ეხლა მივუბრუნდეთ შემდეგ გამოთქმებს "შექმნა" და "იყო"
როდესაც სამყაროს შემოქმედებაზეა საუბარი დასაწყისში, ვთქვით უკვე რომ მანდ გამოყენებულია გამოთქმა "შექმნა" ... და შექმნა ღმერთმა"... ასე შემდეგ და ასე შემდეგ ...
ხოლო სადაც საუბარია ღვთის ძეზე იქ გამოიყენა იოანე მახარებელმა გამოთქმა "იყო" ... თავდაპირველად იყო სიტყვა ... ის ვინც ამბობს რომ ქრისტე, ანუ ძე ღვთისა შექმნილია სწორედ აქ ცდებიან, თუკი ეს ასეა და მართლაც შექმნილია, რააა იოანემ არ იცოდა გამოთქმა "შექმნა" ? ვერ დაწერდა რომ შექმნა ღმერთმა სიტყვაო ? მაგრამ არ არის ასე და ამიტომც უწერია : - თავდაპირველად იყო სიტყვა !!!! ანუ მუდმივობაზეა აქცენტი გაკეთებული , და შემდგომი წინადადებებიც ამას ადასტურებს
... და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი !!!!
ყოველივე ის რაც მე აქ დავწერე რათქმაუნდა ჩემით ამას ვერასოდეს ვერ მივხვდებოდი, თუ არა ის ადამიანები რომლებზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი , იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლი ღვტისმწტყველი და ა.შ. ისინი წლები იყვნენ ლიცვასა და მარხვაში, წლები გაატარეს მარტვილობაში და წლები ისხდნენე და განმარტავდნენ თითოეულ ფრაზასა და აბზაცს წმიდა წერილისას, განა ასეთებს შეიძლება რომ არ ვენდოთ ? მათი ნაფიქრალი და ნაწერი ხომ ქართული მრავალხმოვანი სიმღერასავით შეხმატკბილებული ჰანგებივითაა ... წმიდა წერილს რამოდენიმე წმიდა მამამ გაუკეტა განმარტება, მათ შორისაა იოანე ოქროპირი, რომელიც არისტოკრატული ოჯახიდან იყო და მაღალფარდოვანი ენით საუბრობდა და წერდა , ერთხელ მრევლმა უთხრა : - მეუფევ, შენი ქადაგება გალობასავით ჩაგვესმისო, მაგრამ გლეხები ვართ და ჩვენებურად გლეხურად რომ გველაპარაკო უფრო უკეთ გავიგებთო
მერე ყოველთვის დაწედა-ხოლმე და მორჩილი ყავდა ერთი გლეხის ბიჭი და იმას წაუკითხავდა ხოლმე, და ეკითხებოდა გაიგე რაც წაგიკითხეო ?
საყვარელი კაცი იყო იოანე ოქროპირი , თუმცა მისი ნაწერის აღქმა ცოტა რთულია, მე გირჩევთ თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით წაიკითხოთ წმიდა წერილი, თეოფილაქრე უფრო უბრალო და გასაგები ენით გადმოსცემს და განმარტავს სახარებას, ისეთ სიბრძნეებს აღმოაჩენთ მის განმარტებებში ვერ მოეშვები სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავ , თეოფილაქტე ძალიან განათლებული კაცი იყო, მშვენივრად იცოდა თალმუდი, ნესტორიანელობა, არიოზის ერესი, საოცრად ამხილებს ყველა მათ მცდარ სწავლებებს ...
ბოდიშით ძალიან გამიგრძელდა წერა ....
* * *
ASIAენოქის წიგნის შესახებ ვიდეო დავდე წინა გვერდებზე და ჯერ ის ნახეთ და შემდეგ ერტად ვისაუბროთ ხვალ საღამოს
კითხვებიც გექნებათ ალბათ .... გალინა ცარევა საინტერესო რეჟისორია , იღებს მხოლოდ რელიგიური (მარტლმადიდებლური ხასიათის დოკუმენტურ მასალას)
This post has been edited by kvipriane on 12 Jan 2020, 23:27