დიზაინი:Pixelbook-ის დიზაინი სტანდარტულ ლეპტოპს მოგვაგონებს, თუმცა ის ტრანსფორმერია(მისი ეკრანი 180 გრადუსით ტრიალდება) სუპერ მგრძნობიარე სენსორული ეკრანით და სტანდარტული ფიზიკური ღილაკებით. უკანა პანელზე "Pixel" სმარტფონების მსგავსი დიზიანი აქვს, შუშისა*რომელზეც განთავსებულია Google-ის ლოგო) და მეტალის დეტალებით.
ოპერაციული სისტემა:Pixelbook-ი წარმოდგენილია "Crome OS" ოპერაციული სისტემით, რომელიც გვთავაზბს "Play Store"-ის სრულყოფილ ვერსიას, შესაბამისად Android-ისგან არაფრით განსხვავდება. Pixelbook-ზე ასევე შესაძლებელია Google-ის ახალი ოპერაციული სისტემის Fuchsia OS-ის გაშვება.
Pixelbook-ში თქვენ ასევე შევხდებით სრულყოფილ ხმოვან ასისტენსაც.
პროდუქტიულობა:Pixebook-ისთვის Google-მა ელექტრონული კალამი Pixelbook Pen შემოგვთავაზა და ეკრანის სუპერ მგრძნობიარე ტექნოლოგიების აღჭურვა. გრაფიკული სამუშაოებისთვის თქვენ აქ შეხვდებით აპლიკაციებს: Adobe Illustrator Draw, Adobe Lightroom და SketchBook.
გასართობი აპლიკაციებიდან შემოთავაზებულია Google Play Movies, Netflix, Minecraft, Google Play Music და Pandora.
სამუშაო აპლიკაციებიდან შემოთავაზებულია G Suite (Docs, Sheets), Evernote და Microsoft Outlook.
ტექნიკური მახასიათებლები:Pixelbook-ის შემადგენლობაშია 12.3 დიუმიანი LCD ეკრანი 2400x1600 პიქსელ გარჩევადობით, ორმაგი სპიკერი, 4 მიკროფონი, მეშვიდე თაობის intel-ის პროცესორების ვარიანტები i5 და i7, ოპერატიული მეხსიერება 8 და 16 გიგაბაიტიანი ვარიანტები, შესანახი მეხსიერება 128/256/512 გიგაბაიტიანი ვარიანტები, 41 Whr ბატარეა(რომელიც იმუხტება 2 საათსა, ხოლო მისი გამძლეობა 10 საათი გრძელდება), HD წინა კამერა, USB C და 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი.
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)