გამარჯობათ.
მოკლედ უკვე თითქმის წელიწადია ვთამაშობ. 2 ლეგენდარი იარაღი და ასცენდედის ზმანი მაქვს. თითქმის ყველა სხვა თამაში ვცადე, მაგრამ ამაზე მეტად არცერთი არ მომეწონა.
ბევრი სისულელე წავიკითხე და შეგისწორებთ.
თამაში შედგება 4 ფაზისაგან:
Tyria world
Heart of Maguuma world
World vs World
PVP Mists
ვისაც PVP მოგწონთ არაფრის გაკეთება არ გიწევთ. 2 ლეველი წახვალთ PVP Mist და მაქსიმუმი ლეველი ხარ, მაქსიმუმი სტატებით.
WvW არის სერვერების ბოი 4 უზარმაზარ რუკაზე. ძალიან ბევრი დავალებებით და ა.შ. მაგრამ აქ ზმანი გჭირდება მინიმუმ Exotic. რისი დათრევაც 1 კვირაში შეგიძლიათ.
მე ძირითადად PVP ვთამაშობ. 2 ჯერ ვიყავი ლეგენდარის ლიგაში. ამჟამად რუბიში ვარ. ნუ დაუჯერებთ სისულელეებს ინტერნეტში, ყველა კლასი თანაბარია. თუ არ გინახავთ და არ იცით რას ნიშნავს ბალანსი. აქ ნახავთ.
არ არსებობს სერვერები. ყველა სერვერი 1 დიდ სამყაროს ქმნის. სხვადასხვა განზომილებებია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეხვდები ნებისმიერ ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სერვერზეა. არსებობს Join ფუნქცია.
რაც შეეხება PVE. ყველაზე დიდი PVE კონტენტი რაც კი რომელიმე თამაშში მინახია. აგიხსნით რატომ:
პირველ რიგში იწყებთ Tyria-ს სამყაროში (30 რუკა თუ არ ვცდები). გაითვალისწინეთ რომ რასა ძალიან დიდ როლს თამაშობს ისტორიაზე, სკინებზე და ა.შ. როდესაც ტირიაში ახვალ 80LVL უკვე შეგიძლია წახვიდე Heart of maguuma სამყაროში. 6 უზარმაზარი რუკა და მასტერ ლეველები. ანუ როდესაც 80 ლეველზე ახვალ, მერე იწყებ მასტერ ლეველების აწევას (ანუ შეგიძლია ისწავლო Glide,Poison resistance,mushroom updrapts და ა.შ.). მაქსიმუმ 169 ლეველი.
რაც შეეხება ევენთებს:
პრე-მეტა და მეტა ევენთები ყველა რუკაზე. თითო რუკაზე ეტევა 150-200 კაცი. როდესაც რუკა ივსება იქმნება იგივე რუკა სხვა ინსტანციაში. 4-5 რუკა ყოველთვის სავსეა მეტას დროს.
Jumping Puzzle
Gliding Puzzle
Guild missions
Exploration missions
Daily missions
Collection story - ეს ყველაზე ხანგრძლივი და გასართობი PVE ისტორიაა, რომლის ბოლოსაც თამაშში საუკეთესო იარაღს იღებ. თუ RP გევასებათ, მაგრად გაერთობით.
რაიდები:
4-5 ტიპის რაიდია სხვადასხვა სირთულის, მე არ ვაკეთებ ასე რომ ზუსტად არ ვიცი.
დუნგეონები (10 კაცი):
აქტიურია საკმაოდ. მოთხოვნები საკმაოდ დაბალი.
ფრაქტალი:
ეს არის მინი დუნგეონი (5 კაცი). ყველაზე პოპულარულია ამ მომენტში. საკმაოდ შემოსავლიანი.
World Bosses:
ამ ჟანრში ძალიან ძლიერი თამაშია. მართალია ძალიან ბევრი ხალხი თამაშობს (150 კაცი 1 ბოსზე) და ყველაზე ძლიერ ბოსსაც 5-10 წუთში ვკლავთ, მაგრამ მაინც
თუ კითხულობთ თამაში ცოცხალია თუ არა ასე გიპასუხებთ:
1 საათის წინ Tarir-ის მეტაზე ვიყავი. 4 სქუადი (200 კაცი) 4 მხარეს. ამავდროულად ჩვენს გარდა პარალელური 12 რუკა იყო სავსე და ამავდროულად იყო ხალხი, ვინც კიდევ ახალ რუკებს ქმნიდნენ.
გაითვალისწინეთ: რომ 1 მეტას მსვლელობაში მეორე მეტა მთავრდება სხვა რუკაზე. სადაც შეიძლება კიდევ 12 რუკა იყოს თითოზე 200 კაცით.
და ეს ყველაფერი მარტო Heart of maguuma სამყაროში. როდესაც Tyria 10 ჯერ დიდია.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ბევრი ხალხი. ყველაფერზე ჭედვაა.
This post has been edited by ADaMs-T on 27 Jun 2016, 01:32
Sleeping....