ლოგიკური კითხვაა.
ყური მოვკარი,გაბრაზებული გუბაზი აქუს სტუდიაში ცეცხლს აფრქვევსო.
ინტერნეტში ვნახე მისი ორი გამოსვლა,გუშინ,შემთხვევით მოვკარი
თვალი და ინტერესის გამო ვნახე,ახლა რაღა უნდა თქვას,რაღა დარჩა სათქმელი-მეთქი.
კაშმარ!
გუბაზი ბობოქრობდა,ეს ის სიტყვა არ არის.უბრალოდ,
მაინტერესებს როდემდე გაგრძელდება მისი გაბრაზება და რამე დასასრული თუ
ექნება!
ძალიან არის გაცეცხლებული ქოცხელისუფლებაზე.სულ უწიგნურები,უვიცები,კრეტინები,
უუნაროები,საჭურისები,დედლები ეძახა,გეგონება,მე მოვიყვანე "ოცნება" ხელისუფლებაში
და მე ვიყავი ამ ხელისუფლების წევრი!
პაშინიანი ჩამოვიდა მთელი რიგი წინადადებებით და გაოგნებული წავიდაო,არავინ დაელაპარაკაო,
მხოლოდ შეხვდნენ და ხელი ჩამოართვესო,კაცი ახლაც გაოგნებულიაო.
მოუსმინეთ მაინც,სხვა რომ არაფერი,თქვენი არჩეული ხელისუფლების წევრი იყო.
არ გაინტერესებთ,რას მოთქვამს,რას გოდებს არსებული ხელისუფლების განდგომილი წევრი?