ვებ-გვერდი -
www.agruni.edu.geFB -
ადევნე თვალი აგრუნის სიახლეებს ფეისბუქზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი
თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-13 კმ.
ტელეფონი: 577 42 20 09
E-mail: info@agruni.edu.ge
სასწავლო გარემო აგრუნიში (ვიდეო) აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიების სასათვალიერებლად ნახე სპოილერი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2011 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ერთ-ერთ რეიტინგულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა და დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია.
2012 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ 60 უნივერსიტეტს შორის აგრარული უნივერსიტეტი მეექვსე ადგილზე გავიდა. მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, ახალი აგრარულ უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების კერად იქცა. სასწავლო პროგრამები მაქსიმულურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან (მაგალითად: მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ), მისურის უნივერსიტეტი (აშშ), კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია) და სხვ.). ჩვენთან ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 3 ფაკულტეტს აერთიანებს:
▪ აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი
▪ საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტი
▪ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე პროფესიული პროგრამებით.
ჩვენ ორიენტირებული ვართ პრაქტიკით გამყარებულ ცოდნაზე. სტუდენტები მიღებულ თეორიულ ცოდნას იმყარებენ თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის პროცესშივე არიან ჩართულები სამეცნიერო პროექტებში, დამოუკიდებლად ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს.
ეს ყველაფერი კონკურენტუნარიანს ხდის მათ შრომის ბაზარზე.
მისიასაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი არის კერძო უმაღლესი დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია ახალი ცოდნის შექმნაზე (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა) და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მისიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეზე
▪ შექმნას სწავლის, სწავლებისა და კვლევის ისეთი გარემო, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოში და ხელმისაწვდომი გამორჩეული ახალგაზრდებისთვის;
▪ ჩამოუყალიბოს მათ თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა შეძლონ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში, მიიღონ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ გამოწვევებს, რომელსაც სთავაზობს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს გზას უხსნის შემეცნებისაკენ, საშუალებას აძლევს სწავლის თანამედროვე მეთოდების, სწავლებაში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და სწავლების საუკეთესო გარემოს შექმნით სიამოვნება მიიღონ შემეცნების პროცესში აღმოჩენებისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებით, რომელშიც მათ დაეხმარებიან უნივერსიტეტის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აღიარებულნი არიან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ხედვამისიის შესასრულებლად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი საქმიანობას აწარმოებს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით. ესენია: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებზე (ახალ ცოდნაზე) დაყრდნობით სასწავლო საქმიანობა; უნივერსიტეტისთვის საუკეთესო ინფრასტრუქტურის შექმნა და საცდელ-საწარმოო საქმიანობა; უნივერსიტეტის საქმიანობის მენეჯმენტი
ჩვენ ვართ აგრუნი:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «