forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (56) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წმაწური კაფიები, მეცხრე ნაწილი
oxunji pirveli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 144867
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 17 May 2015, 19:42  #44625269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველი ნაწილი კაფიაობა
მეორე ნაწილი კაფიაობა
მესამე ნაწილი წმაწური კაფიები III ნაწილი
მეოთხე ნაწილი წმაწური კაფიები
მეხუთე ნაწილი წმაწური კაფიები და სხვა
მეექვსე ნაწილი წმაწური კაფიები
მეშვიდე ნაწილი წმაწურ-კაფია ვუთხრათ ერთურთსა
მერვე ნაწილი წმაწურ-კაფია

მოგესალმებით და გილოცავთ ახალ თემას!
კვლავ ველით ახალ წევრებს, რომლებსაც მივიღებთ გასაუბრების წესით..
უპირატესობას მივანიჭებთ გაზაფხულივით ხალისიან და კრუხის საბუდარივით თბილ ადამიანებს..
თემაში მპოსტავ მამაკაცთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, გასაუბრების გარეშე მიიღებიან მაღალი, ქერა და ცისფერ/მწვანე თვალება მანდილოსნები..
აქვე გაცნობებთ, რომ გარდა ფორუმის საერთო წესებისა, თემაში მოქმედებს შიდა წესები, რომელსაც ემორჩილება თემის ყველა წევრი..
დაუშვებელია:
- ერთმანეთის რითმების გამოყენება..
- საკუთარი რითმების ორჯელ და მეტჯერ გამოყენება..
- ათასჯერ ნახმარი და ცხრაასჯერ დაორსულებული ისეთი რითმების გამოყენება, როგორიცაა: კაფია, მაფია, ქაფია, ლაფია, ძაფია და სხვა..
იკრძალება:
- ძმრიანი წინდებით, გალეშილ და აღგზნებულ მდგომარეობაში შემოსვლა..
- თანამოშაირეზე მუხანათურად თავდასხმა..
საშაიროდ/საკაფიოდ არ დაიშვებიან:
- ხმა ჩასაგდები, ენა ამოსაგლეჯი, ჭკუა ამოკორტნილი და თავგადაბინტული მოშაირეები..
- წიწაკები, მაწაკები და მუწუკები..
- ძუძუ ამოყრილები და ყურებ ჩამოყრილები..
- არაჟანზე და ქიშმიშიან ფუნთუშებზე გაზრდილები..
- უხეირო მეზობლების ჯიბრით უმაღლეს დამთავრებულები..
- ჭოჭინიდან ახალი გადმოსულები და სინედლე გამომშრალი ხანდაზმულები..
თემაში შეღავათებით ისარგებლებენ:
- მძიმე ბავშვობა გადატანილი და ამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მოშაირეები..
- ამ თემაში ბასრი და ბლაგვი შაირით დასახიჩრებული პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები..

გახსოვდეთ, რომ შაირი/კაფია უნდა იყოს მთის კალმახივით სხარტი და ძაღლის კუდივით მხიარული..

ყველას გიწვევთ თემაში, პაპა, თინეიჯერო..
შაირით და კაფიით გული ერთად ვიჯეროთ..
გელოდებათ ეს თემა, ჯული ხარ თუ ჯოყოლა,
ვისაც სიცილ-ხარხარით გინდათ ამბის მოყოლა..
არ იქნება თემაში არც ბოღმა და არც შური,
უკვე გვიერთდებიან ახმეტა და ხაშური..
ჩვენთან არის ხეკორძი, ჩაილური, ჯიმითი..
მალე ბუღი დადგება ულაყ ლექსთა ჯირითის..
არ დააკლდეს არც ნინი, არც ზეზვა და არც შმაგი,
თემა უკვე გაიხსნა და ასე ივლის - ანშლაგით..
biggrin.gif
nipponcaucasus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 49388
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 19 May 2015, 13:10  #44640602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

გილოცავ! სტილს არ ღალატობ, აახლე "წმაწურ-კაფია".
კარგი მოკრივე ის არის ვინც იცის გეოგრაფია! (:


პირობები გაქვს ისეთი
თავი ჯობს.გე-ზე მეგონა,
მომეცით ლიგის ბილეთი
ას მწვანეს ვადებ ზემოდან.
---

აწონვა მიმდინარეობს...
ოფლის სურნელი ტრიალებს. ( ეს სხვა სუნია, ის არა, - განწყობას რომ აზიანებს)
შორიდან ვხედავ ბარე ორს
კალამი რო უწრიალებს.

ჩამწერეთ! ჩოხას მოვირგებ,
თუმც გეახლებით არაჟანს (:
ლეიბზე ერთს რომ მოვიგებ,
გამართვა უნდა ზარბაზანს!




--------------------




oxunji pirveli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 144867
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 19 May 2015, 17:42  #44643268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაეცანით,
ახალია,
თემისაა დებულება.
გაცდენები
თუ გექნებათ,
ვერ მიიღებთ შვებულებას.. biggrin.gif

nipponcaucasus


QUOTE

ჩამწერეთ! ჩოხას მოვირგებ,


გამიხარდა შენი ხილვა,
ფორმაში ხარ ჩემო ნიპონ.
უკვე ბეჭზე გდია სილვა,
მსაჯიც გიფიქსირებს იპონს..biggrin.gif
nipponcaucasus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 49388
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 19 May 2015, 22:09  #44645288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რო დაარიგე მუშტები,
ბითუმადა და ნისიათ
შემოგრჩა მხოლოდ მუშტრების
დამკვირვებელთა მისია. (:

იმასაც შემოუჭყიტავს,
წეღან რო გული ისია,
ჟუაჩკას თუ მოუწყვიტავ
დაგვილევია ქისია.
oxunji pirveli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 144867
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 20 May 2015, 11:47  #44649299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nipponcaucasus


QUOTE
რო დაარიგე მუშტები,
ბითუმადა და ნისიათ


რად არ მომტყდა
მაჯა, რომ
მოვიქნიე მძინარემ..
ვაღიარებ საჯაროდ
ვიჩქარე და ვინანე.. sad.gif

QUOTE
შემოგრჩა მხოლოდ მუშტრების
დამკვირვებელთა მისია. (:


მივმართავ
კალმის გუგულებს,
ვინც
თემის წესებს ერგებით,
თემა დაიძრა,
გუგუნებს,
ჩაყარეთ ლექსის ნერგები.. biggrin.gif

მოკლედ, ასეთი სიტუაციაა:
აპოპტოსმა და უხეირომ ეს დღეები "გადააბეს''..
ნორიელი მოშაყირეს შემოსვლას ელოდება. ის კი, ვიღაც ბებოს უვლის და მარტო ვერ ტოვებს..
ხინკალი ეხლა იხარშება და პილპილმოყრილი შემოვა..
ნიკი-ბიკი შეყვარებულია და ჯერ ჩვენთვის არ სცალია..
ნინი გოგო უგზო-უკვლოდ არის დაკარგული..
biggrin.gif

This post has been edited by oxunji pirveli on 20 May 2015, 11:48
Uxeiro
ტალ-კვესი


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 7370
წევრი No.: 135394
რეგისტრ.: 1-September 11

გამოგზავნილია: 20 May 2015, 12:19  #44649592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
თითქოს ბებერი ვიყავ და
ახლა ვახალგაზრდავდები,
კაფია თუ დამარტყავდა,
არ დაგზარდებით, დავდებდი


--------------------
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.

როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.

ჩაფაან ყორე
smith14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4152
წევრი No.: 142937
რეგისტრ.: 10-February 12

გამოგზავნილია: 22 May 2015, 11:36  #44668075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ნიკი-ბიკი შეყვარებულია


niki-biki:)

ვინ დაგიტყვევა გულია?
რა გვარია, კაკულია?
ყავს მანქანა, თუ აქვს ფულია?
შენნაირი ბულბულია? spy.gif
oxunji pirveli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 144867
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 22 May 2015, 14:46  #44669623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მარა უფრო საამოა
ლექსი ქალის, ლექსი მდედრის..


საამო არის სამზირად
ხოხობაშვილი ლამზირა,
მოვა და თემის ორღობე
გადაიქცევა გამზირად.. biggrin.gif

---------------------------------------------

ვერიკო და ჯუმბერიკო

შარშან ამ დროს შემომხვდა მეზობელი ვერიკო,
შევხედე და შევატყვე, რომ ხასიათზე ვერ იყო..

იფიქრებდი კაცი, რომ ვერ მიასწრო კიდობანს,
მივედი და ვუთხარი ხომ არის თქო მშვიდობა..

მუდამ იყო მშვიდი და ტკბილი, როგორც ქიშმიში,
ახლა იდგა ბეჩავად და წამოიწყო ვიშვიში..

თურმე, ამ ჩვენ ჯუმბერას აწუხებდა დისკოზი,
ექიმბაშმა გასინჯა და გაუკეთა ხის კოვზი..

ეს ვერიკოც შევარდნილა, რომ იყვირა გვარიანად,
ჯუმბერიკოს დიდი კოვზი ტანში ჰქონდა ტარიანად..

ამის შემყურე ვერიკომ იქაურობა დალეწა,
უცბად გაუსხლტა ''ექიმი'' და კოვზით მისდევდა გარეწარს..

მოკლედ, ასე განკურნეს მეზობელი ჯუმბერა,
იმის მერე საწყალი კომპრესორივით უბერავს..biggrin.gif

რას აღარ გაიგებ კაცი.. rolleyes.gif
nipponcaucasus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 49388
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 22 May 2015, 16:44  #44670641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
oxunji pirveli
ვერიკოზე უფრო მეტად მომეწონა ლამზირა,
თითქოს პეკინის ქუჩაზე ხატაელმა დამზილა. smile.gif)))

This post has been edited by nipponcaucasus on 22 May 2015, 16:45
oxunji pirveli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 144867
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 22 May 2015, 18:41  #44671614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ჩავიხედე შუადღით ჭაში,
სადაც წარსული დამხვდა მყეფარე
და შავ სინანულს გაპარულს ხმაში,
ობოლი გრძნობით ამოვეფარე.. sad.gif biggrin.gif

-----------------------------------------------------------

რითმა ვაწყვილე ლიწინით,
ღამე დავფერთხე შვიდზე და
ვმღეროდით მე და ზმნის წინი,
ხმაში გვყვებოდა ზმნის ზედა..
არ მიჭამია ძმის წილი,
ღმერთი ხომ მუდამ მიმზერდა.. biggrin.gif
Apoptosis
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1189
წევრი No.: 190641
რეგისტრ.: 31-August 14

გამოგზავნილია: 23 May 2015, 09:26  #44675672      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგიხსნიათ თემა და
კაფიის ღმერთს უგალობთ...
თუმც კარგი გყავთ თამადა,
რაა სუფრა უქალოდ?..

დაუძახეთ გააწყონ, კერძები შეაცხელონ...
ღვინოც ჩაგვიციონ და, არ დამალონ სახე რომ:
სილამაზე მოჰფინონ და სიმშვიდე გარემოს...
ანავიტამ იმღეროს, მოშაყირემ გარეპოს gigi.gif


--------------------
საწყენად რომ მეთქვა მიხვდებოდი.
oxunji pirveli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 144867
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 23 May 2015, 18:55  #44679748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Apoptosis


QUOTE
თუმც კარგი გყავთ თამადა,
რაა სუფრა უქალოდ?..


თან
რა სუფრა გვაქვს,
მისი ხილვისთვის
არ წყდება მარში,
ციკანი ლეღვში,
კნუტი რძეში,
და ჭუკი ძმარში..
სახინკლედა გვაქვს
გამზადებული
ბიზონის ფარში,
ის ბიზონიც
ხომ
სწორედ მათთვის
დავჭერით მხარში..
ქალი არა ჩანს
რატომღაც თავი მგონია ჯარში.. biggrin.gif

მჯერა,
შემოვა მაყვალა
და
ინარნარებს საყვარლად.. biggrin.gif

ისე, იციან ზოგჯერ ასე, შორიდან ყურება. ზოგჯერ კი, იმდენნი ქუჩდებიან, რომ ერთმანეთზე განაგლეჯი თმების გატანას ვეღარ ვასწრებთ აქედან.. biggrin.gif

This post has been edited by oxunji pirveli on 23 May 2015, 19:47
Apoptosis
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1189
წევრი No.: 190641
რეგისტრ.: 31-August 14

გამოგზავნილია: 23 May 2015, 19:58  #44680257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (oxunji pirveli @ 23 May 2015, 18:55 )
ისე, იციან ზოგჯერ ასე, შორიდან ყურება.

შორიდან ყურება
იციან ქალებმა,
და როცა გახედავ,
ვითომც არაფერი...
თითქოს მზეს უცქერდა,
ისე ინაბება,
თითქოს მზეს ჰქონია,
გულის გასაღები...
შორიდან ყურება
იციან ქალებმა,
და როცა
მათ მზერას
დაიჭერ თვალებით ,
(ოჰ ღმერთმა დალოცა...)
ჩათვალე გენაცვა
(გინდა თუ არ გინდა)
მახეში გაები. gigi.gif

This post has been edited by Apoptosis on 23 May 2015, 19:59
oxunji pirveli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 144867
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 23 May 2015, 21:37  #44681097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და როცა
მათ მზერას
დაიჭერ თვალებით ,
(ოჰ ღმერთმა დალოცა...)
ჩათვალე გენაცვა
(გინდა თუ არ გინდა)
მახეში გაები.  


გიყურებს და გაგრილებს,
როგორც
ზაფხულს ნამი ცის,
გინდა მისთვის სიცოცხლის
უანგაროდ ჩუქება,
არა, ასეთი განცდა,
აბა, მართლა რამ იცის?!
თითქოს
მიწას ვეღარ გრძნობ,
ზეცაც გემსუბუქება.. biggrin.gif

This post has been edited by oxunji pirveli on 23 May 2015, 23:10
nipponcaucasus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 49388
რეგისტრ.: 16-December 07

გამოგზავნილია: 26 May 2015, 19:17  #44709050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

კეისარს, შაჰებს, ხალიფებს, ყაენს,
ცარიზმს, კომუნიზმს თუ სხვა დანარჩენს,
ვებრძოდით ყველას, ღმერთს ვთხოვდით შველას...
გვეშველა. ამ დღეს გილოცავთ ყველას!


* * *
მე ძლიერ მიყვარს თბილისის ღამე,
ანძას რომ აწევს მაძღარი მთვარე.
ზედა სართულზე კივილი მწარე,
-შენ დაამთავრე?
- მეც დავამთავრე.
და ასე მიდის ყოველდღე ბრძოლა
ინთება, ქრება ანძაც და გრძნობაც.

(ყველა გალაკტიონი ვერ იქნება)
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (56) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0186 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]