პილატუსის მთაზე ადი აუცილებლად.
მსოფლიოში ყველაზე დამრეცი (45% თუ 48%-იანი დახრილობის) კბილანური რკინიგზაა მთაზე ასასვლელი.
ძალიან მაგარი შეგრძნებაა ეს პატარა ვაგონები რომ მიხოხავს ამ მთაზე + არაჩვეულებრივი ხედი.
https://en.wikipedia.org/wiki/Rack_railwayhttps://en.wikipedia.org/wiki/Pilatus_(mountain)საკმაოდ ძვირია, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ახვიდე ადამიანი Jungfrau-ზე.
მატარებელი მიდის ინტერლაკენიდან, ასევე ლაუტერბრუნენიდან.
ლაუტერბრუნენი უფრო ახლოს არის.
ლაუტერბრუნენიდან მწვერვალამდე ასასვლელი მატარებლის ბილეთი ღირს (ეხლა ვნახე, მარტის) - 190 ფრნაკამდე(სადღაც 160 ევრო).
ეს ბილეთი ტუდა-აბრატნია, რამდენადაც ვიცი.
3500 მეტრია სიმაღლე და გაითვალისწინე წნევის ცვალებადობა.
ზოგს თავბრუსხვევები აქვს, ზოგს თავის ტკივილი და ა.შ.
მე კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ჩემი თანამგზავრი 20 წუთი ხელკავით დამყავდა რომ არ დავარდნილიყო, ნაბიჯი ერეოდა, წონასწორობას კარგავდა, თავბრუ ეხვეოდა
ბოლო რამოდენიმე კმ კლდიან გვირაბში გადის მატარებელი და საშინელი წნევაა მანდაც.
მეგონა თავი წნეხში მომიყვა. არ მტკიოდა, მაგრამ თავის ქალის ძვლებს ვგრძნობდი, თითქოს რაღაც შემომიჭირეს თავზე.
მათერჰორნიც კარგი იქნება, არ ვარ სამწუხაროდ ნამყოფი.
მომავლისთვის გადავდე.