გუგო შრომითი ხელშეკრულება შრომითი ხელშეკრულება არის შეთანხმება დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის, რომლის მიხედვითაც, დასაქმებელი კისრულობს სამუშაოს შესრულების ვალდებულებას, ხოლო დამსაქმებელი შეთანხმებული ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას.
შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით. თავისი სამართლებრივი ბუნებით, შრომით ხელშეკრულებას უთანაბრდება დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანება დასაქმებულის სამსახურში მიღების თაობაზე.
შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ვადით, განუსაზღვრელი ვადით და სამუშაოს შესრულების ვადით. განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებისას, დამსაქმებელი არ არის შეზღუდული მინიმალური და მაქსიმალური ვადის დაწესების ვალდებულებით, მას შეუძლია თანამშრომელი მიიღოს სამუშაოზე მისთვის მისაღები ვადით. განუსაზღვრელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების დროს, მხარეები არ მიუთითებენ ვადას დასაქმების დროის შესახებ. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით, ანუ უკავშირდებოდეს კონკრეტული სამუშაოს შესრულებას და მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობები შეწყდეს ამ სამუშაოს შესრულებისთანავე.
წერილობითი ფორმის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ასეთ დროს ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავებას.
შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს შემდეგი საკითხები:
ა) შესასრულებელი სამუშაო;
ბ) შრომის ანაზღაურება;
გ) დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები;
დ) შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ე) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის წესი და
ვადა;
ვ) მივლინების წესი და ანაზღაურების პირობები;
ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების წესი და ანაზრაურების პირობები
და ა. შ.
შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, შესასრულებელი სამუშაოს, შრომის ანაზღაურების და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გარდა, შეიძლება განისაზღვროს ორგანიზაციის მიერ დადგენილი შრომის შინაგანაწესით.
შენიშვნა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადმინისტრაციასა და დასაქმებულს შორის დადებული შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.
შრომითი ხელშეკრულება
ქ. ------------------ ––––––––––––––– 2009წ.
ერთის მხრივ, –––––––––––––––––– (სახელწოდება, იურიდიული მისამართი) მისი დირექტორის (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) –––––––––––––– სახით (შემდგომში – დამსაქმებელი) და მეორეს მხრივ, __________________ (შემდგომში დასაქმებული), მცხოვრები __________________________, პირადობის მოწმობა # ______________, პირადი # ______________, გაცემული _____________________ მიერ __________________ წელს.
ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე შრომით ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
დამსაქმებელი იღებს დასაქმებულს ორგანიზაციაში ------------- თანამდებობაზე, ხოლო დასაქმებული კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ამ ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული სამუშაო იმ მოცულობითა და წესით, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით, დამატებითი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ორგანიზაციაში მოქმედი შრომის შინაგანაწესითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 2. დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოები (ფუნქციები)
2.1. დასაქმებულს ევალება პირადად შეასრულოს შემდეგი სამუშაო:––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.2. დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების (ფუნქციების) ჩამონათვალი განისაზღვრება დამატებითი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, აგრეთვე თანამდებობრივი ინსტრუქციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 3. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
3.1. თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებულს უფლება აქვს:
ა) დამსაქმებლისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
ბ) დამსაქმებლისაგან მოითხოვოს შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა და დაცვა;
გ) ისარგებლოს შვებულებით, დასვენებით, შესვენებით და უქმე დღეებით ამ ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მისი ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას.
3.2. თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებული ვალდებულია:
ა) შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები კეთილსინდისიერად, დროულად და მაღალ პროფესიულ დონეზე;
ბ) განუხრელად დაიცვას ორგანიზაციის წესდება და ორგანიზაციაში მოქმედი სხვა აქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) განუხრელად დაიცვას ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
დ) განუხრელად დაიცვას თანამდებობრივი ინსტრუქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) არ გაავრცელოს ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამუშაოს შესრულებისას.
3.3. დამსაქმებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს დასაქმებულისგან დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება;
ბ) დაადგინოს ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დასაქმებულისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შრომის შინაგანაწესით დადგენილი პირობების დაცვა;
დ) კანონმდებლობით და შრომის შინაგანაწესით დადგენილი წესით, მოითხოვოს დასაქმებულისგან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება შესაბამისი ანაზღაურებით.
ე) გამოიყენოს შრომის შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებები.
3.4. დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ ხელშეკრულებით, შრომის შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები;
ბ) გააცნოს დასაქმებულს შრომის შინაგანაწესი,
გ) თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, დასაქმებულს შეუქმნას ნორმალური მუშაობისათვის საჭირო სამუშაო პირობები;
დ) დასაქმებულს შეუქმნას შრომის უსაფრთხო პირობები;
ე) დროულად და სრულად უზრუნველყოს დასაქმებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემა.
მუხლი 4. შრომის ანაზღაურება (ხელფასი)
4.1. შესრულებული სამუშაოსათვის დასაქმებულს ეძლევა შრომის ანაზღაურება (ხელფასი), რომლის ოდენობა შეადგენს –––––––– ლარს.
4.2. შრომის ანაზღაურება (ხელფასი) გაიცემა ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის ––––– რიცხვამდე.
4.3. შრომის ანაზღაურების (ხელფასის) გაცემა ხდება ––––––––––– (ნაღდი/უნაღდო) ანგარიშსწორებით.
4.4. დამსაქმებელი დაუკავებს დასაქმებულს საშემოსავლო გადასახადს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. სამუშაო დრო, შესვენების დრო, შვებულება
5.1. დასაქმებულის ძირითადი სამუშაო დრო განისაზღვრება –––– საათიანი სამუშაო დღით, ––– დღიანი სამუშაო კვირით. დასვენების დღეებია ––––––––––––––.
5.2. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს 1 საათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში.
5.3. დასაქმებულს უფლება აქვს არ იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში.
5.4. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში –––– (სამუშაო/ კალენდარული) დღის ოდენობით.
5.5. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში –––– (სამუშაო/კალენდარული) დღის ოდენობით.
მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები პასუხისმგებელი არიან ერთმანეთის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობით წარმოშობილი ზიანისთვის, თუ იგი დაუძლეველი ძალის მოქმედებით არ იყო გამოწვეული.
მუხლი 7. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა
წინამდებარე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
მუხლი 8. დავა
მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. ცვლილებები და დამატებები
ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე წერილობითი ფორმით.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
11.1. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.2. ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად და ინახება მხარეებთან.
.............................................
თუ ამის წაკითხვის შემდეგ კიდევ დაგებადება კითხვა ჯობია პირდაპირ ადვოკატს მიმართო