Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > Suzuki Swift თუ Nissan Tiida ?


Posted by: Molecule 17 Nov 2020, 11:05
ვაპირებ ყიდვას, მაქვს სვიფტის და ტიიდას ვარიანტები.

ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებ გამიზიაროთ.

სვიფტი უფრო მაინტერესებს.

კიდე სხვა ვარიანტები ამ საფასო კატეგორიაში რას მირჩევთ?

ავტომატიკა...

Posted by: ramaza 17 Nov 2020, 11:12
Molecule
მე ვყიდი ძალიან კარგ ვარიანტს.ზომაში ვეღარ ვეწყობი დიდი მანქანა მჭირდება.
ასეთ მდგომარეობაში ვერც სვიფტს ნახავ საქართველოში და ვერც ტიდას დარწმუნებული ვარ.
არც ესეთი გამძლე იქნება ან ერთი და ან მეორე.
ქარხნული მანქანაა,პალიროვკაც კი არ აქვს გაკეთებული ერთი წერტილი არაა შენაღები


https://www.myauto.ge/ka/pr/48266410/iyideba-hechbeqi-volkswagen-polo-2007-benzini-geo

Posted by: Molecule 17 Nov 2020, 11:20
ramaza
ძაან კარგი მანქანააა ნამდვილად

მაგრამ 2.5ის ფარგლებში ვეძებ

Posted by: J4st5 17 Nov 2020, 11:24
სუზუკი უფრო სიმპოა და ისედაც მაგარი ჯორი მანქანაა ტიდას მირჩევნია პირადად smile.gif)

დალშე რეალურად ერთია წვა მოვლა რამე უბრალოდ ცოტა პატარაა სვიფტი ტიდაზე სუ ცოტა

Posted by: Qaja 17 Nov 2020, 11:28
Molecule
ჰონდა სივიკი ამათთან შედარებით ყველაზე მაგარი ვარიანტია ჩემი აზრით, ყველაფრით უკეთესია.

Posted by: GEORGEXIII 17 Nov 2020, 11:29
Molecule
QUOTE
სვიფტი უფრო მაინტერესებს.

მეც სვიფთს ავიღებდი რადგან ნისსანი თავის კლასსში მითუმეტეს 2009 წლამდე ნაკლებს თუ ყიდულობ ყველაზე მეტს წვავდა.

Posted by: Molecule 17 Nov 2020, 11:34
GEORGEXIII
J4st5

დიდი მადლობა smile.gif მეც უფრო სვიფტისკენ ვიხრები. ვიდზე მომწონს უფრო რა. ნაწილები ნეტა თუ იშოვება? ტიდა იმდენი დადის მაგის ყველაფერი იქნება და იმედია ამისიც არ იქნება პრობლემა.

Qaja

სივიკი ვიდზე არ მომწონს დიდად... ისე კაი მანქანაა როგორც ამბობენ კი



Posted by: GEORGEXIII 17 Nov 2020, 12:01
Molecule
საკმაოდ ბევრია სვიფტიც და არამგონია რომ ქონდე პრობლემა.

Posted by: J4st5 17 Nov 2020, 13:00
QUOTE (Molecule @ 17 Nov 2020, 11:34 )
GEORGEXIII
J4st5

დიდი მადლობა smile.gif მეც უფრო სვიფტისკენ ვიხრები. ვიდზე მომწონს უფრო რა. ნაწილები ნეტა თუ იშოვება? ტიდა იმდენი დადის მაგის ყველაფერი იქნება და იმედია ამისიც არ იქნება პრობლემა.

Qaja

სივიკი ვიდზე არ მომწონს დიდად... ისე კაი მანქანაა როგორც ამბობენ კი

მე ვაპირებდი აღებას ვნახე კიდეც კარგი ვარაინტი მექანიკა იყო მარჯვენა 2200 ში იძლეოდა ისე ტუ ასე გავარკვიე მოკლედ ნაწილები შოვნადია თავისი კლუბი აქ ფბ ზე სადაც გაღმერთებული ყავთ ეგ მანქნა და რაც არ უნდა დაგჭირდეს შანსი არაა რომ არ მიგასწავლონ ტიდასთან შედარებით კი ცოტა საჩალიჩოა ნაწილები და ცოტა ძვირიც მარა რავი აბა მეუღლის მეგობარს ყავს და მანქნა არის ჯორი რასაც ქვია

Posted by: Molecule 17 Nov 2020, 13:14
J4st5
დიდი მადლობა alk.gif

Posted by: sham 17 Nov 2020, 13:55
Molecule

ერთმნიშვნელოვნად ტიდას გირჩევ,,,

ამაზე უნამუსო მანქანის თავზეც გავიარე...

4 წლის განმავლობაში 80 k ს რო გაატარებ და საბურავების და ძრავის ზეთის გარდა არაფერს შეუცვლი, მსგავსი იშვიათად გამიგია. ტევადობაზე და კომფორტზე, სუზუკთან შედარებით, აღარაფერს ვამბობ...

Posted by: guka@ 17 Nov 2020, 14:10
QUOTE (J4st5)
თავისი კლუბი აქ ფბ ზე სადაც გაღმერთებული ყავთ ეგ მანქნა



კლუბი დამისახელეთ სადაც თავის მანქანას არ აღმერთებენ smile.gif

თქვენ ჯუკის კლუბი უნდა ნახოთ, იქაური ფრაზები რომ დავაკოპირო, სექტაა ჩვეულებრივი biggrin.gif biggrin.gif
ტიიდაზეც აფანატებენ თავის კლუბში, შედარებით უფრო სამართლიანად ) ჯუკთან შედარებით ტიიდა უპრობლემო მაინცაა.

ყველაზე სასაცილო რაც ხდება კლუბებში არის როგორ დაუდგნენ დიდ ძრავიანებს და როგორ დაანახეს თავისი მანქანის კუდი კულიანი 1.5 იანი და 1.6 იანი ძრავებით, ტურბინის მიუხედავად ჯუკიც არაა "მხეცი" როგორც კლუბში უწოდებენ )))
ეს ლირიული გადახვევა მე მაპატიეთ biggrin.gif

QUOTE (sham)
ტევადობაზე და კომფორტზე, სუზუკთან შედარებით, აღარაფერს ვამბობ...


+ ამ მხრივ ტიიდას თავის კლასში თუ რომელიმე მანქანა ჯობია, მეც გამაგებინეთ smile.gif

Posted by: Molecule 17 Nov 2020, 14:45
ავიჭერი smile.gif)))))

Posted by: J4st5 17 Nov 2020, 14:53
ჩემი აზრით

1. ვიზულაში სვიფტი ჯობია ბევრად თან
2. გამძლეობაში საერთო დ არ ჩამოუვარდება
3. ტევადობაში ტიდას მივანიჭებდი უპირატესობას
4.ცნობადობის ამბავშიც შედარებით წინააა

ზოგადა მე მაინც სვიფტს ავიღებდი

Posted by: ramaza 17 Nov 2020, 14:53
guka@
QUOTE

QUOTE (sham)
ტევადობაზე და კომფორტზე, სუზუკთან შედარებით, აღარაფერს ვამბობ...


+ ამ მხრივ ტიიდას თავის კლასში თუ რომელიმე მანქანა ჯობია, მეც გამაგებინეთ


ეხლა ღადაობთ ხო? biggrin.gif
რა ტიდა ბიჭო ტიდა არის ზუსტად გოლფ კლასი,წონაც იგივე აქვს ანუ 1200კგ-ს ფარგლებში და სიგრძეც იგივე 4,2 მეტრი
და გოლფს ადრით ტიდას? biggrin.gif
1,6 ტიდა არის უმკვდარესი მანქანა და წვავს 13-14 ლიტრს
1.8 კიდე რაღაცას გავს და ეგეც 12 ლიტრზე ნაკლებს არ წვავს
საბარგული აქვს 80 ლიტრით ნაკლები ვიდრე გოლფს biggrin.gif
ზოგადად გაბარიტებისა და სალონის ფართის განაწილებით გერმანულ მანქანებს და კონკრეტულად ვაგის პროდუქტს,ანუ შკოდას,ფოლცვაგენს და აუდის არ ჯობს კიარა ვერც მოდის ვერცერთი კონცერნი მაგათთან.
აგერ რა პოლოც დავდე 25სმ-ით მოკლედ ტიდაზე და 270 ლიტრი აქვს საბარგული,ტიდას 272 wink.gif
პოლო მაგის კლასი არაა უფრო პატარაა და
სვიფტი პოლოზე პატარაა 15სმ-ით და საერთოდ 180 ლიტრიანი საბარგული აქვს
ანუ სვიფტი 44სმ-ით პატარაა ტიდაზე და რანაირად გაგყავთ ერთ კლასში ნახევარი მეტრით მოკლე მანქანა biggrin.gif

Posted by: Molecule 17 Nov 2020, 14:57
ramaza
მე პირადად ფასის ამბავში smile.gif)))) დაახლოებით ერთი ასაკის მოდის ერთ ფასად... smile.gif

Posted by: guka@ 17 Nov 2020, 15:40
ramaza
QUOTE
1,6 ტიდა არის უმკვდარესი მანქანა და წვავს 13-14 ლიტრს


არა და არა, 11 ლიტრზე მეტი არასოდეს დაუწვავს, ისიც უსაშინლეს საცობში, 1.5 იან ძრავით ვარიატორ კოლოფიან ჩემს ტიიდას. ისე ქალაქში საშუალო წვა 9 ლიტრი ქონდა, ტრასაზე 5.5 - 6 .
5 წელი ვათრიე და გინდ დაიჯერე გინდ არა.
მარტო საბარგული თუა პრიორიტეტი შიგთავსში იყოს ეგრე,
მე გოლფის და ტიიდას სალონებს შორის ტიიდასი უფრო მეკომფორტულება და მედიდება. საბარგული იყოს ბატონო დიდი.

Posted by: sham 17 Nov 2020, 16:21
ramaza
QUOTE
1,6 ტიდა არის უმკვდარესი მანქანა და წვავს 13-14 ლიტრს

ამის მერე აღარ წამიკითხავს ...

Posted by: Nescafe13 17 Nov 2020, 16:34
სვიფტის ყიდვა ისევ ფიტი ჯობია
ტიდა სხვა კლასია
ც კლასი და ს კლასი რომ შეადარო ფართით იგივეა
წვა მაქსიმუმ 1 ლიტრი იყოს სხვაობით , ტიდა 13-14 ლიტრს თუ წვავს ჯობია ადგილზე წაუკიდო ცეცხლი

ჩემი ხმა ტიდას

Posted by: ramaza 17 Nov 2020, 16:39
guka@
sham
ხო ნუ გააჩნია ალბათ ვარიატორი არვიცი შეიძლება ეგ ქალაქში კი წვავს 11-ს მაგრამ ზატო ტრასაზე დაწვავს მეტს biggrin.gif
მე რაც ვიცი და მიტარებია 1,6 ტიდა იყო 4 სიჩქარიანი ავტომატი არა ვარიატორი უმკვდარესი მანქანა და წვას მიწერდა ზუსტად მაგდენს.
ისიც ვიცი რომ 1,5 და 1,6 ტიდას რაც უყნია რენოს ძრავებია

Posted by: guka@ 17 Nov 2020, 16:59
ramaza
QUOTE
ქალაქში კი წვავს 11-ს მაგრამ ზატო ტრასაზე დაწვავს მეტს

ლოგიკა down1.gif

ტრასაზე 5.5 - 6 თქო. ვარიატორის მუშაობის პრონციპი თუ გაგიგია, ეგ როგორ უნდა იფიქრო ) თუ არა ესე იგი შენ ის კატეგორია ხარ, ვარიატორი ხიხია რომ გონიათ.

QUOTE
1,5 და 1,6 ტიდას რაც უყნია რენოს ძრავებია

აი ძრავზე ტიიდას პრობლემა ქონოდეს ეგ არ გამიგია. 8 კ წევრიანი ჯგუფია და ძრავზე ვინმეს დაეწუწუნოს არ მახსოვს )



Posted by: mind_auger 17 Nov 2020, 17:15
guka@
ძრავი კარგებიაქვსო ანუ ეგ იგულისხმა ალბათ

QUOTE
ლოგიკა

ტრასაზე 5.5 - 6 თქო. ვარიატორის მუშაობის პრონციპი თუ გაგიგია, ეგ როგორ უნდა იფიქრო

მე როგორც ვიცი ვარიატორის მუშაობის პრინციპი ტრასაზე ანუ მაღალ სიჩქარეზე როცა ძრავი სუსტია შედარებით ვარიატორით რომ იარო ვთქვათ 110-120ით დაგჭირდება მაღალ აბაროტებზე სიარული,ყოველ აღმართზე დაგჭირდება მატორის გახეთქვა ნორმალურად რომ ახვიდე.
ავტომატი პირიქით ტრასაზე ნაკლებს დაწვავს ვიდრე ვარიატორი, ქალაქში მეტს.

Posted by: keen 17 Nov 2020, 17:17
QUOTE
ხო ნუ გააჩნია ალბათ ვარიატორი არვიცი შეიძლება ეგ ქალაქში კი წვავს 11-ს მაგრამ ზატო ტრასაზე დაწვავს მეტს

ამ ფორუმზე რას არ წაიკითხავ spy.gif

Posted by: guka@ 17 Nov 2020, 17:42
mind_auger
QUOTE
მე როგორც ვიცი ვარიატორის მუშაობის პრინციპი ტრასაზე ანუ მაღალ სიჩქარეზე როცა ძრავი სუსტია შედარებით ვარიატორით რომ იარო ვთქვათ 110-120ით დაგჭირდება მაღალ აბაროტებზე სიარული,ყოველ აღმართზე დაგჭირდება მატორის გახეთქვა ნორმალურად რომ ახვიდე.

რაღაც ძაან რთული წინადადება დაწერე, მარტო აღმართზე ძრავი უნდა გახეთქო გავიგე, რა დაწერე ერთი გადაიკითხე )))

ვარიატორი ეკონომიური გადაცემათა კოლოფია ტრასაზეც კი არა და ტრასაზე უფრო ))


Posted by: samtrediel90 17 Nov 2020, 23:31
ცოტა დაამატე ძმაო და ფიტი იყიდე,რა ტიდა და სვიფტი

Posted by: Erekle 007 19 Nov 2020, 10:32
Molecule
ტიდა უაზროდ ბევრს წვავს. მინიმუმ 9-10 ლიტრი. სვიფტი არ ვიცი როგორია არ მყოლია. მე ფიტის ჰიბრიდს ვიყიდდი, RBJ ძრავით თუ საშუალება იქნებოდა smile.gif

Posted by: Trump 19 Nov 2020, 10:51
ტიდა მიწვავდა 10 ლიტრამდე, მაგრამ კარგი ტევადი და ვირი მანქანა იყო.

Posted by: Molecule 19 Nov 2020, 16:39
აი რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია და მაგიტომ ვერ ჩამოვყალიბდი რა smile.gif))


2500$ ფარგლებში ვეძებ მაქსიმუმ. უნდა წვავდეს მაქსიმუმ 10 ლიტრს და პროფილაკტიკაში არ უნდა მაცხოვროს smile.gif))

თუ ვინმეს რამე გაქვთ განვიხილავ ნებისმიერ ვარიანტს

Posted by: di_onise 19 Nov 2020, 16:50
სვიფტი პატარაა, მანევრირებადი უფრო და შედარებით ცოტას წვავს.

ტიდა დიდია, ძროხა მანქანაა და წვაც შესაბამისად მეტი აქვს.

ამ ორი მოცემულობიდან უნდა აარჩიო რომელი გინდა თორემ გამძლეობას რაც შეეხება, ორივე მოდელი და შეიძლება ითქვას თითქმის ყველა იაპონური მალალიტრაჟკა გამოდგა ჩვენ პირობებში, მთავარია რამდენად მოვლილ და რესურსიან მანქანას აარჩევ.

ნატანჯი და ამოსმული მანქანა (უმეტესობა რაცაა ბაზარზე) ერთიც დაგტანჯავს და მეორეც.


Posted by: Molecule 19 Nov 2020, 17:15
di_onise
QUOTE
ნატანჯი და ამოსმული მანქანა (უმეტესობა რაცაა ბაზარზე) ერთიც დაგტანჯავს და მეორეც.


კი ჯერჯერობით რაც ვნახე ყველა ეგეთია sad.gif


ამიტომ მინდა იქნებ ვინმეს რამე კონკრეტული ვარიანტი აქვს....

Posted by: Erekle 007 19 Nov 2020, 17:18
Molecule
QUOTE
ვინმეს რამე კონკრეტული ვარიანტი აქვს....

2004 წლიანი ჰონდა ფიტი გაწყობს? ჩემი დის მანქანა იყო, ევროპაში წავიდა საცხოვრებლად და მაინც ისე დგას. მე ჩამოვუყვანე პირადად სუპერ იდეალურ მდგომარეობაში. 60-ზე მეტით არასდროს უვლია, დალშე თუ დაგაინტერესებს გამაგებინე და გეტყვი ყველაფერს.

Posted by: Molecule 19 Nov 2020, 17:23
Erekle 007
კიკი, ყველა ვარიანტი მაინტერესებს.

მაიუტოს ლინკი გააქ??

ან მონაცემები რო მითხრა ყველაფერი

Posted by: N1kusha 19 Nov 2020, 17:31
საკუთარი გამოცდილებით გირჩევ ტიდას და რატომ:
ბოლოს მყავდა ფიტიც და ტიდაც. ფიტი ვითომ ჰიბრიდი იყო და კი მიწვამდა 6 ლიტრზე მეტს. ტიდა სჯობია იმით, რომ გაცილებით რბილია და ტევადი. პატარა მანქანაა, მაგრამ არ ბრაგუნობს და სედანივით დადის. ჩემი 1,5 ვარიატორია და არაფერს არ ვუჩივი, ქალაქი-ტრასა რეჟიმით მიწვამს 7 ლიტრამდე, 8 ჯერ არ დაუწვია. 3 თვე მე ვხმარობდი, ეხლა მეორე მანქანად გვყავს სახლში და 100% კმაყოფილი ვარ up.gif
QUOTE
ნატანჯი და ამოსმული მანქანა (უმეტესობა რაცაა ბაზარზე) ერთიც დაგტანჯავს და მეორეც.

yes.gif

Posted by: Erekle 007 19 Nov 2020, 17:33
QUOTE
მაიუტოს ლინკი გააქ??

Molecule
არ დევს არსად გასაყიდად, არ გვიფიქრია გაყიდვა ჯერ. დღეს დაღამებულზე მივალ სახლში და ხვალ ჩაგიყრი თუ ვაიბერის ან ვოცაფის ნომერს მომწერ smile.gif

Posted by: Molecule 19 Nov 2020, 17:34
Erekle 007
კი პმშ მოგწერ

Posted by: Erekle 007 19 Nov 2020, 17:35
QUOTE
ან მონაცემები რო მითხრა ყველაფერი

წელი 2004, გარბენი 170 000-მდე თუ არ ვცდები. ვერცხლისფერია, ალუმინის დისკები არ აქვს, კალპაკებზეა. დანარჩენი რა ვიცი მოვლილი მანქანაა, სერვისი დროულად უტარდება. საბურავები კარგი აქვს. ქალაქში მოძრაობდა ძირითადად სამსახური-სახლი.

Posted by: Molecule 19 Nov 2020, 20:23
Erekle 007
და ფასი ?

Posted by: Flying_Lotus 21 Nov 2020, 15:11
ramaza
შენი პოლო რამდენს გიწვავს?

Posted by: ramaza 22 Nov 2020, 02:45
Flying_Lotus
გააჩნია ტარებას და დატვირთვას
ქალაქი 7.5-9 ნუ პრობკების,ზამთრის გათვალისწინებით
ტრასა 5-6 გააჩნია აქაც რამდენი ადამიანი იჯდება და როგორ ივლი
მაგალითისთვის მარტო ვიყავი ერევანში და ორივე გზის საშუალო დაახლოებით 600-650კმზე გამოვიდა 5.2 ლიტრი smile.gif იქ 90-100ზე მეტით ვერ ივლი, არც გზა გიწყობს ხელს და კამერებია ყველგან და შეზღუდვა მასეთია.
აქ მაგალითად ავტობანზე ბათუმში რომ ჩავიდე საშუალო 5.7 გამოდის მაგრამ ავტობანზე 120-125ით ვატარებ ნუ ლიმიტზე რა
მართალია ქაჩავს თავისუფლად 1100 კილოა მანქანა და 105 ცხენი აქვს
თან 6 სიჩქარიანი კარობკაა და ამ პატარა მატორზეც 2.2 აბაროტოთ მიდის 120ით
მაგრამ მაინც მეტს წვავს ვიდრე 100-110კმთი რომ იარო
თან ამას განიერი საბურავები აქვს 215/40R17 ნუ ქარხნულად ასე აქვს ტოპ პაკეტია 1.6 ძრავზე.
არის ესეთები 1.4 ძრავზე 15იან დისკებზე 180/65ზე
ანუ ასეთი საბურავიც შეიძლება დაუყენო და შეიძლება წვამ ლიტრითაც კი დაიკლოს.



Posted by: Molecule 22 Nov 2020, 17:44
ramaza
https://www.myauto.ge/ka/pr/48608118/?FromMobile=1

ამ ვარიანტზე ვფიქრობ, 2.5ად მაძლევს და რას მეტყვი? ღიირს როგორ გგონია?? კარგად იცნობ პოლოს smile.gif))

Posted by: ramaza 22 Nov 2020, 19:32
Molecule
QUOTE
ამ ვარიანტზე ვფიქრობ, 2.5ად მაძლევს და რას მეტყვი? ღიირს როგორ გგონია?? კარგად იცნობ პოლოს ))

მშვენიერია !!!!!
ვერ დაღლი ძმაო გეუბნები მართლა ვერ დაღლი biggrin.gif
ძრავები,ხადავოი და ყველაფერი აქვს უკვდავი იმენა და უმარტივესი.
შკოდა ფაბიაა რა ამისი ეს 1.4 და 1.6 ძრავები ფაბიას უდგას
ხადავოი უკან ბალკა აქვს და 500 კილოს იტანს,ასეც უწერია,მანქანა ტრაკს არ დებს იმენა.
შედარებისთვის ჰონდა ფიტს 180 კილო აქვს ტვირთამწეობა biggrin.gif
ეს 1.4 ძრავი 79 ცხენზეა, ნელი იქნება მაგრამ იმენა ვირი smile.gif
მე რაც ამ მანქანამ მასიამოვნა არვიცი.. 3 წელიწადში 200 ლარის ნაწილების შეცვლა დამჭირდა სულ თავის შეცვლიანად. ერთი ყუმბარა შევცვალე,უკანა სუპორტი და ორი სტერჟინი smile.gif
მატორი საათივით მუშაობს,გამონაბოლქვი 0,ზეთს გრამს არ ჭამს და რავი რა..ჩექის ნათურა თუ აქვს არვიცი საერთოდ.
ისეთი კარგი და უპრობლემო მანქანაა მოვლა რო მოგინდება biggrin.gif
ხო კიდევ, ამათ ამ 1.4იანებს 4 სიჩქარიანი ჩვეულებრივი ავტომატი აქვს კოლოფი და ცოტა მეტს წვავს ვიდრე ჩემი ნუ 1-1,5 ლიტრით რა რო გაითვალისწინო.მაგრამ კარგი კოლოფია,ძველი ნაძიოჟნი ავტომატი.

მე ყიდვას რომ ვაპირებდი კოლტებს,ვიტსებს და ფიტებს ვათვალიერებდი,რამდენიც ვნახე ან ჟანგიანები იყო,ან 3ჯერ დანარტყამები და ნაკრასკები ნუ ერთიც ვერ ვნახე ისეთი რაიმეზე მიხახუნებული ან მირტყმული და გადანაკრასკი არ ყოფილიყო
იმენა ფიზიკურად ვერ ვნახე ეგენი შეუღებავი და დაურყმელი ვერანაირ ფასში და აფასებდნენ ამ პოლოზე 500-700$-ით მეტს
მერე ეს ჩემი რომ ვნახე იგივე ფასში დაახლოებით რავი რა
წადი ნახე ძმაო კარები გამოხსენი, ჩაჯექი გაატარე
ეს არის მანქანა ისინი არის ასანთის კოლოფები

Posted by: Molecule 22 Nov 2020, 19:38
ramaza
ხომ არ იცი შემთხვევით კარგად სად შევამოწმებინო? ძრავი, კარობკა, ელექტროობა.. რავი კიდე რა უნდა? ნუ პერედოკი და შენაღებ-ნაავარიები?? smile.gif)))

ძააან მომწონს შენი მანქანა love.gif love.gif love.gif

მომე რა 2600ად lol.gif lol.gif lol.gif bis.gif

Posted by: ramaza 22 Nov 2020, 20:29
Molecule
QUOTE
ძააან მომწონს შენი მანქანა 

მომე რა 2600ად   

biggrin.gif biggrin.gif ეხლა რო დოლარი 3,5 არ იყოს ლამის მოგცემდი ნუ 2,6-ში არა მაგრამ ცოტა მეტში შეიძლებოდა, მაგრამ მე უფრო დიდი მანქანის ყიდვა მიწევს და 1000-1500$ უნდა გამოვიტანო რომ 4-4,5-ში ჩავეტიო და ეგ 1500$ უკვე 6000 ლარზე მეტია biggrin.gif ხოდა ძაან მირტყავს და მაგიტომ არ მიღირს sad.gif მასეც არ მეჩქარება თან და ეს საიმედოა არაფერი ამას არ სჭირდება და რავი როცა გაიყიდება გაიყიდებას პონში ვარ biggrin.gif



Molecule
QUOTE
ხომ არ იცი შემთხვევით კარგად სად შევამოწმებინო? ძრავი, კარობკა, ელექტროობა.. რავი კიდე რა უნდა? ნუ პერედოკი და შენაღებ-ნაავარიები?? )))

სიმართლე გითხრა მე რაც მანქანა მიყიდია ნუ ამერიკულები ვინით მინახავს და ეს ჩემი პირველი იაპონურია ხოდა ეს მეგობარმა ჩამოიყვანა და მერე მე ვიყიდე იმისგან ასე რომ რაც ჩამოვიდა ის ვიყიდე biggrin.gif ანუ მარტივია ხადავოის რომ გაატარებ მიხვდები რო არაფერი კაკუნობს,ძრავზე და კარობკაზეც მიხვდები მუშაობის მხრივ. ელექტროობა ამას არაფერი არ აქვს რაც შეიძლება რომ გაფუჭდეს მაქსიმუმ შუშების ამწევები( ეს ადრე მყავდა ჯეტა და იმას გამოვუცვალე) ამას ეს არ დასჭირვებია. შენაღებზე და ნაავარიებზე ძალიან მარტივია რა ზაზორებს შეხედავ,ბოლტებს მონახსნელი თუა..განაკრასკი მანქანა ეგრევე ჩანს რა
ჩემსას პალიროვკაც არ აქვს გაკეთებული მაგალითად და ისეთი ფერია ბევრს ჰგონია რომ ახალი შენაღებია biggrin.gif არადა რომ დაუკვირდე ყველა მანქანას ეტყობა რა შენაღებია თუარა.
ზოგი მაგალითად თეგეტაში 50 ლარი ღირს ხადავოის, მატორის და კარობკის შემოწმება კომპზე აერთებენ და აჩვენებს რა თუ რამეა. რავი ვინც მანქანა იცის ეგ არ სჭირდება თვითონაც მარტივად ამოწმებს



Posted by: Molecule 22 Nov 2020, 21:39
ramaza
QUOTE
1500$ უკვე 6000 ლარზე მეტია

რრრაა დღეში ვართ რა help.gif

QUOTE
როცა გაიყიდება გაიყიდებას პონში ვარ

წესით ძაან მარტივად უნდა გაყიდო რავი.. ძააან კაი მანქანაა

QUOTE
მაგალითად თეგეტაში 50 ლარი ღირს ხადავოის, მატორის და კარობკის შემოწმება

ხოო ზუსტად მაგას ვაპირებ yes.gif

Posted by: ramaza 22 Nov 2020, 22:46
Molecule
QUOTE

QUOTE
როცა გაიყიდება გაიყიდებას პონში ვარ

წესით ძაან მარტივად უნდა გაყიდო რავი.. ძააან კაი მანქანაა

რასაც ვატყობ ძალიან რთულად იყიდება მანქანები ეხლა.. მე რასაც ვათვალიერებ საყიდლად რამდენიმე ძალიან კარგი მანქანა ვნახე და ფასიც მართლა იაფად ყიდიან და ვერ ყიდიან დიდი ხანია უდევთ უკვე არადა ვიცი რომ ძალიან კარგი მანქანებია და ეხლა მე რომ მქონდეს თანხა ეგრევე ვიყიდდი..თუმცა ვისაც ხელში აქვს ისინიც თავს იკავებენ როგორც ჩანს განსაკუთრებული საჭიროება თუ არ აქვთ ფეხს ითრევენ დოლარის დახარჯვაზე...
ჩვენთან ეგაა კიდევ მეორე კატასტროფა რომ ხელფასი ლარშია, სესხები ლარშია და ვაჭრობა უძრავ და მოძრავ ქონებაზე კი დოლარში

Posted by: Molecule 23 Nov 2020, 11:13
ramaza
QUOTE
რამდენიმე ძალიან კარგი მანქანა ვნახე და ფასიც მართლა იაფად ყიდიან და ვერ ყიდიან დიდი ხანია უდევთ უკვე არადა ვიცი რომ ძალიან კარგი მანქანები


ხოარ გაქ ლინკებიი???


რაღაც ბოლომდე არ მიმდის ამ წითელ პოლოზე გული რა sad.gif

კრედიტი ავიღო 4 წელი 250 ლარი ვიხადო და ფარჩაკი მანქანა შემხვდეს არ მინდა მაგრა...


Posted by: ramaza 23 Nov 2020, 11:20
Molecule
4- 4.500$ იანებზე ვამბობ ჯიპებზე biggrin.gif

Posted by: rere 23 Nov 2020, 11:28
კაი სვეჟი ჩანს ეგ წითელი პოლო
ფასითურთ არ არი ცუდი არჩევანი
თუმცა მე ლიჩნად ფორცვაგენის მარკას გავარტყი
* * *
არაფერი არ არი გაიაფებული ჩემის საოცნებო ბიემდაბიუში ნახე რამხელას უგებს ტიპი ეს არი გაიაფებული
https://www.myauto.ge/ka/pr/48618897/iyideba-sedani-bmw-428-2017-benzini-geo
https://en.bidfax.info/bmw/430xi/3984222-bmw-430xi-gran-coupe-2017-blue-20l-vin-wba4f9c57hg792188.html
* * *
აგერ კიდევ ტიპებს რო კითხო 200$ უგებენ
https://www.myauto.ge/ka/pr/47883105/iyideba-hechbeqi-bmw-428-2015-benzini-geo
https://en.bidfax.info/bmw/428/6502978-bmw-428-i-gran-coupe-2015-white-20l-4-vin-wba4a5c53fg051847.html

Posted by: Molecule 23 Nov 2020, 21:38
ramaza
QUOTE
4- 4.500$

ოკ biggrin.gif

rere
QUOTE
მე ლიჩნად ფორცვაგენის მარკას გავარტყი

აი ზუსტად მაგიტომ არ მიმდის გული რა


რაღაც ძაან ნორმ ნოუთი ვნახე და ხვალ შევამოწმებ თეგეტაში, თუ ყველაფერი რიგზე ექნება ავიღებ მაგას

Posted by: Morpheus9 23 Jun 2022, 22:46
გამარჯობა.
რა განსხვავებაა სვიფტსა და ეს იქს 4 ს შორის? წინა წამყვანი ესიქს4 მაინტერესებს 2.0 და სვიფტიც იგივე წინა წამყვანი. წვაში ერთი არიან საშვალოდ? smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)