spichukaმე პირადად ეგვიპტეში წამსველი აღარ ვარ ცხოვრებაში.
ამდენი არეულობა შიგ ქვეყანაში. + გიჟი, გაუნათლებელი არაბები.
ვის როდის რა მოეპრიანება - არ იცი.
თან ისეთი საშინელი ვიდეო მაქვს ნანახი შარმში თუ ხურგადაში რო შეემთხვა ერთ რუს გოგოს.
უიმე.
შორს ჩემგან.
(ჩემი პირადი აზრია).
ისევ თურქებში ჯობია წასვლა.
დუბაის მაინც და მაინც ვერ გირჩევ ივნისში, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ზღვაც აუტანლად ცხელია (ზოგადად მე მიყვარს სიცხე, თბილი ზღვა, მაგრამ დუბაიში აგვისტოში ზღვაში რომ ჩავედი - 3 წუთში უკან ამოვედი - მოვიხარშე, ისე მეწვოდა კანი:ცხელი წყალი+მარილის მაღალი შემადგენლობა წყალში).
აბუ დაბი-ში იქნებ არ არის ცხელი წყალი?
არ მიცდია.
დუბაიდან ავტობუსით 1,5 საათის სავალზეა.
აბუ დაბიშიც ისეთივე სიტუაციია რაც დუბაიში.
+ტაქსი აბუ დაბიში უფრო იაფია ვიდრე დუბაიში.
+აბუ-დაბიშია Ferrari World თავისი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი roller coaster-ით.
https://en.wikipedia.org/wiki/Ferrari_WorldFerrari World-თან ახლოს არის ასევე დიდი აკვა პარკი
https://www.tripadvisor.com/Attraction_Revi..._Abu_Dhabi.htmlგაითვალისწინეთ, რამადანი მთავრდება სადღაც 24-25 ივნისს.
მანამდე დღისით შეზღუდვებია ცოტა.(1 თვის განმავლობაში)