გოგოებო , კარგ ხელზე გამეხსნასნ ეს თემა. ყველამ ვიცით, რომ დამტკიცებულია 15% მდე ალბათობა ინსემინაციით დაორსულების, თუმცა ბევრი გამიგია რომ ამ პროცედურით დაორსულებულა.
ამ თემას იმედიანად ვხსნი, რადგან მეც რამდენიმე დღის წინ გავიკეთე პროცედურა და 10 დღეში გადავამოწმებ შედეგს.
მინდა თქვენი გამოცდილების შესახებ დაწეროთ, ვინმეს თუ გიცდიათ, გამოსულა თუ არა, რა პრობლემებთან გქონდათ საქმე? სად გაიკეთეთ , რა დაგიჯდათ და მოკლედ ნებისმიერი წვრილმანი საინტერესო იქნება .
ცალკე თემა ვერ ვიპოვნე ამიტომ ხან ,,ინ ვიტრო” ჯგუფში ვწერდი ხან ,,წეროს მოლოდინში” ამიტომ გადავწყვიტე ცალკე თემა შემექმნა ამ საკითხზე.
ყველას გისურვებთ მალე დაგედოთ აქ თქვენი დადებითი ტესტის პასუხები
მიმაგრებული სურათი