გამორთული კომპიუტერი რაღაც დროის გასვლის შემდეგ თავისით ირთვვება. არა 10 - 15 წუთში არამედ საათების გასვლის შემდეგ...
ძილის წინ ვთიშავ ვიღვიძებ ჩრთული მხვდება... სახლიდან გავდივარ ვთიშავ, ვბრუნდები ჩართული მხვდება... სპეციალურად ვთიშავ ვყარაულობ, არ ირთვება
ასეთი "ჯადოსნური" ჩართვის შემდეგ არ მემორჩილება კლავიატურა და მაუსი. ნებისმიერი მაუსის კლიკზე კონკრეტული შორთქათის გახსნის მაგივრად ინიშნება ჰორიზონტალურად უამრავი შორთქათი დესკტოპზე. მაუსის მარცხენა ღილაკი ასრულებს მარჯვენა ღილაკის ფუნქციებს. მარჯვენა ღილაკი ვაფშე რაღაცეებს მეკაიფება... რესტარტი არ შველის... კლავიატურითაც თითქმის შეუძლებელია ორიენტირება, ტაბის ღილაკი არაკორექტულად მუშაობს. "ისრებით მოძრაობის" დროს ასევე ყველაფერი ინიშება... ერთი ფოლდერის მაგივრად იხსნება მილიონი... მოკლედ ქაოსი და განუკითხაობა.
Malwarebytes და Dism++ ტანჯვა წამების შემდეგ ასე თუ ისე მემორჩილება ხოლმე კომპიუტერი შემდეგ გათიშვამდე... მაგრამ უტყუარი მტკიცებულება არ მაქვს რომ ეს პროგრამები რამეში მეხმარებიან... თითქმის საათიანი ტანჯვის შემდეგ რაღაც მომენტში სწორდება კომპი. ამ პროგრამების დამსახურება ხოლმე თუ სხვა რამის ვერ გეტყვით...
მოგიკრავთ თუ არა ყური მსგავსი პრობლემისათვის? ან ვინმემ შეიძლება მირჩიოს რამე რომ მოგვარდეს ეს პრობლემა ვინდოუსის გადაყენების გარეშე?
პს: არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია ამ ყველაფერის რატომღაც კრიპტოვალუტის მწოველების სუნი უდის...