გიორგი3008კი ამიწყვია, როცა ვაწყობდი პასუხი ისედაც ვიცოდი რაც გამოვიდოდა ...
. უბრალოდ ჩხიკინით ვერთობი ხოლმე ხანდახან.... რათქმაუნდა მუშაობს თუ კარგად გათვლი და დაარეგულირებ.... მაგრამ არა ისე როგორც ამბობენ და თითქოს უფასო ელექტროენერგია აღმოაჩინა ვინმემ.... მე მაგაზე დავწერე რომელი თემა იყო და ვისი არ მახსოვს, ხანდახან ზოგი ჩემს დაწერილს ვერ ხვდება და მიდის ერთი ამბავი.
ამიტომ ვცდილობ ისეთი პასუხი გავცე თემის ავტორს რაც დაწერა, შენზე არ ვამბობ საერთოდ ვიძახი ზოგი სხვა რამეს გულისხობს როცა წერს რამეს და სინამდვილეში თემა სხვა შინაარსის არის ხოლმე.
შენი თემის ციტატიდან ვაკოპირებ
კიდე ვიძახი მუშაობს მაგრამ ხანგრძლივად არა....
მე 1.5..1.6 კვტ-იან გენერატორზე ვცადე რა თქმაუნდა დაბალბრუნიანი უნდა იყოს. და ელექტრო ძრავი მაღალ ბრუნიანი. ძაბვებსაც კარგი შერჩევა უნდა, მანდე ეხლა არ არის ნაჩვენები. საერთოდ მსგავს ვიდეობში უბრალოდ იღებენ და ბლა ბლა მიდის საუბარი... რეალურად როცა აწყობ ბევრი სიირთულეებია დარეგულირებაზე რომ ბრუნვა ხანგრძლივი იყოს. სტაბილიზირება ჭირდება მატორზე მიმავალ ძაბვას აუცილებლად, მე მუდმივი ძაბვის გენერატორი და ძრავი გამოვიყენე, გენერატორიდან მიღებული ძაბვა 2...2;5-ჯერ მეტი უნდა იყოს ვიდრე მატორის სამუშაო ძაბვა ისე ვერ ამუშავებ. შედეგი უფრო ხანგლძლივია მუდმივი ძაბვის გენერატორ მატორის შემთხვევაში ვიდრე ვიდრე ცვლად ძაბვის გენერატორ მატორის შემთხვევაში. პირადაც ცვლადზე არ მომისინჯავს. ცვლადზე რეგულირებას მუდმივზე მერჩივნა....
კილოვატნახევრიანი გენერატორი რომელიც ასეთი პრინციპში ვამუშავე დიდ სიმძლავრეს ვერ იღებ, ყველაზე კარგი შედეგი სადღაც 50...70 ვატი დატვირთვა იყო. და ამ დატვირთვაზე 3-4 საათიც კი ტრიალებდა.....ცოტა მოუმატებდი დატვირთვად მუშაობის ხანგეზლივობის დროც იკლებდა მაგრამ პროპორციულად არა... დაახლოებით 200 ვატ დატვირთვაზე ეგრევე ჩერდებოდა. მაგრამ ეს ხომ მუდმივი დრო არ არის...
ამიტომ არ ქვია უფასო ენერგია თორემ მუშაობით როგორ არ მუშაობს.. ეგ ბოლო რომ არის ნაჩვენები ეხლა ეგ მართლა სისულელეა ეგ ნაღდად არ იმუშავებს არცეთი წუთი ხოლო საათებზე ლაპარაკი ზედმეტია. სხვა შემთხვევაში გჭიდება ბლინი რომ მერე მისი ინერციაც გამოიყენო, მე 40 კილოიანი შტანგის ბლინი გამოვიყენე. მაგ ბლინის ბრუნვის დროსაც აქვს მნიშვნელობა რემნები როგორ გაქვს გაკეთებული, რომელი სად მიდის მაგასაც მნიშვნელობა აქვს მოდების ძალა სად არის მოდებული ცენტრთან ახლოს თუ გარე ზედაპირზე.... მოკლედ კი ამბობ ჩაინიკი ვარო ამ სქმეში ამიტომ ბევრ ვერაფერს დავწერ.
რაც შეეხება ფინანსებს 50 ვატი მიიღო და მე ეხლა მაგდენი არ დამჯდომია მქონდა რაღაც რაღაცეები თორემ 800-1000 $ ჯდება. მარტო გენერატორი დამიჯდა 500$-ზე მეტი. გამყიდველს ეწერა 2.5 კილოვატიანიაო მაგრამ რეალურად 1.5 კვტ აღმოჩდა..
.
ეხლა თუ გინდა 50 ვატი კი არა 5 კილოვატი მიიღო და მსგავსი რამ ააწყო.... ჯობია არ დაიანგარიშო ფინანსები გულს შეგიწუხებს...
ეხლა შემოვა ვიღაც და დაწერს შე კაი კაცო თუ იცოდი ის არ გამოვიდოდა რაღას ირჯებოდი.... ბევრ თემებში დამიწერია როცა მიყვარს ტეხნიკაში ჩხირკედლაობა თუ რაც არის უბრალოდ ვერთობი გინდ ჰობი დაარქვით და გინდ ერთ ადგილას მახათის გაყრა...
მაგრამ რისთვისაც შენ გინდა გამოიყენო მაგ საქმისთვის არ გამოგადგება და საერთოდ არაფერში გამოდგება. მე ცოტა გავერთე და ნერვები დავასვენე მუშაობის დროს..ტყვილა ვერ ვჩერდები თუ რამე არ ვაკეთე.
მადლობა ყურადღებისთვის კარგად ბრძანდებოდეთ.
This post has been edited by procesora on 15 Sep 2016, 03:27