forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (140) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მიუნხენის ბაიერნი, რეკორდმაისტერის ფანკლუბი
ROBERY
When the dreams come true


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14917
წევრი No.: 115081
რეგისტრ.: 5-May 10

  გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 11:33  #50817779      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
user posted image

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი
დაარსების თარიღი: 27 თებერვალი, 1900 წელი
სტადიონი: ალიანს არენა
ფერები: წითელი-თეთრი
მისამართი: ზაბენერ შტრასე 51, მიუნხენი 81547
ტელეფონი: (089) 699310
ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.fcb.de

ისტორია

ადრეული წლები (1900-1965)

მიუნხენში პირველი სპორტული კლუბი 1860 წელს დაარსდა. ის დღესაც არსებობს მიუნხენ 1860-ის სახელით თამაშობს მეორე ბუნდესლიგაში. ბაიერნის დაარსება ბერლინერ ფრანც იონისა და მისი მეგობრების სახელს უკავშირდება. პირველი თამაში ახალმა გუნდმა 1900 წლის 4 აპრილს გამართა MTV79-ის წინააღმდეგ და 7:1 იმარჯვა. მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ტეილორი იყო. კლუბში მაშინ ძირითადად სტუდენტები იყვნენ გაწევრიანებულები.
დებიური საერთაშორისო არენაზე წარუმატებელი გამოდგა - პრაღის დფკ-სთან ბაიერნმა 0:8 წააგო. ამის შემდეგ საკლუბო საწევრო 3 მარკიდან 40-მდე გაიზარდა. ბიუჯეტის გაზრდამ მიუნხენელებს საშუალება მისცა 1903 წელს პირველი ლეგიონერი აეყვანათ. ეს იყო ჰოლანდიელი ვილემ ჰესელინკი. ის პარალელურად მწვრთნელიც გახლდათ. ამის გამო ბაიერნი არაპოპულარული გახდა.
პირველი წარმატებას ბაიერნმა მხოლოდ 1925/26 წლების სეზონში მიაღწია, გაიმარჯვა რა სამხრეთი რეგიონალლიგაში, მაგრამ გერმანიის ჩემპიონისთვის ბრძოლაში მათ ლაიპციგის ფორტუნასთან წააგეს. 2 წლის მერე გუნდმა ისევ მოიგო სამხრეთის პირველობა, მაგრამ ½-ფინალში ისევ დამარცხდა. ამჯერად მომავალ ჩემპიონ ჰამბურგთან - 2:8. ამ გუნდში ბრწყინავდა იოზეფ პიოტინგერი, თავდამსხმელი, ვინც გერმანიის ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა.
პირველი საჩემპიონო ტიტული ბაიერნმა 1932 წელს მოიპოვა, როცა ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმჟამად ნახევარმცველი ლუდვიგ გოლდბრუნერი იყო, ამას გარდა გამოირჩეოდნენ ჰარინგერი, ჰოფმანი, ბერგმაიერი, რორი და კრუმი. ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შმედეგ ბაიერნის პრეზიდენტი ლანდაუერი და მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დომბი ქვეყნიდან გაიქცნენ. წამყვან პოზიციებზე ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კლუბი შალკე 04 გავიდა.
ომის შემდეგ პირველი ტიტული ბაიერნმა 1957 წელს მოიგო - გერმანიის თასის ფინალში დიუსელდორფის ფორტუნა 1:0 დაამარცხა.


ოქროს ხანა (1963-1979)

1963 წელს შექმნილ ბუნდესლიგაში ბაიერნი ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა ვილჰელმ ნოიდეკერმა მწვრთნელად იუგოსლაველი ზლატკო ჩაიკოვსკი მიიწვია, ვინც ერთი წლით ადრე კიოლნს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოყალიბება. მასში უკვე ირიცხებოდნენ ფრანც ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი. 1964 წელს ჩაირიცხა გერჰარდ მიულერი. 1965 წელს ბაიერნი ბუნდესლიგაში აღზევდა. მიუნხენელებმა სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს და გერმანიის თასი მოიგეს. წარმატებული გამოდგა ევროპული დებიუტიც. 1967 წლის 31 მაისს გუნდმა თასების თასის ფინალში რეინჯერსი 1:0 დაამარცხა. პირველი ევროპული გოლი ფრანც როტმა გაიტანა. მალე ჩაიკოვსკის ადგილას მალე მეორე იუგოსლაველი ბრანკო ზებეჩი დაინიშნა.
1969 წელს ბაიერნმა პირველი დუბლი შეასრულა - მოიგო რა ჩემპიონატი და თასი. გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. თითქმის მთელი პირველი წრე გუნდმა 11 ფეხბურთელით ჩაატარა. ესენი იყვნენ: მაიერნი, კუპფერშმიდტი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, პუმი, ოლკი, შტარეკი, როტი, ოლჰაუერი, მიულერი, ბრენინგერი. ჩემპიონთა თასზე გუდმა წარუმატებლად ითამაშა და სენტ ეტიენთან გამოვარდა. ახალ მთავარ მწვრთნელად უდო ლატეკი დაინიშნა. ლატეკმა გუნდში ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი მიიწვია.


1974 წელი ტრიმფალური აღმოჩნდა. ჩემპიონთა თასის ფინალში ატლეტიკოსთან დამატებითი დროი დაინიშნა, სადაც ესპანელებმა ანგარიში გახსნეს. საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე გათანაბრება გეორგ შვარცენბეკმა შეძლო. გადათამაშება მეორე დღეს დაინიშნა, სადაც ბაიერნმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. სწორედ ბაიერნი იყო გერმანიის ყველა დროის უძლიერესი ნაკრების ხერხემალი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფინალში ორივე ბურთი ბაიერნელებმა გაიტანეს - პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა. წარმატებებით გათამამებულმა ფეხბურთელებმა მეორე წელს ბუნდესლიგა სულ დაივიწყეს - შედეგად გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე გუნდი მაინც დაუმარცხებელი იყო. ფინალი ლიდსთან 2:0 დასრულდა. ამ დროს გუნდთან დიტმარ კრამერი მუშაობდა. მან 1976 წელსაც შეძლო მიჯრით მესამედ ჩემპიონთა თასის მოგება. გადამწყვეტ მატჩში სენტ ეტიენი 1:0 დაამარცხა (გოლის ავტორი ფრანც როტი), აი, ბუნდესლიგაში კი კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი.


FC ჰოლივუდი (1979-1998)

80-იანები მთლიანად ქაოსის პერიოდი იყო. ბაიერნში ხშირად იცვლებოდნენ წამყვანი თანადებობის პირები, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ გუნდი მაინც მაღა შედეგებს აჩვენებდა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული პერიოდი უდო ლატეკის დაბრუნებას დაემთხვა. გუნდმა 6-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და 3-ჯერ თასი. ბაიერნმა ამ პერიოდში ორჯერ, 1981 და 1987 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალები დათმო, სადაც ჯერ ასტონ ვილასთან დამარცხდა (0:1) მერე პორტუსთან (1:2). 90-იანი წლების საწყისი პერიოდი წარუმატებელი იყო, მაგრამ 1994 წელს გარდატეხა მოხდა. გუნდში პრეზიდენტის რანგში ფრანც ბეკენბაუერი დაბრუნდა. ამავე წელს მოახერხა გუნდმა ბუნდესლიგის მოგება. ბაიერნს სათავეში ჯერ ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა, შემდეგ ოტო რეჰაგელი, მაგრამ სახელოვანმა მწვრთნელებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. 1996 წლის გაზაფხულზე კაიზერფრანცმა თანმდებობიდან დაითხოვა მეფე ოტო, გუნდს თავად ჩაუდგა სათავეში და უეფას თასი მოაგებინა. ამ გუნდში მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინავდა იურგენ კლინსმანი, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო.


აღორძინების ეპოქა 1998-დან დღემდე

1998 წლიდან ბაიერნში ოტმარ ჰიტცფელდის ეპოქა იწყება. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონის კამპ ნოუზე გუნდმა ყველა დროის ყველაზე დრამატულ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წააგო - 1:2.
2001 წელს ბაიერნმა 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო მწვერვალზე დაბრუნება. ვალენსიასთან დაძაბულ ფინალში ძირითადი და დამატებითი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ ოლივერ კანმა ესპანელებს სამი პენალტი აუღო.
2005 და 2006 წლებში ფელიქს მაგათის თავკაცობით გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი, თუმცა ჩემპიონთ ალიგაშ გუნდი წარუმატებლად გამოდიოდა, რის გამოც მაგათს კარისკენ მიუთითეს და ოტმარ ჰიტცფელდი დააბრუნეს. პროფესორმა 2008 წელს ბაიერნი საჩემპიონო ტრიუმფამდე ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მიიყვანა. მიუნხენელებმა თასზეც იმარჯვეს, დაამარცხეს რა დორტმუნდის ბორუსია 3:2. ფინალის გმირი ლუკა ტონი გახდა. იტალიელმა დუბლი შეასრულა.
2008 წელს გუნდში იურგენ კლინსმანი დაინიშნა. ნაკრებში იოახიმ ლიოვის გვერდით წარმატებული მუშაობის შემდეგ მარტოდ დარჩენილმა კლინსიმ სეზონი პირწმინდად ჩააგდო და გაზაფხულზე მის ნაცვლად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. ძალიან არადამაჯერებელი იყო ოლივერ კანის მემკვიდრე მიხაელ რენზინგი, ვის ნაცვლადაც პირველი ნომრობა სეზონის მიწურულს ჰანს იორგ ბუტმა გადაიბარა.
2009 წელს გუნდში ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი დაინიშნა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალიდან სასწრაფო წესით არიენ რობენი გადაიბირა. თამაში ერთბშად გამოსწორდა. საბოლოოდ წითლებმა ჩემპიონატიც მოიგეს, გერმანიის თასიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ინტერთან პირწმინდად დამარცხდნენ - 0:2.
2010/11 სეზონი ბაიერნმა საშინლად დაიწყო. პირველ 7 ტურში გუნდმა 3 მარცხი იწვნია. სამაგიეროდ, ვადამდე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა ჩემპიონთა ლიგაში. სეზონის ბოლოს გუნდი მშრალზე დარჩა. დამარცხდა გერმანიის თასის ½-ფინალში შალკესთან, დათმო ბუნდესლიგის ტიტული დორტმუნდთან (მესამე ადგილზე გავიდა) და მოულოდნელად გამოვარდა ლიგის 1/8-ფინალში ინტერთან გასვლაზე1:0-ის მოგების შემდეგ, მით უფრო, რომ შინ გუნდი 2:1-ს იგებდა.
2011/12 წლების სეზონში ბაიერნმა უკვე იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი მშრალი სეზონი ჩაატარა. პირველად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს გამოეთხოვა უშუალო კონკურენტ დორტმუნდთან ბრძოლაში, მერე იმავე ბორუსიასთან თასის ფინალშიც განადგურდა - 2:5. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბაიერნმა საშინაო სტადიონზე ჩელსისთან 1:1 დაამთავრა, მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერი მოუხერხა.
სამაგიეროდ 2012/2013 წლების სეზონში, ბაიერნს ბადალი არ ჰყავდა ევროპაში. ჰაინკესის გუნდი წარმოუდგენლად ძლიერად ათამაშდა, სეზონი სტაბილურად განვლო ჩავარდნების გარეშე და აჩვენა სუპერ-შემტევი ფეხბურთი. ბუნდესლიგისა და პოკალის მოგება არავის გაჰკვირვებია, ჩემპიონთა ლიგაზე კი გზად ფინალისკენ "არსენალს", "იუვენტუსს" და განსაკუთრებით "ბარსელონას" უშანსოდ მოუგო. გერმანულ ფინალში, რომელიც უემბლიზე გაიმართა დორტმუნდის "ბორუსიასთან" თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წუთზე არიენ რობენის გოლის წყალობით იმარჯვა და სანუკვარ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.
2013 წელს გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ჩაუდგა, ის გუნდში 3 წელი გაჩერდა და ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო მისი მოღვაწეობა, ყველას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა მისი წარმატებული სეზონის მაგრამ მხოლოდ ლოკალური ტურნირების მოგება შეძლო, ევრო სარბიელზე კი ესპანელი მწვრთნელი სამჯერ დამარცხდა ესპანურ კლუბებთან ჩემპიონთა ლიგის 1/2, საბოლოოდ კი არ ისურვა გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ინგლისში გადაბარგდა, გუნდის საუკეთესო შემადგენლობა და ოქროს 3 წელი ლიგის თასის გარეშე დარჩა,
2016 წლის ზაფხულიდან კლუბს სათავეში იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ჩაუდგა, მან კლუბის პორველივე ოფიციალურ მატჩში შეძლო ბაიერნის უშუალო კოკურენტის დორტმუნდის ბორუსიას დამარცხება ვესტფალია სტადიონზე და გუნდს სუპერთასი მოუპოვა რაც კლუბს სანატრელი ქონდა წინამდებარე მწვრთნელის ეპოქაში. საბოლოო ჯამში სეზონი არცთუ დამაკმაყოფილებელი გამოდგა, რადგან კლუბმა მხოლოდ ბუნდესლიგის ჩემპიონობა მოიპოვა, გერმანიის თასიდან დორტმუნდის ბორუსიამ გამოაგდო, ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის რეალმა. კარიერა დაასრულა კლუბის ლეგენდამ და კაპიტანმა ფილიპ ლამმა. ასევე ბუცი ლურსმანზე ჩამოკიდეს ხაბი ალონსომ და ტომ შტარკემ.

სტადიონი

1925 წლამდე ბაიერნი ე.წ. ქალაქის პირველ ტრიბუნაზე თამაშობდა. ამ წლიდან კი მან და მიუნხენ 1860-მა ქალაქის მინიციპალური არენა იქირავეს. მას ხალხი შეცჰზგერ-ს (მეექვსეს) უწოდებდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს ის პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. ომის შემდეგ ის ხელახლა აღადგინეს. მასზე 44 ათასი მაყურებელი ეტეოდა.

1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად ოლიმპიური სტადიონი აიგო. ბაიერნი ამავე წელს გადაბარგდა ახალ არენაზე. ტავდაპირველად მასზე 79 ათასი გულშემატკივარი ეტეოდა, მაგრამ რიგო რეკონსტრუქციების შემდეგ დღეს მისი ტევადობა 59 ათასამდე დაეცა.

2002 წლის 21 ოქტომბრიდან მიუნხენ 1860-თან ერთად მიუნხენში სუპერთანამედროვე ალიანს არენის მშენებლობა დაიწყო, მშენებლობამ 3 წელს გასტანა და სტადიონზე პირველი თამაში 2005 წლის 31 მაისს გაიმართა მიუნხენის ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებს შორის , სტადიონის ტევადობა 71 000 კაცით განისაზღვრება.
მიუნხენის ბაიერნი არის "ალიანს არენას" ერთადერთი მფლობელი, ხოლო საფეხბურთო კლუბი "მიუნხენ 1860" რომელიც თავდაპირველი მონაწილე იყო სტადიონის მშენებლობაში 2025 წლის 30 ივნისამდე არენდით იქნება


კლუბის ხელმძღვანელობა:
პრეზიდენტი - ული ჰიონესი
საპატიო პრეზიდენტი - ფრანც ბეკენბაუერი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე - კარლ-ჰაინც რუმენიგე
სპორტული დირექტორი - ჯერ არ აურჩევიათ
ვიცე-პრეზიდენტები - დიტერ მაიერი, ვალტერ მენეკესი

კლუბის პარტნიორები:
მთავარი პარტნიორები: დოიჩე ტელეკომი , ადიდასი, Allianz, Audi
ასევე: The Coca-Cola Company, DHL, goodyear, hamad international airport, Paulaner, Lufthansa, SAP, tipico, giorgio armani, MAN, P and G, philips, adelholzener, aral, bayern3 radio, beatsbydre, bodyandsoul, easports, hublot, nestle Schöller, siemens, thomassabo, veuve-clicquot, HypoVereinsbank, gigaset


კლუბის შემადგენლობა:

user posted image

user posted image


user posted image


ბაიერნის მწვრთნელები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ბაიერნის კაპიტნები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



კლუბის ახალწვეულები:

კორენთინ ტოლისო (ლიონი)
user posted image


სებასტიან რუდი და ნიკლას ზულე (ჰოფენჰაიმი)
user posted image


სერჟ გნაბრი (ვერდერი)
user posted image

This post has been edited by ROBERY on 22 Jun 2017, 11:35


--------------------
Brasilien Hat Neymar
Argentinien Hat Messi
Portugal Hat Ronaldo
Deutschland Hat Ein Mannschaft!
AVIATORI01
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2089
წევრი No.: 73079
რეგისტრ.: 1-November 08

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 11:39  #50817819      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი ტურნირები შემდეგი ციკლისთვის მოსამზადებლად არ გამოგვეყებინოს
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6669
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 11:57  #50817957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები.........






////////////////////////////////////////////////////


--------------------
1.არის რამდენიმე ევრო ნაკრები
ბრაზილია, სადაც დელეგირებულია ბარსელონას და რეალის შემადგენლობა
2.რომლის შემადგენლობა და ფეხბურთელებია ძლიერი © giat






androabuladze
რაციონალისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11550
წევრი No.: 130141
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 12:03  #50817994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


ფიქსირ

ჰანჩესი დაგვედოს ამ თემაში


Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6669
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 12:56  #50818343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SportBild | Carlo Ancelotti's plan for Corentin Tolisso is to be a regular starter as central midfielder in a 4-3-3 system

მომავალ სეზონშI თუ სანჩესი მოვიდა.


მიულერი ისევ გაიბენჩება სამწუხაროდ sad.gif sad.gif
mrpitkina
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6222
წევრი No.: 106852
რეგისტრ.: 7-December 09

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 13:09  #50818433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მიულერი ისევ გაიბენჩება სამწუხაროდ


წავა არსენალში და გინებას დაუწყებთ
Piquecanthropus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3219
წევრი No.: 182936
რეგისტრ.: 10-March 14

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 13:35  #50818615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
7 შეკითხვა პოსპიშილს

გეგემბაუერი გამოუშვეს? biggrin.gif

სანჩესის ალტერნატივა ვინაა? (სიტიში წავა ეგ biggrin.gif)

გნაბრი მარცხენა მცველად იქნება? biggrin.gif

დუგლას კოშტას რამდენად მიასაღებთ პაპარაპუპებს, ხომ რა გებევრებათ თანხა? biggrin.gif

მითიური ტიაგოთი ჩემპიონთა ლიგის მოგების კიდევ გწამთ ჰო? (მე თქვენსკენ, თქვენ ეშმაკებისკენ biggrin.gif)

ლევახოვსკი მართლა არ ეხატება გულზე კარლჩელოტის?

მარჯვენა მცველს არ ყიდულობთ?
Dovi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10385
წევრი No.: 88532
რეგისტრ.: 10-April 09

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 13:37  #50818627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Piquecanthropus
რა სად როდის გუშინ ჩატარდა ბრატ biggrin.gif


--------------------
https://youtu.be/liMn1IbI5ZM?t=1268
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6669
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 13:42  #50818665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Piquecanthropus
QUOTE
გეგემბაუერი გამოუშვეს?

კი.
QUOTE
სანჩესის ალტერნატივა ვინაა?

იარმოლენკო drug.gif

სიტიში არა მგონია რო წავიდეს,არსენალი თავ პირს იტყნავს და პრემიერ ლიგურ გუნდში არ გავუშვებთო.
QUOTE
გნაბრი მარცხენა მცველად იქნება?

არანაირად,გნაბრი ვინგერია.
QUOTE
დუგლას კოშტას რამდენად მიასაღებთ პაპარაპუპებს

40 მილიონი +ბონუსები.
QUOTE
მითიური ტიაგოთი ჩემპიონთა ლიგის მოგების კიდევ გწამთ ჰო? (მე თქვენსკენ, თქვენ ეშმაკებისკენ

yes.gif

QUOTE
ლევახოვსკი მართლა არ ეხატება გულზე კარლჩელოტის?

პირიქით ლევანდოვსკი წუწუნებს,ამ ტრანსფერებით ლიგას ვერ მოვიგებთო.

QUOTE
მარჯვენა მცველს არ ყიდულობთ?

ჯერ უოკერზე იყო ჭორები,თუმცა შემდეგ კარლიტომ თქვა,რომ კიმიხს მარჯვენა მცველად ვხედავო და მას მომავალ სეზონში დიდი დრო მიეცემაო.

This post has been edited by Scoffield on 22 Jun 2017, 13:43
androabuladze
რაციონალისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11550
წევრი No.: 130141
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 13:59  #50818790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


Piquecanthropus
QUOTE
მითიური ტიაგოთი ჩემპიონთა ლიგის მოგების კიდევ გწამთ ჰო? (მე თქვენსკენ, თქვენ ეშმაკებისკენ )

გასულ სეზონში ტიაგო იყო საუკეთესო ფეხბურთელი ბაიერნის შემადგენლობაში.
მაგრამ მარტო ტიაგო რას მოიგებდა, როცა გვერდით ბაბუა ალონსო ედგა და მთელი მსაჯთა ბრიგადა რეალის ფორმით დარბოდა?
თუმცა ინიესტას და მითიური ტრიოსგან განსხვავებით, პაზორნად არ გავვარდნილვართ ფარჩაკ გუნდთან და არაფერი დავუთმეთ ჩემპიონ რეალს.

ძალიან უნდოდა ბარსას მისი დაბრუნება, მაგრამ უარი მიიღეთ და მერე გადაერთეთ ჯუჯა ვერატიზე.
ახლა ძალიან ნანობენ კულეები ხელიდან რომ გაუშვეს ალკანტარა და ამ სიმწრის გამოხატულება იყო ეს რეპლიკაც biggrin.gif




This post has been edited by androabuladze on 22 Jun 2017, 14:04
natan fredkin
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1466
წევრი No.: 86661
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 14:09  #50818871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტოპ ტრანსფერის ამბავი გაგვეგოს ამ თემაში .
Deisler
TM&NB


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1616
წევრი No.: 6782
რეგისტრ.: 9-October 04

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 14:16  #50818934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ფიქსირ

სანჩესი მომელოცოს ამ თემაში


--------------------
enjoi ior tutulik's dei © Tornikee
manbg77
JUVE


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3180
წევრი No.: 23591
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 14:19  #50818950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლევანდოვსკი მიდის თუ რჩება? ისე დორტმუნდში უფრო უბერავდა ბაიერნში უკლო თამაშს.
androabuladze
რაციონალისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11550
წევრი No.: 130141
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 14:23  #50818983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


manbg77
QUOTE
ლევანდოვსკი მიდის თუ რჩება? ისე დორტმუნდში უფრო უბერავდა ბაიერნში უკლო თამაშს.

რჩება და ბაიერნში მეტი გოლი გააქვს, ვიდრე დორტმუნდში გაჰქონდა.
დორტმუნდში თავის საუკეთესო სეზონში 24 გოლი გაიტანა, ბაიერნში კი წელსაც და შარშანაც 30-30 გოლი შეაგდო.


muller_muller
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 365
წევრი No.: 152299
რეგისტრ.: 6-July 12

გამოგზავნილია: 22 Jun 2017, 14:44  #50819124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გნაბრის სტატისტიკა საინტერესეოა



მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
w.JPG
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (140) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.6224 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]