გამარჯობა
მოგესალმებთ ფოტომოყვარულებს
ალბათ გსმენიათ ფოტოგრაფთა ჩელენჯების შესახებ, სადაც რამდენიმე ფოტოგრაფი ირჩევს თემების ჩამონათვალს და დროის გარკვეულ პერიოდში წარმოადგენს გადაღებულ კადრს.
მაგ: პეიზაჟი, ავტოპორტრეტი, შავ-თეთრი ფოტო, აბსტრაქცია და ა.შ.
ფეისბუკზე შეიქმნა ახალი ჯგუფი, სადაც ასეთ ჩელენჯებში მონაწილე მსურველებს შეუძლიათ გაერთიანება.
როგორც წესი, ასეთი ჩელენჯების დროს დღეში ერთი ფოტოა ხოლმე სავალდებულო, მაგრამ ვითვალისწინებთ რა საზოგადოების მოუცლელობას, ეს ვადა ჯერ არ არის დადგენილი და სავარაუდოდ ერთ კვირამდეა.
თემატიკა კი საკმაოდ მრავალფეროვანი.
ვისაც გექნებათ სურვილი დამეკონტაქტეთ პირადში და დაგამატებთ ჯგუფში. ეს ჯგუფი, რომელსაც Challenge Yourself ქვია, ჯერ არ არის გახსნილი ყველასთვის, როცა ხალხი მოგროვდება და დაიწყება ჩელენჯი მერე შესაძლოა გასაჯაროვდეს.
გავიხალისოთ ცხოვრება
This post has been edited by დათიკო on 17 Nov 2016, 01:09
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)