ვინ სწავლობთ სულხან საბაში, მომწერეთ რა მაინტერესებს რაღაცეები
და ზოგადად რატომ არ არის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თემა გახსნილი, არაფერი გვაქვს სასაუბრო, ერთმანეთს რომ დავეხმაროთ?
რას იტყვით ცხრილზე? ლექტორებზე, საგნებზე, დასწრებაში და აქტიურობაში ქულები როგორ იწერება? და საერთოდ რამდენად მკაცრად მოითხოვება სწავლა?
სამსახურთან თუ შეიძლება შეთავსება, ლექტორების დამოკიდებულება გაცდენებთან როგორ არის?
ბევრი თემაა რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, და ერთმანეთს ინფო მივაწოდოთ, მე მაგალითად ეხლა მეოთხე კურსზე გადმოვედი საბა უნიში და ჯერ არ ვიცი რა როგორ ხდება და ძალიან მაინტერესებს, მცირე ინფოთიც დამეხმარებით.