1.4 იანი ჩამომივიდა ეხლა. 99 გარბენით. 2 თვეა რაც მყავს და დავწერ ყველაფერს.
პომპა, თერმოსტატი, წყლის გამანაწილებელი, რაშირიწელი ბაჩოკი, ყველაფრიდან წყალი გასდიოდა და შევუცვალე. გადავიხადე 500 ლარი ამ ნაწილებში + ხელობა და ანტიფრიზი. რაშირიწელის კრიშკა მგონი 5-6 მოშვება დაჭერაში ტყდება და 2 ჯერ შევცვალე უკვე, 50 ლარი ღირს ცალი.
ვინტილიატორის რელე 80 ლარი, ბაბინა 50 ლარი (ვოლტის მოდის და იაფად ყიდიან ვოლტისას. კრუზის 200-250 ლარები ღირს)
ავაწყე ეს ყველაფერი და ცეოზე რო შევამოწმე ცეო ქონდა, სიარულში არაფერი ეტყობოდა, არც წყალს აცხელებდა და არც ზეთი გადაქონდა, უბრალოდ დილაობით უჭირდა დაქოქვა რადგან ცილინდრებში წყალი გადადიოდა. გრუჩიტელიდანაც გასდიოდა წყალი ოდნავ მარა კონდენსატს ვაბრალებდი.
ავხადე გალოვკა და პრაკლადკა დამწვარი და გალოვკა გაბზარული აღმოჩნდა ანუ რემონტს აღარ ექვემდებარებოდა, მომიწია ძრავის შეცვლაც 420 დოლარი გადავიხადე ძრავში, + ზეთი, ანტიფრიზი და ხელობა ისევ. ასევე შევიცვალე გოჭის სალნიკები, 6 თუ 7 ცალი აქვს, 100 ლარი ღირდა კომპლექტი.
ეს ყველაფერი ავაწყე და ეხლა კარობკა ურტყავს დაბლა სიჩქარეში ჩამოტანისას. იმედი მაქვს ზეთის შეცვლა უშველის.
საბარგულის ზამოკი არ მუშაობდა, სვეჩები ფილტრები, დიაგნოსტიკები და ეგეთ წვრილმანებს აღარ ვათვლი. ამ ყველაფერს დაუმატე სიარული ხელოსნებში და ნაწილებზე და ათასი ტვინის დღვნა.
ეხლა ფაქტიურად ყველაფერი შევუცვალე და კაი ხანი არაფერი შეაწუხებს მარა მეზიზღება უკვე მანქანა და ვყიდი. გული აღარ მიმდის.
დანარჩენი შენ გადაწყვიტე