Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ford Escape/ Dodge Caliber


Posted by: gtrup 10 Sep 2019, 11:11
მეგობრებო,

ავტომობილის გამოცვლა მინდა. რამე ისეთის ყიდვას ვაპირებ ცოტა მაღალი პასადკა რომ ჰქონდეს, განსაკუთრებული არაფერი, ხანდახან სოფლის გზებზე რომ ვიარო უპრობლემოდ და სადმე საპიკნიკე-სალაშქროდ.

Ford Escape-ს და Dodge Caliber-ს დავადგი თვალი. ვიზუალურად ორივე მომწონს. როგორც ვიცი ფორდის ჰიბრიდი ეკონომიურია, 7-9 ლიტრი აქვს წვა. dodge-არ ვიცი რამდენს წვავს.

ეს 2 მანქანა გამძლეობით როგორია? ძვირია შენახვა? ჩამოყვანა ძვირი ჯდება? თუ მაგ ფასად რამე სხვას მირჩევთ?

მადლობა ბრადცი წინასწარ 2kiss.gif

Posted by: cuore 10 Sep 2019, 11:17
არცერთზე არ ვარ კაი წარმოდგენის თუმდა ფორდი ჯობია როგორც ამბობენ ჩვენი თანაფორუმელები

Posted by: Edante 10 Sep 2019, 11:27
gtrup
უფფ... დისერტაცია დაგიწერო თუ მოკლედ გითხრა? biggrin.gif
კალიბრის შემთხვევაში თუ ნაკლები პრობლემა გინდა, 2.4 ძრავიანი შეარჩიე. ძაან გამძლე და ვირი ძრავია, თუმცა სუპერ გაწევა და ამბები არ აქვს. ხადავოი მარტივად გაფუჭებადიც არ არის, კარობკებს არავინ არ უჩივის. წვა სადღაც 10-11 ექნება ყველა ვარიანტში ეს სულ მინიმუმი რადგან მე სტრატუსი მყავდა მაგ ძრავზე და 10-11 წვავდა, კალიბრი უფრო მძიმეა სტრატუსზე შესაბამისად შეიძლება 12 იც დაწვას... თუმცა მემგონი კოლოფები უყენია ახალი თაობის და შეიძლება მაგის ხარჯზე დაწვას იგივე 10-11.
ეხლა ფორდ ესკეიპს რაც შეეხება.
ამჟამად მე თვითონაც ესკეიპი მყავს. მალფუჭებადი არ არის, ჰიბრიდის ელემენტებს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ძრავიც ფაქტიურად უფუჭებადი დროულად თუ უტარე სერვისი 300-400 მილებს გადიან ყველანაირი ძრავში ჩარევების გარეშე უპრობლემოდ. სავალი ნაწილი გამძლე აქვს. აქვს სუსტი წერტილი რულის კრესტავინა. კარგი ხარისხიანი კრესტავინა ამერიკაში 100$ ღირს (მუშაობს ჯიგრულად) , ასევე აქ მაღაზიებში იყიდება 100 ლარად კრესტავინები (16-20$) იანები რომლებიც მაქსიმუმ 1 თვე გემსახუროს, ჩემი მაგალითად 1 კვირაში მოკვდა. არიან ტიპები ისანში ვინც 150 ლარში აგვარებენ ამ თემას და 2-3 წელი მუშაობს, ასევე ბათუმშია ტიპი 120 ლარად გიგზავნის კრესტავინას და 2 წლიან გარანტიას გაძლევს რო იმუშავებსო, ბიჭები კლუბში კმაყოფილები არიან ერთი ვარიანტითაც და მეორითაც. მეტი სუსტი წერტილი ამ მანქანებს არ აქვს. თუ ესკეიპზე გაჩერდები გირჩევ 2.5 იყიდო და გეტყვი რატომაც (მე 2.3 მყავს). ერთად ერთი რის გამოც ვნანობ რო 2.5 არ ვიყიდე (ფინანსურად ვერ გავქაჩე) არის იმის გამო რო როცა კონდიციონერი გაქვს ჩართული და ითიშება ძრავი მაგ დროს კონდიციონერი კარგად ვერ უბერავს რადგან კომპრესორი ითიშება, 2.5 ძრავზე ირთვება ელექტრო კომპრესორი და ისევ ისე ჯიგრულად უბერავს. ესაა სხვაობა კომფორტის ამბავში და ნუ გაწევა თავის თავად. წვა ქალაქში ერთნაირად აქვთ ნუ ჰა ჰა 0.5 ლიტრი მოგცეს სხვაობა. ტრასაზე სადღაც 1-1.5 ლიტრით ნაკლებს წვავსო ამბობენ... რავი ჩემი ქალაქშიც და ტრასაზეც 7 ლიტრს არ ასცდა ჯერ ჯერობით. თან დავაყენე თხევადი გაზი რადგან საკმაოდ ბევრი სიარული მიწევს და წვა გამომდის სადღაც 9-10 ლარი 100კმ-ზე.
კიდე რამე დეტალები თუ გაინტერესებს მკითხე აგერ ვარ smile.gif

პ.ს კომფორტით კალიბრი ჯობია... უფრო კარგი სალონი აქვს..
ორივე გამძლე მანქანაა და არავინ არაფერს არ ემდურის ამ მანქანებზე.

Posted by: cuore 10 Sep 2019, 11:31
Edante
იმდენს აქებ ამ ესკეიპს ლამის არის ვიყიდო smile.gif
...............................................
არადა ჩემი ძმაა ატეხილი მაგ მანქანაზე
2009 წლიან კამრისა და მაგას შორის მერყეობს ჰიბრიდზეა საუბარი რა თქმა უნდა smile.gif

https://www.copart.com/lot/47695449
ამას ნახეთ რამდენი აქვს გარბენი givi.gif givi.gif

Posted by: Edante 10 Sep 2019, 11:33
cuore
ქამრიზე ვერაფერს გეტყვი ხო იცი არა იაპონურ და გერმანულ მანქანებთან არ ვმეგობრობ smile.gif
ამერიკულ მანქანებზე შემიძლია ნებისმიერზე დაგიწერო ყველაფერი smile.gif მინუსები პლიუსები და რავიცი smile.gif
ბევრი წერს სხვისგან გაგონილს, მე ვწერ საკუთარი გამოცდილებით.


აა დამავიწყდა, ერთი კიდე რაც აქვს ნაკლი ესკეიპს არის მააგარი კვერცხი რაზვაროტი biggrin.gif შკოდა ფაბიაზე ცოტათი უკეთესია ალბათ. თუმცა ეგეც მიჩვევის თემაა smile.gif

Posted by: gtrup 10 Sep 2019, 11:39
Edante
გაიხარე, დიდი მადლობა bis.gif

მეც სალონი და ვიზუალი კალიბრის მომწონს უფრო, თუმცა ფორდი რადგან ჰიბრიდია მაგაზე ვფიქრობ მაინც givi.gif

ფასშიც სხვაობაა, ფორდი უფრო ძვირია

Posted by: sabasaba24 10 Sep 2019, 11:50
Edante
cuore
ისე სულ წინა წამყვანებია ძირითადად , მეგობარს უნდოდა ეძებდა მარა მაგის გამო გადაიფიქრა ნისან როგი იყიდა ბოლოს.

Posted by: Edante 10 Sep 2019, 11:51
gtrup
გარედან ვიზუალურად ორივე ერთნაირად მომწონს მე პირადად. ფორდს უფრო რაღაც მოჯიპო ვიდი აქვს და მაგიტო ალბათ უფრო ფორდისკენ ვიხრები.
სალონი კალიბრის კობია... ტევადობით ორივე ტევადია და ნუ ძაან თავისუფლად ზიხარ სალონში ორივეში.
ჰიბრიდი კაი თემაა რა... ნაწილები ორივე მანქანის იშოვება და საკმაოდ ბევრი რამე მიდის სხვა მანქანებიდან, აი ძაალიან ბევრი რამე, ამიტომ ნაწილის შოვნა არ გაგიჭირდება არანაირად... დაშლილებიც არის ორივესი მაგრამ ზოგ ნაწილს საკმაოდ არაადეკვატური ფასი ადევს... ანუ კოლოფები და ძრავები ამათი ფაქტიურად არ იყიდება რადგან არ ფუჭდება, შესაბამისად ტიპები ცდილობენ რო ხადავოისგან ამოიღონ მაქსიმალურად თანხა და კუზაოს ელემენტებიდან. ელემენტებს იხვეწებიან, ზბორში ყიდიან ტიპები 450 ლარად smile.gif აი ქულერები ელემენტების უკვე მოთხოვნადი თემაა... ისიც იმიტო რო სერვისს არ უტარებს არავინ, წელიწადში ერთხელ რო მოხსნა, გაწმინდო და დასმასკო, მეტი კი არაფერი უნდა, იმუშავებს მეტ ხანს... ქულერები ცალი 250 ლარი ღირს (სულ 2 ცალი უნდა).
რაზვალნი ტულკებში 2 ცალში, 2 სტერჟინში, 2 უკანა რაზვალნი ტულკაში, 2 პილნიკში, თერმოსტატში და პადმატორნიში სულ გადავიხადე 240ლარი. აქედან თერმოსტატი 60 ლარი ღირდა, პადმატორნი 50 ლარი. ასეთი ფასები აქვს ნაწილებს მაღაზიაში smile.gif მუშაობითაც რავი ჯიგრულა მუშაობს.
ამორტიზატორების ფასები სტანდარტულად არის 80 დან 100-110 ლარამდე.
* * *
sabasaba24
წინა წამყვანის... smile.gif მე 4X4ზე მყავს. 1 ლიტრი წვა არ მიწყვიტავს არაფერს...

Posted by: cuore 10 Sep 2019, 12:03
sabasaba24
როგი მეც მომწონს ოღონდ 2015 წლის მოდელი
......................

Posted by: GoldenSky 10 Sep 2019, 12:13
Edante
მოკლედ ამერიკულ მანქანებში ისე ხარ როგორც თევზი წყალში biggrin.gif

Posted by: Edante 10 Sep 2019, 12:19
GoldenSky
კეეე biggrin.gif რაც მევასება იმას ზოგადად ვუღრმავდები ყველანაირი კუთხით...
მე მიმაჩნია რო ამერიკული მანქანები საკმაოდ კარგად არის მორგებული ჩვენს დღევანდელ ბაზარს... კი აქვს მინუსები ისევე როგორც ყველა სხვა მწარმოებელს, მაგრამ ბევრი პლიუსიც გააჩნია...

Posted by: piltakva 10 Sep 2019, 12:29
gtrup
QUOTE
Ford Escape-ს და Dodge Caliber

ესკეიპზე იმდენი დაგიწერეს მე ვერაფერს დავამატებ

დოჯს რაც შეეხება, კარობკა ვარიატორები აქვს და
QUOTE
სოფლის გზებზე რომ ვიარო უპრობლემოდ და სადმე საპიკნიკე-სალაშქროდ

აღმართებზე, ცუდ გზებზე და ა.შ. თუ აპირებ, მაშინ გატანჯავ, ვარიატორი მასეთებისთვის არაა.
ეგ დოჯი არის სუფთა ქალაქის ჯიპი რა, არანაირი გაზაობა, არანაირი დატვირთვა, მთებში სიარული და ა.შ.

Posted by: Edante 10 Sep 2019, 13:01
piltakva
ყველა კომპლექტაციაში შეტენეს ვარიატორები? მე რამდენადაც მახსოვს ავტომატიკებიც არის ეგენი.

Posted by: piltakva 10 Sep 2019, 14:01
Edante
QUOTE
ყველა კომპლექტაციაში შეტენეს ვარიატორები?

მგონი კი. sad.gif(((( არ ვიცი ავტომატიანი ვერსიაც თუ აქვთ რამე.
მე როცა ვეძებდი, სულ ვარიატორი იყო :x :x :x მაგიტომაც გადავიფიქრე მაგ მანქანის ყიდვა თავის დროზე. sad.gif(((((((((((((

Posted by: gtrup 11 Sep 2019, 10:49
ფორდიც ხომ ვარიატორია?


30 ჰიბრიდი

Posted by: Edante 11 Sep 2019, 11:03
gtrup
QUOTE
ფორდიც ხომ ვარიატორია?

მთლად ვარიატორიც არ არის... რაღაცა შუალედურია რა smile.gif
ვინც ერკვევა კარგად კოლოფებში, ისინი მაგრად ილანძღებიან ხოლმე როცა მაგის კოლოფს ვარიატორს ეძახიან biggrin.gif
ძაან გამართლებული კოლოფებია, არ ფუჭდება ფაქტიურად.

Posted by: Nemiroff 11 Sep 2019, 12:16
Edante
ვაჰ მომწონს ეს მანქანა და რა ვუყო ვიყიდო!?

ფასებს რო ვუყურებ ამერიკაში ზოგი ადგილზე 3500ად იყიდება ზოგი 1300-1500ად. არადა ვერ გავიგე რა პონტში, თითქოს დიდი არაფერია სხვაობა.

მონიტორიანები ჭირს ცოტა. იშვიათია

Posted by: Edante 11 Sep 2019, 12:22
Nemiroff
დიდი არაფერი არაა ეგ მონიტორი დამიჯერე...
მაგის გამო ნუ დაზადნავ... რო ვნახე მაგის ფუნქციონალი აი ცვეტში დიდი არაფერია რა...
თუ გადაწყიტავ 2.5 იჩალიჩე და 4X4 აუცილებლად. დანარჩენი არაა პრობლემა smile.gif

Posted by: gtrup 11 Sep 2019, 12:30
QUOTE
მონიტორიანები ჭირს ცოტა.


მეც მონიტორიანს დავადგი თვალი givi.gif მაგრამ ეგ გადამწყვეტი არ იქნება ალბათ. საშუალოდ რა ჯდება ნეტა ჩამოყვანა განბაჟებით? 5-6-ად არ გამოვა ნეტა? user.gif

Posted by: Edante 11 Sep 2019, 12:35
gtrup
QUOTE
მეც მონიტორიანს დავადგი თვალი  მაგრამ ეგ გადამწყვეტი არ იქნება ალბათ. საშუალოდ რა ჯდება ნეტა ჩამოყვანა განბაჟებით? 5-6-ად არ გამოვა ნეტა?

წესით კი უნდა ჩაეტიო უპრობლემოდ... მაგ ფასებში ჩამოყავთ როგორც ვიცი...
ფბ-ზე არის ფორდ ესკეიპის კლუბი. ყავთ კიდევაც ზოგ ზოგიერთს კარგი მანქანები გასაყიდად 6 ის ფარგლებში. 2 თვე რო არ ელოდო რამეს კაის აარჩევ მაგ ფასად. შემოწმებაში დაგეხმარები.

Posted by: Nemiroff 11 Sep 2019, 12:50
Edante
კვადროები თითქმის 3ჯერ ძვირია ადგილზე. მე უბრალოდ არ მჭირდება კვადრო

QUOTE
საშუალოდ რა ჯდება ნეტა ჩამოყვანა განბაჟებით? 5-6-ად არ გამოვა ნეტა?

დიდ დიაპაზონშია ფასები. წინა წამყვანი იაფებია როგორც ვნახე
აი ესენი მშვენიერი მანქანებია, გასაკეთებელიც დიდი არაფერია.
1500 რო მისცე ადგილზე აქამდე დაჯდება 3200-3300 + განბაჟება

user posted image
user posted image
* * *
user posted image
.............

Posted by: Edante 11 Sep 2019, 12:56
Nemiroff
თუ არ გჭირდება მაშინ ხოო smile.gif

Posted by: rere 11 Sep 2019, 13:07
QUOTE
ford Escape


ახალი მართლაც ვიდერია აი ძველის კი რამოგახსენოთ


user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Edante 11 Sep 2019, 15:14
rere
არადა მე პირიქით... 2 თაობის კუზაო მირჩევნია ვიზუალურად...

Posted by: cuore 11 Sep 2019, 15:22
Edante
კალიბერზე რას იტყვი კარობკები აქვსო სუსტი მართალია?!

Posted by: Edante 11 Sep 2019, 15:28
cuore
ვისაც ყოლია ჩემს ირგვლივ კალიბრი (5 მანქანა ჯამში), კოლოფზე არავის პრობლემა არ ქონია.
დრაივზეც არავინ არ უჩივის კალიბრის კოლოფს...

Posted by: ramaza 11 Sep 2019, 15:59
Edante
ერთს გკითხავ რა...
jeep-ის მოდელები მომწონს რამდენიმე...
ანუ კომპასი 2011-დან და ლიბერთი 2007-2012
ღირს ამათი ყიდვა??
ლიბერთი 3,7 მატორზეა არვიცი ეგ მატორი..
კომპასი იგივე ფიატია მგონი ხო?? 2.4-ზე
მოკლედ ამათი სერვისი მაინტერესებს და როგორი შესანახებია..

Posted by: Edante 11 Sep 2019, 16:07
ramaza
ლიბერთის 3.7 მატორი არის იგივე გრანდ ჩეროკის 4.7 მატორი პროსტა 2 ცილინდრით ნაკლები აქვს... ყველაფერი ერთია...
მაგ ორი მოდელიდან თუ პარკეტნიკს არჩევ კომპასი ჯობია, უფრო სვეჟია წლოვანებით და ნაკლებად პრობლემატური ვიდრე ლიბერთი.
ლიბერთის მაგ თაობას უყენია 2 ნაირი კოლოფი, თუ გაგიმართლა და 2 ფილტრიანი შეგხვდა ხო კაი, თუ 1 იანი და მანდ უკვე ლატარეაა... ან იმუშავებს ან და ერთ მშვენიერ დღეს 400-500$ გადახდა მოგიწევს კოლოფში...
QUOTE
კომპასი იგივე ფიატია მგონი ხო?? 2.4-ზე

პირიქით smile.gif ეგ იგივე ძრავია რაც კალიბრში დევს და ა.შ. ანუ კრაისლერის ძრავია, მიცუბიში ეკლიფსშიც ეგ 2.4 დევს.
ჩვენს კლუბელს ყავს კომპასი და რავიცი, რო იყიდა რაღაცეებს ხელი შეავლო, იმის მერე დაჩა ააშენა კაცმა და ჯერაც არაფერი გაუკეთებია... ერთი უკანა ხიდი გაუფუჭდა ისიც გააკეთა, ცოტა ძვირი დაუჯდა მემგონი... რაზდატკა გაფუჭდა თუ თავად ხიდი არ მახსოვს სადღაც 250-300$ ის ფარგლებში დაუჯდა შეკეთება. ეგ იყო და ეგ. მეტი რავი დარბის დღესაც ეგ მანქანა ჯიგრულად.

Posted by: ramaza 11 Sep 2019, 18:18
Edante
ანუ კომპასის 2.0 მატორიც კრაისლერისაა??
მოკლედ 6ის ფარგლებში მინდა ჩავეტიო რამე მაგ ზომის სავში და 3 ვარიანტი მქონდა
რავ4 თუ მომივიდა 2006+
გრანდ ვიტარა რომელიც მაგრად მომწონს მარა ვიცი რო ძაან ბრაგუნა,ტლანქი და პრობლემურია თუმცა ყველაზე იაფი ღირს
და ეს კომპასის ვარიანტი...ანუ ჯიპი როგორც ბრენდი მომწონს მაგრად და ყოველთვის მომწონდა და მინდა რამე ვიყიდო ამ ბრენდის..მაგრამ მგონი არ ჩავეტევი 2011-იანში მაგ ფასში..
უბრალოდ 2011-იანი პატრიოტები ბევრად იაფია ამაზე თან ვიდიც უფრო ჯიპური აქვს...მარა რა სხვაობაა ამათში არვიცი...
ანუ
https://www.myauto.ge/ka/pr/41574470/iyideba-jipi-jeep-patriot-2011-benzini-geo
ამაზე ვამბობ.

Posted by: Edante 11 Sep 2019, 18:24
ramaza
ჩათვალე რო ეგ პატრიოტი იგივე კომპასია ფაქტიურად. სალონით განსხვავდება და ვიზუალურად.
ჯიპს აქვს ერთი ჩვევა, რამე თუ ამართლებს იმას აყენებს რამოდენიმე თავის მოდელზე არაერთი თაობა...
იგივე მაგალითად 2005-2010 გრანდ ჩეროკი და კომანდერი რო აიღო, მატორი, ხადავოი, ხიდები, რაზდატკა, ელექტროობა, ფაქტიურად 99% ყველაფერი იგივეა. მარტო კუზაოში და სალონშია სხვაობა...
6ის ფარგლებში არაა კომპასები? ვროძები არ ღირდა ეგ მანქანები ძვირი... ფორუმელი G_A_G_A რო არის, მაგას ჩამოყავდა ხოლმე გასაყიდად და ნახე აბა მაგის თემები ყიდვა გაყიდვებში და შეეხმიანე smile.gif

Posted by: ramaza 11 Sep 2019, 19:45
Edante
კაი მადლობა smile.gif
რავი აქ რაც ვნახე ჩამოყვანილი მინიმუმ 7-ს ურტყავს

Posted by: AGONIA 12 Sep 2019, 20:53
QUOTE (Edante @ 11 Sep 2019, 12:22 )
Nemiroff
დიდი არაფერი არაა ეგ მონიტორი დამიჯერე...
მაგის გამო ნუ დაზადნავ... რო ვნახე მაგის ფუნქციონალი აი ცვეტში დიდი არაფერია რა...
თუ გადაწყიტავ 2.5 იჩალიჩე და 4X4 აუცილებლად. დანარჩენი არაა პრობლემა smile.gif

2.5 წინა წამყვანი ცუდია? მეც ვფიქრობ ამ მანქანაზე და წინა მინდა იმიტომ რომ შედარებით ცოტა დაწვას თუ დიდი სხვაობა არაფერია?
* * *
QUOTE (Nemiroff @ 11 Sep 2019, 12:50 )
Edante
კვადროები თითქმის 3ჯერ ძვირია ადგილზე. მე უბრალოდ არ მჭირდება კვადრო

QUOTE
საშუალოდ რა ჯდება ნეტა ჩამოყვანა განბაჟებით? 5-6-ად არ გამოვა ნეტა?

დიდ დიაპაზონშია ფასები. წინა წამყვანი იაფებია როგორც ვნახე
აი ესენი მშვენიერი მანქანებია, გასაკეთებელიც დიდი არაფერია.
1500 რო მისცე ადგილზე აქამდე დაჯდება 3200-3300 + განბაჟება

user posted image
user posted image
* * *
user posted image
.............

ეს რომელი აუქციონია? კოპარტზე და იააიზე არაა არჩევანი

Posted by: sabasaba24 12 Sep 2019, 21:31
AGONIA
იაა და კოპარტის აუქციონია. ეგ საიტი სტატისტიკისაა აჩვენებს რა რანდენში გაიყიდა.

მაგ მანქანას რაც შეეხება მარტო წვაზე არაა ფიზიკურად ძალიან ცოტაა ნორმალური გარბენით და წელით რომ ნახო 4#4 ისკეიფი. თორე წინა წამყვანიანი ბევრია საკმაოდ

Posted by: Edante 13 Sep 2019, 10:57
AGONIA
1-1.5 ლიტრია სხვაობა ისიც ტრასაზე. ქალაქში თითქმის იგივეს წვავენ... ნახევარ ლიტრს მე პირადად სხვაობას არ ვეძახი smile.gif
sabasaba24
QUOTE
მაგ მანქანას რაც შეეხება მარტო წვაზე არაა ფიზიკურად ძალიან ცოტაა ნორმალური გარბენით და წელით რომ ნახო 4#4 ისკეიფი. თორე წინა წამყვანიანი ბევრია საკმაოდ

კი ეგრეა... ძაან ბევრი გაკუკლავებულია და ნაჩალიჩარი..
რო ამერიდებინა მასეთი რაღაცეებისგან თავი, წავედი და ლომბარდში ვიყიდე 7500 ლარად. სადღაც 2500-3000 ლარი დამიჯდა რო ტექნიკურად გამემართა იდეალურად, თავის ქიმწმენდიან გაზიან ყველაფრიანად... დავკატაობ ეხლა გემრიელად smile.gif

Posted by: AGONIA 13 Sep 2019, 15:32
QUOTE (Edante @ 13 Sep 2019, 10:57 )
AGONIA
1-1.5 ლიტრია სხვაობა ისიც ტრასაზე. ქალაქში თითქმის იგივეს წვავენ... ნახევარ ლიტრს მე პირადად სხვაობას არ ვეძახი smile.gif
sabasaba24
QUOTE
მაგ მანქანას რაც შეეხება მარტო წვაზე არაა ფიზიკურად ძალიან ცოტაა ნორმალური გარბენით და წელით რომ ნახო 4#4 ისკეიფი. თორე წინა წამყვანიანი ბევრია საკმაოდ

კი ეგრეა... ძაან ბევრი გაკუკლავებულია და ნაჩალიჩარი..
რო ამერიდებინა მასეთი რაღაცეებისგან თავი, წავედი და ლომბარდში ვიყიდე 7500 ლარად. სადღაც 2500-3000 ლარი დამიჯდა რო ტექნიკურად გამემართა იდეალურად, თავის ქიმწმენდიან გაზიან ყველაფრიანად... დავკატაობ ეხლა გემრიელად smile.gif

ძაან მაგარი ფასია რომელწლიანია რომელ ლომბარდში ყავთ კარგი მანქანები

Posted by: mywebber 13 Sep 2019, 15:57
Flexible Fuel ძრავით ესკეიპებზე რას ფიქრობთ?

Posted by: Edante 13 Sep 2019, 16:54
AGONIA
QUOTE
ძაან მაგარი ფასია რომელწლიანია რომელ ლომბარდში ყავთ კარგი მანქანები

არ ვიცი რომლის იყო, აუტოჰაბის სტაიანკაზე ეყენა დიღომში და მაქედან ვიყიდე.
mywebber
QUOTE
Flexible Fuel ძრავით ესკეიპებზე რას ფიქრობთ?

მოჟნა მაგრამ კონკრეტულად იმის გამო რო FF ვერსიაა, მე პირადად ზედმეტ კაპიკს არ გადავიხდიდი smile.gif ისედაც მანუალით 92 იანი ბენზინი სჭირდება smile.gif

Posted by: G_A_G_A 14 Sep 2019, 01:15
ramaza

ჯიპ კომპასის, ჯიპ პატრიოტის და დოჯ კალიბერის 90% ტექნიკური ნაწილები მიდის ერთმანეთზე. კომპასი ჩვენ დავშალეთ 2 ცალი, მაგრამ კუზაოს ნაწილებს არ ვყიდით მხოლოდ ხადავოის და ელექტროობას ვყიდით, თვითონ მანქანა ძალიან მარტივი და უბრალოა (ნაკლებად პრობლემურიც), ეცადე თუ იყიდი 2014 დან იყიდო კოლოფი ავტომატი დგას ვარიატორის ნაცვლად.

user posted image

Posted by: zzz77 14 Sep 2019, 09:57
Edante
ჯიპი ლიბერტი 2003 წლიანზე ვფიქრობ.იაფად ვნახე ძვირიანი ნაწილები აქვს??? წვა 15 ლიტრზე ზევით ადის???თუ ვიყიდე თხევადზე გადავიყვან თუ აიტანს და თუ ბალონი ქვემოდან დაუმონტაჟდება.იქნებ გამარკვიო არ მქონია ეგეთ მანქანასთან შეხება.
კარობკაზე ხელოსანი მეტყვის რომელი აყენია??? ორნაირია როგორც მივხვდი.

Posted by: Nemiroff 14 Sep 2019, 10:13
Edante
ერთსაც გკითხავ. საუნდ სისტემა როგორი აქვს? აუქსი ან უსბ თუ აქვს?

Posted by: zzz77 14 Sep 2019, 20:13
Edante
Edante
თუ შემოხვალ და ნახავ იქნებ მიპასუხო ვერ გადამიწყვეტია უარი უთხრა თუ თანხმობა

Posted by: GOZILA 16 Sep 2019, 14:07
QUOTE (Edante @ 13 Sep 2019, 10:57 )
1-1.5 ლიტრია სხვაობა ისიც ტრასაზე. ქალაქში თითქმის იგივეს წვავენ... ნახევარ ლიტრს მე პირადად სხვაობას არ ვეძახი smile.gif

სალამი , პირველ რიგში მადლობა ამდენი რომ დაწერე და არ დაიზარე ! alk.gif ეხლა მეც ჩემ "განცდებს" gigi.gif გეტყვი . მოკლეთ გადაწყვეტილი მქონდა ford fusion hybrid 2013-2014 -ნის ყიდვა.
ძალიან მომწონს ეგ მანქანა . მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ჩვენი ხალხი ჩაერია და იქ ამერიკაში ჩააჯვეს ფასებში smile.gif) ერთმანეთს ეთამაშებიან და ფასები ასტრალში ადის უკვე რაც არარეალურია ამ მანქანისთვის. ადრე თუ ოდნავი უკნიდან დაზიანებით ადგილზე 3500 ად მაქსიმუმ 4500 -ად ყიდულობდი ეხლა ჩვენი "ჯიგრების" წყალობით 5200 -5500 უნდა მისცე ასე თუ ისე ნორმალურ მანქანაში ადგილზე . რაც არ მომწონდა ამ მანქანაში დაბალი პასადკა . სახლში კატეგორიულად წინაამღდეგი არიან ამ მანქანაზე gigi.gif რათ გინდაო ეს , მთავრობის მანქანასავით არისო . ჯიპი იყიდეო ჯიპი rolleyes.gif
მოკლეთ დავიწყე ძებნა პრიორიტეტები : წვის ეკონომია ; ხელოსნებთან არანაირი ურთიერთობა და დავიწყე ford escape hybrid - ზე ფიქრი
ჩემი ძირითადი მოძრაობა ქალაქში (თბილისი) დღეში მაქსიმუმ 50-60 კმ. წელიწადში 2 ჯერ დასავლეთში ზღვა- გურია . ნუ ჰა ჰა შეიძლება ზამთარში ბაკურიანი მაგრამ იქ უკვე ისეა სიტუაცია რომ მანქანით იქ წასვლა არ ღირს smile.gif
ზოგადათ ამ მანქანის ბევრი რამე არ ვიცი და რაც ვნახე რევიუები ძალიან უბრალო სალონი აქვს პლასტმასებია სულ ნავაროტები არ ვიცი რა აქვს ანუ კაი ნავაროტით რა ინდექსი აქვს ტიტანიუმი თუ რა არის ?
მონიტორს რაც შეეხება ჩემთვის ალბათ ეგ პრიორიტეტი იქნება ვინაიდან უკანა ხედვის კამერა აქვს (ძაან მივეჩვიე ამ ოფციას) საუნდი როგორი აქვს ? შუმოიზოლაცია როგორი აქვს ? რბილათ დადის ? ორმოებს კარგათ ყლაპავს ? სალონში თუ ჭრიჭინებს რამე ? წიკიანი ვარ მაგარი gigi.gif . ვერ გადავწყვიტე 4Х4 -ზე მჭირდება როო ? boli.gif
წინა წამყვანი 7 ლიტრს წვავსო და ეგ წვა ზამთარშიცაა ? 4Х4 -ზე ჰიბრიდი ჩემი აზრით ქალაქში 9 ას დაწვავს ნორმალური სიარულით . თუ ვიყიდი ამ მანქანას 2011 ნს და 2011 ნები ჰიბრიდი ყველა 2,5 ძრავზეა ? მოკლედ შენი რჩევა მაინტერესებს .... chups.gif

Posted by: nika1792 16 Sep 2019, 18:16
Edante
ცუდ გზებზე როგორია?
სად ყოფილხარ ყველაზე ცუდ გზაზე?
საქართველოს დასათვალიერებლად რამდენად გამოდგება. ეხლა კარებამდე ტალახს და ჯანდაბას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა

Posted by: Edante 16 Sep 2019, 18:53
nika1792
QUOTE
სად ყოფილხარ ყველაზე ცუდ გზაზე?
საქართველოს დასათვალიერებლად რამდენად გამოდგება. ეხლა კარებამდე ტალახს და ჯანდაბას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა

Jeep Club Georgia-ს ერთ ერთი დამფუძნებელი ვარ და ბევრგან ვყოფილვარ დალიფტული გრანდით. თამამად შემიძლია გითხრა რო საქართველოს ყველა კუთხეს მოინახულებ ესკეიპით უპრობლემოდ smile.gif
GOZILA
4x4 და ცალ ხიდიანს შორის სხვაობა წვაში არის მაქსიმუმ 1 ლიტრი. პროსტა ჩემთვის გინდა სუვი გინდა კროსოვერი ცალ ხიდიანი მიუღებელია smile.gif მეც დღეში მინიმუმ 50-60კმ დავდივარ, შესაბამისად ავიღე და თხევადი გაზი ვბერტყე ჩემს ჰიბრიდში. 9-10 ლარის გაზის ყელში ამოსდის 100კმ-ზე ქალაქში.
QUOTE
4Х4 -ზე ჰიბრიდი ჩემი აზრით ქალაქში 9 ას დაწვავს ნორმალური სიარულით

ჩემი კომპი 7 არ გასცილებია ჯერ ჯერობით და რავიცი აბა სულ გაზ გაყრილმა უნდა იარო ამ მანქანამ 9 რო დაწვას... ზამთარი ეხლა მოდის და ვნახოთ რამდენს დაწერს smile.gif
QUOTE
თუ ვიყიდი ამ მანქანას 2011 ნს და 2011 ნები ჰიბრიდი ყველა 2,5 ძრავზეა

2011 იანს (თუ ესე ჩაციკლული ხარ ნავაროტებზე) დაჟე ავტო პარკირების ფუნქციაც აქვს smile.gif ანუ ღილაკს დააწვები და თავისით რო აკეთებს გვერდითა პარკინგს smile.gif https://www.youtube.com/watch?v=oMOu_O30F24 აგერ ბატონო smile.gif
საუნდის სისტემაც დამოკიდებულია კომპლექტაციაზე, გუშინ დავშალე ჩემი მაგნიტაფონი და რავი ჩიპებზე პანასონიკი აწერია smile.gif ცუდი არაა მოკლედ smile.gif ზოგი დაჟე ქარხნული უსილიწელით არის.
შუმო იზოლაციაც ნორმალურია. ხადავოის რაც შეეხება, არც გრუბია და არც ძაან რბილი, საშუალოა, არ შეწუხდები ცუდი გზებით ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება სალონს, კი ბატონო პლასმასია, მაგრამ არაფერი არ ჭრიჭინებს და არ კაკუნობს... ჩემსას დაჟე საკმაოდ ბევრი შპილკები აქვს მომძვრალი და დატეხილი და მიუხედავად მაგისა, საკმაოდ ჩუმადაა... მერე უნდა შევუკვეთო და გავაკეთო ეგ ყველაფერი smile.gif
ბაკურიანში წასვლას რაც შეეხება, შესაბამისი საბურავი თუ დააყენე, უპრობლემოდ წახვალ და წამოხვალ smile.gif
არის პროფილაქტიკები რომლებიც უშუალოდ ამ მანქანებზე მუშაობენ, ვესაუბრე და ფასები გამოვკითხე.. ჩემი აზრით საკმაოდ მეძვირეები არიან, თუმცა იმდენად მარტივი მანქანაა რო ნებისმიერი ხადავიკი შეაკეთებს..
zzz77
ვერ მიხვდები რა კოლოფი აყენია... თუ არ გახსენი... ან ვინ დეკოდერით უნდა ნახო, ისიც შეიძლება ეწეროს ან არა.. თუ კარგი მოვლილია, ლიბერთი არ გაგაწვალებს, თუ ნატანჯია, სისხლს გაგიშრობს. გაზს იტანს უპრობლემოდ ნებისმიერი ჯიპის მოდელი და ზოგადად ამერიკული მანქანები. წვა მინიმუმ 15 იანგარიშე 3.7 ძრავზე.

Posted by: ramaza 18 Oct 2019, 02:55
G_A_G_A
წვა როგორი აქვს დაახლოებით??
შეიძლება რომ 2014-იანი ანუ ავტომატზე 5-ში ჩავეტიო??

Posted by: CTX 8 Mar 2021, 17:46
2014-იდან Ford Escape-ზე რამე ინფო ხომ არ გაქვთ? ღირს ყიდვა?

ამ კუზაოზე მაქვს საუბარი:

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)