კაროჩე ბევრი ნარბენით მაგრად იყო მანქანა გახურებული, დავდექით ეზოში მანქანაში და დრო გაგვყავდა, ციოდა და ფეჩი ჩავრთე, ოღონდ დაუქოქავზე ზაჟეგანია ბოლომდე გადავწიე და ისე, მაგრად ათბობდა დაქოქილზე როა ისეთი სითბო ქონდა და კაი ხანს მქონდა ასე, პახოდუ ბენზინს ვზოგავდი
ხოდა ამ დროს კაპოტიდან კვამლმა აუშვა, სასწრაფოდ გავთიშე ფეჩი და კაპოტი ავხადე, ყველაფერი გათიშული იყო მაგრამ მაინც ისმოდა მუშაობის ხმა რაღაცის...
რისი ხმა იყო ვითომ ან რას აუვიდა კვამლი ?
სადღაც სბც ბლოკიდან მოდიოდა მუშაობის ხმა
ვითომ ვერ გაუძლო აკუმულატორის დენზე ფეჩმა და ზედმეტად გახურდა ?
ისე ხო შეიძლება ეგრე რო დაქოქვის გარეშე ჩართო ფეჩი ?