ზდ-თ!
ალბათ უკვე საქმის კურსში ხართ, რომ გამოჩნდა ადგილი სადაც შევძლებთ შევუბეროთ ოფლაინ პოკერი.
დღეს 2ჯერ ვესაუბრე რუმის უფროსობას და ბოლოს პირადად დავესწარი სათამაშო პროცესს.
2 სიტყვით გეტყვით, რომ ძალზედ კომფორტული და კარგი გარემოა.
მოთამაშეთა ძირითადი კონტინგენტი შეადგენს 40+ გამოცდილ მოთამაშეებს, რომლებიც იკრიბებიან გასართობად და სპორტული ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
ძირითადად თამაშობენ ქეშს – NL 1K. შიგადაშიგ ომაჰა და ჩინური.
სტეკები 50–100bb.
ატმოსფერო არის ძალზედ მეგობრული და პოზიტიური.
ყველანი ერთმანეთის ნაცნობები არიან, მაგრამ როგორც დაწესებულების უფროსმა მითხრა, არანაირი თიმფლეი, ყველა თამაშობს ერთმანეთში ჩვეულებრივად. (ეს ყველაფერი შემდგომ ჩემი თვალით ვიხილე და ვადასტურებ.)
სასიამოვნო მოსასმენი იყო მათგან ის ფაქტი, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ემიჯნებიან ქართულ–"გურჯულ" სიტუაციას ოფლაინ პოკერში. (ამასთან დაკავშირებით ისედაც კარგად იცით ყველაფერი.)
ამ მიზეზით რუმში არ დაიშვება არც ერთი ის მოთამაშე, რომელიც შემჩნეულია "იმნაირობაში".
როგორც რუმის მფლობელმა მითხრა, მსგავს "შავ სიაში" მათი უახლოესი მეგობრებიც არიან და მათთვისაც კი დახურულია კარი.
დავაკვირდი რა თამაშის პროცესს, მინდა გითხრათ, რომ ვისაც ბანკროლი ხელს გიწყობთ და უბერავთ NL100/200+ ძალზედ მიმზიდველი და საინტერესო უნდა იყოს იქ თამაში.
ახლა რაც შეეხება ფორუმის SNG ტურნირებს...
შეგვიძლია ამ დღეებში მოვაწყოთ. სტრუქტურაზე და ბაი–ინზე არ გაგვიჭირდება კონსესუსის მიღწევა.
პირველ ჯერზე გველოდებიან 9–10 ადამიანს.
დაახლოებით დღის 12–14 საათიდან.
ვინაიდან პირველი სხოდკა გაცნობით სახეს ატარებს, შევთანხმდით, რომ არენდის გადახდა არ მოგვიწევს. ანუ, შეკრული ბანკი მთლიანად გადანაწილდება საპრიზოზე, რომელსაც ჩვენვე გავანაწილებთ.
გადასახდელი იქნება მხოლოდ დილერის თიფი, რაც შეადგენს 40 ლარს.
თუ ტურნირი გაიწელა და საჭირო გახდა დამატებითი დილერი – 2x40.
მსურველებმა მომწერეთ პმ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
ვისაც არ გიცნობთ ახლოს პირადი ნომერიც.
ეს აუცილებელი წინაპირობაა.
მონაცემებს გადავაგზავნი მეილზე, ისინი თავიანთ მონაცემთა ბაზაში გადაამოწმებენ ინფორმაციას და დაბროს შემთხვევაში ადგილზე გადმოგეცემათ კლუბის ბარათი.
ეს პროცედურა ერთჯერადია.
ჰა რას იტყვით სმნ?
ხო, ყველაფერი ლეგალური და კანონის ფარგლებშია.
სურვილის შემთხვევაში ლიცენზიასაც აგიფრიალებენ, არაა პრობლემა :-)
This post has been edited by iraklious89 on 17 Nov 2016, 18:24
Poker is a lot like sex. Everyone thinks they are the best, but most don’t have a clue what they are doing.
ჩერეზ შეყვარებული ©