ChatGPT- მარტივცად, generative pre-trained transformer , გენრაციული წინასწარ გავარჯიშებული (ნასწავლი) გარდამქნელი ( მეტი უკეთესად ვერ გადავთარგმნე), ჩატ ბოტის ფუნქციით. (ლინკები დაბლა)
სათავე დაუდო OpenAi-მ. შემდეგ მაიკროსოფტმა იყიდა 10 მილიარდ დოლარად.
შეუძლია აზრობრივად გამართული ტექსტის გენერირება. ანუ შეუძლია დიალოგში შემოსვლა, დაგიწეროს ლექსი, პოემა, ფილმის სცენარი და ა.შ. დამოკიდებულია იმაზე რამდენად კარგად მოვახერხებთ ახსნას მისთვის რა გვჭირდება. მათემატიკაც "ესმის" მეტ ნაკლებად. ასევე შეუძლია მარტივი პროგრამული კოდის დაწერა. ხო, ასევე შეუძლია თარგმნა და ამას ჩემი შეფასებით ძალიან კარგად აკეთებს.
ამას ახერხებს იმის შედეგად რომ მის ნერონულ ქსელს მიაწოდეს დიდი რაონედობით ინფორმაცია რომელიც ინტერნეტში მოიპოვება.
მუშაობის პრინციპი არც ისე რთულიაო. ამისათვის იყენებს ეგრეთ წოდებულ ტოკენებს. ტოკენი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რამდენიმე სიმბოლოს თანაწყობა, სურათების, მუსიკის, პროგრამული კოდის ხშირად გამოყენებადი დეტალები , ზოგადად ნებისმიერი რამის. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ახდენს ამ ტოკენების ჯაჭვის გაგრძელებას,მის ბაზებში არსებული, პროცენტულად მაქსიმალურად სავარაუდო ტოკენებით. ანუ მიიღო რაღაც ტოკენი და იწყებს მასზე ახალი ტოკენის მიბმას, რომელიც მაქსიმალურად სავარაუდოა.
არის GPT-3.5 უფასო ვერსია და GPT-4 ფასიანი. მეოთხე ბევრად ჯობიაო,როგორც დეველოპერები ამბობენ.
სულ ესაა, დანარჩენი პოსტებში, იაქტიურეთ, მეც შევეცდები. წინასწარ უკაცრავად ვარ, თუ რამე არასწორად გადმოვეცი, შეგიძლიათ შემისწოროთ. დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მინდა გავერკვიო.
https://chat.openai.com/ * * *
------------------------------------------
This post has been edited by rodger2021 on 26 May 2023, 02:59