არა კაცო, რა მეტალად დარჩეს.
495 გიგაპასკალის ქვეშ და 5.5 კელვინზე მიიღეს მეტალური ფორმით.
495 მილიარდი პასკალი წარმოუდგენლად დიდი წნევაა.
ხოდა მოხსნი თუ არა წნევას, ან ამავე წნევაზე გაათბობ თუ არა, მეტალის ფაზიდან გამოვა.
ასე, რომ there is no free lunch როგორც მეცნიერები იტყვიან.
1935 წელს თეორიულად ივარაუდეს რომ უნდა იყოს მეტალურ ფორმაში მაღალი წნევის და დაბალი ტემპერატურის დროს.
და ჰა, მიიღეს
რაც შეეხება არიქა ავშენდით და ქალაქში ქსელს გავაბამთ და ელექტრობას გავიყვანთ დაუკარგავად, ეგ უკვე ძაან დაბალი დონის პოპულარიზმი და დაბოლებაა ხალხის.
495 გიგაპასკალის ქვეშ მყოფი კაბელი... წარმოუდგენლად დიდი ფანტაზიაა.
უსაშველოდ მცირე ზომის ნიმუშებზე აღწევენ ამხელა წნევებს და ალმასის სპეციალური უჯრდებით.
მაგალითად მე მაქსიმუმ 4 გიგაპასკალს ვიღებ, მაგრამ ჩემი ნიმუში ისეა მაგათ ნიმუშენთან, როგორც ბულდოზერი და ჭიანჭველა.
მაგ საქმეში ეს არ გამოდგება და სხვა საქმეში, რატომაც არა, მოენახება გამოყენება, ან ბოლობოლო კვლევა და ახალი თვისებების შესწავლა, რომელიც ძირითადად კოსმოსის უკეთ გაგებაში დაეხმარება ასტროფიზიკოსებს.
This post has been edited by asphurcela on 27 Jan 2017, 21:28