Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სასარგებლოა ვიცოდეთ!


Posted by: EXTRAORDINARY 18 Jun 2008, 18:11
ვისაც რამე საინტერესო გაქვთ გაგებული ან წაკითხული ასეთი ტიპის ინფორმაცია დააკოპირეთ ან ვისაც რამე საინტერესო მასალა მოეპოვება დავწეროთ და გავუზიაროთ ერთმანეთს!

[COLOR=blue] სასარგებლოა ვიცოდეთ![COLOR=blue]

[COLOR=blue]თუ ძლიერ გიზიდავთ ტკბილეული, შოკოლადი და ა.შ გახსოვდეთ, თქვენ გაკლიათ ქრომი და ვანადიუმი. ნუ გაამტყუნებთ ბავშვებს, რომლებიც ტკბილეულს იპარავენ. თუკი ამ პრობლემას უყურადღებოდ დატოვებთ, დიდი რისკია დიაბეტის ჩამოყალიბებისა.
ფეხმძიმე ქალებს სულ რაღაცის ჭამის სურვილი აქვთ. ეს იმიტომ ხდება , რომ მოზარდი ნაყოფი დედის ორგანიზმიდან მისთვის საჭირო მიკროელემენტებს და მინერალებს იღებს.
დახედეთ თქვენს ხელებსა და სახის კანს, თუ ვარდისფერ ლაქებს შეამჩნევთ , იცოდეთ, რომ ესაა სელენიუმის დეფიციტით გამოწვეული.
თუ ჭამის მადა დაკარგეთ, ვერ გრძნობთ საკვების გემოს და სუნს ეს ზინციუმის ნაკლებობითაა გამოწვეული.
თუ მაღალი წნევა გაწუხებთ რაციონიდან ამოიღეთ მარილი.
1991 წელს დოქტორმა უოლოკმა ექსპერიმენტი ჩაატარა. საკონტროლო ჯგუფი 5000 კაცისაგან შედგებოდა, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებდათ. კვების რაციონში ორჯერ გაიზარდა კალციუმის შემცველობა და 6 კვირაში ექსპერიმენტიც შეწყდა. ადამიანების 85% წნევა დაურეგულირდათ.
ამერიკის შეერთებული შთატების 74-ე კონგრესზე 1936 წელს შეიქმნა დოკუმენტი 2.64 , სადაც წერია ,რომ მცენარეები თითქმის აღარ შეიცავენ მინერალებს. დღეისათვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია და ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვერავინ აიძულებს ფერმერს ნიადაგში შეიტანოს 60 სახეობის მინერალი. მათ მიწაში მხოლოდ 3 სახეობის მინერალი შეაქვთ. ესენია: ნატრიუმი, ფოსფორი, კალიუმი.
ჩვენთვის აუცილებელია 91 საკვები დანამატი; მათგან 60 სახეობის მინერალი, 16 ვიტამინი, 12 ძირითადი ამინომჟავა და პროტეინები, 3 ძირითადი ცხიმმჟავა. ამ დანამატების დეფიციტი უამრავი დაავადების მიზეზია.[COLOR=blue]

Posted by: EXTRAORDINARY 19 Jun 2008, 18:29
[/B]რატომ იმატა სიმსივნეების რიცხვმა და რა არის თავისუფალი რადიკალი?[B]

460 წლის წინ 1534 წელს ზამთარში, ფრანგი მოგზაური ჟაკ კარტერი კანადაში გაემგზავრა წმინდა ლავრენტის მდინარის გამოსაკვლევად. ხომალდმა მარცხი განიცადა.ეკიპაჟის 25 წევრი სურავანდით დაიღუპა , თავად კარტერი ადგილობრივმა აბორიგენმა გადაარჩინა, რომელმაც მათ თეთრი ფიჭვის ქერქისაგან სამკურნალო ჩაის დაყენება ასწავლა.
400 წლის შემდეგ დაიწყეს ამ მცენარის შესწავლა და დაადგინეს რომ მისი ქერქის ექსტრაქტს აქვს უნარი გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალების მოქმედება ანუ ანტიოქსიდანტია.1971 წელს ამერიკელმა ექიმმა ამერმა გამოაქვეყნა მასალები შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ დაბერების პროცესი პირდაპირპროპორციულია თავისუფალი რადიკალების არსებობასთან. 1973 წელს მანვე დაამტკიცა, რომ ონკოდაავადებები ვითარდება ისეთ ორგანიზმში, სადაც დიდი ოდენობითაა თავისუფალი რადიკალები.
[/B]რა არის თავისუფალი რადიკალი?[B]
იგი არის ელექტრონს მოწყვეტილი ფორმულა.კავშირდაკარგული ჟანგბადის ატომი, რომელიც უგზო-უკვლოდ დახეტიალობს მანამ , სანამ არ გადაეყრება ნორმალურ ჯანსაღ უჯრედს რომელსაც თავს ესხმის და ართმევს ელექტრონს, თავდასხმა ძირითადად უჯრედის მემბრანაზე ხდება , რის შემდეგაც ეს უჯრედი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. მასში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რადგანაც იშლება უჯრედში საკვების შეტანის და იქიდან ნარჩენი პროდუქტების გამოტანის პროცესი-უკრედული მეტაბოლოზმი.თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში ჩვეულებრივად მეტაბლოური პროცესებიდან გამოიყოფიან, რაც ბუნებრივია ჟანგბადის გარეშე ვერ მოხდება.
თავისუფალი რადიკალები უჯრედის დნკ-საც აზიანებენ, რაც უკეთეს შემთხვევაში იწვევს უჯრედის კვდომას ,ან აღდგენის და გამრავლების უნარის დაკარგვას იწვევს, უარეს შემთვევაში იწყებს უკონტროლო ზრდას ,რის გამოც ვითარდება კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები.ზიანდება სისხძარარვთა კედლები, კანის უჯრედები, ჩნდება ნაოჭები, ირღვევა ორგანიზმის ფუნქციები, მინერალური ცვლა, ზიანდება ენდოკრინული სისტემა, ქვეითდება იმუნიტეტი. თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების გასანეიტრალებლად ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტიოქსიდანტებს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ნელდება. მაგალითად 40 წლის ასაკში ე სპროცესი მცირდება 50% ხოლო 60-70 წლის ასაკში 5%-ამდე ეცემა.

[/B]რა იწვევს თავისუფალი რადიკალების წარმოქმას ორგანიზმში? ეს ფაქტორებია:[B]
დაბინძურებული ეკოლოგია, მზის რადიაცია, სხვადასხვა მავნე გამისხივებები, ტელევიზორი, სახლის რადიოტელეფონი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ალკოჰოლი, თამბაქო, პარფიუმერია, ავიამგზავრობები-აფრენის და დაფრენის მომენტში მაგნიტური ველის ცვალებადობის გამო,პროფესიონალური სპორტი-დატვირთვა რაიმე ერთი მიმართულებით, 50 წლის ზევით ასაკი, ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი, არასწორი კვება, დიდი ოდენობით ცხიმი, კონსერვანტები და დაკონსერვებული პროდუქტები, კომპოტები, რძე, რადგანაც ნიადაგი ყველგან რადიაქტიურია,პესტიციდები და რებიციდები ნიადაგში,ქლორი წყალში, საყოფაცხოვრებო ქიმია და პირადი ჰიგიენის საგნები მავნე შემადგენლობით,ფსიქოემოციონალური სტრესები,
არის საშუალებები,რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ,, ომისა და ჩხუბის'' გარეშე ნებაყოფლობით აძლევენ ელექტრონს.ასეთი თვისებები გააჩნია ვიტამინ ე-ს ვიტამინ ც-ს ვიტამინ დ-ს.მათ ანტიოქსიდანტები ქვიათ. ჯეკ მასკეილერმა 1979 წელს აღმოაჩინა ნივთიერება პიკნოგენოლი -უძლიერესი ანტიოქსიდანტური ნივთიერება , იგი გამოიყოფა ყურძნის წიპწის ,ასევე ზღვისპირა ფიჭვის ქერქიდან,ლიმონის ხის ქერქიდან, არაქისის-მიწის თხილის ჩენჩოდან..1987 წელს მან დააპატენტა ეს ნივთიერება.
[/B] როგორც ხედავთ მდგომარეობა არასახარბიელო გვაქვს დღესდღეისობით ამიტომ არ მიუყრუოთ ამ თემას და თუ სხვა არაფრის შეცვლა არ ძალგიძთ, მიაშველეთ ორგანიზმს ანტიოქსიდანტები.![B]
* * *
იცოდით რომ;
1. ყველა წნევის წამალი ადუნებს კუჭნაწლავის პერისტალტიკას, მათ შარმდენი მოქმედება აქვთ და მინერალები და კალციუმიგამოაქვთ, ასევე 15 წუთში მინერალები,ვიტამინები და კალციუმი გამოაქვს ყავასაც , ამიტომ ნუ გადააჭარბებთ.ვისაც დაბალი წნევა აქვს თურმე მინერალები აკლია.
2. ჰერპესის გამოვლინების დაცვის ერთადერთ საშუალებად ითვლება იმუნიტეტის გაძლიერება.
3.ტაბლეტი მზადდება ტალკისგან.ტალკი შემკვრელია,მაგრამ A კლასის კანცეროდენადაც ითვლება, იგი მიიღება სინთეზის გზით და თითქმის შეუთავსებადია უჯრედისთვის. ვიტამინი ტაბლეტებიდან 5-7% შეიწოვება 10 ვიტამინიდან ნახევარი და დანარჩენი გროვდება ტოქსინებად და ალერგიებს იწვევს.
4მედიკამენტები არათუ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე , არამედ გადაეცემიან გენეტიკურ კოდს, ამერიკასა და იაპონიაში ანტიბიოტიკები მიჩნეულნი არიან ძირითად კომპონენტებად ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნაში.
5.გლანდების ამოჭრა სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ცხიმების დაგროვებაზე, ისინი 10ჯერ უფრო მიდრეკილნი არიან წონისკენ.
6.იმუნურ სისტემას განაგებს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო,ცაციებში იმუნიტეტი 25ჯერ მეტია.
7.შეკრულობის პრობლემა აქვს მოსახლეობის ერთ მესამედს მდგომარე და მჯდომარე პოზიციებში.
8 ონკოდაავადებები მეორე ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა შემდეგ.
9. სიმსივნის გამომწვევ მიზეზებად თვლიან გენეტიკას, ეკოლოგიას, თამბაქოს , პირადი ჰიგიენის საგნებს ქიმიური შემადგენლობით.
10.ძვლების სტრუქტურის დაზიანებას იწვევს ჰორმონების მიღება, ღვიძლი გადატვირთულია თუ თვალში სისხჩაქცევებია.

Posted by: EXTRAORDINARY 22 Jun 2008, 14:35
[/B][SIZE=14]პასიურობა არ იყოს! დაპოსტეთ ვისაც საინტერესო ინფორმაცია გაქვთ[SIZE=14][B]

Posted by: MAKKA 1 Jul 2008, 17:18
QUOTE
გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები: არიან თუ არა ისინი ნამდვილად საშიშნი?


არსებობს ათასგვარი მოსაზრება ასეთი პროდუქტების შესახებ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ «არც ისე წვიმს, როგორც ქუხს». თუმცაღა ფაქტია, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტი სხვა არაფერია, თუ არა მუტანტი. თანაც ისეთი, რომელიც გამოყვანილია განსაზღვრული თვისებებისა და შესაძლებლობების მინიჭების მიზნით. მაგრამ რას წარმოადგენენ კულტურული მცენარეები და შინაური ცხოველები თავისი ველური წინაპრების მიმართ? იგივე მუტანტებს! ოღონდ ისინი არიან მრავალწლიანი ან საუკუნოვანი სელექციის შედეგნი.

ერთადერთი პრინციპიალური განსხვავება მათსა და თანამედროვე გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს შორის არის ის, რომ ასეთი პროდუქტები მიიღებიან ერთი თაობის შემდეგ. მაშინ რაღა საშიშროება იმალება ამაში? მოწამლვა ბოროტი გენით, რომელიც აღწევს თქვენს სისხლში, შეაღწევს რომელიმე ქრომოსომაში და მთელი თავისი მშვენიერებით აისახება თქვენს შთამომავლობაზე?

აბსოლიტური ბოდვაა! გაიხსენეთ პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც პრაქტიკულად ყველა ორგანული ნივთიერება იშლება საწყის ელემენტებამდე, რომელსაც ორგანიზმი ერთადერთი მიზნით ითვისებს: ენერგეტიკული ბალანსის აღსადგენად!. ასე რომ, ვერავითარი გენი თავის პირველსახით ვერ გადარჩება თქვენს კუჭებში.

ხოლო მრავალრიცხოვანი საწამლავები (პესტიციდები და ინსექტიციდები), რომლითაც შეიძლება სავსე იყოს პროდუქტები მავნებლებისა და დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, არავითარ კავშირში არ არიან გენეტიკურ მოდიფიცირებასთან.
უმჯობესია იბრძოლოთ «ქიმიური ეკოლოგიისათვის» და არა «გენეტიკურისათვის». რა არის საშიში იმაში, რომ ჩვეულებრივი ბაღის მარწყვი იწონიდეს 70 გრამს 20-ის ნაცვლად!

Posted by: EXTRAORDINARY 1 Jul 2008, 17:27
QUOTE
ზეითუნის ზეთი - ღმერთების საჩუქარი


ჩვენ კანს ბევრი მტერი ყავს - ყინვა და მზე, მტვერი და ქარი, სტრესი და სიგარეტის კვამლი, ზოგჯერ კი თავად ჩვენი თავი. როცა სასარგებლო პროდუქტების ნაცვლად მივირთმევთ ჩიპსებს და ბუტერბროდს, ვიცავთ სხვადასხვა დიეტას, დილიდან საღამომდე ვსვამთ ყავას, ამით მხოლოდ ჩვენი კუჭი არ ზარალდება, არამედ კანიც ხდება ფერმკრთალი, ცხიმიანი ან მშრალი, კარგავს სიმკვრივეს, წითლდება. თუ გსურთ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ, შეადგინეთ კანის სილამაზის და ჯანმრთელობის საკუთარი მენიუ და მკაცრად დაიცავით ის. თქვენ რაციონში უნდა შედიოდეს ვიტამინები, შეუცვლელი ნაჯერი მჟავები, ცხიმები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომელთა გარეშე ეფექტს ვერ მიიღებთ. საკვები, როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, სახისთვის იგივე მკვებავი კრემია, ამიტომ იგი სწორად უნდა შეირჩეს.

კოსმეტოლოგებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ბერძნებს, იტალიელებს და თურქებს პრაქტიკულად არ აქვთ კანთან დაკავშირებული პრობლემები. ფაფუკი თმები, მაგარი ფრჩხილები. . .იტყვით რატომაც არა, მთელ ცხოვრებას კურორტზე ატარებენ-მზე, ჰაერი, წყალი! რა თქმა უნდა რბილი კლიმატი და სუფთა ჰაერი გასათვალისწინებელია, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებასაც, რომლის ძირითადი შემადგენელი არის ბოსტნეული, ხილი და ზეითუნის ზეთი. ხმელთაშუა ზღვის ლამაზმანები სწორედ ზეითუნის ზეთს უმატებენ უხვად თითქმის ყველა კერძში და იყენებენ თავის მოსავლელად. თავის ჩაუქრობელ სილამაზეს სოფი ლორენი უმადლის: ”სიცოცხლის სიყვარულს, სპაგეტის და აბაზანას ზეითუნის ზეთით”.

დღეს ზეითუნის ზეთი ყველასთვის ხელმისაწვდომია. იგი მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით ომეგა-3 და ომეგა-6, რომლებიც ხელს უწყობენ კანის თვითდატენიანებას, თმების და ფრჩხილების ჯანმრთელობას და სიძლიერეს.

ჯანმრთელობისთვის ასევე სასარგებლოა სელის, ხორბლის და პარკოსნების ზეთი. მაგრამ ზეითუნის ზეთს ბადალი არ ყავს. მიირთვით ყოველდღე 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი- შეაზავეთ სალათა, მოამზადეთ მასში ხორცი და ბოსტნეული, დაამატეთ სუპებსა და სხვა კერძებშიც.

ორგანიზმისთვის საჭირო ნახევრად უჯერი მჟავები შეიძლება მიიღოთ არამარტო პროდუქტებისგან, არამედ სხვადასხვა საკვები. მსგავს საშუალებებს, რომლებიც რეკომენდებულია პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა დაავადებების დროს, გააჩნიათ კოსმეტოლოგიური “უკუეფექტი” კარგი მნიშვნელობით - კანის ბუნებრივი ლიპიდური შრის აღდგენით ისინი დამატებით ატენიანებენ მას, ხდიან გლუვს და ხავერდოვანს.

ცოტა ხნის წინ მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ქალები, რომლებიც თავიანთ მენიუში ამატებენ ზეითუნის ზეთს დღეში 2-ჯერ, 4-ჯერ უფრო ნაკლებად ავადდებიან მკერდის კიბოთი, ვიდრე ისინი ვინც საერთოდ არ მოიხმარს მას. საერთოდ ზეითუნის ზეთის მომხმარებლებს 40%-ით იშვიათად უვითარდებათ სიმსივნე.

Posted by: LIKA@LIKA 1 Jul 2008, 17:35
QUOTE
ის, რაც არ ვიცით ჟოლოს შესახებ


ყველასათვის ცნობილია ჟოლოს (მალინა) სიცხის დამწევი თვისების შესახებ, რომელსაც ყოველთვის უნიშნავენ ექიმები მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟოლოს ნაყოფი შეიცავს სალიცილის მჟავას, ამიტომ იგი ასპირინის აბივით მოქმედებს, და არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

ამას გარდა, ჟოლოს აქვს სისხლის შემაჩერებელი და ანტიტოქსიური თვისება, აუმჯობესებს მადას და გამოიყენება სისხლნაკლებობის დროს.

და კიდევ: ჟოლო აუცილებლად უნდა მიირთვან ქალებმა, რადგან იგი დადებითად მოქმედებს ტონუსზე და სახის კანის ფერზე, რადგან შეიცავს ვიტამინებს - А, Е, РР, С, В.

სპილენძის დიდი შემცველობის წყალობით, იგი სასარგებლოა ადამიანებისათვის, რომელთა ცხოვრება და სამუშაო დაკავშირებულია დიდ ნერვულ დაძაბულობასთან. ფოლის მჟავა, რომელსაც შეიცავს ჟოლო, დადებითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე, რომელიც ორსულობისათვის ემზადება.

ამას გარდა, ჟოლოს და მის ფოთლებს აქვთ შარდმდენი ეფექტი, რაც თიკმელებს მუშაობაში ეხმარება. ასე რომ, ფოთლებისა და ჟოლოს წიპწისგან დამზადებული ნაყენი (ჩაი) სასარგებლო სასმელია.

სხვა კენკროვანებისაგან განსხვავებით, ჟოლო არ კარგავს თავის თვისებებს თერმული დამუშავებისას. ამიტომ ჟოლოს მურაბა – საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს.

Posted by: EXTRAORDINARY 1 Jul 2008, 17:38
QUOTE
ნივრის საოცარი ძალა


რას აღარ ეძახდნენ მას კულინარიის ოსტატები: "უწმინდური სული"(ჩინეთი), "ჯოჯოხეთის მოციქული"(ინგლისი), "მყრალი ვარდი"(იტალია). მაგრამ 1720 წელს დიასახლისები იძულებულნი გახდნენ ტუჩი აღარ აებზუებინათ ნივრის დანახვაზე – გალანძღულმა მცენარემ ევროპა ჭირისაგან იხსნა.

ძველად ადამიანებს გადასარევად ესმოდათ ნივრის ძალა: ეგვიპტეში მას ყველა მიირთმევდა – უბრალო მონაც და ფარაონიც. ნივრის კვლები გადიოდა ბაბილონის კედლის გასწვრივ მთელს სიგრძეზე, არც თუ ცოტა ადგილი ეჭირა სემირამიდას დაკიდულ ბაღებშიც. პომპეიშიც კი, გაციებული ლავის ქვეშ, ნივრის მარაგებია აღმოჩენილი.

მაშინ ამ მცენარეს სამგვარი გამოყენება ჰქონდა: იყო სანელებელი, ჯანმრთელობის გასამაგრებელი და იცავდა შავი ძალებისაგან. რომელი მათგანისათვის მიენიჭებინა უპირატესობა, ამას ყოველი ადამიანი თავად არჩევდა.

ნიორი სინამდვილეში უამრავ დაავადებას შველის, თუმცა, მარტო შავი ჭირი და ქოლერაც საკმარისი იქნებოდა. გიშველით ანთებისას და ჭრილობისას, გველის ნაკბენისაგან და ეპილეფსიისაგან...

ნიორი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო, კიბოს საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამააქტიურებელ თვისებებს. ასტიმულირებს ღვიძლის დაცვას სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისაგან, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ნორმაში აყენებს წნევას, აღადგენს ორგანიზმს სტრესებისა გადატვირთვის შემდეგ.

და კიდევ, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ათლეტები ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ნიორს დოპინგივით იყენებდნენ, ხოლო ძველი რომაელი მეომარი არსად გაემგზავრებოდა ნივრის მარაგის გარეშე.

და რაღა ოლიმპიადები, მეოცე საუკუნეში ნიორი ადამიანთან ერთად გაფრინდა კოსმოსში. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი შესანიშნავად ინახავს ორბიტალური სადგურის ეკიპაჟის იმუნიტეტს. ესეც თქვენი "მყრალი ვარდი!"

თუმცაღა, სუნს ვერსად გაექცევით. "თვითონ ნივრის სუნი შეურაცხმყოფელია!" - გამოაცხადა ერთმა ინგლისელმა მზარეულმა ქალმა. და აქამდე ბრიტანულ კულინარიულ ლიტერატურაში ნიორი არ მოიხსენიება. თუმცა მიირთმევენ, მაგრამ გააჩნია როგორი ფორმით.

მაგრამ მოხარშული, შემწვარი და ორთქლზე გატარებული ნიორი თავის თვისებებს კარგავს, მაშ როგორ როგორ შევინარჩუნოთ მიკროელემენტები? დასახმარებლად მეცნიერება მოვიდა – ახლა უშვებენ სპეციალურ ბიოლოგიურ დანატებს ნიორთან ერთად.

იაპონელი მეცნიერები განსაკუთრებით ურჩევენ მათ მსხვილი ქალაქის მცხოვრებლებს: ნივრის ექსტრაქტი დაგიცავთ მძიმე მეტალების ზემოქმედებისაგან – ტყვიისაგან, ვერცხლის წყლისა და კადმიუმისაგან. მათი დადებითი ზემოქმედება ორგანიზმზე ეჭვს არ იწვევს, მაგრამ არის ერთი დიდი მაგრამ.

საქმე იმაშია, რომ ნივრის აქტიური ნივთიერებები ყოველთვის ვერ ეთავსება სხვა სამკურნალო პრეპარატებს. ძირითადად ანტივირუსულებს, რომელთა მოქმედებაც ნულამდე დადის. მაგალითად, შიდსის მკურნალობის ეფექტურობის გაძლიერების მცდელობისას ნივრის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მეშვეობით იქამდე მივიდა, რომ ანტივირუსული პრეპარატის ძალა ნულამდე დავიდა. ამ შემთხვევაში გრიპის საწინააღმდეგო საშუალებებიც კი უსარგებლო აღმოჩდა. ანუ უარი უნდა თქვათ თუ არა ნივრის დანამატებზე? არავითარ შემთხვევაში! ანუ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენს ორგანიზმს ანტივირუსული პრეპარატები სჭირდება.

როგორც ხედავთ, უკეთესი ვარიანტია – ნივრის სუფთა სახით მიღება. მთავარია, სწორად განსაზღროთ მიღების დრო.

ახალგაზრდობის ელექსირი:

თუ მას ოდესმე გამოიგონებენ, ნიორი მის შემადგენლობაში აუცილებლად შევა. საქმე იმაშია, რომ ნიორი ასტიმულირებს მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების სინთეზს, რაც პირდაპირი გამაახალგაზრდავებელი ეფექტია!

მაგრამ, ელექსირი ჯერ არ არსებობს, თუმცაღა არსებობს ნივრის ბაზრობა: კვირაში ერთხელ, საფრანგეთის ქალაქ სენ-კლერში იხსნება ბაზრობა, სადაც არაფერია ნივრის გარდა! ხოლო წელიწადში ერთხელ, აგვისტოში, აქ ჩამოდიან ტურისტები ნივრის დღესასწაულზე.

დროც იცვლება, სამკურნალო საშუალებებიც, მაგრამ ნიორი, როგორც იყო შეუცვლელი, ისევე რჩება.

Posted by: MAKKA 1 Jul 2008, 17:41
QUOTE
რა არის კარგი და რა არის ცუდი ჩვენთვის?


QUOTE
რძე


ძველი ინფორმაცია: ტენესის უნივერსიტერტის გამოკვლევების თანახმად, რძის პროდუქტები ხელს უწყობენ წონაში დაკლებას. რძის დიეტის დაცვით, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ცხიმის დაახლოებით 5%.

ახალი ინფორმაცია: რძის პროდუქტები წონაში დაკლებასთან არანაირ კავშირშია, აცხადებს თერაპევტთა კომიტეტი სამედიცინო პასუხისმგებლობის დარგში.

სინამდვილეში: ეს არა ერთმნიშვნელოვანი კამათია: ტენესის უნივერსიტეტის გამოკვლევა ფინანსდებოდა რძის ინდუსტრიისაგან, ხოლო სამედიცინო პასუხისმგებლობის თერაპევტთა კომიტეტი ყოველთვის ახდენდა ვეგეტერიანული დიეტის პროპაგანდას, აქვთ რა რადიკალური შეხედულებები კვებაზე საერთოდ. მაგრამ ყველა სწავლულმა იცის, რომ კალცი ამაღლებს ქოლეკალციფეროლის(ჰორმონის) დონეს, რის შემწეობითაც ხდება ნაკლები ცხიმის დაგროვება, ხოლო კალცის მიღება ნატურალური პროდუქტებიდან უფრო მეტად აუმჯობესებს შედეგს.

QUOTE
თევზი

ძველი ინფორმაცია: თევზის რეგულარული გამოყენება საკვებში აქვეითებს გულის დაავადებების რისკს 30%-თ.

ახალი ინფორმაცია: უკანასკნელი გამოკვლევბის თანახმად, არა თვითონ თევზის გამოყენება იწვევს დაავადებების შემცირების რისკს, არამედ სწორი კვება, რომელსაც თევზის მოყვარულები ეწევიან.

სინამდვილეში: უკანასკნელმა გამოკვლევებმა არ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელდობრ თევზში შემავალი ცხიმმჟავები ომეგა-3 ამცირებს გულის დაავადებების რისკს, ამბობს Nieca Gоldberg (The Wоmen’s Healthy Heart Prоgram). იგი ასევე იძლევა რეკომენდაციას, მიირთვათ თევზი საკვებად 2-3-ჯერ კვირაში (და არა უმეტეს 2-სა ორსულებმა), თევზიდან მაქსიმალური სარგებლიანობის მისაღებად თქვენი ორგანიზმისათვის.

[
QUOTE
ღვინო
\

ძველი ინფორმაცია: წითელი ღვინო გეხმარებათ ბრძოლაში გულის დაავადებების, კიბოს და ალცჰეიმერის დაავადების წინააღმდეგ. ყურძნის კანში აღმოჩენილი ანტიოქსიდანტი ანტოციანი აჩერებს უჯრედების რღვევას, გამოწვეულს დაავადების მიერ.

ახალი ინფორმაცია: თეთრი ღვინო ისეთივე საასარგებლოა, როგორც წითელი.

სინამდვილეში: საჭიროა შემდგომი გამოკვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ახლახანს მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე: ლუდს და სპირტიან სასმელებს მოაქვთ ერთნაირი სარგებლობა ორგანიზმისათვის. მაგრამ ნუ გამოიყენებთ ამას თავის გასამართლებლად. ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება ორგანიზმს არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.

QUOTE
სოიო


ძველი ინფორმაცია: სოიოს შეუძლია შეამციროს გულის დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკი. ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ აზიის მცხოვრებთა შორის, რომლებიც იცავენ სოიოს დიეტას, შეინიშნება ასეთი დაავადებების ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

ახალი ინფორმაცია: სოიოს არ ძალუძს ამ დაავადებების რისკის შემცირება.

სინამდვილეში:მიუხედავად იმისა, რომ სოიო შეიცავს დიდი რაოდენობით კალცს, ცილას და ცხიმებს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სოიოს ხშირი გამოყენება არ ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოთი დაავადების რისკს.

Posted by: mtvareuli 1 Jul 2008, 18:48
EXTRAORDINARY

ორი კითხვა მაქვს

არა, სამი smile.gif

1- საიდან აკოპირებ ამ ყველაFერს? წყარო უნდა მიუთითო, ისე არ შეიძლება

2- შენ თვითონ კითხულობ ხოლმე?

3- შენ და MAKKA ერთიდაიგივე ხართ? smile.gif



Posted by: EXTRAORDINARY 1 Jul 2008, 19:15
mtvareuli

კი ვერ ვისწავლე ერთად როგორ დავყარო რამდენიმე სურათი რადიკალითო მარა რარაც ვერ გავიგე. ხომ ვერ დამეხმარები? მე თვითონ ვკითხულობ მარა იმ დღეს არა ნამეტანი მომივაsmile.gif)) რუსულებს სხვადასხვა საიტებიდან და ქართულებს 2 კაი საიტია ისინი კი თარგმნიან რუსული საიტებიდან. მაგალითად. www.kosmetichka.ru

Posted by: ikebana 1 Jul 2008, 19:24
mtvareuli
QUOTE
3- შენ და MAKKA ერთიდაიგივე ხართ? smile.gif

LIKA@LIKA-ც

Posted by: LIKA@LIKA 1 Jul 2008, 19:35
ikebana

ლიკა ლიკა ჩემი დაქალიააააა ბავშვობიისსს , დავიღალე უკვე ახსნითsmile.gif))) MAKKA და MAKUCHA მე ვარ. ადრე რამდენიმე ნიკით დავრეგისტრირდი მეგონა ერთ თემას ერთი ნიკი უნდოდა! სხვამაც თუ გკითხა გადაეცი კაი ? აბა დაწერილ თემებს მგონი ერთ სახელზე ვერ გადმოვამისამართებsad.gif((

Posted by: ikebana 1 Jul 2008, 19:44
LIKA@LIKA
QUOTE
სხვამაც თუ გკითხა გადაეცი კაი ?

კაი, ვინც მკითხავს ყველას გადავცემ biggrin.gif
* * *
QUOTE
აბა დაწერილ თემებს მგონი ერთ სახელზე ვერ გადმოვამისამართებsad.gif

რომელ თემებს? სულ ერთი თემა გაქვს აქ გახსნილი.
ისე კარგი იქნებოდა ფორუმის წესებში, ტერმინოლოგიაში და ა.შ. გარკვეულიყავი ჯერ.

Posted by: irinka1983 1 Jul 2008, 21:13
LIKA@LIKA


ლიკა ლიკა შენი დაქალი როგორაა, აბა შენ თვითონ ვინ ხარ? აშკარად ლიკალიკათი გაქვს დაბეჭდილი.biggrin.gif
თუ შემეშალა sorry

Posted by: LIKA@LIKA 2 Jul 2008, 10:45
irinka1983
ikebana
ლიკამაც რომ დამიპოსტოს არ შეილება თუ დაქალებს ეკრძალებათ დაპოსტვა?chups.gif ბევრი თემები მაქვს გახსნილი ამ ნიკებით თქო. ხო ფორუმის წესებს უნდა გავეცნო ერთი მარა არამგონია ერთ ნიკზე გადმომაწერონ! თორემ მართლა შევწუხდიsad.gif((

Posted by: ikebana 2 Jul 2008, 12:08
LIKA@LIKA
მრავალნიკიანობა იკრძალება ფორუმის წესებით.

Posted by: libertad de pensamiento 2 Jul 2008, 17:31
ikebana
QUOTE
mtvareuli

QUOTE
3- შენ და MAKKA ერთიდაიგივე ხართ? smile.gif


LIKA@LIKA-ც

ხოდა ხანდახან თავისი ერთი ნიკით რამეს რომ პოსტავს და მხარს არავინ უჭერს მეორე ნიკს მიაშველებს ხოლმე ვითომ უცხოა და თანამოაზრე გამოუჩნდა biggrin.gif

Posted by: LIKA@LIKA 2 Jul 2008, 17:40
libertad de pensamiento
მოგცლიათ თქვენ მართლა თუ რას გადამეკიდეთ ამ 9 თვის ორსულს ძაან მაინტერესებს ? ვერ დავამუღამე ეს რამდენიმე სურათის და თემის თანმიმდევრულად გაშვება და ამიტომ ვიყენებ სხვადასხვას. ეს რადიკალ.რუ ვერ გავიგე რა ტიპისააა ჯერჯერობით და რომ გავიგებ აღარ გალაპარაკებთ ამ ნიკებზე. აქ ბევრი ისეთი თემა დევს რომ მხარის დაჭერა კი არა უბრალოდ ინფორმაციააა რომელსაც იგებ და საჭიროების შემთხვევაში გადახედავ აბა მასხარაობით და კაიფით არა მგონია რამე გამოვიდეს. და თუ ვინმესთვის არა საჭირო და არასაინტერესო ინფორმაციები დავდე მომიტევეთ , მე მაპატიეეთ! offtopic.gif idea.gif

Posted by: mtvareuli 2 Jul 2008, 17:45
დასტოვა ჩეთი vik.gif


Posted by: EXTRAORDINARY 3 Jul 2008, 21:41
დასახელებულია დავადების 25 უპირობო, საექიმო პრაქტიკით დადასტურებული გამოვლინება სახეზე - ასე აცხადებს ერთი ცნობილი გამოცემა, როცა შემდეგ სიას აწვდის მკითხველს.



ბევრი სიგრძივი ნაოჭი შუბლზე (გარმონივით შუბლი), თითქოს გაკვირვებისგან წარბების აწევის ჩვევა - ახასიათებთ ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილ ადამიანებს.



«მწარე» ნაკეცი წარბებ შორის (განსაკუთრებით, მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებთან დუეტში) იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი ხანგრძლივად იტანჯება რომელიმე ქრონიკული ტკივილიანი სინდრომისგან.

თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე ღვიძლის ავადმყოფობის ნიშანია

ე. წ. ტომრები, შავი წრეები თვალებქვეშ - სნეული თირკმელები ან საშარდე ბუშტი.

თმის ინტენსიური ცვენა - ავადმყოფონის შედეგად ან მის ფონზე იმუნური სისტემის დასუსტების სიმპტომია

ამიმიკური, ნიღბისებური სახე, (მიმიკა არ შეეფერება ადამიანის ემოციას) - მძიმე ფსიქოლოგიური დაავადების სიმპტომი.

დანაოჭებული სახის კანი ახალგაზრდა ადამიანის შემთხვევაშიც კი - ენდოკრინული დარღვევები.

წითელი “ძაფები” თვალის თეთრ ნაწილში - ნერვული გადაღლილობისა და ქრნიკული დაღლილობის ნიშანია.

სახის მკვრივი კანი - ჯანმრთელობის ნიშანია. ხოლო მოშვებული, მჭლე კანის ნაადრევი სიბერის მაუწყებელია. ეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს ხდება ხოლმე.

სახის საერთო შესიება - ავადმყოფი გული.

მიწისფერი სახე - სიმსივნური დაავადების განვითარების მაუწყებელია ხოლმე.

კაპილარული ბადე ლოყებზე - მაღალი წნევისა და ინსულტისკენ მიდრეკილების ნიშანი - აპოპლექსიური ტიპი

ღია ფერის პიგმენტაცია ქალის სახეზე - ფეხმძიმობის ნიშანია

მოყვითალო-ყავისფერი პიგმენტური ლაქების სახეზე გაჩენა - თირკმლის პრობლემაზე მიუთითებს.

ვარდისფერი, მოწითალო ლოყები და ამ დროს გალურჯებული ტუჩები - გულის მიტრალური მანკი.

მოლურჯო ფერმკრთაი სახე - შეიძლება იყოს ანემიისა და ფილტვის პათოლოგიის ნიშანი.

სანთლისებური სიფერმკრთალე - ტუბერკულოზის ნიშანია

პირის და თვალების ქვევით დახრილი კუთხეები - დეპრესიის გარეგნული გამოვლინება

ქვედა ტუჩი შევარდნილია, ზედა თანდათან დიდდება - ონკოლოგიური პრობლემების ალბათობა დიდია.

მშრალი ტუჩები, კუთხეებში დამსკდარი და “ჩაჭრილი” - მიუთითებენ გასტრიტზე ან კუჭის წყლულზე.

მტვრევადი თმა - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ავიტამინოზი.

ზედმეტად ცხიმიანი თმა - ენდოკრინული პრობლემების ნიშანი, კუჭის ან ნაწლავების დაავადება.

Posted by: EXTRAORDINARY 26 Jul 2008, 15:45
გვირილა - ძალიან სასარგებლო მცენარეა!!!

მაშ ასე, პირდაპირი დანიშნულება: გვირილას იყენებენ ანტისეპტიკის და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად, ნაწლავური სპაზმების დროს.
გარდა ამისა გვირილას გააჩნია სხვა დადებითი თვისებებიც:

1. ნიღაბი თმებისთვის (მხოლოდ ქერა თმისთვის )

აადუღეთ 2 ჩასი კოვზი გვირილა 200 მლ. წყალში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ოდნავ შეაგრილეთ და შეიზილეთ თმაში. თმაზე შემოიხვიეთ ცელოფნის პარკი და შემდეგ პირასახოცი. დაიტოვეთ 1 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.


2. გავხდეთ გვირილით

დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს დალიეთ თითო ჭიქა გვირილის ნაყენი (1 ჩაის კოვზი ჭიქა წყალზე). გვირილა ძალიან კარგი საშუალებაა ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად და არეგულირებს ნაწლავების მუშაობას.

2. გავხდეთ გვირილით


დილით-საღამოს სახე და ყელი ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით, ეს ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე იხმაროთ სახის რძე ან გელები. გვირილის მოხმარების შედეგად კანი ხდება უფრო რბილი და ელასტიური, სახე იღებს უფრო ბუნებრივ ფერს და ქრება სახეზე გამონაყარიც.

4. თვალის სიწითლის დროს

აადუღეთ გვირილა (1 ჩაის კოვზი ჭიქა წყალზე), ჩაალბეთ შიგნით საფენი (ბამბა ან მარლა) და დაიდეთ თვალებზე 10-15 წუთით. სიწითლე ქრება თვალებიდან და ხსნის თვალის დაძაბულობას.
გვირილის გამოყენება შეიძლება ასევე გაციების დროს, შეგიძლიათ მისი ნაყენით გამოივლოთ ყელი.


წყარო www.elen.ge

Posted by: EXTRAORDINARY 26 Sep 2008, 14:47
თაფლი

თაფლი კაცობრიობისთვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი ნატურალური დამატკბობელია, შაქრის ჯანსაღი შემცვლელი და მარგებელი პროდუქტია. ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მედიცინასა და კულინარიაში. იყიდება მთელი წლის მანძილზე, მაგრამ სჯობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძინოთ, როცა ახალი აღებულია.

საკვები ღირებულება

თაფლი შეიცავს ფრუქტოზასა და გლუკოზას, რიგ მინერალებს (კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, ქლორი, ნატრიუმი, ფოსფატი და რკინა). მდიდარია ვიტამინებით: B1, B2, B6, B3, B5 და C. ამ სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია დამოკიდებულია ნექტარისა და მტვრის ხარისხზე. ცოტაოდენი სპილენძისა და იოდის გარდა, თაფლში ზოგი ნატურალური ჰორმონიცაა.

თაფლი მედიცინაში

* თაფლი განთქმულია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

* რამდენიმეჯერ აჩქარებს ჭრილობების, დამწვრობის შეხორცებას და ანტისეპტიკურ საშუალებადაც გამოიყენება

* ზრდის სპორტული მეცადინეობების შედეგს, რასაც მასში არსებული ე.წ. ერგოგენური კომპონენტი უზრუნველყოფს: ის შრომისუნარიანობას ამაღლებს.

* აუმჯობესებს სისხლის ხარისხს და აკონტროლებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას.
* შესანიშნავად ჩაანაცვლებს შაქარს მე-2 ხარისხის დიაბეტით დაავადებულებისთვის და სისხლში ქოლესტერინის სიჭარბის დროს.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ეხმარება კონიუქტივიტის მოშორებას. კარგია მისი რძესთან ერთად მიღება

* ხსნის ქსოვილების ანთებას და კაციუმის ორგანიზმში დაკავებას უწყობს ხელს.

* ანემიის მკურნალობის ეფექტური საშუალებაa.

* თაფლის სისტემატური გამოყენება იმუნურ სისტემას აძლიერებს.

თაფლი კოსმეტოლოგიაში

* შხაპის მიღებამდე ცოტაოდენი თაფლი ტანზე წაისვით და მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, სანამ კანი წებოვანი არ გახდება, ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანს ბუნებრივ მბზინვარებას მატებსო.
* თავზე გადასავლებ წყალში დაამატეთ თაფლი - თმა მბზინვარე გახდება.
* შეურიეთ თაფლი შვრიას და გახეხილ ნიგოზს - ეს სახის შესანიშნავი “სკრაბია”.
* შეურიეთ ერთმანეთს ტაფლი და ვაშლის წვენი, წაისვით სახეზე და 15 წუთი გააჩერეთ - ეს დამატენიანებელი ნიღაბია, რომელიც ამკვრივებს და არბილებს კანს.
* სახის ნიღაბის მოსამზადებლად 2 ჩ.კ. რძე და 2 ჩ.კ. თაფლი არიეთ. ათი წუთით დადგით და შემდეგ სახეზე წაისვით.
* თაფლი მშრალი კანის ლოსიონის ფუნქციასაც ასრულებს. 1/4 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი და 1 ჩ.კ. თაფლი, დადგით 10 წუთით და შემდეგ გამოიყენეთ.






* * *
ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენსავე ხელთაა და ყურადღებით თუ ვიქნებით, შემდგომ გართულებებს თავს მარტივად დავაღწევთ. მით უმეტეს, ამაში თვითონ ბუნება გვეხმარება.

გარგარი
ცნობილია, რომ 100 გრ. გარგარში იმდენი სასარგებლო ნივთიერება შედის, რამდენიც 250 გრ. ღვიძლში ან 1 კგ. ვაშლში. ის მდიდარია კალიუმის მარილებით, რაც შესანიშნავად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, გარგარში ბევრია A ვიტამინი, რომელიც თვალებისა და კანისთვის აუცილებელია.

სოკო
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობას არეგულირებს და კიბოთი დაავადების რისკს თითქმის 2-ჯერ ამცირებს - სოკო. ის მდიდარია ცილებითა და ვიტამინებით. თეთრ გამხმარ სოკოში ცილები 2-ჯერ მეტია, ვიდრე

* * *
ძროხის ხორცში და 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე თევზში. მინერალური ნივთიერებების შემცველობით კი სოკო მეტოქეობას ხილსაც უწევს. მასში შემავალი ექსტრაქტოვანი ნივთიერებები კი მადას აღვიძებს.

ატამი
აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ცხიმიანი და მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტი კარგია თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების, ასევე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. თუმცა ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ნერვული სისტემა სუსტი აქვს, რადგან ატამი აღგზნებას იწვევს. ასევე, არ არის მისი მიღება კარგი მსუქანი და დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.







Posted by: EXTRAORDINARY 12 Nov 2008, 21:06
ზღვის წყალი - სასარგებლო თვისებები

იცით თუ არა რომ ჩვენ ძარღვებში ძველი ზღვის წყალი ჩქეფს? მეცნიერებმა დაადგინეს პალეოზოური ერის დროინდელი ზღვის წყლის ფორმულა. აღმოჩნდა, რომ მისი შემადგენლობა მთლიანად ემთხვევა ჩვენი სისხლის მინერალურ შემადგენლობას. ზოგადად სიცოცხლის ზღვაში ჩასახვის თეორია საკმაოდ ახალგაზრდაა, დაახლოებით საუკუნისაა. 1898 წელს იგი გამოთქვა მეცნიერმა ბუნგემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ცხოველებმა წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს სისხლის არაორგანული შედგენილობა.

ოდესღაც წყალი ცოცხალი ორგანიზმების შიდა და გარე საარსებო გარემო იყო, ამიტომ ისინი შეეგუენ ძველი სამყაროს დამახასიათებელ იონთა თანაფარდობას. დედამიწაზე ზღვების შემადგენლობა წლების განმავლობაში იცვლებოდა. ორგანიზმები ან უნდა შეცვლილიყო, ან უნდა შეენარჩუნებინა შიდა გარემო. ბუნებამ გამოიყენა ორივე შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენში არის ძველი ზღვა და მას მემკვიდრეობით გადავცემთ.

შეგვიძლია ეს ინფორმაცია ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგ. აზოვის და კასპიის ზღვაში ბანაობა მეტად სასარგებლოა, თუ კომფორტს და წონასწორობას ესწრაფვით. უფრო მარილიან ზღვებზე მაგ. ხმელთაშუა და მკვდარ ზღვაზე შეინიშნება სწრაფი გახდომის მომენტი. თუმცა რეალურ გახდომასთან მას კავშირი არ აქვს. მაღალი მარილიანობის გამო სხეული თითქოს გარეთ გამოდის, ჩვეულებრივ პირობებში სხეული სტატუს კვოს აღიდგენს.

პირველი ნაშრომი ზღვის წყლის სარგებლობის შესახებ გამოქვეყნდა ოქსფორდში 1750 წელს. ამის შემდეგ დაიწყეს ზღვის აბაზანების გამოყენება სამკურნალო მიზნით. ზღვაში ბანაობა კი დაიწყეს მე-19 საუკუნეში, როცა კოჭის ზევით ფეხის გამოჩენა ფრივოლური აღარ იყო. მანამდე ბანაობად ითვლებოდა სანაპიროზე მეჩხერ წყალში გასეირნება.

დღესდღეობით მეცნიერები თვლიან, რომ ზღვაზე ბანაობა აუმჯობესებს ცალკეული ორგანოების სისხლის მიმოქცევას, ამცირებს წნევას, გულისცემის სიხშირეს. და რაც მთავარია აკაჟებს ორგანიზმს.

რევმატოლოგები აგიხსნიან, რომ ზღვის წყალი მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით, ამიტომ დადებით ზეგავლენას ახდენს ართროზით დაავადებულებზე.

პულმონოლოგები თვლიან, ზღვის წყალი და ჰაერი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგაც.

დერმატოლოგები ზღვაში ბანაობაში მხოლოდ ერთ მინუს ხედავენ: ბანაობის შემდეგ იზრდება კანის მგრძნობელობა ულტრაისფერი სხივებისადმი, ამიტომაც შესაძლოა პლაჟზე მზის დამწვრობა მიიღოთ. ბანაობისას ეპიდერმისში აღწევს ელექტროლიტები, რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებენ უჯრედების მდგომარეობას.

იმუნოლოგებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები: ზღვის წყალი შეიცავს მაგნიუმის იონებს, რომლებიც ასტიმულირებენ სასიცოცხლო პროცესებს: ძვლის ტვინის წარმოქმნას, უჯრედების გაყოფას და ა.შ. ასე რომ საკმაო მიზეზი გაქვთ ზღვაში საბანაოდ.

ზღვის წყალი და ჰაერი შეიცავს იოდსაც, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ მინერალს. იგი აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, აძლიერებს ნერვულ და იმუნურ სისტემას. ააქტიურებს ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ზაფხულობით წყლის სანაპიროზე გასეირნებას მეტად სასარგებლოა. ერთი-ორი კვირის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე სირბილი ააქტიურებს კანის ტემპერატურულ და ტაქტილურ რეცეპტორებს, ასევე მის ქვედა ფენებს. ამ მარტივი პროცედურის თერაპიულ ეფექტს ზრდის ქვიშა და წვრილი ქვები, რომლებიც ქუსლის რეფლექსურ წერტილებს გააქტიურებს. ამასთან სწრაფი სირბილი მოძრავ ქვიშაზე საკმაოდ ძნელია, ფიზიკურ დატვირთვას იღებს ფეხების, მუცლის, თეძოების ყველა კუნთი. მთავარი მომენტია, რომ ფეხი მუდმივად უნდა ამოწიოთ წყლიდან.

ასევე სასარგებლოა დილა-საღამოს ცვარიან ბალახზე გასეირნება. რაც დაგეხმარებათ უძილობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას...

მოკლედ გამოიყენეთ დრო თქვენ სასარგებლოდ პლაჟზე, როცა გვერდით უნიკალური ბუნებრივი ტრენაჟორი გაქვთ.

* * *







სიმართლე პიტნის ჩაის შესახებ

პიტნის ჩაის ძველ რომში განწყობის ასამაღლებლად და გასაუმჯობესებლად იყენებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე, ხოლო რუსეთში იყენებდნენ მადის გასაუმჯობესებლად და ასევე ამატებდნენ შესასუნთქ თამბაქოში. პიტნის მთავარ სამკურნალო კომპონენტს წარმოადგენს მენთოლი, რომელსაც შეიცავს ამ მცენარის ეთერზეთი. პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებების, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას.

ცნობილია, რომ ბევრ მამაკაცს არ უყვარს პიტნის ჩაი, რადგან იგი ერთგვარ "მოდუნებას" იწვევს. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვანაირად იღებს, მაგრამ რეაქცია პიტნის ჩაიზე ყველა მამაკაცისათვის ერთმნიშვნელოვანია. ქალის ორგანიზმი ამ მცენარის ჩაის ცოტა თავისებურად ითვისებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ჯერ კი მამაკაცებზე ვისაუბროთ:

ერთის მხრივ პიტნის ჩაი ძალიან სასარგებლო საშუალებაა: ხსნის გაღიზიანებას, ნევროზულობას, აუმჯობესებს ძილს. მეოეს მხრივ – აქვეითებს აღგზნებულობას, მათ შორის სექსუალურს. თანაც ეფექტი ხანგრძლივი მიღებისაგან გროვდება, და ერთ მშვენიერ დღეს მამაკაცი, რომელიც მუდმივად იყენებს პიტნის ჩაის, აღმოაჩენს, რომ "საერთოდ აღარ უნდა". უბრალოდ აღარ უნდა და მორჩა.

რა თქმა უნდა ეს უკიდურესი შემთხვევაა, და "დამუხრუჭება" მაშინვე გაივლის, როგორც კი ჩაის სმას თავს დაანებებს. თანაც რეაქცია მასზე ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ასე რომ, პრინციპში, არაფერი საშიში ამ ჩაის სმაში არ არის. მით უმეტეს, რომ ერთჯერადი მიღება "მშიერ" მამაკაცს ვერაფრით დააწყნარებს.

ასევე ცნობილია, რომ საშინაო პროდუქტების სიაში, რომელთაც პირობითად შეიძლება "ანტი–სექსი" დავარქვათ, შედიან სხვა "პრეპარატებიც". ეს არის თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც აქვეითებს წნევას, ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას, ასევე ვიტამინ А–თი მდიდარი პროდუქტები, მაგალითად – ნაღების კარაქი.

საინტერესოა, რომ იგივე დამამშვიდებელი საშუალებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება იქცნენ სექსუალური აქტივობის "უშუალო აღმგზნებებად". ეს ეფექტი იმ შემთხვევაში ვლინდება, როცა მამაკაცის თავი (უფრო ზუსტად თავის ტვინის ქერქი) დაკავებულია უამრავი პრობლემით და შემაშფოთებელი აზრებით.

ასე რომ, ამ ეფექტში არავითარი პარადოქსი არ არის, მთავარია "დაიცვათ" დოზები და არ ელოდოთ, ვიდრე ქერქთან ერთად სხვა დანარჩენიც არ "დამშვიდდება", თუ რა თქმა უნდა ეს არ შედიოდა თქვენს მიზნებში. როგორც ცნობილია, ალკოჰოლიც, ისევე, როგორც სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა საშუალებები, იწვევს ქერქის "დამამუხრუჭებელ" ზემოქმედებას. ნაწილობრივ ამით აიხსნება მისი თითქოსდა სექსუალური ლტოლვის გადაჭარბებული შესაძლებლობა. ადამიანი უბრალოდ "ნაკლებად იწყებს ფიქრს". ამასთან, ალკოჰოლი ჩაისაგან განსხვავებით მხოლოდ დიდი დოზებით იწვევს ორგანიზმის "დაწყნარებას". და მაინც, მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან "გვერდითი მოვლენის" სახით იგი იწვევს ორგანიზმის ნერვული დაბოლოებების შესამჩნევ დაჩლუნგებას, რაც ერთგვარი "მსუბუქი ანესთეზიაა".

რაც შეეხება ქალებს. მეცნიერებმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ პიტნის ჩაი ხელს უშლის ქალის სხეულზე არატრადიციულ ადგილებში თმის ზრდას. მეცნიერები დღემდე კამათობენ მზგავსი ზემოქმედების მექანიზმზე, თუ რატომ ახდენს "შემაჩერებელ ეფექტს" ქალის თმის საფარზე პიტნის ჩაი.

თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ შედეგია!

და ბოლოს, პიტნის ჩაი ძლიერი საშუალებაა ცუდი სუნთქვის, დიარეის, გაჭედილი ცხვირის, კუნთებისა და ნაწლავების ტკივილების დროს. ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უძილობას, თავის ტკივილებს, აქტიურად აქვეითებს ტემპერატურას, ადუნებს, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. ამ საოცარი ჩაის მიღება დღის ნებისმიერ დროს შეიძლება: დილით გაგამხნევებთ, შუადღეს – დაგეხმარებათ სხვადასხვა ტკივილების მოსახსნელად, საღამოს – მოგადუნებთ ნებისმიერ მასაჟისტზე უკეთესად. ასე რომ, მიირთვით პიტნის ჩაი და დაივიწყეთ პრობლემები.

* * *



ყავის საიდუმლო: მივირთვათ თუ არა ყავა?

ყავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.

ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.

ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ. ყავა ყველას ჩუქნის თავის განუმეორებელ გემოს და არომატს, გვანებივრებს ჯიშების და მომზადების მეთოდების მრავალფეროვნებით. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურია და ყოველთვის სასარგებლო არ არის. მკვლევარები უსასრულოდ კამათობენ ყავის სარგებლობა-ზიანის შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან.

ებრძვის დაავადებებს

ყავის ყველაზე აქტიური ელემენტია კოფეინი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორს. კოფეინის შემცველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია- ყავა, შოკოლადი, კაკაო, ჩაი და კიდევ 60-მდე მცენარე. მას იყენებენ მსუბუქ სასმელებში, როგორიცაა კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, მადის და სიმხნევის მოსამატებელ სამკურნალო პრეპარატებში, ასევე გაცივებისას, ბრონქული ასთმისას.

რაშია საიდუმლო?

რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია- ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ეს ეფექტი განპირობებულია ყავის ზემოქმედებით თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე. კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალის გამომუშავებას. ადრენალი იწვევს გულის მუშაობის აჩქარებას, ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად ენერგიის გაზრდას. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ადუნებს სასუნთქ გზებს, რაც აადვილებს სუნთქვას და კუნთების შეკუმშვას. ამგვარად ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას აქტიური მოქმედებებისთვის მთელი დღის განმავლობაში.

თუმცა...

ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ.

მომხრე
: კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ.

წინააღმდეგ
: ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას.
მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის.

წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება.

მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის.

წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით.
მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან.
წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს.

მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას.

წინააღმდეგ: მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ნამდვილი დეპრესია.

მომხრე: ძალიან სასიამოვნო სიახლე: ყავა შეიცავს ვიტამინ pp და 300-მდე მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. და ეს ყველაფერი არ არის!

წინააღმდეგ: როგორც ყველა სტიმულატორს, ყავასაც გააჩნია უკუჩვენება. მისი მიღება არ შეიძლება საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად.

ფაქტები მთელი მსოფლიოდან

ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მხოლოდ ქალებისთვის. ცდებმა აჩვენა, რომ მამაკაცებზე კოფეინი მსგავს გავლენას არ ახდენს;
გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება თავიდან აცილებს გამელოტებას. ამასთან კოფეინი ამგვარად მოქმედებს გარეგნული მოხმარებისას. ექსპერტების მოსაზრებით, თმის სასურველის სიგრძის მისაღწევად საჭიროა დღეში 60-80 ფინჯანი ყავის შეზელვა!
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. სწორედ კოფეინი აიძულებს მას ინტენსიურად მოახდინოს რეაგირება გარემოზე.
კანადელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხელს უწყობს ცხიმის გარდაქმნას კუნთების საწვავად.
ლამაზები რომ ვიყოთ
ყავა შესანიშნავი საგემოვნო თვისებების გარდა შეიცავს ძვირფას კოსმეტიკურ ინგრედიენტებს. მასში შემავალი პინოლის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის მის დაბერებას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ფოტოდაცვითი თვისებები. მსოფლიოში ცნობილი მარკები იყენებენ ყავის ამ თვისებას სახის ძვირფასი კრემების შესაქმნელად. კოფეინის ზემოქმედებით მკვრივდება კანი, იჭიმება სახის ოვალი და ნელდება დაბერების პროცესი.

კოფეინში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ტოქსინებისგან გათავისუფლებას, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, ამიტომ ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს. ისინი შექმნილია განსაკუთრებული მწვანე ყავის საფუძველზე. ასევე იქმნება სპეციალური სურნელები კოფეინის არომატით, რადგან იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხელს უწყობს წონის შემცირებას ფსიქოლოგიურ დონეზე.
წყარო www.lady.ge
* * *
კალციუმის პრეპარატები - მითი თუ აუცილებლობა?
სატელევიზიო რეკლამა დაჟინებით გვირჩევს, რომ შევიძინოთ კალციუმი, რომ კალციუმიანი კრემი კანს უფრო გლუვს და ელასტიურს გახდის. რძის მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ თავიანთ პროდუქტებში კალციუმის და D ვიტამინის შემცველობაზე. 20 წლის წინ ამის შესახებ არავინ ფიქრობდა და საუბრობდა. არის თუ არა ეს პროდუქტები აუცილებელი თუ უბრალოდ მოდის კაპრიზია?

კალციუმი არის ორგანიზმის საბაზისო მაკროელემენტი, მისი საერთო მასა მოზრდილ ადამიანში შეადგენს 1-1,5 კგ-ს. კალციუმი არის ძვლის ჩონჩხის საფუძველი (99%), იგი უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ შეკუმშვას და გულის მუშაობას. არეგულირებს არტერიულ წნევას და სისხლის შედედებას. სისხლში კალციუმის დონის დაწევა იწვევს გულის რიტმის დარღვევას, სახსრების და მენსტრუალურ ტკივილის. ადამიანისთვის კალციუმის წყაროა საკვები. არასაკმარისი მიწოდებისას ორგანიზმი კალციუმს იღებს ძვლებისგან, რაც იწვევს სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს.

სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საკვებთან ერთად ორგანიზმს ნაკლები კალციუმი მიეწოდება. ამის მიზეზი რამდენიმეა: თანამედროვე ადამიანის კვების ხასიათის შეცვლა, კალციუმის შეწოვის დონის დამწევი პროდუქტების გამოყენება, დიეტები და მსგავსი შეზღუდვები, ვეგეტარიანელობა, სპეციალურად დამუშავებული პროდუქტების გამოყენება და სხვა.

კალციუმის დეფიციტი იწვევს 150-მდე დაავადებას. ართრიტი, სახის დამბლა, ოსტეოპორეზი, ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი და სხვა. თირკმელებში ქვების გაჩენაც არის ორგანიზმის რეაქცია კალციუმის დეფიციტზე და არა სიჭარბეზე. ქვების გაჩენას თან ახლავს ძვლებში კალციუმის შემცირება და ოსტეოპოროზის განვითარება.

სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმის რეზერვების შესწავლა მისი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის. გამოკვლევები მიმდინარეობს პროფილაქტიკური მედიცინის დარგში, რომელიც ნაკლებად ხარჯიანია და მეტად ეფექტურია. გაიზარდა ისეთი მასიური დაავადებების პროფილაქტიკის მნიშვნელობა, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რომელსაც იწვევს ძვლის ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევა, შედეგად კი ძვალი მცირე ტრამვისას ტყდება. მისი საფრთხე გამომდინარეობს ინფორმაციულობის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის დაბალი დონისგან.

მეცნიერების გათვლით უახლოეს მომავალში დედამიწაზე ყოველ მეორე ქალს და მერვე მამაკაცს ოსტეოპოროზი შეაწუხებს. 50 წლის ზევით ყოველ მეორე ქალს გამოავლინდება ოსტეოპენიური სინდრომი. საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანების მოტეხილობების მთავარი მიზეზია-ოსტეოპოროზი.

კალციუმის დეფიციტის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის პროგრამა მოიცავს კალციუმის და D ვიტამინის კომბინირებული პრეპარატების მიღებას, რაც ისახავს რამდენიმე მიზანს:

საკვებში კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის კომპენსაციას;
ძვლოვანი მასის შემცირების შენელება და შეჩერება;
მისი ნაწილობრივი აღდგენა;
ტკივილის შემცირება ან გაჩერება;
მოძრაობის აღდგენა;
ძვლის მოტეხილობისგან დაცვა.
მეტად მნიშვნელოვანია პრეპარატის სწორად შერჩევა. ყველაზე დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს კალციუმ კარბონატი. იგი შედის კალციუმის ყველა პრეპარატის შემადგენლობაში, გარდა ამისა მასში ვიტამინი D-ც იგივე რაოდენობით უნდა შედიოდეს. იგი უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან და მის ათვისებას ძვლის ქსოვილის მიერ. ოპტიმალური თანაფარდობაა: 500 მგ. კალციუმი და 200 ME ვიტამინი D3. 45 წლის ზევით რეკომენდებულია დღეში 800 ME და მეტი ვიტამინი D. ამიტომ აქტუალურია ისეთი პრეპარატები, რომელიც შეიცავს 500 მგ. კალციუმს და 400 ME ვიტამინი D3.

კალციუმის და ვიტამინი D3-ს თანაფარდობა განაპირობებს პრეპარატის ეფექტურობას, მისი მიღების რაოდენობას. მედიკოსების რეკომენდაციით კალციუმის და ვიტამინი D3-ს დღიური დოზა უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის დღიურ ნორმას. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კალციუმის დეფიციტის კომპენსაცია ერთწუთიანი პროცესი არ არის, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა

* * *
QUOTE (EXTRAORDINARY @ 12 Nov 2008, 21:06 )
ზღვის წყალი - სასარგებლო თვისებები

იცით თუ არა რომ ჩვენ ძარღვებში ძველი ზღვის წყალი ჩქეფს? მეცნიერებმა დაადგინეს პალეოზოური ერის დროინდელი ზღვის წყლის ფორმულა. აღმოჩნდა, რომ მისი შემადგენლობა მთლიანად ემთხვევა ჩვენი სისხლის მინერალურ შემადგენლობას. ზოგადად სიცოცხლის ზღვაში ჩასახვის თეორია საკმაოდ ახალგაზრდაა, დაახლოებით საუკუნისაა. 1898 წელს იგი გამოთქვა მეცნიერმა ბუნგემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ცხოველებმა წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს სისხლის არაორგანული შედგენილობა.

ოდესღაც წყალი ცოცხალი ორგანიზმების შიდა და გარე საარსებო გარემო იყო, ამიტომ ისინი შეეგუენ ძველი სამყაროს დამახასიათებელ იონთა თანაფარდობას. დედამიწაზე ზღვების შემადგენლობა წლების განმავლობაში იცვლებოდა. ორგანიზმები ან უნდა შეცვლილიყო, ან უნდა შეენარჩუნებინა შიდა გარემო. ბუნებამ გამოიყენა ორივე შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენში არის ძველი ზღვა და მას მემკვიდრეობით გადავცემთ.

შეგვიძლია ეს ინფორმაცია ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგ. აზოვის და კასპიის ზღვაში ბანაობა მეტად სასარგებლოა, თუ კომფორტს და წონასწორობას ესწრაფვით. უფრო მარილიან ზღვებზე მაგ. ხმელთაშუა და მკვდარ ზღვაზე შეინიშნება სწრაფი გახდომის მომენტი. თუმცა რეალურ გახდომასთან მას კავშირი არ აქვს. მაღალი მარილიანობის გამო სხეული თითქოს გარეთ გამოდის, ჩვეულებრივ პირობებში სხეული სტატუს კვოს აღიდგენს.

პირველი ნაშრომი ზღვის წყლის სარგებლობის შესახებ გამოქვეყნდა ოქსფორდში 1750 წელს. ამის შემდეგ დაიწყეს ზღვის აბაზანების გამოყენება სამკურნალო მიზნით. ზღვაში ბანაობა კი დაიწყეს მე-19 საუკუნეში, როცა კოჭის ზევით ფეხის გამოჩენა ფრივოლური აღარ იყო. მანამდე ბანაობად ითვლებოდა სანაპიროზე მეჩხერ წყალში გასეირნება.

დღესდღეობით მეცნიერები თვლიან, რომ ზღვაზე ბანაობა აუმჯობესებს ცალკეული ორგანოების სისხლის მიმოქცევას, ამცირებს წნევას, გულისცემის სიხშირეს. და რაც მთავარია აკაჟებს ორგანიზმს.

რევმატოლოგები აგიხსნიან, რომ ზღვის წყალი მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით, ამიტომ დადებით ზეგავლენას ახდენს ართროზით დაავადებულებზე.

პულმონოლოგები თვლიან, ზღვის წყალი და ჰაერი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგაც.

დერმატოლოგები ზღვაში ბანაობაში მხოლოდ ერთ მინუს ხედავენ: ბანაობის შემდეგ იზრდება კანის მგრძნობელობა ულტრაისფერი სხივებისადმი, ამიტომაც შესაძლოა პლაჟზე მზის დამწვრობა მიიღოთ. ბანაობისას ეპიდერმისში აღწევს ელექტროლიტები, რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებენ უჯრედების მდგომარეობას.

იმუნოლოგებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები: ზღვის წყალი შეიცავს მაგნიუმის იონებს, რომლებიც ასტიმულირებენ სასიცოცხლო პროცესებს: ძვლის ტვინის წარმოქმნას, უჯრედების გაყოფას და ა.შ. ასე რომ საკმაო მიზეზი გაქვთ ზღვაში საბანაოდ.

ზღვის წყალი და ჰაერი შეიცავს იოდსაც, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ მინერალს. იგი აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, აძლიერებს ნერვულ და იმუნურ სისტემას. ააქტიურებს ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ზაფხულობით წყლის სანაპიროზე გასეირნებას მეტად სასარგებლოა. ერთი-ორი კვირის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე სირბილი ააქტიურებს კანის ტემპერატურულ და ტაქტილურ რეცეპტორებს, ასევე მის ქვედა ფენებს. ამ მარტივი პროცედურის თერაპიულ ეფექტს ზრდის ქვიშა და წვრილი ქვები, რომლებიც ქუსლის რეფლექსურ წერტილებს გააქტიურებს. ამასთან სწრაფი სირბილი მოძრავ ქვიშაზე საკმაოდ ძნელია, ფიზიკურ დატვირთვას იღებს ფეხების, მუცლის, თეძოების ყველა კუნთი. მთავარი მომენტია, რომ ფეხი მუდმივად უნდა ამოწიოთ წყლიდან.

ასევე სასარგებლოა დილა-საღამოს ცვარიან ბალახზე გასეირნება. რაც დაგეხმარებათ უძილობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას...

მოკლედ გამოიყენეთ დრო თქვენ სასარგებლოდ პლაჟზე, როცა გვერდით უნიკალური ბუნებრივი ტრენაჟორი გაქვთ.

* * *







სიმართლე პიტნის ჩაის შესახებ

პიტნის ჩაის ძველ რომში განწყობის ასამაღლებლად და გასაუმჯობესებლად იყენებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე, ხოლო რუსეთში იყენებდნენ მადის გასაუმჯობესებლად და ასევე ამატებდნენ შესასუნთქ თამბაქოში. პიტნის მთავარ სამკურნალო კომპონენტს წარმოადგენს მენთოლი, რომელსაც შეიცავს ამ მცენარის ეთერზეთი. პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებების, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას.

ცნობილია, რომ ბევრ მამაკაცს არ უყვარს პიტნის ჩაი, რადგან იგი ერთგვარ "მოდუნებას" იწვევს. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვანაირად იღებს, მაგრამ რეაქცია პიტნის ჩაიზე ყველა მამაკაცისათვის ერთმნიშვნელოვანია. ქალის ორგანიზმი ამ მცენარის ჩაის ცოტა თავისებურად ითვისებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ჯერ კი მამაკაცებზე ვისაუბროთ:

ერთის მხრივ პიტნის ჩაი ძალიან სასარგებლო საშუალებაა: ხსნის გაღიზიანებას, ნევროზულობას, აუმჯობესებს ძილს. მეოეს მხრივ – აქვეითებს აღგზნებულობას, მათ შორის სექსუალურს. თანაც ეფექტი ხანგრძლივი მიღებისაგან გროვდება, და ერთ მშვენიერ დღეს მამაკაცი, რომელიც მუდმივად იყენებს პიტნის ჩაის, აღმოაჩენს, რომ "საერთოდ აღარ უნდა". უბრალოდ აღარ უნდა და მორჩა.

რა თქმა უნდა ეს უკიდურესი შემთხვევაა, და "დამუხრუჭება" მაშინვე გაივლის, როგორც კი ჩაის სმას თავს დაანებებს. თანაც რეაქცია მასზე ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ასე რომ, პრინციპში, არაფერი საშიში ამ ჩაის სმაში არ არის. მით უმეტეს, რომ ერთჯერადი მიღება "მშიერ" მამაკაცს ვერაფრით დააწყნარებს.

ასევე ცნობილია, რომ საშინაო პროდუქტების სიაში, რომელთაც პირობითად შეიძლება "ანტი–სექსი" დავარქვათ, შედიან სხვა "პრეპარატებიც". ეს არის თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც აქვეითებს წნევას, ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას, ასევე ვიტამინ А–თი მდიდარი პროდუქტები, მაგალითად – ნაღების კარაქი.

საინტერესოა, რომ იგივე დამამშვიდებელი საშუალებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება იქცნენ სექსუალური აქტივობის "უშუალო აღმგზნებებად". ეს ეფექტი იმ შემთხვევაში ვლინდება, როცა მამაკაცის თავი (უფრო ზუსტად თავის ტვინის ქერქი) დაკავებულია უამრავი პრობლემით და შემაშფოთებელი აზრებით.

ასე რომ, ამ ეფექტში არავითარი პარადოქსი არ არის, მთავარია "დაიცვათ" დოზები და არ ელოდოთ, ვიდრე ქერქთან ერთად სხვა დანარჩენიც არ "დამშვიდდება", თუ რა თქმა უნდა ეს არ შედიოდა თქვენს მიზნებში. როგორც ცნობილია, ალკოჰოლიც, ისევე, როგორც სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა საშუალებები, იწვევს ქერქის "დამამუხრუჭებელ" ზემოქმედებას. ნაწილობრივ ამით აიხსნება მისი თითქოსდა სექსუალური ლტოლვის გადაჭარბებული შესაძლებლობა. ადამიანი უბრალოდ "ნაკლებად იწყებს ფიქრს". ამასთან, ალკოჰოლი ჩაისაგან განსხვავებით მხოლოდ დიდი დოზებით იწვევს ორგანიზმის "დაწყნარებას". და მაინც, მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან "გვერდითი მოვლენის" სახით იგი იწვევს ორგანიზმის ნერვული დაბოლოებების შესამჩნევ დაჩლუნგებას, რაც ერთგვარი "მსუბუქი ანესთეზიაა".

რაც შეეხება ქალებს. მეცნიერებმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ პიტნის ჩაი ხელს უშლის ქალის სხეულზე არატრადიციულ ადგილებში თმის ზრდას. მეცნიერები დღემდე კამათობენ მზგავსი ზემოქმედების მექანიზმზე, თუ რატომ ახდენს "შემაჩერებელ ეფექტს" ქალის თმის საფარზე პიტნის ჩაი.

თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ შედეგია!

და ბოლოს, პიტნის ჩაი ძლიერი საშუალებაა ცუდი სუნთქვის, დიარეის, გაჭედილი ცხვირის, კუნთებისა და ნაწლავების ტკივილების დროს. ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უძილობას, თავის ტკივილებს, აქტიურად აქვეითებს ტემპერატურას, ადუნებს, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. ამ საოცარი ჩაის მიღება დღის ნებისმიერ დროს შეიძლება: დილით გაგამხნევებთ, შუადღეს – დაგეხმარებათ სხვადასხვა ტკივილების მოსახსნელად, საღამოს – მოგადუნებთ ნებისმიერ მასაჟისტზე უკეთესად. ასე რომ, მიირთვით პიტნის ჩაი და დაივიწყეთ პრობლემები.

* * *



ყავის საიდუმლო: მივირთვათ თუ არა ყავა?

ყავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.

ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.

ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებუ

Posted by: EXTRAORDINARY 4 Dec 2008, 23:31
რით არის სასარგებლო ბადრიჯანი


გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბადრიჯანი სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად (58%–მდე) ამცირებს. ამიტომ მედიკოსებისა და დიეტოლოგების მიერ ის რეკომენდებულია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

ბადრიჯანი სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ–სისხძარღვთა დაავაებები, ღვიძლი, ასევე პოდაგრა აწუხებს. ექიმები ორსულ ქალებს რაციონში ამ ბოსტნეულის ჩართვას ურჩევენ.
ბადრიჯანი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც გაციებისა და ინფექციისაგან გვიცავს. მასში ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობითაა B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ნერვულ სისტემას ამარაგებს. გარდა ამისა, ნივთიერება, რომელსაც ბადრიჯანი შეიცავს, კანის ქსოვილებს აღადგენს და ჭრილობის შეხორცებას ეხმარება. ეს ბოსტნეული მდიდარია მანგანუმით, რკინითა და თუთიით. ამიტომ რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს.

ბადრიჯანი სარგებლობის მომტანია მათთვის, ვინც თამბაქოსგან განდგომას აპირებს. საქმე ისაა, რომ ის საკმაოდ ბევრ PP ვიტამინს და ნიკოტინის მჟავას შეიცავს.

ეს ბოსტნეული საუკეთესო საკვებია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონისაგან გათავისუფლება სურს. 100 გრამი ეს ძვირფასი ბოსტნეული სულ 28 კკალორიას შეიცავს. ამავე დროს, ის მდიდარია უჯრედისებით, რომელსაც ორგანიზმიდან შლაკები და ჭარბი წყალი გაოაქვს, მაგრამ გახსოვდეთ: ბადრიჯანი ცხიმს ადვილად იწოვს და, საბოლოო ჯამში შეიძლება ზედმეტად ცხიმიან პროდუქტად იქცეს. ის ცოტა ცხიმს შეიწოვს, თუ წრეებად დაჭრით და 10 წუთი ცივ წყალში გააჩერებთ.
დაბოლოს, ბადრიჯანი ქორფა შეიძინეთ. საქმე ისაა, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს სოლანინს – ნივთიერებას, რომელიც მას მომწარო გემოს აძლევს. გადამწიფებულ პროდუქტში ეს ნივთიერება ჭარბადაა. სოლანინის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება საყლაპავი მილი და კუჭი გააღიზიანოს. თუ არჩევანში მაინც შეცდით, ყოველი შემთხვევისთვის , ბადრიჯანი დაჭერით და 3%–იან მარილწყალში ჩაყარეთ. ამგვარად სოლანინის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვა.


გისურვებთ ჯანმრთელობას.
* * *



http://www.radikal.ru


ყოველ დილას, უზმოზე ვაშლი მიირთვით


ბევრ ადამიანს სახეზე პატარ–პატარა გამონაყარი უჩნდება, რომელსაც არანაირი მალამო და წამალი არ შველის რატომ ჩნდება ის?
ყვლა ადამიანს კანქვეშ მიკროპარაზიტები ჰყავს, მათ შორის ტკიპიც. ის გამრავლების პერიოდში კანის ძლიერ ქავილ იწვევს. პარაზიტი სიდიდით ერთი მილიმეტრის მესამედია და მუწუკებში ბინადრობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი ადამიანის სახეზე სწორედ ამ პარაზიტის ბრალია.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ ამ სახის ტკიპების გამრავლებას სხვადასხვა დაავადება უწყობს ხელს. მაგალითად: ასეთებია წყლული, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, შეკრულობა და სხვა.
ამ დაავადებისაგან თავის დასაცავად კი შეგახსენებთ ბს:
1. დილაობით აუცილებლად ისაუზმეთ. ეს დაგიცავთ გასტრიტის გამომწვევი ტკიპისაგან. თავი აარიდეთ ცხიმიანი და შებოლილი საკვების მიღებას.
2. ყოველ დილას მიირთვით ერთი ცალი ვაშლი ან ერთი ჭიქა მაწონი. ეს დაგიცავთ კუჭის შეკრულობისაგან. ორგანიზმში კი გაჩნდება ტკიპის საწინააღმდეგო სასარგებლო ბაქტერიები.

Posted by: Tornike Alashvili 5 Dec 2008, 03:43
EXTRAORDINARY
ბადრიჯანი ნიტრატებსაც ბევრს შეიცავს
მათ სამკურმალო თვისებებზე ვერ გვიამბობთ?

(ვმასხრობ –ყველაზე მეტ ნიტრატებს ჩვენ საზამთრო და კართოფილიდან ვიძენთ,ბადრიჯანი კი გულით ავადმყოფებისთვის მართლა კარგია –http://kulinarnayakniga.ru/produce/vegetables/2006/08/30/stat11_81.html)

Posted by: EXTRAORDINARY 5 Dec 2008, 10:08
Tornike Alashvili
მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: EXTRAORDINARY 10 Dec 2008, 18:02
მედიცინის უძველესი საიდუმლოები – ქალებისთვის

შორეულ საუკუნეებში ადამიანს იმდენი ხელსაწყო, ათასგვარი ტექნოლოგია და მედიკამენტი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ბუნებასთან სიახლოვით მიღებული ცოდნა: დაავადებებსა და გართულებებს მცენარეებითა და ძვირფასი ქვებით მკურნალობდა. ზოგი ნაყენი და ქვა მხოლოდ ქალისთვის იყო და მამკაცს მათი შეხებაც კი ეკრძალებოდა, ძალა არ დაკარგოსო. მაშ ასე, რა იცოდნენ ძველებმა ისეთი, რაც ჩვენთვის უცხოა და შორეული:

აქატი – თუ ქალს სურს, საფრთხეს თავი დააღწიოს, უშიშარი იყოს და სულგრძელი თეთრძარღვიანი შავი აქატი უნდა ატაროს. მუდმივად მომღიმარი, მხიარული, ბედნიერი და ყველასთვის სასურველი სტუმარი იქნება. აქათი ქალის უბიწოების დამცველადაც იტვლებოდა.

კომში – მისი ნაყოფის წვენი საშვილოსნოს დაავადებებს შველის, წყვეტს მენსტრუაციას, ორსულს ნაყოფის სენარჩუნებაში ეხმარება. თესლი შარდის ბუშტის დაავადებებს შველის, შარდვის დროს წვის შეგრძნებას ამცირებს. კომშის ტკბილი ჯიშები მატებს მხნეობას, აუმჯობესებს განწყობას, აყუჩებს ტკივილს, აქრობს ცუდ სუნს პირის ღრუში.

ალმასი – თუ მშობიარე ქალი ხელზე ალმასს მიიმაგრებს, მშობირობის პროცესი ნაკლები ტკივილით ჩაივლის. ქალი, რომელიც ალმასს ატარებს, გარშემომყოფთა კეთილგანწყობით სარგებლობს. მის აზრს პატივს სცემენ. კუჭის დაავადებები არ შეაწუხებს და ღრმა სიბერემდე ნათელი გონება ექნება. თუ ალმასს ბალიშის ქვეშ დაიდებთ, კოშმარები არ დაგესიზმრებათ. მოწამვლის დროს შხამს ორგანიზმიდან გამოდევნის.

ალთე – ნაყენი კარგია ქალური დაავადებების სამკურნალოდ, ხსნის დაღლილობას, კურნავს ჩირქოვან დაავადებებს.

ანისული – თესლის ნაყენი შველის მენსტრუაციის შეკავებას, აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას (ქალები ანისულის ზეთს საკვებში იყენებდნენ), შარდის გამოყოფას.

ბანანი – მიიჩნევდნენ, რომ მწიფე ბანანი აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას და მეძუძურ დედებს რძეს მატებს.

რეჰანი – იმისთვის, რომ არ დაფეხმძიმებულიყვნენ, რეჰანის გამოწურულ წვენს სვამდნენ. რეჰანისა და ვარდის ზეთის ნარევის ტამპონებს სასქესო გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.

გველის სურო – ქალებს ეშმაკისა და ბოროტის სულებისგან დამცველად ითვლებოდა, ამსთვის ბალახს ავგაროზივით ატარებდნენ. გველის სუროს წვენს ურევდნენ ახალ რძეს და ვარდის ზეთს და ვაგინალური დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.

თეთრთავა – ექიმბაშები ქალებს თეტრთავას მძივის ტარებას ურჩევდნენ იმისთვის, რომ სარძევე ჯირკვლების დაავადებებისგან დაეცვა.

ფირუზი – მომაკვდავი ადამიანის ხელზე ფირუზი ფერმკრთალდება და ღიავდება. ითვლებოდა, რომ ფირუზი არიგებდა ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს. როცა იმ ადამიანის გრძნობა, რომელმაც ფირუზის სამკაული გაჩუქათ, ნელდება, ძვირფასი ქვაც იცრიცება. აუმჯობესებს მხედველობას. თვალს დაავადებისგან იცავს. თუ დაფქვავთ და წყალთან ერთად დალევთ, ღვიძლიდან ტოქსინებს გამოიტანს. ვინც ფირუზს თითზე ატარებს, გარშემომყოფების კეთილგანწყობით სარგებლობს.
* * *



მარგებელი მწვანე დელიკატესი - კივი



კივის ისტორია სამხ. ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ჩინეთის მეფეებისთვისაც დელიკატესი იყო, აფასებდნენ, როგორც უცხო ხილს, საპატიო სტუმრებსაც მიართმევდნენ ხოლმე. 1847 წელს ბრიტანელებმა თესლი სამშობლოში ჩამოიტანეს, მაგრამ კივის სიცივის ეშინია და ბრიტანეთში ვერ გაიხარა. 1904 წელს ამერიკელებმა წამოიღეს. დღეს კივი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ.

კივის ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი კი იანგტაო ანუ ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა. დღეს კი ყველას უყვარს და ხელმისაწვდომიცაა.


რა სიმდიდრეს ფლობს კივი

ამ პატარა ხილს სეუზლია ჩ ვიტამინზე 24-საათიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. იმდენივე ჩ ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ორი ფორთოხალი და იმდენივე უჯრედისს, რამდენსაც ნახევარი გრიფრუტი; ბანანზე მეტ კალიუმს, ვიტამინ E-ს და მაგნიუმს. იმდენად ბევრ კალიუმს შეიცავს, რომ მაღალი წნევის დროს შეუცვლელია. გაციების პირველი ნიშნების გაჩენისას ორი ცალი კივი გრიპისგან თავდასაცავად სრულიად საკმარისია.

ყუათიანი სადილის შემდეგ რამდენიმე ცალი კივი კუჭის სიმძიმის გრძნობასაც ხსნის და გულძმარვასაც. კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკსაც ამცირებს. ალერგიას არ იწვევს. დიდი რაოდენობით სეროტონინსაც შეიცავს და ორგანიძმს სტრესებისგან იცავს. მისგან ღვინოსაც ამზადებენ, მაცივარში ინახავენ და ზამთარში სტენოკარდიის შეტევას იხსნიან.

კივის ბევრი ენაზიმი აქვს, რომელიც ცხიმების წვას აჩქარებს და ამიტომ წონაში დაკლების მსურველებს დილა-საღამოს ერთ კივის ურჩევენ ხოლმე. ეს ხილი მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებებს და მინიმალური რაოდენობის ცხიმს შეიცავს.

რას ამზადებენ კივისგან

კივის არომატი ბევრ კერძს პიკანტურს ხდის. ცალკეც გემრიელია და სხვა ხილს, სალათებსა და ნამცხვრბსაც აგემრიელებს. ხორციან კერძებს ხომ მისი საწებელა უგემრიელესს ხდის. კივის ხეხავენ, ნიგოზს , მარილს,მ, კამასა და სხვა მწვანილს უმატებენ და ხორცთან ერთად მიირთმევენ. ასევე ძალიან გემრიელია გამომცხვარი ვაშლი კივისა და ნიგვზის შიგთავსით. ერთადერთი, რისი მომზადებაც კივისგან არ შეიძლება, ჟელე და მარმელადია. კივის წვნიანი ნაწილით ჟელე რომ მორთოთ, იგი ამ მცენარის ფერმენტების ზემოქმედებით დაიშლება.

კივი კარგად ინახება და ამიტომ წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. დროთა განმავლონბაშოი უფრო გემრიელი ხდება. მწიფე ხილი რბილი და უნაოჭო უნდა იყოს. დასამწიფებლად ქაღალდის პაკეტში ინახავენ. ეს პროცესი უფრო დაჩქარდება, თუ ამავე პაკეტში ბანანსაც და ვაშლსაც მოვათავსებთ. ოთახის ტემპერატურაზე 3-5 დღე ინახება. მაცივარში კი - 7 დღე. თუ უფრო დიდხანს შენახვას აპირებთ, მაცივარში პოლიეთილენის პარკში ორი კვირაც არ გამოშრება.

http://www.radikal.ru

Posted by: mtvareuli 10 Dec 2008, 18:16
რა ჭირს ამ გვერდს? spy.gif

Posted by: EXTRAORDINARY 10 Dec 2008, 18:23
mtvareuli
უი შენთანაც ესეა? მეთქი რამეს დამეჭირათქოsad.gif(((

Posted by: tekla 22 Dec 2008, 12:45
კარგი თემაა.
ასკილზე არ გაქვთ ინფორმაცია?

Posted by: EXTRAORDINARY 22 Dec 2008, 16:25
tekla
თუ ვიპოვე დავდებsmile.gif)

Posted by: EXTRAORDINARY 12 Jan 2009, 22:07
ნიახური და ტყის მარწყვი ორგანიზმის გამწმენდი საშუალებები

ხალხური მედიცინა ორგანიზმის წიდისგან გაწმენდის არაერთ საშუალებას ფლობს. ამჯერად თქვენს ყურადღებას ზეთის დაგუბების პროცედურაზე, ნიახურისა და ტყის მარწყვის სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებზე შევაჩერებთ.

ნიახური


ნიახური მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით - კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, თუთიით, რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით, C ვიტამინით, შეიცავს აგრეთვე B, PP და E ჯგუფის ვიტამინებს, პურინებს, ეთერზეთებსა და პროვიტამინ A-ს. ჩინურ მედიცინაში ნიახური ოდითგანვე ცნობილია როგორც წნევის დამწევი საშუალება. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ნიახური არტერიული წნევის მარეგულირებელ ნივთიერებებს შეიცავს.
ნიახურის ფესვის, ღეროსა და ფოთლების ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში დაგროვილი აირების გამოდევნას, განამტკიცებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას. აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადვილად ახორცებს ჭრილობებს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აძლიერებს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს.
ნიახურის ნაყენი ძველთაგანვე გამოიყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად ჭინჭრის ციების, ლიქენისა და კანის სხვა დაავადებების დროს, მცენარის თესლის ნაყენი კი თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა, რეკომენდებულია აგრეთვე პოდაგრისა და რევმატიზმის დროს.
ფოთლებისა და ფესვების ნაყენით ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების დამუშავება (მობანა) მათ სწრაფად მოშუშება-შეხორცებას უწყობს ხელს. ამავე მიზნით ჭრილობასა თუ წყლულზე შეიძლება ნიახურის ახალმოკრეფილი და დაჩეჩქვილი ფოთლების დაფენა ან ნიახურის შეცველი მალამოს წასმა (მცენარის დაქუცმაცებულ-დაჩეჩქვილი ფოთლები ერევა მზესუმზირას ზეთს).



რამდენიმე საჭირო რეცეპტი

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და გაცივებული წყალი, 2 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე თითო სადილის კოვზი.
აიღეთ ორი სადილის კოვზი ნიახურის ფესვი ან ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 4 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად.


ტყის მარწყვი


ტყის მარწყვი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, სალიცილისა და ფოსფორის მჟავებს, A, B და C ვიტამინებს, აგრეთვე - მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, კაროტინსა და რკინას. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ჩ ვიტამინით, ფლავონოიდებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ალკალოიდებით. მცენარის ყველა ორგანოში მოიპოვება რუტინი.
მცენარის ნაყოფს აქვს შარდმდენი და შემომგარსველი მოქმედება. ააქტიურებს სისხლის წარმოქმნის პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, გამოირჩევა ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამიტომაც ტყის მარწყვი როგორც სამკურნალო საშუალება რეკომენდებულია ჰიპერტონიით, შაქრიანი დიაბეტით, ანემიით, ათეროსკლეროზით, გასტრიტითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის. გარეგანი ფორმით იყენებენ ეგზემის დროს.
ტყის მარწყვს ჭიების გამოდევნის განსაკუთრებული თვისება აქვს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. მცენარის ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვათა ამპლიტუდას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას, სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.
არსებობს ვერსია, რომ გამოჩენილი ბოტანიკოსი კარლ ლინეი მრავალწლიანი მტანჯველი პოდაგრისაგან სწორედ მარწყვის ნაყოფმა იხსნა.



ზეთის დაგუბების პროცედურა

ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა აღსადგენად და დამცველობით მექანიზმთა მოსაძლიერებლად სასარგებლოა მზესუმზირას ზეთის პროცედურები: პირში 20-25 წუთით უნდა დაიგუბოთ 1-2 სადილის კოვზი ზეთი და პირის ღრუში ისე ატრიალოთ, თითქოს ივლებდეთ ან კანფეტს წუწნიდეთ. ამ არცთუ ისე სასიამოვნო პროცედურის დროს, გირჩევთ, სასიამოვნო მოგონებებში ჩაიძიროთ, თქვენი ცხოვრების მშვენიერ წუთებზე იფიქროთ, ასე დრო უფრო მალე გავა და პროცედურაც უსიამოვნოდ აღარ მოგეჩვენებათ. პირში დაგუბებული ზეთი თავდაპირველად სქელდება, შემდეგ კი თხევადდება, წყალწყალა ხდება. პირველ ხანებში შეგიძლიათ პროცედურას 12-15 წუთი დაუთმოთ, მერე კი დრო გაახანგრძლივოთ. საკმაო დრო რომ გავა, ზეთი უნდა გადააფურთხოთ და პირში თბილი წყალი გამოივლოთ. უმჯობესია, პროცედურა დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ ჩაიტაროთ. სასურველი შედეგის დასაჩქარებლად ზეთი შეგიძლიათ დღეში რამდენიმეჯერაც კი დაიგუბოთ. ამ პროცედურას ორგანიზმიდან წიდა - მავნე ნივთიერებები და ნივთიერებათა ცვლის არასასურველი პროდუქტები - გამოაქვს.

Posted by: EXTRAORDINARY 27 Feb 2009, 17:45
http://www.radikal.ru


Both are low-sugar fruits and help to make skin firm and taut. It’s important to avoid high-sugar foods, including high-sugar fruits like pineapple and banana. “[Foods with a lot of sugar] cause your blood sugar to rise, which makes insulin come into your system and sets off a chain of hormonal reactions.”



Those hormonal reactions can make your body retain water and increase inflammation, both of which contribute to puffiness and tired-looking skin.



http://www.radikal.ru



All contain omega-3 fatty acids, compounds that help reduce inflammation in the body. That reduction in inflammation helps combat problems like puffy eyes, pronounced fine lines, and sagging skin. Be sure to buy wild, not farmed salmon, to get the best fatty acids. Grind your flaxseeds before sprinkling them on yogurt or cereal for the most benefit.



http://www.radikal.ru


It’s true that gulping down loads of water will help your skin look its prettiest.

“Water helps your skin by getting by-products out of your body.”



By drinking lots of water, you’re helping your kidneys function better, which in turn helps skin avoid a sallow, tired look.


http://www.radikal.ru


Both are chock-full of biotin, a nutrient known for making hair and nails strong and resilient

Posted by: EXTRAORDINARY 20 Mar 2009, 15:39
17 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

http://www.gurmania.ru/s.php/1831.htm

Posted by: karaoke 20 Mar 2009, 16:36

mtvareuli

QUOTE
ორი კითხვა მაქვს

არა, სამი

1- საიდან აკოპირებ ამ ყველაFერს? წყარო უნდა მიუთითო, ისე არ შეიძლება

2- შენ თვითონ კითხულობ ხოლმე?

3- შენ და MAKKA ერთიდაიგივე ხართ?


მეოთხე კითხვა
QUOTE
4მედიკამენტები არათუ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე , არამედ გადაეცემიან გენეტიკურ კოდს, ამერიკასა და იაპონიაში ანტიბიოტიკები მიჩნეულნი არიან ძირითად კომპონენტებად ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნაში.

ამერიკაში და იაპონიაში რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რამდენმა იცის მათგან რას ნიშნავს თავისუფალი რადიკალი,
ვინ ფიქრობენ ესეიგი ამერიკელები ზოგადად თუ ამერიკელი ექსპერტები?
აქამდე ვიცოდი რო ექსპერტები ექსპერტებია საიდანაც არ უნდა იყვნენ,

Posted by: EXTRAORDINARY 20 Mar 2009, 16:48
karaoke
წყაროები მითითებული მაქვს ხოლმე საყვარელო. მე თვითონ ჯერ ვაკოპირებ და მერე ვკითხულობ უფრო სწორედ ვაპრინტერებ . და ისე ვკითხულობ. რამდენმა ამერიკელმა იცის რა არის თავისუფალი რადიკალი ან იაპონელმა ეს საიდან უნდა ვიცოდეsmile.gif)))) მთავარია რომ ექსპერტებმა იციან და ისინი ატარებენ ამ კვლევებს ჩემი გამოგონილი რომ არაა ეს ნამდვილად ვიცი biggrin.gif ამერიკას და იაპონიას თავი რომ დავანებოთ ქართველებმა არა მგონია ბევრმა იცოდეს.

QUOTE
აქამდე ვიცოდი რო ექსპერტები ექსპერტებია საიდანაც არ უნდა იყვნენ,

ხოო ექსპერტი ექსპერტია ისნია მარა ქართველებმა რომ გამოიკვლიონ ან რამეზე ჩაატარონ ცდა ხომ იტყვიან ქართველმა ექპერტებმა ჩაატარეს გამოკვლევაო ერს რა მნიშვნელობა აქვს რა მნიშვნელობა აქვს ვერ გავიგე rolleyes.gif tongue.gif


Posted by: karaoke 21 Mar 2009, 03:10
QUOTE
წყაროები მითითებული მაქვს ხოლმე საყვარელო.

რუსულად დაწერილს არაფერს არ ვენდობი.
თუ რამე კვლევა ქვეყნდება ინგლისური ჟურნალებია სამედიცინო და თანამედროვე სიტყვა იქაა ხოლმე ნათქვამი.
რადიკალებს და მაგ ექსპერტულ დასკვნებს რაც დამტკიცებულია სამედიცინოზე ასწავლიან აქ ბევრი კითხულობს ჯერ გამოუკვლევ სტატიებს შეიძლება ზოგიერთმა თავის თავზე ცადოს კიდეც არიან ექიმბაშუკები მთელი პლეადა ამ ფორუმზე და საერთოსდ ასეთი ღრმა სამედიცინო ცოდნა შეიძლება
არასწორი შედეგის მომტანიც იყოს.

დღეს ინტერნეტ ტქნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ. ნებისმიერს შეუძლია ატვირთოს სერვერზე ჯუმლა და წეროს რაც უნდა . წყარო აუცილებლად უნდა იყოს სარწმუნო. სხვა ფორუმიდან თუ ბლოგიდან გადმოკოპირებული არ იქნება მიღებული.
მოკლედ საფრთხილოა რა შენ რო გგონია კეთილ საქმეს ემსახურები შეიძლება ეს ასე სულაც არ იყოს.

Posted by: EXTRAORDINARY 21 Mar 2009, 16:37
karaoke
რუსულის გარდა ინგლისურადაცაა და ქართულადაც:)) მაგალითად რა არის ისეთი რომელმაც ესე დაგაეჭვა. ტავისუფალ რადიკალებს თუ გულისხმობ რუსეთი კი არა სიმსივნის კოალიცის თავმჯდომარის სემუელ ეფშტენზე დაყდნობით წერია ნობელის 2 გზი პრემიის ლაურიატია და ტოქსიკოლოგთა ხუთეულში შედის მ რომელიც იკვლევს სიმსივნის გამომწვევ ფაქტორებს და სტატისტიკაც გამოაქვეყნა თუ ამაზე მეუბნები რუსული წყაროდან არაა. თუმცა ნებისმიერ ენაზე იგივეს ამბობს ეს კაციsmile.gifდა ის რომ წყალი სასარგებლოა და კიდევ ხილი და არის პრიდუქტები რომელლებიც ანეიტრალებენ ასე თუ ისე მათ ზემოქმედებას და ასე შემდეგ რაც მიწერია არა მგონია საშიში იყოს ამის ცოდნა , ღრმა სამედიცინო ცოდნა კი არა უბრალოდ ისეთი რაღაცეებია რომელიც არ გვაწყენდა რომ ვიცოდეთ. რამდენად გავითვალისწინებთ ეგ სხვა საკითხია. მე შეილება წავიკითხო მარა ვიცოდე რომ ალერგია მაქვს ამა პროდუქტზე და არ გამოვიყენო, და როცა სერიოზულ საკითხს ეხება თემა შეილება წავიკითხო მაგრამ მერე დავაზუსტებ იმაზე ყველანაირ ონფორმაციას. საფრთხილოა მარა დავერაი ნო პრავერაი მე ამ პრინციპით ვცხოვრობ და არა მგონია როც ასაქმე ჯანმრთელობას ეხება რაიმ,ე სერიოზულ პრობლემას ფორუმიდან წაკითხულს დასჯერდე. რასაც ვწერ აქ უბრალოდ სასარგებლოა ვიცოდეთ -ის ვარიანტია .

Posted by: macaco-fast65 22 Mar 2009, 13:45
EXTRAORDINARY
ძალიან კარგად გაქვს ყველაფერი ჩამოყალიბებული.ყველაფერი ძალიან საინტერესოა.

Posted by: EXTRAORDINARY 22 Mar 2009, 13:49
macaco-fast65
wink.gif მადლობა საყვარელო.

Posted by: bassbomber 22 Mar 2009, 15:07
ძალიან მომეწონა თქვენი დადებული სტატიები. დიდი სიამოვნებით გავეცანი.

Posted by: EXTRAORDINARY 22 Mar 2009, 15:44
bassbomber
up.gif გაიხარე

Posted by: EXTRAORDINARY 21 Jul 2009, 15:07
რას უნდა ველოდოთ Е ვიტამინისგან?

Е ვიტამინი ნელსაცხებლებისა და ლოსიონების შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპონენტია. ბევრი კოსმეტიკური პროდუქტი საერთოდ ვერ აღწევს ღრმა ფენებში, არ აწვდის უჯრედებს საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინი Е კი წარმატებულად მოქმედებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტების გამოყენებისას, შესაძლებელია თავისუფალი რადიკალების ზეგავლენის მინიმალიზება და აღკვეთაც კი. ეს ხსნის, რატომაა Е ვიტამინი მზისგან დამცავი საშუალებების № 1 კომპონენტი.

მეცნიერების კვლევა-ძიებამ გამოავლინა, რომ Е ვიტამინის მზისგანდამცავი თვისება ულტრაიისფერის დასხივების საწინააღმდეგო საგანგებო საშუალების გამოყენებიდან 2-3 დღის განმავლობაში კიდევ მუშაობდა. მოხალისეები 2 ჯგუფად დაყვეს. პირველი იყენებდა ნელსაცხებელს Е ვიტამინით და ამ ადამაინების კანს მზეზე დიდხანს ყოფნის ბევრად ნაკლები ნიშანი ჰქონდათ (სიწითლე, დამწვრობა). მეორე ჯგუფს შესთავაზეს ლოსიონი Е ვიტამინის გარეშე, თანაც არც ერთმა მოხალისემ ამის თაობაზე არ იცოდა. მეორე ჯგუფის შედეგი ასეთი იყო:ანთება, კანის სიწითლე, რაც სისხლის მოზღვავებასა და უჯრედების დაზიანებაზე მიუთითებდა.

დასკვნა, რომელიც ამ ექსპერიმენტის საფუძველზე გამოიტანეს, იმას გულისხმობდა, რომ Е ვიტამინი ეფექტურია კანის დაბერების ხილული ნიშნების აღსაკვეთათ.

თუმცა, თუკი Е სარგებლობა მზისგანდამცავ საშუალებებში ცხადია, ეჭვს ამ ნივთიერების შემცველი დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტი ბადებს. მაგალითად, E-ვიტამინიანი წამწამების ტუშის რეკლამა გვპირდება, რომ წამწამები უფრო სქელი, გრძელი, ძლიერი და ა.შ. გახდება. გახსოვდეთ, რომ Е ვიტამინი – ანტიოქსიდანტია და მის ამოცანებშია თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა. ხოლო სქელი წამწამებისთვის – ორმაგი მოქმედების (დასაგრძელებელი და გასასქელებელი) საგანგებო ტუში შეიძინეთ.

სხვა “დაპირებათაგან” ერთ-ერთი იუწყება, რომ Е ვიტამინი ნაწიბურების გაქრობას, ჭრილობების შეხორცებასა და სხვა პრობლემებს შველის. ამ მტკიცებას მეცნიერული საფუძველი არ აქვს. პირიქით, გამოკვლევაში, რომლის ციტირებასაც ვიკიპედია აკეთებს, ნათქვამია, რომ E ვიტამინის გამოყენების შემდეგ პაციენტებს, რომლებმაც ქირურგიული ჩარევა გადაიტანეს, ოპერაციისშემდგომი ნაწიბურების არც ზომა, არც ფორმა და არც ფერი არ შეცვლიათ. ავადმყოფების მესამედს ალერგიის, დერმატიტისა და გაღიზიანების სახით გართულება აღენიშნა, რაც თავისთავად ავნებს ნაწიბურის ფორმირებას.

სამაგიეროდ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტერილიზებული მანუკის თაფლი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებასა და წყლულს, ამცირებს ანთებას, მკურნალობს კუჭს და ღრძილების დაავადებას. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანული სახელწიფო ჯანდაცვის სამსახური პაციენტებს სწორედ ამ თაფლის საფენებს ურჩევს.

ზემოთქმულს ის უნდა დავუმატოთ, რომ Е ვიტამინი შესანიშნავ ანტიოქსიდანტად და ახალგაზრდობის ვიტამინად რჩება. ის მთელ რიგ პრობლემას ებრძვის: იცავს ღვიძლს, ამცირებს თამბაქოს მავნე ზემოქმედებას, ზრდის А ვიტამინის დონეს ორგანიზმში, იყენებენ გამონაყრისა და ფსორიაზის მკურნალობაში. იმისთვის, რომ ნაადრევი დაბერება შევაჩეროთ და კანის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ რეკომენდებულია Е ვიტამინის 400 - 800 IU.

Posted by: papunaleo 18 Mar 2012, 16:52
გამარჯობათ სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ყურძნის წიპწის შესახებ ვერსად ვერ ვნახე ზალიან გთხოვთ დამეხმაროთ მაინტერესებს მისი ურყოფითი და დადებითი თვისებები

Posted by: ninoi 4 Jan 2014, 01:51
გამარჯობათ :! ხომ არ იცით სადმე იყიდება ტყის მარწყვი , (ფესვები , ფოთლები)??

Posted by: Solveig 4 Jan 2014, 01:59
ninoi

მწვანე აფთიაქში მოიკითხე.

თუ არადა, გაზაფხულამდე მოგიწევს დაცდა. მერე ტყეებშიც გამოჩნდება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)