1 კგ კომშზე დაახლოებით 700-800 გრამი შაქარი (კომშზეა დამოკიდებული) და ისევ შევდგათ ღუმელში.
როცა შაქარი შეწითლდება, გამოვიღოთ, მოვაყაროთ ვანილი (არ არის აუცილებელი), მოვათავსოთ ქილებში, შევფუთოთ მეორე დღემდე.
ხვალ მომიტანენ ტკბილ კომშს, გავაკეთებ და დაწვრილებით რჩევებს +"ხეზე ასვლებსაც" შემოგთავაზებთ"

4 ცალი კომში მქონდა და დავტესტე.
დავაყარე 1 სუფრის კოვზი ღია ყავისფერი შაქარი.
თვითონ კომშიც არ იყო მჟავე და ვინანე შაქრის დამატება.
ეს არ ეხება ყველას, მე უკვე გადაჩვეული ვარ ტკბილის მიღებას და ამიტომ შაქრის ეს დოზაც მეზედმეტა.
გემრიელი კი იყო. მადლობა ეკას.
მე რა შევცვალე იცით კიდევ, ამ კომშის გულები ვადუღე და წყლის მაგივრად მისი ნახარში დავასხი.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (197) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0360 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]