dzvelo45 სმ. X 80 სმ. არის თითო ფურცელი. თუ ბევრს აიღებ დავაკლებინებ როგორც ფორუმელისთვის
ძალიან კარგი რამ არის ვიბროიზოლაცია. ამასწინად კაცმა იყიდა ლენდროვერისთვის (დიზელი) კაპოტზე ასაკრავად 3 ფურცელი. მანქანას ვეღარ ვცნობო ისე ჩუმად დადისო. ეარმოიდგინეთ რომ უბრალოთ კაპოტზე აკვრამ ასეთი რეზულტატი მისცა. და მას კაპოტის და სალონის გამყოფი პანელი რომ დაეფარა ვიბროიზოლაციით რა ეფექტს მიიღებდა!
აპირებს უკვე ისე
ფულს ვიშოვი თუ არა აუცილებლათ გავაკეთებინებო
thefirstშესაძლებელია გაკეთდეს ჰაიენდი მანქანაში ყველანაირი პროცესორის გარეშე თუმცა რომ გაიგებთ რის ფასად არამგონია მოგინდეთ ამის გაკეთება
მთავარი პრობლემა Car-Audio-ში არის მსმენელის არათანაბარი დაშორება დინამიკებიდან. ცხადია რომ მარცხენა დინამიკიდან წამოსული ხმა უფრო მალე მოვა მსმენელამდე ვიდრე მარჯვნიდან. ეს იწვევს სტერეოპანორამის და ინსტრუმენტების ჟღერადობის დაზიანებას.
პროცესორს შეაქვს კორექტირება დროში მარცხნიდან წამოსული ხმა მოდის იგივე დროს მსმენელამდე რაც მარჯვენა მხრიდან. გარდა ამისა არხულ გაძლიერების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ პროცესორით ყველა კონრეტულ დინამიკზე გააკეთოთ მისთვის საჭირო დროის დაგვიანება და ამით მიიღოდ ჟღერადობის იდეალური სურათი.
აღარ ჩამოვთლი ისეთ პლიუსებს როგორიც არის აქტიური კროსოვერები, ეკვალაიზერები თითოულ არხზე, და კიდევ ბევრი რამ რაც ძალიან აადვილებს ინსტალატორის სამუშაოს
პროცესორის გარეშე იგივეს მიღწევა, შეიძლება დინამიკების მიმართულების ცვლილებით, რომ ავიცილოთ ან პირიქით შევქნათ მდგარი ტალღის ფრონტი მანქანაში, რათა ამით მივაღწიოთ სხვა ტალღების სწორი დაგვიანებით მიღწევას მსმენელის ყურებამდე. შევადარებდი კონტროლირებად "ზანოსს"
"ჩაინიკის" ხელში ზანოსი იწვევს ავარიას, ხოლო მცოდნე ამას იყენებს როგორც მოსახვევის ეფექტურად გავლის საშუალებას. ასევეა უპროცესორო სისტემაში როცა მაგალითად მდგარ ტალღას სპეციალურად ქმნის ინსტალატორი სალონის კონკრეტული ნაწილში, რომ მსმენელთან მარცხენა დინამიკის მუსიკალური ტალღები იგივე დროს მივიდეს რაც მარჟვენა.
ჩემი გამოცდილებით ვიცი რომ ეს არის რამდენიმე თვეში გაწელილი პროცესი, როცა ყოველდღე ცვლი დინამიკების განლაგებას ან მიმართულებას, და მილიონ ვარიანტს გაივლი. საბოლოოთ შეიძლება მიიღო სულ სხვადასხვა მიმართულების მარჟვენა და მარცხენა დინამიკები რაც ზოგისთვის ძალიან დამძაბველია სალონში. (არასიმეტრიული განლაგება).
This post has been edited by EMMA GEORGIA on 23 Apr 2015, 10:14
მიმაგრებული სურათი